Der Rote Baron ციტატა(George @ 13th November 2010 - 11:35 PM)

alt და cntrl რო აწვებ ერთად და მერე delete-ს ხო აგდებს ფანჯარას კი იცით რა ფანჯარაცაა,
ეხა რო ვაწვები აი ამას მიწერს ,,Task maneger has been disabled by your administrator''
როგორ გამოვასწორო?
ეგ გარანტირებულად ვირუსია.
მოკლედ ვირუსის ამწერმა არ იცის ტასკ მენეჯერში როგორ დამალოს ვირუსი, შესაბამისად მცოდნე კაცმა რომ გამოიძახოს ტასკ მენეჯერი, მიხვდება ჩამონათვალში როპმელი სოფტია ზედმეტი და დაკილავს. ეგ რომ არ მოხდეს, მაგიტომაც ტასკ მენეჯერის გამოძახებას გითიშავს. სისტემ განსხვავებას ვერ ნახულობს ადმინმა გათიშა თუ ვირუსმა და გამოაქვს ერთი და იგივე დურაკული შეტყობინება რომ შენს კომპზე ადმინმა აკრძალა ამ პუნქტის გამოძახება

მკურნალობა მარტივია, ან რეესტრიდან უნდა ჩაასწორო ერთერთი პუნქტი, ან MMC უნდა გამოიძახო და გაასწორო სისტემის პარამეტრები შენს ჭკუაზე.
ახლა MMC-ს ახსნა მეზარება ამიტომაც აგერ რეესტრის მოკლე ინსტრუქცია:
Start>Run>Regedit>OK
გამოსულ პროგრამაში გადადი 3 განყოფილებაში (ნუ რიგრიგობით იასნია):
HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System
HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System
HKEY_USERS\.default\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System
მანდ ნახე პუნქტი DisableTaskMgr დეფაულტად WIN-ში ან საერთოდ არ არსებობს ეგ პუნქტი, ან მაგას აქვს მნიშვნელობა ნოლი "0" რაც იმას ნიშნავს რომ ნებადართულია მაგის გამოძახება, ვირუსის, ან ადმინის მოქმედების მერე მაგ პუნქტი იღებს მნიშვნელობას ერთიანს "1"
ანუ გამოიყურება აი ასე:

შეგიძალი გადააკეთო მნიშვნელობა ნოლზე, ამისათვის დააწკაპუნე მაგ პუნქტზე ორჯერ და გამოსულ მეინუში ჩაწერე ნოლიანი, ან ყველაზე მარტივია პროსტა წაშალე ეგ პუნქტი და მორჩა საქმე