დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ისევ და ისევ IT პრობლემები :D
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
ReMiNgToN


აი სქრინიც
ja_ja
არ ვიცი რა პროგრამაა და საიდან დააყენე smile.gif არაა გამორიცხული სიმულანტი პროგრამა იყოს, რაცხა სისულელეს წერს აი დავიჭირეო რომ ასევთქვათ გაჩვენოს ხომ ხედავ ვმუშაობო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Power_VANO
წაშალე malwarebytes "anti-malware" უფუნქციო პროგაა smile.gif
geojorjika
ReMiNgToN
პროგრამა არ ვიცი მარა აგი ბოვშები ვისია ჰა? smile.gif
gela
ციტატა(nihontoman @ May 3 2012, 10:29 PM) *
cz80
მეც ვინ 7 მიყენია... ნუ გადმოვწერე თრაიალი pure 2.0-ის და ვიდეოში რომაა იმ ლინკიდან გადმოვტვირთე აქტივატორი. ჩვეულებრივად გაუშვა, პრობლემა არ მქონია :/



ჩემთანაც ჯიგრულად ამუშავდა 320 დღე დაწერა
Davitus
ხალხო, Microsoft Windows XP Tablet PC Edition 2005 პირდაპირ მაიკროსოფტის საიტზე არ დევს თუ მე ვერ ვპოულობ, იმენნა ვერსად ვერ ვიპოვე სუფთა iso ვერსია, ყველანაირი მაიმუნობების გარეშე

დავიტანჯე იმენნა, იქნებ ვინმემ იცით სამცხა რამცხა
Power_VANO
Davitus
აბა ესენი ნახე დავით:


http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3291321 SP2

და

http://thepiratebay.se/torrent/5034757 SP3

ისე, ტაბლეტის ვარიანტში 8-იანი არ გირჩევნია? კი ბეტაა ჯერ, მაგრამ მუშაა მაინც. თუ ჰარდია ძველი?
Davitus
Power_VANO

ლიცენზირებული მიყენია და მაგიტომ მინდოდასავით

რავიცი...

ჰარდი ძველი კია:

HP Compaq Tablet PC Tc4200

ნუ წესით უნდა წავიდეს მაგრამ...

იმენნა თაჩსქრინი რომ იყოს ბაზარი არაა, სტილუსი აქვს და დიდი შეღავათიც ვერაა

თან ოზიექსპლორერი და მთელი რიგი პროგები არ მიდის მაგაზე, ისევ ლიცენზირებული ბარახლო მირჩევნია smile.gif
Power_VANO
GPS-ისთვის გინდა შენ ეგ ხომ? ისე, 2005-ში 2K მწვანე კი ღირდა ეგ ტაბლეტი, მაშინ მწვერვალი იყო smile.gif

ჰოოდა მემგონი წავა ეგ იმიჯები. KEY ამოაძრე რეინსტალამდე და ეგაა, XP-ს დიდი რთული აქტივაციის მეთოდები არ აქვს მაინც. ძირითადში, KEY თუ აქვს, ლიცენზირებულია biggrin.gif
Davitus
Power_VANO

შენ ახლა მე გგონია გუგლში ძებნა არ ვიცი თუ biggrin.gif


რაც დადე, პირველი არააკტიური ტორენტია, ვერ გადმოწერ, რუტრეკერზე ერთგან არის დადებული მაგრამ მოდიფიცირებულია და არ მინდა ეგ

მეორე ლინკი რაღაც მარაზმ საინსტალაციოს მაწერინებს, მოკლედ ჩავუჯდები და ვიპოვი სადმე
Power_VANO
მაშინ ეს ნახე მისტერ: http://www.torrenthound.com/hash/a97966a09...2-h33t-Dave3737

მუშა ტორენტია smile.gif
doctor
გილოცავ. ჩემის მხრივ ვისარგებლებ შემთხვევით და აი ამის შესახებ მინა ზოგადად თქვენი აზრი

http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=2913141 იაფია თნ საკმაოდ ძლიერი , საეჭვოდ იაფი. თუ არის რაიმე რასაც ვერ ვხვდები ??
norica_dragon
ციტატა(doctor @ Aug 23 2012, 09:58 AM) *
გილოცავ. ჩემის მხრივ ვისარგებლებ შემთხვევით და აი ამის შესახებ მინა ზოგადად თქვენი აზრი

http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=2913141 იაფია თნ საკმაოდ ძლიერი , საეჭვოდ იაფი. თუ არის რაიმე რასაც ვერ ვხვდები ??


