დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ისევ და ისევ IT პრობლემები :D
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
Davitus
nihontoman

არ ყენდება, რამდენიმე მოდელზე მაქვს ნაცადი, უმეეტსი ანდროიდ ტაბლეტი (ნონეიმები) საერთოდ ვერც აღიქვამს.

თუმცა რაღაც დრაივერები გააძრეს ფორუმ.ჯიზე სასტავმა, იმუშავა თუ არა გამართულად მაინც არავინ დაწერა, შენ მაინც დაძებნე, არ მახსოვს რა თემაში იყო

ასე მოძებნე

google search: მაგთის მოდემი ანდროიდზე site:forum.ge
bazuka
ja_ja
კვერცხობაა და განსაკუთრებით რაიონებში, აი მაგთის პირველი სტაფილოსფერი მოდემო ხომ გახსოვს?
აი მაგით ფილმიც კი გადმომიწერია, ტორენტიდან biggrin.gif (ხო კაი ეხლა რა გაცინებს) ოღონდ მართლა და ოღონდ 600MB მთელი ღამით
, იყო ერთი პერიოდი
მართლა ულიმიტო. ხოდა შარშან, დავტოვე ეგ მოდემი და აღარ წავიღე, და კი გახსოვს ფორუმზე დაპპსტვა მიჭირდა
არც ჯეოსელს, არც მაგთის და ბილაინი ვისდაკარგვია, არცერთს არ აქვს ამ ერთიბეწო ქვეყანაში ნორმალური ინტერნეტი.
ja_ja
bazuka
მობილ ოპერატორების ინტერნეტი მხოლოდ თბილისში მუშოაბს ასე თუ ისე მისაღებად, რაიონებში კი არა ხშირად ოდნავ ცენტრალურ უბნებს რომ გასცდები ეგრევე H+ ქრება და იწყებს გამოჩენას H მერე 3G მერე G და ბოლოს no connection smile.gif

რამდენჯერ მიგინებია, მაქვს 60 გიგაბაიტი ინტერნეტი ნაყიდი და ოდნავ რომ დაგჭირდება ჩემი ფეხები ვერაფერში ვერ გამოიყენებ, სულ ჭედვები და რწყევები აქვს.... ბლიაძ რა
name
დახმარება მჭირდება ვინსაც გესმით, ერთი ასეთი გაუგებრობაში ვარ, კერძოდ "jquery" ვერ ავამუშავე,



ამ ვიდეოში როგორცაა ისე ვაკეთებ ყველაფერს, და არმარტო ამ ვიდეოში სხვა სკრიპტები სადაც "jquery" ფიგურირებს,

მაგრამ არცერთ ბრაუზერში არ მუშოაბს კოდი, ვფიქრობ "jquery" მაქვს რაღაც პრობლემა მე ან ბრაუზერებს??
ჯავსკრიპტის მზა ფუნქციები მუშოაბს მაგრამ როგოც კი "jquery" შეურევ უკვე აღარ მუშოაბს კოდი,

სურათები თვალსაცინოებისთვის,


geojorjika
მოკლედ კითვვა რა მაქვს იქნებ ვინმე ერკვეოდეს



ასეთი DVR-ით , რომელსაც აქვს ფუნქცია რომ ქსელში მყოფი კამერებიდან ვიდეო სიგნალი ჩაიწეროს, რეალ თაიმშ აჩვენოს და კომპიდან შენც შეგიძლია ეს ნახო, არის შანსი რომ ქსელში არამყოფი კომპიდან მაგ ჩემი სამსახურის ან ავსტრლიაში ვინმე აბორიგენის კომპიდან რომ ვნახო იგივე გამოსახულება რასაც ლოკალურ ქსელშ ვნახულობ? ჰო ვგულისხმობდა მატებითი სერვერებისდა მისი მსგავსების გარეშე.

კიდევ რომელი ჯობია DVR-ი თუ NVR-ი? და რატომ?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 25th November 2013 - 09:06 PM) *
არის შანსი რომ ქსელში არამყოფი კომპიდან მაგ ჩემი სამსახურის ან ავსტრლიაში ვინმე აბორიგენის კომპიდან რომ ვნახო იგივე გამოსახულება რასაც ლოკალურ ქსელშ ვნახულობ?

ებიჯო შენ თვითონ თუ მიხვდი რა დაწერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თუ იმ აბორიგენის კომპი ქსელში არაა და ავსტრალიის უდაბნოში აგდია, რაფრა უნდა მიუერთდეს შენს DVR-ს? მაინდ კონტროლით?



