მოკლედ ნუ ჯერ სრაზუ ჯეჯგვებზე ნუ გადახვალ

პირველი რაც მინდა გირჩიო ჩვენ კილომეტრ საათს არ ვიყენებ ხოლმე
ციტატა(kondrate @ 6th August 2013 - 05:46 AM)

კალიბრი 4.50 სიჩქარე 120კ/ს .
ანუ 120 კ/ს კი არა 120 მ/წ ანუ მეტრი წამში

120 კილომეტრი საათში არის, ტილიანი 33 მეტრი წამში

მაგ სიჩქარით ტყვია ალბათ ასე 2-3 მეტრი გაგორდება მიწაზე (ისიც თუ პრიალა ზედაპირია) და გაჩერდება

მოკლედ ჩვენს საქმეში და საერთოდ იარაღში, იქნება ეს ცეცხლსასროლი, ლაგატკა, პნევმატიკა, პეინტბოლი, მშვილდ-ისარი, აირსოფტი, ყველგან ათვლის სისტემაა მეტრი წამში

ნუ იმედია ამაზე მოვილაპარაკეთ
დალშე რაც შეეხება ტარებას და ვაი ვუის... ნუ ჯერესერთი საინტერესოა შენი ასაკი, იმიტომ რომ ნორმალურ კაცს თავში არ უნდა მოგივიდეს არანაირი იარაღით ქალაქში სიარული, გინდა ჩანდეს, გინდა დამალულად გედოს, იმიტომ რომ შენ შეიძლება იცი რომ პნევმატურია და არავის მოკლავს (მაგრამ დასახიჩრება არ დაგავიწყდეს შეიძლება მოყვეს მაგ საქმეს და მაგის გამო ხალხ მრავალ ადგილზე ნუ არანაირად მიზანშეწონილი მაგ შტუკის ტარება არაა), მაგრამ მეორე მხარემ იცის მაგის შესახებ?
დიდი ეჭვი მაქვს რომ ვერც უბრალო მოქალაქე და ვერც პატრული იქნება თუ რაიმე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების გამტარებელი ოფიცერი, მოახერხებს და მიხვდება დისტანციაზე რა გაქვს უბეში თუ ჯიბეში, თუნდაც ხელში. ამას კი შეიძლება მოყვეს შემდეგი სიტუაციები:
- კივილ წივილი საზოგადოებაში (ყველაზე უმტკივნეულო)
- შენს მიერ ნახსენები გაუგებრობა სამართალდამცავებისგან (ნუ ნაკლებად მტკივნეული, მაგრამ არასასიამოვნო იქ გაჩხრეკვა მიწაზე დაწოლა და სხვა სანამ გაირკვევა რასთან აქვთ საქმე)
- სავალალო შედეგები მაგალითად ალბათ თავში გაქვს ჩადებული მაწანწალა ძაღლებს მოვიგერიებო ან რაიმე და აი მანდ მოგელის, ძაღლების წკმუტუნი შემთხვევით აღმოჩენილი პატრონის გინება ან ჩხუბი, გამწარებული ძაღლის მობრუნება და კბენა (შემდგომი აცრებით), ცხოველებისადმი ლოიალური საზოგადოებისგან წიხლები და ცემა ტყეპა (ნუ მოკლედ აქ უკვე აშკარად არის, შენთვის სავალალო სიტუაციები, რომელსაც შეილება შენ ერთი შეხედვით ვერ ხედავ)
- ფატალური, ანუ სასიკვდილო შემთხვევა - ნუ აქ ალბათ გეცინება ეს კაცი ვერაა რეებს ბოდავსო, მაგრამ ქალაქში იარაღის დაძრობა, მაგალითად პატრულის თანდასწრებით.... როგორ ფიქრობ მოტვინავს პატრული რა გიჭირავს ხელში? მაგათ ასწავლიან ჯერ ისროლოს და მერე გაარკვიოს რა ხდება, მაგ გაუგებრობის გამოა იქ გირგვლიანის საქმეო, აქ სანაპიროზე ხალხის ჩახოცვაო!!! რა გინდა? შენი თავი გინდა მაგ სტატისტიკას მიამატო? გინდა მერე შენზე ილაპარაკონ - აი უცოდველი ბიჭი შეიწირა პატრულის უმეცარმა საქციელმაო? რაც გინდა ილაპარაკონ, შენ მაგ დროისთვის უკვე არც ეგ საკითხი დაგაინტერესებს და ალბათ საერთოდ მიწიერი საქმეებით და იარაღის დაინტერესებული აღარ იქნები, იფრენ სადღაც თეთრს ქათქათა ღრუბლებში ბუნტყლიანი თეთრი ფრთებით და თავზე შარავანდედით

