დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ისევ და ისევ IT პრობლემები :D
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
gregory
ReMiNgToN
იქნებ თავად დისკამძრავი ურევს? არ გიცდია შეცვლა?

ja_ja
ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 23rd April 2013 - 09:11 AM) *
boot ს არ აკეთებს, ბოლოს boot manu ში წერს რომ NTDLL IS MISSING, მაგრამ ეგ როგორც ვიცი ოპერაციული სისტემა რომ არ წერია მაგის ბრალია.

არასწორად იცი როდის გამოდის ეგ შეტყობინება. ასევე აშკარად არ იცი BIOS-ის მუშაობის პრინციპები. ახლა საქმე რაშია:

1) ჯერ უნდა დაამუღამო BIOS-ი (basic input output system). მოკლედ მაი უჭკუო ჩამტვირთავ და სხვა დისკებთან მიმართებაში მუშაიობს შამდეგნაირად.
ა) თუ არ არის მითითებული რომელი დისკიდან უნდა ჩაიტვირთოს, როგორც წესი იწყებს ფლოპიდან, მერე CD და მერე HDD.
ბ) თუ არის მითითებული რომელიმე დისკი როგორც პირველადი ჩამტვირთავი, ყოველთვის მაგ დისკიდან შეეცდება ჩატვირთვას და მიუხედავად იმისა შენ რა დისკს ჩადებ CD დრაივში მაინც მხოლოდ იმ დისკს გამოიყენებს ჩამტვირთავად რომელიც მან იცის და არა ის რომელსაც შენ ძალით ტენი.


2) NTDLL IS MISSING (ვაბშეტა NTLDLR-ია და არა ის რაც შენ დაწერე smile.gif) როდესაც იწერება ეგ არ ნიშნავს იმას რომ ოპერაციული სისტემა არაა კომპში ჩაწერილი. შეიძლება იყოს ოპერაციული სისტემა ჩაწერილი, მაგრამ დაზიანებული იყოს NTLDLR-ი, ანუ ასე ვთქვათ ჩამტვირთავი სექტორი, რომელიც როგორც ფაილი ისე არ ჩანს შენს კომპიუტერში. ეგ შტუკა პირველ სექტორებში იწერება ასე ვთქვათ დამალულ სექტორად და სისტემის მიერ სხვანაირად აღიქმება.

ანუ BIOS-ში უნდა იყოს მითითებული რომ ამ დისკიდან უნდა ჩაიტვირთოს, დისკზე უნდა იყოს პირველ სექტორში მარკირება რომ ეს დისკი ჩამტვირთავია (სიმბოლო A, მაგრამ ამასაც ასე პირდაპირ ვერ დაინახავ ცალკე პროგრამებით ანიჭებ დისკს ამ სტატუსს ანუ Active, ნუ იგივე my computer-ზე მარჯვენა კლინი -> Manage-> Disk Managemant აი მანდ პირვე დისკზე მაუსის მარჯვენა ღილაკი დააწკაპუნე და ნახავ რომ ჩამქრალია პუნქტი - Mark partition as active. თუ ჩამქრალი იქნება ესე იგი არ აქვს სტატუსი მინიჭებული და შეგიძლია ჩამტვირთავის სტატუსი მიანიჭო, ხოლო თუ ჩამქრალია ესე იგი უკვე მინიჭებული აქვს).

იმის შემდეგ რაც BIOS-ის მითითება და დისკზე მარკირება ერთმანეთს დაემთხვევა, BIOS-ი თავის უფლებებს გადასცემს ჩამტვირთავ სექტორს ანუ NTLDLR-ს (ნუ ბოლო Windows-ებშI ესაა ჩამტვირთავი, Windows 98-ს წინა ვერსიებს და MS-DOS-ს აქ არ განვიხილავ). აი ეს NTLDLR-ი კი უკვე როგორც კი მიიღებს უფლებებს ცდილობს გააკეთოს შემდეგი:

1. გადაყავს პროცესორი 32 ბიტიან რეჟიმში ან 64 ბიტიან რეჟიმში, გააჩნია ოპერაციულ სისტემას (ინგლისურიდან მაგალითად 32-bit flat memory mode).

2. ნუ ამავე NTLDLR-ში გაწერილია და იცის როგორ მიმართოს ამა თუ იმ ფაილურ სისტემას, იქნება ეს FAT, FAT32, NTFS-ი, ნუ შესაბამისად მის სტრუქტურას ტენის ოპერატიულ მეხსიერებაში და მის ადრესაციას უზრუნველყოფს.

3.ეძებს ფაილს hiberfil.sys თუ ასეთს იპოვის და მასში არის აღნიშვნა რომ სისტემა მიძინებული იყო, მაშინ ამ ფაილიდან მეხსიერების იმიჯს შეტენის ოპერატიულში რომ კომში ოპერაციული სისტემის ბოლო მდგომარეობა ჩაიწეროს და მომხმარებელმა გააგრძელოს მუშაობა შეჩერებული ადგილიდან.

4.თუ ვერ ნახულობს ფაილს hiberfil.sys, ან ნახულობს მაგრამ შიგნით არაა მიძინებული რეჟიმის შენახვის სტატუსი, მაშინ უკვე აკითხავს ფაილს boot.ini და მომხმარებლისთვის გამოაქვს ჩასატვირთი მენიუს სია (გექნება ნანახი შავ ეკრანზე რომაა ხოლმე ჩამონათვალი და ბოლოში 30 წამიანი ათვლა რომ მიდის ხოლმე), მოკლედ თუ სიაში მითითებულია განსხვავებული ოპერაციული სისტემა, მაგალითად იქ Windows 98, MS-DOS-ი, მაშIნ დისკის ძირეულ დირექტორიაში ასევე უნდა იყოს ამ ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი იმიჯიც, მაგალითად bootsect.dos, თუ ასეთი არის, და მითითებულია 30 წამში მისი გაშვება მაშინ NTLDLR-ი გადასცემს მას მუშაობის უფლებას თვითონ კი წყვიტავს მუშაობას, თუ ჩამტვირთავად Windows XP ან შემდგომი ოპერაციული სისტემებია მითითებული ან მენიუ არ არსებობს და პირდაპირ XP იტვირთება, მაშინ NTLDLR-ი ეძებს ფაილს ntdetect.com, პოვნის შემთხვევაში გადასცემს მართვას მას, ის კი აგროვებს ინფორმაციას კომპის სისტემების შესახებ.

