დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
chicho
ადრე წერეთლის გამზირზე ატრიალებდა ვიღაც ეგრე ხელში და ჩამოურთმევიათ, მგონი აქ ეწერა ვიღაცას.
Spanj
დღეს კიდევ გადავურჩი თოფის ჩამორთმევას და ჯარიმას.
თბილისის ზღვაზე სტარტოვკა და კროსმანი გვქონდა მე და ძმაკაცს წაღებული ვიფიქრე ცოტას გავერთობითთქო.ისეთი ადგილი შევარჩიეთ სადაც სივრცე დიდი იყო და სახლიც არსად ჩანდა.ძმაკაცმა სამი ტყვია ისროლა სტარტოვკიდან და 5 წუთში კრიმპოლის ორი თანამშრომელი მოვიდა საბუთები წარგვიდგინა და გვითხა გამოძახებაა აბა გვანახე რა გაქვთო.გამიკვირდა მეთქი საიდან გამოიძახეს , აღმოჩნდა რომ არც ისე შორს კერძო სახლი ყოფილა სადაც რუსები ცხოვრობენ,ეტყობა სტარტოვკის ხმაზე შეეშინდათ და გადარეკეს.დაიწყეს სტარტოვკისა და კროსმანის შეთვალიერება.რომ ნახეს სტარტოვკას ლულა ქონდა დალუქული დაგვიბრუნეს,აი თოფზე კი ძალიან სასაცილო რამ მოხდა.ტყვიები რომ დაინახეს კისტიაო ერთმანეთს გადახედეს და ისიც დაგვიბრუნეს.უბრალოდ შენიშვნით შემოიფარგლნენ ასეთ ადგილებში აღარ ისროლოთო , გადარეკეს საპატრულოში და არარის საჭირო ადგილზე მოსვლაო.მოკლედ ასე მშვიდად გამოგვიშვეს .
aleqsa
Spanj

მგონი უკვე მეორედ გადაურჩი არა? იღბლიანი ყოფილხარ მეგობარო smile.gif

მარა ყოველთვის იღბალის იმედად ნუ იქნები, მეტი სიფრთხილეა საჭირო. რა დალევს ამქვეყანაზე უნამუსო ხალხს, მათშორის სამართალდამცავებშიც?
Spanj
aleqsa
ამ ერთ კვირაში უკვე მეორედ .
ნაღდად მეგონა რომ აღარაფერი მიშველიდა მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
ისღა დამრჩენია ადგილზე ვიფიქრო სადაც მიზანში სასროლად მშვიდად წავალ და კვირაში ერთხელ გავერთობი.
სამწუხაროდ საკუთარი სახლის ფუფუნება არმაქვს და აივნიდან სროლაც არმინდა მეშინია რიკოშეტით ვინმეს,ან რამეს არ გავარტყა ტყვია.
sekurifa
Spanj

თბილისის ზღვაზე სტარტოვკა არუნდა იხმარო. იცი წყალზე როგორ მიდისხმაა? თემქიდან ვარკეთილში ისმის როცა გეკოს ესვრიან ჩუმად იხვებს. მაქ ადრე ბრსკონიერობდნენ მე პირადად შევისწარი იხვი მოკლეს და ძაღლს გამოყავდა.

არაა გამორიცხული რომ მაგ რუსების სახლს ადრე რეკოშეტიც ქონოდა მონახვედრი წყლიდან. მე სულ მაქ დავდიოდი სროლაზე სავარჯიშოდ თემქის მხრიდან ჩავარდნილი ადგილია ერთი და ოპტიკებსაც სულ მაქ ვუსწორებდი სხვებს. ერთხელაც არ გავუჩერებივარ არავის.

არუნდა იხმაურო ერთი სიტყვით. ზდპ ეც კი ხმაურიანია თბილისის ზღვისთვის.
aleqsa
Spanj

ციტატა(Spanj @ 6th May 2018 - 08:21 PM) *
სამწუხაროდ საკუთარი სახლის ფუფუნება არმაქვს და აივნიდან სროლაც არმინდა მეშინია რიკოშეტით ვინმეს,ან რამეს არ გავარტყა ტყვია.


საკუთარი სახლის "ფუფუნება" არც მე მაქვს და ვიცი რასც ამბობ, ჩემთვისაც ნაცნობია ეგ სიტუაცია.
აივნიდან სროლას რაც შეეხება კიდევ კატეგორიულად არ გირჩევ, არც არავის გაარტყავ არც არაფერს გააფუჭებ, მარა შესაძლოა ვინმე ინტრიგანი ცხოვრობდეს შენს გარშემო (რა დალევთ მაგ ახვრებს? ყველგან ოხრათ არიან) ხოდა მაგან თუ პატრული გამოგიზახა პატრული უკვე იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და პრაშაი ფიშტიკო... ასერომ არგირჩევ მაგას...
koba1973
ციტატა(ale @ 6th May 2018 - 08:31 PM) *
აივნიდან სროლას რაც შეეხება კიდევ კატეგორიულად არ გირჩევ, არც არავის გაარტყავ არც არაფერს გააფუჭებ, მარა შესაძლოა ვინმე ინტრიგანი ცხოვრობდეს შენს გარშემო (რა დალევთ მაგ ახვრებს? ყველგან ოხრათ არიან) ხოდა მაგან თუ პატრული გამოგიზახა პატრული უკვე იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და პრაშაი ფიშტიკო... ასერომ არგირჩევ მაგას...

ჩემი კრალი მაგიტომ გაყიდა წინა პატრონმა. აივნიდან ვისროლე და პატრული დამაყენესო, ბედზე სახლში არ მქონდა თორემ წამართმევდნენო.
ჩზ რომ ვისროლე პირველად მაშინაც დიდი ალიაქოთი ყოფილა ჩემი წამოსვლის მერე, დასახლებიდან 10 კილომეტრში გავედი და იქ ვისროდი, ალბათ ვინმემ გაიგონა და დარეკა, იმ დღეს ვისაც გაუვლია ყველა გაუჩხრეკიათ ავტომატი სადა გაქვსო.
userman
Spanj

პირველ რიგში გილოცავ მშვიდობიან დასრულებას .

