დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საბაჟოზე დაკავებული იარაღის დაბრუნება
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
ja_ja
კი შესაძლებელია მთავარია გადამზიდავი იყოს თანახმა, ჩვენს კანონს არანაირი პრობლემა არ აქვს, ოპტიკაზე
rekshet
biggrin.gif ანუ ეგეთი ამბავაი ახლობელი წავიდა აზერბაჯანში ტვირთის წამოსაღებათ და ვთხოვე ერთი პატარა პლასმასის პისტოლეტი ჩამოეტანა მაინტერესებდა რას იზამს საბაჯო და + დავაბარე ც2 ბალონები ანუ რო შემოვიდა საზღვარზე პლასტმასის პისტოლეტი ჩამოართველს ჯერ ატრიალეს მერე გადარეკეს სადღაც და ეუბნებიან დროებით ჩამოგართმევთ მაგასო არ შეიძლება იარაღის შემოტანა და კაიო ეგ ჩამოართვეს მაგრამ .... ც2 ბალონები გამოატარეს აი მაგაზე გამიკვირდა მეტად biggrin.gif

P.s ბოდიშით ფლუდისთვის biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ნუ ფლუდი არა, უფრო მინი ტესტი იყო ჩატარებული, რომელიც, გარკვეულ ინფორმაციას აშკარად ატარებს smile.gif

ისე საინტერესოა, პლასტმასის სათამაშოებისაც ეშინიათ? smile.gif
rekshet
ja_ja

რავი ალბათ ეშინიათ biggrin.gif მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიკვირდა რო ც2 ბალონები გაატარეს
ja_ja
rekshet
ციტატა(rekoshet @ 28th January 2012 - 06:09 PM) *
ყველაზე მეტად ის გამიკვირდა რო ც2 ბალონები გაატარეს

აი მაგასაც რომ პისტალეტის ფორმა ჰქონდეს და არა რაცხა გაუგებარი მოჭ*ლეტილთავიანი მილის... მაგასაც გააჩერებდნენ, ისე კი ვერ ხვდებიან რა ჭირია და სად უნდა გაიკეთოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Dave
გაგიმარჯოთ ყველას !!! საბაჟოზე გეუბნებიან ვერ გაგატანთ რეკომენდაციის გარეშეო და რეკომენდაციის გამცემი პირი არ არსებობს .... უბრალოდ სასაცილოა ამათი "ცირკაჩობა" უკვე რა !!!! დიდი ბოდიში, ვიცი რომ თემიდან გადახვევა არ შეიძლება, მაგრამ ბარემ ამ პოსტსვე მივაწერ smile.gif)))) "Trail NP XL 1500 (.177)" არავინ არ ყიდით რომ მომყიდოთ? როგორც ჩანს ესენი აგარც აპირებენ საბაჟოზე პნევმატურების გამოტარებას და გამოწერაზე პიქრიც ზედმეტია უკვე ....
rekshet
და რა რეკომენდაცია უნდათ ?
ja_ja
rekshet
ციტატა(rekoshet @ 24th February 2012 - 10:44 AM) *
და რა რეკომენდაცია უნდათ ?

არაფერი არ უნდათ, მიზეზობანაა smile.gif

Saint Dave
ციტატა(Saint Dave @ 24th February 2012 - 03:38 AM) *
როგორც ჩანს ესენი აგარც აპირებენ საბაჟოზე პნევმატურების გამოტარებას და გამოწერაზე პიქრიც ზედმეტია უკვე ....

გამოწერა არც სინჯო თუ ფული გადასატყრელი არ გაქვს smile.gif, შემოტანით კი ალბათ ოდესმე გაიხსნება რა smile.gif, რაც არ უნდა გიჟები იყვნენ ბოლოს ოდესმე მოგვარდება ეგ საქმე, თუ რა თქმა უნდა ჩვენ ვიყავით იმ მომენტისთვის ცოცხლები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
ადმინისტრაციული საჩივარი მაქვს შეტანილი შემოსავლების სამსახურში და ყოველ კვრას ერთი პასუხი ქონდათ: მომავალ კვირას შეგატყობინებთო. გავიდა ესე კაი ხანი და დღესაც რომ დავურეკე მეუბნებიან: გეზი უარს ამბობს გატანაზე და ჩვენ რა ვქნათო!!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გადავირიე კაცი, გეზი თქვენი დაქვემდებარებული სტრუქტურა არაა თქო?!
რაღაცეები იბუზღუნეს და მეუბნებიან: იქნებ დაელოდოთ სტანდარტების მიღებასო! biggrin.gif biggrin.gif
რას უნდა ელოდო მეთქი 15 თვის წინ უნდა მიეღოთ და კიდე 100 წელი რომ არ მიიღონ მეთქი?!
ხოოო... მაშინ საბჭოზე უნდა გავიტანოთ ეგ საქმეო.
გაიტანეთ რაღას ელოდებოდით თქო! გეზი რომ უარს მეუბნება მაგაზე არ ვჩივი მეთქი!
ისაო, ესაო... მომავალ კვირას ვერ გავიტანთ: მთავრობა ბათუმში მიდისო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მთავრობია რა შუაშია მეთქი, მაგათმა უნდა განიხილოონ საჩივარი თქო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არა, მაგრამ მაინცო.... biggrin.gif

მოკლედ ხან მეცინება და თან კი მაქვს გადებული მაგრად biggrin.gif sad.gif
დურდომია ბლიძ!
nihontoman
მდაააა, არც ვიცი სხვა რა ვთქვა... მართლა დურდომია, მარა იმედი მაინც მაქვს რომ მოაბავენ თავს რაღაცას. არადა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდებოდა და რომც მომხდარიყო, გრიგოლისნაირი ხალხი დიდ კომპენსაციას მიიღებდა...
nikusha90
საინფორმაციო სამსახურების ყურამდე რომ მივიდეს ეს ინფო რომ ამდენიხანია საბაჟო არ ატარებს ცოტა ფეხს ხომ არ აუჩქარებდნენ? ამაზე არ გიფიქრიათ? იქნებ რამენაირად მივწევდინოთ ხმა.....
ტელე სივრცეში მაინც სიმშვიდეა სალაპარაკო თემას ეძებენ მაინც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Dave
ზემოთ საინტერესო იდეა შევნიშნე smile.gif მგონი რომ გაამართლებს და უფრო საჯდომს გაანზრევენ ტელევიზიამ რომ გააშუქოს ეს ჩეპე
ja_ja
Saint Dave
nikusha90
ახლები ხართ ად დაწერილი ტექსტით და მიამიტური მიდგომით ასევე ვხვდები რომ ან ნამეტანი ტელე ცხოვრებაში ხართ ან ასაკით ახალგაზრდები ხართ smile.gif

მოდი რეალურად განვსაჯოთ, თქვენ საქართველოშI ნორმალურიჟურნალისტი გეგულებათ რომელიც მართლა ჩაწვდება საქმეს, დაინტერესდება ყველაფერს გამოიკვლევს, და ამომუწარ და დასაბუთებულ რეპორტაჟს გააკეთებს? გინდა იყოს ჟურნალი, გინდა გაზეთი, და გინდა რადიო და ტელევიზია?