(როგორც ხვდები ეს შემთხვევა შენთვის ყველაზე უსიამოვნო და სავსებით შესაძლებელია ფატალურიც აღმჩნდეს)
ასე რომ ქალაქში იარაღის ტარება, სათამაშო იქნება, პნევმატიკა თუ ნამდვილი, ნუ მოკლედ დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ სახიფათო და ფათერაკის შემცველია. გაითვალისწინე, პნევმატური იარაღი, კერძოდ კი შენს მიერ ამორჩეული co2 პისტოლეტი, შექმნილია რამდენიმე მიზნის განსახორციელებლად და აქაურ ცხოვრებას ერგება შემდეგ პარამეტრებში:
- იარაღთან მოპყრობის უნარების გამომუშავება, იქ წონა, დამიზნები, ადამიანს რომ არ უნდა მიუშვირო
- მამაკაცის ქვეცნობიერი, ბუნებრივი ინსტინქტის დაკმაყოფილება, რაღაც დაანგრიოს გაანადგუროს, ამისათვის გამოდგება ვთქვათ ბოთლების და ქილების ლეწვა 10 მეტრზე
- ვარჯიში, ნუ ეს იმ შემთხვევაში თუ შენს მიერ არჩეულ იარაღს აქვს ეგრეთწოდებული Blow Back სისტემა, ანუ კორპუსი რომ მოძრაობს. ნუ ეგ საკმაოდ ახლოსაა რეალური იარაღის ხელში ხტუნვასთან და გაჩვევს იარაღთან მოპყრობას, იარაღის გაჩერებას ხელში, გასროლის მერე სამიზნის ხელახლა გასწორებას და ასე შემდეგ (თუმცა ყველაზე ეგ არ მოქმედებს, ჩემთვის ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი პისტოლეტია ცნობილი Walther Cp99 Compact)
- მეგობრებთან ერთად გართობა, პლინკაობა ტილაობა ტრაბახობა, იქ ოცნება რა კრუტოი კვერცხი ხარ ეგ რომ ხელში გიჭირავს ან როგორ შეშურდება ვიღაცას შენ რომ მაგ იარაღით ხელში დაგინახავს...
- პროსტა ხელში თამაში, ნუ ხანდახან გაქვს ადამიანს მოთხოვნილება ხელში რაღაც ეგეთი ათამაშო, ნუ იქ პროსტა გადატენო რაღაცას დაუმიზნო (არა მხოლოდ ცერა და საჩვენებელი თითების ჟესტების გამოყენებით)
ძირითადად ამით შემოიფარგლება ჩვენს რეალობაში მაგ იარაღის გამოყენება, არც კი იოცნებო ჩიტის მონადირებაზე (თუმცა ზოგიერთი მოდელი რომელიც ბურთულებს არ ისვრის შეიცავს იმდენ ენერგიას რომ 5-7 მეტრზე ვთქვათ ბეღურა დაჭრა, მაგრამ ვერ მოკლავ, ხოლო ბურთულიანი პისტალეტები იმენნა საცემი იარაღია ჩიტებისთვის, დაჟეჟავ გალახავ, დედას გაგინებს ჩიტის ენაზე და გაფრინდება

).
არანაირად არ განიხილება მარიაჟობა ქალაქში, მანქანაში უკანა სიდენიაზე დაგდება რომ ვიღაცის თვალში მარკა აიწიო, არანაირ შემთხვევაში არ გამოდგება თავდაცვის იარაღად, იქ ვიღაც მძარცველი დააშინო ან ძაღლი და კატა გააქცუნო (მძარცველმა შეიძლება იფიქროს სანამ დამასწრებს მე ვესვრიო და პირიქით წაქეზება გამოგივა გაჩერების მაგივრად, თუ ცეცხლი გაგიხსნა შენ საპასუხო სინამდვილეში არაფერი გექნება, ძაღლი და კატა შეიძლება გაიქცეს, ან პირიქით გამწარებულზე უფრო შემოგიბრუნდეს და ასე შემდეგ)....
მოკლედ რეალურად დაისახე ჯერ მიზანი რისთვის გინდა ეგ იარაღი და მხოლოდ მერე ცივ, იმენნა გაყინულ გონაბაზე მოტვინე - გინდა თუ არ გინდა. ემოციები 100%-იანად შეცდომაში შეგიყვანს, მითუმეტეს რომ ყველა co2 პისტალეტი არის, 2-3 კვირიანი ჟინის მოკვლა, მერე კი უბრალოდ ან ოთახში აგდია ან მეგობარს აძლევ რომ გაერთოს, ან შკაფის თავზე აგდია და მტვერი ედება, ან მაი მარკეტზე გაგაქვს გასაყიდად და ვიღაც კუკუები ვეჩნა გირეკავენ და ცდილობენ უფრო იაფად გაგაყიდინონ, რაზეც შენ ნერვები გეშლება

P.S. რაც შეეხება ჯეჯგვმა წაგართვას და თავის ჯეჯგვუნიას წაუღოს ეგეთი რამ არ მოხდება, მაქსიმუმ თუ ზემოთ ხსენებული ფატალური სცენები არ განვითარდება შეიძლება გთხოვოს გამასროლინეო, ხელში შეათამაშებს და დაგიბრუნებს, მაგრამ ეს გააჩნია რა პირობებში მოხდება, თუ მაგალიტად პატრულმა რაიმე დემონსტრირებისას წაგისწრო და თვითონაც იარაღი დააძრო, მაშინ კი არ გთხოვს მაჩვენეო, რომ გაარკვევს რა გქონდა ხელში შეიძლება შემოელანძღო (ნუ ისიც ადამიანია რა, უცებ მოტვინავს რომ ამ სისულელის გამო შეიძლება ვიღაც საიქიოში გაეშვა და მერე მაგარი შარში გაეხვეოდა), ან კაი გემრიელს წამოგითაქებს თავში, ნუ სხვადასხვა სცენარებიდან გამომდინარე ან წაგართმევს და თუ 18 წელს მიღწეული არ ხარ დაიბარებს მშობელს, ან ადგილზე დაგიბრუნებს, ნებისმიერ ვარიანტში ჯეჯგვუნიას ნამდვილად არ წაუღებს. მაგრამ თავზე რომ გადაგამტვრიოს ეგ არ გაგიკვირდეს

გაფორმების მხრივ კი ჯერ სრული ანარქიაა და გაუგებრობა, ამ წუთას არაფერი არ ფორმდება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოიცლიან მაგისთვის და მაგ შემთხვევაში მოგიწევს მიტანა და გაფორმება. ასე რომ პოტენციურად მზად უნდა იყო მიახლოებით 40-დან 70 ლარამდე დამატებით თანხის დახარჯვაში გაფორმების დრო როცა დადგება.