დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საბაჟოზე დაკავებული იარაღის დაბრუნება
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
koknar
ციტატა(Hellados @ 23rd July 2013 - 05:06 PM) *
არ გვაქვს შეზღუდვა მარა აქ რას იზავენ არ ვიცითო, შესაბამისად რისკი არის მაინც საბაჟოსი

ნეტა რაზეა დამოკიდებულია, გვარიშვილობაზე ამინდზე თუ მებაჟის პახმელიაზე ?
Hellados
ბესტექსმა ისე თამამად მითხრა გამოიწერე არ შეგექმნება პრობლემაო რომ შევგულიანდი biggrin.gif
LPFan
მეც ბესტექსით მაქვს გამოწერილი აირსოფტის იარაღი და ვნახოთ როგორ ჩამოვა
ja_ja
LPFan
ციტატა(manjgala19 @ 24th July 2013 - 04:11 PM) *
აირსოფტის იარაღი

მაგაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს. ნუ წესით smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jul 23 2013, 04:52 PM) *
Der Rote Baron
შენ ღამის ლამპოჩკასავით 5 წელიწადში ერთხელ ერომ ჩნდები ხოლმე და რაცხა ერთ პოსტს დებ ხოლმე რავაა თუ იცი შენი საქმე smile.gif


მაგას ჩვენ გვეუბნები? შენ არ იყავი იურიდიულზე რომ გქონდა ჩაბარებული, იქეთ უნდა გეკითხებოდეთ biggrin.gif

ჰოდა გეუბნები კანონით ეგეთი რამ მითუმეტეს პნევმატიკაზე გამორიცხულია, თუ გინდათ კონკრეტულ ნორმასაც მოგაშველებთ
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(George @ 26th July 2013 - 02:24 AM) *
ჰოდა გეუბნები კანონით ეგეთი რამ მითუმეტეს პნევმატიკაზე გამორიცხულია

და ახლა შენ და შენს ნომერს დაგიჯეროთ თუ სტანდარტებს რომელსაც მინისტრის ხელმოწერა აქვს?

და ვაბშე ვის ნომერს გვაძლევ? smile.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 26th July 2013 - 09:12 AM) *
ვის ნომერს გვაძლევ?

ja_ja
რაის ნომერს კაცო? biggrin.gif

ციტატა(George @ 26th July 2013 - 02:24 AM) *
კონკრეტულ ნორმასაც მოგაშველებთ

იურისტია რა smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jul 26 2013, 09:12 AM) *
Der Rote Baron
და ვაბშე ვის ნომერს გვაძლევ? smile.gif

lol2.gif საღოოლ lol2.gif ესე უთენია ამდენს თუ ვიცინებდი რას წარმოვიდგენდი lol2.gif
levanib
გამარჯობათ! მე გუშინ ჩამომივიდა პნევმატიკური თოფი ამერიკიდან. პრობლემების გარეშე
ilariona
ციტატა(levanib @ 30th July 2013 - 10:46 AM) *
გამარჯობათ! მე გუშინ ჩამომივიდა პნევმატიკური თოფი ამერიკიდან. პრობლემების გარეშე

სალამი, აბა რა თოფი და რა მონაცემებით. მოგვიყევი ცოტა მეტი smile.gif

აქ ხალხი ასეთ ინფორმაციას ველით გულისფანცქალით biggrin.gif
ja_ja
levanib
ისე რომ იცი ამისთანა ამბავია, ხალხი ჩასაფრებული გულისფანცქალით ელის ინფოს... ხომ არ თვლი რომ ნამეტანი მწირე ინფო დაწერე smile.gif

ან რა მოდელი დაუკვეთე, ან რა ფასის, ან რომელი გადამზიდავით გამოაგზავნე და ასე შემდეგ... ფორუმ.გე ხომ არაა 300 პოსტი დაიდოს თითო-თითო კითხვით smile.gif

ძალიან კაი რომ ჩამოვიდა, ძალიან გასახარი ინფორმაციაა, პროსტა ამ მშვენივრად მოხარშულ, თუ შებრაწულ სიმინდს, ბარემ მარილიც მოაყარე და ბოლომდე ინფოც გვითხარი რომ სურვილის შემთხვევაში ხალხმა იცოდეს რა როგორ ქნას და მადლობა გაჭრილი გზისთვის ვის მოუხაროს.
levanib
Daisy Powerline Model 35 air rifle

