ეხლა ვნახე ქრომშიც, ვერსია ბოლოა მგონი Version 44.0.2403.107 m
ყველაფერი ნორმაშია, არაფერი არეულ დარეული არაა, რაღაც თქვენთან ხდება....
P.S. ისე კი გუგლ ქრომი ცოტა ვერაა ვაბშეტა ჩვენში დარჩეს, ყველა რატომღაც აჭრილია ინტერნეტ ექსპლორერზე რომ ნაგავია, ნელია, ის სჭირს, ეს სჭირს, იმას ასე შვება, ამას ასე არ შვება... ამასობაში ყველა ეგ პრეტენზია პირადად მე მაქვს ბიძია გუგლთან და მის ბროუზერთან.
IE მუშაობს ხოშიანად ყველგან, ერთარეთი რაზეც შეიძლება მოედავო ეს არის ActiveX-ების მხარდაჭერა რომელიც პოტენციურად საშიშია, ასევე მსოფლიო მოდება და ყველა მამაძაღლის მოქმედება მაგ ბროუზერზეა გათვლილი, სრულად აქვს WWW კონსორციუმის სტანდარტების მხარდაჭერა და პლიუს თავისი JAVA Script გაფართოებული ფუნქციონალი რომელიც WWW კონსორციუმის ფუნქციებს სცდება და დამატებითი ფუნქციების უზრუნველყოფას იძლევა, რისი მხარდაჭერაც სხვა ბროუზერებს არ აქვთ და თავს იმართლებენ თითქოს და www კონსორციუმი არ ითხოვს და რატომ ვუზრუნველყოთო, ამიტომაც არიან შეზღუდულ ფუნქციებზე...
მეორე უკიდურესობა არის Crome რომელიც გარდა იმისა რომ MS-ის მიერ გაფართოებული ბრძანებების მხარდაჭერას არ უზრუნველყოფს, ასევე WWW სტანდარტების ყველა ფუნქცია არ აქვს რეალიზებული იმიტომ რომ თვითონ ჩათვალეს - ის არ ვარგა, ეს არ მოგვწონს, იმან შეიძლება ეს არ ქნას და მილიონი გასასამართლებელი საბუთი აქვთ.
შედეგი - ძალიან ხშირია უვიცი ან სუპერ თავზე გადაქაქული პროგრამისტების შეცდომა როდესაც ვებ საიტს წერენ და Gogle Crome-ში ამოწმებენ იხსნება თუ არა და სხვა ბროუზერები ახატიათ, ამასობაში მსოფლიო მაშტაბით ქრომს იყენებს მოსახლეობის 16%... ისმის კითხვა საიტს აკეთებენ მხოლოდ 16% მოსახლეობისთვის? როცა ეუბნები სხვა ბროუზერში შეამოწმე - მოდის უაზრო არგუმენტები ტიპა - ვიღა იყენებს IE-ს, რომელი საუკუნე, Crome- მაგარია, მე სხვას არ ვიყენებ და ასე შემდეგ...
რეალში ეგეთი პროგრამერი სამსახურიდან უნდა გააგდო, რადგან ძალით გიზღუდავს პოტენციური აუდიტორიის რაოდენობას და თავის ხუშტურზე ცდილობს ხალხის გადაყვანას ამასობაში ბოლო მონაცემებით IE-ს იყენებს მოსახლეობის 65%.... რატომ მიკარგავ ამხელა აუდიტორიას

აქვეა მეორე პრობლემა Crome-სი, კერძოდ ის რომ ხშირად საიტი რომელიც ნორმალურად მუშაობს ყველა სხვა ბროუზერში, ნუ პროსტა გაიხლიჩე შუაზე და საერთოდ ვერ მუშაობს, ან არანორმალურად მუშაობს თვითონ Crome-ში... ასე რომ როდესაც მე მესმის ხოლმე - ჩემთან Google Crom-ში არ იხსნება, ნუ მაგ არგუმენტს ნუ მიწყენთ და პროსტა არ ვუსმენ ხოლმე

მაგარი დებილი ბროუზერია...
მე საჭიროების და გამო 4 ბროუზერი მიყენია, ყველა კომპზე, აქ არის IE-ც, ცეცხლოვანი მელაკუდაც, ოპერის არიებიც და ეს წყეული ქრომიც, ასე რომ თუ რაღაც ლინკი არ მუშაობს ერთ-ერთ ბროუზერში ყოველთვის მივაქანებ ხოლმე იმ ლინკს მეორე ბროუზეში და თუ მხოლოდ ქრომში იწყებს საიტი ნორმლაურად მუშოაბს ჩემთვის იასნია რომ პროგრამისტი რომელმაც ეგ საიტი შექმნა თავდაჯერებული ლოხია, საიტს კი პატრონი არ ყავს