კი არის საწჭვო, თუნდაც იმიტომ რომ 6 თვიანი გარანტია აქვს, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ან ახალი არ არის ან რეფაბრიშია ჩამოტანილი, ფასი მართლა ძაან იაფია smile.gif

+ კიდე თუ ი7 გინდა ჯობია ივი ბრიჯი დაითრიო, უკვე გამოსულია. სუ სხვა ფერფომანსი აქვს და ენერგო მოხმარებაც სუ სხვაა, ეგ ძველი ი7 ისე ჭამს დენს რომ კვების გარეშე 1 სააენჩთI მაგის მაქსიმუმი იქნება smile.gif

თუ 350 ლარს წაამატებ წესიერ ი7 ის დათრევა შეიძლება, დაჟე გაბენჩილიც კი მაქვს ეგეთი მოდელი:
თუ სხვა ატესტიც დაგაინტერესებს ყველა მაქვს, უბრალოდ გავუოფეთ ამ კაცს ეს თემა biggrin.gif, რო ნახავ ამ პოსტს ვთხოვოთ ადმინისტრაციას რომ წაშალოს smile.gif
ja_ja
norica_dragon
doctor
ორივეს 10-10% ვორნი სხვის თემაში ოფტოპიკისთვის, არის ცალკე თემა კომპ საკითხებზე და იქ გებაასათ!.

თემები გადატანილია ვორნები დარიგებულია
norica_dragon
ციტატა(ja_ja @ Aug 23 2012, 11:02 AM) *
norica_dragon
doctor
ორივეს 10-10% ვორნი სხვის თემაში ოფტოპიკისთვის, არის ცალკე თემა კომპ საკითხებზე და იქ გებაასათ!.

თემები გადატანილია ვორნები დარიგებულია



შენ ამ ვორნების რიგებას ჯობია იმაზე იფიქრო ამ კვირას სად გავიდეთ თორე დამიჟანგდა თოფები biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 23rd August 2012 - 11:59 AM) *
შენ ამ ვორნების რიგებას ჯობია იმაზე იფიქრო ამ კვირას სად გავიდეთ თორე დამიჟანგდა თოფები

ისევ აოფებ და კიდევ ერთი ვორნი არ მიიღო, თემის სათაურს დაუკვირდი....
nihontoman
norica_dragon
მე მქონდა ზუსტად მაგ ინტერნალებიტ ეისერის ნოუთი ოგონდ 15-იანი ეკრანით და ძლებდა 4-5 საათი ინტერნეტი, მუსიკა და ვიდეოს პონტში... ასე რომ არც მასე მხაპავი არაა... თუმცა კი ახალი 22 ნანომეტრიანი პროციკები ჯობია... თან ეგ ვიდეო კარტა მართალია კარგია, მარა მგონიო დგეს უკვე უკეთესებიც გამოდის...

gregory
სალამი ყველას smile.gif
მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს:
მიყენია d-link DIR 300 როუტერი. ეხლა მონდოდა სეთინგები შემეცვალა და უცნაურ რაიმეს გადავეყარე. შევდივარ 192.168.1.1 ზე მერე პაროლს ვუკრიფავ და შევდივარ "ნასტროიკებში". საოცარია, რომ wireless setup-ში რომ შევდივარ მენიუს პუნქტები საერთოდ არაა აქტიური, ხოლო სხვაგან თუ რაიმეს შევცვლი და save-ს ვაძლევ, მიწერს, რომ მარტო ადმინის აქაუნთს შეუძლია ცვლილებების შენახვაო...
ნეტა რა ხდება? ვინმეს ხომ არ ქონია მსგავსი პრობლემა?
koknar
gregory
ვეღაცამ გაგიტეხა როუტერი biggrin.gif biggrin.gif ყველა გვერდი დააკაფჩურე და მიარეზეტე მერე შეავსე ისევ ისე როგორც იყო (ყველა აიტიშნიკის მოვალეობაა ეს გირჩიოს)
ja_ja
gregory
ნუ ფაქტია ადმინის ექაუნთით არ შედიხარ smile.gif, შეიძლება იუზერის სახელი კი არის, admin მაგრამ უფლებები ადმინის აშკარად არ აქვს. შემ მხოლოდ ნახვის რეჟიმში ხარ.

კოკნარამ სწორი კი გირჩია, მაგრამ სანამ მაგას გააკეთებ ჯერ ის დაწერე, როუტერი შენია თუ პროვაიდერის? თუ პროვაიდერის, არის, მაშინ ეგ სტანდარტული ქაჯობაა, ძირიტადად სილქნეტი და კავკასუსი შვებიან მაგას smile.gif, პროსტა რომ ჩამოყარო პარამეტრები მერე გაწერა შეიძლება პრობლემა გახდეს.

