lasharela ნუ ჯერ კეთილი იყოს შენი შემოსვლა, მერე ძალიან ცუდი ამბავი გადაგხდომია, დასაწყნარებელს ვერაფერს გეტყვი, სავარაუდოდ სასამართლოში შედეგს ვერ მიირებ...
ციტატა(lasharela @ 21st April 2015 - 12:18 PM)

მე ვიცი, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა თავის დროზე ამ იარაღების გაყიდვით ბიზნესიც ააწყო, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. მაინტერესებს, რატომ არ სცადეთ თავის დროზე ამ რეგლამენტის კანონიერება და ზოგად სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაგეყენებინათ? ამ რეგლამენტის კანონიერ ძალაში ყოფნა ხომ პირდაპირ თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე აისახებოდა და ამით თქვენ შემოსავლის მიღების წყარო გიწყდებოდათ? ასევე ზოგიერთი თქვენგანი გაერთიანდა და გასვლით ღონისძიებებს და შეჯიბრებებს ატარებდით რაც განტვირთვის და სიამოვნების მიღების საკმაოდ კარგი საშუალებაა, რატომ არაფერი იღონეთ?
შენ მგონი მხოლოდ ეს თემა ნახე, არა და აქ ბევრი სხვა ამდაგვარი თემებიცაა და აღმოაჩენ რომ საუბრებიც იყო შეთავაზებებიც, შეხვედრებიც, შსს-ში და თავდაცვაში, მაგრამ მივიღეთ იდეალური და გადასარევი პასუხი რომლის მოკლე შინაარსიც დაიყვანება შემდეგზე - ჩვენ უფრო ძლიერი სპეციალისტები გვყავს და თქვენს დახმარებას არ ვსაჭიროებთო.
მოკლედ რომ ვთქვათ არ გაგვიკარეს

, ასე რომ მოყვარული იქნებოდა, ორგანიზატორი თუ ბიზნეს დაინტერესებული არავის ინტერესი და მოსაზრება გათვალისწინებული არ იყო. სამწუხაროა და რაც მთავარია გამოსავალიც არ ჩანსავით.
მე ისე გავიგე რომ შენ 2 კაცის სასამართლო პროცედურაზე აკეთებ აქცენტირებას, ის იყო სულ სხვა ინციდენტი, კერძოდ საბაჟო აკავებდა შემოტანილ იარაღს და განისაზღვრელი დროით ჯარიმის გარეშე ინახავდა საწყობში და პატრონს არ უბრუნებდა კუთვნილ იარაღს, ეგ საქმე მორჩა და დრეს იარაღის საბაჟოზე გაჩერება არარ ხდება, იმ ხალხმაც კუთვნილი იარაღი მიიღო და მორჩა საქმე, მაგრამ ახალი დავები რაცაა სწორედ პატრულის მიერ ჩამორთმეულ იარაღზე, სამწუხაროდ დადებითად ჯერ არცერთი არ დამთავრებულა
რაც შეეხება შენს კონკრეტულ შემთხვევას, მინდა რომ აღმოვჩნდე არასწორი იმაში რასაც ახლა დავწერ, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია შემდეგია:
- პატრულმა ჩამოგართვა კანონის სრული დაცვით (ვიცი რომ ქაჯიზმია, მაგრამ იურიდიულად პატრული ამ სიქაჯეში გამოძვრება), ანუ შენ რომ პატრულს უჩივლო იტყვის რომ მას ამ მოქმედებას კანონი ავალდებულებს და სასამართლოც იძულებულია ეს გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს
- შენ თუ გამოთქვავ აზრს რომ აი არ მირეგისტრირებენ ან სტანდარტებია არასწორე, მაშინ ხელს გაიშვერენ სანებართვოსკენ მიუხედავად იმისა რომ პატრულიც და სანებართვოც შსს-ს ქვედანაყოფია, ერთმანეთის საქმეზე ეგ ორი უწყება პასუხს არ აგებს. შესაბამისად პარტულს თუ უჩივლებ ის თავს იმართლებს რომ კანონით მართალია და თუ რაიმე არ მოგწონს უნდა უჩივლო სანებართვოს
- სანებართვოს თუ უჩივლებ ყოველთვის იტყვის რომ მისი ბრალი არაა რადგან შენ მათთვის არ მიგიმართია და შესაბამისად რადგან არ მიგიმართია მერე რა რომ არ არეგისტრირებენ, შენ ხომ არ მისულხარ და არ გქონია მცდელობა რით ამტკიცებ რომ არ დაგირეგისტრირეს??? სიტყვიებ არ ვარეგისტრირებთ ტექსტს კი ყოველთვის გადათქვავენ. ანუ მოსამართე ისევ პატრულს და სანებართვოს გაამართლებს (როგორც 2 დღის წინ გავიგე 1 პროცესი სამწუხაროდ სწორად ასე დამთავრებულა

