Lukiane123
May 12 2016, 04:49 PM
ციტატა(მიხომიტო @ May 12 2016, 03:53 PM)

ვერაფერი ვერ გავიგე ვაირახუთი რო წავიდე სოფელსი იქ კი ეზოში ვისროლო ან ჭალაში ჩავიდე და ვისროლო რა ჯარიმაა?
არანაირი ჯარიმა არარის,ეგეთ ადგილას თუ ისვრი გინდ ვაირაუხი იყოს და გინდა კროსმანი,ქალაქში არ შეიძლება თუ რაარის მეც ვერგავიგე
მიხომიტო
May 12 2016, 06:09 PM
ორშაბათს დავრეკავ პატრულში და ვიკითხავ , მაგრამ ზალიან შესაძლებელია არაფერი იცოდნენ მაგ ნიუანსებზე
temo-777
May 13 2016, 08:43 AM
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 11th May 2016 - 06:46 PM)

ჩემს ნაცნობს სადარბაზოს შესასვლელთან დაადგნენ,იარაღიც წაართვეს და 200 ჯარიმაც ზედ მიაყოლეს
რატომ წაართვეს? სადარბაზოსთან იდგა და ისროდა? თუ?
ციტატა(SVD @ 12th May 2016 - 04:47 AM)

.დღეს დიდუბეში რომ მონადირის მაღაზიაა მანდ გაიჩითა ჰატსანის პნევმატური თოფები დიდ კალიბრში.
ან ვიღაცის მფარველობის ქვეშ არიან და აწყობთ რომ გაყიდონ ანდა კიდე არ ვიცი

წარმოიდგინე მე რომ ვიყიდო მანდ ეგ იარაღი და წამართვან/დამაჯარიმონ.
მე ხო ყველა ვარიანტში გავიშვერ მაგ მაღაზიისკენ თითს რომ აი აქ ვიყიდე და თუ არ შეიძლება და საერთოდ აკრძალულია
რატომ ყიდის თქო?? წესით მერე ეს მაღაზია სულ უნდა დახურონ

რაღაცაშია საქმე/
kaka8079
May 13 2016, 09:15 AM
temo-777
სულაც არ ისროდა,უბრალოდ შედიოდა სახლში,ჩვენს თანაფორუმელსაც დაედეცნენ ოკელას,სადარბაზოსთან დაეწიენ მგონი,რა იარაღია პნევმატური ხომ არ მიგაქვო თუ რაღაცა ამდაგვარი კითხეს,ამან ცეცხლსასროლი რომ დააძრო,ხო კაიო გამობრუნდნენ და წავიდნენ.ისა და ხალხო სოფლის ეზო დასახლებულ პუნქტად არ ითვლება?)))) მე როგორც მახსოვს დასახლებულ პუმქტში არც სროლა და მითუმეტეს ნადირობა არ შეიძლება.
okela84
May 13 2016, 10:31 AM
ციტატა(kaka8079 @ 13th May 2016 - 10:15 AM)

ჩვენს თანაფორუმელსაც დაედეცნენ ოკელას,სადარბაზოსთან დაეწიენ მგონი,რა იარაღია პნევმატური ხომ არ მიგაქვო თუ რაღაცა ამდაგვარი კითხეს,ამან ცეცხლსასროლი რომ დააძრო,ხო კაიო გამობრუნდნენ და წავიდნენ
ვადასტურებ მართლაც მასე იყო
userman
May 13 2016, 10:58 AM
ნუ ყველაფერს თავი , რომ დავანებოთ მაგ მაღაზიამ საბაჟოს გავლით როგორ მოახერხა 5,5 კალიბრის შემოტანა ?
თუ პრობლემა არაა მასე მეც შემოვიტან ედგანს ... ან კრიკეტს 5.5-ს რამდენი ხანია უმზერ ...

დანარჩენი ჩემი პრობლემაა დამიტოვებენ თუ ჩამომართმევენ ( ამ გაურკვევლობაში ) , ნუ ხმარების დროს ვგულისხმობ...
temo-777
May 13 2016, 12:48 PM
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 13th May 2016 - 10:15 AM)

ჩვენს თანაფორუმელსაც დაედეცნენ ოკელას,სადარბაზოსთან დაეწიენ მგონი
კი მახსოვს ეს ამბავი,დაწერა ფორუმზე ადრე.და ისიც მახსოვს რომ ჩიხოლში ედო.
თუმცა ეჭვი მეპარება, კისტი რომ ყოფილიყო ვინმესთვის ფეხები მოეჭამათ თუნდაც მთელი განყოფილება მანდ ყოფილიყო

თუ რა თქმა უნდა სუფთა პიროვნებაა ესა თუ ის ადამიანი და არა აქვს სერიოზული რაიმე მიქარული!
პირდაპირ წერია კანონში რომ შეიძლება გადაადგილება მაგის,ყიდვა-გაყიდვა და ასე შემდეგ!