5.ბოლოს როდესაც ყველა ინფო შეგროვებულია და ყველა აპარატურა პასუხს იძლევა, მაშინ NTLDLR-ი იძახებს ოპერაციული სისტემის ბირთვის ფაილს ntoskrnl.exe-ს და გადასცემს მთელს მოგროვებულ ინფოს, ამის მერე იწყება ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა..

სხვათა შორის თუ NTLDLR-ი დაზიანებულია და სისტემა ამასობაში კომპზე აყენია, მისი აღდგენა საკმაოდ მარტივია. უნდა ჩაიტვირთო კომპაქტიდან, ოღონდ ინსტალაცია არ უნდა დაიწყო, არამედ უნდა მიუთითო Restore. გამოსულ კონსოლში კი უნდა აკრიფო ბრძანება:

copy /y X:\I386\ntldr C:\
სადაც
X:\I386\ntldr ეს არის სავარაუდო დისკის სახელი და მისამართი სადაც ჩამტვირთავი სექტორი ინაცება
C:\ არის სავარაუდო და თითქმის ყოველთვის ძირითადი ჩამტვირთავი დისკის სახელი

შედეგად NTLDLR-ი გასწორდება და ინსტალაციის გარეშე შესძლებ სისტემის ამუშავებას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ NTLDLR-ია დაზიანებული.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მხოლოდ გრაფიკულ ინტერფეისში NEXT-ებზე წკაპუნი არაფერს არ ნიშნავს თუ ქვეცნობიერად, ან გააზრებულად არ იცი თუ რა ხდება ამ ყველაფრის უკან smile.gif




ახლა დეტალურად რომ გავშიფროთ შენი კონკრეტული პრობლემა, შენ როდესაც პირელად იწყებდი ინსტალაციას, ან ვინჩესტერზე საერთოდ არაფერი იყო ჩაწერილი (ანუ ახალი ჩადგმული იყო, ან ახალი დაფორმატებული იყო), ან ინსტალაცია პირდაპირ Windows-იდან გაუშვი. შედეგად ინსტალაცია წავიდა და BIOS-ში რაც არ უნდა ყოფილიყო მითითებული ჩამტვირთავ დისკად ბოლოს მაინც მიგიყვანდა CD--ROM-თან.

ანუ მაგალითად BIOS-ში მითითებულია რომ ჩამტვირთავი დისკი უნდა იყოს HDD, შენ ცდილობ სისტემის დაყენებას და დისკი ახალი დაფორმატებულია. BIOS-ი თავიდან შეეცდება HDD-დან ჩაიტვირთოს, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო თუ ჩამტვირთავ სექტორს ვერ იპოვის HDD-ზე (ანუ Active აღმნიშვნელი არ აქვს დისკს) მერე უკვე იწყებს იმავე BIOS-ში გაწერილ მეორადი და მესამე ხარისხოვანი დრაივებიდან ჩატვირთვის მცდელობას, მაგალითად იგივე CD-ROm-იდან.

მივიდა რავარც იქნა CD-ROM-ამდე და დაიწყო ინსტალაცია, ამა თუ იმ მიზეზით ვერ გავიდა ბოლოში ინსტალაცია და მოგიწია კომპაქტის ამოღება. აი აქ უკვე უნდა გაანალიზო რა ხდება კომპიუტერის გადასახედიდან და რატომაა რომ შენს სხვა დისკებს იმენნა ფეხებზე იკიდებს და ვეჩნა წერს NTLDLR is missing.

საქმე კი შემდეგშია - ისევ თავიდან რომ დავიწყოთ კომპიუტერის აზროვნებით:

1) BIOS-მა გაიღვიძა კომპი შეამოწმა, ყველაფერი კარგადაა და უნდა გადასცეს მართვა ოპერაციულ სისტემას
2) ეძებს ჩამონათვალში რა დისკები აქვს გაწერილი ჩამტვირთავ დისკებად
3) ნახა რომ პირველადი ჩამტვირთავი დისკი არის, HDD. ვსიო ახატია CD-ROm-ი ფლოპი, მოტოცილკეტი, ლამბურჯინი, NASA-ს შატლი, კაროჩე ყველაფერი ახატია,
4) მიდის და ეძებს HDD-ზე არის თუ არა Active აღმნიშვნელი?
5) იმის გამო რომ წეღან შენ სისტემის დაყენებას ცდილობდი სისტემამ უკვე მონიშნა დისკი როგორც Active
6) შედეგად BIOS-მა იცის რომ HDD-ს უნდა გადასცეს მართვა, HDD-ზე აღმოჩნდა მარკირება Active და მორჩა დალშე აღარაფერს აღარ უყურებს გადასცა მართვა HDD-ს
7) HDD-ზე პირველი სექტორის მერე უნდა ეწეროს NTLDLR-ი, რომელმაც ზემოთ აღწერილი მოქმედებები უნდა ჩაატაროს, შესაბამისად HDD ცდილობს მის ჩატვირთვას
8) იმის გამო რომ NTLDLR-ი არაა სწორად ჩაწერილი, ან ჯერ საერთოდ არაა ჩაწერილი ან დაზიანებულია, ან სხვა დანარჩენი პარამეტრები არაა და NTLDLR-ი ვერ აკეთებს ტავის საქმეს, იძულებულია ერთადერთი მისთვის ცნობილი შეტყობინება გამოიტანოს ეკრანზე - NTLDLR Is Missing! ვსიო გაეჭედა კომპი smile.gif
9) შენ ცდილობ სხვა კომპაქტი შეთხარო და იქედან ჩაიტვირთო, ან შემთხვევაში გადაიკითხე პუნქტები 1-დან 8-მდე
10) ცდილობ შეთხარო Hairen CD, ისევ გადაიკითხე პუნქტები 1-დან 8-ის ჩათვლით.

ანუ ვეჩნა მიიღებ ერთი და იგივე შედეგს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მანამდე სანამ BIOS- ექნება მითითებული რომ ჩატვირთვა უნდა მოხდეს HDD-და და სანამ ამ დაწყევლილი HDD-ს ექნება მარკირება Active ჩატვირთვის მცდელობა ყოველთვის იქნება ამ დაწყევლილი HDD-და შესაბამისი შეტყობინების გამოტანით მიუხედავად იმისა თუ რა დისკს ჩატენი შენ დრაივში.