თუ შენია როუტერი, მაშინ ზედმეტი ფიქრის გარეშე დაარეზეტე (აქვს შესაბამისი ღილაკი და იმას დააჭირე და რამენიმე წუთი ეგრე დატოვე სანამ ნათურები ციმციმს არ დაიწყებენ), მერე კი შენს ჭკუაზე დააკონფურირე
gregory
დიდი მადლობა ყველას smile.gif
როუტერი ჩემია და ეგ გამიკვირდა რომ ესეთი სიტუაცია დამხვდა. თანაც წარმოდგენა არც კი მწონდა, რომ მის მართვაში როგორც ადმინი და როგორც იუზერით ისე ადმინით შესვლა თუ შეიძლებოდა! არააქვს ნასრტოიკებში ცალკე ადმინი და ცალკე იუზერი. მოკლედ დავარესეტე უკანა ღილაკით და პრობლემებიც მოგვარდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif
koknar
ვინმემ თუ იცით youtub ში როგორ კეთდება ინტერაქტივი, ანუ რაღაცა ვიდეოს მერე მინდა კნოპკები დავალაგო სხვა ვიდეობზე, ან ერთი ვიდეო იყოს და ჩაპტერების პონტში გადასასვლელები გაუკეთო ინტერაქტიული. sad.gif smile.gif
ja_ja
სამწუხაროდ იუტუბს მხოლოდ პირდაპირ ვიდეოს ასატვირთად ვიყენებ და არასდროს ეგეთი ფუნქციონალის იდეა თავში არც კი მომსვლია, თუმცა სხვა ვიდეოებზე კი მინახია... მარა რაფრა აკეთებენ ხრენ ივო ზნაიტ....

P..S ისე სინჯე აბა შეიძlება ეს გამოგადგეს



კაროჩე მგონი ყველა საჭირო ვიდეო კეთდება და უკუღმა იწყებ ატვირთვას.

მერე ყოველ შემდგომზე სასურველ ადგილზე პროსტა ფრეიმს ადებ და უბრალოდ მომდევნო ვიდეოს ლინკს ადებ რომელიც ამ ვიდეოზე ადრე ატვირთე და იასნია რომ ლინკი უკვე ხელთ გაქვს.... ნუ მემგონი რა smile.gif

აუ იმდენადა ჩახლართულად დავწერე, იმ ვიდეო, ამ ვიდეო, მერე ვიდეოა და წინ ვიდეო რომ მგონი მეთვიოთონ გავეჭედე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
მადლობელი! შინაარსი გასაგებია
gregory
ხალხნო რატომღაც ეს 2 დღეა airgun.ge-ზე IE-თი ვერ შემოვდივარ. ყველა სხვა საიტებზე უპრობლემოდ შედის. არადა სხვა ბრაუზერებით უპრობლემოდ შემოვდივარ. ნეტა რაშია საქმე?
gregory
ეხლა ვაკვირდები და იმენნა თავფურცელზე არ შედის(ცარიელ გვერდს აჩვენებს მარტო), არაფა ფორუმზე უპრობლემოდ შედის unknw.gif unknw.gif unknw.gif
koknar
ვა, ჩემთან ყველაფერი ჩანს, საკუთარ თავში ეძებე პრობლემა
ja_ja
gregory
ჩემთანაც ყველაფერი ნორმალურად იხსნება....

სცადე ექსპლორერს რესეტი გაუკეთო Tools -> internet Options-> Advanced და მანდ ნახე კნოპკა Resset, მაგის მერე თუ რამე არეული აქვს ბროუზერს წესით უნდა დაბრუნდეს ქარხნულ ანუ საწყის პოზიციაში ყველაფერი.

უბრალოდ გაითვალისიწნე ისტორია, პაროლები და სხვა ეგეთი ინფოც წაიშლება (ფავორიტები არ წაიშლება, დარჩება ადგილზე, დანარჩენი კი ყველაფერი გაუქმდება და ისეთივე უმანკო მდგომარეობაში უდნა დაბრუნდეს რაც Windows-ის დაყენებისას იყო smile.gif)
gregory
ja_ja
ეგ უკვე ვცადე, მაგრამ არ უშველა sad.gif

TAMPLIER
არ ვიცოდი სად დამეწერა და აქ დავწერ
აბა ვინ მიხვდება რაშია საქმე ?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეხლა ამომივიდა ზბორკა რომ უნდა ავაწყოთ ამისგან კომპები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif „ELIT ELECTRONICS-ი გლიჯავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
TAMPLIER
სადაა pcI სლოტები??? biggrin.gif

Davitus
gregory

შემცირებულია, ტყუილ უბრალოდ, დირკის დაკავება არ შაიძლება biggrin.gif წავიდა ის დრო
TAMPLIER
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
TAMPLIER
ერთად იყიდე თუ ცალცალკე? თუ ცალცალკე მაშინ გამყიდველი არაფერ შუაშია და შენ უნდა გცოდნოდა რას ყიდულობ, ხოლო თუ ერთად იყიდე... ნუ მაშინ მაღაზიაში უნდა მიბრუნდე და მაი ანტენა გამოიყენო იმ დანიშნულებით რაფრაც ცოცხს იყენებდნენ ამასწინათ ნაჩვენებ ციხის კადრებზე, დასანანია რომ ცოცხის დიამეტრი არ აქვს მაგ ანდენას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



