დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
ნიკა
ja_ja ჰო სულ დავიბენი და დამავიწყდა, sorry. 200 ლარიანია როგორც მახსოვს. ნეტა როდემდე უნდა ვიყოთ ესეთ სიტუაციაში? :/
Leonce
რამე სიახლე არ არის ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით? ტყის ქათმებს მინდა დავერიო smile.gif გარემოს დაცვაში დარეკე დღეს და მოვიძიებთ ინფორმაციას და დაგირეკავთო...
ნიკა
Leonce როგორც ja_ja-მ დაწერა ნადირობა შეიძლება ოღონდ გაფორმებული უნდა გქონდეს, მაგრამ საქმე ისაა რო ვერ გაიფრომებ. და როგორც მახსოვს ქათამზე ოქტომბერში იხსნება

Leonce
პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ვერ მოხდება ვერასდროს, იმიტომ რომ არ აქვს სარეგისტრაცია ნომერი, თითქმის ყველა თოფი უნომროა და ვიღაცას უბრალოდ ადგნენ და საბუთში ჩაუწერონ რომ მარადიორი აქვს ეგ არ მოხდება, სპეციალური დანადგარებია საჭირო რომ მეტალზე ნომერი ამოტვიფროს მერე ერთიან მონაცემთა ბაზაში შეინახოს, მაგას იმფრასტრუქტურა უნდა, ხალხის მომზადება ჭირდება, ხარჯია გასაწევი დიდი დრო უნდა საწვალებელია და ბოდიშით პირდაპირობისთვის მაგრამ ეგ ყველაფერი ამ მთავრობას *ლეზე არ კიდია?!
geojorjika
Leonce
საიდან მოითტანე რომ არ აქვს? ყველას აქვს მე რაც მაქვს და რა იარაღი გაქვს სერიულო ნომერი რომ არ აწერია?
ja_ja
Leonce
ციტატა(Leonce @ 20th August 2016 - 01:29 PM) *
პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ვერ მოხდება ვერასდროს, იმიტომ რომ არ აქვს სარეგისტრაცია ნომერი

და საიდან მოიტანე ეგეთი რამ თან ასეთი სუპერ დარწმუნებული იდეებით და სხვებისთვის შთაგონების მცდელობით smile.gif

ერთი თოფი მაინც გჭერია ხელში smile.gif ყველა პნევმატურ იარაღს, ხაზს ვუსვავ პნევმატურ იარაღს, განსაკუთრებით საუბარი მაქვს თოფებზე, აქვს ქარხანაშივე მინიჭებული პერსონალური უნიკალური იდენტიფიკაციის ნომერი, აი მარადიორს რომ ახსენებ, პირდაპირ ამოტვიფრული აქვს ლითონის დეტალზე საიდენტიფიკაციო უნიკალური სერიული ნომერი...!!! საიდან მოიტანე რომ რაიმე ცალკე მოწყობილობაა საჭირო და მთავრობა უნდა ზრუნავდეს მაგაზე?! ეგ კაიხანია ყველა ქვეყანაში გადაწყვეტილია და თოფის მწარმოებელზეა დაკისრებული smile.gif

პირველი დღეა არ ხარ ამ ფორეუმზე და ეგეთ რაღაცას საიდან წერ რის საფუძველზე?

მაგალითად 1377-ის უნიკალური სერიული ნომერი გამოიყურება აი ასე


მარადიორზე კი საერთოდ ისტორიას გადახედე... თავიდან რომ გამოდიოდა პირველ 500 ცალს უშვებდნენ საცდელად და დაკვეთით იყო, სასტავი მთელს ინტერნეტში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ვის რომელი ნომერი თოფი შეხვდა, ერთი იმ პირველი 500-დან თბილისშიც კი იყო ჩამოსული, როგორ ფიქრობ როგორ ხვდებოდნენ ვის რომელი ნომერი შეხვდა? პროსტა რაღაც ფარატინა ნომერი იდო ყუთში თუ სასტავი თავისი თოფის ნომრებს დებდა ინტერში და ამაყობდნენ რომ იმას პირველი შეხვდა, ამას მეათე....