ყველა ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ კარიერა გააკეთონ ხმაურზე და ვინმესთაც ჩაგორებაზე, ყველა რეპორტაჟს და სტატიას უბრალოდ მიწოდებული პრეს რელიზებიდან კითხულობენ და მორჩა საქმე smile.gif. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ვინმე ჟურნალისტი რომ მაგ საქმით დაინტერესდეს, ჯერესერთი ჩათვლის "კისტის თოფებზე" რა რეპორტაჟი უნდა გავაკეთოო, მეორე ჩათვლის რომ ბალღების გასართობზეა საუბარი, მესამე მიწერს სანებართვოს სამინისტროს და მიიღებს ოფიციალურ პასუხს, რამდენიც და როგორც გინდათ იყიდეთ შემოიტანეთ და გამოიყენეთო.

გვქონდა უკვე პრაქტიკაზე, პირდაპირ ეთერშI იყო სანებართვოს უფროსი გამოსული შარშან გაზაფხულზე, პრობლემა ოგორც ხვდები უკვე არსებობდა, მაყურებელი ურეკავს და ეკითხება პნევამტიკის შეძენა ჩამოტანაზე არსებული პრობლემები როდის მოგვარდებაო, პასუხი იცი რა იყო? (არ დაგავიწყდეს პირადპირი ეთერი იყო და თანამდებობის პირი იყო, რომელიც მთავარია სანებართვოებში).

- პნევმატური იარაღი... ნუ ეს ის არის ჩვენ რომ კისტის თოფს ვეძახითო, ამაზე არანაირი შეზღუდვა არაა ბნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს გაფორმების გარეშეო, ამისთვსი სანებართვოში მოსვლა საჭირო არაა პირდააპირ შეგიძლია შეიძინოთო.

ჯერ რომ ნორმალურ სიტყვას "პნევმატური იარაღი" კასცი თარგმნის ნუ ეს ისაა "კისტის თოფს" რომ ვეძახითო... ჯერ მგონი აქაა უკვე თემა მკვდარი smile.gif, მეორეცესერთი 1 წლის და 2 თვის განმავლობაში გავარკვიეთ რომ პოლიცია, სანებართვო, საბაჟი და შსს, ერთმენეთში არ ურთიერთობენ. პარლამენტმა მიიღო კანონი და უნდა სრულდებოდეს, სანებართვო იძახსი კი, შსს იძახის კი, საბაჟო იძახის არა. რის გამო იძახის არა...- ოოო პნევმატიკაა? მაგი არ შეიძლება smile.gif

აქაურებმა უკვე ჩვენი ნერვების მოშლა მივიღეთ, თქვენ თუ გაქვთ შემართება და აზარტი დაგვითმია ეს ასპარეზი, ოღონდ და შედეგი იყოს რა მნიშვნელობა აქვს,ვინ მიაღწევს საერთო საერო შედეგს?

P.S. ნუ სასამართლოს ამბავზე დაწერა გრიშამ, საბაჟოზე აქ ბიჭებს ნარბენი აქვთ, ჟურნალისტებე ვთქვი... რა დამრჩა?... ა ჰო ნუ კი ვხვდები რომისკენ მიმავალი გზები საითი მიდის და რომ ეს ყველაფერი სიტყვიერი ბრძანებაა smile.gif, ისიც ვიცი უფროსი რომ სიტყვიერად გავალებს, კაი ბიჭი ხარ და არ შეასრუო რავარია smile.gif, მოკელდ ყველაფერი ვსინჯეთ, აქ ზოგიერთი გვეკაჩავებოდა, კიდევათაც, მე ნაცნობები მყავს იმათ ჩავრევო იმას ვიზამო... ნუ რავი ჯერ ვერავინ ვერაფერი ქნა და .. smile.gif მოკლედ ბირთთიც თქვენია და მოედანიც smile.gif
Dave
თქვენი საუბრიდან გამომდიანე აზრი არ აქვს ესეიგი არანაირ მცდელობას სიტუაციის გამოსწორებისთვის ... ცოტა არ იყოს და ძალიან ოპტიმისტურად ხართ საქმის მიმართ განწყობილი
nihontoman
Saint Dave
ეგ იმიტომ რომ ყველანაირი მცდელობა უკვე იყო, რამდენჯერმე... შედეგი რა არის? არაც არაფერი... რომ გადახედოთ ფორუმს, მიხვდებით რამდენი იმედგაცრუება გვქონდა...
Dave
მდაა .....
ja_ja
Saint Dave
ციტატა(Saint Dave @ 24th February 2012 - 11:53 PM) *
ცოტა არ იყოს და ძალიან ოპტიმისტურად ხართ საქმის მიმართ განწყობილი

მაგას ოპტიმიზმი კი არა პესიმიზმი ჰქვია რომ არცერთი მხრიდან გამოსავალი არ ჩანს და იძულებული ხარ გაუგებრად იყო და გაუგებრობას ელოდო smile.gif

ნუ პლიუს რავარც გითხარი, ჩვენ შეიძლება უკვე ასევთქვათ დავბერდით და ბებერი მარაზმატიკოსებივით რაცხა ადეკვატურად ვაზროვნებთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ სცადოთ გარკვევა, თუ რაიმეში ჩართვა დახმარება დაგჭირდება, აგერ ვართ დაწერე და საერთო ინტერესეია ნებისმიერი დიდი სიამოვნებით შემოგიერთდება.. ოღონდ რაიმე პრაქტიკულზე თუ იქნება მიმდგარი საქნმე და არა თეორიულ განხილვაზე smile.gif
nihontoman
ja_ja
ციტატა
მაგას ოპტიმიზმი კი არა პესიმიზმი ჰქვია რომ არცერთი მხრიდან გამოსავალი არ ჩანს და იძულებული ხარ გაუგებრად იყო და გაუგებრობას ელოდო

მინდოდა ამაზე მეთქვა "ხომ მაგრამ ეს ხომ სარკაზმი იყო" - მაგრამ ეხლა ეჭვი მეპარება უკვე მაგაში და ასევე იმაშიც, რომ თვით შენი პასუხიც არაა სარკაზმი biggrin.gif


Saint Dave
ცადე თუ ხარ საკმარისად დაინტერესებული დაშეძლებისდაგვარად დაგეხმარებით, როგორც ბატონმა ჯაჯამ თქვა...
ilariona
ოპიატ პრა მორე.