გაითვალისწინე კომპიუტერი ვერ ხვდება რა არის, ჩაწერილი კომპაქტზე, კომპაქტი პასიური ნივთია და არ აქვს რაიმე მათრახი, ბოცა წყალი ან რაიმე რითაც გამოაფხიზლებს კომპიუტერს და თავის თავისკენ ყურადღებას მიაქცევინებს smile.gif ეგ ყურადღების მიქცევა შენ უნდა გააკეთო, სხვანაირად კომპი ვერ მიხვდება რა ხდეა, გაწერილი აქვს ინსტრუქციები და მხოლოდ მაგით მოქმედებს. smile.gif

კაროჩე ახლა გამოსავალი, შემეძლო პირდაპირ ეს დამეწერა მოკლედ, მაგრამ გაუანალიზებელი მოქმედება უფრო უარესია და ლეგენდებს წარმოშობს, ნათელი მაგალითია Forum.ge რომელიც გაივსო უვიცი შარლატანებით და მხოლოდ "ბრატ"-ის ძახილით, თითქოს და მაგიური სიტყვა იყოს და ცოდნას, გამოცდილებას, ან რაიმე არგუმენტირებულს ნიშნავდეს smile.gif რეალში კი მხოლოდ ღლაპის და უვიცის სინონიმი გახდა smile.gif

მოკლედ გამოსავალი არის, 2, იმის და მიხედვით რომელს აღიქვავს შემი კომპი:

1) მარტივია თუ კომპის ბიოსს აქვს ჩატვირთვამდე კლავიატურიდან ჩამტვირთავი მოწყობილობების სიის გამოძახების ფუნქციონალი, ძირითადად ეს არის ღილაკი F8 (გაითვალისწინე ზოგიერთ კომპზე სულ სხვა კლავიშაა ხოლმე, ამიტომაც, შეგიძლია სინჯო F2-დან დაწყებული F12-ის ჩათვლით ყველა კლავიშა, მაგრამ ძირითადად გამოიყენება ხოლმე F8) აჭერ ამას ხშირად და ჩქარ ჩქარა მაშინ როდესაც კომპი ჯერ კიდევ BIOS-ის რეჟიმშია და როდესაც ჩატვირთვა უნდა დაიწყოს, ჩატვირთვის მაგივრად გამოგიტანს მოწყობილობების სიას, ნუ მაგალითად HDD. CD-ROM, FLOPPy, USB და ასე შედმეგ. ისრების მეშვეობით ამოირჩევ ამ კონკრეტული ჩატვირთვისას რომელი მოწყობილობა გინდა რომ იყოს გამოყენებული. ან დროს BIOS-შI გაწერილი ჩამტვირთავი მოწყობილობა უგულველყოფილი იქნება და თუ ამოირჩევ CD-ROm-ს ჩაიტვირთება გინდა შენი საინსტალაციო, გინდა შენი ჰაირენ ბუუტ CD.

2) თუ ზემოთ აღნიშნული მეთოდი არ ჭრის და BIOS1-ს არ აქვს ეგეთი შესაძლებლობა, მაშინ თვითონ BIOS-ში უნდა შეხვიდე BOOT მენიუში და ჩამტვირთავი მოწყობილობების ჩატვირთვის პრიორიტეტულობა უნდა გადაალაგო. შენი აღწერიდან გამომდინარე ამწუთას ვხვდები რომ Primary ჩამტვირთავად არის, HDD. აი ეგ შეცვალე CD-ROm-ზე, ხოლო HDD გადაიყვანე Secondary-ზე. შედეგად კომპაქტს მიაკითხავს ყოველთვის ჩასატვირთად თუ კომპაქტზე ვერ იპოვის საინსტალაციოს ან ჩამტვირთავს მერე მიაკითხავს ხოლმე HDD-ს smile.gif და მორჩება შენი პრობლემები სამუდამოდ smile.gif... ნუ მე პირადად ეგ მეთოდი დიდად არ მომწონს, მერე ისევ ვაბუნებ ხოლმე HDD-ს პირველად მოწყობილობაზე, თორემ ჩატვირთვისას ვეჩნა ჯერ CD-ROm-ს ეჩალიჩება ხოლმე კომპი, იქ ნათურებს ანთებს, აჩხაკუნებს, ატრიალებს და მერე გადადის ხოლმე HDD-ზე, ეგ კი რამდენიმე წამის დაკარგვაა რაც მე პირადად მაცოფებს ხოლმე smile.gif

ნუ ვსიო მიმედია განმანათლებელი სტატია გამოგადგება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და შემდეგში ცოტა მეტი იმპროვიზაცია გამოიჩინე, კომპივით რელსების პონტში დაწერილ ინსტრუქციებს ნუ მიყვები smile.gif, ამოიღე დისკი ჩადე სხვა დისკი, იმანაც არ გაამართლა კიდევ სხვა დისკი, კიდევ სხვა დისკი, კიდევ სხვა... ხომ ხედავ არ ამართლებს ზნაჩიტ ბუდეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და სხვა რაღაც მიზეზი უნდა ეძებო smile.gif
ReMiNgToN
ja_ja
ჯა_ჯ biggrin.gif მთელი ღამე არ მძინებია რაღAც მიზეზების გამო და ეხლა ისეთად დამწვარი თვალებით ამხელა ტექსტი წამაკითხე biggrin.gif გამდლობ საგანმანათლებლო ინფოსათვის, ბევრი რამე ვისწავლე , მაგრამ, ოხ ეს "მაგრამ" როგორ მეზიზღება biggrin.gif ბიოსშიც გადავიყვანე 1 drive ზე CD/DWD წამკითხველი და F8 ითაც მივუთითე რომ ეგ ჩაეტვირთა მაგრამ რომ იწყებს კითხვას 1 წუთი ჩერდება სადღაც და მერე ისევ windows ის ჩატვირთვაზე გადადის და ntldlr is missing ს წერს. ესეიგი უფრო კონკრეტულად ავხსნი როგორ იყო :