ე ბიჯო ნუ ხარ კიუ, და კუკუ smile.gif კითხვა მაინც დასვი ადეკვატურად ბლიაზ smile.gif ანუ შენ მე რასაც ვხვდები შენს კულულებიან ტვინში (ტოისტ "შალომ" მოზგებში), შეკვეცილად გულისხმობდი რომ იმ აბორიგენის კომპს ინტერთან მაინც აქვს კავშირი, მაგრამ შენს შიდა ქსელთან იასნია არ აქვს კავშირი და თუ მოხერხდება რომ შენს შიდა ქსელში არსებული რანმცხა სერვერი რომ დეინახოს იმ დასაფსობმა ავსტრალიელმა აბორიგენმა smile.gif

ე ბიჯო მთელი სამყარო ეგრე მუშაიობს და მუშაიობს და იობს, და იობს smile.gif

ანუ შენს შიდა ქსელს ხომ აქვს ინტერთან გასასვლელი, სიტყვაზე ჩერეზ როუტერი ხომ იღებ ინტერნეტს. შედეგად გაქვენ რაცხა გარე, ანუ ინტერნატიონალი IP (სხვანაირად რაფრა აგიხსნა ნე ზნაიუ smile.gif ), ანუ შენს კომპს შიდა ქსელში მაგალითად აქვენ IP მისამართი 192.168.1.18, მეორე კომპს, ნუ ვთქვათ ნოუთბუქს 192.168.1.19 და ასე შედმეგ, ვთქვათ გაქვენ 20 კომპი სახლში,

მაგრამ ნებისმიერი მათგანიდან რომ გახვიდე ინტერნეტში და ვთქვათ შეხვიდე საიტზე http://www.whatismyip.com/ ეგრევე ჩაგახუტებს რომ შენი IP სამყაროსთვის არის... ნუ ვთქვათ 176.73.77.56. ანუ ყველა შენს შიდა კომპს მსოფლიო ხედავს როგორც ერთ კოპს. რეალში კი მსოფლიო ხედავს შენს როუტერს, მაგას აქვენ მინიჭებული მაგ IP. და ეგ აკეთებს რუტინგს, ანუ შიდა მისამართების გადაკეთებას გარე მისამართებად, პაკეტებად დაგზავნას, მერე პასუხის მიღებას და იცის რომელი პაკეტი რომელ შიდა IP-ს გაუგზავნოს.

ეგრევე ხედავს სამყარო სხვა შიდა ქსელსაც. ეს ასე ვთქვათ პასიური ქსელებია, ანუ მხოლოდ თუ შიდა ქსელიდან რაიმე რესურსი იქნება მოთხოვნილი როუტერი აგზავნის პაკეტს იმ მისამართზე და პასუხის მიღებისას იცის რომელ შიდა კომპს ან მოწყობილობას გადაუგზავნოს.

ახლა გავართულოთ საქმე - კიმაგრამ ვთქვათ და ვიღაცა გარედან შენს ქსელთან წვდომას აპირებს, მაგალითად WEB ჰოსტინგის კომპანია ხარ და გინდა რომ შენს სერვერზე განთავსებული საიტები დაინახონ ხალხმა. იცი რომ ყველა ბროუზერი აკითხავს მე-80 პორტს, შედეგად ადგები და გაწერ ასეთ წესს:

ყველა კომპი გარედან რომელიც მოითხოვს კავშირს პორტთან 80 გადამისამართებული იყოს შიდა ქსელში განთავსებულ სერვერზე რომლის IP მისამართიც არის 192.168.1.15.

ვსიო ყველა ვინც გარედან აკრიფავს ბროუზერიდან ზემოთ ხსენებულ IP მისამართს http://176.73.77.56 მოვა შენს როუტერამდე, როუტერი კი მიხვდება რომ HTTP პრატაკოლი გინდა არ გინდა მუშაობს მე-80 პორტზე, შედეგად უნდა გადაამისამართოს შიდა სერვერზე 192.168.1.15

ვსიო აეწყო ინტერნეტი smile.gif

პორტი ბევრისთვის არის, გაუგებარი ცხოველი, ვერ იგებენ საიდან მოდის რა არის, 21-ე პორტი, 22, 80, 443 და ასე შედმეგ. მარტივი გასაგები რომ იყოს პორტი ჩათვალე არის, პროგრამის ციფრული სახელი, ან სერვისის, ან რომელიმე მოწყობილობის, რომელიც შესაბამისი ციფრული აღმნიშვნელით მოსულ პაკეტებს ელოდება და მხოლოდ მაგ პაკეტებზე ახდენს რეაგირებას.

ახლა ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ რა უნდა ქნა შენ იმისათვის რომ სახლში აწიო სათვალთვალო სისტემა და აფრიკაში სამსახურეობრივი მივლინებისას დააკვირდე შენს ჩაკეტილ ბუდკა სახელოსნოში ხომ არ შეიპარა დოქტორ შაპხაუზენი შიგნით და ხომ არ აპირებს შემთხვევით ტრანსკლუკატორის გამოჩახვას შენი ნებართვის გარეშე smile.gif

ამისათვის კითხულობ DVR-ის ინსტრუქციას და ნახულობ შიგნით, დეფაულტად რა პორტი და IP მისამართი აქვს გაწერილი. პორტი შეგიძლია დაუტოვო უცვლელი (არამგონია ახლა შენ დაკავებული გქონდეს პორტები, ვაბშე აქამდე გაგებაში არ იყავი რა ხილი იყო, ასე რომ შაეშვი მაგის შეცვლას smile.gif ), ხოლო IP მისამართი უნდა მიუსადაგო შენი შიდა ქსელის პარამეტრებს.

ამის მერე, მიდიხარ როუტერის კონფიგურაციაში და იქ გაწერ, რომ ყველა მოთხოვნა გარე ქსელიდან რომელიც იქნება ამა და ამ პორტზე, გადამისამართებული იყოს შიდა ქსელში განთავსებულ DVR-ზე რომელსაც აქვს ესა და ეს პორტი.

