დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ისევ და ისევ IT პრობლემები :D
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
mister_io
ყველა ბრაუზერზე ეგრე გიწერს თუ მარტო გუგლზე
Der Rote Baron
ციტატა(mister_io @ Jan 18 2016, 12:03 AM) *
ყველა ბრაუზერზე ეგრე გიწერს თუ მარტო გუგლზე

გუგლზე წერს და წარმოიდგინე გუგლი გუგლში ვერ შედის, ინტერნეტ ექსპლორერი შედის მარა
რაღაც სეკურიტი ალერტებს აგდებს, ძირითადად მერე ისიც იგივე ტექსტს აგდებს

მოკლედ რომ ვთქვა ყველა ქართულ საიტზე შედის და სხვა დომეინებზე:
მოზილა:This Connection is Untrusted

You have asked Firefox to connect securely to www.mozilla.org, but we can't confirm that your connection is secure.

Normally, when you try to connect securely, sites will present trusted identification to prove that you are going to the right place. However, this site's identity can't be verified.
ja_ja
Der Rote Baron
აუ ყველასთან ვეებერთელა თხოვნა მაქვს რა... დაიკიდეთ ეგ დედა არღნიანი უაზრო და გაუნათლებელი ბროუზერი, რომელსაც თავი კიტრად მოაქვს და მთელი ინტერნეტის ტავის ჭკუაზე მართვას ცდილობს თან თქვენს კომპიუტერზე....

ეგეთი ნაგლი მეორე ბროუზერი არ არსებობს პლანეტაზე. ჯერ ხომ ნახევარი java Script-ის კოდები არ ესმის იმის გამო რომ მისმა შემქმნელმა ჩათვალა რომ ოდესღაც ვიღაცამ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს ეგ კოდი და.... მაგ ლოგიკით ვაბშე ყველაფერი ასაკრძალია...

არ ესმის დაჟე WWW კონსორციუმის მიერ შემოღებული ყველა სპეციფიკაცია, ანუ მსოფლიოში არის 2 მიმართულება, უფრო სწორედ იყო Google Crome-ს გამოჩენამდე - ყველა ბროუზერი ზუსტად ემორჩილებოდა WWW კონსორციუმის მიერ შემოღებუოლ HTML სტანდარტებს, ერთადერთი IE არ ემორჩილებოდა და რაც იყო გათვლილი WWW კონსორციუმის მიერ, მაგი ყველაფერი ესმოდა, პლიუს დამატებით ესმოდა MS-ის მიერ დამატებული ფუნქციონალი და კოდები... ამ სიტუაციის გამო ყველა აქებდა FireFox-ს და Opera-ს რომ აი კარგი სასტავია რომ იმენნა მხოლოდ სერთიფიცირებულ ბრძანებებზე მუშაობენ და სტანდარტებს ექვემდებარებიან... აი საზიზღარი Microsoft-ის პროდუქტს კიდევ შეუძლია იქ აქტივიქსების გაგება, დამატებითი Java კოდების გაგება, დამატებით არადოკუმენტირებული HTML-ის კოდების აღქმა რაც აი ძალიან ძალიან ცუდია და ამის გამო უნდა ჩავწიხლოთ IE smile.gif

იმენნა მომკალით და არ მესმოდა არასდროს, უფრო მეტი ფუნქციონალის შემძლე ბროუზერი რატომ ითვლებოდა ჩემის გადასახედიდან ბრმა ხალხის თვალში გოიმობად smile.gif და რატომ იყო კარგი იგივე ბრმა ხალხის შეფასებით ბროუზერები, რომელსაც ჰქონდა შეზღუდული ფუნქციონალი????!!!

GOOGLE CHROME-ს გამოჩენიდან გაჩნდა მესამე რეალობა.. ანუ არსებობს WWW კონსორციუმის სტანდარტები, და დამატებითი გაფართოებული ფუნქციონალი IE-სგან, ამასობაში Chrome ამბობს რომ IE-ს დამატებით ფუნქციონალს არ ეთანხმება (ანუ გადადის ბრმა ხალხის გადასახედიდან დერზკი ბროუზერების სასტავში), მაგრამ ამასთანავე არ აღიარებს WWW-ს ყველა სტანდარტს და თავისი გადასახედიდან გამომდინარე იმას ეთანხმება ამას არ ეთანხმება smile.gif

პლიუს ამატებს ტავის დურაკულ სერვისებს როგორიცაა, მაგალითად საიტების სიის შექმნა რომელიც პოტენციურად ვირუსის შემცველია, ან არამართებული კონტენტის გამავრცელებელია და ამიტომაც, მის გახსნას ნუ ცოცხალი თავით არ ნებდება smile.gif არ იკმარა გუგლმა ეს და კიდევ ჩააყოლა ასეთი ფუნქციონალი რომ ვთქვათ ვინმე ნორმლაურ საიტს თუ შეუტია ვიღაცამ და რაიმე ვირუსი შეტენა, მაშინ საიტის მფლობელს ექმნება პრობლემა, იმიტომ რომ Chrome-ს მომხმარებლები საიტზე ვერ შედიან და ადმინისტრაციას უტრაკებენ ვირუსები გყავსო smile.gif

ნუ საიტის ადმინისტრაცია იძულებული ხდება გუგლთან მიმოწერაზე წავიდეს, გაიგოს რა შეცდომა იყო მის საიტზე, ვერ იგებს, მაგრამ ჩალიჩობს გასწორებას, მერე თავიდან უნდა მიწეროს, რომ აბა გადააინდექსირეთ და შემოწმეთ, მერე კიდევ რაღაცას იპოვიან და არც გეუბნებიან ნორმალურად რას... კაროჩე ლამის 1 კვირა დასდევ და ბოლოს ალილუია გაღიარეს რომ კაი ჯანდაბას შენი საიტი საფრთხეს აღარ შეიცავსო (ჩვენს საიტზე2-ჯერ მომიცია ეგეთი პროცედურის გავლა და ჩემის გადასახედიდან გუგლის მოქმედება სხვა არაფერია თუ არა ინტერნეტის დაპყრობის და ტავის ჭკუაზე მართვის მცდელობა. მაგალითად ერთ-ერთ ათვლის სისტემას ვიყენებდი საიტზე და იმ საიტს შეყრია ვირუსი, მაგრამ აქ რომ მისი ლოგოტიპი იჩითებოდა ითვლებოდა რომ ესეც დავირუსებული იყო და სასტავს აქ არ უშვებდა... რავარია ახლა არკვიო რისი ბრალია... ბოლოს მე ,მომიწია იმ ამთვლელ საიტთან მიმოწერა, რომ ვერ გავარკვიე ვააბშე ამოვაგდე ეგ მთვლელი საიტიდან... )