1.შევინახე ფაილები დ დისკზე და გადავარესტარტე კომპი, ვცადე დამეყენებინა xp SP2 , მაგრამ boot არ გაუშვა, შემდეგ სხვა დაისკიდან ვცადე და მაინც არ გაუშვა.
2.ჩავდე hiren's bootcd მეთქი იქნებ ბუთზე აქვს პრობლემა და ჩვვეულებრივ წაიღო, ისევ დავარესტარტე კომპი
3.ჩავდე SP3 ის დისკი და ეს გამოდგა... წაიღო , მაგრამ დისკი გაჩხაპნილი გამოდგა და ც დისკის ფორმატის შემდეგ მომიწია ამოღება.
4.კიდევ დავარესტარტე კომპი და ეხლა უკვე აღარც ეს დისკი, აღარც hirens boot ი და აღარც არაფერი მიაქვს : D ვოტ ასეთი სტრანნი რაღაც დაემართა :/

ეხლა ვცდი ფლეშკით გავაშვებინო იქნებ, გადმოვიწერ რამე მუშა ვინდოუსს და ეგებ წაიღოს.
ja_ja
ReMiNgToN
ესეიგი CD-ROm-ია აბრდღვიალებული smile.gif

ანუ ან გალოვკა აქვს გასაწმენდი, ან დარხეული აქვს და სანამ ასევთქვათ გრილია კიდევ რაცხას ჩალიჩობს, მერე კი ვეღარ ჩალIჩობს, პლიუს ნახმარი დისკები ძნელი წასაკითხია ეტყობა მაგისთვის.

კაროჩე ან ახალი დისკი ჩაწერე და თაზა დისკიდან სინჯე გაშვება, ან CD-ROm-ი შეცვალე ინსტალაციის ჩასატარებლად, მერე დააბრუნე უკან, ან ფლეშკიდან, ან გარე HDD-დან სინჯე დაინსტალირება. კიდევ შეიძLება მაგ კომპიდან HDD დისკის ამოძრობა, მაგაზე ან საინსტალაციოს გადაწერა და მერე უკან დაბრუნება და დაინსტალირება, ან შეგიძლაი ეგ ვინჩესტერი დროებით სხვა კომპში ჩადო, დააწყებინო ინსტალაცია, პირველ რესტარტს რომ მოითხოვს დაარესტარტე და დააბრუნე ძველ კომპში.

კიდევ შეიძლება სრულად სხვა კომპზე დაამთავრო ინსტალაცია, მერე დევაის მენეჯერში წაუშალე IDE/ATA/ATAPY კონტროლერები (წაშლის დროს თუ მოგთხოვს რესტარტს არ დათანხმდე, ჯერ ყველა წაშალე რის წაშლის უფლებასაც მოგცემს), მერე დააშათდაუნო კომპი, და არარ ჩართო. ამოაძრე ვინჩესტერი გადაიტანე საწყის კომპზე და ჩატვირთე.

თვითონ იპოვის ყველა საჭირო დევაისს რომელიც ბაზაში აქვს და ადამაინურად გაიშვება smile.gif

კიდევ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, ჰაირენი თუ ჩაიტვირთა ზნაჩიტ რაღაც MSDOS-ი გაქვს, თუ მოახერხებ და ფლეშკაზე გექნება საინსტალაციოს პაპკა I386 გადატანილი ან თუ მოახერხებ ვინჩესტერზე მაგ პაპკის გადაწერას, მაშIნ ჩამტვირთავი დისკი აღარ გჭირდება.

პირდაპირ ჰაირენიდან ჩაიტვირთე, მერე გადადი მაგ პაპკაში (ვთქვათ და d:\i386-ში) და მანდ ნახე ფაილი winnt.exe გაუშვი ეგ და წავა ინსტალაცია პირდაპირ, C: დისკსაც დააფორმატებ ინსტალაციასაც უპრობლემოდ გააკეთებ და რავიცი smile.gif

კაროჩე გამოსავლები მილიონტრისტაა smile.gif ყველა აპრობირებულია ყველა მუშაობს smile.gif
ReMiNgToN
ja_ja
აჰამ, გაიხარე , დიდი მადლობა. ვიწერ ეხლა და შედეგს დავწერ, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება იმას ვცდი. ისე გალოვკა ბამბით გავწმინდო?
ja_ja
ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 23rd April 2013 - 12:26 PM) *
ისე გალოვკა ბამბით გავწმინდო?

ნუ შეიძლება, მაგრამ არაა რეკომენდირებული... ძალიან ფაქიზათაა ჩამოკიდებული და უბრალო შეხებით გალოვკა არ გაიწმინება, ძალას დაატან და პოზიციას შეუცვლი smile.gif

მაგისთვის სპეიალური დისკებია თავისი სითხით, ერთ ადგილზე ამოწეული ჩოთქი აქვს, და იმაზე უნდა დააწვეთო თავის სითხე, მერე კი თვითონ ატრიალებს დისკს და ის ჩოთქი თვითონ წმინდავს ლინზას... ოღონდ სადღაც 5-დან 10 ლარამდე ღირს ეგეთი დისკი.

ნუ მე ადრე ჯადოსნური სითხითაც კი გამიწმენდია და მუშაობდა, ეგ ჯადოსნური სითხე ყველას აქვს პირის ღრუში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ყურების საწმენდი ჩხირი ბამბით, ზედ ნერწყვი და ფრთხილად გაწმენდა... ნუ უმეტესად მუშაობს ხოლმე, მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებიც მქონია smile.gif ასე რომ ეგ ექსპერიმენტები შენს პასუხისმგებლობაზეა smile.gif

ისე კი ახალი DVD RW მგონი 25-30 ლარი ღირს და ამოისუნთქებთ ყველა smile.gif
ReMiNgToN
ja_ja
აჰა ნერწყვს ვცდი თუ უშველა უშველა თუ არადა ისედაც გადასაგდებია ეგ კომპი , დდრ1 რა უბედურებაა :/
ReMiNgToN
3-4 წლის წინ მთელი ჩემი სურათები დავაარქივე , 16 გბ იყო და დავჭერი 3 ნაწილად და ისე ჩავწერე დვდ დისკებზე, ხოდა ეხლა ერთ-ერთ დისკის დაკოპირებისას 61% ჭედავს და ვეღარ აგრძელებს კოპირებას... ხოდა არ შეიძლება მოხერხდეს ისე რომ მაგ ვინრარ არქივში რაც წაკითხვადია ეგ მაინც გადმოვიტანო?
ja_ja
მაგარ შარში ხარ smile.gif

ნუ ჯერ ეს ერთი სავარაუდოდ რაიმე ნაკაწრია დისკზე ან ზედაპირში აექერცლა ან რაღაც ეგეთი... პირველ ეტაპზე სინჯე ყველა მეთოდი რომ ზედაპირი გაასუფთავო, თუ გასუფთავება არ შველის, მაშინ დააკვირდი ამობურცულ ამოყრილი ხომ არაა რაიმე ადგილი, ხანდახან ჰაერის შეპარვისავითაა ხოლმე ბუშტუკა გაჩითული.