ტელევიზიაში ბოლოს რომელი ინფორმაცია გაჟღერდა, რომელიც მთავრობას არ აწყობდა?

Dave
თუ არ ცადე ადამიანმა არც არაფერი გამოვა. ვისხდეთ მაშინ ესე და ველოდოთ როდის "გაუსწორდება" ვიღაც ღიპიან ბიძიას და როდის მისცემს იარაგის გაშვების განკარგულებას ... სხვათა შორის გუსჰინ მიტხრა ცჰემმა მეგობარმა რო იტალიიდან პოსტიტ გამოგზავნეს პნევმატური და ბავსჰვისტვის და ცჰამოვიდა ....
gregory
Saint Dave
შესაძლებელია ჩამოვიდა კიდეც! არაა გასაკვირი რომ გაეპარათ smile.gif
მე პირადად ყველა ღონეს ვხმარობ(ქუჩის აქციების, შიმშილობის და მსგავსი რამეების გარდა smile.gif ), მაგრამ ერთ ადგილზე ვბუქსაობ sad.gif
15 მარტს ეწურებათ ოფიცალურად და ამას ველოდები....
თავად თუ გაქვს სურვილი, იმოქმედე შენც, ვინ გიშლის smile.gif
Dave
და როგორ გაეპარათ? ანუ პოსტას არ ამოწმებენ იმდენად ???
ja_ja
Saint Dave
ციტატა(Saint Dave @ 25th February 2012 - 11:21 AM) *
სხვათა შორის გუსჰინ მიტხრა ცჰემმა მეგობარმა რო იტალიიდან პოსტიტ გამოგზავნეს პნევმატური და ბავსჰვისტვის და ცჰამოვიდა ....

არ გვინდა რა ეგეთი საუბარი, ძალიან მაგონებს ამასწინათ აირსოფტელების საიტზე ნანახ თემას და საუბარის. ნუ იქ მიდით ბიჭობო დაუკვეთეთ იმ კვირაში კანონი იქნება და სანამ ჩამოვა თქვენი თოფი მანამდე ყველა გზა ხსნილი იქნება.

იქ ბიძაჩემმა ჩამოიტანა უპრობლემოდ, აქ მე ვიცნობ იმას რომელიც გამომატანინებს და ასე შედმეგ.... ყველაფერი ეს არის, უაზრობა, და ხალხის ძალით შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

პირდაპირ გისვავ კითხვას, ხვალ ვუკვეთავ ამაზონზე 2500$-იან თოფს, და როგორ შენ ამბობ შენს მეგობარს ჩამოუვიდა ხომ პრობლემების გარეშე, ანუ შენს ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია დავუკვეთო და წყნარად ვიყო... თუ გააჩერა საბაჟომ გაუგებარი დროით იღებ შენს ტავზე პასუხისმგებლობას, რომ ან გამომატანინებ შენი მეგობარივით ან ამინაზღაურებ დახარჯულ 2500$-ს თავისი დაბეგვრის ღირებულებიანად? თუ არ ხარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვსი მაშინ ახლავე მოკალი ეს ბაზარი და მეორედ არ დავინახო ასეთი უაზრო ტექსტი.

ოდნავ მაინც გაიხედეთ წინ, რაღაცაას რომ ამბობთ ვიღაცაას იმედი აქვს და ელოდება, შეიძLება სასურველ ნიშნად მიღოს და მართლა რაიმე გამოიწეროს, ვინ აგებს ამ უაზრო განცხადებების გამო მერე პასუხს?

ციტატა(Saint Dave @ 25th February 2012 - 11:21 AM) *
თუ არ ცადე ადამიანმა არც არაფერი გამოვა. ვისხდეთ მაშინ ესე და ველოდოთ როდის "გაუსწორდება" ვიღაც ღიპიან ბიძიას და როდის მისცემს იარაგის გაშვების განკარგულებას

ეს კიდევ საერთოდ შეურაწყოფაა ფორუმელებისთვის რომლებსაც ნარბენი აქვთ საბაჟოზეც სასამართლოშიც და მაინც იგივე დღეში არიან.

თუ შენ მიგაჩნია რომ იმ ხალხზე მეტი გესმის კანონში, შეგიძლია გაარკვიო საქმე და გახსნა გზა, მაშინ გითხარი უკვე დაიწყე მეთქი ჩალიჩი და აქეთ ნუ შემოგვთავაზებ გაინძერით მე კიდევ შეგხედავთ ერთი რას იზამთო. გითმობთ ბატონო სამოქმედო გეგმას, კანონი და სასამართლო საერთოდ პრეცენდეტებზეა აგებული, გააჩალიჩე ისე რომ ერთი რეალური დოკუმენტებით დადასტურებული პრეცენდენტი გაიჩითოს და მთელს საქართველოს ეშველება.

აქ ვერავინ შესძლო მაგის გაკეთება და თუ შენნ გგონია რომ იქ ღიპიანი თუ ბანჯგვლიანი ვიღაცაა და კანონის ძალით მოახერხებ და უშველი საქართველოს, მაშინ აგერ ხართ და გელოდებით რას იზამ, მანამდე კი არ დავინახო არანაირი ასეთი ბავშვური განცხადება.

ციტატა(Saint Dave @ 25th February 2012 - 12:55 PM) *
და როგორ გაეპარათ? ანუ პოსტას არ ამოწმებენ იმდენად ???

ჯერ კიდევ საკითხავია ჰქონდა რომ მაგ ფაქტს ადგილი?

მოკელდ ასეთ უაპელაციო განცხადებას დავინახავ და ბანი ჩახუტებული გექნება.
Dave
ვინმეს ვუთხარი მე მიდი გამოიწერე რაც გინდა მე ვარ პასუხიმგებელი მეთქი ?! კითხვის კონტეკსტში დაწერილ წინადადებას მიაქციეთ თუ შეიძლება ყურადღება ... ავღნიშნე მომხდარი ფაქტი და მეტი არაფერი ... ფორუმი კი საერთოდ იმისთვის არის იდეაში რომ ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვას და იმსჯელონ ამა თუ იმ პრობლემაზე ... ვიღაცას თუ სუსტი ნერვები აქვს და ჩემი პოსტი აღიზიანებს, ჩემი პრობლემა არ არის ...