და ბოლო სუპერ შესაძლებლობა Chrome-სგან... კომპზე გაშვებისას იასნია ადეტექტირებს რომელ ოპერაციულ სისტემაზეა გაშვებული და თუ ნახულობს რომ ძველი სისტემაა და მწარმოებელს მისი ტექ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, ანუ გამოდის რომ თეორიულად საფრთხის შემცველი კომპია და რომ არ დაუზიანდეს რაიმე ცოცხალი თავით არ უშვებს მომხმარებელს საიტებზე smile.gif იმიტომ რომ ნიუ საიტებზე ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება რომელიც შეიძლება შენმა კომპმა ვერ გაიგოს, პლიუს აბდეიტები არარ არის შენთვის, პლიუს ვირუსი შეიძლება აიკიდო....
ზუსტად აი ეგ პუნქტი გიტრაკებს ახლა შენ smile.gif


კაროჩე შენგან დამოუკიდებლად გიტრაკებს რომ წადი რა ახალი კომპი და ახალი ოპერაცული სისტემა იყიდეო smile.gif ჯიბეში გიძვრება რა, უსაფრთხოებას ამოფარებული ვირთომ და კაი ტიპია smile.gif

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი აი ვეებერთელა თხოვნა მაქვს ხალხნო ამიხსენით რა ჭირად ხართ ამ დედა არღნიან GooGle Chrome-ზე შემჯდარები?

აი დასაცინად ითვლება წლების მანძილზე თუ კაცი IE-ს იყენებ და ჩემის გადასახედიდან ბრმა ხალხის თვალში ხარ პოლნი გოიმი რომ ეგეთ ბროუზერს იყენებ, რომელსაც ესმის ყველა სტანდარტული ბრძანება და პლიუს დამატებითი ფუნქციონალი აქვს, ამასობაში მაგარ ძერზკი როჟად ითვლები თუ სრულად შეკვეცილ, არამუშა პროგრამას იყენებ.... რატომ??? ეს ყველაფერი უფრო მაგონებს, ბავშურ რევოლუციურ წინააღმდეგობას რომ აი ცოცხალი თავით არ უნდა იყოს ყველასნაირი და ვითომ და იდეალურ გამოსავალს ნახულობს იმაში რომ ჯიბრში უდგება ყველას და რაღაც განსხვავებულზე გადადის და ამით ქმნის ილუზიას ვითომ და პრადვინუტი კასტის წარმომადგენელია....

აი რაღაც iPhone-ს ფენომენია რა... ვითომ და განსხვავებული და დერზკი ხარ როდესაც iPhone გაქვს და არ კადრულობ სამსუნგს, მოტოროლას, ჰუავეის და სხვას, და ამასობაში ეს დაწყევლილი iPhone უკვე მენაგვეს უჭირავს ხელში და განსხვავებულის სტატუსი კი არა იდიოტიზმის სტატუსი გიჭირავს ხელში შეზღუდული ფუნქციონალით smile.gif ადრე „პპლე„-ს ჰქონდა იდეალური სლოგანი Think different, ანუ ეს იმ პონტში გაიჩითა რომ მასიურად ადრე 98% იყო Microsoft-ის პროდუქცია გავრცელებული და Apple-ს ეკავა საცოდავი 1% ბაზრის, მაგრამ ამ სლოგანით ქულას იწერდა, ჩვენ ცოტანი ვართ ,მაგრამ ელიტა ვართ, განსხვავებულები ვართ და მასისგან გამორჩეული არასტანდარტული, პრადვინუტი აზროვნებით ვართ დასაჩუქრებულიო smile.gif სადაა ახლა ამ სლოგანის ხსენება? და იცით რატომ აღარ ჩანს არსად smile.gif იმიტომ რომ ყველას უკვე iPhone უჭირავს ხელში და რაღა განსხვავებული აზროვნება, გამოდის რომ კაკრაზ პირიქით ბრბოს აზროვნებაა და მაგას ხომ არ გააპიარებენ smile.gif

მოკლედ Chrome ყველაზე დიდი ოპერატიული მეხსიერების მჭამელი ბროუზერია, ყველაზე გამტრაკებელი, ყველაზე არასტანდარტული და რომელ მომენტში რას არ გაგიხსნის კაცმა არ იცის....რა მოგწონთ ხომ შეიძლება გამიზიაროთ რომ ვიცოდე ეგებ და მე ვქარავ იმას რომ დრემდე ვიყენებ IE-ს ან ალტერნატივად თუ რამე მოხდა კომპზე მიყენია Opera და Fire FOx-!!!

არ დაგიმალავთ Google Chrome-ც მიყენია, იმიტომ რომ დღე უნიჭო პროგრამისტების ტალღა წამოვიდა, წერენ საიტებს და ამოწმებენ ისევ მხოლოდ Google Chrome-ში რგორ იხსნება, ამასობაში არ ითვალისწინებენ იმას რომ პლანეტის მოსახლეობაზე მუშაობენ და არა თავის თავზე, ამ პლანეტის მოსახლეობას კი დღემდე 65%-ს IE უყენია, 15%-ს FireFOx-ი და მხოლოდ 15-17%-ს უყენია Google Chrome, შედეგად ასეთი ვაი მცოდნე პროგრამისტის მიერ დაწერილი საიტი ნუ არ იხსნება ნორმალურად სხვა ბროუზერში და მიწევს მაგ ნაგავი ბროუზერის დაყენებაც...

ერთ კომპანიაში ვმუშაობდი სოფტის ტესტერად და იმენნა დედას ვაგინებდი პროგრამისტებს, იმიტომ რომ დაკვეთას იღებდნენ კანტორიდან და უკეთებდნენ საიტს, რომელიც მხოლოდ მაგ დედა არღნიან Chrome-ში იხსნებოდა, ამასობაში კომპანიას რომელსაც საიტს უკეთებდნენ მხლოდ IE1 ჰქონდა დაყენებული და სულაც არ ეკითხებოდნენ რომელ ბროუზერს იყენებდნენ smile.gif, უსაფრთხოების გამო ჩამოქაჩვა აბდეიტები სასტავს აკრძალული აქვს, და ახლა მიდი და შენი უნიჭოდ გაკეთებული საიტის გამო მთელი კომპანიის 500 კაცია პერსონალს უხსენი როგორ დააყენონ Chrome-ან როგორ გამოიძახონ როდესაც წლების მანძილზე სხვა ინტერფეისს არიან მიჩვეულები...