ნუ თუ ეგ იპოვე ან თუ გაპრიალებამ არანაირი შედეგი არ მოგცა, მაშინ უნდა გადახვიდე ავარიულ მეთოდზე, ანუ ის ადგილი რაც ვერ იკითხება დისკიდან და ერორებს გაძლევს უნდა იყოს გამოტოვებული, ანუ ისე კი არ უნდა მოხდეს რომ ვთქვათ 61-დან 65%-მდე არ იკითხება და პირდაპირ 66%-დან გააგრძელოს გადმოწერა, არამედ უნდა მოხდეს ჩანაცვლებითი გადმოწერა, ანუ ადგილს რასაც ვერ კითხულობს დრაივი უნდა იყოს სიმულირებით გადმოწერილი ვითომ და იმ ადგილებში სადაც პრობლემა იყო, ყოლიფერი გადასარევად წაიკითხა დრაივმა.

მაგას აკეთებს სპეც პროგრამები (CD/DVD recover და რაცხა ეგეთი სიტყვებით მოძებნე გუგლის მეშვეობით), იმ ადგილებს რასაც ვერ კითხულობს დრაივი რამდენიმე ცდის მერე პროგრამა ნოლიანების, ან ერთიანების გადმოწერად აფასებს და ისე ინახავს. ნუ იასნია ფაილი დაზიანებულია, მაგრამ სტრუქტურაა როგორც წესი მანდ შენარჩუნებულია ხოლმე.

გარდა მაგისა გაითვალისწინე ამ მეთოდმა შეიძლება არ იმუშაოს 2 მიზეზით:
1) დრაივის და პროგრამის ურთიერთ კომფლიქტი ან სტანდარტების ვერ გაგება
2) დრაივს მუდმივად აქვს ჩართული ერორ ჩეკინგი და პროგრამულ გამორთვას არ ემორჩილება, მაშინ რაც არ უნდა ეცადოს პროგრამა დრაივს გააგებინოს რომ - კაი ეგ ადგილი ჩავთვალოთ რომ წაკითხულია, მე ნოლიანებს ჩავწერ და შენ გააგრძელე სხვა სექტორიდანო... მოკლედ დრაივი ჯიქურ გააგრძელებს ჩხიკინს სანამ ტავის აპარატურულ მცდელობების რაოდენობას არ ამოწურავს მერე კი ვირივით გაჩერდება.

ნუ მეორე მედის შემთხვევაში უნდა ეძებო სხვადასხვა კომპები სხვადასხვა დრაივებით, მე ძველი დრაივი მქონდა mitsumi, მაგარი უპრობლემო რაცხა იყო, ნებისმიერ ნაგავს ჭამდა smile.gif მარა ძველ კომპთან ერთად გავასუხარე sad.gif


მოკლედ ჩავთვალოთ რომ რაღაცნაირად გადმოწერე ეგ ფაილი, მერე უკვე ხსნი ვინრარით და უნდა ილოცო რომ მაგ ადგილებში მხოლოდ მონაცემები იყოს ჩაწერილი და არა საკონტროლო აღდგენის მონაცემები. თუ მხოლოდ მონაცემებია, მაშინ არქივის გახსნისას ამოგიყრის რომ ესა და ეს ფაილი არქივში დაზიანებულია და ვერ გაიხსნაო (დანარჩენებს ამოგიყრის უპრობმეოდ), ხოლო თუ საკონტროლო ალგორითმებია დაზიანებული, მაშინ მთლიანად არქივის გახსნაზე გეტყვის უარს sad.gif

ნუ ვინრარს აქვს აღდგენის მეთოდი, მაგრამ მაგისთვის შენახვისას უნდა იყოს მითითებული შეცდომების კომპენსაციის მეთოდიკა, რაც დეფაულტად არ არის ხოლმე ჩართული და თან არქივის შექმნისას ფაილის გაზრდას იწვევს. ასე რომ თუ დაზიანებულად იქნება ფაილი მიჩნეული და ეგ აღმდგენი ერორ ჯამები არ გაქვს შენახული მაგის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

კაროცე შარში ხარ რა smile.gif

P.S. შემდეგისთვის გაითვალისწინე დღეისათვის CD და DVD დისკები არაა მიჩნეული სანდო შენახვის მატარებლებად, მაქსიმუმ სანდოდ ითვლება 2-3 წლის მანძილზე, დალშე ან გაგიმართლებს და არაფერი დაემართება, ან კი უფრო ხშირ შემთხვევაში კაკრაზ ახლა რა დღეშიც ხარ იმ დღეში იქნები. გამოსავალი მარტივია, დისკი ძვირი არ ღირს და საჭირო და აუცილებელი მონაცემები 2-2 ან მეტ დუბლიკატად ინახება.

ანუ შენ რომ 3 დიკსის ასლები კიდევ გქონოდა, უფრო მეტი სანსი იყო რომ მეორე დისკების ნაკრებში ის დისკი რომელიც ახლა დაზიანებული გაქვს მთელი აღმოჩნდებოდა, შედეგად ჩაანაცვლებდი და ....

ნუ კიდევ ერთი რჩევა, ეგეთი სტრატეგიული მონაცემები ჩაწერე ხოლმე ღიად ყველანაირი არქივის გარეშე ან ცალ-ცალკე ფაილს გაუკეტე არქივი პერსონალურად, შედეგად თუ რაიმე დაიკარგება დაიკარგება კონკრეტულად 1-2 და ნუ რაცხა რაოდენობა, მაგრამ არა ყველაფერი ერთად.
bazuka
მემგონი სანამ რაიმე ფიზიკურ მანიპულირებას დაიწყებდე, აჯობებს სხვა სიდიდრაივზეც სცადო,
ხშირადაა, როცა ლაზერი "ჯდება" უჭირს იაფიანი დისკებიდან ინფოს წაკითხვა.

