დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საბაჟოზე დაკავებული იარაღის დაბრუნება
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
nihontoman
ნეტა რა ტყვიები აწონეს...
geojorjika
ციტატა(nihontoman @ Jul 9 2013, 12:14 AM) *
ნეტა რა ტყვიები აწონეს...


გოზიტაი biggrin.gif
ja_ja
rekshet
ნუ რა ხდება შენს თავს? გამოგატანეს 2.5 წლის წინ დამწყვდეული ნივთები?
gigi30
და 2,5 წლის დამწყვდეულ იარაღებს "ჟანგი არ შაშჭამდა?"
ja_ja
ნუ გააჩნაი რაფერ იყო შეფუთული და სად იყო შენახული...

რავი იმედია თავისი ნივთების დანახვაზე ინფაქტი არ მიუღია პატრონს, იმედია შემოვა და დაწერს რა და როგორ მოხდა.
koknar
მე გავიგე ყველაფერი რაც წერია ღარიბოვის მოძღვრებაში. biggrin.gif

ყველანაირი დასაშვებია გაფორმებით.
ხ.მ.ე.ლ.ო
კკარგი რაა, 130 მ/წმ რა უბედურებაა, ბარემ ის თქვან ლაგატკებით იარეთო..
ანუ რა გამოდის, ვეღარ ვიყიდი პნევმატიკას?
geojorjika
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul 9 2013, 05:34 PM) *
კკარგი რაა, 130 მ/წმ რა უბედურებაა, ბარემ ის თქვან ლაგატკებით იარეთო..
ანუ რა გამოდის, ვეღარ ვიყიდი პნევმატიკას?


იყიდი ოღონდ გაფორმება დასჭირდება
ხ.მ.ე.ლ.ო
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ტარება აკრძალულია.

ეს რას ნიშნავს, გაიფორმებ მაგრამ ვერ ატარებ? sad.gif

და თუ მაინც შესაძლებელია 130 მ/წმ იანი სიჩქარის მქონე პნევმატური იარაღის ქონა და გამოყენება, აბა რიღასთვის იწვალეს მაგდენი, ვითომ რა შეცვალეს?
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 9th July 2013 - 05:09 PM) *
ყველანაირი დასაშვებია გაფორმებით.

მოკლე ლულიანი ანუ პისტალეტი მაგარი კითხვის ქვეშაა

და ის რასაც 50 სანტიმეტრზე მეტი ლულა აქვს და 130 მეტრ წამზე მეტით ისვრის ასევე მაგარი კითხვის ნიშნის ქვეშაა smile.gif, პლიუს კაცმა არ იცის საიდან გაზომავენ ლულას? ზოგიერთ PCP-ს მაგალითად შრაუდერი აქვს, და შრაუდერი უფრო გრძელია ვიდრე ლულა, მაგ შემთხვევაში რაფრა იქნება საქმე????

შენ აბა ჯორას უთხარი ყოლიფერი გაფორმებით დასაშვებიაო smile.gif თავის ვეირაუხზე პირდაპირ უთხრეს ან ლულა გადაჭერი ან მულხზე შემოიხვიეო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ასე რომ ეგრე მარტივად ნუ კითხულობთ მაგ უაზრო ტექსტებს smile.gif

რაც შეეხება შემოტანას, ძალიან ბევრი PM-ი მომდის ამ დღეებში, ყველას მინდა გითხრათ რომ კაია თუ მოიცდით და ვნახავთ ერთად ვინმე უბედურის მაგალითზე რა მოხდება. მესმის არა ჯენტლემენური საქციელია და ნუ ნორმალურ სიტუაციაში ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ მგონი არავის არ აქვს სურვილი უაზროდ იქეთ აქეთ ირბინოს.

გარდა ამისა ის იარაღი რაც გაფორმებაში მოყვება (ამასობაში კი ყველაფერი ყვება, ან გაფორმებაში, ან აკრძალვაში, ისეთი კლასი არ გამოდის რომ გაფორმება არ სჭირდებოდეს, ნუ პეინტბოლს და აირსოფტს არ ვგულისხმობ), არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ანუ როგორ იქნება მისი შემოტანა... მახსოვს ადრე JAH-მა რომ იყიდა თოფი საბაჟოზე გაუჩერეს ნებართვა არ გაქვსო და მაგის გარეშე ვერ წაიღებო, გავარდა ბიჭი აიღო ნებართვა და ახლა ის მოუმიზეზეს რომ შემოტანის დროს არ გქონდა ნებართვაო და ამის გამო 600 ლარიანი ჯარიმა ლეწეს.

კაროჩე ვეჩნა რაღაც საზიზღრობებს ვწერ რა smile.gif მარა ისე მივეჩვიე ამ მთავრობისგან გაუგებარ მოქმედებებს რომ მგონი სიც უნდა იყოს განხილული რომ შესაძლოა შემოტანა კი ნებადართულია, მაგრამ გაფორმება რადგანაც უნდა აუცილებელი ნებართვა შემოტანაზე. ამ ნებართვას ჯერ არ გასცემს სანებართვო, იმიტომ რომ არ იციან რა უნდა გასცენ და როგორ უნდა დაარეგისტრირონ, მაგრამ რა მომენტში მოითხოვს საბაჟო და რა მომენტში დაიწყებს რეგისტრირებას სანებართვო კაცმა არ იცის.

შედეგად იგივე იაღლიშის მეშინია პირადად მე, ანუ დავუკვეთო რამე და მერე 600 ლარიანი ჯარიმა მლეწონ იმ მიზეზით რომ თურმე ჯერ ნებართვა უნდა ამეღო, რომელსაც ამასობაში ჯერ სანებართვო არ გასცემს... smile.gif

რეალურად რაიმე ეგეთი წყალქვეშა კენჭები რომ არ იყოს და მაგის რომ არ მეშინოდეს, ნუ დიდი თანხა არაა - ერთი 100$-ს გავისროდი, რაღაცას დავუკვეთავდი და გავიგებდით რა და როგორაა, მაგრამ იმდენი გაუგებარი კითხვა ტრიალებს ამ საკითხის ირგვლივ რომ მე პირადად პირველი ნაბიჯის გადადგმა მაგრა მეშინია. 100$-ის დაკარგვის დედაც, ნეტა სხვა არაფერი ამკიდონ თორემ ნახსენები თანხა ჩავთვალოთ გადადებული მაქვს გადასაგდებად.


ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 9th July 2013 - 05:51 PM) *
და თუ მაინც შესაძლებელია 130 მ/წმ იანი სიჩქარის მქონე პნევმატური იარაღის ქონა და გამოყენება

ნუ ურევ ორ ცნებას ერთმანეთში... მაგალიტად პისტალეტის შეძენა შეგიძლია, მაგრამ მისი ტარება არაფრის დიდებით არ შეიძლება, იმიტომ რომ ან 3 წელი ციხეა, ან საპროცესინგო მორიგების შემთხვევაში 30 000 ლარი ჯარიმა.