და რა არის საშიში იმაში რომ გადავიტანო სადმე?

ესაა ჩვეულებრივი იარაღის გადატანა,მეტი არაფერი!
არ ისროდა, არ უმიზნებდა არავის.
კარგით რა ვინ რა უნდა მითხრას მაგაზე.

სოფლელი ხიხო თანამშრომლები ბევრნი არიან,თუმცა ეს მაინც არაფერს არ ცვლის

მთავარია არაფერი დავაშავოთ,მოვიქცეთ ადამიანურად და everything will be O.K
gregory
May 13 2016, 01:01 PM
ციტატა(koka @ 12th May 2016 - 12:36 PM)

SVD
მართალია ეგ გამყიდველი, ეგრე დანებიც იყიდება, აბა ჯიბეში ჩაიდე და იარე ქუჩაში,
koknar რაა მართალი?
საერთოდ საიდან გაჩითა? საზღვარზევე უნდა გაეჩერებინათ და ჯარიმაც აეკიდათ!
შენი ლოგიკით ბარემ ჰეროინს გაყიდის და შენ თუ ჯიბეში ჩაიდე მერე შენი პრობლემაა
okela84
May 13 2016, 03:03 PM
temo-777 ციტატა(temo-777 @ 13th May 2016 - 01:48 PM)

სოფლელი ხიხო თანამშრომლები ბევრნი არიან,თუმცა ეს მაინც არაფერს არ ცვლის
ისიც არ არის გამორიცხული რომ რეგულაციებში ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს გადააწყდე თუმცა ამასაც არ აქვს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მაშინ როდესაც სააგენტოშივე გამაფთხილეს რომ არ შემეძინა პნევმატური იარაღი.
ერთხელ საბაჟოს თანამშრომლებმა მაგალითად მომიყვანეს პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული ქაოტური სიტოაცია, რაღაცას ვეკითხებოდი არბალეტზე და პნევმატიკასთან დაკავშირებული განუკითხაობებით გადამიფარეს კითხვა, ანუ იშვიათი მოხმარების არბალეტზე რა გიკვირსო როცა პრობლემა რომელიც გაცილებით მეტ ადამიანს მოიცავს( პნევმატურებს გულისხმობდა რათქმაუნდა) სრული ქაოსი და განუკითხაობა არისო
temo-777
May 13 2016, 03:43 PM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 13th May 2016 - 04:03 PM)

საბაჟოს თანამშრომლებმა
ნუ მაგათგან საერთოდ არაფერი არაა გასაკვირი,
მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველას თავი დაუქნიო.
ყველაფერზე რომ დაეთანხმო მაგათ ჭკუიდან გადაგიყვანენ,ისეთი ხალხი მუშაობს მანდ.
ბევრ რაიმეს ისეთს აკეთებენ და ითხოვებ ხოლმე რაც არანაირ კანონში არ ჯდება ხოლმე.
მაგალითად როდესაც ექაუნთის გახსნას ითხოვენ ხოლმე,პაროლს რომ გთხოვენ
და ასე შემდეგ.ცოტას რომ მიაწვები და აგრძნობინებ რომ არასწორად იქცევიან მერე ატორმუზებენ ხოლმე.
განუკითხაობა ყველგანაა
მიხომიტო
May 30 2016, 04:30 PM
დავაგვიანე პასუხით ....დღეს გადავაფორმე ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ათჯერ მაინც გავიმეორე კიტხვა სხვადასხვა კუთხიდან 4.5 კალიბრის შესახებ.
5 პოლიციელს ერტად ვეკიტხებოდი იარაგების განყოფილებაში. რავიცი იმის იქეთ ვინღა უნდა ერკვეოდეს იარაღში/ მოკლედ..
მეკითხებოდნენ რაზე გვეკითხებიო ტირის თოფზეო? 4.5 კალიბრიანიო? კი თქო
მაგის გადატანა არ შეიძლებაო მხოლოდ სახლში ქონით. ეგ როგორ თქო მაღაზიებში რო იყიდება თქო სავსე , თან გავიმეორე ათჯერ 4.5 კალიბრზე ვკითხულობ თქო კისტი როა აი რო უნდა გადატეხო თქო....
ჰოო გავიგეთო ...არაგაქ უფლება ატარო და ისროლო ჩამოგართმევენო....
ვაა ვთქვი.... ეგ როგორ 4.5 ტირის თოფზე ვსაუბრობთ>>>???
კიო არაგაქ ტარების უფლებაო და სროლა აქა იქო.
მოკლედ მერწმუნეთ არავინ არ ხუმრობდა ...აი ასე მიპასუხეს და გაიმეორეს ათჯერ ...ჰოო იყიდებაო მარა ამ ტირის-კისტის 4.5 კალიბრის ტარების უფლება არარისო.
უნდა იყოს გაფორმებულიო...ხოდა რანაირად თქო რო არ ფორმდება??? რავიცითო....
ერთი სიტყვით ბარდაგია და გაუგებრობა ეტყობა ამ 4.5 კალიბრზე არ არიან ჩამოყალიბებული იქ კანონმდებლები და იარაღი კი იყიდება. ესე გამოდის
temo-777
May 30 2016, 07:26 PM
მიხომიტო ციტატა(მიხომიტო @ 30th May 2016 - 05:30 PM)