კიდევ ერთხელ გთხოვთ ამიხსნათ სად ვცდები, რომ ვერ გეწევით და ჩამორჩენილი ბატივით IE-ზე და დრეს უკვე Edge-ზე ვზივარ და რით ხარ ეგეთი პრადვინუტები რომ არ კადრულობთ ნორმალურ ბროუზერებს, იყენებთ სრულ კუკუიზმს და თან გიკვირთ რატომ არ გიხსნით იმას ან ამას smile.gif რას მიმალავთ ბლინ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S> აუ ნამეტანი გავაჯაზე ხომ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
მახათი biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ეგ კი არ უნდა დაგეწერა აი ეს უნდა ჩაგესვა maxati.gif
datka25
ციტატა(ja_ja @ 18th January 2016 - 10:23 AM) *
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი აი ვეებერთელა თხოვნა მაქვს ხალხნო ამიხსენით რა ჭირად ხართ ამ დედა არღნიან GooGle Chrome-ზე შემჯდარები?

რავი, თითქოს უფრო სწრაფია სხვებთან შედარებით scratch_one-s_head.gif
ja_ja
datka25
ციტატა(datka250885 @ 18th January 2016 - 11:22 AM) *
რავი, თითქოს უფრო სწრაფია სხვებთან შედარებით

ნუ ტიპა იმით ორმ ჯერ ვებ გვერდს ტვირთავს ტექსტურად და მერე აყოლებს სურათებს? და უსურათოდ დღეს ვებ გვერდებს აზრი არ აქვს და მაინც უნდა დაელოდო სრულად ჩამოტვირთვას smile.gif
datka25
თან ფონტებზე აქვს ხოლმე IE-ს პრობლემა (სამსახურის პროგზე მაგალითად), გუგლზე ეგ პრობლემა არ არის ხოლმე. . .
geojorjika
ციტატა
ამ პლანეტის მოსახლეობას კი დღემდე 65%-ს IE უყენია, 15%-ს FireFOx-ი და მხოლოდ 15-17%-ს უყენია Google Chrome


მე ვერვშეგედავები ვერაფერში მარა აგი როდინდელი.მონაცემია ბუჯო?
ეხლა მემგონი 68% არის გუგული დედიდაზე და სადღაც 7 % ექსპლორერზე
mister_io
ja_ja
smile.gif ნეტა შენნაირი ლექტორები მყავდეს
temo-777
Der Rote Baron
ციტატა(George @ 18th January 2016 - 12:06 AM) *
გუგლზე წერს და წარმოიდგინე გუგლი გუგლში ვერ შედის, ინტერნეტ ექსპლორერი შედის მარა
რაღაც სეკურიტი ალერტებს აგდებს, ძირითადად მერე ისიც იგივე ტექსტს აგდებს

საათი გასწორებული გაქვს? smile.gif
temo-777
თარიღი ანუ
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 18th January 2016 - 12:11 PM) *
მე ვერვშეგედავები ვერაფერში მარა აგი როდინდელი.მონაცემია ბუჯო?ეხლა მემგონი 68% არის გუგული დედიდაზე და სადღაც 7 % ექსპლორერზე

აი როგორ გემჩნევა რომ რეალობას სუპერ აცდენილი ხარ და გუგლის დამონებული დაბოლილი კუკუხარ smile.gif

ესეიგი შენთვის გუგლის ძლევამოსილება ნუ პროსტა შეუბღალავი რამეა smile.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

ცოტა შენი ვარდისფერი გუგლის სათვაალებიდან გვერდზე რომ გაიხედო დაინახავდი მაგალითად აი ასეთ სურათს, რომელიც 100 წლის წინანდელი კი არაა სულ რაღაც 1-2 თვისწინანდელი შედეგია smile.gif



ამიტომაც, მოდი ამმატრიალე ეგ შენი გუგლის 68 პროცენტი, მიანიჭე IE-ს, მოკუკე თითი და აღიარე რომ გარტყმაში არ ხარ ამ საქმეში smile.gif

ამ ბოლოდროს წამოყო კიდევ ქრომმა თავი იმის ხარჯზე რომ Firefox-ს გუგლმა მხარდაჭერა და დაფინანსება შეუწყვიტა, შედეგად Firefox-ი ნელნელა იბრიდება და თავი წი ბაზარს კარგავს, მანამდე სადღაც 6-7 თვის წინ Chrome და FireFox-ი მიახლოებით ერთნაირ წილებს იკავებდნენ სადღაც 18-20%-ს თითოეული

P.S. ისე აქ არ არის Microsoft Edge-ს სტატისტიკა რომელიც თუ არავცდები ნიტო 9%-იანი ნიტო 11% და მაგანაც წაგლიჯა FireFox-საც და Chrome-საც იუზერების რაღაც ნაწილი... ვინც არ იცის Edge არის MS-ის ახალი ბროუზერი რომელიც IE-ს შემცვლელია და Windows 10-ში დეფაულტად არის ჩაყენებული, არის ახალი ბირთვით აგებული, ძალიან ჩქარი და სტაბილურია, ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, სამეგობროც მაგას აღნიშნავს და მსოფნიო გამოხმაურებებიც, ასე რომ წესით Edge-ს უნდა მიათვალოთ იგივე IE-ს პროცენტებს smile.gif
temo-777
მე 1.28-ში ვყოფილვარ biggrin.gif
geojorjika
ja_ja
მე არც ერთის მონა ვარ და არც მეორესი, მე ამ შემთხვევაშI ობიექტური მხარე ვარ

ჯერ ერთი ეგეთი წყაროები შენ რაც დადე არის მილიონი ნეტში და ყველა სხვა და სხვა მონაცემებს დებს

აგერაა თუ არ გჯერა მაგალითად ერთ ერთი

აგერ ვიკიპედიაში

აი კიდევ

მოკლედ აიტი სფეროში შენ ვერ შეგედავები, მაგრამ აი სტატისტიკები და მაიმუნობები კარგად მესმის და ეგ შენი მოყვანილი სტატისტიკა არაფერზე არ მეტყველებს, როგორც ხედავ საპირისპირო მოვიყვანე მე და ვერ მეტყვი რომ არასწორი ინფო დავდე, არაფრით არ არის შენი მოყვანილი ციფრები იმაზე მართალი რაცმე დავწერე