იდეაში საუბარია პროსტა 3 გრაფაზე

1) პირველში წერია ხოლმე რომელიმე IP, ან რეინჯი რომლიდანაც ნებას რთავ ვინმეს მოკითხვის უფლება ჰქონდეს. მარტივ როუტერებში პროსტა, ან დაბლოკილია ეს პარამეტრი და გულისხმობს Any-ს (ანუ ყველას), ან შეგიძლია ამოირჩიო ორი მნიშვნელობიდან ერთერთი Any ან ერთერთი კონკრეტული IP

2) მეორე ველში წერ პორტის ნომერს ნუ ვთქვათ 8888 (რაც შენს DVR-ს აქვენ), ანუ ეს პორტი თუ იქნება გარე ქსელის კომპიდან დასახელებული სად უნდა გაუშვას როუტერმა პაკეტი

3) საბოლოო ველი, იწერება იმ შიდა კომპის, ან აპარატურის IP რომელზეც უნდა იყოს პაკეტი გადაგდებული, ნუ ვთქვათ 192.168.1.15

4) ნუ რა თქმა უნდა უნდა იცოდე შენი გარე IP მისამართი, როგორ გაარკვიო, მაგი ზემოთ დავწერე ვთქვათ შენი გარე IP არის 176.73.77.56

შედეგად ეს ყოლიფერი თუ გაწერილი გაქვს, პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, სიტყვაზე ბროუზერში კრიფავ მისამართს http://176.73.77.56:8888 და არიქა! დიდება ზარატრუსტრას, შენ აღმოჩნდები შენი DVR-ის web ინტერფეისში საიდანაც წყნარად შეგიძლია უთვალთვალო დოქტორ შაფხაუზენიც მზაკრულ იდეებს smile.gif

P.S. იკითხე ბუმბერაზი კლასიკოსები ბლიაზ! smile.gif
geojorjika
ja_ja
ბიძია მაგ ადგილას ხომ დამარტყი, ერთი და იგივე ადგილას ნუ მირტყამ მტკივა biggrin.gif

ააააააა დანარტყამზე არ დამარტყათქო ხომ გთხოვე biggrin.gif biggrin.gif

ჰოდა ეგეთ გორლაზე რომ ხარ მობრძანდები და თავად გააკეთებ biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 25th November 2013 - 10:56 PM) *
ჰოდა ეგეთ გორლაზე რომ ხარ მობრძანდები და თავად გააკეთებ

ი ნი პადუმაიუ smile.gif
bazuka
ციტატა(giorgi @ 25th November 2013 - 10:56 PM) *
ჰოდა ეგეთ გორლაზე რომ ხარ მობრძანდები და თავად გააკეთებ

biggrin.gif
bazuka
მოკლეთ აქ დავწერ რაა, თუმცა ვთვლი, რომ ამ თემასთან კავშირში არაა მარა მაინც


რამდენად რეალურია ასეთი კეისის ხელით გაკეთება ??
სრულფასოვანი ATX მაზერისთვის biggrin.gif

ja_ja
bazuka
ნებისმიერ სარეკლამოში ორგმინას აჭრებინებ (საიდუმლოდ სახელს დავწერ და მიხვდები Beqa)

დალშე ვინტები და ბოლტებია იმედია კლუჩები გაქვენ სახლში, სტანოკს ბევრი რამ თუ არ შეუძლია იმედია ის მაინც შეუძლია რომ ვთქვათ ბრინჯაოს ექვსკუთხედს შუაში ხვრელი დაადოს.

დალშე რა დარჩა ... очумелые ручки! smile.gif
geojorjika
bazuka
ორგმინა ეფი ნამდვილად არაა როგორც მახსოვს და კარგად დათვალე ხარჯები თუ გიღირს , იქნებ მზა იყიდო
bazuka
ja_ja
ხო, მეც მაგას ვფიქრობ smile.gif

geojorjika
ბიჯო, რაც მე მინდა ის ჩვენთან არ იძებნება
და იქიდან ჩამოტანა დაჯდება მარტო იმდენი, რო რავი
(30.5cm x 24.4cm) ესაა მაზერის ზომა ჰა კიდე +10-15სმ და რაუდა ღირდეს 1მ2 ორგმინა



ისე ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ, რამე სოფელიც არმინდა გამოვიდეს
და ინტერნეტშიც ვერ ვნახე ნორმალური
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 27th November 2013 - 04:28 PM) *
ორგმინა ეფი ნამდვილად არაა როგორც მახსოვს

ე ბიჯო ამას რა დიდი სქელი ორგ მინა უნდა 1 და 2 სანტიმეტრის სისქის ნაღდად არ უნდა.. 3-4 მილიმეტრი ყელში ამოუვა, უფასო არ იქნება, მარა არამგონია უსაშველო ფასი ღირდეს...
nihontoman
ანდენი ხანია ეგ იდეა მაწუხებს biggrin.gif ძაანაც კარგი გამოვა იმხო
geojorjika
shonia82
შველებით კი ეშველება მარა აქ რა შუაშია?