მოკლედ დედა დაფაზე არის, 1 ცალი ვიდეო დაფის ჩასასმელი ბუდე, როგროც წესი სტანდარტული PCI Express 16x, ნუ თუ დედიკო ბიუჯეტური ვერსიაა მაშIნ შეიძლება ზომით კი იყოს 16x მაგრამ იმუშავებს რეალში როგროც 8x

მაგის ქვემოთ გაქვს 2 ცალი დამატებითი შტუკების სლოტები ეგეც სტაბდარტული PCi Express ოღონდ 1x ნუ ეგეთიც უნდა იყოს smile.gif ახალ დედიკოებზე ძველებური უბრალო PCI ნიხტ smile.gif აი ანტენა კი მგონი კაკრაზ ძველი სტანდარტის PCI სლოტს მოითხოვს smile.gif როდინდელია! smile.gif სადღაა ეგეთი ქაქი smile.gif რომ დაგჭირდეს წესით ვეღარც კი იშოვი smile.gif
koknar
ja_ja
უსარგებლო სქემაა, 100% მარა გინდაც ის პლატა იყოს PCI Ex მაინც დიდი შანსია X16 თუ დააკავებ ორივე დანარჩენი გაითიშოს ან პირიქით. ანუ ერთად ეს სლოტები ნიხტ ვორკენ.
Dave
ციტატა(ja_ja @ 28th September 2012 - 07:56 PM) *
აი ანტენა კი მგონი კაკრაზ ძველი სტანდარტის PCI სლოტს მოითხოვს

როგორც ვხვდები ეგ ანტენა ჩვეულებრივ ინტერნეტ კარტაზე ყენდება და მაგ დედა პლატას კი ნეტ კარტის სლოტი საერთოდ არ აქვს smile.gif ახალი კი არა პირიქით მგონი ძალიან ძველი დედა პლატაა იმიტომ რომ ახლები ეგეთი მინიმალური სლოტებით არ გამოდის. ია ტაკ დუმაიუ smile.gif
ja_ja
Saint Dave
ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 08:18 PM) *
როგორც ვხვდები ეგ ანტენა ჩვეულებრივ ინტერნეტ კარტაზე ყენდება და მაგ დედა პლატას კი ნეტ კარტის სლოტი საერთოდ არ აქვს

ღმერთმანი...

ამიხსენით რა არის, ნეტ კარტა? და მერე ამ ნეტ კარტაში ჩაყენება? არსებობს დედა დაფაზე სლოტები რომელშიც გინდა ქსელის დაფას ჩააყენებ გინდა ხმის დაფას, გინდა ვიდეო მონტაჟის დაფას, Wi-fi ანტენას და ასე შემდეგ, არცერთი ასეთი პორტი არაა რომელიმე კონკრეტული მოწყობილობისთვის, არის, სტანდარტი რომლითაც არის, აგებული პორტი და ყველა სხვა დეტალის მწარმოებელი ვალდებულია თავსებად ბუდეში ჩასარჭობიანი დეტალი აწარმოოს... აქედან გამომდინარე ტერმინი ინტერნეტ კარტაში ჩაყენება.... ნუ კაროჩე რა smile.gif

და ბოლოს რა ჭირი და დოზანაა ინტერნეტ კარტა! ამ პლანეტაზე არ არსებობს ინტერნეტ კარტა, ინტერნეტ ქსელი, ინტერნეტის პორტი და ასე შემდეგ. არსებობს ქსელის პლატა (ქართულად კი ქსელის დაფა), ქსელის პორტი RJ45 და ასე შედმეგ....

გაითვალისიწნეთ ჯერ ყოველთვის არსებობს ქსელი, და მერე ამ ქსელს თუ აქვს ინტერში გასასვლელი მერე გადიხრ ინტერნეტში, არ არსებობს ჯერ შეუერთდე ინტერნეტს და მერე შეუერთდე ქსელს.

იგივე ინტერნეტი რომ ავიღოთ კავკასუსისგან, ან სილქნეტიდან, ბევრი ლექციებზე მესპორებოდა ხოლმე - აზრზე არა ხარ აი მე სახლში პირდაპირ ინტერნეტს ვაერთებ კომპიუტერშიო... არ დაიჯეროთ არ არსებობს ეგეთი რამ, ყოველთვის შენს კომპიუტერსა და როუტერს შორის, ან მედიატორს შორის, ან სვიჩსა და კომპს შორის მყარდება ქსელი და მერე ამ სვიჩის, ჰაბის, როუტერის, მოდემის, მედიატორის მერე თუ არის გასასვლელი ინტერნეტში შეიძლება გახვიდე ინტერნეტში თუ არა და რჩები ლოკალურ ქსელში შენს კომპიუტერსა და იმ მოწყობილობას შორის!