ა კიდო
ja_ja
geojorjika
აუ ნუ აკაკუნებ რა smile.gif ქრომი 68% ტი ჩტო ბლია იზდევაიშსია smile.gif

მაგარი წყაროებია, ვიკიპედია ფრილანსერების დაწერილი (ისეთივე ვაი პროგრამერების რომლებსაც მე დავსდევდი) და კიდო რაცხა სტრანნი წყაროები smile.gif... რას ამბობ ქრომს რომ 68% ჰქონდეს მაშინ MS-ზე უარესი ყოფილა ბლიაძ, მონოპოლისტი ყოფილა და დროა მაგის დაშლაზე დაიწყონ ფიქრი smile.gif
, ან ყველანაირი დევაისია ნახსენები (სმარტფონ ტაბლეტიან, საათიანად)


პროსტა ნუ დაგავიწყდება რომ ის სტატისტიკაში რომელი წყაროებიც შენ მოიყვანე, ან მხოლოდ ერთი ვერსიაა IE-სი განხილული, ან სერფინგის მთელი ნაკრებია და შედის მობილ/პლანშეტებიც.... ან ორივე ერთად.... რაღაც უკუღმართული სტატისტიკაა... ჩვენ აქ კომპებზე ვსაუბრობთ და არა სარეცხ მანქანებზე smile.gif პლანშეტ მობილზე - კიდე ანდროიდს გადაჭმული ყავს ბაზარიდა, ეგ მე არც კი მიგულისხმია, მე საუბარი მაქვს მამაპაპურ დესკტოპ ლეპტოპზე (ანუ მოწყობილობაზ ერომლითაც ნორმლაურად სერფინგობ და არა გადარბენაზე პროსტა რაცხას ხსნი smile.gif ) და არა TV BOX-ებზე, საათებზე, ნაუშნიკებზე და მოლაპარაკე ბუმ-ბუმ ბოქსებზე smile.gif

კაროჩე ეგ იგივე კალამბურია, ახლა მე რომ დავწერო რომ უმეტესობა მაძიებელი პლანეტაზე Boom.ge-ს იყენებს მ,ეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, გუგული ბიძია კიდო მე-20 ადგილზეა და 0.001% უკავია მეთქი ...

შენ უყურებ კუთხით რომელსაც ჰქვია - გააჩნია საიდან შეხედავ

მე გეუბნები კუთხით რასაც - რეალური კომპიუტერი ჰქვია, დესკტოპ ნოუთბუქებით...

ასე რომ შენ მაინც დამიზუსტე რაზე მეუბნები და ახლა რომელი დევაისით ხარ შემოსული პასუხს რომ წერ smile.gif
okela84
ja_ja
ჩემი აზრით ქრომი ალბათ უფრო არალიცენზირებულ ვინდოუსებში დომინანტობს, ექსპლორერი ალბათ პირიქით, თუმცა შესაძლოა ვცდებოდე კიდეც.

ქრომ ვს IE-ს რაც შეეხება ალბათ სულ მცირე პირველ 3 კრიტერიუმზე უნდა შეჯერდეთ. შენთვის პროფესიულ თემაზე კამათობთ და დიდია იმის ალბათობა, რომ შენი მიკერძოებული არგუმეტების ფართო არსენალით ვინმეს მიუკერძოებელი და მოკრძალებული სწორი ხედვა გაამრუდო

პირადად მე არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ თუ არ ვცდები ყველაზე სწრაფია ქრომი, შეიძლება ვცდეობდე, მაგრამ მე ამ სფეროში ვისაც უფრო მეტი მილიარდები აქვს იმის ხარისხის უფრო მჯერა. მეტი ინვესტიცია უდრის უკეთეს სპეციალისტებს, უკეთეს მარკეტინგს და ერთი სიტყვით უკეთეს ხარისხს.

ალბათ ქრომზე უფრო მეტი ფული იხარჯება ვიდრე IE-ზე
ja_ja
okela84
რუსულ არმიაში იმდენი ფული იხარჯება რომ ჩემს მტერს, შარშანდელი წლის დასაწყისში მეორე ადგილზეა მსოფლიოში თუ არავცდები, და ეს იმის გათვალისწინებით რომ შარშან ღია აქტიურ ომებს არ ატარებდა როგორც ეს ამერიკელებს აქვთ (ანუ ხარჯი ამერიკელებს მეტი კი აქვთ, მაგრამ მანდ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ ღია კომფლიქტებში რამხელა თანხა იხარჯება და ბაზების მომსახურებაში რამდენი მილიარდი მიდის). შესაბამისად რუსებსაც რომ იგივე მოცულობის ღია კომფლიქტები და ბაზები ჰქონდეს მომსახურებაზე ხარჯი ამერიკელებზე მეტი ექნება...

ახლა მითხარი რომლის შეიარაღება უფრო წინ წასულია? smile.gif ასე რომ ძვირი სულაც არ ნიშNავს ჩემი გადასახედიდან ხარისხიანს და პირიქით. თან არცერთმა არ ვიცით რეალურად რომელი კანტორა რა თანხას ხარჯავს მაგ სფეროში, მხოლოდ დაგადგები გვაქვს.

ერთი ის ვიცი რომ გუგული ბიძია მთლად კორექტულად არ მოიქცა სხვა ბროუზერებთან მიმართებაში, მაგალითად FireFOx-თან მიმართებაში, აქამდე აფინანსებდა მაგ პროექტს, და დეველოპერთა ჯგუფი მის ფინანსებზე იყო ჩამოკიდებული, რამაც ეს ჯგუფი რეალობას მოსწყვიტა და მხოლოდ თავის საქმეზე ფიქრობდნენ და არა ბროუზერის მეშვეობით რაიმე შემოსავლის მიღებაზე...

სამაგიეროდ ამ დაფინანსებაში გუგული იღებდა ინფოს და გამოცდილებას ქრომისთვის, შარშან რომ ჩათვალა რომ უკვე ყველაფერი ისე აქვს როგორც საჭიროა, FireFox-ი მიიჩნია პირდაპირ კონკურენტად და მელაკუდას სასტავს უცებ გამოუცხო ინფო რომ ამიერიდან მათ პროექტს აღარ დააფინანსებდა რადგან თავისი ბროუზერი აქვს და იმას დააფინანსებს თქვენ კი კარგად იყავითო...