შე კაი კაცო, პნევმატიკის ხიბლი უხმოობაშია და შენ სტარტოვკით ახმოვანებდი ?! biggrin.gif
koba1973
userman
ციტატა(userman @ 6th May 2018 - 09:20 PM) *
შე კაი კაცო, პნევმატიკის ხიბლი უხმოობაშია და შენ სტარტოვკით ახმოვანებდი ?!

+1
Spanj
userman
ეჰ შარიანი ძმაკაცი რომ გეყოლება თორე მე კი ვიყავი ჩემთვის მოკალათებული ჩრდილში biggrin.gif
მადლობა მადლობა
chicho
მე თუ მკითხავ სტარტოვკა იმდენად არასერიოზულია რომ ასაკრძალია biggrin.gif
Spanj
chicho

ვერანაირ დანიშნულებას რომ ვერ მოუძებნის კაცი .
მიხომიტო
გუშინ ტელევიზიით ვიღაცა ქალი გამოვარდა და წიოდა კიოდა კიდე უფრო გავამკაცრებთ იარაღის შესახებ კანონსო ყველა პირდაპირ ციხეშიო არანაირი ჯარიმებიო ..... შანსი არაა ასეთ ვითარებაში მანდ ვინმემ კიდე პნევმატიკაზე რაიმე ცივილიზებული აზრი გამოხატოს. სულ გაგიჯდნენ . დაგუგლონ დახედონ ამერიკის , ევროპის , სადაგ გინდა კანონები იარაღის შენახვა ტარებაზე ერთი რა უწერიათ... ევროპაში მიცხოვრია , ყველგან ყველა ისვრის შვილდისრიდან დაწყებული ავტომატით დამთავრებული , სადაც არის ამის გამოყოფილი სავსე ადგილები.
აქ რა ჯანდაბა უნდათ რას გვერჩიან თვითონ კი დადიან კბილებამდე შეიარაღებულები და სადაც უნდათ იქ ისვრიან რასაც უნდათ. თან უმეტესობამ არც იცის ხმარება იარარის . ტყის ხალხი ხო არავართ რომ იარაღს არ გვაკარებენ?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(მიხომიტო @ May 30 2018, 10:13 AM) *
გუშინ ტელევიზიით ვიღაცა ქალი გამოვარდა და წიოდა კიოდა კიდე უფრო გავამკაცრებთ იარაღის შესახებ კანონსო ყველა პირდაპირ ციხეშიო არანაირი ჯარიმებიო ..... შანსი არაა ასეთ ვითარებაში მანდ ვინმემ კიდე პნევმატიკაზე რაიმე ცივილიზებული აზრი გამოხატოს. სულ გაგიჯდნენ . დაგუგლონ დახედონ ამერიკის , ევროპის , სადაგ გინდა კანონები იარაღის შენახვა ტარებაზე ერთი რა უწერიათ... ევროპაში მიცხოვრია , ყველგან ყველა ისვრის შვილდისრიდან დაწყებული ავტომატით დამთავრებული , სადაც არის ამის გამოყოფილი სავსე ადგილები.
აქ რა ჯანდაბა უნდათ რას გვერჩიან თვითონ კი დადიან კბილებამდე შეიარაღებულები და სადაც უნდათ იქ ისვრიან რასაც უნდათ. თან უმეტესობამ არც იცის ხმარება იარარის . ტყის ხალხი ხო არავართ რომ იარაღს არ გვაკარებენ?


ზუსტად მასეა.
და რაზე აკივდა ის ქალი, რამე ფაქტი მოხდა კიდე თუ?
gregory
ციტატა(x.m.e.l.o @ 30th May 2018 - 12:59 PM) *
და რაზე აკივდა ის ქალი, რამე ფაქტი მოხდა კიდე თუ?

ხ.მ.ე.ლ.ო
კანონში შევიდა ცვლილებები.
იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა-ტარებაზე გამკაცრდა სანქციები.
ეგ პნევმატიკას არ შეხებია

ხ.მ.ე.ლ.ო
gregory

აჰა გასაგებია.
ეჰ, ეხლა მაგათ პნევმო სამყარო და მასთან დაკავშირებული თემები მართლა მაგრად ჰკიდიათ, ქვეყანაში იმდენგვარი სხვადასხვა პრობლემაა, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის რომ ეგენი ვერც მაგ პრობლემებს აგვარებენ, რადგან არ შესწევთ უნარი და ცოდნა მართვისა
მიხომიტო
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 30 2018, 12:59 PM) *
ზუსტად მასეა.
და რაზე აკივდა ის ქალი, რამე ფაქტი მოხდა კიდე თუ?

სულ ახლახან სურამში მოხვდა მკვლელობა სანადირო თოფით თან ! წალაპარაკებისას სანიაღვრე წყლის გამო... ასეთი მაგალითი მრავალია და ხშირი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე - კონფლიკტის გამო!
დარწმუნებული ვარ პნევმატიკაზეც იმიტომ აფერხებენ გაიოლებას რადგან ეშინიათ ათასი უბედური დახეტიალობს ნასვამი უაზროდ ამ ქვეყანაზე განსაკუთრებით გაბრუებული ახალგაზდები რომლებმაც სავსებით შესაძლებელია ერთმანეთს თვალები დათხარონ
ja_ja
მიხომიტო
ციტატა(მიხომიტო @ 30th May 2018 - 02:05 PM) *
დარწმუნებული ვარ პნევმატიკაზეც იმიტომ აფერხებენ გაიოლებას რადგან ეშინიათ ათასი უბედური დახეტიალობს ნასვამი უაზროდ ამ ქვეყანაზე განსაკუთრებით გაბრუებული ახალგაზდები რომლებმაც სავსებით შესაძლებელია ერთმანეთს თვალები დათხარონ

არამჯერავს მე პირადად მაგ თეორიის… აი რა მნიშვნელობა აქვს საბოლოოდ დაარეგისტრირებინებ იარაღს თუ გააიოლებ… რა შეიცვლება შენს მიერ ნახსენები თეორიის შემთხვევაში თუ ხელზე ოხრად არის პნევმატური, ყველა დაურეგისტრირებელი და კიდევ ათასობით იყიდება ყოველთვე….