ღმერთმა დაგიფაროს სადმე IT ტესტირებისას შემოხაზო, ან ახსენო ინტერნეტ პლატა, ან ინტერნეტ პორტი, შენი კანდიდატურა უმალ მოხსნილი იქნება ყველანაირი განხილვიდან!
Dave
ციტატა(ja_ja @ 28th September 2012 - 09:16 PM) *
არსებობს დედა დაფაზე სლოტები რომელშიც გინდა ქსელის დაფას ჩააყენებ გინდა ხმის დაფას, გინდა ვიდეო მონტაჟის დაფას, Wi-fi ანტენას და ასე შემდეგ

ანუ იმის თქმა გინდა ეხლა რო მაგ სჰტუკას ვიდეო ცარდ ის სლოტსჰი ჩასვლამ ? smile.gif რაგაც არა მგონია. ეხლა მეზარება ჩემი კომპიუტერის დაშლა და სურათების გადაღება. ვიდეო კარტას აქვს თავისი კონკრეტული სტანდარტი და საუნდ კარტას და ნეტ კარტას თავისი სტანდარტული პორტი

შენ თუ ამას ვიდეო კარტის სლოტში ჩასვამ საღოლ მაშინ
Davitus
ლოლ! კურიოზი გაიჩითა პირდაპირ ეთერში biggrin.gif

Saint Dave

ისე შენ მაგ ადამიანის შორეული მოღვაწეობის ისტორიის 10% მაინც რომ იცოდე, ეგეთ პოსტის დაწერას, გაფიქრებითაც კი არ გაიფიქრებდი გონებაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


თორემ, უცებ სიტუაცია შეიქმნა რუბრიკიდან: "შვილიშვილი ბაბუას ტყ*&*%ს ასწავლიდაო"
Dave
დავითუს შენ ეხლა როგორ წერ იცი? აი გაგიგია რო ჯაჯა "კომპიუტერში" მაგარიაო და იასნად მე მტყუანი ვარ smile.gif უბრალოდ ახსმა მჭირდება, მე რაც ვიცი ის დავწერე და ჯაჯამ ჩემზე მეტი თუ იცის უკეთ ამიხსნის და გავიგებ, ეგეთები არ გაუჭირდება smile.gif
Davitus
Saint Dave

შენი პოსტიდან გამომდინარე როგორც აღვიქვი ისე დავწერე, მარტო კითხვის და შემეცნებითი ინტერესის მატარებელი არ არის ეგ შენი პოსტი

ციტატა
გაგიგია რო ჯაჯა "კომპიუტერში" მაგარიაო და იასნად მე მტყუანი ვარ


გამიგიას დონეზე არ ვწერ ხოლმე პოსტებს არცერთ ფორუმზე wink.gif


გარკვევიტ დაგიწერეს რომ არსებობს PCI პორტები სადაც დგება, როგორც ქსელის დაფა, ხმის დაფა და ა.შ. მოწყობილობები, ცალკე "ინტერნეტ კარტისთვის" არ არსებობს, როგორც მაგალითად ადრე გამოყოფილად ვიდეო დაფისთვის იყო AGP სლოტი

ისე კი გამიკვირდა, კომპიუტერული საუკუნეა და შენი ასაკის ახალგაზრდები ასეთ პრიმიტიული კითხვებით არ ინტერესდებიან ხოლმე
Dave
Davitus
ხო კარგი მაშინ ესე ვქნათ მე შენ გაჩვენებ ორივე სახის დედა დაფას smile.gif
Davitus
Saint Dave

იმედია SCASI სტანდარტების ქვის ხანის არქეოლოგიურ კვლევებს არ მიეცემი smile.gif
Dave

მოდი ეხლა შენ დავითუს აი ამ წითლად აგნიშნულ პორტებში ჩამისვი ამ ორი ქარდ იდან რომელიმე smile.gif


მე სულ სხვა რაგაცას ვამბობ და თვქენ სულ სხვა რაგაცას მიმტკიცებთ და რატომ ვერ ვიგებ ? smile.gif
ja_ja
Saint Dave
ეხლა მიჩალიჩებ რაიმე საწყენი დავწერო რა smile.gif იცოდე ჩემი ბრალი არაფერი შენ მაიძულე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 09:28 PM) *
ანუ იმის თქმა გინდა ეხლა რო მაგ სჰტუკას ვიდეო ცარდ ის სლოტსჰი ჩასვლამ ?

ნუ დავითუსმა უკვე გითხრა რაღაც, მაგრამმ ეს ჩვეული ახალბედას საქციელია, ასევთქვათ "ტერიტორიუ მეტიშ" smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაცოუ biggrin.gif მენა ამ დედა არღნიან კომპიუტერებში 80-იანი წლებიდან ვარ.... ჯერ მარტო ეგ გადათვალე რას ნიშნავს, მერე ცალკე მთელი სტატიები მაქვს მაგ საქმეზე ნაწერი, მთელს ჟურნალს ვუშვებდი, ფორუმ.გე-ზე მთელი დვიჟენიები მქონდა, სანამ კაკრას ახალბედა სასტავმა მიამიტური და უვიცი შეტევებით ტვინი არ წაიღეს და ბოლოს საერთოდ შემზიზღღდა ფორუმ.გე.