ისე კი მედიაფაილების "დაზიპვა" ძალიან მიზერულ სხვაობას იძლევა და რა აზრი ჰქონდა?
koknar
ეგეთი დისკები მეც მაქვს 3-4 ცალი, არაფერი არ შველის, დაობებულს ვეძახი smile.gif შემოწმებული და გადმოწერილია თავისდროზე მარა 2-3 წლის მერე რაღაცა უბნები ვარდება. მე გახსნილი სახით მქონდა და რამოდენიმე ავი ფაილი გამიქრა. მარა ერთი რამეა კიდე, სონის დისკებზე ეგ არ მოხდა 10 წლის დისკებს კითხულობს სათვალის გარეშე smile.gif
Davitus
დისკების შენახვის მეთოდს თუ დაამხეცებ მაშინ ძლებს ხოლმე, მე მაგალითად მაქვს სპეციალური კონტეინერი, რომელშიც შემიძლია შევქმნა ვაკუუმი (უკუ სატუმბივით აქვს+ მანომეტრივით), მანდ შენახული ნებისმიერი დისკი ძლებს ფაქტიურად სამუდამოდ, ფარჩაკი დისკებიც კი უკვე ალბათ 15 წლისაა და მშვენივრად იკითხებიან.

დანარცენი სწორად დაგიწერეს ყველაფერი
ilariona

ექსპლორერით რომ შევდივარ ასეთ პრობლემას მიგდებს, მოზილათი ჩვეულებრივათ შემოვდივარ.

ნეტა რისი ბრალი უნდა იყოს?

რა თქმა უნდა ჩვენს ფორუმზეა საუბარი smile.gif
koknar
ჩემთან ჩანს ექსპლორერით sad.gif
ja_ja
ilariona
ქეში ატრაკებს ეტყობა რანცხას... გუშინდელი სკრინი აქვს შენახული...

გაწმინდე და გაქრება პრობლემა, ან სინჯე ერთად Shift და F5-ის დაჭერა, წესით იძულებით განახლებული გვერდის წაკითხვაა და შეიძლება მაგანაც გაწმინდოს ქეში
ilariona
ja_ja
უშველა smile.gif
ja_ja
როდემდე უნდა გასწავლოთ აგი კომპიუტერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
აუ ამ თემას ვერ ვიტან!!!!!
geojorjika
norica_dragon
ეს თემა გიჟდება შენზე biggrin.gif
geojorjika
მოკლედ პრობლემა მაქვს ეგეთი, როგორ საქართველოში ხდება ხოლმე , ვიღამაც თავისი სირობა რომ უნდა შემოგტენოს დამატებით თუ მასთან რამეს აკეთებ, ასე აკვკასუსმა დამიდგა თავიანთი სირობა დირ300 , ჰოდა ეს სიქინჩობა მეორე ოთახში WiFi-ის ვერ იჭერს და დამაწყვიტა ნერვები არადა რომ კითხო 150-იანი , მაქვს ადრე ამაზონიდან გამოწერილი Zyxel-ის 56-იანი WiFi-ი როუტერი ,
არის თუ არაშესაძლებელი ეს სიგანის გამაძLიერებლად გამოვიყენო? იდეაში სიგნალის დამაგრძელებლად ,ანუ მაგ მეორე ოთახში რომ დავდო და ამან მიიღოს ნეტი და მერე მე ჩერეზ Zyxel-ი დავუკავშირდე იმ კავკასუსის სირობას?
bazuka
geojorjika
აუ ძაან პახმელიაზე ვარ, თორე გიპასუცებდი
თუმცა მგონი თემაც არასწორი შეგირჩევია
ja_ja
geojorjika
ბაზუკა პახმელიაზეა თურემ გეტყოდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


bazuka
პახმელიიდან რომ გამოხვალ უთხარი რომ შეუძლია დ-ლინკიდან ერთი ხაზი სვიჩის პორტიდან გადააგდოს მაგ ზიქსელზე და მაგ ზიქსელის სიგნალზე დაჯდეს მეორე ოთახში, ან უთხარი რომ ამაზონზე დოხრენა იყიდება 5 და 9 Dbi ანტელები ეგენი დაიადო მიახრახნოს სტანდარტული 1.5-3 Dbi ანტენის მაგივრად და დიდი შანსია რომ ჭეშმარიტ იაღოვას ჩაეხუტოს smile.gif

ისე კი კედლებს გააჩნიათქვა ეგეც უთხარი. თუ მუშებმა არმატურა არ მოიპარეს და ყველაფერი კედლებში ჩააყოლეს შეიძლება იმ 9 Dbi ანტენამაც ვერ გაატაროსთქვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ja_ja
კაცი ის ძველი თუ ატანდა სტანდარტული ანტენით ამას რა სირობა სჭირს?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 17th August 2013 - 10:06 AM) *
ატანდა სტანდარტული ანტენით ამას რა სირობა სჭირს?

ზნაჩიტ იმას 5Dbi ამტენა ჰქონდა ან Dual Band ანტენა ანუ 24000 და 5000 ჰერციანი, ახლანდელს კი სლაბი ანტენა და 2400-აქვს მარტო
geojorjika
ja_ja

ახალს ანტენა საერთოდ არა აქვს biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 17th August 2013 - 03:19 PM) *
ახალს ანტენა საერთოდ არა აქვს

აბა მაშინ რა ჩემს ფეხებს გადასცემს და რას დაიჭერ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika


ასეთია smile.gif
gregory
geojorjika
და უკან ანტენის შესაერთებელიც არა აქვს?