აი მონაცემები საიტზე რაც დევს
Weight 2.25 lbs.
Action: Multi-pump pneumatic
Sights: Blade and ramp front sight. Adjustable rear sight.
Safety: Crossbolt trigger block
Max. Muzzle Velocity: 625 fps
Overall Length 34.5”
Caliber: .177 cal. (4.5 mm) BB or pellet
Stock/Forearm/Grip: Molded with checkering, featuring authentic Mossy Oak® Break Up Infinity™ camo
Barrel: Smooth bore steel
Max. Shooting Distance: 274 yards
Capacity: 50 shot BB. Single shot pellet.

აი ეს თოფია
ჩამოვიტანე ონექსის დახმარებით
ilariona
აშკარად 3 ჯოულს სცდება biggrin.gif
Dave
მშვენიალური ამბავია smile.gif levanib მომილოცავს ... ედგანი ჩამომაქვს ვსო biggrin.gif
kaka8079
ამერიკის საბაჯომ მთელი პარტია გაუჩერა კამექსს პნევმატიკისა
Ex3
ეს საბაჟო სად მდებარეობს?
ანუ ვთქვათ გამოვიწერე და გაფორმება დაჭირდა უნდა მივიდე იქ და გავიფორმო?
თუ როგორ ხდება იცის ვინმემ?
ვისაც საბაჟოზე გაჩერებული ქონდა იარაღები გამოსატანად სად მიდიოდა და ჩალიჩობდა?
იმიტომ რომ ბათუმიდან პნევმატიკის გამო თბილისში ჩამოსვლა....
1377 მინდა
როგორც გავიგე ამერიკის საბაჟოდან რომელმა იარაღებმაც გამოაღწია უპრობლემოდ აიღეს ჩვენთან, გაჩერებული პროდუქტები კიდე ჩინელი სელლერების ყოფილა და რამდენიმე კვირით ჩერდება ხოლმე და მერე აგზავნიან(ერთერთმა forum.ge ელმა თქვა , თუ არ ვცდები თვითონ სელერმა უთხრა მასე)
ja_ja
Ex3
საბაჟო არის, აეროპორტთან (თბილისში), მანდ გაფორმება არ ხდება, მანდ მოწმდება ტვირთი. თუ ტვირთი ამა თუ იმ პარამეტრებით არ აკმაყოფილებს კანონს, ან მებაჟეს საეჭვო მოეჩვენა მაშინ ასეთ ტვირთს აკავებენ საკითხის გარკვევამდე.

საკითხის გარკვევა შეიძლება მოხდეს რამდენიმენაირად:

1) 1-2 დღეში თვითონ გაარკვევენ და ვთქვათ თუ შეცდომითაა გაჩერებული გადამზიდავს გამოატანენ, ისინიც მოიტანენ ოფისში, მიხვალ და გამოართმევ როგორც ჩვეულებრივ ნივთს, მაგალითად რტუსიკს

2) ნუ საბაჟომ დაიკიდა და ჩამომტანმაც არ იაქტიურა, მაშIნ შენ უნდა შეუფუცხუნო გადამიდავს - ბოლო-ბოლო რა ხდება გამაგებინეთქვა. ან დატრიალდება და პირველ პუნქტს მიაღწევ, ან არა და მაშIნ გეტყვიან არ გვატანენ შენ უნდა გაარკვიოო.

3) გააჩერეს და არაფრის დიდებით არავის არ აძლევენ, ვთქავთ იმიტომ რომ დარღვევაა აღმოჩენილი (ფასში ნივთშI, არაკანონიერი ნივთია, აქციზი იყო გადასახდელი და სხვა მილიონი რამ), მიდიხარ საბაჟოზე და ფორტოჩკაშI გოგოები რომ არიან ეუბნები ესა და ეს ტვირთია ჩემი და თქვენთანაა გაჩერებულიო... ისინიც დაძებნიან და ან თუ გეკუთვნის და მიზეზი ხელოვნურია გამოგატანენ თუ არა და გეტყვიან აგერ ეს კაცი გეტყვით რატომ არ გატანთო. ნუ ის ბიძია დაიწყებს იქ კანონს არღვევს ის ხდება ეს ხდება, ეს უნდა გადაიხადო და რავი ათასი სისულელე. მოკლედ ადგილზე გაირკვევა გატანენ თუ არ გატანენ.