პ.ს ბატონო ჯაჯა თქვენ რაგაც ძალიან დიდი გართულება გაქვთ ამ ასაკზე, ბევრგან შევნიშნე თქვენი ესეთი უხეში დამოკიდებულება და რა საჭიროა ეს დიდაქტიკური განცხადებები ვერ ვიგებ ....
soso_k3
ჯაჯა სხვათაშორის მეც იგივეს ვიტყოდი, რამდენჯერმე ისეთი ეხეშად მომწერე რომ იმის მერე სულ გამიქრა სურვილი რამე დამეწერა ამ ფორუმზე. კი ადმინი ხარ და კარგათაც ხარ გარკვეული პნევმატიკის ამბებში და გაგიმარჯოს ღმერთმა მარა ახალბედებს ცოტა ისეთი პასუხი გაგვეცი ხოლმე რომ რაღაცა ინტერესი გაგვიჩნდეს ხოლმე რაიმეს გაგების.
ja_ja
აუ ეხლა ცხელ გულზე დავწერე კილომეტრიანი პოსტი და ბოლოს აღარ გამოვაქვეყნე....

კაცოუ რომ წერ ფორუმი ყველასთვის არისო, კი არის, მაგრამ რაც მილიონჯერ დაწერა განხილულა, იმის ხელახლა დატრიალებას რა აზრი აქვს თუ შედეგი ბოლოს ყველამ ვიცით რომ ერთი და იგივეა

იქნებ გადაგეკითხა მაგალითად აი ეს თემები
პირველი
მეორე
მესამე
მეოთხე

მაღიზიანებს არ მაღიზიანებზე არაა საქმე, ეს ის თემაა რასთანაც თამაში არ შეიძლება და რომ არ მოგეწონა ჩემი პასუხი და აენთე, ნუ დაგავიწყდება რომ მეც, გრიშამაც და ნიხომაც, მოვიწერეთ მაგრამ შენ არ გადაიკითხე, არ გაიაზრე და აქეთ დაგვმოძღვრე... სხვანაირად მე ვერ ვიგებ შენს დაწერილს

ციტატა(Saint Dave @ 25th February 2012 - 11:21 AM) *
თუ არ ცადე ადამიანმა არც არაფერი გამოვა


ამ ფორუმზე, კვირაში 20-30 კაცი რეგისტრირდება და თვეში მინიმუმ 5-დან 10-მდე ახალი წევრი თავს მოვალედ თვლის რომ ჭკუის დარიგებას მიყოს ხელი, თან მაინცა და მაინც ამ კანონთან მიმართებაში. არ არის სათამაშო თემა, ძალიან მტკივნეული თემაა, ან გაეცანი საკითხს ან შეეშვი.

ყველა ახალბედასთვის ვერ დავიყებთ თავიდან ერთი და იგივეს ახსნას, რომ მერიაშიც, სამინისტროშიც, სასამართლოშიც და საბაჟოზეც გვქონდა შეხვედრები, მაგრამ შედეგი რაც არის, სახეზე გვაქვს. არ გჯერავს და შეგიძლია შენთვითონ გაარკვიო მეთქი.

და რაც შეეხება

ციტატა(Saint Dave @ 25th February 2012 - 03:53 PM) *
ვინმეს ვუთხარი მე მიდი გამოიწერე რაც გინდა მე ვარ პასუხიმგებელი მეთქი ?!

შენ ვერ ხვდები და ასეთი განცხადებების გამო რომ მინიმუმ 6 ფორუმზე უაზრო განცხადებები ხდება, მერე ხალხი არ უკვირდება, ეგებ და მეც გამიმართლოსი, მირბის ყიდულობს და არის ერთი გაწამაწია. რომ ვხედავ იმ ფორუმების ადმინისტარციას რომ ფეხებზე ჰკიდია ეგ საკითხი და ასეთი თემები მიშვებული აქვს, იმიტომაცაა რომ ყველა ასეთ ყველა თემაში ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ ჭორები და სხვა დაუმტკიცებელი ფაქტები მწარედ ამოვძირკვოთ. 1.5 წელია უკვე ამაზეა საუბარი, ნებისმიერს მოეშლება ნერვები.

ნუ დაწერ ისეთ რაღაცას რაც მე ან სხვა ფორუმელს არ მოეწონება და არც სხვა დაწერს არაფერ ეგეთს.

ციტატა(Saint Dave @ 25th February 2012 - 11:21 AM) *
თუ არ ცადე ადამიანმა არც არაფერი გამოვა. ვისხდეთ მაშინ ესე და ველოდოთ როდის "გაუსწორდება" ვიღაც ღიპიან ბიძიას და როდის მისცემს იარაგის გაშვების განკარგულებას ...

კიდევ ერთხელ გადახედე აბა ერთი შენს პოსტა და მითხარი რამდენად ლამაზად გაქვს დაწერილი, როგორ უნდა გავიგო მართებულად? მოდის ახალბედა, ვუხსნით ასე ასეა საქმეო, ეს კიდევ არ კითხულობს არაფერს და იქეთ კიდევ გვმოძღვრავს...

შენ რამდენადაც ვხვდები ეს საკითხი საერთო პონტში გაინტერესებს (ზერელე გადასახედიდან - ნუ ტიპა თუ გაირკევევა რაიმე მერე მე შევძლებ ჩემთვის რაიმეს გამოწერას, და ეგებ ამ ხალხს ვაიძულო რამენაირად ამოძრავნენ დეა რაიმე გააკეთონ), და ხალხს ამასობაში ასეულობით და ზოგიერთს ათასობით ლარის ღირებულების საქონელი აქვს გაჩერებული საბაჟოზე, როგორო გგონია, რამდენად მართებულად გაიგებენ შენს დაწერილს? არ ინძრებიან, არ არკვევენ თუ....

P.S. ჩვენში დარჩეს ყველანაირი დამალვის გარეშე ასაკი დაწერე. სულ რომ 5 წლის იყო არანაირად არაფრის შეზღუდვას არ ვაპირებ, უბრალოდ თუ ხარ 18 წელზე, ნაკლების, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელდი, რომელიც ჩემგან არ მოდის.
Dave
რატომ გგონიათ რომ ამ ფორუმზე არაფერი არ მაქვს წაკითხული ? რაც იარაღის ყიდვის სურვილი გამიჩნდა სულ ამ საიტზე ვარ და სულ ვკითხულობ და სულ ძიებაში ვარ რა შეიძლება გაკეთდეს. რახან არ ვწერ აქ ვიყავი იმას ველაპარაკე ამას ველაპარაკე ესეიგი არაფერს არ ვაკეთებ და თქვენით მინდა სურვილი ავისრულო ? 20 წლის დავით ვაჭრიძე ... მიყვარს ბუნება,ბავშვობიდან მთელ ზაფხულს ტყე-ღეში ხეტიალს ვუმუღამებ, მიყვარს თევზაობა და ყოველ ზაფხულს ჩემ საყვარელ ადგილას სიონის წყალსაცავზე დავდივარ, რომელიც სავსეა არც თუ ისე უგემური ფრინველით და გამიჩნდა სურვილი რომ შევიძინო იარაგი რომლითაც ამ ჟინსაც დავიკმაყოფილებ ....
ja_ja
Saint Dave
ძალიან კაი ამ ყველაფერს რომ წერ, smile.gif, მაშინ გქონია ყველაფერი წაკითხული და რაღა საჭირო იყო...