კიო არაგაქ ტარების უფლებაო და სროლა აქა იქო.
სხვანაირად მანდ ვერც გეტყოდნენ
ja_ja
May 30 2016, 07:26 PM
მიხომიტო ციტატა(მიხომიტო @ 30th May 2016 - 05:30 PM)

ერთი სიტყვით ბარდაგია და გაუგებრობა
ეს რომ გაგეგო მაინცა და მაინც საკუთარი მისვლისას უნდა გეკითხა

აქ მაგას ხალხი უკვე რამდენი წელია ვწერთ რომ მარცხენა ხელმა არ იცის მარჯვენა რას აკეთებსთქვა

ბარდაკი კიდევ ცივილიზებული სიტყვაა, რაც მანდ გაუგებრობა ხდება მაგის აღსაწერი უიწმაწური სიტყვა მგონი ჯერ არავის გამოუგონია, იმდენად ჩახლართული სიტყვა ან სიტყვათა კომბინაცია იქნება
ბაიკერი
May 30 2016, 07:30 PM
ნეტა სკოლაში რა ნიშნებზე სწავლობდნენ ეგეთი ხალხი
მარჯვე
May 30 2016, 07:40 PM
ამ საარჩევნოდ ოცნებას რომ ჩავაწვეთოთ ყურში ვერა ?
რამე იდეაა საჭირო
მე მაგალითად ვერ ვრისკავ ყიდვას, შემხვდება პატრული და ნერვები არ მეყოფა ასახსნელად რატო არ მაქ გაფორმებული და ვისი ბრალია გაფორმება რო არ ხდება.
არავინ თუ ხმა არ ამოიღო, არც ისინი შეიწუხებენ თავს
როგორც თემის დასაწყისში იყო ისე იქნება შემდეგი ათ წელიწადს :@
ja_ja
May 30 2016, 08:02 PM
რატომ აქვს ხალხს ამ არჩევნების იმედი და რომ რატომღაც ეს ღრუბლებში მფრინავი პოლიტიკოსები რაიმესთვის მოიცლიან ვერ ვხვდები..

აგერ 2-3 დღის წინ აჩვენეს საერთოდ კაცს აწყობილი ბიზნესი ჰქონდა, მთელს სოფელს აფინანსებდა და დაადგა მთავრობისხალხი და აახია ყველაფერი... რატომ გაქვთ იმედი რაიმესი???? მესმის ძალიან პესიმისტური სიტყვებია, მაგრამ მე რასაც ვუყურებდი, შევხვდით აქაური ბიჭებთან ერთად და რაც შეთავაზებები გვქონდა, ყველაფერზე გვითხრეს თქვნზე ჭკვიანი ხალხი გვყავსო
ბოლოს კი ის გვითხრეს ჯობია ბიძინას მიწეროთო, თითქოს ბრმა, გულუბრყვილო უვიცი მასის წარმომადგენლები ვყოფილიყავით და ვიღავ მიწიერი მამა ზეციერის იმედად პირდაღებულიყავი დავრჩენილიყავით - სინამდვილეშI კი კულტურულად გვითხრეს, თქვენთვუის არავის სცხელა და თუ გინდა აგერ ბიძოს მიწერე და ნახავ რაც მოხდებაო