ამან გამოიწვია ის რომ საკმაოდ კაი ჯგუფი უცებ დარჩა ფინანსების გარეშე, დაიწყეს ფართხალი, მაგრამ უკვე გვიანია, დაიშალა ჯგუფი, ეგ კი აისახა სიახლეებზე, საბოლოოდ კი ბაზრის დაკარგვაზე sad.gif პროსტა იგივე გამოვიდა რაც თავისდროზე Netscape-s ს გაუკეთა AOL-მა, პრაქტიკულად ლიდერი ბროუზერი რომელსაც ბაზრის 90% ეჭირა იყიდა და მოკლა ... დღეს კაციშვილს აღარ ახსოვს ეგ ბროუიზერი... არა და იყო დრო FF-ი ითვლებოდა საუკეთესო ალტერნატივად და სიახლეების მომტანად.
geojorjika
ja_ja
კიდევ ერთხელ გეუბნები, ამ საკუთხში რომელია უკეთესი შენთან კამათი უგუნურება და ვირობა იქნება ჩემი მხრიდან

მე ვამბობ რომ სტატისტიკა საპირისპიროა, ფაქტია და ვერაფერს იზამ დესკტოპით შედის თუ მტვერსასრუტით ქრომს უფრო მეტი იყენებს ფაქტია, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მამა პაპეულ დესკტოპს მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიისა, დიდი დღე აღარ უწერია ეჭვი მაქვს სტატისტიკა კიდევ უფრო მეტად გადაიხრება გუგლისკენ.

ეხლა გწერ მობილიდან, ქრომიდან
ja_ja
ეჰ კაი შამეშვით smile.gif თქვენთვის დამითმია ქრომიც, ნიკელიც, მოლიბდენიც და ბრინჯაო ლატუნიც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

წავედი ალუმინი მაქვს საღრღნელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
okela84
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th January 2016 - 10:37 AM) *
რუსულ არმიაში იმდენი ფული იხარჯება რომ ჩემს მტერს, შარშანდელი წლის დასაწყისში მეორე ადგილზეა მსოფლიოში თუ არავცდები, და ეს იმის გათვალისწინებით რომ შარშან ღია აქტიურ ომებს არ ატარებდა როგორც ეს ამერიკელებს აქვთ (ანუ ხარჯი ამერიკელებს მეტი კი აქვთ, მაგრამ მანდ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ ღია კომფლიქტებში რამხელა თანხა იხარჯება და ბაზების მომსახურებაში რამდენი მილიარდი მიდის

სამხედრო ბიუჯეტის შედარება არ გამოვა, ამერიკელები სამხედრო ბიუჯეტის დიდ ნაწილს ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ახმარენ , რუსეთი კი ბოლო 20 წელია იხრჩობა კორუბციაში და გამოყოფილი თანხები რომც დაიხარჯოს დოკაპეიკ სრულად სწორი მიმართულებით მაინც შორს არიან იმ ციფრებთან რომელსაც ამერიკელები სტაბილურად ხარჯავენ, რუსეთმა სამხედრო ინფრასტრუქტურა რო ამოუქაჩოს ამერიკელებს ამისათვის სულ მცირე ამერიკელებზე 2-ჯერ მეტი უნდა ხარჯონ 3-4 წელიწადი მაინც, და ისიც ინფრასტრუქტურაში და არას ბაზების მომსახურებაში.

იმის თქმა მინდა, რომ სამხედრო ინდუსტრიას ერთი ხელის მოსმით ვერც იყიდი და ვერც განავითარებ, ამას ჭირდება სახელმწიფოს ყველა მიმართულებით განვითარება გრძელ ვადებში, დაწყებული ძლიერი და სტაბილური ეკონომიკით, დემოკრატიის ხარისხით და დამთავრებული სწრორი დიპლომატიით, ამისათვის საჭიროა, რომ სულ მცირე დანარჩენი მსოფლიო არ იყოს ძლიერ დაინტერესებული შენი სამხედრო პოტენციალის ჩახშობაში. რუსეთში სანამ წყობა არ შეიცვლება, პუტინის მთავრობა ყოველთვის მოახერხებს იმას, რომ რუსეთი მუდმივი წნეხის ქვეშ იყოს.
ირანიც იგივე დღეშია, რაღაც წითელი შკალა აქვთ და მაგას თუ მიუახლოვდებიან გაფრთხილება და თუ გასცდებიან ნატო ეგრევე ყურის ძირში მოხვდებათ, ნატომ სუ რო ხალასტოი ბომბები დააყაროს, მთლიანად გადაიფარება ირანი. რუსეთს განაიარაღებს ალბათ ოდესღაც ნატო და შემდეგი იქნება ჩინეთი, სამხარდო ექპერტების უხეში გამოთველბით 2030 წლისთვის ჩინეთი მიაღწევს იმ ნიშნულს, ომ დანარჩენი მსოფლიოსთვის საშიში გახდება

ბრაუზერების კონკურენციას რაც შეეხება გეტყვი, რომ მანდ გაცილებით მეტი თავისუფლებაა. ამოიღე ჯიბიდან იმაზე მეტი მილიარდი რაც გუგლს აქვს და რამდენიმე წელიწადში თავზე დააფარებ ყველაფერს და მათ შორის რამდენიმე წლიან გამოცდილებასაც.

ციტატა(ja_ja @ 19th January 2016 - 10:37 AM) *
ერთი ის ვიცი რომ გუგული ბიძია მთლად კორექტულად არ მოიქცა სხვა ბროუზერებთან მიმართებაში, მაგალითად FireFOx-თან მიმართებაში,


როცა მილიარდებზეა საქმე კორექტულობა არაფერ შუაშია, მანდ სხვანაერი თამაშის წესებია, თუ იურიდიულად მართალი ხარ, ესეიგი კორექტულიც ხარ
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jan 19 2016, 10:57 AM) *
ეჰ კაი შამეშვით smile.gif თქვენთვის დამითმია ქრომიც, ნიკელიც, მოლიბდენიც და ბრინჯაო ლატუნიც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

წავედი ალუმინი მაქვს საღრღნელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოიცა კაცო სად მიდიხარ biggrin.gif
ეს ყველაფერი წავიკითხე და გავნათლდი მარა smile.gif))
მარტო cheomze კი არ შვება მასე, firefox da ie-ც იგივეს წერს და შვება..
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(George @ 19th January 2016 - 10:22 PM) *
მარტო cheomze კი არ შვება მასე, firefox da ie-ც იგივეს წერს და შვება..