ნუ მოკლედ გავიარეთ, გადავახტით ამ თემას, თორემ უაზრობაში გადავალთ.
gregory
დღეს დამიბარეს შემოსავლების სამსახურში: თქვენი საჩივარი საბჭოზე გადისო...
კი ვიფიქრე რა დროსია: ჯერ 12 დღე გარჩათ ვადის ამოწურვამდე, მაგრამ მაინც...
გზაში რომ ვიყავი მიშჩანინმა(ბოდიში ნიკი ზუსტად არ მახსოვს smile.gif ) დამირეკა და მითხრა, რომ ისიც დაბარებულია smile.gif
მოკლედ 3 -ზე იქ ვიყავით და მშვენიერი ადამიანი სოსო(მიშჩანინინი) გავიცანი! უაღრესად დადებითი, ალალი და ოპტიმისტი პიროვნება!
სოსომ მოამბო, რომ გუშინ საღამოს დაუკავშირდნენ და ამცნეს, რომ ხვალ იქნება განხილვაო...

დიდხანს ვიჯექით იქ , მაგრამ ბოლო არ უჩანდა მომჩივანების რიგს....
მე 24 ნომერი ვიყავი, სოსო 36, მაგრამ 3-ზე შეკრებილები 6-ზე მე-10 კაცს ვაცილებდით...
6-ზე კი გამოვიდ აახალგაზრდა და გვარებით მოგვმატთა. ჩვენც მივედით და აი პასუხი:
უკაცრავად, მაგრამ დღეს თქვენს საქმეს ვერ განვიხილავთ, რადგან ნიფორმაცია მოვიღეთ, რომ სტანდარტები მალე შემუშავდებაო
მე ჯანდაბას, მაგრამ სოსო, რომელსაც გუშინ დაურეკეს, ზესტაფონიდან ჩამოიყვანეს და 2 კვირაში კიდევ მოდიო უთხრაე... ამათ ი დედა რა! ვააბშე გარეკეს! უკვე დაცინვაზე გადავიდნენ!

კაროჩე არ ვიცი რა, რა იქნება და რამე, მაგრამ ძაან შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს და ვეცდები არ შევარჩინო smile.gif
dawiti
სტანდარტებში კიდე სულ ცალ ლეღვზე კიდიათ პნევმატური იარაღი sad.gif
cz80
gregory
ეეჰ..საღოლ შენს ნერვებს გრიშა...
ციტატა(daviti @ 2nd March 2012 - 10:01 PM) *
სტანდარტებში კიდე სულ ცალ ლეღვზე კიდიათ პნევმატური იარაღი

ეგა ზუსტად უბედურება sad.gif

ციტატა(gregory @ 2nd March 2012 - 09:39 PM) *
რადგან ნიფორმაცია მოვიღეთ, რომ სტანდარტები მალე შემუშავდებაო

ეს მალე როდისაა.. ზეგ? biggrin.gif ტფუიი ბლიინ
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 2nd March 2012 - 09:39 PM) *
მე ჯანდაბას, მაგრამ სოსო, რომელსაც გუშინ დაურეკეს, ზესტაფონიდან ჩამოიყვანეს და 2 კვირაში კიდევ მოდიო უთხრაე... ამათ ი დედა რა! ვააბშე გარეკეს! უკვე დაცინვაზე გადავიდნენ!

აი ეგ მაგიჟებს ამათ საქციელში, მარჯვენა ხელმა არ იცის მარცხენა რას აკეთებს.... ან რაღას იბარებ ხალხს, ან რას წვალობ, ან ხალხს რას აწვალებ.... გარეკვა შეიძლება რა.

ყვლაფერი იმის რალია რომ სტანდარტებისკენ იშვერენ ხელს, იმ სტანდარტებს კი რაცხა მიჩხაპნილი აქვს, და სინამდვილეში მაგათ არავინ არაფერს არ ეკითხება. თორემ ვინ შეარჩენდა რაცხა გაუგებარ ქეციან კანტორას 1.5 წელი კანონის აღსრულებაში ხელის შეშლას თავიანთი არაკომპეტენტური მუშაობის გამო. გაცილებით ნაკლებზე იჭერენ და იბარებენ ხოლმე ხალხს პროკურატურაში...

არა რა, აშკარად სუნი უფრო მაღალი ინსტანციიდან მოდის....
nihontoman
ციტატა
არა რა, აშკარად სუნი უფრო მაღალი ინსტანციიდან მოდის...


ჰა ეხლა აღიარეთ, რომელმა აირგანერმა აწყენინა ელიტას? biggrin.gif

ციტატა
ეს მალე როდისაა.. ზეგ?


რავი, იმედია ზეგ იქნება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მარა რავი, რავი...
Pancho
გამარჯობათ სუყველას.! ახალი არაფერია ჩვენს თავს?
ნუთუ ესე ხახვივთ უნდა შევარჩინოთ ამათ ეს ამბავი.
მე ვესაუბრე USA2Georgia-ს მენეჯერს ბ-ნ კოტეს. ფაქტიურად მაგათი თანხმობით შევუკვეთე და ეხლა იძახიან ჩვენ რა შუაში ვართო. როცა ვუკვეთავდი მაგათ ბლოგზე ჩამოტანა ნებადართული იყო და თანაც ოპერატორსაც ველაპარაკე ტელეფონით და მან თანხმობა დამიდასტურა (თან იძახიან სატელეფონო საუბრებს ვიწერთო). ჰოდა მე ვუთხარი მაშინ ფული დამიბრუნეთ მეთქი. ამაზე უარი მითხრეს და ხელი საბაჟოსკენ გაიშვირეს. Mაშინ მე იძულებული ვიქნები მეთქი სასამარტლოს მივმართო-თქო....
ხო არ ვუჩივლოთ კოლექტიურად USA2Georgia სასამართლოში მათზე ყველა ხარჯების დაკისრებით....
ja_ja
Pancho
ციტატა(Tengo Topuridze @ 14th March 2012 - 09:55 AM) *
ნუთუ ესე ხახვივთ უნდა შევარჩინოთ ამათ ეს ამბავი.

biggrin.gif რა რას მოითხოვ ამ რიტორიკული მოწოდებით biggrin.gif ხმლების გაშიშვლებას და ბრძოლას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Tengo Topuridze @ 14th March 2012 - 09:55 AM) *
ჰოდა მე ვუთხარი მაშინ ფული დამიბრუნეთ მეთქი. ამაზე უარი მითხრეს და ხელი საბაჟოსკენ გაიშვირეს.