მე იმდენად პესიმისტური ვარ ამ მთავრობისგან გამოჟონვილი იდების გამო გაჟღენთილი რომ რავიცი, ან ახალი სისხლის ახალი გზაგაუკვალავი ხალხის სახით ან აღარ ვიცი რა უნდა ვქნათ
მარჯვე
May 30 2016, 08:43 PM
ბიძინაზე მიწერას აზრი არ აქვს, არ აქვს მაგ კაცს დრო პლინკაობისთვის და დატუმბვებისთვის

პესიმისტობა და მუდამ უარესის მოლოდინი ღრმად ჩაგვებეჭდა უკვე
ტკბილი სიტყვა და უბრალოდ გადაჩურჩულება რომ არ კმარა ეს ვიცით
სავარძლიდან და ლოგონიდან ვერ გაკეთდება ეს საქმე
ცოტა მონდომებაა საჭირო, გარეთ გამოსვლაც და 2000 კაცის მოგროვება მინიმუმ
პრობლემა უამრავი აქვთ, ერთი და ორი კაცის ნათქვამზე არავინ გაანძრევს დიდ თავს
დემოკრატიის შუქურაო, კავკასიის ცენტრიო ელემენტალური ვერ მოაწესრიგეს ამდენი ხანია
მიწოლაა საჭირო
100 სპარტანელს მე ჩამოვალ
ja_ja
May 30 2016, 08:57 PM
მარჯვე ციტატა(ბერიკაცი @ 30th May 2016 - 09:43 PM)

ცოტა მონდომებაა საჭირო, გარეთ გამოსვლაც და 2000 კაცის მოგროვება მინიმუმ
აი ეგ მიტინგობა დაღუოავს აქაურობას, ყველაფერე რომ მიტინგია მოსაწყობი, პური გათავდა მიტინდი, ქარხანა არ მუშაობს მიტინგი, ტუალეტის ქაღალდი გაქრა მაგაზეც მიტინგი, მაგრამ ეგ მიტინგებიც ჰკიდიათ...
პლიუს დაივიწყე, გამოსვლა, ტრანსპარანტები და სხვა ეგეთი შტუკები მითუმეტეს 2000 კაცს სად აგროვებ არ ვიცი

არ თქვა ახლა აქ დარეგისტრირებულიო

შეხედე რეალობას რამდენია დარეგისტრირებული რომ პროსტა სურატები დაინახოს და რამდენი პოსტავს რეალურად
მარჯვე
May 30 2016, 10:59 PM
არა მიტინგი ქართული გაგებით არა
მშვიდი რა ევროპაში რომ ატარებენ ხოლმე
მარა მაინც ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ვინმე გადაიღებს მაინც ისეთი ციებ-ცხელება მოდის

კარგი მე მოყვარული დონის ვარ
აი ვისაც ბიზნესი აქვს პნევმატიკაზე დამყარებული იმათაც დაყარეს ფარ-ხმალი ?
okela84
May 30 2016, 11:06 PM
მარჯვე ციტატა(ბერიკაცი @ 30th May 2016 - 09:43 PM)

გარეთ გამოსვლაც და 2000 კაცის მოგროვება მინიმუმ

მე რო გავხსენი თემა მიტინგზე 5 კაცზე მეტი არ გამომხმაურებია
მიხომიტო
May 31 2016, 07:15 AM
არა მგონია მიტინგმა უშველოს ეს არაა ბრიტანეთი და საფრანგეთი სადაც მმართველებიც ბიზნესმენებიც საშვალო ფენაც არიან ძმაკაცურად და ერთად ერთობიან,
აქ!! ....ვერ გეტყვით...მინიმუმ კიდე გრძელდება კომუნისტური გაგება. ევროპაში მიცხოვრია ვიცი რასაც ვიძახი.
4.5 კალიბრის ციდან ჩამოღებას და მაგიდაზე ქაღალდზე დაწერას ჭირდება წუტები. მემგონი უბრალოდ მაგ პაპკას ვერ მიწვდნენ ან საერთოდ არ ახსოვთ რო არი, სხვა სიტყვებით კიდიათ. ეს სიტუაცია რომ რომელიმე კაპიტალისტური ქვეყნის პნევმატურ იარაღის მაღაზიაში მაოყვე დარწმუნებული ვარ სახე გამოუშტერდებათ
userman
May 31 2016, 08:51 AM
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაფორმება, რომ დაუშვან, ბიუჯეტშიც ხომ შევა გარკვეული თანხები, ამაზე რატომ არ ფიქრობენ ?
ბაიკერი
May 31 2016, 10:02 AM
userman
სკოლაში შატალოებზე რომ დადიოდნენ მაგის ბრალია
gregory
May 31 2016, 10:27 AM
ციტატა(ბერიკაცი @ 30th May 2016 - 11:59 PM)

