დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საბაჟოზე დაკავებული იარაღის დაბრუნება
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
ja_ja
azzy
როდის გამოიწერე? როდის გააჩერეს????

და მიზეზი თუ გაარკვიე? ერთი ორი ვიცი რომ გაუჩერეს იმ მიზეზით რომ "გაზის იარაღიაო" ანუ მებაჟეების სიტუტიაკის პიკია, ცეცხლსასროლი გაზის იარაღს ვერ არჩევენ co2 პნევმატიკიდან (დავიჯერო ბავშვობა ასეთი რთული ჰქონდა ზოგიერთს, თუ საერთოდ უღრანი ტყიდან გამოვიდნენ და პიტეკანტროპის ტვინის უჯრედები აქვთ, რომელიც განვითარებას ვერ იტანს) იმიტომ რომ მაგათთვის co2-იც გაზია (ნუ აირი მარა ჩვენთან სიტყვა გაზი გენებში აქვთ ზოგიერთს პოლის ლურსმებით ჩაჭედილი smile.gif), მოკლედ მებაჟის პასუხი იყო - აბა მე რავიციო.... მე რომ ვნახე გაზს იყენებდაო....

მოკლედ თუ მიზეზი იგივე იქნება, ანუ გაზის იარაღია და მაგიტომ გააჩერეს, უნდა უთხრა რომ:

1) პნევმატური იარაღია 4.5 კალიბრის და არა ის გაზის მაგას რომ ჰგონია.
2) არ იყენებს ვაზნებს და არ ისვრის საფანტს, ან მომწამლავ, მხუთავ, თუ სხვა სახის "გაზს"
3) არის, co2 -ის პისტალეტი, ანუ მუშაობისთვსი იყენებს გაზს და არ ისვრის ამ გაზს (თუმცა თუ მაქამდე მივიდა საქმე ჯობია ეგ არ აუხსნა, ვაბშე გადაეჭვება ტვინი და თვალებზე აშკარად დაინახავ მწვანე წარწერებს error!!!, error!!!! error!!!) სათამაშო, პნევმატიკა და არანაირი შეხება არ აქვს გაზის, ან ცეცხლსასროლ იარაღთან (კანონით დაშვებულია და გადაამოწმონ)

ვაბშე ამოაღებინე ვინც იქნება ის უტვინო და მაჩვენე ერთი სად იდება ვაზნებითქო! smile.gif

ტუპიაკების პარადია რა ბლინ, რა უნდა ეგეთს საბაჟოზე!!!!
azzy
ჩამოვიდა წინა შაბათს იმის იქეთ საბაჟოზეაო იძახის ბესტექსი გაჩერების მიზეზი ჯერ არ ვიცი იმედია ამ დღეებში გავარკვევ
rekshet
azzy გეტყვი ახლა რაც უნდა ქნა მეც გამიჩერეს და ზეგ მაზეგ უნდა ავიღო უკვე გადამზიდავმა უნდა გადმოიტანოს საბაჯოდან ! 577054595 ეს არის საბაჯოს უფროსის ნომერი გიო ქვია ეგ აჩერებს დაურეკე და უთხარი რა უფლებით გაქვთ გაჩერებული ჩემი ნივთი და უტხარი რაც გაქ გაჩერებული ტყვიის კალიბრი და ყველაპერი რო ცო2 ბალონზე მუშაობს ეგ და არაა გაზის პისტოლეტიააა კალიბრი 4.5 და მაშინ გეტყვის უიიი არ ვიცოდი მარტალი მეგონა და გეტვის მოვიდნენ წაიღოს გადამზიდავმა ! მაგრამ ტუ დაგირეკა ბესტექსმა და გტხოვა რაგაც ნებართვა არანაირი ნებართვა არ უნდა ტყუილა ვირბიბნე მომსახურეების სააგანტოში მაგიტომ მოგტხოვენ რომ სა ბაჯოს უფროს მართალი ეგონება თუ არაფერი გამოგივა და არ დაგიჯერებს შედი საიდანაც გამოიწერე ამოაბეჩდინე მონაცემები წაუღე საბაჯოზე და სულ სახეში ურტყი ეგ მონაცემები ! და უთხარი თქვენი ნომერი გადამზიდავმა მომცა biggrin.gif წარმატებებს გისურვებ
azzy
დღეს ველაპარაკე ბესტექსს და წასულები არიანო საბაჟოზეო და გამოიტანენო ხვალ გაიტანო ვნახოთ
azzy
დღეს ავიღე ჩემი ამანათი ყველაფერი წესრიგშია დიდი მადლობა ბესტექსს აწი ვაპირებ
http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Venom-...rds=nitro+venom

ამის ჩამოტანას
Niku7a
ციტატა(Ex3 @ Jul 8 2013, 09:26 PM) *
გაუმარჯოს,
აგერ ბრძანება #483







საიდან გაქვს ეს ბრძანება
საკანონმდებლო მაცნეში ვერ ვიპოვე
არ არის გამოქვეყნებული?