ისე გადამრევ კაცო, რომელი საუკუნეა, ამერიკელებივით მხოლოდ ტექსტებს რომ წერ ერთი სურათი მაინც დაგეგდო smile.gif

ისე კი მემგონი XP-ს წინააღდეგ გაჩაღებული კამპანიაა, რომ ბაზრიდან გაქრეს, მაგიტომაც სავარაუდოთ საიტებში იქნება ჩაყოლებული კოდი რომ თუ ოპერაციული სისტემა დაფიქსირდა Xp მაშინ არ შემოუშვა ადამიანიო... ნუ ეგეთი საიტები იქნება კრუპნი საიტები, ნუ იქ ამაზონი, იბეი, პუირამიდი და სხვა დიდი კანტორები, რაიმე მელკი საიტები და საიტები რომლებსაც ბროუზერ ოპერაციული სისტემების ომი სულ ფერადად ახატიათ ეგეთ შეტყობინებას არ გამოიტანენ.. ნუ ჯერჯერობით ასე ვფიქრობ, გამომდინარე იმ ინფორმაციიდან რაც შენ მოგვაწოდე smile.gif

ახლა კი წაი და ეკრანს სურათუ გადაუღე სხვადასხვა ბროუზერში და დაყარე სურათები თუ გინდა უფრო ზუსტი პასუხი smile.gif
pilotina
ციტატა(SVD @ 28th December 2015 - 12:39 AM) *
ეს რაუბედურებააა ტოო ძველ თემებში სურათები იმენა ვაფშე არა ჩანს რა ხდება ?



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 28th December 2015 - 03:14 PM) *
ეტყობა ჰოსტ საიტზე იშლება ნელნელა

რაიმე ნორმალური სურათების ჰოსტინგია მოსაძებნი ან საკუთარია შესაქმნელი თორემ ქრება და ქრება ეს ძველი სურატები... რაღა იპოვის ახლა მაგათ



ეს ძალიან ცუდი რაღაც ხდება. ეგრე მალე სულ აღარ დარჩება სურათები. ფორუმის ახალი წევრები ვერ გაეცნობიან ნორმალურად ამდენ საინტერესო თემას და ძველ ფორუმელებსაც სჭირდებათ დრო და დრო ძველი თემების გადათვალიერება. sad.gif
ნუ თუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, მაგალითად რომ დაუკავშირდეთ იგივე pix.ge-ს ადმინისტრაციას და ვთხოვოდ სურათების აღდგენა?
ja_ja
pilotina
ციტატა(pilotina @ 21st January 2016 - 11:50 AM) *
pix.ge-ს ადმინისტრაციას და ვთხოვოდ სურათების აღდგენა

მაგათთან ჯერ პრობლემა არ გვაქვს, იმიჯჰაკმა გაჭედა.... შეცვალეს დომენი და US-ის მაგივრად C0M-ზე გადაციდნენ, პლიუს კიდევ რაAრც სისტემა შეცვალეს, და მამენტ სურათები ადგილზეა, მაგრამ ფორუმზე აღარ ჩანს, პროსტა ლინკების შეცვლამ შედეგი არ გამოიღო, მიმოწერა მქონდა და რაც მოიწერე ის ჯერჯერობით არ შველის საქმეს...

ჯერ ვცადე ერთი ტემის თავიდან განახლება და ლამის მტელი დღე წამართვა.... ლოკალურ იმიჯ ჰოსტინგს ვეძებდი და ნორმალური ვერაფერი ვნახე რომ საკუთარი ავწიო... ან არის ისეთი ლაითი ფუნქციონალის რაც საკმარისი და მისაღებია, მაგრამ ყველას რაღაც ხარვეზი აქვს და არ მუსაობს, ან რარაც აი სუპერ პუპერ გაზულუქებული ვერსიებია და იმდენი ჩახუჭუჭებული რაღაც აქვს რომ გავრეკე smile.gif აშკარად არაა მაგდენი საჭირო smile.gif

კაროჩე ჯერ ისევ ზებნაში ვარ sad.gif
WARNer brother
ja_ja
გუგლის ფოტოებიდან რომ ვეძებ და აგდებს ფორუმიდან ფოტოებს, იქ ჩანს,
და რო გადმოვდივარ იქიდან ფორუმზე აღარ ჩანს, ანუ ფოტოები ადგილზეა.
ja_ja
WARNer brother
გუგლის ფოტოები იმისთვისაა რომ იქ შეინახო ან გაუშერინგო ვინმეს, მაგრამ ლინკად არ გაძლევს საშუალებას გამოიყენო, მაგიტომაც არ ჩანს sad.gif
nihontoman
ვინმეს GTA 4-ის გადმოსაწერი ლინკი გეგულებათ? smile.gif რაღაცა ვერ ვნახე ნორმალური ტორენტებზე და
smile.gif
temo-777
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 23rd January 2016 - 12:35 AM) *
ვერ ვნახე ნორმალური ტორენტებზე

მაგის მეტი რა არი smile.gif
http://torrent-games.net/news/grand_theft_...013-06-20-35941

ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური საიტი ტორენტებიდან
gela
რაო ახლა ვითომ რა მინდაო? რა არ მოეწონა? ამის ერორიღა მაკლდა კიდე ახლა? ისედაც რ2-ში ვარ 12 წელია

okela84
gela
გელა შენ სავარაუდოთ ან შეგნებულად დასბროსავდი ბიოსს ან უნებიელდ დაგესბროსა, ელემენტი დაგიჯდებოდა ბიოსის და პირველივე დენის გათიშვის შემდეგ ბიოსი დაგესბროსებოდა.

F1-ით გიშვებს ხო ვინდოუსში ?