დალშე ან ვერ მოდიხარ შენი თოფით საბაჟოდან, ან მოდიხარ გახარებულიდ ა იმის და მიხედვით ითხოვ თუ არა კანონი მის გაფორმებას მიდიხარ სანებართვოში სადაც ცეცხლსასროლი იარაღის, ნებართვების, ლიცენზიების, ცნობების და ათასი უბედურების გაცემა ხდება, იქ გეტყვიან რამდენია გადასახდელი, ამოიწერენ ნომრებს და 2-3 დღეში ჩაგახუტენებ საბუთებს.

ეს სანებართვო თბილისში არის, ქავთარაძეზე, მაგრამ შანსი არაა თქვენთანაც რაიმე მანდ ახლოს იქნება, ბოლო ბოლო ლამის ცენტრია ბათუმი, არამგონია მონადირეები თბილისშI ჩამოდიოდნენ იარაღის გასაფორმებლად.

P.S. ამ მომენტისთვის არაფრის რეგისტრაცია არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვაქხანალიაა და თვითონაც არ იციან რა და როგორ უნდა გააფორმონ და ასე შემდეგ, ასე რომ თუ შენი იარაღის ჩამოსვლისთვის რაცხა არ მოაკვარახჭინეს და მაინცა და მაინც შენ თუ არ დაგიმიზნეს, სხვა შემთXვევაში არანაირი გაფორმება ამ მომენტისთვის არცერთ ფანჯარაში არ იჭყიტება smile.gif
Ex3
ja_ja

გასაგებია , დიდი მადლობა დეტალური ინფორმაციისათვის,

ანუ რომც დაჭირდეს გაფორმება ჩვეულებრივად ჩამომიტანს კამექსი და სანებართვოში ბათუმში გავიფორმებ ხო ?
სწორად გავიგე?

რატომღაც მეგონა რომ გაფორმების გარეშე საბაჟოდან არ გამოუშვებდნენ თუ საჭიროა გაფორმება


ან საერთოდ შეიძლება კიევიდან წამოვიღო 1 შემაფერხებელი ფაქტორი თუ მოვიხსენი )
gregory
ციტატა(Ex3 @ 31st July 2013 - 05:55 PM) *
რატომღაც მეგონა რომ გაფორმების გარეშე საბაჟოდან არ გამოუშვებდნენ თუ საჭიროა გაფორმება

Ex3
ეგ ჯერ არავინ იცის, რადგანაც ამ ეტაპზე გაფორმება არ ხდება.
შესაძლოა ასე გააკეთონ , როგორც ცეცხლსასროლზე: მიდიხარ მომსახურების სააგენტოში, იღებ ნებართვას და ამის საფუძველზე გატანენ იარაღს. შემდეგ 10 დღის განმავლობაში ისევ მომსახურების სააგენტოში უნდა დაარეგისტრირო

Ex3
gregory
ანუ შეიძლება თბილისში მომიწიოს წამოსვლა.
მირჩევნია კიევიდან წამოვიღო მაშინ სექტემბერში , თუ პრობლემა შემიქმნეს 2 თვეს თითქმის კი გავერთობი აქ სანამ წამოვალ biggrin.gif
ისეთი ჩამომზიდი კომპანი არ არის პირდაპირ ბათუმში რომ ჩამოქონდეს თვითმფრინავით თორე მაგით გამოვიწერდი
gregory
ციტატა(Ex3 @ 31st July 2013 - 07:35 PM) *
ანუ შეიძლება თბილისში მომიწიოს წამოსვლა.

შეიძლება ტვირთის გამოსატანად მოგიწიოს, თორემ

ციტატა(ja_ja @ 31st July 2013 - 08:11 AM) *
შანსი არაა თქვენთანაც რაიმე მანდ ახლოს იქნება, ბოლო ბოლო ლამის ცენტრია ბათუმი, არამგონია მონადირეები თბილისშI ჩამოდიოდნენ იარაღის გასაფორმებლად.