ანუ თუ ვინმეს პნევმო იარაღი საფრთხეთ მიაჩნია მისი არ გაფორმება არ გამოიწვევს მისი ბაზრიდან გაქრობას, რაღაც სტრაუსის პოზას უფრო გაქვს ეგ ამბავი
მიხომიტო
რაღაც სტრაუსის პოზას უფრო გაქვს ეგ ამბავი - ას პროცენტიანი ვთანხმდები მაგ აზრს , სამწუხაროდ ეს მდ გომარეობა ქრონიკულ ხასიათს ემსგავსება და რა უშლით რომ გამოვიდნენ ამ მოჯადოვებული წრიდან ... sad.gif
aleqsa
მიხომიტო

მაგლ "ლოგიკით" ვერ გავფრინდებით wink.gif (თვალების დათხრის შიშს ვგულისხმობ) მასე მაშინ მოუწევთ ელემენტარული სამზარეულოს დანების აკრძალვა მაგალითად, რა ცოტა მკვლელობაა მომხდარი "კუხნის" დანით თუ რა? ან სულაც ხელკეტი და მახვილი საგნებიც აკრძალონ!!! ანუ იმის თქმა მინდა რომ აკრძალვა და შეზღუდვა არაფერს და ვერაფეს უშველის, როდესაც უკვე ძალიან დიდი რაოდენობითაა მოსახლეობაში პნევმატური იარაღია თუ კუხნის დანა. ამას სჭირდება შესაბამისი ჭკვიანური კაანონის ფარგლებში მოქცევა და დარეგულირება. როგორც მაგალითად ცეცხლსასროლზე მოქმედებს კანონი და ამ კანონს მივყვებით ყველა ასე უნდა იყოს პნევმატურის შემთხვევაშიც. და თითო-ოროლა ტყვინგალაყებული რა კანონდარღვევას ჩაიდენს პატრულია თუ კრიმინალურმა უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. აბა მაგ ერთეული შემთხვევის გამო ამ ჰაერში გამოკიდებული მდგომარეობით სხვათუარაფერი მართლა სასაცილო მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენც და ხელისუფლებაც!!!
ხ.მ.ე.ლ.ო
aleqsa
ელემენტარული თქვი, "კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ" რომ არსებობს რა, არ ხოცავს ხალხი ცეცხლსასროლით ერთმანეთს თუ რა? smile.gif
aleqsa
ხ.მ.ე.ლ.ო

ზუსტად მანდა ვარ მეც!! smile.gif აკი დავწერე ზემოთაც კაცს რო გონება აერევა და ჭკუა გადაეკეტება ვინმეს მოკვლა თუ ჩაიდო თავში ხელშუ რაც მოხვდება თოფი, ავტომატი, ხელკეტი, ქვა, თუ ბალისტიკური რაკეტა ყველაფრის გამოყენებას ეცდება და რითაც შეძლებს იმით ჩაიდენს დანაშაულს!! და მემგონი ყველაზე ნაკლებად მაგდროს პნევმატურის ხმარება შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად ადამიანსნ. ასერომ მასეთ შემთხვევებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული კანონის მიღება არმიღება. გამოქვაბულის ადამიანიდან მოყოლებული, როცა საერთოდ არ არსებობდა არათუ პნევმატური არანაირი თოფიცკი მაინც ხდებოდა მკვლელობები ქვით ან ხელკეტებით და გაცილებით უფრო ხშირადაცკი!!! ასერომ ეგ მიზეზი "ყურით მოთრეულს" გავს smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ May 31 2018, 06:46 AM) *
მიხომიტო

არამჯერავს მე პირადად მაგ თეორიის… აი რა მნიშვნელობა აქვს საბოლოოდ დაარეგისტრირებინებ იარაღს თუ გააიოლებ… რა შეიცვლება შენს მიერ ნახსენები თეორიის შემთხვევაში თუ ხელზე ოხრად არის პნევმატური, ყველა დაურეგისტრირებელი და კიდევ ათასობით იყიდება ყოველთვე….

ანუ თუ ვინმეს პნევმო იარაღი საფრთხეთ მიაჩნია მისი არ გაფორმება არ გამოიწვევს მისი ბაზრიდან გაქრობას, რაღაც სტრაუსის პოზას უფრო გაქვს ეგ ამბავი

100%
lev
ამდენი ფედერაცია და კლუბია . წლების განმავლობაში ეს საკითხი ვერ წამოწიეს
temo-777
გვეშველა მგონი.
რატომღაც 99% დარწმუნებული ვარ, რახან ეს დაწერეს უბრალოდ ფურცელზე დაწერილი აღარ იქნება.
საწყენია რომ კალიბრს არ შეეხნენ./

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5385859?publication=0

https://matsne.gov.ge/document/view/5384859...gjWD1EqvNBfEg8o
nihontoman
მე კითხვა მაქვს ტყვიებთან დაკავშირებით - ნაკლები ან მეტი წონის ტყვია დაუშვებელია? ასევე, ჩემს პპ700-ს რა ვუყო?
Power_VANO
ციტატა
ჭურვის წონა: 0.32 გრ – 0.45 გრ


ეს პრობლემაა აშკარად. 7.9 გრანიანიც კი მძიმეა უფრო
nihontoman
კი, პრობლემაა თან დიდი. მაგ წონჯს ტყვიები ერთი ლუმანი ვიცი შედარებით ნორნალური და ჯსბ თუ უშვებს არც მახსოვს. მოკლედ გვებრძვიან sad.gif
temo-777
nihontoman
Power_VANO
აშკარად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მითითებულია პირდაპირ "ან" ანუ ერთ-ერთი მქედან.
და შესაბამისად ლულა რომელსაც 30სმ-ზე მეტი იქნება და ეგეთი მემგონი ყველაა, ყველა გაფორმდება უკლებლივ.
ნუ ეგრე მგონია მე რატომღაც. და დანარჩენი გამოჩნდება.

პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის ან იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.
temo-777
ვინმემ დაწერეთ რა რეალურად რა ხდება მერე.
სააგენტო გაიძახის მოდი მოდიო.
და რამდენია გადასახადი და ასე შემდეგ არ იძახიან ონლაინ.
ბოტებივით იმეორებენ ერთიდაიგივეს.
ეხლა არ შემიძლია მანდ გასვლა. თუ ვინმე იყავით დაწერეთ რა ხდება
nihontoman
ციტატა(temo-777 @ Feb 19 2022, 10:12 PM) *
nihontoman
Power_VANO
აშკარად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მითითებულია პირდაპირ "ან" ანუ ერთ-ერთი მქედან.
და შესაბამისად ლულა რომელსაც 30სმ-ზე მეტი იქნება და ეგეთი მემგონი ყველაა, ყველა გაფორმდება უკლებლივ.
ნუ ეგრე მგონია მე რატომღაც. და დანარჩენი გამოჩნდება.

პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის ან იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.



მაგადია საქმე რომ პპ700 მაქვს და არაა საერთო სიგრძე 60 სმ და არც ლულაა 30 სმ.
temo-777
ციტატა(nihontoman @ 24th February 2022 - 12:27 AM) *
მაგადია საქმე რომ პპ700 მაქვს და არაა საერთო სიგრძე 60 სმ და არც ლულაა 30 სმ.

ეგ პისტოლეტი არაა? pcp სისტემის.
მაგას არ გააფორმებენ,
ანუ მაგათ აქცენტი გააკეთეს ძირითადად თოფებზე.
პისტოლეტები ისევ გვერდზე გადაწიეს.
VTEC
გამარჯობა აირგანელებო.
ტყვიების წონის შეზღუდვის გამო ალბათ მათი გაყიდვაც აიკრძალება? ან რომ გამოვიწეროთ, საბაჟოზე შემოუშვებენ?
nihontoman
ციტატა(VTEC @ Feb 24 2022, 04:32 PM) *
გამარჯობა აირგანელებო.
ტყვიების წონის შეზღუდვის გამო ალბათ მათი გაყიდვაც აიკრძალება? ან რომ გამოვიწეროთ, საბაჟოზე შემოუშვებენ?



ეგ ვერ გავიგე. ლოგიკურქდ გამოდის რომ აკრძალეს, მაგრამ რატო რისთვის, გაუგებარია
ja_ja
ჰელოუ ყველას, მოკლედ ნიხტ პანიკენ ყველაფერი კარგადაა.

არასწორედ ნუ გაიგებთ ამა თუ იმ პუნქტებს.

პირველი რაც უნდა იცოდეთ - კანონი არ გავალდებულებს გინდა თუ არა გაიფორმეო, აგერ ციტატა

ციტატა
მუხლი 2

1. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.


ანუ თუ ტარება გადატანა გინდა თავისუფლად მაგრამ ნუ თავისი წესებით რომ იქ დასახლებულ პუნქტში ჩანტაში ან შალითაში უნდა იყოს და დატენილი არ უნდა იყოს და ასე შედმეგ..

მოკლედ თუ ტარების უფლება გინდა რომ გქონდეს, მაშინ უნდა მიხვიდე და დაარეგისტრირო იარაღი, ხოლო თუ არ გაგაქვს სახლიდან, ან რეგიონში გაქვს შენი ეზოიანი სახლი და იქ იყენებ, ან ნუ მოკლედ არ გაგაქვს, მაშინ არაა სავალდებულო გაფორმება

აქვე დავძენ რომ ცო2 პისტოლეტები და სხვა, ასევე საერთოდ არ განეკუთვნება რეგისტრაციას რადგან დასახელებულ 5 ჯოულზე ნაკლებია, შედეგად ავტომატურად მისი გადაადგილება გადატანის უფლება საერთოდ არ გაქვს, ისევ და ისევ მხოლოს სახლში ან ეზოში ან რაღაც ეგეთ პირობებში

რეგისტრაციაზე უკვე რამდენიმემ გაატარა თავისი თოფი, თანხობრივად ჯდება 68 ლარი

რაც შეეხება ტყვიებს, და კალიბრებს, ნუ მიუხედავად იმისა რომ ბოლო 1.5 წელია გავუბურღე ტვინი და მეგონა რომ 9 მმ კალიბრამდე დავითანხმე მაინც 4.5 კალიბრი დატოვეს. ნუ რა ვქმ=ნა არ გამოდის ჭიდილი და თავს ხომ არ ჩამოვიხრჩობ

მთავრობიდან მოდიოდა სურვილი რომ co2 პისტოლეტების რეგისტრაცია არ გვინდა მაგას რა აუვა იმდენიაო, მოკლედ არანაირად არ მიიღეს განმარტება რომ მსოფლიოში უმეტესწილად 7.5 ჯოული თავისუფალ ბრუნვაშია და არაფერი არ უნდა, მარა არგუმენტი იმისა რომ 2014 წლის კანონშI ისედაც ეწერა 3 ჯოულს არაფერი რეგისტრაცია არ უნდაო და კი ავუხსენი რომ co2 პისტოლებიდს უმეტესობა ძირითადად 2,5 ჯოულთან თამაშOბს, ეტყობა ტავი გადაიზღვიეს და 5 ჯოული მიუღიათ ზღვარად

როგორც სჩანს ასევე გაითვალისიწნეს შეცდომა და არგუმენტები რომ 50 სა=ნტიმეტრიანი ლულის ჩაწერა უაზრობაა რადგან ზამბარ დგუშინის უმეტესობა 45 სანტიემტრეზე მეტი არაა, ანუ ლულა 45 სმ-ზე მეტი არ აქვთ ზ.დ.პ-ებს, ზოგს საერთოდ 25-30 სმ ლულა აქვს... ამიტომაც ცეცხლსასროლების ბატალიებიც გაითვალისწინეს და ჩაწერეს ახალ რედაქციაში რომ ან 30 სანტიმეტრი უნდა ჰქონდეს იარაღს რომელსაც აპირებ დარეგისტრირებას, ან მთლიანი იარაღის სიგტრძე უნდა იყოს 60 სმ და მეტი