geojorjika
gregory
არა
name
მოკლედ ასეტი პრობლემა მაქვს,

ქსელზე ძახილის ნიშანი ადევს ყვითელ სამკუტხედში, ვერფრით ვერ მოვაშორე, მეორე კომპზე ჩვეულებრივ მაქვს ნეტი, პროვაიდრთენაც დავრკე იქნებ რამეში დამხმარებოდა მაგრამ კომპშაი პრობლემა თვითონ, ვინდოუსიც გადავყენე მაინც ასეა
ReMiNgToN
name
დრაივერი შეამოწმე აბა გიყენია ქსელის კარტის? მერე იპები გაუწერე შეიძლება მაგის ბრალიც იყოს. ან სულაც ქსელის კარტა ვეღარ ქაჩავდეს , სხვა ინტერნეტიც სცადე
name
ReMiNgToN

დრაივერი აყენია. ეს კი არა ამოვშალე და ახლიდან დავაყენე ქსელის დრაივერი, იპბც ჩაუწერე დნსბი თუმცა დენსები არ ჭირდება ისეც იყო ნეტი 4 დღის წინ, ვაიფაი როუტერია, კაბელით მავქს შერთებული გადავანცვლეკიდეც ისევ ისეა რა ჯანდაბა უნდა ვერ ვხდები, ადრე მქონდა მსგავსი პრობლემა, რამედნჯერმე მაგრამ გამოვასწორე მაშინვე.ქსელის კარტაც არამგონია გაფუჭებული იყოს
ReMiNgToN
name
აჰა გასაგებია, შენ მაშინ როუტერი უნდა დააკონფიგურო ხელახლა და წესით უშველის, მარტო რესეტმაც უნდა უშველოს, მქონია ხშირად
name
ReMiNgToN
ეგეც გავაკეტე, გაუწერე იპი მაგრამ როუტერის იპს ვერ იგებს საერტოდ
პრობლემის განთებისტვის აქვე სურათიც
ReMiNgToN
name
ასიანი იცი რომ სწორ დრაივერს აყენებ? რაღაც უფრო დრაივერისკენ ვიხრები
ja_ja
name
დრაივერები არაფერ შუაშია მაგ დროს.

ვინი, იგივე ვინდოუსი, ვინიპუხი ქსელში მიერთების შემდეგ ლოკალური ქსელიდან ცდილობს კავშირი ინტერნეტთან დაამყაროს და თუ კავშირი გავიდა ითვლება რომ ყოლიფერი ხოშიანდაა, ხოლო თუ ინტერში ვერ გადის სიგნალი და ლოკალურ ქსელში რჩები ჩაკეტილი გიწრს მაგ კითხვის ნიშნავს რომ ტრანცხა ნიტოა და შეზღუდული კავშირი გაქვენო.

მოკელდ ვინდოუსის გადაყენება და რაიმე დრაივერები მანდ არაფერ შუაშია. ან როუტერს აქვს შეზღუდვა და ლიმიტირებულ კომპებს აკავშირებს ინტერთან (უყვართ პროვაიდერებს ეგეთი რამე), ან DNS სერვერი ახურებს ან კიდევ რაცხა სხვა ნასტროიკა.

მოკელდ პირველი სინჯე მაგ კომპიდან ვთქვატ ყაჰოს გაპინგვა, ანუ RUN-შI ჩაწერე CMD და გამოიზახე, გამოვა შავი კონსოლის ფანჯარა. მანდ ჩაწერე Ping -t yahoo.com

უნდა წავიდეს ყაჰოს გაპინგვა და უნდა დაიწეროს რანცხა ასეთი

Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=278ms TTL=42
Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=252ms TTL=42
Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=231ms TTL=43
Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=258ms TTL=42
Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=308ms TTL=43
Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=230ms TTL=43
Reply from 98.138.253.109: bytes=32 time=256ms TTL=42

თუ ასეთი რამე გამოდის, მაშIნ ინტერთან გაქვს კავშირი და დაიკიდე ეგ ზახილის ნიშანი, შედი და იცხოვრე ინტერნეტში smile.gif თუ არ იწერება ეგეთი რამე და გამოდის, რაიმე

Ping request could not find host yahoo.com. ან რაიმე სხვა, ზნნაჩიტ ინტერამდე სიგნალი არ გადის.

მაგ შემთხვევაში გამოიძახე ქსელის ადაპრეტის პარამეტრები და DNS-ებში პრიმარი და სეკონდარიში გაწერე სატესტოდ გოგლის ღია DNS სერვერები, ანუ პრიმარიში ჩაწერე 8.8.8.8 ხოლო სეკონდარიში 8.8.4.4... ოღონდ თავიდან თუ რაიმე ეწერა დაიმახსოვრე რა ეწერა რომ მერე უკან დაბრუნდე.

იმის მერე რაც მაგ DNS-ებს გაწერ CMD-ში აკრიფე შემდეგი ბრძანება ipconfig /flushdns ეს ჩამოყრის ძველი DNS-ის პარამეტრებს და ახალი სერვერიდან ამოიკითხავს ინტერნეტ დომენების მისამართებს... თუ ვერ კრიფავ ამ ბრზანებას, უბრალოდ გადატვირთე კომპი და ტავიდან ჩართვის მერე, უკვე გუგლის DNS-ებიდან დაიწყებს მუშაობას. თუ ამის მერეც არ გაქრა ძახილის ნიშანი, მაშინ თითქმის 99%-ით დარწმუნებული ვარ რომ როუტერშI არის, გაწერილი შეზღუიდვა რომ მხოლოდ რაღაც რაოდენობა კომპების მეირთება შეიძლებოდეს და ინტერში გაშვება. დაურეკე პროვაიდერს და უთხარი ტყუილა კუდს ნუ აქიცინებთ აასწორეთთქვა ან პაროლი მომეცით როუტერის და მე დავაკომფიგურირებთქვა (თუ იცი რა თქმა უნდა როუტერის კონფიგურირება)

ნუ წესით ესაა რა...