ციტატა(Ex3 @ 31st July 2013 - 07:35 PM) *
ისეთი ჩამომზიდი კომპანი არ არის პირდაპირ ბათუმში რომ ჩამოქონდეს თვითმფრინავით თორე მაგით გამოვიწერდი


აი ეგ კი ძაან ეჭვი მეპარება, რომ ქართველი გადამზიდავების რეისები ბათუმში ჯდებოდეს
Ex3
gregory
მადლობა
ხვალ 1377 ჩემი გახდება მაგრამ ჩამოტანის ამბავი არ ვიცი როგორ იქნება sad.gif
რომ ვთქვა რატომ ფორუმის წესებს ეწინააღმდეგება ამიტომ არ ვიტყვი ) დედაჩემს თუ რამენაირად დავითანხმებ პნევმატური მის ბარგში ჩადოს ავშენდები ))
მგონი მიხვდი რაზეც მაქვს საუბარი ) )
gregory
არაფერს smile.gif
მაინც ოპტიმისტურად უნდა უყურო კაცმა ყველაფერს wink.gif
Ex3
1377 ჩემი გახდა დღეს ))
ხელები ავიტყავე და თოფიც გახურდა biggrin.gif
მივეჩვევი biggrin.gif
ja_ja
Ex3
ციტატა(Ex3 @ 1st August 2013 - 02:00 PM) *
1377 ჩემი გახდა დღეს ))

გილოცავ, მარა ერთი ვერ გავიგე, შენი დაპოსტილიდან მივხვდი რომ უკვე მოგიწია დაკაჩავება და მაგაზე წერ, მარა ერთი ესეც გამაგებინე მგონი ბათუმში ვარო წერდი და რაფერ დაითრიე? თბილისში იყავი გრიშასთან თუ გამოიწერე და ასე მომენტალურად ჩამოგივიდა? smile.gif
Ex3
ja_ja
მადლობა )
არა ბათუმში ვცხოვრობ მაგრამ ამჟამად კიევში ვარ და აქ ვიყიდე , 600 გრივნი ანუ მიახლოებით 120 ლარი ღირდა თვითონ იარაღი, ტყვიების , გამწმენდი ტყვიების (თუ რაც ქვია) და ზეთის ჩაუთვლელად )
ახლა როგორ ჩამოვიტან ის თქვი , სექტემბერში
ja_ja
Ex3
ციტატა(Ex3 @ 1st August 2013 - 03:40 PM) *
ახლა როგორ ჩამოვიტან ის თქვი

ჰოოო აი ეგ აღავ ვიცი და ველით სულმოუთბენლად ინფოს
rekshet
მე გამოვიწერე co2 პისტოლეტი და ამერიკულ საბაჯომ გააჩერა და დაუკავშირდი გადამზიდავს და კიო ამერიკული საბაჯო დაიწყო პნევმატილური იარაღის შეჩერება და შემოწმება მაგრამ იარაღი ჩამოგივათ 1 კვირაში smile.gif მაგრამ ვერ ვხდები რატ უნდა ამერიკას შემოწმება რა მოდის აქეთ იტოგში ჩამოსვლით ჩამოვაო მაგრამ ერთი კვირით დააგვიანდება smile.gif ტაკშტო ვნახოთ
Hellados
rekshet
ბარემ მიუთითე რომელი გადამზიდით ჩამოგქონდა?
rekshet
camex-სით და მარტო ამ გადამზიდავს შეექმნა პრობლემები
Ex3
ამ ჩემს 1377ს დაზეთვა უნდოდა თურმე , ახლა ძაან ადვილად "იბერება" biggrin.gif
ვაითუ ვერ ჩამოვიტანო
რომ ჩამოვიტან ( თუ ჩამოვიტან , ისე არამგონია პრობლემა შემექმნას უბრალოდ მინდა გაფორმება არ დაჭირდეს რომ ქუთაისის აეროპორტში ჩავდივარ და არ მინდა იქ დაბრუნება მომიწიოს : | ) მერე ვაპირებ 459MT intermount ის და რამე იაფიანი ოპტიკის ან კოლიმატორის ყიდვას
Der Rote Baron
რამოდენიმე დღის წინ რაძი ინწირესა დავრეკე სააგენტოში და ვკითხე,
,,უნდა გაფორმდეს თუ არა პნევმატური თოფები? ე.წ კისტი''

მიპასუხეს, რომ ბრძანება არის შესაბამისი მაგრამ ჯერ ძალაში არ შესულაო.