ანუ მანდ იგულისხმება ის რომ კი იყიდი მაგ პარამეტრებზე მეტის მქონე იარაღს და გაიფორმებ, მაგრამ სახლიდან გარეთ ვერ გაიტან, ვერც სანადიროდ წაიღებ და ვერც ვერაფერს ვერ უზამ, იგულისხმება რომ სახლშია მაგ დროს იარაღი რკინის შეიფში ჩაკეტილი. ძილის წინ გამოიღებ მოეფერები, დაშლი გაწმინდავ ააწყობ და ისევ სეიფში შეინახავ smile.gif
koknar
ja_ja
სლუში მე ვთქვი ენდოკრინოლოგი ვარ მეთქი.
მე რაც იმ ბრძანებაში წერია იმის აზრს ჩავწვდი და დაკვნა გავაკეთე. რეალურათ რა იქნება ეგ ხუხაშვილმაც არ იცის biggrin.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 9th July 2013 - 06:18 PM) *
ეგ ხუხაშვილმაც არ იცის

ა ეტო კტო? პატერპევში? ილი პასტრადავში? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ja_ja

ციტატა
ხ.მ.ე.ლ.ო

ნუ ურევ ორ ცნებას ერთმანეთში... მაგალიტად პისტალეტის შეძენა შეგიძლია, მაგრამ მისი ტარება არაფრის დიდებით არ შეიძლება, იმიტომ რომ ან 3 წელი ციხეა, ან საპროცესინგო მორიგების შემთხვევაში 30 000 ლარი ჯარიმა.

ანუ მანდ იგულისხმება ის რომ კი იყიდი მაგ პარამეტრებზე მეტის მქონე იარაღს და გაიფორმებ, მაგრამ სახლიდან გარეთ ვერ გაიტან, ვერც სანადიროდ წაიღებ და ვერც ვერაფერს ვერ უზამ, იგულისხმება რომ სახლშია მაგ დროს იარაღი რკინის შეიფში ჩაკეტილი. ძილის წინ გამოიღებ მოეფერები, დაშლი გაწმინდავ ააწყობ და ისევ სეიფში შეინახავ smile.gif


მერე ვის რაში სჭირდება სახლში დადებული პნევმატიკა smile.gif რა გამოდის, ვეღარ ვინადირებთ, ვეღარც შეჯიბრები ჩატარდება და ვეღარც ვერაფერი? smile.gif მაგრად უბერავენ smile.gif მაგათთვის მთავარია რაღაც ქაღალდს მოაწერონ ხელი, დანარჩენი სუ არ ადარდებთ, ვითომ გააკეთეს საქმე და შეიმუშავეს "კანონი პნევმატური იარაღის შესახებ". მიაჩხლაფურთეს რაღაცა და მოვალეობა მოიხადეს. smile.gif
sekurifa
ციტატა(x.m.e.l.o @ 9th July 2013 - 07:55 PM) *
ვითომ გააკეთეს საქმე და შეიმუშავეს "კანონი პნევმატური იარაღის შესახებ". მიაჩხლაფურთეს რაღაცა და მოვალეობა მოიხადეს.

არა ხმელო იცი რაშია საქმე? მაგათ უნდათ რომ შენ უფრო მეტად პროფესიონალი ზე-სუპერ მსროლელი გახდე smile.gif რადგან 130 მეტრწამი სავსებით საკმარისია თუ პირდაპირ ხახაში მოარტყამ ყვავს დამთქნარებისას wink.gif

ხოდა ივარჯიშე ახლა და ყველაფერი კარგად იქნება smile.gif
ja_ja
ნუ ჯერ ეს ყველაფერი როგორც ხვდები მხოლოდ ჩვენი ფანტაზიების დონეზეა, ანუ კანონია თუ სტანდარტი ერთ აზრს კი არ ატარებს არამედ ნებისმიერი კუთხით ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

შეიძლება მართლა ის იგულისხმება რაც დავწერე და მერე ვავა, შეიძლება უაზროდ დაწერეს, და მაგას არ გულისხმობდნენ, მაგრამ ისეა დაწერილი როდის შემოატრიალებენ კაცმა არ იცის....

მოკლედ საკითხი ძალიან ჩახლართულია. ნუ ჩვენ ჩარევა გვინდა, მაგრამ მოუმზადებლები არ ჩავერევით, მინიმუმ გამზადებულ ჩამოყალიბებულ სტანდარტებს შევიმუშავებთ რაც ნუ ცივილიზებულ სამყაროშია. მეორე საკითხია მიიღებენ თუ არაამ შეტავაზებას. მესამე ისაა რომ - ჭორებით მოსული ინფორმაცია რომ თვითონაც იციან რა დაუსრულებელი ტექსტი წერია ამ საბუთში (ნუ იმედია მართლა იციან რა აბდაუბდა და ურთიერთ გამომრიცხავი წერია) და თითქოს და რაღაც შეიძლება შეიცვალოსო, მაგრამ რომელ მხარეს უნდა შეიცვალოს, ვინ მუშაობს, ეგ ყველაფერი ჯერჯერობით ჰაერში კიდია sad.gif

არა და რამდენიმე შეხვედრაზე შევთავაზეთ სტანდარტების ჩამოყალიბებაში დახმარება, ჩვენი ცოდნის გამოყენება, ჩვენს ხელთ არსებული მატერიალურ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ექსპერიმენტები.... ყველაფერზე ცივი უარი მივიღეთ - ჩვენ უფრო მაგარი ექსპერტები გვყავსო sad.gif ნუ.... არ ვდავობ მაგარი ექსპერტები არიან, პროსტა ის მდივანია მოსახსნელი რომელსაც ალბათ 300 გვერდი დოკუმენტაცია მიაწოდეს და იმან მხოლოდ 5 გვერდზე 8 წინადადება დაატია (არ ვიცი - ალბათ ქაღალდის ეკონომიის მიზნით, ან კარტრიჯს გაუფრთხილდა)...

რავიცი აბა, ძალიან კრიტიკულიც არ მინდა ვიყო, ფაქტია მოგვიწევს ადრე თუ გვიან ერთად მაგ ბრძანებაში არსებული მითითებების შეცვლაზე ერთად მუშაობა... მაგრამ გულზე რომ არავის გვეხატება არსებული დოკუმენტი მგონი ყველასათვის გასაგებია.
Ex3
კაი საბაჟოს ვერ გამოდის ეს იარაღი მაგარამ რამდენიმე დღეში მივიდვარ უკრაინაში , იქ რომ ჩამოვიტანო და წამოსვლისას თვითმფრინავით რომ წამოვიღო გამიტრაკებენ რამეს?
კანონით დაშვებულია თუ არა?
Ex3
იქაც თუ აკრძალული არაა ჩამოტანა ოღონდ biggrin.gif
sekurifa
ციტატა(Ex3 @ 10th July 2013 - 07:15 PM) *
რამდენიმე დღეში მივიდვარ უკრაინაში , იქ რომ ჩამოვიტანო და წამოსვლისას თვითმფრინავით რომ წამოვიღო გამიტრაკებენ რამეს?