თუ ხო მაშინ გეტყვი როგორც უნდა მოიქცე

1) აწვები DELETE-ს და შედიხარ ბიოსში

2) შედიხარ BOOT-ში

3) შემდეგ Boot Settings Configuration

4) შემდეგ პოულობ Wait for F1 if Error-ს და აყენებ Disabled-ზე

5) შემდეგ სეივ ენდ ექსით და მორჩა კინო biggrin.gif

თუ ვერ გაერკვიე დედაპლატის და პროცესორის ზუსტი მოდელი გაარკვიე და ინსტრუქციასაც უფრო ზუსტს მიიღებ


ბიოსის განახლება აუცილებლად მოგიხსნის მაგ პრობლემას ერორის გათიშვის გარეშე, თუმცა პირველ ეტაპზე ის სცადე რაც მოგწერე
okela84
nihontoman
ტორენტებიდან გადმოწერით უკვე დიდი ხანია აღარ ვიწუხებ თავს, (MKV ხარისხის ფილმებს თუ არ ჩავთვლით) აჭარენეთზე არ იდება თამაში მანამ სანამ ნორმალური მუშა ვერსია არ ვრცელდება ინტ.სივრცეში, ასე რომ შეგიძლია შეხვიდე და თუ დევს ესეიგი მუშაა, აღარ უნდა იქ კომენტარებს კითხვა.
http://adjaranet.com/Game/main?id=319
ja_ja
gela
მგონი ჯერ ჯობია BIOS-ის ვერსია ნახო, ანუ თუ არის ახალი ვერსია ის ჩატვირთე, შეიძლება რაღაც კოდს ვერ ამუშავებს...

თუ BIOS-ი არ გიშველის და F1ის დაჭერისას აგრძელებს ჩატვირთვას, მაშინ როგორც ზემოთ ოკელამ გორჩოა ეგრე ფენი და პროსტა გადაახტება ხომე მაგ შეტყობინებას და გააგრძელებს ჩატვირთვას, მაგრამ მაგ დროს თვითონ პრობლემა არსად არ ქრება...
gela
okela84
ja_ja

F1 გათიშული მაქვს. არ დამისბროსია. ამასთან ერთად გაგრილებაზეც წერდა პრობლემას და თერმოპსსტით ვუშველე. გაგრილებას ეშველა და ეს მეორე ერორი მაინც დარჩა. ისევ ბიოსის ჩAტვირთვას ვიჩალიჩებ აბა.

მადლობა ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის ოქროს ხალხო
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st January 2016 - 12:31 PM) *
ლოკალურ იმიჯ ჰოსტინგს ვეძებდი და ნორმალური ვერაფერი ვნახე რომ საკუთარი ავწიო... ან არის ისეთი ლაითი ფუნქციონალის რაც საკმარისი და მისაღებია, მაგრამ ყველას რაღაც ხარვეზი აქვს და არ მუსაობს, ან რარაც აი სუპერ პუპერ გაზულუქებული ვერსიებია და იმდენი ჩახუჭუჭებული რაღაც აქვს რომ გავრეკე აშკარად არაა მაგდენი საჭირო

Chevereto ნახე მისტერ smile.gif
http://chevereto.com/
ნულიფიცირებულიც იშოვება.
ოჩოს სურათების აპლოადი მაგ სკრიპტზეა: http://up.ochopintre.ge/

Der Rote Baron
თარიღი სწორია კომპზე? წელი, თვე, რიცხვი განსაკუთრებით და მერე საათიც.
როგორც წესი მაგან იცის ხოლმე ეგ პრობლემები ყველა ბრაუზერში როცაა.
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 25th January 2016 - 08:57 AM) *
Chevereto ნახე მისტერ

დანქე...

ეგ ნანახი მაქვს და გადავდე მერესთვის, მეთქი ნამეტანი ზედმეტი ფუნქციონალი აქვს მეთქი და რა ჭირად მჭირდებათქვა sad.gif
Power_VANO
ja_ja
geojorjika

საინტერესო თემაა ბრაუზერების სტატისტიკა smile.gif

"collected from W3Schools' log-files since 2002"

ანუ საიტის ლოგებიდან ამოღებული ინფოს სტატისტიკაა. ეგ მსოფლიო სტატისტიკად ვერ ჩაითვლება

აი ვიკიზე, ამ ნაწილში ნორმალურადაა ციტირებული წყაროები: https://en.wikipedia.org/wiki/Usage_share_o...#Summary_tables
+ წერია ბევრგან Chrome + Android, რაც ხსნის კიდევაც გუგლის 50%-იან წილს. დესკტოპ ბრაუზეერბში (Usage share of desktop browsers for Oct-December 2015) კი ჩანს რომ პირიქითაა ტრენდი და 50% ისევ IE-ს იყენებს.

დესკტოპებში MS-ის ბრაუზერები ლიდერობას იდეაში ყოველთვის შეინარჩუნებენ, მინიმუმ კორპორატიული სექტორის ხარჯზე. MS-ის ბრაუზერებისთვის კორპ. გარემოში პოლიტიკების განსაზღვრა, კონკრეტული ფუნქციონალის ჩართვა-გამორთვა იუზერებთან და ა.შ. უმარტივესია და + იდეალურად ემორჩილება ბრაუზერი იმ პოლიტიკებს. აი სხვა ბრაუზერებს რაც შეეხება, მანდ იდეალური კი არა, კარგისგანაც კი შორსაა ეგ ყველაფერი. ერთ დღეს რომ სპეც. სეტინგების ტემპლეიტებს დააინტეგრირებ მეორე დღეს ბრაუზერის ახალი ვერსიის გამოსვლის შემდეგ სეტინგების ნაწილი აღარ მუშაობს + ის ტემპლეიტები დროზე არ ახლდება ყოველთვის smile.gif მოკლედ, კორპორატიულ გარემოში ადვილი არაა არა-Microsoft ბრაუზერების მენეჯმენტი.
ერთი რაც კარგი გააკეთა MS-მა მაგ მხრივ, ყველა ორგანიზაციას, რომელსაც სალიცენზიო შეთანხმება ჰქონდა და აქვს, უხნავდა და უხნავს ტვინს IE-ს მე-11 ვერსიამდე დააპგრეიდებაზე. თან <11 ვერსიებს საპორტი შეუწყვიტა. სტატისკებიც რომ ვნახე ახლა, IE-ებში 11-ის წილი დიდია საკმაოდ. უმუშავიათ ე.ი. biggrin.gif

ნუ Edge მეც ძალიან მომწონს, მშვენიერი ბროუზერია ნამდვილად.


და ბარემ ქართული ინფოც ვნახოთ. ჩვენთან დიდ ორგანიზაციებში უიშვიათესად რომ ბრაუზერების შეზღუდვა-კონტროლის კარგი პოლიტიკა იყოს დანერგილი, ამიტომ ქრომი ხშირად ამ ორგანიზაციებშიც ხშირად გამოიყენება.