ბარემ ერთი კითხვაც რა

მოკლედ მჭირდება 2 სახის კაბელის ყიდვა 0.22 კვეთით , 4 წევერით და 8 წვერით (6–ანი მინდა მარა ვერ ვნახე)

არის ორი ალტერნატივა : 1)ერთ მთლიანი წვერია შიგნით და 2)მრავალწვერიანია , კაბელმა უნდა გაატაროს დაბალი გაფართების ვიდეო, დაბალი ხარისხის აუდიო და პატარა პატარა სიგნალები

რომელი ვიყიდო და რატომ?
ja_ja
ატრაკებ რა ამ 6 და 8 წვერით. ჩემტან სამსახურში მთელი თვალთვალის სისტემები და დაშვების სისტემებია აწყობილი და ყველაფერი 4 წვერზე მუშაობს, ბოლო ბოლო 2 კაბელი გაუშვი და მიირებ 8 წვერს.

რაც შეეხება მრავალწვერიანი თუ ერთ წვერიანი, მანდ პასუხი ერთია, მხოლდო და მხოლოდ მრავალწვერიანი. ჯერესერთი ნაკლებად დაზიანებადია წვრილი ზაფევის გამო, მეორეც ერთ წვერიანზე რომ ამბობ შენ სავარაუდოდ კომპის ქსელის ГЕЗ კაბელს უყურებ, მაგისთვის კიდევ რეზკი მიხრა მოხრები და 90 გრადუსიანი კუთხეები დიდად რეკომენდირებული არაა. მრავალწვერიანს კი ახატია ეგ პრობლემა.

იდეალში კი უნდა ითრიო ეკრანირებული კაბელი თუ გინდა ნორმალური ხარისხი, ეკრანირებული კაბელი კიდო ძვირი ღირს , თუმცა იბეიზე ადრე ვნახე 25 და 50 ფუტიანი ხვია იყიდებოდა 2-3-ჯერ იაფად, პროსტა ვიფიქრე ვიფიქრე და მეთქი მაგდენი რა ჭირად მინდათქვა...

დაძებნა უნდა და იპოვი.
geojorjika
ja_ja
ეხლა ეგეც აგვიხსენი რატომ ეკრანირებული ბარემ და ავშენდებით smile.gif

ja_ja
6 და 8 წვერს რაც შეეხება აუდიო, ვიდეო და კვება ცალ ცალკე კაბელებია ამ CCTV-ზე და რა ვუყო ეხლა
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 27th November 2013 - 11:47 PM) *
ეხლა ეგეც აგვიხსენი რატომ ეკრანირებული ბარემ და ავშენდებით

იმიტომა ლამაზო რომა გარე სამყაროში არსებულმა ელექტრო მაგნიტურმა ველმა არ შეიტანოს ეგრეთწოდებული "პამეხები" და "ნავოდკები".

მაგალითად მაგ შტუკის კაბელი თუ გაივლის 220-ის კაბელთან გვერდზე და ის 220-ის კაბელი დატვირთვის ქვეშაა (მაგალიტად ფეჩია მიერთებული), მაშინ მაგ კაბელს კაი გემრიელი ელექტრო მაგნიტური გამოსხიება ექნება (დიდ მანძილზე არ ვრცელდება, მაგრამ იმ 1-2 სანტიემტრზე კი მოქმედებს სადაც შენი დაშვების სისტემის კაბელი გაივლის).

თუ კორპუსის ძირითად კაბელთან მოხვდება უფრო სერიოზული პრობლემა იქნება და ასე შედმეგ...

ჩვენთან სამსახურში ეგრე მოვიდნენ უვიცი ტიპები და დააყენეს ეგეთი დაშვების სისტემები და მთელი პლატები და კაბელები გაუშვეს შემომავალი კაბელის შახტაში. იმენნა დღე არ გადიოდა რომ სისტემა რამდენჯერმე არ გაჭედილიყო, არ დაკიდებულიყო, ხან მონაცემებს არ ატარებდა და იყო ერთი ამბავი. მე რომ მოვედი და ვნახე ეგ ყველაფერი პლიუს იქვე დაყრილი კაბელის ნაჭრები ვნახე და აღმოვაჩინე რომ ელიავას პონტის კაველი იყო ალუმინის ფოლგის გარეშე (ანუ არაეკრანირებული) ეგრევე ვთქვი პამეხების ბრალია მეთქი. იასნია იმ ქაჯმა კანტორამ არ დამიჯერა smile.gif

დააძრეს Vai Phone რაცხა სოფტი ჰქონდა და დაატარებდა ტელეფონს კაბელებზე... აი ხომ ხედავ არაფერს არ აჩვენებსო smile.gif ლამის სახლში წავედი რომ ჩემი ჟანგიანი ნაჯახი წამომეღო მაგ ტიპის თავში ჩასარტყავად smile.gif რამდენი ავადმყოფია ბლიაძ smile.gif ამ დედა აფეთქებულ VAi Phone-ს მახასიათებლებში სადმე უწერია მანიცა რომ ელექტრო მაგნიტური დეტექტორი აქვს smile.gif რამდენი დაქლიავებულია ბლიაძ ჩაწერა სოფტი და იმას არ უკვირდება რომ აპარატურული ნაჩინკაც საჭიროა, ან მე ვეგონე ლოხი და რადგანაც Vai Phone-ს დავინახავდი მეგონებოდა რომ დონეა smile.gif მარა ნე ტაკ ტო ბილო smile.gif:

ჩვენებს ჰქონდათ მაღალი ძაბვის კაბელების გასასინჯათ რაცხა გერმანული აპარატი, გამოვატანინე და ისარი იმენნა გადაიღუნა smile.gif შკალას გასცდა და აგრანიჩიტელის ღერძს იმენნა ტკაცანით დაეჯახა smile.gif მაგის მერე 2 კვირა იჩალიჩეს გამოიტანეს კაბელები გარეთ, სადღაც 3 მეტრი მოვაცილეთ შახტას და ყველაფერი ამუშავდა.