ვერაფერსაც ვერ უზამ მარტივი მიზეზის გამო. Usa2Georgia მანდ არაფერ შუაშია. კანონი შეიძლება დღეს ნებას გრთავდეს და სანამ გზაშია რაიმე მანამდე აიკრძალოს, გადამზიდავმა რა ქნას? ის ემორჩილება კანონს და აბარებს საბაჟოს.

ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს საბაოს და მასთან უნდა გაარკვიოს საქმე, იქნება ეს სასამართლო, ნათესავების მოკითხვა თუ ხვერწნა მუდარა.

შეეშვით ამ გადამზიდავებისთვის პრავების კაჩავს ვერაფერს ვერ მიითებთ რაც არ უნდა სასამართლოთი დაემუქროთ, იმიტომ რომ იურიდიულად არასწორედ უდგებით საკითხს, იციან ეს გადამზიდავებმა და ეღიმებათ.

მოდი წარმოიდგინე რა მოხდება სასამართლოზე. მოვა გადამზიდავი, მიხვალ შენ.
-მოსამართლე ეკითხება გადამზიდავს რატომ არ მიეცი ტვირთი მოქალაქესო?!
-ის ამბობ საბაჟომ ტვირთი არაკანონიერად ჩათვალა და საქმის გარკკვევამდე დაიტოვაო. ახლა მოქალაქე უნდა მივიდეს და საბაჟოზე გაარკვიოს რა ხდებაო.
-მოსამართლე გეკითხება, იყავი საბაჟოზე რა გითხრესო?
- შენ პასუხობ რა მინდა საბაჟოზე, მე ამათი დედა ვატირე, ტვირთს არ მაძლევენ.
- მოსამართლე გეტყვის - გადამზიდავი კანონს დაემორჩილა ამას რას ერჩიო, ეგებ და ნარკოტიკები ან რაიოაქტიული ნივთიერება გადაგქონდაო? შეიძლება დასაჭერი ხარ საერთოდო
- ეუბნები ისევ მე საბაჟოზე არ ვყოოფილვარარ მაინტერესებს პასუხისმგებლობა აიღო გადამზიდავმა და ამინაზღაუროსო
- რაზეც ისევ გადამზიდავიც და მოსამართლეც გეტყვიან. იმ მომენტიდან როდესაც საბაჟომ საქონელი დაიტოვა პასუხისმგებლობა საბაჟოზე გადადის და გადამზიდავს ყველანაირი პასუხისმგებლობა ეხსნებაო. მიდი და გაარკვიეო. მანამდე კი სასამართლო დახურულია არამიზნობრივი მოთხოვნის გამო და სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება გეკისრება შენო.

მოკლედ თუ დაიკარგება ნივთი, მაშინ პასუხი უნდა მოსთხოვო გადამზიდავს, მაგრამ თუ ნივთი საბაჟოზეა მაშინ მორჩენილი საქმეა.

მაგალითისთვის ჩემს პირად შემთხვევას მოგიყვები. რაცხა ჩამომივიდა, საბაჟომ ვერ გაიგო რა იყო და გარკვევისთვის დაიტოვა. ეს მოხდა 2011 წლის ნოემბერში. გადამზიდავს რატომღაც ჩანაწერი არ აღმოაჩნდა და 4 თვეა მაბოლებს, აი ჯერ არ წამოსულა არ მოდის, გზაშია.... ბოლოს რომ გავიტრაკე2-3 დღის წინ, უი საბაჟოზე ყოფილა და გადი მოგცემენო.

გავედი საბაჟოზე - რადგანაც როგორც გითხარი ამ შემთხევვაში გადამზიდავს უკვე აღარაფერი მოეთხოვება. მივედი საბაჟოზე, დიდხანს ეძებეს ტრეკინგის ნომრით და ნახეს ჩანაწერი უი ნოემბერშია მიღებული აღრიცხვაზეო, ვაჩვენე ინვოისი ავუხსენი რეებია ამანათში... ააა ხო იასნია ბაზარი არაა წაიღეო, კაი მოიტათ მეთქი....

ეძებეს ზუსტად 2 საათი. გამოდიან და მეუბნებიან არ ვიცით სად წავიდა არ არის საწყობშიო. გადამზიდავთან ერთად გავარკვევთ რა და სად არისო.

ახლა აი მომენტს დაუკვირდი ჩემს კონკრეტულ შემხთვევაში გადამზიდავია დამნაშავე, იმის გამო რომ 4 თვე არ იცოდა რომ ჩამოიტანა. გამიშვა საბაჟოზე და ბოლოს იქ არ აღმოჩნდა. ანუ აკრძალული ან ნებადართული ნივთი რომ ყოფილიყო და საბაჟოს გაეჩერებინა და მე მქონოდა გასარკვევი საბაჟოზე ეგ სხვა რაღაცაა, ხოლო იმის გამო რომ უყურადღებობა გამოიჩინა გადამზიდავმა და პრაქტიკუალდ ამანათი დაიკარგა, მანდ უკვე გადამზიდავია პასუხისმგებელი. ყოველ შემთხვევაში, საბაჟოსთან ერთად გაარკვიოს სადაა ნივთი ან ამანათი ჩამახუტონ, ან გადაწყვიტონ ერთმანეთში ვინ უნდა აიღოს ანაზღაურება თავის თავზე.

ანუ ჩემს შემთხვევაში ნივთი დაიკარგა, საბაჟოზე დაიკარგა თუ სად ეგ არარ მაინტერესებს, მე სადაც გამიშვეს იქ არ არის, პლიუს დროში აცდენა მომცა, მაგრამ საბაჟოზე რომ ყოფილიყო და მებაჟეებს ეთქვათ არ მოგცემთ არ შეიძლებაო, ჩემს ფეხებს გავუტრაკებდი გადამზიდავს.