ვისაც ბიზნესი აქვს პნევმატიკაზე დამყარებული იმათაც დაყარეს ფარ-ხმალი ?
მარჯვე 2 წელი სასამართლოც მეყოფა, ახლა მეორე კრუგზე წასვლის სურვილი ჯერჯერობიტ არ მაქვს

ციტატა(userman @ 31st May 2016 - 09:51 AM)

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაფორმება, რომ დაუშვან, ბიუჯეტშიც ხომ შევა გარკვეული თანხები, ამაზე რატომ არ ფიქრობენ ?
userman ეგ არავის აინტერესებს, მთავარია "რაღაც " არ მოხდეს არავის უნდა პასუხისგებლობის აღება თავის თავზე.
ბიუჯეტის შევსება კი ჯარიმებითაც შეიძლება
ციტატა(მიხომიტო @ 30th May 2016 - 05:30 PM)

მაგის გადატანა არ შეიძლებაო მხოლოდ სახლში ქონით
მიხომიტო აი ეგ კი ტყუილია! გაგატანა, გადაზიდვა თავისუფლად შეიძლება!
მიხომიტო
May 31 2016, 02:03 PM
მე კი მითხრეს სახლის გარეთ თუ ჩაგავლო პოლიციამ პნევმატიკით ჩამოგართმევენო! გარეთ არ გაგვსო უფლება გაიტანოო! ეს მიტხრეს გუშინ როცა ვაფორმებდი ცეცხლსასროლ იარარს, საჭიროაო ქონის ნებართვა.
მარა ამას ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს . რაიმე სადმე თუ წერია კანონმდებლობაში 4.5 პნევმატიკაზე ? ესაა საინტერესო. ეტყობა გაურკვევლობაა თორე პატრული ტყვილა არ იტყოდა მე ასე მგონია.
მაგასაც ვეცდები გავარკვიო ზევით
ja_ja
May 31 2016, 05:31 PM
მარჯვე ციტატა(ბერიკაცი @ 30th May 2016 - 11:59 PM)

აი ვისაც ბიზნესი აქვს პნევმატიკაზე დამყარებული იმათაც დაყარეს ფარ-ხმალი ?
შენ ეტყობა ნამეტანი ლაითად გგონია საქმე

ვისაც პნევმატიკის ბიზნესი აქვს იმან რა ხმა უნდა ამოიღოს აგერ ცეცხლსასროლი იარაღის ბიზნესის მფლობელებს ჩაუგდეს საქმე, და მაგაზე მთავრობას რომ მიწერეს აი ასე და ასე გაამარტივეთო თორემ 3 თვეში მხოლოდ 2 თოფი გავყიდეთ და ვერც ბიუჯეტში შედის ფულიო და ვერც ხელფასებს ვიხდითო, მეორე დღეს ყველგან ფინანსური იჯდა და 1 კვირაში რამდენიმე მილიონი ამოიოღეს
ამით დაამტკიცეს რომ ბიუჯეტშიც ფული შედის და თან ზედმეტს ნუ აკაკუნებთ და ნუ აწუხებთ ხალხსო

აგერ ზემოთ ერთმა დაწერა 2 წლიანი სასამართლოც მეყოფაო... შენ გგონია პროსტა აი ხელის გაწევა უნდა და გაკეთდება... ნუ ნორმალურ ქვეყანაში ეგეც არ უნდა თვითონ დარეგულირდებოდა ყველაფერი, მაგრამ აქ თუ მიუთითებ რომ ხელი გაწიე და გააკეთეო, ეგრევე ხელსაც მოგაჭრიან რომლითაც მიანიშნე საით უნდა გაიხედონ და მერე ენის ამოსაძრობ რაზმსაც გამოგიგზავნიან

რა შორს მიდიხარ აგერ სანებართვოში იყავი, რომელსაც კანონი ავალდებულებს გაგიფორმოს იარაღი, და იმის მაგივრად გაგიფორმონ ან წესები აგიხსნან გაშინებენ გარეთ არ გაიტანო ჩამოგართმევენო