)
ჩემი რჩევა იქნება თუ მაგ შარში გაეხვიე ჯობია შემდეგი რამ გააკეთო სანამ სასამართლოში შეიტან საჩივარს:
- მიმართო სანებართვოს ისეთივე მამაძაღლური მეთოდით როგორსაც პატრული იყენებს (ფსევდო მეგობრული მიდგომა, იმისათვსი რომ ოპონენტმა უკურეაგირება შეაყოვნოს ან აგრესია ნაკლები გამოხატოს)
- ზემოთ ხსენებული დაიყვანება იმ აზრამდე რომ მიდიხარ სანებართვოში და ეუბნები რომ გაქვს პნევმატური იარაღი და გსურს მისი გაფორმება, გთხოვთ გამიფორმოთ და რა საბუთღებია ამ საქმისთვის საჭიროო
- იასნია გეუბნებიან ტუტუცურ პასუხს რომ არ ვარეგისტრირებთ რაში გაინტერესებს ჯერ კაციშვილი არაფერს გეუბნება გქონდეს და იბედნიერეო. შენ მთავარია ჯერ არ უთხრა რომ იარაღი ჩამოგართვეს და ასე შემდეგ და ასე შედმეგ....
- ამასობაში როგორც კი ამ სულელურ პასუხს მიიღებ უნდა დაწერო წერილი სანებართვოს უფროსის სახელზე რეაგირებისთვის, რომ შენ ესა და ეს, ამა და ამ წელს დაბადებული, და ამა და ამ ტარიღში მოსული მოხვედი კანონის დაცვით და კანონის მოთხოვნით იარაღის გასაფორმებლად რაზეც მიიღე უსაფუძვლო უარი და არ გიფორმებენ იარაღს რომელიც კანონით ევალება შესაბამის ორგანოს და ითხოვ ამ ხარვეზის აღმოფხვრას და საკუთარი იარაღის დარეგისრირებაში დახმარებას თუ რავიცი რაც ჰქვია, ნუ მოკლედ გინდა რომ კანონიერი მოთხოვნა დაგიკმაყოფილონ და მათზე კანონით დაკისრებული საქმე შეასრულონ,
კანონით განსაზღვრულ ვადებში (ეს აუცილებლად მიაწერე რომ უსასრულობაშI არ გადაიზარდოს), შენ ამბობდი რომ იურისტი ვარო და მგონი ჩემზე კარგად ჩამოაყალიბებ ამ პუნქტს.
- ეს საბუთი გინდა 2 ეგზემპლარად, ერთს აბარებ კანცელარისაი, მეორეზე კი კანცელარიის ბეჭედი ან შტამტი რომ მიღებულია გატარებულია და ესა და ეს თარიღია, საბუთის ნომერი კი ესა და ესაა...
- მგონი 30 დღე აქვთ ვადა, ან პასუუხს რაიმეს მოგცემენ უაზრობას (მე მაგას მლიქვნელობას ვეძახი რომ გაექცნენ პირდაპირ პასუხს და რაღაც აბსტრაქცია მოიწერონ - ამისათვის ზემოთა წერილია კარგად ჩამოსაწერი რომ რაღაც უაზრობა არ დაწერონ და კონკრეტული პასუხის გარდა სხვა საშუალება არ ჰქონდეთ). მოკელდ ელოდები 30 დღე, და ან იღებ პასუხს ან არა
- ამის მერე უკვე მიმართავ სასამართლოს და იქ უკვე ან გაერთიანებულ საქმეს აღძრავ სადაც პარტულ სანებართვო იქნება ჩართული ან კონკრეტულად სანებართვოს ჯობია უჩივლო რომ მათი არაკომპეტენტურობის თუ კანონის ფეხებზე დაკიდების გამო შენ აღმოჩნდი დაზარალებული და ამიტომაც ითხოვ ან მატერიალურ კომპენსაციას ან კუთვნილის დაბრუნებას და კანონის ფარგლებში მის რეგისტრაციაში გატარებას.
აი ყველა ამ პროცესმა თუ ისე გაიარა როგორც აქ მარტივადაა ჩამოწერილი (ცხოვრება გაცილებით ჩახუჭუჭებული და რთულია, ვიცი მაგი მარა ...) მაშინ შენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ხოლო თუ უბრალოდ პატრულს უჩივლებ არაფერი ხეირიანი არ გამოვა

როგორც გავიგე უკვე ყოფილა სამწუხარო ფაქტი

სასამართლო სისტემა კი მხოლოდ პრეცენდენტებზეა აგებული....
დღერისათვის საქმის კურსში უკვე რამდენიმე მოსამართლეც არის. და ამბობენ რომ ტექნიკურად მართალი ვართ და ეს არის კანონის ხარვეზი, მაგრამ აი ვისაც ავალია მაგ კანონის გამოსწორება, იმას არ ვიცი რაფერ უნდა შევაცვლევინოთ რამე როდესაც საერთოდ ჩვენი გაკარებაც არ უნდათ