მოკლედ არსებული ღარიბაშვილის ბრძანებიდან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა
აპრიორი ყველა პნევმატური იარაღის შემოტანაა შესაძლებელი რომელის კალიბრიც 4,5 მმ - ა
ყველა მონაცემის იარაღის ტარება შესაძლებელია შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ
დანართი 4-ით თუ მე მაქვს 130მ/წ სწრაფი და 3 ჯოულზე ძლიერი პისტოლეტი მხოლოდ მაგ შემთხვევაშია აკრძალული ტარება
სხვა შემთხვევაში ტარების ნებართვაც არაა საჭირო და არც რეგისტრაცია
ანუ 50 სმ მდე ლულა, 130მ/წ მდე სიჩქარე და 3 ჯოულზე ნაკლები საწყისი ენერგია არ საჭიროებს რეგისტრაციას და შესაძლებელია ტარებაც


რას იტყვით?
P.S. ახალი ვარ ამ ფორუმზე, კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა thank_you2.gif
ja_ja
Niku7a
კაი კითხვაა smile.gif პროსტა ადრესატი ჩვენ არ ვართ, პასუხი ჩვენც არ გვაქვს

მაცნეშI და სადმე მაგ ბრძანებას ვერ ნახავ მაგრამ Ex3-ის მიერ დადებულ დასკანირებულ ვერსიას ვადასტურებ ორიგინალია. სწორედ მაგ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გასცა საბაჟომ 2.5 წლის განმავლობაში უკანონოდ გაჩერებული ტვირთები. და დღემდე გასცემს, მაგრამ ხანდახან სრულიად უვიცი მებაჟე იჩითება ხოლმე და ვერ არკვევს რასთან აქვს საქმე და აჩერებს.

ისე ამ შემთხვევაში მახსენდება ცხონებული ეროსი მანჯგალაძე თავისი ფრთოსანი ფრაზით ფილმიდან "თოჯინები იცინიან":

- რატომ იყო რევოლუცინდელი ბავშვი გონებაჩლუნგი! smile.gif იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ..... (ნუ აქ შეგვიძლია ჩვენებურად მოვთარგმნოთ), იმიტომ რომ მას არ ჰქონდა პნევმატური იარაღი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ერთერთი რაც ვიცით არის ის რომ დღეის მდგომარეობით კანონში ნებადართულია 6 მილიმეტრამდე კალიბრის იარაღი, მაგრამ ამ კუკუ ბრძანების შედეგად საბაჟო მხოლოდ 4.5-ს ატარებს და მეტი კალიბრის ისევ გაუჩერეს ხალხს.

პლიუს ასევე ვიცით - იმის გამო რომ ვერ გაწვრთნეს სანებართვოს და საბაჟოს სასტავი, ვერ შეიძინეს და ვერ გაიგეს ფიზიკის კანონები და ეინშტეინის აზრები ენერგიის შესახებ... მოკლედ ამ მომენტისთვის ამა თუ იმ მიზეზის გამო რეგისტრაცია არანაირი იარაღის არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება ტარებას, მიუხედავად იმისა თუ როგორ წაიკითხავ კანონს, არანაირად არ გირჩევ იარაღის ტარებას, განსაკუთრებით კი საუბარია მოკლე ლულიანზე (პისტოლეტზე) და საუბარია ქალაქის ფარგლებში.

თოფი და ტყეში, ან სადღაც ბუნებაში არაა პრობლემა, გასაგებია რომ ნადირობ, ან ერთობი და ნუ მისაღები პირობაა, მაგრამ პისტოლეტი თან ქალაქში, ნუ ვერცერთ პატრულის თუ პოლიციის თანამშრომელს შორიდან ვერ დააჯერებ რომ პნევმატიკაა, ღმერთმა დაგიფაროს და შეიძლება სავალალო შედეგი მოხდეს და მერე გაირკვეს რომ უი ეს ბავშვი უცოდველი ყოფილა და აი საზიზღარი პოლიცია და მთელი სისულელეები. უცხოეთში ბლომადაა ეგეთი სტატისტიკა და იმედია ქართულით არ შეივსება ეგ მონაცემები


და ბოლოს smile.gif - მემგონი მხოლოდ ისე კითხულობ მოყვანილ ბრძანებას როგორც შენ გაწყობს, ნუ ჩვეულებრივი ადამიანური პონტია და ნორმალური რეაქციაა, მარააა.... ამასობაში შარის მომდები ისე წაიკითხავს და იმ დანართს გამოიყენებს რომელიც თვითონ სჭირდება.

მესმის შენი და ალბათ ვფიქრობ გაახურა ამ ტიპმა ჭკუის დარიგებებით საქმეო, მაგრამ დამიჯერე წინა რედაქციის კანონიდან გვაქვს მაგის მწარე გამოცდილება. წინა კანონში 2011 წლამდე - კანონში იარაღის შესახებ, მხოლოდ 2 ადგილზე იყო ნახსენები პნევმატური იარაღი. ერთგან ეწერა რომ 4.5 მილიმეტრამდე კალიბრით დაიშვება, მეორეგან ეწერა რომ აკრძალულია 4.5-ზე მეტის არსებობა.

ერთი შეხედვით და ორივეგან 4.5-ია იყო ნახსენები, მაგრამ ერთგან ეწერა რომ 4.5-მდეა დაშვებული ანუ 4.5 უკვე ითვლებოდა რომ აკრძალული იყო, ანუ 4.49999999 დაშვებული იყო, მეტი კი აკრძალული და 4,5-იც აკრძალვაში ხდებოდა. შედეგად იცი რა ხდებოდა? რომელ მებაჟესაც რომელ პონტშიც უნდოდა ისე არაკუნებდა - გეუბნებოდა ნაგლად ხომ ხედავ 4.5-მდე შეიძლებაო, ეს კიდევ 4.5-ია და შესაბამისად არ შეიძლებაო... რომ მოუხმობდი ლოგიკისკენ და აბა მაგაზე წვრილი კალიბრი მითხარი და აბა იმან როგორ შემოიტანა და აბა ის და აბა ეს.....