სამწუხაროდ ვერაფერი გავაგებინე რა არის ჯოულის ერთეული, ამათ ისევ ჰგონიათ რომ რომელიღაც კონკრეტრული ტყვიით მიირება 5 ჯოული smile.gif ამიტომაც ისევ დატოვეს ეს ფინძური ჩანაწერი 0.32 -დან 0.45 გრამამდე ტყვიაო

ანუ რეგისტრაციისას ითხოვენ რომ კაკრაზ მაგ წონის 10 ცალი ტყვია მოიტანე რომ თოფი შევამოწმოთო., თუმცა რაფერ ამოწმებენ რომ ტყვია მართლა მაგ წონებშია არ ვიცი.


VTEC
ციტატა(VTEC @ 24th February 2022 - 03:32 PM) *
ტყვიების წონის შეზღუდვის გამო ალბათ მათი გაყიდვაც აიკრძალება? ან რომ გამოვიწეროთ, საბაჟოზე შემოუშვებენ?

არასწორედ გაიგე, ტყვიის წონა კი არაა აკრძალულია არამედ რეგისტარციის დროს ენერგეტიკა მაგ წონის ტყვიით უნდა შემოწმდეს ი ვსიო, დალშე სხვა წონები გინდა იყიდე, გინდა გამოიწერე, გინდა ... ნუ მოკლედ ეგ ჩანაწერი მხოლოდ რეგისტრაციის მომენტს ეხება და სხვა არაფერზე არ ვრცელდება

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 26th February 2022 - 05:22 PM) *
ეგ ვერ გავიგე. ლოგიკურქდ გამოდის რომ აკრძალეს

სადაა აქ ლოგიკა? საიდან რა დასკვნები გამოგაქვს, სამე წერია აკრძალულია სხვა წონის ტყტვიებიო?

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 23rd February 2022 - 11:27 PM) *
მაგადია საქმე რომ პპ700 მაქვს და არაა საერთო სიგრძე 60 სმ და არც ლულაა 30 სმ.

ნუ ლულა მხოლოდ ლულა არ იზომება, მაგალითად აი ციტატა:

ციტატა
4. იარაღის ლულის სიგრძე იზომება მასზე სტაციონარულად დამაგრებული ლულის საცმის ჩათვლით (ჰაერის გამაფართოებელი და სხვა).


ანუ თავის შრაუდერიან ნასადკიან ყველაფრიანად იზომება, მაგრამ აი PP700-ის შემთხვევაში ცუდათაა საქმე, შრაუდერიანად ლულა მაინც 28 სანტიმეტრია... კაროჩე 2 გზა გაქვს, პირველი გრძელი შრაუდერის ჩამოცმა, მეორე რეგიონში წასვლა და იქ რეგისტრაცია სადაც ყურადღებას დეტალკებს არ აქცევენ smile.gif


nihontoman
ტყვია არ წერია აკრძალული, მაგრამ ისე წერია რომ აკრძალვადაც იკითხება თუ მოინდომე, მაგიტომაც ვიძახი მაგას.

რაც შეეხება პპ700-ს, გადამყვანი და კრალის მოდერი არ წავა ?
temo-777
ციტატა(nihontoman @ 28th February 2022 - 12:22 PM) *
რეგისტრაციაზე უკვე რამდენიმემ გაატარა თავისი თოფი, თანხობრივად ჯდება 68 ლარი

დღეს ვიყავი სააგენტიოში და თავი გაიგიჟეს. ფორმა 100 მოითხოვეს, ისე არ დამირეგისტრირეს.
არადა ახალი მართვის მოწმობა მაქვს. ნუ ახალი რა. ბოლოს 2 წლის წინ ავიღე მეორე კატეგორია.



levanbe
მოგესალმებით მეგობრებო, პირველი პოსტია თქვენს ფორუმზე ჩემი და დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ და გამარკვიეთ რა ამათი მიღებული კანონის ჩარჩოებში.
მოკლეთ მაქვს hutsan AirTact 4.5 მმ ( 305m/s (1000 fps)) ექვემდებარება თუ არა გაფორმებას ვნახე დეტალურათ კანონის რეგლამენტი წავიკითხე და ჯოულებშI და ზომა წონებშია მითითებები და ვერაფერი გავიგე გამომდინარე ბევრი ფაქტორიდან ან ამ ჯოულებს ვინ ამოწმებს და მოკლეთ გამარკვიეთ თუარ შეგაწუხებთ smile.gif

ლინკი თვითონ ამ კონკრეტული იარაღის : https://hatsan.com.tr/product/airtact-ed/
temo-777
levanbe
ექვემდებარება გაფორმებას ნებისმიერი 4.5 თოფი, რომელსაც 30 სმ-ზე მეტი ლულა აქვს.
მიდიხარ 68 ლართან და ფორმა 100 თან ერთად, თუ მანამ არ გქონია ფორმა 100 ბოლო 1 წლის განმავლობაში ქავთარაძეზე 2-3 საათამდე რომ მოესწროს სრული პროცედურა იმ დღესვე და იფრომებ.
levanbe
მადლობა თემო პასუხისთვის გასაგებია
name
ციტატა(temo-777 @ Mar 8 2022, 01:03 PM) *
levanbe
ექვემდებარება გაფორმებას ნებისმიერი 4.5 თოფი, რომელსაც 30 სმ-ზე მეტი ლულა აქვს.
მიდიხარ 68 ლართან და ფორმა 100 თან ერთად, თუ მანამ არ გქონია ფორმა 100 ბოლო 1 წლის განმავლობაში ქავთარაძეზე 2-3 საათამდე რომ მოესწროს სრული პროცედურა იმ დღესვე და იფრომებ.