ახლა დასკვნები შენ გააკეთე. ელიავას სასტავი ეკონომიას აკეთებს, არაეკრანირებულ კაბელს კაპიკებად თრეულობენ და გარსიც თხელი აქვს. ნორმლაურის კიდო გარსიც სქელი აქვს (ჩვენთან ზოგი გოიმი ბრონირებულს ეძახის smile.gif ), და ალუმინის ფოლგაც ჩაყოლებული აქვს რომ სადმე რაიმე გადაკვეთა რომ იყოს დენის მავრთულთან არაფერი არ აიკიდოს. ეგ კი რავარც გაჩვენე ძვირი ღირს. ახლა დალშე შენ რაფრა აყვები მაგაშია საქმე.

ისე 6 წვერიანი, მაგრამ არაეკრანირებული საკმაოდ კაი ფასად არის აი აქინე, ნუ დალშე თუ ევრეისკი "ჟაბა" არ დაგახრჩობს ქე იცი რაც უნდა ქნა smile.gif

P.S. ისე მე მინდა CNC-სთვის 4 წვერიანი ეკრანირებული კაბელის დათრევა და რავი თუ მოიფიქრებ ცოტა ბევრს ავიღებ და მერე გავინაწილოთ... 152 მეტრი აგერ იყიდება, პროსტა მსუბუქი აშკარად არ იქნება და წონის ფასიც დაემატება. პროსტა მაგდენი კაბელი მგონი ორივეს ერთად არ დაგვჭირდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სად გავიკეთოთ დარჩენილი ადინ ხრენ ივო ზნაიტ smile.gif
geojorjika
ja_ja
ჰოო მე ერთი 100 მეტრი დამჭირდება სავარაუდოდ , გააჩნია მაგას რა წონა ექნება smile.gif
ja_ja
დღეს გამახსენდა რომ შენს საყვარელ ტიტანში აქვთ კაბელები, შევიარე ვკითხე და 26 AGW დამიფასა მეტრა 3 ლარი ბლიაძ სულ გარეკეს
geojorjika
რა ამბავია smile.gif მე რისთვისაც მივედი მან კაი ფასშI ვიყიდე და შენც გაყიდინე და სუსი ეხლა biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 28th November 2013 - 05:08 PM) *
და შენც გაყიდინე და სუსი ეხლა

ნუ არა რაც კაი იყო კაი იყო, მარა ნუ მაგიტომ დავწერე ადრე ეგ მაღაზია და სიიაფე ჩემთვსი წარმოუდგენელთან ასოცირდებათქვა, მე ვერც კი მოვიფიქრებდი რომ მანდ ეგეთი შტუკები მეკითხა smile.gif რომც დამენახა გვერდს ავუვლიდი.

კსტატე იქვე საუბარს მოყვა რომ აუ რატომ ყიდით ხომ ვიცხას უნდოდაო
- მერე რომ უნდოდა არ მოვიდა და როდემდე ველოდოთო, ვინც ადრე მოვიდა ის წაიღებსო
მერე რომ ვარჩევდი იქ დამტვრეული რომ არ შემხვედროდა ტიპმა ნელნელა თქვა, ეს ახლაა რომ იაფად ვყიდით თორემ ადრე 50 ლარი ღირდა ცალიო smile.gif
geojorjika
აბა ცხელ ცხელი კითხვა მოვიდა

მოკლერ კამერის ენერგო მოცმარება რის 12V 0.5A

ასეთი კვების ბლოკზე შეერთებისას რომელიც არის 12V და 2A პრობლემა არ აქვს ირთვება და მუშაობს ჩვეულებრივად



მაქვს ასევე ასეთი კვების ბლოკიც და რაიმე სხვაობა არის ამათ შორის?



ხომ არ დაწვავს კამერას?
ja_ja
უკაცრავად მუსიეეეე... და IT რა შუაშია აქინე??? smile.gif
geojorjika
ja_ja
აბა ელექტრო პრობლემების თემა გაქვენ? smile.gif
bazuka
geojorjika
მანდ ერთადერთი რაც დაწვავს, არის ის, რომ იყოს ცვლადი ან მუდმივი დენის კვების ბლოკები
ცვლადი ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ნანახი, კაუკასუსის დსლ როუტერს ჰქონდა ზიქსელის ფირმისას.
და დაეწვა, მანამდე აზრზეც არვიყავი, რომ ცვლადი დენის ბლოკებიც არსებობდა და არც დავკვირვებივარ
ისე ვთხარე დელინკის იგივე მონაცემების შტეკერი და ბლოკს როუტერიც მივაყოლე და მივბუგე. biggrin.gif
geojorjika
bazuka
არა ორივე მუდმივია ეგ ვნახე