,როდის შევა?''

არ ვიცითო.

,,ანუ რაც კანონით აკრძალული არაა ის ნებადართულია?''

არ ვიცი ბატონო ჩვენგან აკრძალული არაა მაგრამ პატრული რას იზამს რომ დაგინახოთ არ ვიციო.

,,კი მაგრამ! თუ არ არსებობს შესაბამისი კანონი (ან ბრძანება) ძალაში შესული, მაშინ პატრულმა რითი უნდა იხელმძღვანელოს რა უფლება აქვს?''

რავიცი ბატონო აბა smile.gif


* * *

მოკლედ აზრი აღარ ჰქონდა საუბარს
ja_ja
Der Rote Baron
არა აქ რომ ვწერდით ეგრეა და საგიჟეთში ვცხოვრობთ მეთქი არ გჯეროდა არა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Ex3
იმედია შემდეგ თვენახევარში არ შევა ძალაში ეგ კანონი )
kondrate
გამარჯობა! ახალი ვარ აქ.

c02 იარაღის ჩამოტანა მინდა. ნუ როგორც აქ გავიგე და თითქმის უმრავლესობა წერს ჩამოტანაზე ძალიან დიდი პრობლემებია. კანონი ვნახე: იარაღი რომელიც 4.5 კალიბრიანია. სიჩქარე 130კ/ს- და ნაკლები. შესაძლებელია ტარების უფლება გქონდეს)) მაგრამ საქართველოში ვართ, მიდი და გაიგე რა მოუვა თავში პატრულს მამენტ და რო გინახოს უეჭველი მოვა და შეგიმოწმებს. თუ ზევით აღნიშნული იარაღი გაქვს ვერ შეგეხებიან მაგრამ თავიდან პრობლემები შეიძლება შეგექმნას.

პრობლემა არაა უბრალოდ მათთან საუბარი დროის უაზროდ კარგვა. სააგენტოში ამაზე ინფორმაცია არ აქვთ საერთოდ არაფერი იციან.

არ ვერკვევი ჩაამოტანაზე, ანუ ფირმებს რო ჩამოაქვთ პროდუქტი უცხოეთიდან . აქ მოვისმინე რამდენიმე სახელი. რო შევუკვეთო კანონით დაშვებული პნევმატური იარაღი ჩამოვაა???
gregory
ციტატა(kondrate @ 6th August 2013 - 05:12 AM) *
კანონი ვნახე: იარაგი რომელიც 4.5 კალიბრიანია. სიცჰქარე 130კ/ს- და ნაკლები. სჰესადზლებელია ტარების უფლება გქონდეს))

kondrate
თავადვე წერ და თავადვე კითხულპბ? მოკლედ კანონი ისეა დწერილი, რომ ვისაც უნდა ისე იგებს. ამიტომ 100% გარანტიებზე აქ საუბარი ზედმეტია
kondrate
ციტატა(gregory @ Aug 6 2013, 06:27 AM) *
kondrate
ამიტომ 100% გარანტიებზე აქ საუბარი ზედმეტია



უბრალოდ ნერვების მომშლელია როცა არ იცი 100% ით! მსურს რომ ცო2 იარაღი მქონდეს მაგრამ რა პრობლემას გამოიწვევს არავინ იცის.
nihontoman
CO2 პნევმატიკის ტარება რატო უნდა გინდოდეს ადამიანს ვერ ვხვდები... უფრო სწორედ ვხვდები, მარა როგორც წესი, ეგ სურვილი კარგად გააზრებული არაა ხოლმე და კარგ შედეგამდე არ მიგიყვანს (გარდა იმისა, რომ ნახევარი კილო უნდა ათრიო ყოველდღე და ალბათ დღეში 20-30 კალორიიტ მეტი დაიწვება)