იქედან კი წამოიღებ მოგცემენ მაღაზიაში შესაბამის საბუთს შენაძენზე. მე რომ ვიყავი უკრაინაში ეგრე მითხრეს მოგცემთ რაღაც კვიტანციასო და წაიღებთ უპრობლემოთო, მაგრამმმმმ smile.gif

აქ რომ ჩამოვა ბარგი და გაატარებენ რენტგენში როგორ ფიქრობ რა მოხდება smile.gif
Ex3
sekurifa
აჰა ესეიგი იქიდან არ იქნება პრობლემა აქ თუ არ გამიჩერეს : )
შარშან საარჩევნოდ ჩამოვედი უკრაინიდან და კონტროლი ისეთი მოშვებული იყო რომ არც მე და არც ჩემი ბარგი არ გაგვატარეს რენტგენში , ნეტა იმ დროს მქონოდა biggrin.gif

ანუ ეს კანონი თუ დამტკიდა ჩვენს სასარგებლოდა იმ შემთხვევაში ჩამოვიტან შესაბამისი კვიტანციით??
მარა ტუ რამე გამოვა რაღა იქიდან წამოვიღო აქ გამოვიწერ პირდაპირ : )
Power_VANO
Ex3
ხელბარგი ჩამოსვლისას შემოწმებას არ გადის smile.gif თვითმფრინავში არავინ გიმოწმებს ხელბარგს, უბრალოდ ხელბარგში ფიშტოს არავინ აგატანინებს თვითმფრინავში biggrin.gif

აი გრუზი რაც მოდის, ის გადის შემოწმებას და იქ ნახავენ ფიშტოს.
bachana
ვერ გავიგე მინდოდა იარაღის გამოწერა რომლის სიჩქარე არი 330 მ/წმ ზე მეტი და ვერ გამოვიწერ თუ გაფორმება დასჭირდება
Ex3
bachana
ჯერ გაურკვეველია
2 მა გამოიწერა უკვე და ვნახავთ იმედია პრობლემა არ შეექმნებათ
ja_ja
bachana
ციტატა(bachana @ 11th July 2013 - 01:00 PM) *
რომლის სიჩქარე არი 330 მ/წმ ზე მეტი

უკაცრავად რაიო?

რა ჭირად გინდა ეგეთი?
Ex3
ja_ja
რატომღაც ვერ ვხვდები რატომ გაგიკვირდა
1100ფპს მიახლოებით
http://www.amazon.com/Crosman-Phantom-Cali...an+phantom+1200
84$ იანს აქვს მაგაზე ბევრი აგერ 1200ფპს
გაგვანათლე : )
geojorjika
Ex3

ბარემ ისიც გვითხარი რა წონის ტვიებოთ აქვს 1200 ფპს? 0.1 გრამი 0.5 გრამი, 1 გრამი თუ 10 გრამი? smile.gif
Ex3
geojorjika
ნაღდად არ ვიცი
customer review ში ასე უწერია ერთს : 1200fps with high velocity pellets.
რომელი არის high velocity არ ვიცი


ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(Ex3 @ Jul 11 2013, 05:06 PM) *
geojorjika
ნაღდად არ ვიცი
customer review ში ასე უწერია ერთს : 1200fps with high velocity pellets.
რომელი არის high velocity არ ვიცი

ნუ, ეგრე თუ ვიმსჯელებთ ბენჯამინ ნიტროს 1500 ფპს უწერია ქარხნულად მაგრამ რეალურად მზიმე ტყვიებით 10.64 იანებით დაახლოებით 340 მეტრ წამს ანვითარებს. ადრე ვკითხე გრეგორს და მასე მიპასუხა, ქრონში ჰქონდა გატაებული, თუ სწორედ მახსოვს smile.gif
არამგონია ფანტომმა მძიმე ტყვიებით მაგდენი განავითაროს smile.gif
ja_ja
Ex3
ნუუუ შამიძლია 2 გზით ჩავატარო განათლება smile.gif

1) ხუმრობით - მაგრამ მიწყენ
2) მეცნიერულად - მაგრამ არ მიიღებ და შემეკამათები smile.gif

კაროჩე ორივე შემთხვევაში ჩიხია. ასე იქნება მანამდე სანამ ჯერ შენ თვითონ შენს თავს არ აუხსნი რომ ამ საქმეში ახალი ხარ, შეიძლება სხვებმა რაღაც ისეთი იცოდნენ რაც შენ გამოგეპარა, და მზად ხარ სხვის მიერ მოცემული ინფორმაცია გაიზიარო, აწონ დაწონო და თაროებზე დაალაგო.

მოკლედ მზად ხარ? თუ მზად ხარ მაშინ მეცნიერულ გზას მივმართავ.

1) 1200 FPS - ნუუუ ჩვენი კონვერტორით გადავიყვანოთ 365.7 მეტრ წამი. მაგრამ რით?

მოდი პაწუა მარტივი მაგილითი განვიხილოთ პირადად შენს ძალაზე და შენს თავზე. დგეხარ მდინარის პირას და ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე აპირებ ქვის გადაგდებას.. ახლა მოვედი მე (ასეთი საზიზღარი როჟა რომელსაც ვერ იტან, იმიტომ რომ რაღაცას პროფესორობს და ნერვებს გიშლის) და გაძლევ ხელში პატარა კენჭს. შენ ისვრი ამ კენჭს და პირობითად ვთქვათ 20 მეტრიანი მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე უპრობლემოდ გადააგდე, დაჟე გაცდი ნაპირს და ვიღაცის ყანაში გადახტა კენჭი.

მეორე ჯერზე მოგეცი ხელში ცოტა მოზრდილი ქვა, ასე კვერცხის ხელა, ისროლე და ისევ მეორე ნაპირზე გადავარდა, ნუ ბოსტანში აღარ შეძვრა, მარა მდინარეს გადაახტა

მესამე შემთხვევაში შემოგაჩეჩე ხელში რიყის ლოდი, ეჩალიჩე-ეჩალიჩე და ჰა-ჰა სუპერ ძალა გაქვს და 10 მეტრზე ისროლე, გაადინა ტყაპანი და ჩავარდა მდინარეში.

თუ ხვდები ამ ექსპერიმენტით რა მივიღეთ? ის რომ რაც უფრო მძიმეა საგანი მით უფრო ძნელია მისი გადაგდება.

შესაბამისად იგივე უნდა გადმოვიტანოთ ნებისმიერ იარაღზე, იქნება ეს პნევმატური თუ ცეცხლსასროლი. ანუ რაც უფრო მძიმე ტყვია მით უფრო უჭირს იარაღს მისი გასროლა, აქედან გამომდინარე ლავირებს, ანუ იცვლება ტყვიის სიჩქარეც, მსუბუქს ჩქარა ისვრის, ხოლო მძიმეს ნელა.