სასაცილოა რა smile.gif რაღაც საკუთარი სტატუსის მტკიცებულება მიწევს smile.gif... გადახედე ერთი საიტს compinfo.ge და 3 მცდელობიდან გამოიცანი ვისია smile.gif. იმას აღარ ვამბობ რომ Intel-ის Microsoft-ის, Oracle-ს Symanteck-ის და სხვა მრავალის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტები მქონდა (აქაურ ფირმებზე ბაასიც კი არ არის, ავტომატურად იგულისხმება, HP-ის წარმოამდგენლობა, IBM-ის წარმომადგენლობა და ასე შემდეგ), თბილისში ვხვდებოდით, თავიანთ პროდუქციას გადმომცემდნენ იმისათვის რომ განმეხილა და მიმოხილვები დამეწერა... იმედია იმაში მაინც შევთანხმდებით რომ რადი პონტა ვიღაც ამ საქმეში ჩაუხედავს ეგეთი კომპანიები არ დაუკავშირდებიან smile.gif მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შენზე გაცილებით მეტი ვიცი ამ სფეროში და რაც არ უნდა საწყენად გეჩვენოს და ახლა ინტუიციურაც დაცვის რეჟიმში გადადიხარ და საკუთარი მცდარი სიტუაციის გამოსასწორებლად შეტევაზე რომ გამოდიხარ არიქა და ახლა გამოგიჭერო....

კაროჩე ჩვენი ოპოზიციასავით არ დაგემატრთოს smile.gif იცოდე ჩემი სფეროა, მაგით ვჭამ პურს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ახლა იმის მერე რაც რაცხა ასევტქვათ სტატუსი ჩამოვაყალიბე კონკრეტულად შენს ტექსტებს გავცემ პასუხს:

1) შენ რომ დაწერე,
ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 09:28 PM) *
ანუ იმის თქმა გინდა ეხლა რო მაგ სჰტუკას ვიდეო ცარდ ის სლოტსჰი ჩასვლამ ? რაგაც არა მგონია.

სადმე ეგეთი სისულელე დავწერე რომ არიქა და უნდა ჩაარჭო მეთქი ეგ მოწყობილობა ვიდეო კარტის სლოტში მეთქი? კაი მთქმელს გაი გამგონი უნდაო... ვიდეო კარტისთვის არის, გრძელი სლოტი რომელშიც ჯდება ვიდეო დაფა. სურათზე შემოვხადე დიდი სლოტი და მივაწერე ანუ PCI-E 16x-ია მეთქი (ისიც მივაწერე კი არის, 16x-ის ზომა, მაგრამ თუ დედიკო ბანძია შეიძლება მხოლოდ 8x სიჩქარეზე მუშაობდეს მეთქი!), მანდ ჯდება ვიდეო, მაგრამ შემიძლია გაგიმხოლო რომ მხოლოდ ვიდეო არ ჯდება, არის, სხვა პლატებიც, Advanced პლატები, ანუ გაფართოების პლატები რომელბიც შეიძლება ჩაჯდეს 16x სლოტში (ეგეთი რამ ცოტა ნავაროჩენი დედიკოებში ხდება, მაგალითად ვიდეო სამონტაჟო დაფა, რომელიც ტავის თავზე იღებს ვიდეო რენდერს, , ), მაგრამ ბიუჯეტურ დედიკოში როდესაც მხოლოდ ერთი ცალი 16x სლოტია, ყოველთვის გათვლილია ვიდეო დაფის ჩასმაზე და სხვა არაფერზე.

გარდა ამისა შემოვხაზე 2 ცალი 1x სლოტიც, სადაც როგორო წესი შეგიძლია ჩააყენო ისეთი მოწყობილობები როგორიცაა ხმის დაფა, ქსელის დაფა (კაკრაზ ეგ ორი დააგდე შენ), მოდემი, ტუნერი და ასე შემდეგ, მილიონ ტრისტა სხვადასხვა გაფართოების პლატები... აქვე გიხსნი ისევ უკუღმართად რომ არ მოთარგმნო და მერე შემოტევის პონტში რაღაც უაზრო კითხვა არ მომწერო ვითომ ჩაჭრის პონტში smile.gif

სწორედაც მაგ 1x სლოტში უნდა ჯდებოდეს წესით ტემპლარას მიერ დადებული პლატა, მაგრამ დააკვირდი შემოხაზულია და მიწერილი აქვს, რომ არის ძველი სტანდარტის PCI სლოტი და არა PCI-e სლოტი...

იმისათვსი რომ დალშე ვისპოროთ, ჯერ წარსულში უნდა გადახვიდე და გაიგო რა იყო ISA სლოტი, მერე როგორ შემოვიდა PCI სლოტი, რატომ გამოიყო ცალკე ვიდეოსთვსი AGP პორტი (მერე Asrock-მა რაცხა კომბინირებული AGV პორტი შემოიღო, და ვერ ნახა გავრცელება, იმიტომ რომ არც PCI-E-იყო და არც AGP), მერე რატომ იყო ეს ყველაფერი დაბრაკული და რატომ შემოვიდა PCI-E სლოტები თავისი დიფერენციაციებით 1x, 2x, 4x, 8x და 16x რომელს რა აკისრია და ასე შემდეგ...



