rekshet avto866 მე თქვენი ვერ გამიგია თუ კითხულობთ იმას რასაც ინტერნეტში ნახულობთ?
სად წერია რომ საბაჟო გაუგებრობის საკითხების გარკვევას მოახდენს პარლამენტი? საუბარია იმაზე რომ შსს-მ წამოწია ახალი იდეა, ვინც დასახლებულ პუნქტში (ანუ ფანჯრიდან, სახლის სახურავზე, საკუთარ ეზოში) დაიწყებს სროლას დაჯარიმდება 200 ლარითო. აი ამ წამოწმებას განიხილავს პარლამენტი, მიიღონ ასეთი დაჯარიმება თუ არ მიიღონ (ნუ იდეაში გასაგებია ყველასათვის რომ მიირებენ).
აქედან გამომდინარე რა მოგეწონათ და რა ჩათვალეთ რომ ყინული დაიძრა? პირიქით გაიყინა ყინულოვანი პერიოდივით ყველაფერი. ნიტოშტო შემოტანის საკითხი ჰაერში კიდია, ახლა აქ რაც გაქვთ ხელში იმის გამოყენებაც არ შეგიძლიათ დასახლებულ პუნქტებში.
მიჩნდება კითხვა თუ აანალიზებთ იმას რასაც კითხულობთ? სათაურს მაინც დააკვირდით -
დასახლებულ ადგილებში პნევმატური იარაღიდან სროლაზე ჯარიმა წესდება თუ თქვენ თვალები დაცქვიტეთ ამ პუნქტზე:
ციტატა
კანონპროექტითვე, სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები ასეთი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაამტკიცებს
ეს კიდევ გაუგებარია რას ნიშNავს? კანონი სულ სხვა ორგანოს ავალდებულებს ამ საქმის გაკეთებას, ეს ერთი, მეორე პარლამენტამდე რომც მივიდეს და მართლა რომც გადაბარდეს შსს-ს, ეს საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მეეჭვება მოხვდეს, დარჩა აპრილი მაისი. ზაფხულში არდადეგები აქვს, პარლამეტს, შემოდგომაზე, არაფერს აღარ განვიხილავთო, რადგან ოქტომბერში არჩევნებია და პრაქტიკულად უაზრობა გამოდის, პარლამენტის მუშოაბაო, მერე სანამ არჩევნები იქნება, მაგათი გაცნობანობა, ბლატაობა... კაროჩე არ მინდა პესიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ თუ მართლა შსს-ს უნდა დაევალოს ეს საქმე, საკითხი კიდევ მინიმუმ 1 წლით გადაიდო!
დავიჯერო ამას მარტო მე ვხედავ?