როგორ ფიქრობ საქართველო პირველი ქვეყანაა სადაც გაფორმება მოინდომეს? არა ჩემო ბატონო სამწუხაროდ ბოლო ქვეყანაა და იმენნა ბოლოა რეალიზების დინითაც smile.gif ვერც შესაბამისი ნორმალური კანონი შეიმუშავეს, იმიტომ რომ მცოდნე ხალხი არ გაიკარეს, თვითონ კი პიუ-პიუ-ს მეტი არაფერი ესმით, და ვერც ნორმალურად რეგისტრაცია მიიყვანეს ბოლომდე... ეგაა იმენნა უბედურება, ანუ ნორმალურად დაწერილი კანონი და კანონით დავალდებული სტრუქტურის მართებული მუშოაბა და არა ხალხის დაბოლება თავისი საპასუხისმგებლო საქმიდან თავის აცილების მიზნით...

გერმანია, იგლისი, რუსეთი.... ბევრგან არის საჭირო რეგისტრაცია და ამიტომაცაა რომ ყველ;ა თოფს თავისი უნიკალური სერიული ნომერი უკვე ქარხნიდან აქვს მინიჭებული, ეს არაა რაიმე ტილიანი პეინტბოლი ან აირსოფტი, საუბარია რეალური პნევმო Hard პნევმატიკაზე
pilotina
ამ ვიდეოს შესაბამისი განყოფილება ვერ ვნახე. თუ ადმინი ჩათვლის, რომ აქ შეუსაბამოა, გადაიტანოს თავის შეხედულებისამებრ.
დღევანდელ კვირის პალიტრაშიც ყოფილა ამაზე სტატია და საქმეც აღუძრავს შსს-ს.
უბრალოდ რა დონის და რა უკიდეგანო და რა პიტალო ყ## უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს გააკეთოს. ასეთების ბრალია, რომ აქამდე ნორმალური კანონი არა გვაქვს პნევმატურ იარაღზე. თან ვინც იღებს, შვილიშვილია...ასეთი შვილიშვილის ყოლას ძაღლი გყავდეს ჯობია...




koba1973
ციტატა(pilotina @ 3rd November 2016 - 01:29 AM) *
უბრალოდ რა დონის და რა უკიდეგანო და რა პიტალო ყ## უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს გააკეთოს.

+1
ძალზე ცუდი ფაქტია. საკუთარ ბებიას რომ ასე უშვრებიან უცხოს ან უმწეო ცხოველებს რას უზავენ ადვილი წარმოსადგენია. უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. თან როგორ მხიარულობენ. თითქოს სახალისო კომედიას უყურებენო. უნდა საჩვენებელი პროცესი მოეწყოს რომ ყველამ იცოდეს მსგავსი ფაქტებს სახალისო შედეგები არ მოსდევს.
რაც შეეხება პნევმატურის აკრძალვას ამ ფაქტის გამო უაზრობაა. უამრავ ფაქტს მოვიყვან სამზარეულო დანით, ქვით, თოხით, ბარით და ა.შ მკვლელობის შემთხვევებზე. მაშინ ყველა ეს ნივთებიც აკრძალონ.
gregory
ციტატა(pilotina @ 3rd November 2016 - 01:29 AM) *
ასეთი შვილიშვილის ყოლას ძაღლი გყავდეს ჯობია...

pilotina
ძაღლებს შეურაცყოფას რატომ აყენებ? ძაღლი ასეთ რამეს პატრონს არასდროს გაუკეთებს