ნუ ბოლოს დიიდი- ბეებერთელა ომის, ნერვების გლეჯის მერე, პლიუს იქ უფროსობის, თუ ჩივილის ხარჯზე შეიძლებოდა საქმის გარკვევა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა წლების მანძილზე.

ასე რომ მხოლოდ დადებითს ნუ ხედავ, რამე რომ იყოს უკან მოსახედი ბილიკი დაიტოვე მინიმალური შანსით მაინცა, ნუ ეს იმ შემთხვევას ეხება თუ ჩვენნაირი მომხმარებელი ხარ.

შემდგომ ტექსტს იმედია სწორედ გაიგებ და არ მიწყენ smile.gif - ნუ როგროც ზემოთ დავწერე მომხმარებლები ზემოთ მოყვანილ პონტში ვართ, მარა თუ მომხმარებლის პონტით შემოიჭყიტე და სინამდვილეში ცოტა მეტი იცი სამსახურის სიტუაციიდან გამომდინარე, ნუ მაშინ ნევზნაჩაი ახსნას ჯობია პირდაპირ გვითხრა, რომ ასე და ასეა ბიჭებო და უკუღმართად ნუ იგებთო wink.gif
Niku7a
ნორმატიული აქტის გამოქვეყნება
მუხლი 26. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება
1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად
ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე
პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ
სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.
2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“)
ვებგვერდზე.
3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია
იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა
და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას. (4.05.2010. N3047)
4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და
მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით

ისმის კითხვა, ღარიბას ბრძანება რატო არ უნდა იყოს გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეში? რის საფუძველზეა სახელმწიფო საიდუმლოება? მითუმეტეს უფლებებს ზღუდავს
ორიგინალი შეიძლება იყოს და ნამდვილად შსს-ს ფერად ბლამკზე იყოს დაბეჭდილი და ღარიბას ხელმოწერილი მაგრამ იურიდიული ძალა არ გააჩნია თუ არ გამოქვეყნდა.


ქამარში გაჩრილი ნამდვილად არ ვაპირებ სიარულს მაგრამ თუ ამას კანონი არ კრძალავს რატომაც არა იდოს მანქანაში, მითუმეტეს კანონით მოკლელულიანი აირის იარაღი სამოქალაქო თავდაცვის იარაღის ერთ-ერთი სახეა და პნევმატურიც რო იყოს რა დაშავდება biggrin.gif


არა რატო უნდა გიწყინო biggrin.gif დღეს ბლომად შენი პოსტები წავიკითხე. იურიდიული თვალსაზრისით ვკითხულობ და მაგიტომაც გკითხეთ თქვენ როგორ გესმითთქო smile.gif არა სამსახურიდან გამომდინარე მეტი ნამდვილად არ ვიცი, მიუხედავათ იმისა რო გვერდზე შენობაში სხედან მეც მომხმარებლის პონტით შემოვიჭყიტე, თუ მექნა დრო და მომეცა შესაძლებლობა უფრო ჩავუღრმავდები ამ საკითხს და გავიკითხავ იმ წრეში ვისაც მეტად აქვს შეხება smile.gif

ja_ja
Niku7a
აშკარად სხვადასხვა პლანეტაზე ვართ smile.gif

1) კაცო მე ან ამ ფორუმელებს რას გვერში, ამ ნორმატიული აქტების ტრიალით? smile.gif ასეა და რა ვქნათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

2) კანონი არაა შეცვლილი, დააკვირდი განსხვავებას - სტანდარტია ეს ბრძანება და არა კანონი, ასე რომ გვერდის ავლის მექანიზმი არსებობს wink.gif

3) კიდევ ერთხელ, ჩვენ ნუ გვირჩევ საქმეს თუ რატომ არაა ეს ბრძანება მაცნეში, ეგ იმ სამინისტროსთანაა კითხვა რომელმაც გამოსცა აღნიშნული ბრძანება

4) რაღაც ისეთი შეგრძნება მრჩება რომ ან იურიდიულის პირველ კურსელი ხარ და იდილიურად ბჭობ smile.gif ან კანონთან რეალური შეხლა შემოხლა ცხოვრებაში არ გქონია და მხოლოდ ლამაზად დაწერილი ტექსტია რეალობის ამსახველი შენი გადმოსახედიდან, არაა ეგრე, არაერთხელ წავიმტვრიე ცხვირი და ახლა 2-ჯერ უკან ვიყურები ხოლმე, სანამ წინ ნაბიჯს გადავდგავ smile.gif

5) რაც შეეხება აზრებს ქამარში გარჭობაზე, მანქანაში ჩაგდებაზე და თავდაცვის იარაღზე:

- ვაი ჩემს მტერს პნევმოს რომ ვინმე თავდაცვის იარაღად გამოიყენებს თან ტილიან co2 პისტოლეტს, აშკარად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება შენს მიერ დაწერილიდან რომ ზედმეტად გადაჭარბებული მოლოდინები გაქვს და რეალურ co2 პისტოლეტთან შეხება არ გქონია... საერთო განვითარებისთვის კაი იქნება ეს ვეებერთელა პოსტი გადაიკითხო, ან თუ მთლიანის წაკითხვა გეზარება მხოლდო co2-ისადმი მიძღვნილი ნაწილი მაინც გადაიკითხე