ამასობაშI უნდა გითხრან, ყიდვიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მოიტანო და გაიფორმოო
userman
May 31 2016, 08:42 PM
ციტატა(ja_ja @ 31st May 2016 - 06:31 PM)

იმის მაგივრად გაგიფორმონ ან წესები აგიხსნან გაშინებენ გარეთ არ გაიტანო ჩამოგართმევენო ამასობაშI უნდა გითხრან, ყიდვიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მოიტანო და გაიფორმოო
ამდენ ლაპარაკს საქმის კეთება ჯობია მარა , რომ არ სჩანს საქმე , ლაპარაკით მაინც დავიკმაყოფილოთ გულის წადილი მეტი არაფერი დაგვრჩენია
არის ასეთი წესი , თუ ცეცხლსასროლი იარაღი გაქვს გაუფორმებული ექვემდებარება ჯარიმას და კონფისკაციას . თუ მაღაზიიდან ყიდულობ გაუფორმებლად არ გაგატანენ. რატომ ? ალბათ კანონია ასეთი.
ახლა გადავიდეთ პნევმატიკაზე:
თუ გაუფორმებელი პნევმატური იარაღი გაქვს იგივეა , რაც ცეცხლსასროლზე გარდა ერთისა მაღაზიაში , რომ ყიდულობ გატანენ ყოველგვარი გაფორმების გარეშე და ისმის ასეთი კითხვა რატომ ? პასუხი აქაც იგივეა კანონია ასეთი . ამას კი თქვენ და ჩვენ უკანონობას ვეძახით და რატომ ?

.
P.S. ვისურვებდი ამაზე კომენტარი გაეკეთებინოს სააგენტოს თანამშრომლს. მხოლოდ გასაგებ ენაზე .
temo-777
May 31 2016, 10:10 PM
ისა და პროფილში რომ გავიტანოთ თემა არა?
gela
May 31 2016, 11:44 PM
temo-777 ციტატა(temo-777 @ 31st May 2016 - 10:10 PM)

ისა და პროფილში რომ გავიტანოთ თემა არა?
უკვე ცრემლი გვაქვს გამშრალი, ვისაც ჯერ კიდევ შესწევს უნარი კურცხალი ჩამოჰგორდეს ლოყაზე, აა ბატონო, მივიდეს
userman
Jun 1 2016, 11:39 AM
ციტატა(temo-777 @ 31st May 2016 - 11:10 PM)

ისა და პროფილში რომ გავიტანოთ თემა არა?
ტელევიზიაზე რა გითხრა , მარა დარწმუნებული იყავი ისინიც ხშირად შემოიჭყიტებიან ხოლმე

, მითუმეტეს თემა დახურული არაა, თუმცა იმათთვის სულ ერთია

. თუ მოიწადინეს გზა ყველგან ხსნილი აქვთ .
ilariona
Jun 4 2016, 05:23 PM
ციტატა(temo-777 @ 31st May 2016 - 11:10 PM)

ისა და პროფილში რომ გავიტანოთ თემა არა?