temo-777
მართალია ღლეები არიან ის ჩემისები ვინც მაგას აკეთებენ,მაგრამ ესე გაბუქებაც ამ ამბის ძალიან სისულელე მგონია,ყველა ამაზე რომ ლაპარაკობს. და ყველა ამას რომ აშუქებს.
დავიჯერო ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში უარესი აღარ ხდება??? სხვა რამეზე ჩუმად რომ არიან?
მაგ "კისტის თოფს" რაიმე ძალა რომ ქონოდა ტრაკში ნასროლებითთ ის ბებო ესე აღარ ივლიდა,
ზამბარა იქნებოდა სუსტი და შესაბამისად ტრაკზე ნაპწკენს გრძნობდა ალბათ.
კიდევ ერთხელ ვიძახი რა თქმა უნდა არაა ეს სწორე და ბებოს ესეთი რაიმე არ უნდა აკადრო.მაგრამ კარგით რა ...
მთელი ტელევიზიები მაგაზე რომ ზიან რაღაც ნიტოა...
pilotina
temo-777
ციტატა(temo-777 @ 3rd November 2016 - 11:40 AM) *
მაგ "კისტის თოფს" რაიმე ძალა რომ ქონოდა ტრაკში ნასროლებითთ ის ბებო ესე აღარ ივლიდა,


არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა ძალა აქვს თოფს და საერთოდ იდო ტყვია თუ არა.
სულაც ცარიელი რომ ყოფილიყო და ადამიანს უშვერენ ეგეც საკმარისია იმის დასადგენად, თუ რა გონებრივი განვითარების არსებები არიან.
სამართალდამცავებისთვის კი დამატებითი საბაბი შეზღუდდვების დასაწესებლად.

temo-777
ციტატა(pilotina @ 3rd November 2016 - 12:33 PM) *
სულაც ცარიელი რომ ყოფილიყო და ადამიანს უშვერენ ეგეც საკმარისია იმის დასადგენად, თუ რა გონებრივი განვითარების არსებები არიან.

გეთანხმები,არსებები კი არა კუტუები არიან სუფთა,
მაგრამ როგორც ავღნიშნე ზემოთ ესე ამ ამბის გაზვიადება ტელევიზიების მხრიდან.ვაი და ისეთი რაიმე მოხდა
რაც არ მომხდარა და ღმერთმა იცის რამდენი რამე ხდება ბევრად უარესი რასაც არ აშუქებენ და საერთოდ ჩუმად არიან ვითომც არაფერი მომხდარა და არ აწყობთ აი ეს უკვე დიდი მარაზმია.
მაგაზე მეშელება ნერვები.თორე მაგათ კი არ ვამართლებ.
userman
ციტატა(pilotina @ 3rd November 2016 - 12:33 PM) *
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა ძალა აქვს თოფს და საერთოდ იდო ტყვია თუ არა.


რა თქმა უნდა !
მე როგორც შევატყე არანორმალური ოჯახია . მაგ მოზარდებს სჭირდება ფსიქიქტრიული გამოკვლევა . განსაკუთერებით გოგოს , არადა ბიჭი არ მეგონა ეგ დედააფეთქებული biggrin.gif . რას ჰგავს ?! ჯერ მარტო სიფათებზე ეკუთვნის 3 წელი . მანიაკის შეხედულება აქვს .... mda.gif ფსიქიატრიული ავადმყოფია .
ციხე არ უშველის მაგას.
ja_ja
აუ ეს რა არის!!!

სიტყვებს ვერ ვნახულობ ეს რა დამანახეთ... რა მნიშვნელობა აქვს სატკენი იყო რაიმე , იდო თუ არ იდო, მიადგა ფიზიკური ტკივილი თუ არა... ელემენტარულად რა დომოკიდებულებაა ადამიანთან, მითუმეტეს ხანში შესულთან და მთლად უარესი საკუთარ ოჯახის წევრთან... და კიდევ ეცინებათ და ერთნამეთს აქეზებენ.... მე ამ ცხოველების დედა რომ ვატირე, ამათ ოჯახი არ ჰქვიათ.. რა დონის გაუნათლებელი, ტუტუცი და .. აუ არ ვიცი რა...

