მოკლედ უკვე დავიღალე რა ამ თემის კითხვით და უაზროდ წყლის ნაყვით!
ვის და როგორ უნდა უჩივლო( ეგ ჩემი აზრია და ბევრი იურისტის მიერ რეკომენდირებული) და რატომ ამაზე ბევრჯერ დავწერე და აღარ განვმეორდები.
ეხლა კიდევ ერთ ჩემებურ ანალიზს შემოგთავაზებთ და „ვისაც ჯერა გაგვატარეთ რა“

პირველ რიგში ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ კანონს უპირატესი ძალა აქვს მთავრობის დადგენილებასთან შედარებით.
მოდით გადავხედოთ „ იარაღის შესახებ საქართველოს კანონი“-ს იმ მუხლებს, რომლებშიც პნევმატიკაზეა საუბარი.
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.აქ უკვე პრობლემაა, რადგანაც ყველამ იცის, რომ არ არეგისტრირებენ
მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.ანუ აქვე წერია, რომ არც შეძენას, არც გადატანას, გადაზიდვას და გადაგზავნას არანაირი ნებართვა და ლიცენზია არ უნდაო!!!
თანაც საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღს განსაზღვრავს ჩვენთვის ავადსახსენებელი „საქართველოს მთავრობის დადგენილება №223“. ამ დადგენილების დანართი №2-ში ვკითხულობთ:
იმ პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში
1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომ¬ლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.ანუ ნათელია, რომ 4,5 კალიბრი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულია( ეს ამბავი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია!)
დავუბრუნდეთ ისევ „ იარაღის შესახებ საქართველოს კანონ“-ს.
მუხლი 20. იარაღის შენახვა
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.აქ ყველაფერი სტანდარტულად და გასაგებადაა.
მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
3. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევაში, იარაღის გადატანისას იგი უნდა იყოს:
ა) განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული;
ბ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან.აქ კი პნევმატური საერთოდ არაა ნახსენები. შესაბამისად რახან არ დაწერეს ესეიგი არც არაფერი უნდა და ამ რწმენას ისევ მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი ამყარებს.
ასე რომ თუ პატრულის თანამშრომელი შეფუთულ, განმუხტულ და ასე შემდეგ 4.5 კალიბრის პნევმატურ იარაღს ჩამოგართმევთ, აშკარად არღვევს კანონს. მართალია,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს მუხლი 1821 . პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.საშიშად გამოიყურება, მაგრამ არც აქაა ნახსენები რაიმე გადატანა-გადაგზავნა-გადაზიდვაზე!
არ ვიცი არცერთი შემთხვევა, რომ პნევმატური იარაღი, რომელიც შეფუთულია, განმუხტულია და დაცულია პატრულს ჩამოერთვას. ის რომ ხელში ეჭირა ეგ უკვე ტარებაა
ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტარება სხვაა და გადატანა-გადაზიდვა სულ სხვა...
P.S. უი ჯაჯა დამემართა, რამდენი დამიწერია