რაც სეეხება შემდეგს:

"რაც კანონით აკრძალული არაა, ნებადართულია" - ეს ჩვენთან პირიქითაა biggrin.gif რაც კანონით ნებადართული არაა, აკრძალულია. იდეაში ეს ასე არ უნდა იყოს, მარა საქმე - საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, ეგრე გამოდის...
r-O-m-A
გამარჯობათ აირგანელებო smile.gif კაი ხანია არ შემოვსულვარ და როგორც გადავიკითხე დაძრულა კანონი smile.gif
ja_ja
ციტატა
ანუ მანდ იგულისხმება ის რომ კი იყიდი მაგ პარამეტრებზე მეტის მქონე იარაღს და გაიფორმებ, მაგრამ სახლიდან გარეთ ვერ გაიტან, ვერც სანადიროდ წაიღებ და ვერც ვერაფერს ვერ უზამ, იგულისხმება რომ სახლშია მაგ დროს იარაღი რკინის შეიფში ჩაკეტილი. ძილის წინ გამოიღებ მოეფერები, დაშლი გაწმინდავ ააწყობ და ისევ სეიფში შეინახავ smile.gif

ანუ შემიძლია ვიყიდო მძლავრი პნევმატიკა და სახში მქონდეს? ჩამოტანაზე პრობლემა მოხსნა როგორც ვატყობ ხო? და კალიბრი 4.5 მხოლოდ? თუ სახლში შენახვით 5.5 იც დასაშვებია?
gregory
ციტატა(romamanjavidze @ 7th August 2013 - 01:23 PM) *
კალიბრი 4.5 მხოლოდ?

დიახ
r-O-m-A
gregory
crosman 1377 4.5mm ის შემოტანაზე პროლემა არ უნდა შემექმნას ხომ?
ja_ja
r-O-m-A
მაგარი ხარ რა smile.gif იმენნა მხოლოდ რაც შენ გინდოდა ის ამოიკითხე და დანარჩენი არ გაინტერესებს ხომ smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
ციტატა(romamanjavidze @ 7th August 2013 - 02:40 PM) *
gregory crosman 1377 4.5mm ის შემოტანაზე პროლემა არ უნდა შემექმნას ხომ?

r-O-m-A
ჩემგან ნუ ითხოვთ გარანტიებს smile.gif
წესით არ უნდა იყოს პრობლემა, მარა....

r-O-m-A
gregory
გარანტიას რანაირად ვითხოვ biggrin.gif გარანტია აქ რო ვიყიდე pcp მაშინ არ მომითხოვია გამყიდველისგან smile.gif

ja_ja
მომკალი და ვერაფერი ვერ გავიგე მაგ აბდაუბდა კანონიდან biggrin.gif ბოლოს თქვენი პოსტებიდან უფრო გავიგე რაღაც რაღაცეები მარა თქვენც ხან ერთს ამბობთ და ხან მეორეს და მეც ვეღარაფერი გავიგე biggrin.gif ხოდა შეგეკითხეთ გამოცდილ ხალხს smile.gif მინდა ჩამოვიტანო პნევმო შაშხანა ან ზემოთ ხსენებული კროსმანის 1377, იარაღი ქუჩაში საბოდიალოდ არ მინდა და არც ტყე ღრეებში, დიდი ეზო მაქ სახლისთვის მინდა მავნებლების მოგერიება, სანადირო თოფს ხოარ აგრიალებ ყოველდღე smile.gif მაგრამ ინაიდან ცოტა გაურკვევლობა მგონი ჯობია კროსმანზე გავრისკო, 60 $ მდე ღირს ამაზონზე, მე როცა ხშირი სტუმარი ვიყავი ამ ფორუმის მაშინ ტყვიების შემოტანაც იკრძალებოდა მგონი, ვეღარ გავიგე წინ წავედით თუ ისევ იმ სტადიაში ვართ?ცინა პოსტები გადავიკითხე და ხალხს 2 წლის წინანდელი გაუცემელი ნივთები დაუბრუნეს, შეიცვალა რამე თუ საბაჯოზე ადგილი აღარ აქვთ იძულებულები არიან დააბრუნონ ნივთები smile.gif))))
ja_ja
r-O-m-A
ციტატა(romamanjavidze @ 7th August 2013 - 04:16 PM) *
მარა თქვენც ხან ერთს ამბობთ და ხან მეორეს და მეც ვეღარაფერი გავიგე