აი ცოცხი ამათ უნდათ ტრაკში, მე ამათი....
mister_io
აი უბრალოდ არვიცი რავთქვა, ცენზურის გამო გავჩუმდები ისევ ჯობს სიტყვებს ვერ ვპოულობ ამათ დასახასიათებლად
okela84
კარგია ამხელა გამოხმაურება რო ჰქონდა ამ ამბავს თორე საწყალ ბებოს ვინ იცის რამდენ ხანს აწვალებნენ კიდე.
სპიჩკის ღერიო ქაღალდიო ისაო ესაო.. რა მნიშვნელობა აქვს, სუ რო ცარიელი ყოფილიყო მაინც თავზე აქვს გადასალეწი ეგ თოფი.
tarasuna
თუ გაფორმება დაკანონდება თვითნაკეთ პცპ_ებს რა ეშველება გაფორმებენ მაგასაც ნეტა???
S.T.A.L.K.E.R
თვითნაკეთი პცპ არავის აქვს ყველას პნევმატიკა ქარხნულია მოდერნიზაციით და სერიული ნომრით ასე რომ თუ გაფორმება იქნება ეგეც გაფორმდება
tarasuna
მართალია მაგრამ არსებობს გამონაკლისები ლულა ჩამოაქვთ რეზიკს ყიდულობენ ლულის ჩარჩოს ჩარხავენ და პეპ_ეს აშყონენ მე მაგნაირ თვითნაკეთზე მაქვს საუბარი
lev
ყოველდღურად ვრწმუნდები, რომ მავნებლების გვყავს მთავრობაში. დაღუპავენ ამ ქვეყანას საერთოდ.


კანონი გავალდებულებს გაფორმებას და ესენი არ აფორმებენ
koba1973
lev
რამე მოხდა ახალი?
lev
ციტატა(koba1973 @ Nov 30 2016, 10:15 AM) *
lev
რამე მოხდა ახალი?

თემა წავიკითხე და იურისტებთან გავიარე საკითხი. პირდაპირ ირღვევა ჩვენი კოსნტიტუციური უფება საკუთრების შესახებ
temo-777
ციტატა(lev @ 30th November 2016 - 11:01 AM) *
პირდაპირ ირღვევა ჩვენი კოსნტიტუციური უფება საკუთრების შესახებ

ანუ არაფერი მომხდარა ახალი biggrin.gif
lev
ციტატა(temo-777 @ Nov 30 2016, 05:55 PM) *
ანუ არაფერი მომხდარა ახალი biggrin.gif

დავრეკე სააგენტოში და იგეგმება გაფორმებების დაწყებაო. მაგრამ როორც აქ ვნახე 4 წელია იგეგმება უკვე smile.gif
მანამდე პატრულს ერიდეთო სააგენტომ მითხრა smile.gif)
koba1973
ციტატა(lev @ 30th November 2016 - 06:38 PM) *
მანამდე პატრულს ერიდეთო სააგენტომ მითხრა )

გვიფრთხილდებიან რა გინდა.

urubu
წინადადება მაქვს რამენაირად გართულდეს ამ თემაში დაპოსტვა.
lev
ციტატა(urubu @ Dec 2 2016, 09:15 PM) *
წინადადება მაქვს რამენაირად გართულდეს ამ თემაში დაპოსტვა.

რატომ?
ja_ja
lev
იმიტომ რომ ბოლო 4 წელია არაფერი იცვლება, და ყველა ახალბედა (შენს თავზე არ მიიღო) ერთი და იგივეს წერს smile.gif
-რომ არიქა რაიმე ხომ არ შეიცვალა,
- როდის დაიწყება გაფორმება
- აი ვიღაც მეგობრის მამის დეიდის ბაბუის შვილიშვილმა მითხრა უკვე ფორმდებაო (რეალში ვერც იმ ბაბუის შვილიშვის და ვერც დეიდაშვილის მამიდას ვერ იპოვი ვინც ეგ თქვა smile.gif )
- არიქა დავრეკე სააგენტოში,
- თურმე სააგენტო შეწუხებულაი და აი დღე დღეზე (მარა როდის კაცმა არ იცის) დაიწყებენ იმ საქმის გაკეთებას რომელსაც მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს...
- მანამდე თურმე გვიფრთხილდებიან რომ პატრულის სისხლისმსმელ ხელში არ მოვხვდეთ,
- ადვოკატები და იურისტები თურმე დასკვნას იღებენ რომ არასამართლებლივად იქცევა სანებართვო და ჩვენი უფლებები ირღვევა
- და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