ოკ, ანუ იმედია შევთანხმდით რომ ტყვიის წონა კიდევ ერთი გასათვალისწინებელი პარამეტრია, რომელიც შენს მიერ ამაყად მოყვანილ ლინკზე ვააბშე ნახსენები არაა, ანუ წერია რომ მაგ თოფი ისვრის 365 მეტრ წამით, მაგრამ რა ჭირს და დოზანას ისვრის არ წერია... ახლა მე და შენ უაზრო კამათში უნდა გავათენოთ - ისვრის ეს თოფი რიყის ლოდებს თუ ქათმის ბუმბულს მაგ სიჩქარით?!

ნუ უკვე არაერთი ექსპერიმენტით ჩატარებისას მე კი ვიცი მაგ თოფის შესაძლებლობები, მაგრამ პირდაპირ რომ დავწერო შენთვის აფსოლუტურად მიუღებელი იქნება, ამიტომ კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია რომ შემდეგში სარეკლამო ტექსტებს არ აყვე.

სერიოზული იარაღის მწარმოებელი და სერიოზული ქვეყანა კანონში ყოველთვის ახსენებს ჯადოსკურ სიტყვას - ჯოული . ანუ ენერგია ლულის ჭრილთან, რასაც წარმოქმნის იარაღი. ეს არის თითქმის უნივერსალური მახასიათებელი და აი რატომ.

ჯოული ანუ კინეტიკური ენერგია ამ შემთხვევაში, მიიღება 2 პარამეტრის გადათამაშებით სიჩქარე და წონა მათი რაცხა ფორმულებით გადაანგარიშება გვაძლებს ჯოულებს, ანუ ენერგიას. ახლა გაიხსენე აი ეგ გიჟ გადარეული კაცი თავისი ცნობილი ფორმულით



რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მაგ კაცზე ჭკვიანი არც მე ვარ და არც შენ. ხოლო მისი აზრები რომ გაგვეგო ორივეს ფიზიკის გაკვეთილებზე უნდა გვევლო. ნუ მე არ ვაცდენდი გაკვეთილებს და ფიზიკის მასწავლებელი ვერ მიტანდა მაგაზე მეტი რომ ვიცოდი რაცხაებში smile.gif

მოკლედ ჯადოსნური ფორმულა E=mc2 (ნუ ორიანი კვადრატის პონტში წარმოიდგინე ) ანუ ენერგია უდრის სხეულის მასა გამრავლებული სიჩქარეზე კვადრატში... ნუ ეს სუფთა ენერგიაა, ჩვენ კი კინეტიკური ენერგია გვაინტერესებს ამიტომაც ეს ყველაფერი კიდევ 2-ზე უნდა გავყოთ.

შედეგად მივიღეთ მუდმივი მაჩვენებელი, ანუ ვთქვათ იარაღს აქვს მწარმოებლის მიერ მინიჭებული 24 ჯოული. რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ეს იარაღი ამ ენერგიას გამოიმუშავებს ყოველთვის, თუ მსუბუქ ტყვიას ისვრის, მაშინ ჩქარა ისვრის და თითქმის ყოველთვის 24 ჯოულს ვიღებთ, ხოლო თუ მძიმე ტყვიას ისვრის, მაშინ ნელა ისვრის და იგივე ფორმულით თითქმის ყოველთვის ისევ სადღაც 24 ჯოული გამოდის, ხოლმე.

ანუ ყველა პნევმო იარაღს რაღაც ენერგიის გამომუშავების ტაკუნები აქვს.

კაი ბატონო ახლა უკვე იმდენი ვიბაასეთ რომ მგონი რაცხა ფონს გავდივართ. ესე იგი ახლა დავუბრუნდეთ 1200 FPS-ს, თუ გინდა 1500-ს ჩემთვის ეგ პრობლემა არაა

მოკლედ მწარმოებელი გვაძლევს მხოლოდ სიჩქარეს, მაგრამ არ ვიცით ნივთიერების მასა. ამასობაში ვიცით რომ იარაღი რაღაც რაოდენობა ენერგიას გამოიმუშავებს! კი მაგრამ რაფერ გავიგოთ რა ენერგია მიიღება მხოლოდ ერთი მაჩვენებლით სადაა წონა???

წონა კი საიდუმლოა, იმიტომ რომ მასიურ [პროდუქციის გაყიდვაზე ორიენტირებული გამყიდველი ყოველთვის მხოლოდ სიჩქარეს მოგცემს, იმიტომ რომ შენ ემოცია გამოძრავებს, გიხარია, მაგარია, ძლიერია, ჩემი თოფი 100 მეტრზე ტაფებს დახვრიტავს!! მე მაგარი თოფი მაქვს... მწარმოებელს მხოლოდ ეს უნდა რომ შენ თავში მხოლოდ ეს ტრიალებდეს, მაგრამ დანარჩენი მათემატიკა მწარმოებლის მტერია! ამიტომაც ჩუმათ გიტეხავს ტყვიის წონას smile.gif

ახლა მოდი ცოტა პრაგმატული ინფო ჩავამატოთ. იარაღები 4.5 კალიბრში ძირითადად იყოფა 4 ენერგეტიკულ კლასად
ა) - 7.5 ჯოულამდე (მაგალითად რუსული იჯ-22, იჯ38, იჯ 60/61 და ასე შემდეგ)
ბ) - 16 ჯოულამდე, უმეტეს წილად ზ.დ.პ კლასის იარაღი სწორედ ამ ენერგეტიკაზე მუშაობს
გ) - 24 ჯოულამდე, ძლიერი პნევმატიკა, ნუ ზ.დ.პ-ში იშვიათი მოდელებია და უკვე ... ნუ ამაზე არ გვინდა აქ
დ) - 30 ჯოულამდე, ნუ ეს უკვე სუპერ მაგნუმი კლასია და ზ.დ.პ კლასის პნევმატიკა პრაქტიკულად ვერასდროს ვერ აღწევს ამ ენერგიას, ან თუ აღწევს (მაგალითად თურქული Hatsan 125, Hatsan 135, Hatsan 155, ნუ მაშინ თოფი გასროლისას თავის ცხოვრებით ცხოვრობს, მსროლელი ცალკე, სამიზნე ცალკე ცხოვრებით, გადატენვა რომ ძნელია და ათასი პრობლემა ახლავს ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ)

მოკლედ შემიძლია თამამად გითხრა შენს მიერ დაგდებული ლინკი და მანდ არსებული თოფი ნამდვილად არაა 7.5 ჯოულიან სიაში, უფრო ძლიერია, მაგრამ ასევე თამამად გეტყვი რომ არ არის 30 ჯოულიან სიაში, დაჟე გულს დაგწყვიტავ და გეტყვი რომ 24 ჯოულსაც ვერ აღწევს, ნუ 16-ზე მეტია, მაგრამ 24-ზე ნაკლებია... სადღაც ითამაშებს 18-20 ჯოულთან თუ მეხსიერება არ მღალატობს,.