- თავდაცვაში და დაცვის პოლიცია რომ იყენებდა მაგ კუკუ პისტოლეტებს მაგიტომაა ახალი რედაქციის კანონში მწარედ გაწერილი რომ აკრძალულია მაგ კლასის იარაღის გამოყენება დაცვის სამსახურებისთვის (გადახედე ახალ რედაქციას, მგონი 2012 წლის გაზაფხულზეა მიღებული), უმეტესობა დაცვის სამსახურს იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა და რაღაც ვიდი რომ მიეცათ თავიანთი საქმიანობისთვის მაკაროვის co2 პისტოლეტებს ყიდულობდნენ და ატარებდნენ, მაგის გამო აიწია 20-50$-იანი პისტოლეტების ფასმა 500-600 ლარამდე, ეგრეთწოდებული "გეკო"-ს იარაღი არ ღირს მაგდენი, დღემდე მაი მარკეტზე შეხვალ და ამაზონზე ნაყიდ 50$-ია პისტალეტს ნახავ ქება დიდებით რაფერ იყიდება 450-500 ლარად. აშკარად ერთი ორი კომფლიქტიც მოხდა და ამის გამო კანონი მწარედ მიუდგა პისტალეტებს, ერთი პერიოდი საერთოდ ველოდებიდით რომ ვააბშე აიკრზალებოდა....

- რა მნიშვნელობა აქვს პატრულის, ან პოლიციისთვის იარაღს ქამარ გაყრილი დაგინახავს, თუ მანქანის უკანა სიდენიაზე? ან ვაბშე მომკალი და გამაგებინე რისთვსი უნდა იყოს თუნდაც co2 პისტოლეტი მანქანის უკანა სიდენიაზე smile.gif ? რისთვის არის მანდ? ღმერთმა დაგიფაროს და რაიმე რომ მოხდეს გამკეთებელია რამესი, ვინმეს რაიმეს მოწევს თუ რა? სუფთა გამოუცდელი და ემოციებით ჩამოყალიბებული საუბარია, ასეთი მოთხოვნა აქვს ხოლმე ან გამოუცდელ მომხმარებელს ან ძალიან ახალგაზრდას. ეგეთი შემართებით იყო ბავშვებს სკოლაში რომ დაჰქონდათ co2 პისტოლეტები, სანამ ერთმა დეგენერატმა სკოლის დირექტორის შვილმა უბრალო ჩხუბისას არ დააძრო და ვიღაცას თავში არ დაუშინა.... იმას ვერაფერი მოწია მაგრამ დაასახიჩრა რასაც მოყვა პნევმატიკის შეძენის 2.5 წლიანი შეზღუდვა. დიდი თხოვნაა მხოლოდ შენი გადმოსახედიდან ნუ იხედები, თითოეული ჩვენთაგანი და შენს თუ სხვაც გარდა თავისი კმაყოფილებისა, პასუხისმგებელია მთლიანად ამ საქმის მოყვარულების წინაშე, ერთ-ერთის უაზრო მოქმედებით ზიანი ყველას ადგება...

მართლა, ჩესნად აი რა უნდა პისტოლეტს მანქანაში? ძმაკაჩი ჩაჯდება და აჩვენებ ნახე რა მაგარია? გზაში მიდიხავ და ხელში ატრიალებ, ამ დროს პატრული გიჟდება.... ჩვეულებრივი მოქალაქე გაგებაში არაა რეალურია, სათამაშოა რა ჭირია, კივის პოლიციას იძახებს.... რეალურად რისთვისაა??? მოკვლით ჩიტსაც ვერ მოკლავს თუ კეფაზე არ დაადე, რაც არ უნდა აბუჩად ასაგდები იყოს მაინც იარაღია, თუ ვინმე მზარცველთან ან ყაჩაღთან დააძრე და იმან გაიფიქრა სანამ მესროლა ჯობია მე ვესროლოო მანდ ხომ ვაბშე დაგერხა smile.gif რით უნდა უპასოხი შარიკებით smile.gif მაგას ჯობია სადმე ქვა ნახე იქვე და ესროლე

- ჩვენთან ჯერ ეგეთი კანონი არაა მაგრამ მოგიყვან ნიუ ჯერსის მაგალითს, სადაც აკრძალულია პნევმოცდა ცეცხლსასროლიც, ერთ-ერთმა ტიპმა შვილს უყიდა ციყვების დასაბრედათ, სახლი ტყის პირას ჰქონდათ, ნუ იასნია ციყვმა იქეთ დასცინა და ვერაფერი მოსწია, ერთხელაც ამ ტიპს ძმაკაცმა დაურეკა როცა ეზოში იყო, ამანაც პისტალეტი უკანა სიდენიაზე მოისროლა და წავიდა მანქანით ძმაკაცთან, გზად პატრულმა უბრალოდ გააჩერა, შემთხვევით სიდენიაზე დაინახეს პისტოლეტი და ტიპი გადმოაგდეს მანქანიდან მიწაზე დააწვინეს, ბორკილები დაადეს, 3 წლიანი სროლი შეტენეს და მთელი ერთი ამბავი იყო....

იასნია ჩვენთან 3 წელს არ მოგისჯიან, მაგრამ რით გამორიცხავ მანქანიდან გადმოყვანას, მიწაზე დაწოლას და ერთ ამბავს...

გართობა უნდა იყოს გასართობ ადგილზე, მაგალიტად მე მაგრა მიყვარს ზღვა და ტრუსიკ სამარა პლიაჟზე სიარული, მაგრამ მომკალი და ტრუსიკით თბილისის ქუჩებში ვერ გავიჩითები smile.gif ეგეთივე პონტია მაგ პისტოლეტიც სადაც არაა მისი ადგილი იქ არ უნდა იყოს, იარაღია ეგ მამაძაღლი რაც არ უნდა ეძახო...