აბა რავი, ჩვენც ვერაფერი გავიგეთ და იმიტომ. ისე წერია რომ მაგ სტანდარტები და კანონი იკითხება ყველა კუთხიდან და აღმაც და დაღმაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რეალურად ვინმეს რომ იარაღი ჩამოეტანა არ გვინახავს, ნუ co2 პისტალეტი 1-2 მა ფორუმელმა ჩამოიტანა და მგონი პრობლემა არ ჰქონიათ, მარა თოფი და ცოტა მოზრდილი ინსტრუმენტი ჯერ არავის დაუწერია რომ გამოიტანეს (ტოისტ ძველებს ვისაც გაჩერებული ჰქონდა გამოატანეს, მაგრამ ახალ ჩამოტანილზე რა მოხდება ჯერ გაგებაში არ ვართ, არც მომხმარებლები, არც მყიდველები და შენ წარმოიდგინე არც პატრული, სანებართვო და საბაჟო biggrin.gif, biggrin.gif biggrin.gif ), ასე რომ რაფეერ გითხრათ აბა რამე smile.gif

ჩვენ თვითონ ავიჭერით ყველა კუთხიდან smile.gif ვე-რა-ფერი ვერ გაგვიგია.

აი დაიადე, გარისკე და შენზე გავიგებთ მაგ ამბავს smile.gif მარა შენც ნუ გაქრები სხვებივით, თორემ უკვე 3-4 მა დაწერა დავუკვეთეთო და იმის მერე იმ ხალხის კვალი არ გვინახია smile.gif (არა და ყველას ვთხოვე არ გაქრეთ პასუხი დაწერეთ მეთქი) არ ვიცი სადმე პადვალში არიან ჯაჭვით დაბმულები, გააციმბირეს, თუ ჭკუა დაარიგეს არავის არაფერი უთხრათო smile.gif
WARNer brother
ციტატა(ja_ja @ 7th August 2013 - 04:01 PM) *
აი დაიადე, გარისკე და შენზე გავიგებთ მაგ ამბავს მარა შენც ნუ გაქრები სხვებივით, თორემ უკვე 3-4 მა დაწერა დავუკვეთეთო და იმის მერე იმ ხალხის კვალი არ გვინახია


ვაი, რა სასტიკი რეჟიმი მძვინვარებს და არც ვიცით...
გაწირეს ხალხი უმნიშვნელო რამისთვის sad.gif

r-O-m-A
ძალიან მაგარი ექსპერტები რო ყავთ მაგის ბრალია
r-O-m-A
WARNer brother
ja_ja
კარგი, მოვა ხელფასის დრო და მაგას წამოვიღებ smile.gifიმედია მეც სხვებივით არ გამაციმბირებენ smile.gif
LPFan
ეხლა ჩამომივიდა აირსოფტის იარაღი და არანაირი პრობლემა არ შემქმნია, გამოვიწერე ბესტექსით და არც პნემვატიურზე არ იქნება პრობლემებიო ესე მითხრეს, ამიტომ თუ ვინმე დააპირებთ გამოწერას ბესტექსს გირჩევთ smile.gif
ja_ja
LPFan
ნუ რომ არ დაიზარე და დაწერე დიდი მადლობა

მარაა smile.gif კაცოუ smile.gif აირსოფტი და პეინტბოლი ვააბშე სულ სხვა თემაა smile.gif ეგენი ბედნიერები არიანდა გულაობენ...

ამდენიხანი გავიდა და თოფი ვინმეს ჩამოეტანოს დღემდე არ მინახია smile.gif ჩვეულებრივი ჰარდ პნევმატიკა 4.5 კალიბრიანი თუ ვინმემ ჩამოიტანეთ თოფის ხელა და არა ცო2 პისტალეტი დიდი თხოვნაა დაწერეთ
azzy
ბესტექსით გამოვიწერე crossman 3576 და გააჩერა საბაჟომ ამ ეტაპზე არ ვიცი რას იმიზეზებენ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.