მოკლედ ტემპლარაც იმას კაიფობს რომ დედა პლატა ახალი ტექნოლოგიის PCI-Eსლოტითაა აღჭურვილი და გაფართოების პლატა რომელიც გევრდზე დადო არის ძველი PCI სლოტზე გაანგარიშებული და იმის თქმა უნდოდა რომ ელიტ ელექტრონიქსში მაგარი ჭკვიანი ხალხია და ვერ განურჩევიათ PCI-e და PCI სლოტებიო, ანუ მაგ დედა პლატაში ეგ გაფართოების პლატა პროსტა ვერსად ვერ ჩაყენდება, ვერც ვიდეო დაფისთვსი განკუთვნილ 16x სლოტში (უბრალოდ კონტაქტების რაოდენობაა სხვა და სხვა) და თავისთავად 1x სლოტში ვერ ჩაეტევა მაგოდენა ბანდურა...

ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 09:28 PM) *
შენ თუ ამას ვიდეო კარტის სლოტში ჩასვამ საღოლ მაშინ

მე არსად ეგეთი სისულელე არ დამიწერია, ნუ ცდილობ რაღაც შემომტენო აი გამოგიჭირე და ვსიო დაგერხაო smile.gif მე შენს ტექსტზე დავწერე კომენტი
ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 08:18 PM) *
როგორც ვხვდები ეგ ანტენა ჩვეულებრივ ინტერნეტ კარტაზე ყენდება

მე კაკრაზ ეგ მოგწერე რომ ტერმინი ინტერნეტ კარტა არასწორია, არ არსებობს ეგეთი კარტა მეთქი, და საერთოდ შენი სიტყვებიდან გამომდინარე იგულისხმება - რომ ის პლატა რაც ტემპლარამ დადო რაღაც დამატებით ინტერნეტ პლატაში უნდა ერთდებოდეს, რომელიც მერე თავის მხრივ უნდა ჩაჯდეს დედა დაფაზე რომელიმე სლოტში, მოკელდ ეგეც არასწორეა. ასეა თუ ისეა, სრულიად არასწორე კომენტარი გედო და მაგას გავუსვი ხაზი, ხოლო სად რა უნდა ჩარჭობილიყო არაფერი დამიწერია და თუ შეიძლება, ჩვენი პოლიტ ელიტასავით, ან უვიცი ტელე ჟურნალისტებივით (ნებისმიერი არხი იგულისხმება აქ, უფროსწორედ კი ყველა) ნუ მომწერ ნიშნის მოგების მიზნით რაღაცა - ტიპა აბა აქ ჩაარჭე ან აბა ის ქენი , ან შენი სიტყვებიდან ასე გამოდის.



რაც შეეხება დავითუსას რომ მიწერე მოდი აბა ამ წითლად მონიშნულში ჩამისვი ეს პლატებიო, გაეცინება დავითუსას, იმიტომ რომ შენგან განსხვავებით მაგ კაცი დაინახავს შენს მიერ დადებულ დედა დაფაზე შედმეგ შტუკებს რომელსაც შენ ვერ ხედავ, კონკრეტულად კი:



აი მუქად და წითლად შემოხაზული არის, კაკრაზ ძველი სტანდარტის PCI სლოტი სადაც ძველებულ პლატებზე ყენდებოდა, ხმის პლატაც, ქსელის პლატაც (კაკრაზ ეგ ორი პლატა გაქვს დადებული და დავითუსა წითელ პლატისკენ არც კი გაიხედავდა ეგრევე სტანდარტულ თეთრ PCI სლოტში თხრიდა შენს მიერ დადებულ პლატებს) და სხვა ყველაფერიც... რატომ უნდა შეაერთოს, იმ წითელ პორტში დავითუსამ შენს მიერ დადებული პლატები?

კსტატე დავითუსაც ერთერთი ძველი კომპინფოელია და ასე თუ ისე რაცხა გაეგება კომპიუტერებში ტაკ ჩტო ნე ნადო რა smile.gif

P.S. შენს მიერ დადებული პლატა მგონი არის, ელიტ გრუპის დედიკო, და მაგაში ინტეგრირეული იყო ხმის პლატაც და ქსელის პლატაც, ასე რომ ორივე შემოთავაზებული როგორც ასეთი ზედმეტია მაგ პლატისთვის, ნუ რა თქმა უნდა თუ ინტეგრირებულის ხარისხით კმაყოფილი არ ხარ და უკეთესის ჩაყენება გინდა, მაშინ მოსულა, მაგრამ თვითონ დედიკოც მოშნად ბიუჯეტურია, ასე რომ მარტო ხმის და ქსელის პლატის, ჩაყენება არ უშველის მაგ პლატას smile.gif

დააკვირდი სპეციფიკაციებს

º 1 x PCI Express x16 slot (Orange)
º 1 x PCI Express x16 slot (Blue @ x4 bandwidth)
º 2 x PCI slots
პირველი გრძელი პორტი PCI Express (შემოკლებით PCI-E) კაკრაზ 16x-იანია, მაგრამ მეორე მიუხედავად იმისა რომ მთლიანი 16x-ის სიგრძისაა მხოლოდ 4x-ზე მუშაობს smile.gif
გარდა მაგისა აქვს ძველი სტანდარტის ორი PCI სლოტი.