ესეიგი 4.5 კალიბრი ჩვეულებრივ ფორმდება 30 სმზე მეტი თუ აქვს ლულა?
gela
ციტატა(name @ Mar 15 2022, 03:05 PM) *
ესეიგი 4.5 კალიბრი ჩვეულებრივ ფორმდება 30 სმზე მეტი თუ აქვს ლულა?

და იარაღის მთლიანი სიგრძე უნდა იყოს 60 სმ და მეტი
levanbe
მოკლეთ მე ერთი რამ ვერ გავიგე, ვიყავი მომსახურების სააგენტოში და კიდევ ერთხელ მათაც შევეკითხე და ზოგადად გამცეს პასუხი და სამწუხაროთ მათაც ზოგადად იციან და არ არიანიან აზრზე როგორც ვხვდები დეტალებში რადა როგორაა, ეხლა რაშია საქმე მაქვს ორი პნევმატური თოფი ერთი გახლავთ ზემოთხსენებული ჰატსანის ფირმის მეორე რუსული იჯ-ი პირველს მახასიათებლების მიხედვით ექვემდებარება გაფორმება მეორეს აქვს ტექნიკური პრობლემა რომელიც კანონში მითითებულ მახასიათებლებს ვერ გამოიმუშავებს ანუ ტექნიკური ზომა წონა ექვემდებარება მაგრამ არ ექვემდებარება ეგრეთწოდებული ჯოულებში მიღებული ენერგიის გამო ფიზიკურათ 2 მეტრშიც კი ვერ ისვრის (ძალა არყოფნის პრუჟინასდა მექანიზმს) ანუ გამოდის რო "კიიი კაცოოო მოიტა გავაფორმებთ შენ ლიჟბი ფული იხადეოო და კანონში რაც წერია იმას რასდავეძებთო?????"

ესეც კანონში მითითებულიშენიშვნა:
3. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის ან იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.


მცოდნეებო მაქვს თქვენი იმედი რო დამეხმარებით ამის გარკვევაშიც
levanbe
თან აქ მეორე მომენტიც არის დგუშზე(ანუ პრუჟინაზე მომუშავე პნევმატიკა) შესაძლოა მწყობრში არ იყოს და არ გამოიმუშაოს ქარხნული მახასიათებლები მაგშემთხვევაში საიდან როგორ იღებენ გადაწყვეტილებას გააფორმონ თუ არა ან ავიღოთ მაგალითი შეგხვდა სამართალ დამცველი და როგორ უნდა აუხსნა რო ეს არ ექვემდებარება, (რო მოახდინოს ექსპერტიზაზე გადაგზავნა რასაც დიდი ალბათობით იზავენ კდევაც რომელსაც შეილება თვეები დასჭირდეს რა შეუშლით ხელს) ეს მანქანის ვარიანტია ქარხნული რო 4 ლიტრას წვავს და რეალურათ ექსპლუატაციის შემდეგ 10 ზე ადის და მაინც რო გაიძახიან 4 ლიტრს წვავს ესე უწერიაო biggrin.gif
temo-777
gela
ციტატა(levanbe @ 16th March 2022 - 05:23 PM) *
და იარაღის მთლიანი სიგრძე უნდა იყოს 60 სმ და მეტი

"და" არა. მანდ არის ნათქვამია "ან" (შენიშვნის მე-3 პუნქტში), რაც არსებულ სურათს მთლიანად ცვლის.
ანუ იურიდიულად დაახლოებით გამოდის ისე რომ საკმარისია ლულის სიგრძე იყოს 30სმ-ზე მეტი, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს.


levanbe
შენი ორივე იარაღი წესით რეგისტრაციას ექვემდებარება, თუმცა რახან ტექნიკური ხარვეზი აქვს მეორეს, შესაბამისად მაგას აღარ დაარეგისტრირებენ.
მაგას იქვე გეტყვიან კიდევაც.
და თავისთავად მაგის ტარების უფლებაც აღარ გექნება.
ან რათ გინდა ეგეთი იარაღის ტარება ან თუნდაც დარეგისტრირება? smile.gif ბვერი ფული თუ არა გაქვს.
რა აზრი აქვს მაგის ტარებას.
მე მაგალითად ერთი pcp მაქვს და ეგ თვის დასაწყისში გავიფორმე.
და მეორე სოფელში მიგდია რუსული იჟ-38, ზამბარაც გამოცვლილი აქვს და საკმაოდ კაი ჯანზეა, მაგრამ 100 წელი მაგას არ დავარეგისტრირებ.

პ.ს. ამ განყოფილებაშI პოსტები არ გროვდება?

levanbe
თემო ზუსტად იჟ38 მაქვს მეორე რომელიც ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ ექვემდებარება და ვერ მივხვდი რატომ დაწერე რო რეგისტრაციას ექვემდებარება (2 დან 3 ჯოულამდე გამოიმუშავებსსრულიათ ახალი ქარხნული და კანონის მიხედვით გარდა სიგრძის პარამეტრებისა ასევე გამომუშავებული ენერგიის პარამეტრიც უნდა აკმაყოფილებდეს გაფორმებისთვის პირობებს) მგონი ასეა და თუ ასეა ესეიგი არც რეგისტრაციას ექვემდებარება და თუ არ ექვემდებარება ესეიგი როგორც გინდა ისე ატარებ.

ხო ეხლა რაც შეეხება იმ კანონის მესამე პუნქტში ჩაწერილ "ან" მნიშვნელობას ლულის სიგრძე და მთლიანი სიგრძე მოყვანილია ერთ გრაფაში ეგ იმას ნიშნავს რომ ლულის სიგრძე და გამომუშავებული ენერგიის დათვლა ერთი მნიშვნელობაა ან მთლიანი სიგრძე და გამომუშავებული ენერგია მეორე მნიშვნელობაა ეგენი რომ ცალცალკე იყოს ჩამონათვალში(ცალკე გრაფათ იყოს გამოყოფილები) გამოიკვეთებოდა მაგ "ან" -ის მნიშვნელობაც.
temo-777
levanbe
ვინ გითხრა რომ 2-დან 3 ჯოულამდე გამოიმუშავებს იჟ38?
7.5 ჯოულამდე ქარხნული პარამეტრებით ააქვს და დამოდინგებით გაცილებით მეტი აქვს smile.gif 150-180მ/წ აქვს მაგას.
რაის 2-3 ჯოული ))
3-4 ჯოული CO2 BB პისტოლეტებს ააქვს და როგორ ფიქრობ იჟ38-ს მაგაზე მეტი ძალა არა აქვს?