ნუ იმედია არ მიწყენ პროსტა პერიოდულად ახალბედები შემოდიან და ყველა ერთი და იგივე პლასტინკას უკრავს smile.gif დევიღალეთ აქურები ხალხისთვის ერთი და იგივეს ახსნით, თან არა იმისათვის რომ ჩვენ რაიმე ვიხეიროთ, არამედე იმისთვსი რომ ისევ თვითონ რაიმე მახეში არ გაებან smile.gif

ჯობია იკითხე ამა და ამ საქმისთვსი მინდათქო და გეტყვიან - გამოგადგება, ან გეტყვიან არ გამოგადგება ტყუილა ფული არ გადაყაროო...

P.S. საერთოდ ყველა co2 პისტალეტი ეს არის, 2-3 კვირა ემოციების თამაში, მერე ყველას ახატია, და ან აგდია სადრაც თაროზე და მტვერი ედება, ან ყოველი მეორე მაი მარკეტის გზას უდგება.. ასე რომ მოდი რეალურად რისთვის გინდა დაწერე... თუ შენი ჟინის მოსაკლავად, გეუბნები 2-3 კვირაში ყელში ამოგივა, გეუბნები როგროც გამოცდილი და როგორც მილიონი მაგისთანა იარაღის მომხმარებლის მნახველი.... ხოლო თუ რაიმე მიზანი გაქვს, იქ ტიპა ნადირობა ან რაიმე, მაშინ შენი თვალთახედვა თავიდანვე თოფზე უნდა იყოს და არა პისტოლეტზე. პისტალეტი აგერ ერთ ახალ ფორუმელს აქვს და გატეხილშია კაცი რომ ბოთლებს ვერ ამტვრევს 2-3 მეტრში.... ასე რომ გადახედე უფრო მეტ ინფოს
Niku7a
არაფერს არ გერჩით, თუ არ არის ძალაში შესული ე.ი. შესასრულებლად სავალდებულოც არ არის, ძალაში კი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების დროს შედისთქო და თუ ეგრე არ არის, არ აქვს მაგ ბრძანებას იუირიდული ძალა
biggrin.gif პირველკურსელი ვიყავი 8 წლის წინ, ა.წ. უკვე რიგითი მოკვდავი იურისტი ვარ 3 წლიანი სამუშაო სტაჟით და არავისზე მაღლა არ ვაყენებ ჩემ თავს smile.gif უბრალოდ ვმსჯელობ კანონმდებლობის შესაბამისად. არ მინდა შთაბეჭდილება დარჩეს ვინმეს რო გეკამათები ან ვცდილობ შენზე მეტად ჩახედულად წარმოვაჩინო თავი, უბრალოდ კითხვა გამიჩნდა და თქვენმა აზრმა დამაინტრესესა.

უკანა სავარძელზე არა, ბარდაჩოკში biggrin.gif სხვის დასანახად და სამარიაჟოდ იარაღის ტარების სურვილი 9 წლის ასაკის მერე არ გამჩენია ბაკურიანში "მწვანე ველი"-ს დასასვენებელ კომპლექსში ვერცხლისფერი OMEG-ები შავი OMEG-ების წინააღმდეგ რომ ვიყოფოდით და პლასტმასის ტყვიებით დაჟეჟილი გვყავდა ერთმანეთი biggrin.gif

თავდაცვის მიზნით როგორც ჩანს არ გამოდგება, ეგ პოსტი ნამდვილად არ წამიკითხავს და აუცილებლად გადავხედავ, როგორც ჩანს თუ ბოთლის გატეხვა არ შეუძლია პირდაპირპროპორციულად იკლებს თავდაცვისა და აღნიშნული იარაღისგან გართობის მიზნით სიამოვნების მიღების პროცენტულობა. ამან უკვე დამაფიქრა, გამოდის რომ თოფის ყიდვა სჯობს და მიზანში თუ ბოთლებზე სროლა smile.gif რაც შეეხება პისტოლეტს, ეს ორი კომპონენტი თავიდან ურთიერთშეთავსებადი მეგონდა და ადამიანის პრაგმატული აზროვნების თავისებურებიდან გამომდინარე ვიფიქრე ბოთლებზე სროლის გარდა თავდაცვის ფუნქციასაც შეითავსებდა - რაც როგორც ჩანს ასე არ არის და გმადლობ შენ გამოცდილების გაზიარებისთვის smile.gif

არა არაფერს არ გიწყენ - პირიქით ყოველთვის ვიღებ და ვითვალისწინებ რჩევას იმისგან ვინც ჩემზე მეტი იცის.