შენ კაკრაზ ეგ ეტაპი გაქვს. შენ დარწმუნებული ვარ ჯერ საბაჟოზეც არ ყოფილხარ და არ იცი აქვთ შენი ნივთი მიღებული თუ არა, ეგებ და გადამზიდავი გაბოლებს და გეუბნება საბაჟოზეაო, სიმანდვილეში კი საბაჟო გაგებაში არაა რომ ეგეთ ცილს სწამებენ. მაშინ ბაზარი არაა გადამზიდავია დამნაშავე, მაგრამ თუ საბაჟოეა შენი ამანათი, ტყულა მუშტების ქნევას გადამზიდავის მიმართულებით შეეშვი არაფერს მოგიტანს ნერვების და ფინანსების ხარჯის გარდა.

Pancho
საბაჟოზე ვიყავი 2011 წლის მარტში (როცა ჯერ კიდევ დადინის 30ში იყვნენ) და საბაჟოს უფროსს ბატონ აკაკი დოლიძესაც ველაპარაკე ჩემი ნივთის შესახებ. პასუხი რაც იქნებოდა ყველამ კარგად ვიცით....
რაც შეეხება ისტორიას მოგახსენებთ, რომ ამაზონიდამ გამოვიწერე Crosman Pro 77 27, 2011 წლის 24 თებერვალს და რომ ჩამოვიდა უსა-მ მითხრა რომ შენი ნივთი საბაჟოზეა გაჩერებელიო, თუმცა მანამდე ზუსტად ერთი კვირის წინ უპრობლემოდ გამოვიტანე უსადან ბერეტა ელიტე 2!!!
თუ გადამზიდი არაფერ შუაშია, მაშინ გამოდის რომ მე სანამ შეკვეთას გავაკეთებდი უნდა დამერეკა/მიმერთა საბაჟოსთვის დამატებით და მეკითხა შემეძლო თუ არა პნევმატური იარაღის ჩამოტანა?! მიუხედავად იმის რო USA2Georgia-ს ოფიციალურად დაშვებული (!) ქონდა თავის ბლოგზე რომ პნევმატური იარაღის ჩაამოტანა შესაძლბელია უპრობლემოდ! პლუს იყო სატელეფონო საუბარი ოპერატორთან, რომელმაც დამიდასტურა რომ არავითარი პრობლემა არ არსებობდა იმ პერიოდისათვის პნევმატური იარაღის ჩამოტანასთან დაკავშირებით. მე შემიძლია სატელეფონო საუბრის ზუსტი თარიღი მივუთითო და ამოწიონ ჩანაწერი ჩემო ბატონო....
და თუ გადამზიდავმა ამის შესახებ ყურმოკვრით მაინც იცოდა, ვალდებული იყო ეს ინფორმაცია დაედო ბლოგზე და ხალხი წინასწარ გაეფრთხილებინა რომ ეს სათუოა და ამ შეემთხვევაში გადაემისამართებინა საბაჟოსკენ!
რა თქმა უნდა მე იურიდილად ნამდვილად არ ვიცი რამდენად სწორია ამის გაკეთება! ალბათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეულწილად პასიხსმგებლობა USA2 Georgias-საც ეკისრება.
აქედან წმოვიდა ეს აზრი სასმართლოსთან დაკავშირებით, თორემ შიშველი ხმლებით და "პრავის კაჩავით" ტყუილა არავინ არ აპირებს ბრძოლას გადამზიდავდთან.....
ja_ja
ნუ ბლოგზე ედოთ თუ არა... ხომ ხვდები ეგ არაა იურიდიული დამადასტურებელი და თავს აარიდებს, ან მოიტყუება არ მქონია ეგეთი ინფორმაცია დადებულიო.

ეგენი კი არა მტავრობის რომელიმე სააგენტოდან როდესაც გაძლევენ რაიმე დოკუმენტს ელექტრონული ფორმატით იმას აწერია არ აქვს იურიდიული ძალაო და აქ კი საეთოდ ბლოგზეა საუბარი, რომელიც მილიონჯერ შეიძLება შეიცვალოს.

რაც შეეხბა 1 კვირით ადრე ველაპარაკე - ნუ მაგაზე გითხარი შეიძLება იყო ნებადართული გითხრა კი ბაზარი არაა წამოიღე და ამასობაში სანამ მაგათთან ჩავიდა და აქაურ მებაჟეებს შეხვლა უკვე შეიცვალა წესები. ნუ მებაჟეს ახატია როდის დაუკვეთე, მაშინ იყო ნებადართული თუ არა. ეგრე მეც ერთხელ ვაკაჩავე საბაჟოზე, გადამზიდავმა ერთი ტვირთი დააფვიანა 150$-იანი და მეორე ტვირთთან ერთად გამოუშვა ისიც 150$-იანი იყო შედეგად განბაჟება შემტენეს, მიუხედავად იმის რომ ვიცოდი, მაგრამ მაინც ფეხებს ვფშიკავდი გადამზიდავთან 1 კვირაა ჩასულია იმან დააგვიანა წამოღება მეთქი. კაროჩე გცვახატიაო, ერთ დღეს გადმოკვეთა ორივემ საზღვარი და განბაჟება გეკუთვნისო. ანუ შენს შემთხვევაშიც ეგრეა რა, 1 კვირის წინ შეიძLებოდა და 6 საათის წინ ახალი ბრძანება მივიღეთ არ შეიძლება. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და შეუძლებელია წიანსწარ იწოდე შეიძლება ესა თუ ის ნივთი თუ არ შეიძლება.

წიანსწარი ინფორმაცია თუ ჰქონდათო - წინასწარი ინფორმაცია რომ ჰქონოდათ ალბათ გეტყოდნენ, ახლა ჩვენი ჯინი ხომ არ სჭირს მაგ U2G-ს smile.gif. თან გაითვალისიწნე ის რომ 1 კვირით ადრე გამოიტანე სულაც არ ნიშნავს იმას რომ მანამდე შეიძლებოდა. არ შეიძლება 2011 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ან გამორჩა მებაჟეს (ნუ წიპა ეძინა, ან როდესაც სკანერში გადიადა შენი ტვირთი ვიღაც ძუძუებიანმა ჩაიარა და იამს გააყოლა თვალი biggrin.gif), ან როგროც ჩვენთან ხდება ხოლმე, ერთმა სმენამ იცოდა, მეორემ არა და ასე შედმეგ...