და რაც შეეხება კანონს ეს უკვე სადავო საკითხია,
მერე რა რომ 1 გრაფაშია. 1 გრაფაში შეიძლება იყოს მთელი რიგი წესების ჩამოწერილი.
ამიტომაც უწერიათ ორაზროვნად, და შეუძლიათ მაგაზეც რომ მოგედავონ.
ნებისმიერ შემთხვევაში იჟ 38 გაფორმდება smile.gif (რა თქმა უნდა ის რომელიც ტექნიკურად გამართულია)


მაგრამ ერთ რაღაცას ვერ ვიგებ,
შენ თვითონ წერ რომ ქარხნულად ააქვსო 2-3 ჯოული ენერგიაო.
იმასაც წერ რომ რომ ტექნიკური პრობლემა აქვსო, და 2 მეტრშიც ვერ ისვრისო. გამოდის რომ ეგ 2-3 ჯოულიც აღარა აქვს )))
ხოდა ლოგიკური კითხვა მიჩნდება ეგეთი იარაღის ტარება და მითუმეტეს გაფორმება რათ გინდა?
თუ სადმე გადაადგილება გინდა A პუნქტიდან B პუნქტში, ჩადე შალითაში ან რამეში და წაიღე, მაგას არავინ დაგიშლის.
levanbe
1.დავიწყოთ იქედან რომ რაც ინტერნეტში მოვიძიე ინფო (https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%96-38) 110-130 მ/ს გამოიმუშავებს აქედან მომდინარე აბატონო კალკულატორსაც დავლინკავ (http://semper-parati.pl/kalkulator/) თუ არასწორათ ვითვლი რაიმეს კიბატონო მითხარით მადლობელი ვიქნები.

2.კანონში მითითებული მანიშნებლები ერთ ცხრილში რომ წერია დავიწყოთ სადავო საკითხიდან როგორც თვითონ იდავებენ ასევე მფლობელსაც შეუძლია რომ მოედავოს მაშინ, ეხლა არასადავოდან რომ ვიმსჯელოთ მერაც ვიკითხე თვითონ მომსახურების სააგენტოში ეგ ნიშნავს რომ უნდა იყოს ლულის სიგრძე პლიუს ჯოულები ან მთლიანი სიგრძე პლიუს ჯოულები, "ან" მნიშვნელობა არ ნიშნავს რომ ამ ცხრილიდან რომელიმე თუ ემთხვევა უნდა გაიფორმო მაგ: თუ მხოლოდ მთლიანი სიგრძე ემთხვევა და არ ემტხვევა ჯოულებში ან გამომუშავებული ენერვია, არ ნიშნავს რომ გაფორმებას ექვემდებარება.

3.და რაც შეეხება კონკრეტულათ ამ იჟ38 -ის გაფორმებას თავდაპირველათ დავწერე რომ მაქვს ორი პნევმატური თოფი და შეძლებისდაგვარათ ავღწერე კიდევაც.პასუხებიდან გამომდინარე საუბრის შემდეგ გადავედით ამ კონკრეტულ იჟის მოდელზე თორე სიმართლე გითხრა ნამდვილათ არ მხიბლავს ამ კანონის შემოღება იმიტომ რომ ჯერ ერთი ბავშვის გამო შევიძინე აღნიშნული (ჰაცანის პნევმატური თოფი) და იძულებული ვარ მე გავიფორმო ანუ გამოდის რო ეს ბავშვის კიარა ჩემია და ბავშვმა რომ გაიტანოს უკვე პრობლემაა smile.gif მეორე კიდევ ამ იჟ-ს რაც შეეხება უბრალოთ რელიქვიაა და საერთოდ რომელ გასროლაზეა, სეიფში მიდევს დაკონსერვებული წლებია და არც მგონია რომ გარემონტებაზეც ვიფიქრო რომელ ტარებაზე და მაგითი ნადირობაზეა
temo-777
levanbe
1) Начальная скорость--ეგ რომ უწერია შეამჩნიე მანდ ვიკიპედიაში>?? სხვა საიტებზე გადაავლე თვალს.

2) არ ვიცი მანდ რა თქვეს მაგრამ ნამდვილად სადავო საკითხია ეგ. და მხარეს რაც შეეხება სასამართლო რა თქმა უნდა თავისიანის მხარეს დაიჭერს, თუ მაქამდე მივიდა.

3)
ციტატა(levanbe @ 21st March 2022 - 05:15 PM) *
გამოდის რო ეს ბავშვის კიარა ჩემია და ბავშვმა რომ გაიტანოს უკვე პრობლემაა

ძალიანაც კარგი და მისასალმებელი რომ პრობლემაა ბავშვისთვის იარაღის გადაცემა.
აი ზუსტად მაგიტომაც უნდა მომხდარიყო მაგის გაფორმება რომ არავინ არავის არ გადასცეს, მითუმეტეს ბავშვს.
სამწუხაროდ ბევრმა ვერ შეიგნო ის რომ პნევმატური რომელიც აღწევს 20-35 ჯოულ ენერგიას არაა სათამაშო და ხშირად ლეტალური გამოსავალით მთავრდება.
ბოლო წლების განმავლობაში დავიჯერო არცერთხელ არ გაგიგია რომ ზუსტად ბავშვების გამო ხდება ამ პნევმატიკით მთელი უბედურებები?
მინიმუმ 5-6 ჯერ რაც მე გამიგია ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის ბოლო რამდენიმე თვის წინ იყო ზამთარში ეხლა როდესაც 18 წლამდე ბიჭმა მგონი მოკლა შემთხვევით საკუთარი დედა პნევმატიკით. და ეგეთი მსგავსი არაერთი, და თან სულ აი ეგეთ მცირეწლოვნებში. 18 წლამდე ძირითადად.
კლასელმა კლასელს ესროლა და ასე შემდეგ. არაერთი შემთხვევა ყოფილა მაგის.
13 წლის შვილი მყავს, მაგრამ არანაირად არ ვთვლი საჭიროდ რომ ბავშვს გადავცე და ვასროლინო, მითუმეტეს სადმე გავატანო.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ან კანონით აკრძალულია საერთოდ ან დაშვებულია და ფორმდება ჩვეულებრივად.
და რაღა ჩვენთან იყოს განსხვავებულად? არ ჯობია სულ აკრძალვას გაფორმება?