ანუ უხეშად მოდი საშუალო ავიღოთ და იყოს 19 ჯოული, მოდი ახლა ისევ ჩვენი კალკულატორი გამოვიყენოთ რომელიც მუშაობს იგივე ფორმულით ანუ e=mc2/2

ვიცით მშვენიერი ანდაზა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო, ანუ ნე ამ შემთხვევაში არ ვიცი ტყვიის წონა ხომ მაგრამ ვიცი სიჩქარე და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით ასევე ვიცი თოფის ენერგეტიკა. მოდი ჩავწეროთ ჩვენს კალკულატორში ჯოულებში 19 ხოლო სიჩქარეში კი 1200 FPS-ი რაც მივიღებთ?



გამოდის რომ ამ შემთხვევაში ტყვიის წონა უნდა იყოს ტილიანი 0.284 გრამი, ანუ გრეინებში (ბრიტანული წონის ერთეულებში) უხეშად გამოდის 4.4 გრეინი. მთელი ინტერნეტი რომ გადაატრიალო მაგ წონის ტყვიას ვერ ნახავ, ნუ გარდა ეკოლოგიური ზე მსუბუქი ტყვიებისა smile.gif

რეალურად ყველაზე მსუბუქ ტყვიას რასაც შენ იშოვი იქნება 7.9 გრეინი, ნუ მერე იქნება 8.4 გრეინი, მერე 10.2 გრეინი და 10.5 გრეინი, ნუ ზე მძიმე ტყვიებს 16 და მეტი გრეინით არ განვიხილავ.

ანუ ფორმულად შევცვლი, ვიცი თოფის ენერგეტიკა და ვიცი ტყვიის წონა, მაინტერესებს სიჩქარე, ანუ ჩვენს კალკულატორში ჩავწერ ენერგიაში 19 ჯოულს, და ტყვიის წონებში ზემოთ ხსენებულ წონებს




ანუ მძიმე ტყვიით 10.5-იანით მაქსიმუმ თოფი მოგცემს 236 მეტრ წამს, ხოლო მსუბუქით კი 272 მეტრ წამს. ისე ჩვენში დარჩეს ეგეც ნამეტანი ოპტიმისტური მონაცემებია, იმიტომ რომ რეალში პრაქტიკაზე რაც ვნახეთ მაგი თოფი მსუბუქი ტყვიით მაქსიმუმ 260 მეტრ წამს იძლევა.

აი ასე გაქრა ფიზიკის და გონების ჩართვის მერე სასწაული ზემოქმედებით ზედმეტი 100 მეტრ წამი.

ახლა დაწმუნებული ვარ მეტყვი, შენ ბიძია გიჟი ხარ ვიცხა ხარ, რა გინდა თქვა რომ მწარმოებელი იტყუებაო?!!!!

ნუუუ, იურიდიულად ვერ მოედავები , სუფთა იურიდიული კუთხით ის მართალია, იმიტომ რომ დადგა ქარხანაში და თოფი გატესტა იმ წყეული 0.25 გრამიანი ტყვიით და მიიღო ხსენებული 1200 FPS-ი, მწამროებელს ხომ არსად დაუწერია რომ შენ მძიმე ტყვიითაც იგივე სიჩქარეს მიიღებ, ან ვაბშე რა ტყვიით იყო ტესტი და შედეგები მიღებული!

თუ უჩივლებ ის გეტყვის, აგე ბატონო ჩვენი ტესტი და ფაქტი სახეზეა, იძლევა ყუთზე მიწერილ 1200FPS-ო smile.gif


ახლა მეორე საკითხი, ეს ყველაფერი პირველი საკითხი იყო.

2) პრაქტიკამ გვიჩვენა რომ პნევმატური ტყვიები თავისი წონისა და კონსტრუქციის გამო დიდად ვერ იტანენ მაღალ სიჩქარეებს. რეალურად კარგი შედეგებისთვის ასე 25-30 მეტრზე მასქიმუმ 10-15 მილიმეტრიანი ჯგუფი რომ მიიღო 5 ნასროლით, საჭიროა რომ ტყვია მიფრინავდეს არაუმეტეს 270 მეტრ წამისა. ნუ ამ სიჩქარეს არცერთი ქართველი, რუსი, ამერიკელი არ ვეთანხმებით გვინდა მეტი, ნუ უფრო მეტი, აი უფრო და უფრო მეტი... მაგრამ 280-290-ის მერე ტყვია აწყდება ისეთ წინააღმდეგობას რომ....

მოკლედ მეორე მსოფლიო ომის ბოლოა, გერმანელებმა პირველი რეაქტიული თვითმფრინავი გააკეთეს, მაგრამ ომის შედეგები ამით ვერ შეიცვალა, მოიპარეს და გაზიდეს ტექნოლოგია რუსებმა, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა. ზიან ყველანი და თავს იმტვრევენ რატომ არ მიფრინავს მათი თვითმფრინავები ხმის სიჩქარეზე ჩქარა და რატომ იმსხვრევა ყველა თვითმფრინავი, ზოგი ჰაერში ფეთქდება, ზოგი შტოპორში ვარდება... და ეს არის ტილიანი 330-3350 მეტრ წამი. ანუ კილომეტრებში 1200 კილომეტრი საათში

აღმოჩნდა რომ პრობლემა ფრთერბშია და იმ ჰაერის კედელში რომელიც თვითმფრინავს სულ უფრო და უფრო ჩქარი მოძრაობისას წინ ხვდება. თვითმფრინავი თავის წინ ჰაერს ეჯახება და ნაწილაკების გარკვეულ რაოდენობას, წინ მიათრევს, ისინი კიდევ სხვა ჰაერის ნაწილაკებს ეჯახებიან და შედეგად თვითმფრინავის წინ, არის, შეკუმშული ჰაერის ნაკადო რომელიც გემრიელად უბრაგუნებს კორპუსს...

გამოყავი აბა მანქანიდან ხელი სულ რაღაც ტილიან 100-120 კილომეტრ საათში მოძრაობისას, იგრძნობ რამხელა ტალღა გეჯახება ხელში, არადა ეს მხოლოდ მეათედია იმისა რაც ხმის ბარიერის მიახლოებისას წარმოიქმნება.

ანუ ეგ ჰაერის ტალღა ამტვრევდა თვითმფრინავებს მანამდე სანამ ერთი ბრიტანელი არ დააკვირდა რომ იმ ჩათლახ გერმანელებს ფრთები თვითმფრინავზე ჰქონდათ ისრის ფორმის გაკეთებული თვითმფრინავს კი გერმანული სახელით ერქვა "მერცხალი" (კაკრაზ მაგ ფრინველის ფრთების და კუდის ფორმის გამო) ავიაციამ მანდ ნახა გამოსავალი, ბალისტიკამ კი წაწვეტებულ ტყვიის ფორმაში.