ცვლადი მეც ეხლახანს ვნახე ოირონიქსის დაცვის სისტემის დედაპლატას ქონდა 13.8 ვოლტი ცვლადი დენი , საიდან მოიტანეს ას სირებმა ეს ციფრი და რატომ ვერ გავიგე smile.gif
Power_VANO
geojorjika
თუ ორივე მუდმივია და სპეციფიკაციაც ემთხვევა, არაფერი არ მოუვა მაშინ smile.gif
geojorjika
Power_VANO
სპასიბა გავაკეთე უკვე, ემპირულად დადასტურდა biggrin.gif
omega
გამარჯობათ. თუ იცით ვინმემ აი ლეპტოპს როგორც აქვს WIFI ეგეთი რამე ნაწილი თუ იყიდება კომპში რომ ჩავაყენო და WIFI მოდემით ეგრევე დაუკავშირდე ინტერნეტს და არა კაბელით. და სავარაუდოდ რა ეღირება
gregory
omega
ეგეთები ოხრადაა
თუნდაც D-Link Wireless Adapter/ DWA-525 802.11n 108Mbps PCI Adapter
ალტაში აქვთ და სადღაც 25 ლარი ღირს smile.gif
სხვებსაც ექნებატ. ვაერლეს ადაპტერი უნდა იკითხო PC-თვის
omega
გაიხარე
gela
მოკლედ ხალხნო მჭირდება რჩევა. სახლში მაქვს ნეტი, რუსთავში არის ასეთი ,,CGC'' ხოდა ვიყიდე tp link wi fi ადაპტერი რომ ლეპტოპზეც მქონოდა ნეტი, რომ შევაერთე ადაპტერში ქსელის კაბელი და მერე ადაპტერიდან კომპში აღარც კომპში მქონდა ნეტი და ვაიფაიმაც ბოდიშიო, მერე გამოვიძახე ვინცა მოყვასი, ჩავუკუჭე შარვლის უკანა ჯიბაში ,,15 ლარიანი'' კუპიურა biggrin.gif და გაასწორა , მას შემდეგ კომპშიც მქონდა ნეტი და ვაიფაიც იჭერამდა,,

ხოდა გავიდა ჟამი და გამოხდა ხანი, ახალი წლის შემდეგ რანცხა აურია პარამეტრებმა თუ რა მოხდა, ვაიფაი აღარ მაქვენ, და აღაც კომპში არის ნეტი. აგდებს გვერდს სადაც მითითებულია ჩემი იპ მისამართი და ვგონებ რანცხა პარამეტრები მექნება ჩასასწორებელი, არა და ტპ ლინკიდან რომ გამოვაძრობ კაბელს დ პირდაპირ კომპში ვაფეთებ, კი არის ნეტი მარაააა, ვაი ფაი რომ ფააფუ?? sad.gif ისევ უნდა გამოვიძახო მოყვასი და ჩავუკუჭო 15 ლარიანი კუპიურა თუ როგორ ვქნა? ვინმემ რომ ამიხსნას რა და როგორ? ჩემით ვერ გავაკეთებ?


არა და რაღაცეები მესმის თქო ვამბობდი, biggrin.gif ვაიფაი რომ დავაყენე, ჩემით შევუცვალე ტპ ლინკსაც სახელი და პასვორდიც მივეცი : ))
ხო კიდევ რა გავაკეთე, ვინაიდან და რადგანაც ვაიფაი აღარ იჭერამდა, ადაპტერზე აი ჯადოსნური კნოპკა რომ აქვს, იმას მივაჭირე დიდ ხანს და ჩამოვყარე ქარხნულ პარამეტრებზე, აბა ვინც იცით ამ სფეროში რანცხა და ერკვევით, ეგება და მირჩიოთ რაიმე sad.gif
Shalva32
gela

რა ინტერნეტი გაქვს, ოპტიკურ- ბოჭკოვანი თუ dsl - ი?

"CGC" არ ვიცი, მაგრამ კავკასუსი მაქვ მე, და ინტერნეტს გაწვდიან პირდაპირ მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორზე, რომელსაც mac მისამართი ქვია. ანუ ყველა კომპს აქვს თავისი უნიკალური მისამართი, რომელიც დედაპლატაზე მწარმოებელმა "მიაწერა" უშუალოდ დამზადების დროს. შენი tp-link როუტერი ცოტა უფრო ჭკვიანია, ვიდრე ჩვეულებრივი გამანაწილებელი. მაგ როუტერს გააჩნია თავისი mac მისამართი და თუ გინდა მაგაში შეერთებულ მანქანებს ჰქონდეთ ინტერნეტი, "CGC" უნდა გაწვვდიდეს ინტერნეტს მაგ შენი როუტერის mac მისამართზე.
ჩემი აზრით ახლა პრობლემა იმაშია, რომ შენი კომპიუტერის mac მისამართზეა მოწოდებული ინტერნეტი და ამიტომაც რომ აერთებ პირდაპპირ კომპში, "CGC" ცნობს შენი კომპის mac მისამართს და გაწვდის ინტერნეტს. ახლა შენი tp link როუტერის მაკს ხედავს და გონია უცხო კომპიუტერი .