და ვაბშე დედიკო 2 PCI-E სლოტით და PATA ნუ იგივე IDE ვინჩესტერების სუპორტით ნუ მაგარი დონის არქაიზმია smile.gif საიდან გაჩითე რა ნიშნის მოგება გინდოდა smile.gif
Davitus
უი უი უი... წამოსულა უშველებელი პოსტების სეტყვა...

გავედი მე აქედან სანამ არ წამლეკა ამდენმა სიტყვების კორიანტელმა...
Dave
ja_ja
რატო გგონიათ რო სულ მტრულად ვარ განწყობილი და ვითომ და ჩამჭრელ კითხვებს ვსვამ. კიდე ვიძახი რო 2 სხვადასხვა რაგაცას ვიძახდით. არც იმას არ ვამბობ რო შენზე მეტი ვიცი ზოგადად კომპიუტერზე. უბრალოდ დამაბნია ერთმა კითხვამ
ციტატა(ja_ja @ 28th September 2012 - 09:16 PM) *
ამიხსენით რა არის, ნეტ კარტა?
და ამ ყველაფერმა გამოიწვიე ამხელა გაუგებრობა. თორემ ასე თუ ისე მეც მესმის კომპიუტერის ანაბანა და ვიცი რომელ სლოტში რა ყენდება და ზუსტად მაგიტომ ვკითხე რო ვიდეო ქარდის სლოტში რანაირად მისვავ ნეტ ან საუნდ კარტას მეთქი. აგმოჩნდა რო რაგაც სწორად ვერ გავიგე ან მე ან შენ მეტი არაფერი. ნეტ კარტის სურათიც დავდე და საუნდ კარტისაც და აქედან გამომდინარე ორივე არსებობს და შენი კითხვიდან გამომდინარე ვიფიქრე რომ ამ ორი კარტის არსებობაში შეგქონდა ეჭვი და ჩემს მიერ მოგონილი რაგაც გეგონა smile.gif იმედია გასაგებად დავწერე და ავხსენი ყველაფერი

Davitus
მსგავს ირონიულ პოსტებად ნუ დავწვრილმანდებით. თორე ირონია ზოგადსაკაცობრიო თემაა wink.gif
Davitus
ციტატა
Davitus
მსგავს ირონიულ პოსტებად ნუ დავწვრილმანდებით. თორე ირონია ზოგადსაკაცობრიო თემაა


მოდი რა შენ შემოგევლე, მე რას სად დავწვრილმანდები ეგ ჩემი საქმეა, კონკრეტულად შენი მისამართით რომ წამოვა იმ პოსტების დიდაკტიკაზე იზრუნე შენ , ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეგ კონკრეტული პოსტი შენთან არაფერ კავშირშია

კარგად აგიხსნეს ზევით რომ მსგავსი მიდგომით "ფორუმზე თვითდამკვიდრების მეთოდი" არ ამართლებს იქ სადაც ფორუმ.გესგან გამიჯნული პრინციპების ხალხია შეკრებილი
Dave
ციტატა(Davitus @ 29th September 2012 - 12:32 AM) *
მოდი რა შენ შემოგევლე

როგორც შენი საუბრიდან ჩანს ასაკით ბევრად უფროსი ხარ ჩემზე და რავიცი მემგონი არ არის ლამაზი მსგავსი საუბარი.
ციტატა(Davitus @ 29th September 2012 - 12:32 AM) *
კარგად აგიხსნეს ზევით რომ მსგავსი მიდგომით "ფორუმზე თვითდამკვიდრების მეთოდი" არ ამართლებს იქ სადაც ფორუმ.გესგან გამიჯნული პრინციპების ხალხია შეკრებილი

როგორც ჩანს ზერელე დასკვნების გაკეთებაც მაგრად გყვარებია შენ smile.gif
არ მიდნა ეხლა აქ ქუჩურ გარჩევებში გადაზრდა რა ....
ilariona
Dave
Davitus
ja_ja
გადავიკითხე თქვენი პოსტები და გარედან მაგარი ვიხალისე smile.gif რა დღეში გაქვთ ნერვები biggrin.gif

ხო, კიდევ ერთი დაძაბული პოსტი და ბანი ჩემგან.

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.