სამწუხაროდ, ჩვენს ტყვიებს არც ფრთები აქვს, და არც წაწვეტებული ფორმა, ამიტომაც 300 მეტრ წამთან მიახლოებისას, ტყვიას თავზე ზემოთ ხსენებული ჰაერი ვეებერთელა წინააღმდეგობა აწყდება, რომლის გადალახვაზეც მთელს თავის ენერგიას ხარჯავს (ანუ შეძენილ ენერგიას, პრაქტიკულად კი სიჩქარეს უცებ კარგავს), პლიუს თითქოს ეს საკმარისი არააო, ჰაერის მასა ტყვიას ყანყალს აწყებინებს - გაიხსენე მანქანიდან გადაყოფილი ხელი, ჰაერის ნაკადის ზეწოლით არ ცდილობს ხან იქეთ ხან აქეთ გადაიხაროს, პლიუს ტყვიამ თუ მოახერხა და გადალახა ხმის ბარიერი ანუ 330 მეტრ წამი, ნუ იასნია თავიდან ენერგია დაკარგა, ყანყალი აიკიდა, მაგრამ ავიდა 330 მეტრს ზემოთ, უბედურება ისაა რომ 330 მეტრ წამის მერე როგორც კი ხმის ბარიერს გადალახავს ტყვია ის უკვე კაი სივრცეში მიფრინავს, მასზე აღარ მოქმედებს ყანყალი და წინააღმდეგობა, მაგრამ მან უკვე დიდი ენერგია დახარჯა ამ ყველაფერზე, შედეგად ამ 330 მეტრ წამის ზემოთ არსებული სიჩქარიდან მალე ბრუნდება წყეულ 330 მეტრ წამზე და ხელახლა ხვდება ჰაერის ტალღაში ყანყალში... კაროჩე რა არც დიდი სროლის მანძილია ამ შემთხვევაში და ნუ სიზუსტეც გაქრა...




მოკლედ ამ ვეებერთელა ლექციის საბოლოო შედეგები ასეთია

1) რეალურად შენს თოფს არ აქვს ის სიჩქარე რაზეც შენ ოცნებობ (შეგიძლია არ დამიჯერო და შენით გადაამოწმო თოფის შეძენის მერე, მაგრამ ამ ინფოს აქაური ბიჭებიც დაგიდასტურებენ)
2) რომც მოგცეს თოფმა მაღალი სიჩქარე რეალურად უფრო ცუდია, ვიდრე ნაკლები სიჩქარე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ყოველთვის დიდი და ჯანიანი კარგს და გამოსადეგს არ ნიშნავს.


პლიუს გაითვალისწინე რაც უფრო მსუბუქია ტყვია მით უფრო არასტაბილურია და მასზე მოქმედი ფაქტორები უფრო ჩქარა გადაახვევინებენ ტრაექტორიიდან პლიუს ძალას უფრო ჩქარა დაკარგავს. გაიხსენე ერთი და იგივე ძალით გადაგდებული ბუმბული უფრო შორს გაფრინდება თუ 1 ცალი წვრილი საფანტის ბურთულა.

მე პირადად მოვახერხე ერთხელ და თოფიდან გასაწმენდი ბამბის პიჟი გავისროლე, თავში დამარტყა იდეამ გამეზომა სიჩქარე, ქრონოგრაფმა მიჩვენა 480 მეტრ წამი. გადასარევი სიჩქარეა, პროსტა პრობლემა ისაა რომ ის პიჟი ლულიდან 3-4 მეტრში დაეცა, იმხელა ჰაერის ტალღას დაეჯახა smile.gif

იგივე ელის იმ წყეულ 4 გრანიან ტყვიასაც. შედეგად შენ ორიენტირებული უნდა იყო უფრო მძიმე ტყვიებზე, რომ შედარებით კაი მანძილზე შედეგიანად ისროდე და არა ლულის ჭრილთან რაღაც კოშმარულ სიჩქარეს გიჩვენებდეს თოფი, მაგრამ ტყვია 4-5 მეტრში ვარდებოდეს, ან საით მოუხვევს იმას რომ ვერ გაიგებ.

იმედია არ მიწყენ ამოდენა ვეებერთელა პოსტს.... იდეაში ჩვენი ფორუმელების ბრალიც არის, არცერთმა ფანტომის პატრონმა სრული რეპორტი მაგ თოფზე არ დადო, შედეგად ხალხიც იჯერებს მწარმოებლის მიერ დაწერილ უაზრო ციფრებს... პლიუს ქართველები ვართ სისხლი გვიდუღს და....
geojorjika
ja_ja
აი ეხლა ამას ვერ წავიკითხავ მაგრამ მაგარი არანორმალური ხარ რა biggrin.gif
ja_ja
geojorjika
რატო კაცო smile.gif

არ ჯობია ყველაფერი დაწერო ვიდრე მარტო კი და არა წერო
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 11th July 2013 - 06:06 PM) *
მესამე შემთხვევაში შემოგაჩეჩე ხელში რიყის ლოდი, ეჩალიჩე-ეჩალიჩე და ჰა-ჰა სუპერ ძალა გაქვს და 10 მეტრზე ისროლე, გაადინა ტყაპანი და ჩავარდა მდინარეში.


აი ამ დროს უკვე გვჭირდება ჯოტია ცაავა და შოუ biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
ja_ja
დ) - 30 ჯოულამდე, ნუ ეს უკვე სუპერ მაგნუმი კლასია და ზ.დ.პ კლასის პნევმატიკა პრაქტიკულად ვერასდროს ვერ აღწევს ამ ენერგიას, ან თუ აღწევს (მაგალითად თურქული Hatsan 125, Hatsan 135, Hatsan 155, ნუ მაშინ თოფი გასროლისას თავის ცხოვრებით ცხოვრობს, მსროლელი ცალკე, სამიზნე ცალკე ცხოვრებით, გადატენვა რომ ძნელია და ათასი პრობლემა ახლავს ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ)


ვაიმეე, აი ამ გაშავებულ სიტყვებზე რამდენი ვიცინე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პირდაპირი ნათქვამია და თან სიმართლე biggrin.gif biggrin.gif
წავიკითხე ჯაჯა შენი ლექცია და მინდა გითხრა ნამდვილად კარგი იყო. (ისე შენ წერა არ გეზარება და ჩვენ რაღას გვერჩი, დამეთხარა თვალები biggrin.gif biggrin.gif )

ციტატა
ja_ja

1) რეალურად შენს თოფს არ აქვს ის სიჩქარე რაზეც შენ ოცნებობ (შეგიძლია არ დამიჯერო და შენით გადაამოწმო თოფის შეძენის მერე, მაგრამ ამ ინფოს აქაური ბიჭებიც დაგიდასტურებენ)


ამას კიდე ვადასტურებ, მერთალია smile.gif
Ex3
ja_ja
ციტატა
კაროჩე ორივე შემთხვევაში ჩიხია. ასე იქნება მანამდე სანამ ჯერ შენ თვითონ შენს თავს არ აუხსნი რომ ამ საქმეში ახალი ხარ, შეიძლება სხვებმა რაღაც ისეთი იცოდნენ რაც შენ გამოგეპარა, და მზად ხარ სხვის მიერ მოცემული ინფორმაცია გაიზიარო, აწონ დაწონო და თაროებზე დაალაგო.

