minchanin ციტატა(minchanin @ 8th December 2012 - 04:22 PM)

მაგრამ ჯაჯას ჩვენი ინიციატივა არ მოეწონა, და მის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ
ესეიგი როგრო გამაცოფა ამ ტექსტმა ენით ვერ ავღწერ.... ნუ ეხლა მე რასაც დავწერ ძალიან არ მოეწონება ერთი ორს, მაგრამ ამომივიდა ყელში მარაზმის ის ფორმა არსაც ეხლა ვხედავ!
სოსო რაც დაწერე არის უსუსური, პოპულისტური და უტიფარი ტექსტი...
შეგახსენებ და აქაც გადმოვიტან ამონარიდს
ციტატა(ja_ja @ 4th November 2012 - 01:36 PM)

და ბოლოს ღმერთმანი ვერ ვხვდები როგორ შემიძლია ხელი შეგიშალოთ? აიღეთ მიდით მიწერეთ და უშველეთ საქართველოს! თქვენ რა გგონიათ მე მაწყობს ეგ სიტუაცია? რაიმე ფული მომდის? თუ რა? რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაარღვევს ბლოკადას? გაარღვიეთ მეთქი, იყავით პირველები... რაში ხედავთ პრობლემას? იმაში რომ რეალობა დაგანახეთ? თუ არიქა იმისთვის ემზადებით აი Ja_Ja არის საზიზიზღარი ხელი შეგვიშალა არაფერი გამოვიდაო... რეალურად აწონ დაწონეთ ყველაფერი...
ბრმად გიწერთ ხელს, არ გინდათ არაფრის შესმენა და ქენით რასაც იზამთ ოღონდ და გამოვიდეს...
თუ ეს დეივს მივწერე და შენ არ გეხებოდა და ამიტომაც უნდა წაგეკითხა არა?
კაკრაზ იმას წერ რაც წინასწარ ვიცოდი რომ გააკეთებდი, შენთვითონ არ გინდა არაფრის გაკეთება, მხოლოდ სხვაზე გადამისამართება გინდა, გეუბნებოდი და გეუბნებით ნებისმიერს - თუ რაიმე თვლით რომ შეგიძლიათ გააკეთოთ გააკეთეთ მეთქი, თუ ჩემგან საჭიროა ხელს მოგიწერთ, საჭიროა კონსულტაციას გაგიწევთ, მაგრამ მე მაგას არ გავაკეთებ მეთქი და ნუ ელოდებით იმას რომ აი Ja_Ja-ს დააბრალებთ, ხელებს შეახოცავთ და ისიც შეწუხებული გაიქცევა და გააკეთებს თქვენს წამოწმებულ საქმეს...
მე რომ მანია გრანდიოზა მაწუხებდეს ის კლუბია, თუ ჭირი და დოზანა ავტყდებოდი და გავაჭენებდი გინდა თუ არა მე მინდა და უნდა ვიყო პრეზიდენტი მეთქი (გვქონდა აქ ერთი ეგეთი გაჭენება და შენგან განსხვავებით ბევრმა იცის ეგ საკითხი, კსტატე მე არ გამიჭენებია და ...)... ნურას უკაცრავად არც მაგ პრეზიდენტობით ვარ დაინტერესებული და არც მანია გრანდიოხზა მაწუხებს, პირიქთ მაგ კლუბში შევალ რიგითი წევრის სახით...
მე კანონის შეცვლას არ ვაპირებ და რაც არ უნდა თქვენთვის უსიამოვნო და გაუგებარი იყოს ვიტყვი რომ არსებული კანონი პირიქით მისაღებია, და არანაირად არ არის მისი შეცვლა სასარგებლო, უბრალოდ ასამოქმედებელია ის მექანიზმი რაც მაგ კანონით უნდა გაკეთდეს, მაგრამ თქვენთვის ეს მიუღებელია, გინდათ თქვენი გზით თქვენებურად რაღაცის გაკეთება... გააკეთეთ, მაგრამ მე ნუ მიყურებთ და აქეთ ხელს ნუ იშვერთ! არ ვეთანხმები და რატომ უნდა გავაკეთო? ჯანდაბას საქმე რომ არ გაგიფუჭდეთ თუ ჩემი ხელის მოწერაა საჭირო და რაიმეს წყვიტავს გიწერთ ხელს... სადაა რაიმე ხელმოსაწერი? გავიდა ერთი თვე....
უბრალოდ რა კომენტარი დავწერო არ ვიცი:
1) გინდა კანონის შეცვლა და ინიციატივას დებ
2) ერთი კაცი არ დაგეთანხმათ მთელს ჯგუფს და თავისი მოსაზრება გამოთქვა - ეგრე კი არა ასე ჯობიაო....
3) გადაუარეთ ყველამ იმ არასასიამოვნო პიროვნებას, ეგრე არააოო დავაი დაახვიე ვინ მოგცა რაიმეს თქმის უფლებაო - მე პარლამენტარს ვიცნობო, მე მთავრობის კაცსო, მე პეტიციას მივწერო და შენ კიდევ იჯექი ეგრეო. საქმე იქამდე მივიდა რომ საერთოდ დაგავიწყდათ ყველას თქვენ თქვენი სასამართლო საქმეები, აქეთ ბრალდება წამოვიდა აქამდე უნდა გაგეკეთებინაო..... კაი იყო არა ლოზუნგების სროლა.... ასრულება და რეალიზებაა ძნელია ხომ, კაკრაზ მაგას გეუბნებოდათ ის ერთი უჯიშო, რომ რეალური არაფერია მანდ და დედამიწაზე დაეშვითო!