აი ესაა overclockers.ge-სა და ochopintre.ge-ს სტატისტიკები, ბრაუზერების და ოპერაციული სისტემების, ბოლო 1 თვის მანძილზე:









ზემოდან ქვემოთ:
overclockers.ge - ბრაუზერები
overclockers.ge - OS
ochopintre.ge - ბრაუზერები
ochopintre.ge - OS


ჰო, Opera პოსტსაბჭოეთში პოპულარულია ჯერ კიდევ როგორც ჩანს biggrin.gif
Lukiane123
ჩავიწერე chairgun pro იქნებ მასწავლოთ რამე ვერაფერი ვერგავიგე biggrin.gif
mister_io
ციტატა(SVD @ 2nd February 2016 - 06:24 PM) *
ჩავიწერე chairgun pro იქნებ მასწავლოთ რამე ვერაფერი ვერგავიგე

http://www.airgun.ge/forums/index.php?show...mp;#entry140872
ამ თემას გადახედე, ბოლოს ვიდეოც დევს რაცვიცოდი გადავიღე იმედია დაგეხმარება
Lukiane123
რადგან კომპებს ეხება დავწერ მეც თუ შეიძლება.
პროციკა E4600 აბა დამეწიეთ biggrin.gif (ბოქს ქულერით)
geojorjika
SVD
ხომ გთხოვე პროსტინებს ნუ დებთქო? რა ვქნა ეხლა ვორნი მოგცე?
Lukiane123
ციტატა(geojorjika @ Feb 12 2016, 05:26 PM) *
SVD
ხომ გთხოვე პროსტინებს ნუ დებთქო? რა ვქნა ეხლა ვორნი მოგცე?

ხო ვიცი ვიცი სულდამავიწყდა აღარ ვიზამ
800X600 ზე გავუშვა?
okela84
SVD
ციტატა(SVD @ 12th February 2016 - 04:18 PM) *
პროციკა E4600 აბა დამეწიეთ (ბოქს ქულერით)

ნუ რო ჩაირთო ეგეც საქმეა, მაგრამ აბა რომელიმე ტესტი გაუშვი მაგ სიხშირით wink.gif


Lukiane123
ციტატა(okela84 @ Feb 12 2016, 06:27 PM) *
SVD

ნუ რო ჩაირთო ეგეც საქმეა, მაგრამ აბა რომელიმე ტესტი გაუშვი მაგ სიხშირით wink.gif

ტესტები სიმართლე გითხრა არ მისინჯავს ბენჩები და ეგეთებით არ ვარ დაინტერესებული უბრალოდ მინდოდა მაქსიმალურად გამეწურა პროციკა და ეს დადო.ამ სიხშირით ვტამაშობ თამაშებს და ჯიგრულად არის რავიცი,ცხელდება ბაზარი არაა მარა მკიდია biggrin.gif სხვაც მაქვს და
okela84
SVD
თამაშებს თუ გათამაშებს ტესტებსაც გაივლის
gela
თან გამარჯობა და აბა ჰე დევიწყე smile.gif))
ხოდა რაშია ახლა საქმე, მოკლედ ჩემს კომპიუტერს ამ ბოლო დროს რანცხა პაწა უცნაურობები დეეწყო, კერძოდ, ვინდოუსში აღარ შედის, სეივ მოუდში ბეზპრაბლემ, მერე სეივმოუდიდან შევედი ვიდეო დრაივერი ამოვუშალე და კი შევიდა ვინდში ჩვეულებრივად, ანუ დასკვნა, ვიდეო კარტის დრაივერი კონფლიქტში მოდის ვინდოუსთან თუ რა მაფიაა ვერ გევიგე, არა და ანტივურუსზე გავატარე და დრაივერს ვირუსი არ აქვს, არ კომპს აქვს ვირუსი, ადრეც სულეს ვიდეო კარტა მეყენა და ამ დრაივერს ვატარებდი და, ვითომ ვიდე კარტას ერხვის და ვერ გამოგია თუ რა ნაფიაა ახლა ეს?
gregory
ჯერ ნახე კარტაზე ქულერი ხომ არ გაიჭედა ან მთლად დამტვერილი ხომ არაა?
გაწმინდე და თავიდან ჩასვი კარტა
gela
gregory
არა უფროსო, ეგ დასუფთავების ამბები მოგვარებული მაქვს, დაჟე თერმოპასტით დავამუშავე. და ისე ჩავსვი, ახლა ერთი ეჭვი მაქვს, იქნებ ახალმა დრაივერმა უშველოს, უნდა დავძებნო და გადმოვწერო აბა, ეს ერთი 7 წლის ვიდეოკარტა მაინც არის და ვფიქრობ რამე კონფლიკტში ხომ არ არის თქვა sad.gif
ja_ja
შენ მგონი უნდა შემოწმო გრაფიკული დატვირთვა....

ანუ სეივ მოდში და უდრაივეროდ ვიდეო კარტა დატვირთვას არ ჩალიჩობს და ლამის თავისი შესაძლებლობებს მინიმუმზე იყენებს, ხოლო აი დრაივერებ გამართული კი უკვე ვინდოუსში ჩართვისთანავე გადის მინიმუმიდან სადრაც 20-30%-ზე, შეიძLება დატვირთვას ვერ უძლებს ან შეიძლება მართლა ბანალურად ვიდეო დრაივერს დაერხა...

მოკლედ გაქვს შემდეგი საქმეები ჩასატარებელი:

1) ჯერ ახალი დრაივერის დაყენება, თუ არ გიშველა მეორე პუნქტზე გადასვლა

2) ახალი ვინდოუსის დაყენება და ახალი დრაივერების დაყენება (თუ ეს საქმე ვავა არ გინდა, მაშIნ თუ არის შესაძლებელი შენი ვიდეო სხვა კომპში უნდა ჩადგა და შეამოწმო, თუ იქაც გაჭედა, მაშინ განაჩენი ვიდეო კარტას აქვს, ხოლო თუ იქ არ გაწედა, მაშინ შენს Windows-ს აქვს სავარაუდოდ დარხეული - ნუ იმედია, თორემ უარეს შემთXვევაში შეიძLება დედა პლატაზე ან კვების ბლოკზეც იფიქრო, მაგრამ მაგ დროს როგორც წესი გადატვირთვას იწყებს ხოლმე კომპი ან ჭედავს და არარაფერს აკეთებს ხოლმე...)
gela
ja_ja

video stability-თ შევამოწმე და ვიდეო კარტამ ტესტი ჩააბარა, ანუ არ გაჭედა, ახლა დრაივერს ვიწერ ახალს, ვნახოთ რას იზამს, თუ არ ქნა, შემდეგ პუნქტებს მივაწვები
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.