თოფებზე ავიღებ გეზს და თუ მირჩევ ხარისხობრივად რომელია კარგი ხარისხიანი და გამძლე მადლობელი დაგრჩები,(ბრენდს ვგულისხმობ) ფასს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა არც პროფესიონალურ თოფში მინდა უაზროდ დიდი თანხის გადახდა.
წავედი შენი პოსტი წავიკითხო biggrin.gif
ja_ja
Niku7a
ციტატა(Niku7a @ 3rd September 2013 - 09:22 PM) *
არაფერს არ გერჩით, თუ არ არის ძალაში შესული ე.ი. შესასრულებლად სავალდებულოც არ არის, ძალაში კი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების დროს შედისთქო და თუ ეგრე არ არის, არ აქვს მაგ ბრძანებას იუირიდული ძალა

ნუ რავი მე ჩემი ვთქვი და smile.gif

თავდაცვა იმედია გარკვეულია და მაგ საკითხს იმედია არარ დავუბრუნდებით, მოკელდ არ გეგონოს ეს ან ტრავმატული იარაღი, ან გაზის ან საფანტის იარაღი, მაქსიმალური ძალა მაგ პისტოლეტებს ენერგეტიკაშI რომ გადავიყვანოთ აქვს 2.5 ჰა-ჰა 3 ჯოული... ეგ კი ... ნუ რავი რაფერ ავხსნა... ნუ კაროჩე თვალში თუ არ მოარტყი ვინმეს smile.gif..... აგერ დებილ რუსებს გადახედე, მაგით ერთმანეთს დასდევენ და HARD BALL-ს ეძახიან ამგ საქმიანობას, ანუ თუ გსმენია აირსოფტის, იგივე სტრაიკბოლის შესახებ, მაშინ გეცოდინება რომ მანდ ხალხი ერთმანეთს დასდევს 6 მილიმეტრიანი პლასტმასის ბურთულებით, მაგ იარაღსაც აქვს 2-3 ჯოული ენერგია, იმით თუ ვერაფერს ავნებ ვინმეს (ენერგია გინდა ასე ატრიალე, გინდა ისე ერთი და იგივეა, პროსტა ის უფრო ფართო ტყვიაა და ეს წვრილი შედეგად ნუ ჰა, საროჩკას გახვრიტავს და კანს გაკაწრავს), ამან რა უნდა ქნას smile.gif პირიქით იქეთ ვინმეს გაამწარებ და ვაი დედა თუ შემოგიბრუნდა და თუ მითუმეტეს მას რაიმე უარესი აქვს ხელში smile.gif

როგორც ვთქვი მაგის დამიშნულება გართობაა და ბოთლების მტვრება, მეც მაქვს ერთი ეგეთი და პროსტა სულიერი მოთხოვნისთვის ვიყენებ, იქ გადატენე პროსტა რაცხას დაუმისნე... კაროჩე ტილაობა smile.gif

თოფებს რაც შეეხება... ნუ მანდ გააჩნია ბიუჯეტი რა გაქვს და რისთვის გინდა (სპორტი ნადირობა, პლინკი, მე რომ დავაგდე ლინკი იმ სტატიაში განხილულია ყველა კატეგორია და დანიშNულება), ეგ ორი კომპონენტი დაასახელე და მერე ჩემს გარდა დარწმუნებული ვარ 1000 მრჩეველი გაჩნდება smile.gif
Niku7a
წავიკითხე შენი პოსტი smile.gif მინდა ზდპ ან ნიტრო პისტონის სისტემაზე
აგარაკზე მიზანში სამაიმუნოდ
ნადირობა არ მიყვარს
ბიუჯეტი 300-400 გელ
რომელ თემაში გადამამისამართებ? biggrin.gif
ja_ja
ნუუ მაშინ ეს თემა სხვა საკითხს ეთმობა და რომ არ ავურიოთ გადავერთოთ ამ თემაში 300-400 ლარის ფარგლებში
STIG
ციტატა(azzy @ Aug 27 2013, 11:12 PM) *
დღეს ავიღე ჩემი ამანათი ყველაფერი წესრიგშია დიდი მადლობა ბესტექსს აწი ვაპირებ
http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Venom-...rds=nitro+venom

ამის ჩამოტანას


დღეს გამოვიტანე ბესტექსიდან Crosman 2100B. იქ ჩემთან ერთად გამოიტანა კიდევ ერთმა Crosman Nitro Venom-ი. შენ ხომ არ იყავი?
geojorjika
STIG
ციტატა(STIG @ 18th September 2013 - 06:45 PM) *
Crosman 2100B

მეც მაინტერესებს მაგის დაკვეტა , გილოცავ smile.gif
kaka8079
მგონი დაგვერხა ბიჭებოოოო,აი რა მომწერა ბესტექსმა გუშინ(((((

ძვირაფსო მომხმარებელო ამერიკის საბაჟო სისტემაში ექსპორტის კუთხით შევიდა ცვლილებები ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების (აქსესუარების) ექსპორტთან დაკავშირებით ასევე პნევმატურ იარაღებზე.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განმარტებას:

1) დღეიდან აიკრძალა ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ნებისმიერი ნაწილი.

მაგალითად: იარაღის კონდახები, მჭიდები, ლულა, ჩარჩო იარაღი, ნემსი სასხლეტი, მაყუჩი, ცეცხლ მქრობი, და სხვა ნებისმიერი ნაწილი

შენიშვნა:ნებისმიერი მსგავსი ნივთი რომელიც უკვე გამოწერილი გაქვთ ჩვენი ხარჯებით დაუბრუნდება გამყიდველს და თანხა დაგიბრუნდებათ უკან

2) ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ (ეხება მხოლოდ აირსოფტის იარაღებს) რომ აირსოფტი იარაღებს უნდა ქონდეთ ლულაზე ნარინჯის ფერი აღნიშვნა რაც მას განასხვავებს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარრაღისგან, მსგავსი მარკირება თავს აგარიდებთ თქვენი აირსოფტის იარაღის ამერიკის საბაჟოზე შეჩერებას. მარკირების გარეშე აღმოჩენილი აირსოფტის იარაღი არ გამოიგზავნება.

