piettro ცოტნე...

დიდი თხოვნა მაქვს გადახედო ამ თემას პირველი გვერდიდან, ნუ ლამის გადაღეჭილი კი არა გადამუშავებული გვაქვს და ის-ისაა უკნიდან გამოვა უკვე ეგ თემა ისეა ყელში და უკანა ნალში გაჭედილი

მესმის რომ რაღაც შეხება გქონდა (როგორც ამბობ) და შეგეძლო გადახედვა ადრე რომ გცოდნოდა ეს გაუგებრობა, მესმის რომ ახლა ხელი არ მიგიწვდება, მაგრამ სურვილი გაქვს.... მოკლედ დიდი თხოვნაა გაითვალისწინო რომ ამ თემატიკაზე ხალხს წლობით აქვს ნაფიქრალი, ნარბენი, კონკრეტული ბრძანებები ნანახი, კანონპროექტები შესწავლილი, შესაბამისი ორგანიებისთვსი შეთავაზებები რომ დავეხმარებით საუკეთესო შემთხვევა მიიღონ თავიანთვისაც და ჩვეთვისაც, შეხვედრები ზოგს პირადი ზოგს არაოფიციალური, ზოგჯერ ჯგუფური, ხან ერთთან ხან მეორესთან ხან სამინისტროებში....
მოკლედ მინდა აგიხსნა რომ შენ პირველი არ ხარ და ერთადერთი რომელიც შეწუხდი ამ საკითხით. შენამდე არაერთია ნარბენი და გარჩეული, ამ ფორუმზე იმდენი ამდაგვარი თემაა რომ ჩემს მტერს, ზოგიერთი შეხვედრის დეტალებს გარკვეული მიზეზების გამო საჯაროდ ვერც კი ვახმოვანებთ... ნუ ეს ცალკე კურიოზებს იწვევს, ტიპა - მითხარი ვერ გეტყვი და ასე შედმეგ.
იყო აქ ხელმოწერების შეგროვებაც და ბაქი ბუქიც (შევაგროვებ 30 000 ხელმოწერას, აი ფორუმზე 1000 კაცზე მეტია დარეგისტრირებული და ერთი ამბავი, კაციშვილი არ უყურებს რომ ერალშI აქტიური მხოლოდ 30-40 თუ იქნება დანარჩენი მოჩვენება ფანტომ რეგისტრაციაა რომ სურათები დაინახონ საიტზე და ინფო წაიკითხონ), ლამის სამკვდრო სასიცოცხლოდ გადავეკიდეთ ხალხი ერთმანეთს... იმედია იგივეზე აღარ მივალთ ისედაც ამ სფეროს მოყვარულები ცოტა ვართ და ერთმანეთის გადამტერება არც სათითაო პირს აწყობს და არც ამ საქმის მოყვარულ საზოგადოებას....
მოკლედ შენ რაც ახლა დაწერე, კერძოდ კი
ციტატა(piettro @ 19th March 2014 - 03:41 AM)