მოკელდ ჩვენა ბატონო შენს მხარეზე ვართ, პირიქით გვინდა რომ გამოიტანო, თუ გასატრაკებელია გაატრაკო, მაგრამ ტყუილა არასწორი მიმართულებით რომ არ იჩალიჩო მეთქი გეუბნები გადამზიდავი ყველანაირად მაღტალია და რომც მოედავო ტავს დაიძვრენს მეთქი. თუ რაიმე პრეტენზია საჩივარი გაქვს, საბაჟოს უნდა მიმართო თუ გინდა რომ თავიდანვე მართებულ გზას დაადგე.

minchanin
გამარჯობათ ყველას. 2 მარტის სიახლე ბატონმა გრიგოლმა უკვე აღნიოშნა. მე მხოლოდ დავამატებ რომ, მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ საკითხი ერთ კვირაში, კვირა ნახევარში გაირკვევაო, დღემდე მათგან არაფერი პასუხი არ მიმიღია. გარდა ამისა, მე ოფიციალური პასუხიც კი არ მაქვს საშემოსავლო სამსახურიდან, მიუხედავად ჩემს მიერ გაგზავნილი განცხადებისა და საჩივრის საშემოსავლო სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ სასამართლოსთვის მიმემართა, და 10 მარტს, გადავიხადე სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და გავაგზავნე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ველოდები პასუხს.
koknar
Pancho
ჩემი აზრით გადამზიდავი პასუხს აგებს მხოლოდ ტვირთის ტრანსპორტირებაზე და არანაირად არ გაიცხელებენ ტვინს თუ შენს მიერ ნაყიდი საქონლის შემოტანა აკრძალულია. ის ფაქტი რომ მაგათ საიტზე რაღაცა ჩამონათვალი ჩნდება ხოლმე საქონლის შემოტანაზე ან აკრძალვაზე ეგეც მაგათი კეთილი ნებაა, დარწმუნებული ვარ საერთოდ არ არიან ვალდებულნი რამე გირჩიონ, შენ რო იძახი მაშინ საბაჟოზე დამერეკაო და მეკითხაო იქაც ეგრე გეტყოდნენ ანუ, შენ დარეკავდი მებაჟე გეტყოდა კი იყიდე პრობლემა არააო სანამ შენი ტვირთი ჰაერშია ამდროს ვეღაცა ჩინოვნიკი თავს მოიფხანს და რაგაცა მითითებას დაწერს, მიხვალ გამოსატანად და მაინც შარში იქნებოდი. ანუ პრობლემაა ის რომ შენ არ იყავი ინფორმირებული დროზე და ორგანოები კიდე თავს არ იცხელებენ ინფორმაციის გავრცელებით, ისედაც ბევრი საქმე აქვთ. იდეაში ამ სარჩელებმა შეიძლება ცოტა დააჩქარონ პროცესი მარა არ ვიცი არ ვიცი.... არ გეწყონოს შეიძლება უადგილოდ ვხუმროფ მარა 'ცისფერი მთები' გულდასმით გადაათვალიერე და ზუსტ ანალოგიებს დაინახავ smile.gif sad.gif
Pancho
აბა არ ყოფილა საშველი და ველოდოთ ამინდს ზღვასთან......... wub.gif
Pancho
minchanin
რამე სიახლე ხომ არ არის თქვენსკენ?
gregory
ციტატა(Tengo Topuridze @ 16th March 2012 - 03:39 PM) *
minchanin
რამე სიახლე ხომ არ არის თქვენსკენ?

Pancho
ან არ იცით სასამართლოს მუშაობის პრინციპი, ან ძაან სულსწრაფი ხართ: ესეთ მოკლე დროში რა უნდა იყოს სიახლე? ჯერ შესაძლოა არც ისაა გარკცეული თუ რომელ მოსამართლეს დაეწერა საქმე. შესაძლოა საერთოდ არ მიიღოს სასამართლომ, შესაძლოა ხარვეზი აღმოჩნდეს.... ასე. რომ 2 კვიერა მაინც სიახლეები არ იქნება

gionozadze
მოკლედ არაფერი ახალი არაა ამ თემასთან დაკავშირებით ხომ?

ვინმეს ხო არ მიგიკითხავთ ამ სტრანდარტიზაციიც თუ რაც არის სამსახურითვის ვინც ეს ჯანდაბა რაღაცა სტანდარტი უნდა შეიმუშაოს? მანდ რას ამბობენ რა გვინდაო?
ja_ja
gionozadze
ბოლო პოსტები წაიკითხე? თარიღს დაპოსტვისას შეხედე?
EnDeL
gionozadze

გადახედეთ ამ თემებს

1. ცვლილებები კანონში
2. კანონი გაიჭედა, ეგებ და დავეხმაროთ
3. ნებადართული კალიბრი პნევმატიკისთვის, აზრები ხმამაღლა
4. საბაჟოზე დაკავებული იარაღის დაბრუნება ამ თემასაც პირველი გვერდიდან თუ წაიკითხავთ შეიძლება პასუხები იპოვოთ იმ კითხვებზე რაც ეხლა გიჩნდებათ smile.gif
gregory
როგორც იცით ჩემი საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადა 15-ში ამოეწურა შემოსავლების სამსახურს. ხოდა დღეს ვურეკავ და ვეუბნები რატომ არ მცემთ პასუხს, ვადებს რატომ არღვევთ მეთქი.
იქიდან პასუხი: რას ამბობთ, 15-ში გამოგეგზავნათ პასუხი და როგორ არ მიგიღიათო!
მე ვუთხარი, აბა გამოგზავნის ნომერი მომეცით და მე თვითონ მოვძებნი საქართველოს ფოსტაში მეთქი.
იქიდან: ეგ ნომერი არ გვაქვს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, თუ არ მოგივათ აქ გაბრუნდება და ხელახლა გადმოგიგზავნითო. ოღონდ ეგ როდის იქნება ჩვენზე აღარაა დამოკიდებული, ხომ ხედავთ ფოსტა რა ცუდად მუშაობსო!
ეხლა ფოსტას აბრალებენ, არადა როგორც გავარკვიე ფოსტაში ჩემს სახელზე ჯერ არაფერი შესულა sad.gif

ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 20th March 2012 - 11:28 AM) *
ეხლა ფოსტას აბრალებენ

მიზეზები არ დაელიათ რა smile.gif
foxi
ეგ კიდევ რა არის გრიგოლი,ჩემ დისშვილს გერმანიიდან მოწვევა მოუვიდა და 3 თვე მალავდნენ,არ ჩამოსულაო. სასწავლებლიდან იყო მოწვევა. ასე რომ არაფერიც არ გამოუგზავნიათ მაგ უსინდისოებს.
minchanin
გამარჯობათ, მცირე სიახლე - დამინიშნეს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 28.03.12 წ. 14სთ და 30 წთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ja_ja
ვაა საინტერესოა... აბა ამასწინათ რომ გამოგიშვეს მაინც იქნება კანონიო... მდაა სტრანნი ამბებია, ველოდებით სულმოუთმენლად.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.