მაგარი აზრია
koknar
Jun 5 2016, 09:27 AM
ეს თემა მოკლედ სულ ახალია და ცხელ-ცხელი
მინდა დაგაჯერით რომ არანაირი საკანონმდებლო კაზუსი, თუ გამორჩენა ან ვეღაცის შეუგნებლობა არაფერ შუაშია.
პნევმატური იარაღის შემოტანის და გაყიდვის აბსოლუტური აკრძალვა არ უნდოდათ (განვითარებულ ქვეყნებში ყველგან დაშვებულია) ამიტომ გენიოსებმა მოიგონეს ეგეთი რამე, შემოტანა მოსულა, ყიდვაც მოსულა, მაგრამ ტარებას და გამოყენებას უნდა სპეციალური გაფორმება კანონის სესაბამისად. კანონი კიდევ მათ ხელშია, როცა უნდათ მიიღებენ ან არ მიიღებენ.
ამიტომ თავისი ჭკუით დაარეგულირეს მშვენივრად, ვეღაცეები იყიდიან და გამოიყენებენ, მაგრამ ეს ერთეულებია, მეტი წილი სახლში იჯდება სუსლიკივით (ამხელა ფული მივეცი და პატრულს წავართმევინოო) ალბათ ეს კაზუსი, თუ რეზუსი თუ რაცაა, რომელმა იურისტმაც მოიგონა 20 000 იან პრემიასაც გამოუწერდნენ.
ეს შენ გეხებას დააინტერესებს ალბათ
okela84
Jun 5 2016, 09:53 AM
დიდი ალბათობით ოქტომბრის შემდეგ უნდა ველოდოთ კარგ ამბებს
Multi-Tool
Jun 5 2016, 10:44 AM
koknar
მიზეზი მაინტერესებს რაში აწყობთ? მაგიც გეცოდინება
koknar
Jun 5 2016, 11:02 AM
Multi-Tool
იმიტომ, რომ ეშინიათ რამე კრიმინალური მიზნებით არ გამოიყენონ, სტარტოვკა და გაზის იარაღი არალეტალურია და ახლო მანძილზე მოქმედებს, ეს კიდევ ჩუმია და დიდი ზიანის მიყენება შეუძლია შორიდანაც. ურჩევნიათ თავიდან მოიცილონ ზედმეტი თავის ტკივილი, მითუმეტეს თავის იმედი არა აქვთ, რომ გაფორმებასაც და კონტროლსაც კარგად დაიცავენ.
მარჯვე
Jun 5 2016, 03:17 PM
ავა ეს თემა მეასე გვერძე
და გაიხარებენ ჩვენი შვილიშვილები
temo-777
Jun 5 2016, 03:43 PM
ციტატა(ბერიკაცი @ 5th June 2016 - 04:17 PM)

გაზის იარაღი
ხმაურის მეტს არაფერს აკეთებს.
userman
Jun 5 2016, 04:32 PM
ციტატა(koka @ 5th June 2016 - 12:02 PM)

იმიტომ, რომ ეშინიათ რამე კრიმინალური მიზნებით არ გამოიყენონ, სტარტოვკა და გაზის იარაღი არალეტალურია და ახლო მანძილზე მოქმედებს, ეს კიდევ ჩუმია და დიდი ზიანის მიყენება შეუძლია შორიდანაც. ურჩევნიათ თავიდან მოიცილონ ზედმეტი თავის ტკივილი, მითუმეტეს თავის იმედი არა აქვთ, რომ გაფორმებასაც და კონტროლსაც კარგად დაიცავენ.
კარგი რა კალაშნიკოვს აფორმებენ ბოლო-ბოლო, რომელსაც მართლა შეუძლია დიდი ზიანის მიყენება ...
koknar
Jun 5 2016, 04:50 PM
userman
მოდერიან შრაუდერიანი რამე მიუტანე და გამიფორმეო უთხარი, აქ დაიცადეო გეტყვიან მარა მერე რა მოხდება არ ვიცი
pilotina
Jun 5 2016, 05:32 PM
koknar ციტატა(koka @ 5th June 2016 - 12:02 PM)

იმიტომ, რომ ეშინიათ რამე კრიმინალური მიზნებით არ გამოიყენონ,
რაღაც არ გამიგია არასოდეს კი არა, კინოშიც არ მინახია ვინმემ პნევმატური იარაღი გამიზნული კრიმინალისთვის გამოიყენოს. ერთადერთი რაც მახსენდება კონან დოილის შერლოკ ჰოლმსშია, პროფესორ მორიარტის აქვს პნევმარური შაშხანა და თავის შავბნელ საქმეებს სჩადის.
მერე რა რომ პნევმარური იარაღი ჩუმია? სამაგიეროდ იმდენად არასაიმედოა იმისთვის რისთვისაც კრიმინალმა შეიძლება გამოიყენოს, რომ ჯერ არავის მოსვლია თავში ეს აზრი.
მაგაზე გაცილებით იოლია ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი შაშხანის გაჩუმება და ზიანი, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი შაშხანის გამოყენებას განუზომლად დიდია პნევმატურზე.
ია ტაკ დუმაიუ...
koknar
Jun 5 2016, 06:03 PM
pilotina
ცეცხლსასროლით ზიანის მიყენებაზე სულ სხვა კანონებია მოგეხსენება, პნევმატურზე იგივე კანონი ხომ ვერ იქნება არა?, ამიტომ ზღუდავენ.
ბაიკერი
Jun 5 2016, 07:15 PM
ეგრე ქვაც გააფორმონ მაშ საზამთროსავით გავხეთქავ თავს ქვით. ჩაქუჩითაც
userman
Jun 5 2016, 08:36 PM
koknar დაიცა რა ჩორტს ნუ აგდებ. არ უნდათ და ნუ გააფორმებენ არც ჩამოართმეევენ . ეხლა მეტყვით ჩამორთმევები რომაა დაფიქსირებულიო , მაგასაც გეტყვი გინდაც გაგიფორმონ და თოფით ქუჩაში მოსიარულე გნახონ მაინც ჩამოგართმევენ, თუმცა არა ერთ შემთხვევას შევსწრებივარ და არ ჩამოურთმევიათ. ერთი რაც მახსენდება მერაბიშვილის სახლიდან ამოიღეს