ვინც ამ თემაში ვართ უკვე კაიხანია ყურები ჩამოვყარეთ, შეიძლება არასწორია რომ უკვე აღარ ვცდილობთ ტყუილა სირბილს სასამართლოებში თუ იურისტებში. იმიტომ რომ ევროპული საზოგადოებისა არ იყოს, ყველა ღრმად შეშფოტებულია, შეწუხებულია ამ საქმის, მაგრამ რეალში ყველას დიდად ახატია ეს საკითხი ერთ ადგილზე და ბოლის გაშვების გარდა არაფერზე არც აპირებენ გაკეთებას

მოვა ვიღაც ახალი ხელახლა ეტყვიან სანებართვოში რომ აი ვმუსაობთო და აი ცოტაც გვაცადეთ და....

როგორც შენთვითონ თქვი ეს ცოტაც გვაცადე უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, ჩვენს რჩევა დახმარებებს არ იღებენ, თვითონ არ იციან და არის ასე...

მესმის საწყენი მწარე და უსიამოვნო კედელია, მაგრამ აი გვითხარი რეალური რაიმე რითაც ეშველება და შენს გვერდით ვართ, ყველა, ოღონდ ხელახლა ხელმოწერების შეკრებაზე არაფერი დაწერო, არც მიტინგებზე და არც სასამართლოში ჩივილზე, გავლილი თემებია ყველა ეგ...
lev
ციტატა(ja_ja @ Dec 5 2016, 10:44 AM) *
lev
იმიტომ რომ ბოლო 4 წელია არაფერი იცვლება, და ყველა ახალბედა (შენს თავზე არ მიიღო) ერთი და იგივეს წერს smile.gif
-რომ არიქა რაიმე ხომ არ შეიცვალა,
- როდის დაიწყება გაფორმება
- აი ვიღაც მეგობრის მამის დეიდის ბაბუის შვილიშვილმა მითხრა უკვე ფორმდებაო (რეალში ვერც იმ ბაბუის შვილიშვის და ვერც დეიდაშვილის მამიდას ვერ იპოვი ვინც ეგ თქვა smile.gif )
- არიქა დავრეკე სააგენტოში,
- თურმე სააგენტო შეწუხებულაი და აი დღე დღეზე (მარა როდის კაცმა არ იცის) დაიწყებენ იმ საქმის გაკეთებას რომელსაც მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს...
- მანამდე თურმე გვიფრთხილდებიან რომ პატრულის სისხლისმსმელ ხელში არ მოვხვდეთ,
- ადვოკატები და იურისტები თურმე დასკვნას იღებენ რომ არასამართლებლივად იქცევა სანებართვო და ჩვენი უფლებები ირღვევა
- და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

ვინც ამ თემაში ვართ უკვე კაიხანია ყურები ჩამოვყარეთ, შეიძლება არასწორია რომ უკვე აღარ ვცდილობთ ტყუილა სირბილს სასამართლოებში თუ იურისტებში. იმიტომ რომ ევროპული საზოგადოებისა არ იყოს, ყველა ღრმად შეშფოტებულია, შეწუხებულია ამ საქმის, მაგრამ რეალში ყველას დიდად ახატია ეს საკითხი ერთ ადგილზე და ბოლის გაშვების გარდა არაფერზე არც აპირებენ გაკეთებას

მოვა ვიღაც ახალი ხელახლა ეტყვიან სანებართვოში რომ აი ვმუსაობთო და აი ცოტაც გვაცადეთ და....

როგორც შენთვითონ თქვი ეს ცოტაც გვაცადე უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, ჩვენს რჩევა დახმარებებს არ იღებენ, თვითონ არ იციან და არის ასე...