სავარაუდოდ უნდა დარეკო შენი ინტერნეტ მომწოდებლის ცხელ ხაზზე და ოპერატორს უთხრა, რომ გაქვს როუტერი და მაგის mac ზე გამოუშვით ინტერნეტიო. თუ მთავარი კაბელი შეერთებულია როუტერში, ისინი დაინახავენ მაგ მისამართს. თუ ვე დაინახეს, მაშინ უნდა გაიგო შენი როუტერის mac მისამართი. ამისათვის გახსენი ბრაუზერი და ჩაწერე 192.168.1.1 და სეხვალ შენი როუტერის კონფიგურაციაში და იქ ნახავ რა მაგ მისამართს, რაღაც ამდაგვარი ფორმატია: A1-12-F6-8F-60-47.


P.S. ეს ყველაფერი გითხარი კავკასუსის შემთხვევაში, არ ვიცი შენი პროვაიდერიც მსგავსი მექანიზმით მუშაობს, ამიტომ არავინ არ გინდა, 15 ლარიც ფულია smile.gif, დარეკე ცხელ ხაზზე და დაგეხმარებიან smile.gif
gela
Shalva32
მადლობა შალვა, საღამოს რომ მივალ სახლში ვცდი აბა
და ეს მაკ მისამართი ხელით რომ გავუწერო, არ იმუშავებს? ანუ ის მაკ მისამართი რომელიც კომპშია, როუტერის შეერთების შემთხვევაში ჩემით ვერ შევიყვან ახალ პარამეტრებს?
Shalva32
gela
გაიხარე, შეძლებისდაგვარად გაარკვიე რა ინტერნეტი გაქვს და დაწერე smile.gif.

ვე მივხვდი, შენ გინდა რომ როუტერს შეუცვალო მაკ მისამართი და იგივე მისცე რაც კომპიუტერს აქვს?
gela
Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 7th January 2014 - 04:35 PM) *
შენ გინდა რომ როუტერს შეუცვალო მაკ მისამართი და იგივე მისცე რაც კომპიუტერს აქვს?

კი მაგას ვგულისხმობ, სიჯისიც იგივე პრინციპით მუშაობს როგორც კავკასუსი, ფაქტიურად კავკასუსია, პროსტა ასე დაირქვეს რუსთავში მაგათ წარმომადგენლებმა : ))
Shalva32
gela

ტპ ლინკს არ ვიცი, მაგრამ d-link dir 300 - ს აქვს მაკის კლონირების ფუნქცია, ასე რომ შესაძლებელია წესით. მაგრამ ფაქტიურად არ გჭირდება. რომ დარეკო და უთხრა რა მაკიც გიჩანთ ახლა მაგაზე გამოუსვითო, როუტერი მაქვსო და ვაი ფაიც მინდაო, წესით პრობლემა არ უნდა იყოს. ოღონდ ჯერ როუტერში უნდა სეაერთო მთავარი კაბელი.
gela
Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 7th January 2014 - 05:56 PM) *
რომ დარეკო და უთხრა რა მაკიც გიჩანთ ახლა მაგაზე გამოუსვითო, როუტერი მაქვსო და ვაი ფაიც მინდაო, წესით პრობლემა არ უნდა იყოს


საქმეც ისაა რომ მასე არ შვებიან, მე მაქვს ზუსტად რა ქვია, ერთი კომპისთვის განკუთვნილი პაკეტი, სპეციალურად აქვთ მასე გაკეტებული რომ სხვა კომპზე როუტერით არ გაიყვანო, ანუ ჩისტა გრუზინულ ბიზნეს პონტია რა, მაგრამ არიან ტიპები ვინც ისე ანავაროდკებენ რომ კიდიათ მაგათი შეზღუდვა და შესაბამისად გაქვს კომპშიც ნეტი და გაქვს ვაიფაიც, და შეგიძლია სხვა კომპიც ატაკო თავისუფალ ადგილას როუტერზეც, ანუ რა პრობლემას ვამბობ მიმიხვდი ? : )
მე მიმნდა ამ შემთხვევაში ჩემით მოვანავაროდკო : ))
Shalva32
gela
QUOTE (gela @ 7th January 2014 - 06:03 PM) *
რა პრობლემას ვამბობ მიმიხვდი


კი როგორ ვერ მივხვდი : ) მაგრამ უფლება არ აქვთ რომ არ ქნან. მაგისაგან თავს ვერ დაიზღვევენ. ეგებ როგორც შენი სემთხვევაა, 2 კომპი მაქვს და როუტერი იმისთვის მინდა, რომ ვაი ფაი მქონდეს და სულაც არ ვაპირებ ვინმეს გავუყო ინტერნეტი? : )თუ არ მომცეს ნეტი მაშინ ხომ აზრს კარგავს მაგათი ვაი ფაის პაკეტი? smile.gif დარწმუნებული ხარ რომ არ შვრებიან? : ))

თუ მაინცდამაინც შენით გინდა მაშინ გავარკვიოთ თუ აქვს მაკის კლონირების ფუნქცია შენ როუტერს და დავაკლონიროთ : ) მაგრამ ჯობია იმათ დაურეკო და შანსი არაა არ გამოუშვან . ისინი ვერც იგებენ შენ კომპზე გავს მიერთებული თუ როუტერზე, იმათ მარტო მაკი უჩანთ. ბოლო ბოლო უთხარი კომპი შევცვალე და ეს ახალი კომპის მაკიაო : ) შანსი არაა არ გამოუშვან.