ციტატა(levanbe @ 21st March 2022 - 05:15 PM) *
მეორე კიდევ ამ იჟ-ს რაც შეეხება უბრალოთ რელიქვიაა და საერთოდ რომელ გასროლაზეა, სეიფში მიდევს დაკონსერვებული წლებია და არც მგონია რომ გარემონტებაზეც ვიფიქრო რომელ ტარებაზე და მაგითი ნადირობაზეა

მითუმეტეს თუ რელიქვიაა, და უბრალოდ გიდევს არც არავინ გთხოვს მაგის გაფორმებას. სანერვიულო არაა მანდ არაფერი. smile.gif

levanbe
1- კი თემო ბევრ ონლაინ საიტს გადავავლე თვალი და თითქმის ყველგან იდენტური ინფორმაცია წერია (ისე 150-180 მ/წ რომც გამოიმუშაოს მაინც 5 ჯოულ არ სცდება 0.32 ვაზნის პირობებში ნუ რათქმაუნდა ყველა დეტალს თავისი გათვლები აქვს).ისე თუ რაიმე სხვა წყაროს ინფორმაცია იცი თუ მეტყვი სიამოვნებით გადავხედავ.

2- პრინციპში როგორც უნდათ ისე გაიგებენ კანონს და არც არაფერი შეუშლით ხელს თუ საჭიროება დაუდგათ.

3- კი კი რათქმაუნდა მივესალმები და მგონი ყველა კანონმორჩილი ადამიანი თანხმდება ამ ყველაფერზე.
მაგრამ აქ ცოტა სხვა თემა მგონია, ფაქტი რომელიც დადგა და მიაწერეს გაუფორმებლობას ეს კონკრეტული შემთხვევები ნიშნავს რომ გაფორმებულის დროსაც მოხდებოდა იგივე შემთხვევა იმიტომ რომ ეს უკვე "დაუდევრობაა" და არა განზრახ ჩადენილი ქმედება(არმგონია იმიტომ ესროლა დედისთვის ან ვინმესთვის რომ გაუფორმებელი მაქვს და არ მომკითხავენო), მასე რამოდენიმე ხნის წინ მოვისმინე ტელევიზიით მეზობელმა მეზობელი დიდი ჩაქუჩით მოკლა ,ცოლმა ქმარი ჩაქუჩით მოკლა,სუფრაზე სუფრაზე არსებული დანით დაუხოციათ ერთმანეთი, მაშინ ამაზე რატომ არ იღებენ კანონს გავაფორმოთ ყველაფერი.
ისე საინტერესოა იმ ახალგაზრდა თაობას რას ეუბნებიან ვინც 18 წლამდე არის და სასროლეთში ეუფლება სპორტის ამ სახეობას ეს კანონი ხომ ნიშნავს პირდაპირ რომ გაუფორმებლათ იარაღს ვერ შეეხებიან ( მე პნევმატიკაში დიდი გამოცდილება არმაქვს და არც ვიცი მათი იარაღები ექვემდებარება თუ არა რეგისტრაციას მაგრამ თუ ექვემდებარება უკვე პრობლემის წინაშე დგება ძალიან ბევრი).

4- რაც არ უნდა დავარქვათ და რაცარუნდა ვთქვათ რომ არ ისვრის შესაბამისადო მაინც იარაღია და თუ ექვემდებარება გაფორმებას უნდა გაფორმდეს და მოექცეს კანონის ფარგლებში, მასე კარაბინი რომ გქონდეს სახლში და კედელზე ჩამოკიდო არვისვრი რელიქვია არისო ხომ სჭირდება გაფორმება ასეა ესეც და მაგიტომ ვიკითხე და მაინტერესებდა მცოდნე ხალხისგან დაკვალიანება რაზედაც მადლობას ვიხდი ინფორმაციის მოწოდებისთვის.

ერთს დავამატებდი რათქმაუნდა ეს ჩემი აზრია, აღნიშნულ კატეგორიაში უნდა გამოეყოთ ტიპები რომლებსაც თუნდაც წლოვანებიდან გამომდინარე დაარეგისტრირებდნენ თუნდაც მშობლის თანხმობით,თუნდაც ნადირობისას მშობელთან ერთად ან რაღაც კრიტერიუმებით იმიტომ რომ აი ვახსენე წინა პოსტში ბავშვი რომელსაც შევუძინე პნევმატური თოფი რომელიც გამოდის რომ ვერც ინადირებს და ვერც გამოიყენებს მითუმეტეს მე მაგითი სანადიროთ წამსვლელი არვარ და პირდაპირ რომ ვთქვათ ნიშნავს რომ ბავშვიც არ გამოიყენებს. ხოდა ეს მგონია დიდი პრობლემა იმიტომ რომ თუ დამიჯერებთ მე პირადად ამ 12 წლის ბავშვს უფრო ვენდობი ცოდნა გამოცდილებაში ვიდრე ბევრ სამართალდამცავს ვისაც ტარების უფლება აქვს იარაღის რომელმაც ისიც კი არ იცის თავისი იარაღი რა მოდელია და რა ვაზნას მოიხმარს აღარაფერს ვამბობ მის უსაფრთხოების წესების დაცვაზე"ყოველ ახალ წელს ბაგაბუგით რომ ხვდებიან და ხან ვის ხვდება ხან ვის"
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.