როგორც წესი მარკირების შესახებ ნახსენებია მაღაზიის პროდუქტის აღწერილობაში, გთხოვთ გაეცნოთ პროდუქტის აღწერას გამოწერის წინ და მოსთხოვოთ გამყიდველს ნარინჯის ფერი მარკირებით გამოგიგზავნოთ იარსოფტის იარაღი.
gela
kaka8079
ნუ დარდობ აკაკო, ეგ პნევმატურებს არ ეხება, არც ბბ ბურთულბიან იარაღს, იგივე მომწერა მეც ბესტექსმა მაგრამ ჩემი ნიტრო ვენომი უკვე შეფუთეს და პარასკევს გამოაგზავნიან, : )) მართალია ერთი ზედმეტი დღე დაჭირდათ სხვა ამანათთან შედარებით შესამოწმებლად, თუ რა იყო ამანათში მაგრამ მაინც : ))
ასე რომ დარდი გაუშვი : ))
P.S. ჩემი ტიტან ნიტრო მეგობარმა წაიღო, მასაც უნდოდა იგივე და ჩემი დავუთმე. რა თქმა უნდა იგივე ფასში რამდენშიც ვიყიდე : )) მე კი ვენომი გამოვიწერე მხოლოდ იმიტომ რომ ოპტიკა აქვს ოდნავ უკეთესი : ))
Ex3
იმედია 1377 ის რკინის კოლოფი და კონდახი რომ გამოვიწერე ცეცხლსასროლში არ შეეშლებათ და არ შემიჩერებენ, მივწერ მაიცნ გადამზიდს
ja_ja
Ex3
ნუ აი გავიგებთ უმოკლედ ვადებში
azzy
ციტატა(STIG @ Sep 18 2013, 06:45 PM) *
დღეს გამოვიტანე ბესტექსიდან Crosman 2100B. იქ ჩემთან ერთად გამოიტანა კიდევ ერთმა Crosman Nitro Venom-ი. შენ ხომ არ იყავი?


არა მე ჯერ არ ჩამომსვლია პარაკსევს გამოგზავნდა ჩენი ნიტრო და ალბათ დღეს-ხვალ გაირკვევა
Ex3
რაკაია პრობლემები რომ აღარაა
1377 ზე რომ დავამთავრებ ჩალიჩს მერე ვიფიქრებ benjamin 397 თუ nitro piston იანი რამე რომ გამოვიწერო
gela
azzy
ხვალ უნდა იყოს წესით 20 რიცხვში გამოგზავნილი ამანთები. მეც ველოდები ერთ ამანთს. ნიტრო ვენომის სახით და ჩემიც 20 რიცხვშია გაგზნილი : ))
azzy
ციტატა(gela @ Sep 23 2013, 07:22 PM) *
azzy
ხვალ უნდა იყოს წესით 20 რიცხვში გამოგზავნილი ამანთები. მეც ველოდები ერთ ამანთს. ნიტრო ვენომის სახით და ჩემიც 20 რიცხვშია გაგზნილი : ))

ვნახოთ საბაჟო რას იზავს გამოატარებს თუ წვალება მოგვიწევს....
gela
მოკლედ ჩამოვიდა და დღეს უპრობლემოდ ავიღე კუთვნილი ნიტრო ვენომი smile.gif
azzy
გუშინ ავიღე პრობლემა არ შექმნილა მადლობა ბესტექსს
geojorjika
ტყვიების და კლიპის გამოწერაზე რომელი გადამზიდავით ვისარგებლო?
okela84
ოპტიკებზე როგორ იქნება ?
gela
geojorjika
ციტატა(giorgi @ 25th September 2013 - 11:56 PM) *
ტყვიების და კლიპის გამოწერაზე რომელი გადამზიდავით ვისარგებლო?

გიო გუშინ ჩამომივიდა თოფთან ერთად ტყვიებიც, www.bestex.ge ჩვენს საქმიანობაში უტყუარი ბიძიაა, დარწმუნებული ვარ უპროლემოდ და ზედმეტი კითხვა წუწუნის გარეშე ჩამოგიტანენ პნევმოს ნებისმიერ ნივთს
okela84
ციტატა(aleqsandre @ 26th September 2013 - 12:18 AM) *
ოპტიკებზე როგორ იქნება

არც ოპტიკებზე აქვს ბესტექსს პრობლემა, ტაკ შტო პერიოდ კალი ნაზად კონდახ : ))))
okela84
gela
ბესტექსი აკრძალვებს გვიგზავნის და ბოლოში თვალისჩაპაჭუნების სმაილებს უმატებენ biggrin.gif
Shalva32
ონექსით გამოგიწერიათ ვინმეს? პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
Hellados
ბესტექსი უტყუარია და ონექსი არ ვიცი
azzy
ოპტიკა გამოუწერია ვინმეს ბოლო დროს? რომელ გადამზიდავს მირჩევდით? თუ საერთოდ აკრძალულია???
okela84
მე ბესტექსი მირჩიეს და ჩამომივიდა ჩვეულებრივად, ოღOნდ ზაფხული რამდენად ითვლება ბოლო დროში არ ვიცი biggrin.gif
gela
ახლაც უპრობლემოდ ჩამოგიტანს ბესტექსი : )
azzy
ჰმმმ არადა ტიპებს უწერიათ აკრძალულიაო სამიზნეებიო....
ilo
ვინმემ ხომ არ იცი 300 ლარზე ზემოთ პცპ-ს ჩამოტანაზე რაიმე შეზღუდვები არის?
azzy
ციტატა(ilo @ Oct 8 2013, 12:42 PM) *
ვინმემ ხომ არ იცი 300 ლარზე ზემოთ პცპ-ს ჩამოტანაზე რაიმე შეზღუდვები არის?