4) შედეგი - არავინაც რეალურად არაფერს არ აკეთებთ, იმიტომ რომ ყველა ელოდებით სხვა როდის გააკთებს თქვენს საქმეს, იმიტომ რომ ეს არის სტანდარტული ქართული საქციელი.. არ გაბედოთ რომელიმემ ჩემსკენ ხელის გამოშვერა, მე არც ეგ აზრი გამომითქვავს არც დაგეთანხმეთ არც ვალდებულება ამიღია და საერთოდ თავიდანვე ვამბობდი რომ მე მაგ საქმეში პასიური ვიქნებოდი და თუ ხელმოწერა, ან რაიმე დაგჭირდებათ დაგეხმარებით მეთქი მაგრამ მოქმედება თქვენი უნდა ყოფილიყო და არა ჩემი.
5) იმ თემაშივი ყველამ აიღეთ თქვენს თავზე გაკეთება, რეალურად კი არაფერს აკეთებთ და ახლა რაცხა რომ მოგაწვათ ხელს იმისკენ იშვერ რომელმაც კაკრაზ გითხრა ეგრე არ გამოვა და მე არ გეთქნხმები არასწორეს აკეთებო.... ახლა თურმე იმის თანხმობა არ თანხმოვბა წყვიტავს ყველაფერს და თურმე სუყველა იმ უჯიშო საზიზღარის ერთი კინკილა ჭკუაზე დადიხართ... თუ ის კაცი ასეთი ავტორიტეტულია და მისი სიტყვა ყველაფერს წყვიტავს მაშინ საწერთოდ არ გავიგო თქვენი ხმა კრინტი, მაგრამ არა... ის კაცი პროსტა დასაბრალებელ ჩუჩელად გჭირდებათ, მაგრა არავის მისი შესმენა და დაჯერება არ გინდათ, როდესაც როგორ გაწყობთ ისე ატრიალებთ პლასტინკას!
6) ხომ არ მეთანხმებოდით არავინ, ხომ აპირებდით საერთო ძალებით რაღაცის გაკეთებას? რატომ მიჩქალეთ ეგ საკითხი? იმიტომ რომ ჩალიჩი უნდოდა და შეწუხება არავის გინდოდათ? და ხელის გამოშვერა ხომ კარგად გამოგდის და გადაბრალება იმ საქმეზე რაც კაკრაზ შენ ითავე და არა მე?
რა იყო მწარეა სიმართლე და არავის მოგწონთ?
ვარდისფერი ოცნებების სამყაროში ხართ... იქ ლენინივით მოძრაობას სათავეში ჩაუდგები, ლოზუნგებს წამოვიძახებ და ხალხის მასა (ჰო არ დაგვავიწყდეს ვარდისფერი 30 000 ხელმოწერა) რომ აგვყვება მთებს გადავატრიალებთ... კარგით რა...კარგით რა... არ მორჩა ეს პოლიტიკური ლოზუნგების ეპოქა?
P.S. ყველაზე უბედურება კი ისაა, რომ ამ საქმეს შეიძლება მალე ეშველოს(ოღონდ არა ერთ კვირაში და ერთ თვეში), მაგრამ არა იმ გზით რომელსაც თქვენ გეგმავთ ყველანაირი პეტიციების და გაფიცვების გარეშე (მაგ გზით და მაგ მიდგომით, ხმამაღალი პროტესტებით და კაცმა არ იცის კიდევ რით, ეგ საქმე მაგარ შორეულ პერსპექტივაზე გადადის), კანონი არსებობს და არავითარ შემთხვევაში,
ვიმეორებ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს, მე ასე მჯერავს და ერთი თითიოს განძრევასაც არ ვგეგმავ კანონის შეცვლაზე (თუ ვინმე ან რამდენიმე კაცის ჯგუფი არ მეთქნხმებით თავისუფალი ხართ ყველანი მოქმედებაშ და თქვენი მეთოდები აამუშავეთ).
მაგრამ თქვენ ყველას გინდათ დღევანდელი კვერცხი და არა ხვალინდელი ქათამი... ოდნავი წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ და პოპულისტურ განცხადებებს შეეშვათ
მოკლედ აქ არ დავინახო თქვენი კომენტარი, პასუხი, კანონის გარჩევა და სხვა, საბაჟოსტან დაკავშირებული პრობლემის გარდა არაფერი აქ არ დავინახო ზედმეტი გაფრთხილების გარეშე 1 კვირიან ბანს ჩაგახუტებთ და არ დაიწყოთ მერე არ წამიკითხიაო... რაიმე ინიციატივა გაქვთ თუ მოქმედებას აპირებთ თუ რაღაც ხდება გადადით ყველანი იმ თემაში რომელიც ასე ამაყათ იყო აქ ნახსენები,
თუ გზას ვერ პოულობთ აგერაა და იქ გააგრძელეთ ბაასი...
ამჯერად ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ გარკვეული სიბლენის, სიბრმავის და არანორმალური ტექსტების გამო, იმედია ამ თემაში საბაბს არ მომცემთ თორემ ჩემს მტერს.... გადადით სხვა თემაში და იქ წერეთ ლოზუნგები და მიმართვები!
ვხვდები და ვიცი რომ ძალიან მკაცრი და არალოიალური პასუხი დავწერე, უბრალოდ რა კითხვაც დასვით ის პასუხიც მიიღეთ.. პატარა ბავშვი მგონი არავინაა და საკუთარ მოქმედებებს უნდა უკვირდებოდეთ, თუ ვერ უკვირდებით მაშინ ბოდიში და მისახვედრებელი ყოფილა ზოგიერთისთვის რაღაც და ეგ მიხვედრება ყოველთვის მტკივნეული და არასასიამოვნოა, მაგრამ სხვანაირად როგორც ჩანს არ გამოდის.