ნამდვილად არ გედავებოდი არაფერში ვიცი რომ ახალი ვარ )არც ამხელა პასუხს ველოდი, ბევრი გიშრომია და საინტერესო იყო.
მაგრამ მაგ იარაღის ყიდვას ნაღდად არ ვაპირებდი და იმასც არ ვედავებოდიი ვინმეს რომ 1200ფპს აქვს ჩვეულებრივი ტყვიებით მეთქი , ის ნაწილი მაინტერესებდა თუ რა პრობლემაა ტყვიის სიჩქარე თუ ძაან მაღალია : )
მადლობა განათლებისთვის )
Ex3
გადამზიდი კომპანიით თუ ჩვეულებრივად ჩამოვა , საზღვარგარეთიდან შემოტანაც ხომ შეიძლება ბარგში მაშინ ?
მარა რომ ნახავენ სკანერში რომ იარაღია ნამდვილი ხომ არ ეგონებათ და სირენას ხომ არ ჩართავენ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
დღეს გავხდი მომსწრე იმისა თუ როგორ წარმოიქმნება უსაფუძვლო ლეგენდები smile.gif

ჩემი თანამშრომელი შემოვიდა და დიდი სიხარულით მაცნობა რომ VOVOVO-მ მომწერა 45 კალიბრამდე დუხავუშკები დაუშვესო....

კაროჩე ამოვტრიალდი, მეთქი ეტყობა რაღაც ახალია არ ვიცი მეთქი, მეთქი საიდან ეგ ინფორმაცია მეთქი.... ამასობაში ვუხსნი 45 კალიბრი ამოდენაა მეთქი... და უცებ - ააა, ააა უი ეტყობა 4.5-ი იყოო smile.gif

ანუ აი ასე წარმოიშობა ხოლმე ლეგენდა smile.gif რაღაც წერილი მოვიდა, უყურადღებოდ იქნა გადაკითხული და ნუ დიდად არ აინტერესებდა საკითხი მიმრებს, მერე სხვასთან საუბარში რაღაც წერილი რომ მიიღო გაახსენდა, რა ეწერა ზუსტად არ იყო და მიახლოებითს იხსენებს, შედეგად წარმოიშვა უსაფუძვლო ლეგენდა smile.gif ამასობაში კაცი ამტკიცებს რას ამბობ წერილი მივიღეო, მაგრამ დეტალები არ ახსოვს და უკან არ იხევს, მერე ამას მოისმენს ის ვისაც სულით და გულით უნდა რომ ეგრე იყოს და უჯერებს, მერე უკვეთავს, მერე საბაჟოს პრობლემები გულაცრუება smile.gif

მოკლედ ღმერთმა ყველა დაგიფაროთ რაიმე გაუგებრობისგან, გადაამოწმეთ ყელა ინფორმაცია... ყველანი ნერვებზე ვართ სურვილები ზეცამდე გვაქვს ასე რომ ყველაფერი 10-ჯერ გადაამოწმეთ სანამ დღევანდელ გაუგებარ მორევში გადახტებით.
feeder
ჩემს ახლობელს მოუვიდა სმსი თუარ ვცდები camex.ge დან რომ 4.5 კალ. საბაჯოზე შემოტანა დაუშვესო.

რა ინფო გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
ja_ja
feeder
ბოლო 2-3 გვერდი გადაიკითხე და....
momxre
პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით
От кого: camex_noreply@camex.ge

მოგესალმებით,

გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და გთხოვოთ, რომ პნევმატური იარაღის შეძენის შემთხვევაში დაიცვათ საბაჟოს მიერ დადგენილი წესები და მისი კალიბრი არავითარ შემთხვევაში არ აღემატებოდეს 4.5მმ (0.177).
არასწორად შეძენილი იარაღი გამოიწვევს პრობლემებს. ნუ შეუქმნით შეფერხებას კომპანიას და სხვა მომხმარებლებს.
ყოველ შეძენილ იარაღზე აუცილებლად გადმოგვიგზავნეთ შეკვეთის ინვოისი ელ. ფოსტაზე info@camex.ge

--------------------------------

gvinda kidev erTxel SegaxsenoT da gTxovoT, rom pnevmaturi iaraRis SeZenis SemTxvevaSi daicvaT sabaJos mier dadgenili wesebi da misi kalibri araviTar SemTxvevaSi ar aRematebodes 4.5mm (0.177).
arasworad SeZenili iaraRi gamoiwvevs problemebs. nu SeuqmniT Seferxebas kompanias da sxva momxmareblebs.
yovel SeZenil iaraRze aucileblad gadmogvigzavneT SekveTis invoisi el. fostaze info@camex.ge

გმადლობთ ყურადღებისთვის

Camex-ის ადმინისტრაცია
Quick
რა აბდაუბდა კანონია wtf.
მოსახლეობას რაც აქვს უკვე იარაღი, ის როგორ უნდა დარეგისტრირდეს, რა ვადებში და რა მოთხოვნებით არის რამე ცნობილი?
gregory
Quick
ჯერ ვერაფერს არეგისტრირებენ. აზრზე არ არიან როგორ და რა უნდა ქნან

ja_ja
Quick
ნო ამჯერად ჯერ თვითონაც არ იციან როგორ და რაფერ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ნუ ნაწილობრივ გამოპარული ინფორმაციებით და კანონში გაწერილი პუნქტებით (არ აგერიოს აქ განხილულ სტანდარტში), არის შედმეგი პუნქტები:

1) სტანდარტებიდან გამომდინარე პრაქტიკუალდ ყველაფერი ექვემდებარება გაფორმებას (ნუ ახლა 3 ჯოულზე ნაკლები იარაღი პროსტა არ არსებობს პისრალეტების გარდა და პისტალეტების ამბავი რაფერ იქნება ჯერ .... რავიცი არც ლულა აქვს 50 სანტიმეტრი და ენერგიაც 3 ჯოულზე ნაკლები აქვს... რავიცი ან მე ვერ ვკითხულობ მანდ რა წერია. ან ისეთი რამე წერია რომ რავიცი smile.gif )

2) გაფორმება უნდა მოხდეს მაღაზიაში ან ხელზე შეძენიდან 10 დღის განმავლობაში

3) კანონში გაწერილია რომ მთლიანად გაფორმების პროცესი ჯდება 55 ლარი. და ეს არის მხოლოდ სანებართვოს ხარჯები, დამატებით რაიმე ვთქვათ სამედიცინო ცნობა იქნება თუ არა საჭირო ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია. პლიუს გარკვეული ჭორებით 55 ლარის მაგივრად შეიძლება 45 ლარზე იყოს ხარჯები დაყვანილი

4) ვისაც ხელზე გვაქვს იმათ რეგისტრაციის ვადები რაფერ გვექნება ჯერ კაცმა არ იცის, მაგრამ ხსენებულ 45 ლარს ჭორების მიხედვით შეიძლება 30 ლარი დაემატოს. ნუ ტიპა არაოფიციალური გვქონდა ხელზე და ლეგალიზაცია სჭირდება თუ რაღაც