. ალბათ ღირებული იქნებოდა

.
ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ ... ყველაფერი კარგად იქნება! დამიჯერეთ

.
ბაიკერი
Jun 5 2016, 09:56 PM
userman
რა ამოიღეს კაცო პნევმატური? :O
ja_ja
Jun 6 2016, 08:05 AM
ხალხო დიდი თხოვნა მაქვს... თუ შეიძლება თავი შეიკავეთ ყველანაირი გადახვევებისგან,
ეს ტემა არის სრული ქაოსი, რამდენიმე ასეთი დავკეტე, და მაინც ჩნდება, შედეგად დაკეტვა არ მინდა, მაგრამ ეს ბელეტრისტიკა უკვე ნამეტანს შვება, არც რაიმე კონკრეტული ისმის და ყოველ ახალ წევრისთვის ტავიდან ერთი და იგივეს ახსნა რომ უკვე არაერთი მცდელობა იყო და არაფერი ადეკვატური მთავრობისგან არ ისმის ... მოკლედ დამღლელი და გამაღიზიანებელია.
თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული მოქმედების გეგმა გაქვთ და შეგიძლიათ ორგანიზება, ორი ფეხით და ორი ხელით გვერდზე დაგიდგებათ ყველა წევრი, ხოლო რადი პონტა ტექსტის დაწერა და მოწოდებები რომ არიქა რაიმე ქენითო... ვქენით, ვცადეთ და არაფერი გამოდის, ასე რომ ან თქვენ გეგმას და მოქმედებას ველით, ან გულში და სულში ვაღიაროთ რომ ქაჯურ ქვეყანაში ვართ და ქაჯების ხელში ვართ. მგონი ისედაც ყველამ იცით და რაღათ უნდა ამას გადაღეჭვა არ ვიცი...
maqsimusa
Aug 19 2016, 10:55 AM
free upload picturesეს რას ნიშნავს? რამე გამომრჩა?
ნიკა
Aug 19 2016, 12:04 PM
ვაა... აბა ეს რაღაა?
maqsimusa
Aug 19 2016, 12:37 PM
ნიკა
რა ვიცი ვეღარაფერი გავიგე ამათ ხელში......
gregory
Aug 19 2016, 12:39 PM
მთელი უბედურება იმაშია, რომ "სანადირო პნევმატური იარაღი" რა არის ჰერჯერობით დაუდგენელია
ja_ja
Aug 19 2016, 08:54 PM
maqsimusa
ნიკა
ეხლა ორივე ზარმაცობთ და ამ ან სხვა თემის თავიდან გადაკითხვა გეზარებათ თუ ყოველმა ახალმა შემოსულმა თავიდან უნდა დასვას ერთი და იგივე კითხვა?!
პნევმატიკით ნადირობა შეგიძლია თუ გაქვს გაფორმებული, თუ არ გაქვს გაფორმებული იარაღი განეკუთვნება კონფისკაციას და 200 ლარიან თუ 300 ლარიან ჯარიმას...
მთავარი ის კი არაა დაშვებულია თუ არა ნადირობა, არამედ მთავარი კითხვაა - გიფორმებენ კია პნევმატურ იარაღს?!!!!
კარგით რა მილიონჯერ არის მარტო ამ თემაში ნახსენები ერთი და იგივე რომ, რეალური ხარვეზია კანონის და აღმასრულებლის, კანონი გავალდებულებს გაფორმებას, სანებართვო კიდევ არ აფორმებს მიუხედავად იმისა რომ ავალდებულებს ამ საქმეს კანონმდებლობა, თუ რატომ არ არეგისტრირებენ და არ აკეთებენ იმ საქმეს რაც მათი ვალდებულებაა ან გადაიკითხეთ ამ თემაში ან სხვა ასეთივე თემებში მგონი უკვე 6 თემაა ერთიდა იგივეზე გახსნილი... კარგით რა შეიწყალეთ ხალხის ნერვები... ყველას გვტკივა...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.