ზუსტად არ ვიცი არ ჩამომიტანია მარა ლოგიკურია რომ უბრალოდ განბაჟება მოგიწევს ჩვეულებრივად როგორც სხვა ნებისმიერი ნივთის იასნა თუ კალიბრი 4.5მმ ია
bestex ით ვამომიტანია არაერთი airgun ი მუშაობს უპრობლემოდ
azzy
ველაპარაკე ბესტექსს და შეიძლება სამიზნის ჩამოტანა თუ ღამის ხედვის არაა smile.gif ამ დღეებში შევუკვეთავ და დავდებ სამიზნის ჩამოტანის განახლებულ გამოცდილებას smile.gif
ja_ja
ilo
მხოლოდ განბაჟება, მეტი არანაირი სხვაობა.

azzy
ilo
ისე ორივეს არ გაქვთ სურვილი რომ ავატარები დააყენოთ და ეგ რაცხა ნაცრისფერი ტიპი არ ეხატოს თქვენს სახელებთან????

azzy
ja_ja

ეს ყვითელი ტიპი ბევრად ქარიზმატულია მემგონი smile.gif
ilo
ციტატა(ja_ja @ 8th October 2013 - 04:45 PM) *
ilo
ისე ორივეს არ გაქვთ სურვილი რომ ავატარები დააყენოთ და ეგ რაცხა ნაცრისფერი ტიპი არ ეხატოს თქვენს სახელებთან????


სურვილი კი მაქვს ავატარის დაყენების. smile.gif ადრე ვცდილობდი დაყენებას მაგრამ ვერ მოვახერხე და შევეშვი


ja_ja
კაბინეტი -> პირადი პროფილი -> ავატარის რედაქტირება

მგოპნი რთული არ უნდა იყოს თვითონ შეცვლის პროცესი, უფროსწორედ დაყენების პროცესი
azzy
ჩავიდა bestex ში ჩემი სამიზნე და ამ ეტაპზე გააჩერეს ამერიკაში არ აგზავნიან აკრძალულ ნივთებში მოხვდაო მოიტხოვეს ინვოისი და ლინკი პროდუქტზე ველოდები ეხლა პასუხს
http://www.amazon.com/gp/product/B004G3KFM...=UTF8&psc=1
ja_ja
azzy
ციტატა(azzy @ 17th October 2013 - 03:27 PM) *
ჩავიდა bestex ში ჩემი სამიზნე და ამ ეტაპზე გააჩერეს ამერიკაში არ აგზავნიან აკრძალულ ნივთებში მოხვდაო

ვაა ეგ რაცხა ახალია..... ველით შენგან მომდევნო ინფოებს
azzy
უკვე მივწერე რომ პრობლემა არაა თუ თქვენ უარზე ხართ UPS მოვა და ბარამში წაიღებს ვნახოთ დალშე რა იქნება
name
რავი რაგა ჩემზე აუდგათ გვერდები ამ ბესტექს, ოპტიკის ჩამოტანზე ვენბი გადიჭრა ისე გამაწამა 2 თვე ნახვარი 2 წლის წინ, ბოლოს ბარამა მიშველა
azzy
საბოლოოდ უკან ვაბრუნებ ამ ოპტიკას ამაზონში და რეფაუნდს ვჩალიჩობ sad.gif bestex ვერ ჩამოიტანს და barami ში გადატანას ჯობს უკან დავაბრუნო ამ ეტაპზე.
kaka8079
azzy
get.ge-ის მიმართე არის ეგეთი გადამზიდავი კომპანია,გიორგი იკითხე და მაგას დაელაპარაკე მგონი ეგენი შეძლებენ ჩამოტანას,უთხარი აკაკი აფხაზავავას მეგობარი ვართ თქო,თუ კანონი მართლა არ ატრაკებს იქაური ჩამოგიტანენ.
azzy
ციტატა(kaka8079 @ Oct 20 2013, 08:10 AM) *
azzy
get.ge-ის მიმართე არის ეგეთი გადამზიდავი კომპანია,გიორგი იკითხე და მაგას დაელაპარაკე მგონი ეგენი შეძლებენ ჩამოტანას,უთხარი აკაკი აფხაზავავას მეგობარი ვართ თქო,თუ კანონი მართლა არ ატრაკებს იქაური ჩამოგიტანენ.


მადლობა მარა არ ღირს ტყუილად შეწუხება ხალხის იქაური კანონი ატრაკებს და ვერ მოდის იტოგში ოპტიკა ცალკე თორე თოპს რომ მოყვება same package ში ეგეთი ჩამოდის რამოდენიმე კვირაა რაც მიიღეს ექსპორტის ახალი კანონი ამერიკაში
gregory
ციტატა(azzy @ 21st October 2013 - 12:29 AM) *
რამოდენიმე კვირაა რაც მიიღეს ექსპორტის ახალი კანონი ამერიკაში

azzy
პირადად მე ქროსმანი ვერც ვერასდროს მიგზავნიდა ოპტიკებს. იმისთანა დოკუმენტაცია იყო შესავსები, რომ ლამის FBI-ს და ჩვენეს უშიშროების საბჭოს ერთიანი მანიგესტი უნდა გამოეცათ biggrin.gif
ალბათ დროებითი კონტროლის გამკაცრებაა და მალე ისევ მოგვარდება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.