მაინც შენით გინდა ჩალიჩი? : )
Shalva32
გელა რა ქენი, გაარკვიე რამე?
gela
მოკლედ ხალხნო დავრეკე და აქედან მაკ მისამართს ვერ გაგისწორებთო, კიდევ ავხსნი რაც მჭირს, ნეტის კაბელს კომპში რომ ვაერთებ, არის ნეტი, ჩერეზ როუტერი რომ ვუშვებ, არც კომპში მაქვს ნეტი და არც ვაიფაი, არადა ახალწლამდე მუშაობდა და ახლა რა დოზანა დაემართა, მითხრეს რომ სპეციალისტი უნდა გამოიძახო, ჩაუკუჭო შარვლის უკანა ჯიბეში 15 მეეთი და გაგისწორებსო, იქნებ ვინმემ იცოდეთ ჩემით როგორ გავასწორო აი პარამეტრები, რომ ყოველ ასეთ არევაზე ფულები არ ვუხადო ვინცხაებს sad.gif
gela
მოკლედ ვიჩალიჩე და ჩემით გავასწორე, დიდი მადლობა ამ კაი ხალხს

იქნება და თქვენს დაგჭირდეთ და ე კი გდია ლინკი სიდანაც ვიხელმძღვანელეი : ))
Dave
ja_ja

მოკლედ ჯაჯა მაშინ რომ გეუბნებოდი "ბლუ სქრინზე" მგონი მივაგენი პრობლემას და აი ეს იყო ჩემი აზრით smile.gif



ნეთ კაბელი გამოვაძრე აქედან და ეგრევე მაზერს ვატაკე და იმის მერე აღარ ამოუგდია ეგ ბლუ სქრინი smile.gif
ja_ja
Dave
და ამიხსენი შე კაი ადამიანო - თუ მაზერზე გქონდა ქსელის კარტა ეგ კუკუ პლატა რაღაზე იყო კომპში ჩათხრილი? smile.gif

gela

შენა კიდო გადამრევ, IP-ს გაწერა გქონდა პრობლემა? ახლა რომ ვკითხულობდი შენს პოსტებს მეთქი მაკის გაწერა უნდა ან რაიმე ეგეთი მეთქვი და რას წარმოვიდგენდი რომ IP-ზე იყო ბაასი smile.gif უუუხ smile.gif
Dave
ციტატა(ja_ja @ 9th January 2014 - 12:49 PM) *
თუ მაზერზე გქონდა ქსელის კარტა ეგ კუკუ პლატა რაღაზე იყო კომპში ჩათხრილი?


რატომ იყო და გენიოსი პროვაიდერები რომ ყავს საქართველოს მაგიტომ smile.gif .... რომ შემოვიყვანე ეს ახალი ქსელები მოკლედ რაღაც თვითონ ისე ქონდათ დაპროგრამირებული, რომ ჩემ ქსელის კარტაზე არ მოდიოდა იმხელა სისწრაფე და დამაყენებინეს ეგ რეალტეკის კუკუ კარტა smile.gif ეხლა გადავიყვანე ჩემი მაზერის ქსელი კარტაზე და აღმოჩნა რომ გამოუსწორებიათ ეგ პრობლემა და იგივე სიჩქარით მოდის როგორ რეალტეკისასზე მოდიოდა smile.gif

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა .....
bazuka
ციტატა(gela @ Jan 8 2014, 10:08 PM) *
მოკლედ ვიჩალიჩე და ჩემით გავასწორე, დიდი მადლობა ამ კაი ხალხს

იქნება და თქვენს დაგჭირდეთ და ე კი გდია ლინკი სიდანაც ვიხელმძღვანელეი : ))



biggrin.gif

ხშირადაა ეგ, როდესაც კომპი ავტომატურად ვერ იღებს სწორ გეითვეის და DNS-ებს და ხელით გაწერა სჭირდება
როგორც ჩანს ეგ პრობლემა გქონდა smile.gif
nihontoman
გამარჯობათ ხალხო. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება smile.gif

მოკლედ სახლში მიდევს მეზობლის Samsung Ativ Book 9 Plus. რატომღაც მაგასთან სახლში ვერ იჭერს ვაიფაის, ხოდა ბევრი ჩალიჩის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ არის არა რუტერის ბრალი, არამედ დრაივერები ვერ მუშაობენ ვინდოუს 8.1-ზე.

ეხლა ვაყენებ ვინდოუს 7-ს (მარა ამაზე ოფიციალურად საერთოდ არაა დრაივერები :/ ) ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრი, კაი იდეაა თუ არა ოპერაციულის შეცვლა, თუ ჯობია უკან დავაბრუნო და სხვა დაველოდო როდის მიხედავს მაიკროსოფტი 8.1-ში ბაგებს... biggrin.gif

მსგავსთან შეხება თუ გქობნიათ, ან რამე იდეა გაქვთ, გამიზიარეთ, დიდად მადლობელი ვიქნები smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა
nihontoman
კიდევ ერთი ნორმალური 8 ან 8.1 ვინდოუსი სად ვიშოვო?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.