მოკლედ ჯერ რომ არ ხდება რეგისტრაცია ვიცი, მაგრამ რაფერ..... ნუ მოკლედ მხოლოდ იმან იცის ვინც ჯერ არ იცის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
doctor
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 17th July 2013 - 11:34 AM) *
4) ვისაც ხელზე გვაქვს იმათ რეგისტრაციის ვადები რაფერ გვექნება ჯერ კაცმა არ იცის, მაგრამ ხსენებულ 45 ლარს ჭორების მიხედვით შეიძლება 30 ლარი დაემატოს. ნუ ტიპა არაოფიციალური გვქონდა ხელზე და ლეგალიზაცია სჭირდება თუ რაღაც

სავარაუდოდ ლეგალიზაციაში გავა რადგან დღეს ყველა იარაღი რომელსაც საბუთი არ აქვს ან გაფორმებული არ ყოფილა არასდროს ლეგალიზაციაში გადის

P.ს. ხომარ ნიშნავს ეს რომ ავტომატურად აირგანელტა ასაკი იქნება 18+ ?
geojorjika
doctor
ციტატა(doctor @ 17th July 2013 - 07:13 PM) *
ხომარ ნიშნავს ეს რომ ავტომატურად აირგანელტა ასაკი იქნება 18+ ?

ეგ ისედაც ეგრე იყო
LPFan
აირსოფტზეც არის შეზღუდვები ? ამის ყიდვას ვაპირებ http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=4569716 ოგონდ უნდა გამოვიწერო ამას ორმაგი ფასი ადევს ხოდა გაფორმება დაჭირდება 80 მწ აქ ტყვიის სისრაფე...
ja_ja
LPFan
ოხ რა გაზარმაცდით ეს ახალი თაობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაცოუ ზუსტად 2 გვერდით უკან დევს მთელი სტანდარტების დასკანირებული ვერსია

გარკვევით წერია პირველ დანართში პოუნქტში 2 რომ არ არის საჭირო რეგისტრაცია

დანართ სამში კიდევ ერთხელ მეორე პუნქტში წერია, არ არის, საჭირო აირსოფტის და პეინტბოლის რეგისტრაციაო smile.gif

არა თუ ძალიან გინდა რაიმე შეზღუდვებს მივაღებინებთ smile.gif
LPFan
ja_ja

გაიხარე სულ შენ მპასუხობ ჩემ კითხვებზე biggrin.gif... არა მთელი ფორუმი გადაკითხული მაქ 1 წელია მაგას ვუზუვარ, მაგრამ იქ ვერ გავიგე ნორმალურად და დაზუსტება მინდოდა.
Der Rote Baron
წავიკითხე ბოლო გვერდები მაგრამ მაინც ვერ გავიგე..

უნდა გაფორმდეს პნევმატური ც2 პისტოლეტი? თუ უნდა გაფორმდეს მაშინ გაყიდვის წესიც შეიცვლება ხო?

ეხლა ისევ რომ ვიყიდო პცპ უნდა გავიფორმო თუ არა?
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jul 17 2013, 11:34 AM) *
Quick
4) ვისაც ხელზე გვაქვს იმათ რეგისტრაციის ვადები რაფერ გვექნება ჯერ კაცმა არ იცის, მაგრამ ხსენებულ 45 ლარს ჭორების მიხედვით შეიძლება 30 ლარი დაემატოს. ნუ ტიპა არაოფიციალური გვქონდა ხელზე და ლეგალიზაცია სჭირდება თუ რაღაც

არამგონია ესეთი რამე მოხდეს, ყოველგვარ კანონს და სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ის, რომ შენ აქამდე გქონდა და ამის გამო რაიმე სანქცია იყოს თუნდაც ფინანსური სისულელეა და უკანონობა.

რაც კანონით აკრძალული არაა ის ნებადართულია, ეხლა ხდება ამის ჩარჩოებში ჩასმა და ის ვისაც აქამდე ჰქონდა რა შუაშია
ja_ja
Der Rote Baron
შენ ღამის ლამპოჩკასავით 5 წელიწადში ერთხელ ერომ ჩნდები ხოლმე და რაცხა ერთ პოსტს დებ ხოლმე რავაა თუ იცი შენი საქმე smile.gif

ციტატა(George @ 23rd July 2013 - 03:29 PM) *
ის, რომ შენ აქამდე გქონდა და ამის გამო რაიმე სანქცია იყოს თუნდაც ფინანსური სისულელეა და უკანონობა.

მაგას ჩვენ გვეუბნები? შენ არ იყავი იურიდიულზე რომ გქონდა ჩაბარებული, იქეთ უნდა გეკითხებოდეთ biggrin.gif
Hellados
ეხლა დავრეკე იგივე კამექსთანდ და კიდევ სხვებთან, ზოგმა რა პნევმატიკა ეგ აკრძალვაში არისო, ზოგმა არ ჩამოგვაქვსო და ბოლოს კამექსმა რომელმაც პირველმა მომწერა და მამცნო თანაც ორჯერ ეს სასიხარულო ამბავი მათაც დაზადნეს, პნევმატიკის გამო მთელი ტვირთი შეგვიჩერეს ამერიკაშივეო და სჯობს თავი შეიკავოთ გამოწერისგანო biggrin.gif (იდეაში აქაურ საბაჟოს არ შეუქმნია პრობლემები მარა მაინც)

შევედი აზარტში და საქმეს მივყევი ბოლომდე, ავდექი და მომსახურების სააგენტოში დავრეკე, პნევმატიკის ჩამოტანა მინდა და რამე სიახლე თუ არის მეთქი, ჩვენი მხრიდან სავალდებულო გადაფორმება ჯერ არ შესულა ძალაშიო და საბაჟო თუ გამოგატანს იარაღს ეგ არ ვიცითო, საბაჟო შემოსავლების სამსახურის დაქვემდებარებაშია და იქ გაარკვიეთო, მომცა რაღაც ნომერი 2 261843 დავრეკე მარა სამწუხაროდ არავინ მპასუხობდა.

ერთი ვოვოვო-მ მითხრა რომ ჩვენ კი ჩამოგიტანთ მაგაზე არ გვაქვს შეზღუდვა მარა აქ რას იზავენ არ ვიცითო, შესაბამისად რისკი არის მაინც საბაჟოსი... შეიძლება სულ უპრობლემოდ გამოიტანო შეიძლება პრობლემა შექმნან, ცუდია რომ პრეცედენტი არ ყოფილა ამ ბოლო 2 კვირაში იარაღის ჩამოტანის sad.gif
მოკლედ სიხაული ჯერ ნაადრევია ბიჭებო, საჭიროა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას smile.gif)


პ.ს ისე ამ ძიებაში http://fromusa.us/ ამ გადამზიდავის გვერდძე მოვხვდი, ამათმა ჩამომიტანეს მე 3 წლის უკან იარაღი, მაგარი აქცია ჰქონაით 20 კგ-მდე ტვირთს უფასოდ ჩამოგიტანთო smile.gif) ცუდი ისაა რომ 31 ივლისამდეა ეს აქცია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.