პარლამენტის რა გითხრათ და მთავრობამ მიიღო დადგენილება უკვე და ძალაშიც შევიდა :-) კარგი ვერაფერი წავიკითხე რატომღაც..
ყველაფერი ამ თემაში უკვე ნახსენებია, იქAirforce-ს თემაშI რომდააგდე ერთი სურათი ასევ თქვათ ამონარიდი მთელი მიღებული სტანდარტებიდან, მინდა გაცნობო რომ ამ თემაშივე მე-5 გვერდშI მაქვს დაგდებული ლინკი მეორე თემაში სადაც ჩვენს ერთერთ ფორუმელს კერძოდ კი Ex3-ს დაგდებული აქვს
მტელი სტანდარტი. და ეგ დაგდებულია 2013-ის ზაფხულში, მანამდე ჩვენ ადმინისტრატორებს და რამდენიმე იარაღის შემომტანს ეს პროექტი რამდენიმე თვით ადრე ხელში გვქონდა, რომ იღებდნენ წინა თვეებში შეხვედრები თავდაცვაშI გვქონდა, სადაც მოკლე შინაარსი შეხვედრის იყო ასეთი- გვახატიხართ ჩვენსას გავიტანთ, ჩვენ უფრო მაგრები ვართ თქვენ რა გესმით. ამ საქმეშI მთლად მინისტრები არა მარა ჩვენი მხრიდან მოადგილეები და რამე რუმეც კი მონაწილეობდა, მარა შედეგი zero და იმის zero-zero....
მოკლედ როგორც შენ airforce-ს თემაშI დაწერე თუ რაიმე ხოდები გაქვს რომ ეს თემატიკა გაიჭრას და ტოჩეჩნი დარტყმით საჭირო ადამიანამდე მივიდეს, რომ შესაბამისი რეალური ჩარევა მოხდეს, ნუ მაგაში ჩათვალე მთელი ფორუმი მხარში გიდგევართ, ყველა დაგეხმარებით შესაძლებლობის და მიხედვით, თუ გამოგივა გმირი იქნები, ნუ ახლა ძეგლს ვერ დაგიდგავთ მარა რავი რაც იქნება არ დაგეკარგება მადლობელი მთელი საზოგადოება იქნება
ოღონდ ვებერთელა თხოვნაა, აი უზარმაზარი, თუ შეიძლება ჩვეულებრივი ახალბედა 15 წლის ბალღები რომ ხსნიან ხოლმე თემას, არიქა ბიჭებო შევიკრიბოთ პარლამენტთან მიტინგი მოვაწყოთო, აი ვიპოვე კანონპროექტიო (რომელიც აქაურებმა რამდენიმე თვეა ვიცით), აი წადით იმას შეხვდითო (უკვე თითქმის ყველას შევხვდით ვისთანაც ჩვენ შევძელით, იმის ზემოთ ჩვენ არავის ვიცნობთ და არ მიგვესვლება), აი ესა და ეს დაწერეთ და იმას და იმას მიუტანეთო (შევთავაზეთ სტანდარტებსაც სამინისტროსაც და პასუხიც ქე გითხარი რაც გვითხრეს.....)
მოკლედ იმედია სწორედ გამიგებ და საწყენად არ მიიღებ, უმეტესობა აქ ამ საქმეს უპერსპექტივოდ უყურებს, იმიტომ რომ რა დროის პნევმატიკა და კალიბრებია აგერ წინა მტავრობის სასტავია ჯერ დასაჭერი და იმათ დასდევენ თითქოს და მაგით რაიმე საქმე კეთდებოდეს...
მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მოწიწებით მინდა გითხრა რომ ხალხს უკვე აღიზიანებს ზერელე განცხადებები და იმედია ეს შენი წამოწყება უკვე გავლილ და გადაღეჭილ წამოწყებას არ დაემსგავსება. ამისათვის კი სასურველია რომ გაეცნო იმ თემებს რაზეც უკვე იყო აქ საუბარი, რაც უკვე გაგვივლია და მილიონჯერ გვისაუბრია...
შედეგად 2 წლის წინანდელ თემებს ხელახლა ახალ აღმოჩენად არ გამოაცხადებ და ხალხის სკეპტიკურ გამოხედვას არ ექნება ადგილი. მოკელდ უკვე გადაღეჭილ თემას ხალხი რომ ხედავ ახალ აღმოჩენად გაფორმებულ მიღწევად ცოტა არ იყოს ხალხი ღიზიანდება და ფიქრობს - კაი რა ეს ხომ უკვე იყო, ეს პლასტინკა ხომ უკვე გავიარეთო....
ასე რომ თუ რაიმე კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი ან გასაკეთებელი როგორც გითხარი ხალხი ისეა მოწყურებული რაიმეს მიღწევას რომ ჩათვალე ლიდერი ხარ და ყველა უკან მოგყვებით და ყველაფერს რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, მაგრამ თუ სტანდარტული პროსტა ფორუმზე თემების რაკარუკი წავა... კაროჩე რა რეალურიც და ვირტუალური წერა მიმართვები უკვე გავლილი ეტაპია წინა და ახლანდელ მტავრობაშიც, ასე რომ იგივეს ნუღა დავღეჭავთ და ნუ გავაღიზიანებთ ფორუმელებს. თორემ ჩაიფუშება ეს წამოწყებაც და ღმერთი რჯული... არ მინდა რომ ჩაიფუშოს.... მინდა გაკეთდეს, მაგრამ არა მხოლოდ ერთი და იგივე დატკეპნილ ბილიკზე კიდევ ერთხელ ხელახლა გავლის მოთხოვნის მომსწრე გავხდე....