მესმის საწყენი მწარე და უსიამოვნო კედელია, მაგრამ აი გვითხარი რეალური რაიმე რითაც ეშველება და შენს გვერდით ვართ, ყველა, ოღონდ ხელახლა ხელმოწერების შეკრებაზე არაფერი დაწერო, არც მიტინგებზე და არც სასამართლოში ჩივილზე, გავლილი თემებია ყველა ეგ...

არ მწყინს ნამდვილად ახალბედა ვარ. ნუ ბავშვობაში იჟის საბჭოთა პნევმატური თოფი მქონდა, მაგას თუ არ ჩავთვლით.
ვიზიარებ თქვენ გულის ტკივილს. იმედია, როდესმე დაიწყე გაფორმება. ორ პოლიტიკოსს (ვისაც ვიცნობ) მიუვწერე ამ თემაზე და მიპასუხეს კაი თუ ძმა ხარ ვის აინტერესებს ეგ თემა 50-100 კაცი არ იქნებით მაგის მოყვარულიო smile.gif))
ja_ja
lev
ციტატა(lev @ 6th December 2016 - 09:33 PM) *
კაი თუ ძმა ხარ ვის აინტერესებს ეგ თემა 50-100 კაცი არ იქნებით მაგის მოყვარულიო

ნუ აი ეგეთი დამოკიდებულება იყო ყველა ორგანოში სადაც გვქონდა კავშირი sad.gif
vexam
კანონის აღსრულების მექანიზმი თუ არ არის შემუშავებული, რატომ ღელავთ? აღელვდეს ის, ვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და ამ გზით გაცემული დავალებაც არ შესრულდა.
lev
ციტატა(vexam @ Dec 7 2016, 06:33 PM) *
კანონის აღსრულების მექანიზმი თუ არ არის შემუშავებული, რატომ ღელავთ? აღელვდეს ის, ვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და ამ გზით გაცემული დავალებაც არ შესრულდა.

იმიტომ ვღელავ, რომ გაუფორმებელი პნევმატური იარაღის ჩამორთმევა შეუძლია პატრულს და არის ამის პრეცენდენტები. 1500 ლარიან თოფს რომ წაგართმევენ და 200 ლარიან ჯარიმასაც დაგაკისრებენ მოდი და ნუ იღელვებ
vexam
რამდენიმე წლის წინ, მეც დამაინტერესა აღღნიშნულმა საკითხმა და სააგენტოში რომ დავაზუსტე-ზუსტად იგივე პასუხი იყო "არ ვაფორმებთ"-ო. მორჩა. საერთოდ არ ვღელავ. smile.gif
vexam
ასეთი შეკითხვა ჩნდება - პატრულმა რომ გაგაჩეროთ ქუჩაში, ჯარიმა დაგიწეროთ, ავტომობილი ან რამე ნივთი ჩამოგართვათ, რას იზავთ? wink.gif საბოლოოდ წახვალთ სასამართლოში, ხომ? თოფს თუ ჩამოგართმევთ და ჯარიმას დაგიწერთ, რას იზავთ? წახვალთ სასამართლოში და იქ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი რას იტყვის-მოიუხედავად იმისა რომ კანონი ძალაშია უკვე 4 წელია, სახელმწიფო ორგანო (სხვათაშორის იგივე შსს-ს უწყებაა მომსახურების სააგენტოც) კი არ აფორმებს მაგრამ მაინც უნდა გააფორმებული ჰქონდესო? არ მგონია მასე ხდებოდეს სასამართლოებში, რომ რასაც "პატრული იტყვის" მოსამართლე გაუვალ მტკიცებულებად თვლიდეს. ფაქტიურად საქმე იქამდე მიდის, რომ ვისაც ევალება ის გულგრილად ეკიდება სამსახურებრივ მოვალეობას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებაში დაედება ბრალი? smile.gif) ვინ დაჯარიმდა პნევმატურზე ("კისტის თოფზე" smile.gif ) იცნობთ ვინმე ასეთ კონკრეტულ პიროვნებას?
vexam
"მოყვარულებო" სად ხართ? აბა ფაქტები.."წყარო სად არის"? - როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი მოითხოვდა ჩემგან აშშ-ში პნევმატიკის გადაზიდვის გამკაცრებასთან დაკავშირებით თემაში (არ მწყენია, უსაგნოდ და უარგუმენტოდ არ ვსაუბრობხოლმე, წყარო დასახელდა იმ თემაში). smile.gif "წყარო" დავასახელოთ, ან მორჩეთ ამ თემაზე საერთოდ უსაგნო საუბარს. როგორც ბნ. ჯა-ჯამ თქვა გაფორმების დაჩქარებასთან დაკავშირებით -(მართალია სხვა ასპექტში, მაგრამ მომეწონა ფრაზა და დავესესხები) " რეალში ვერც იმ ბაბუის შვილიშვის და ვერც დეიდაშვილის მამიდას ვერ იპოვი.. smile.gif "
lev
წაიკითხე ეს თემა და ნახავ რამდენიმე ფაქტს.
ასევე ველაპრაკე პატრულ ინსპექტორებს და მიტხრეს, რომ ჰქონიათ მსგავსი ქეისი პრაქიკაში.
ja_ja
vexam
ციტატა(vexam @ 7th December 2016 - 06:49 PM) *
ვინ დაჯარიმდა პნევმატურზე ("კისტის თოფზე" ) იცნობთ ვინმე ასეთ კონკრეტულ პიროვნებას?

კი ვიცნობ და არაერთს, სახელი გვარები არ ჩამიწერია მაგრამ ჩემთან ბევრი მოდის ხოლმე და მინიმუმ 4 კაცი ვიცი ვისაც ჩამოართვეს და კიდევ 200 ლარიანი ჯარიმაც ლეწეს sad.gif

მთელი კაზუსი კი ამ საქმეში ისაა რომ კანონი როგორც ასეთი არსებობს, რაღაც სულელულად მაგრამ რაღაცას არეგულირებს, აი სანებართვო რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდეს ასე თუ ისე ასატანი პირობებიო იქნებოდა, მაგრამ მაგათ ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი მოვალეობის შესრულება, პატრულს კი აქვს მითითება რომ დააჯარიმოს და ჩამოართვას, სასამართლო ამ შემთხვევაში არავის არ შველის, საქმე იმაშია რომ მინიმუმ 2-მა სასამართლო წააგო იმიტომ რომ უჩივლა პატრულს, პატრული კი სასამართლოს მაამართლა, რადგან:

1) ბრძანება შეასრულა რომელიც პირდაპირ ავალდებულებს შეამოწმოს იარაღის რეგისტრაცია
2) რეგისტრაცია არ აღმოჩნდა ესეიგი კონფისკჯაცია
3) პატრულს თუ უჩივლე ვერაფერს გახვალ რადგან მან თავისი საქმნე 5-იანზე შეასრულა
4) თუ ამბობ რომ გინდოდა და ცდილობდი, არ გაგიფორმეს, მაშის მოიტა დამამტკიცებელი საბუთი რომ არ გაგიფორმესო


მოკლედ რეალურად საჩივარი უნდა დაიწეროს მომსახურების სააგენტოზე რომ მან არ შეასრულა თავისი მოვალეობა, მაგრამ რომც მოიგო სააგენტოსთან ჩივილი იმ მომენტისთვის როდესაც პატრულმა იარაღი ჩამოგართვა გაფორმებული არ გქონდა და ეს პატრულის პრობლემა არაა, მოკელდ ჩახვეული წყეული წრეა....

ბაიკერი
და ეს ამდენი ჩამორთმელი თოფები სადაა? სახლებში ულაგიათ ალბათ მაღალი რანგის ძიებს ხო?
ja_ja
აი მაგას ვეღარ გეტყვი....
თეორიების მიხედვით ეგ იარაღი სასამართლოს მერე გადაეცემა იმ პატრულის ეკიპაჟს რომელმაც ჩამოართვა მოქალაქეს და ის ეკიპაჟი ვალდებულია გაანადგურებინოს იარაღი, მაგრამ ვის უნდა გაანადგურებინოს, როგორ ეგ კაცმა არ იცის smile.gif რეალურად რა ხდება სასამართლოს მერე ადინ ხრენ ივო ზნაიტ sad.gif
lev
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th December 2016 - 09:09 AM) *
4) თუ ამბობ რომ გინდოდა და ცდილობდი, არ გაგიფორმეს, მაშის მოიტა დამამტკიცებელი საბუთი რომ არ გაგიფორმესო

უცდია ვინმეს, რომ ოფიციალური წერილი მიეწერა სააგენტოსთვის გაფორმების მოთხოვნით? წავიკითხე ამ ფორუმზე მსგავსი მოსაზრება და მაინტერესებს პრაქტიკაში თუ გაუკეთბია ვინმეს.
lev
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th December 2016 - 09:09 AM) *
4) თუ ამბობ რომ გინდოდა და ცდილობდი, არ გაგიფორმეს, მაშის მოიტა დამამტკიცებელი საბუთი რომ არ გაგიფორმესო

უცდია ვინმეს, რომ ოფიციალური წერილი მიეწერა სააგენტოსთვის გაფორმების მოთხოვნით? წავიკითხე ამ ფორუმზე მსგავსი მოსაზრება და მაინტერესებს პრაქტიკაში თუ გაუკეთბია ვინმეს.
ja_ja
lev
შეგიძლია პირველი შენ იყო.. smile.gif

მე სულ მინდოდა მაგის გაკეთება, მაგრამ ქრონიკულად დროის უქონლობა მჭირს sad.gif

სამსახურში ვარ გაჭედილი საღამოს 7 საათამდე და მერე აღარავინ აღარაა მანდაც....
temo-777
ერთმა მომწერა რამდენიმე დღის წინ ფორუმზე.
ჰატსან მოდ 70 ჩამოართვეს.
ხელში ეჭირა ეზოს წინ sad.gif და 200 ლარიანიც დაუწერეს.
ვერც ვერაფერი ვერ უშველა და ვერც იარაღი დაიბრუნა ჯერჯერობით
sekurifa
ციტატა(temo-777 @ 14th January 2017 - 07:33 PM) *
ხელში ეჭირა ეზოს წინ


ეგ სად? ისროდა გარეთ?
temo-777
sekurifa
პირადად არ ვიცნობ.
რჩევა მკითხა რა ვქნაო.
როგორც მომწერა უბრალოდ ეჭირა/
ციტატა(sekurifa @ 14th January 2017 - 08:37 PM) *
ეგ სად?

გავიგებ და დავწერ
sekurifa
მაინც არაა გამართლებული თოფით ეზოში ჩასვლა და დასახლებულ ადგილას გამოჩენა შალითის გარეშე. მე პირადად ერთხელ გამაჩერა პატრულმა, შალითაში მქონდა თოფი. გავხსენი ვაჩვენე დახედა და წავიდა)
temo-777
sekurifa
ჩიხოლზე ვკითხე.
და არ მქონდაო.
ხო ჩიხოლით/ყუთით ან რაიმე მაგდაგვარით ვერც ვერაფერს გეტყვიან და ვერც მოგედავებიან-იციან რომ ვერ გამართლდებიან.
გადაადგილება პირდაპირ კანონით დაშვებულია და...
temo-777
წერეთელზე წაურთმევიათ
sekurifa
ციტატა(temo-777 @ 14th January 2017 - 08:26 PM) *
წერეთელზე წაურთმევიათ


ეუფ! კაი აფგილი შეურჩევია)
okela84
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 14th January 2017 - 09:01 PM) *
ერთხელ გამაჩერა პატრულმა, შალითაში მქონდა თოფი. გავხსენი ვაჩვენე დახედა და წავიდა)

ინდივიდუალურია, ზოგი არ გაგიშვებს, უფრო სწორად უმეტესობა არ გაგიშვებს ჯარიმის გარეშე


გაგვიფორმონ ამ ამოუსვლელში გადაჩეხილებმა და ეზოში ჩატანის აკრძალვის მოწინააღმდეგე სულაც არ ვიქნებდი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.