P.S. თუ კავკასუსი გყავს სავარაუდოდ DNS-ების გაწერა გიშველის, კავკასუსის DNS-ებს ხშირად ჩავარდნები აქვს ხოლმე და ურიკინებს კომპები, პროსტა პროვაიდერის DNS სერვერი ახლოსაა და გოგლის კი შორს და ამიტომაც არ გაგიკვირდეს როდესაც ბროუზერში რაიმე მისამართს ჩაწერ და მის გამოჩენას 2-3 წამით მეტი დრო დასჭირდეს, ეგ დრო იხარჯება გუგლის DNS სერვერებთან მიკითხვაში.
Dave
ციტატა(ja_ja @ 7th September 2013 - 12:22 AM) *
მოკელდ ვინდოუსის გადაყენება და რაიმე დრაივერები მანდ არაფერ შუაშია. ან როუტერს აქვს შეზღუდვა და ლიმიტირებულ კომპებს აკავშირებს ინტერთან (უყვართ პროვაიდერებს ეგეთი რამე)


+10000000000000000

name

შენი პრობლემიდან გამომდინარე მგონია რომ პროვაიდერი არის ახალი ქსელები smile.gif "Realtek RTL8139 PCI fast Ethernet adapter" კონკრეტულად აი ეს ქსელის კარტა გჭირდება სხვა შემთხვევაში ვერ ჩართავ smile.gif

p.s ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ "ახალი ქსელები" გაქვს ....
ja_ja
Dave
ციტატა(Saint Dave @ 7th September 2013 - 05:02 AM) *
"Realtek RTL8139 PCI fast Ethernet adapter" კონკრეტულად აი ეს ქსელის კარტა გჭირდება სხვა შემთხვევაში ვერ ჩართავ

და უკაცრავად რა მნიშვნელობა აქვს კომპში რა ქსელის კარტაა???? რეალტეკის RTL8139 სხვა თუ არაფერი მორალურად მოძვენებულია რაღა დროის ეგ კარტაა, ან რომელ ახალ დედა პლატაზე გინახია ეგ ადაპტერი ინტეგრირებული, ან ათეროსია ამ ბოლო დროს ან მარველი და ვაბშე რა შუაშია კომპში არსებული ქსელის ადაპტერი?

ქსელის ადაპტერს ავალია აიღოს IP და გამანაწილებელს მიმართოს კონკრეტული IP-ს მეშვეობით რომ უკან დაბრუნებული პაკეტები როუტერმა იცოდეს ვის დაუბრუნოს.

თუ რაიმე ლიმიტირება არის ხოლმე გაწერილი გაწერილია როუტერში საბმასკით, მაგალიტად საბმასკა 255.255.255.0 ნიშნავს რომ ბოლო მეოთხე მონაკვეთი შეიძლება იცვლებოდეს 0-დან 255-მდე და შედეგად შეიძლება მიერთდეს 255 კომპიუტერი ერთ ქსელში. თუ მაგალითად იქნება საბმასკა 255.255.255.254 ეს უკვე ნიშნავს რომ 254-დან 255-ის ჩათვლით შეიძლება იყოს მიერთებული კომპები და ბასტა, ანუ იმის მაგივრად რომ 255 კომპის ჩართვა იყო წინა შემთXვევაშI ქსელშI ახალ პარამეტრებში გაწერილი გაქვს რომ რეალურად მხოლოდ ერთი კომპი იქნება ჩართული ქსელშI და დანარჩენი ვინც და რა IP-ითაც არ უნდა ჩაერთოს ქსელშI იქნება 3 ასოზე გაშვებული

სავარაუდოდ მხოლოდ და მხოლოდ ეგ იქნება გაკეთებული, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, კონკრეტულად კი MAC მისამართების გაწერა და მილიტირება. MAC მისამართი არის ქსელსი ადაპტერის უნიკალური ნომერი, რომელიც ქარხანაში ეძლევა ადაპტერს და მისი გამეორება მსოფლიო მაშტაბით არ ხდება (მწარმოებლებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული თუ რა დიაპაზონის ნომერაცია შეილება მისცენ ტავის ქსელის ადაპტერებს, თუ უთავდებათ ნომერაცია ახალ დიაპაზონს იღებენ შესაბამისი მარეგულირებლისგან), შედეგად თუ როუტერი კონფიგურირებადია და ბოლო დროს ყველა ეგეთებია, სავსებით მარტივად შეიძLება ინსტალაციის დროს პროვაიდერის ტიპი მოვიდა ნახა ერთი კომპი დაადეტექტირებინა როუტერს კომპის IP და გაწერა მხოლოდ მაგ MAC მისამართის მქონე კომპისთვის წვდომა დანარჩენ კომპებს კი უშვებს 3 ასოზე.

ტაკ ჩტო ვსიო გარაზდო ლეგჩე ჩემ კაჟიტსია smile.gif

P.S. კსტატი შენც იოლად შეგიძლია შენი ქსელის ადაპტერის MAC მისამართუი გაიგო თუ გაინტერესებს, ამისაღვის CMD-ში აკრიფე ასეთი ბრძანება

ipconfig /all

გამოვა რაღაც ვეებერთელა სია შავ ეკრანზე ნუ ტიპა აი ასეთი

Connection-specific DNS Suffix . :
Description . . . . . . . . . . . : Marvell Yukon 88E8056 PCI-E Gigabit Ether net Controller #2
Physical Address. . . . . . . . . : 00-23-54-F5-15-06
DHCP Enabled. . . . . . . . . . . : Yes
Autoconfiguration Enabled . . . . : Yes
Link-local IPv6 Address . . . . . : fe80::654b:1720:58d3:f68a%11(Preferred)
IPv4 Address. . . . . . . . . . . : 192.168.0.100(Preferred)
Subnet Mask . . . . . . . . . . . : 255.255.255.0

Lease Obtained. . . . . . . . . . : Saturday, September 07, 2013 10:25:54 AM
Lease Expires . . . . . . . . . . : Saturday, September 14, 2013 10:25:54 AM
Default Gateway . . . . . . . . . : 192.168.0.1
DHCP Server . . . . . . . . . . . : 192.168.0.1
DHCPv6 IAID . . . . . . . . . . . : 301998932
DHCPv6 Client DUID. . . . . . . . : 00-01-00-01-18-B7-8A-10-00-23-54-F5-27-3E
DNS Servers . . . . . . . . . . . : 192.168.0.1
NetBIOS over Tcpip. . . . . . . . : Enabled


წითლად მონიშნულია MAC მისამართი კონკრეტული ქსელი კარტის მწვანედ IP და საბმასკი, ლურჯად გეითვეი, ანუ კარიბჭე რომლის მეშვეობითაც ეს კომპი სხვა კომპებს დაუკავშირდება (იდეაში სვიჩის ან როუტერის მისამართია) და სტაფილოსფრად მონიშNულია DNS სერვერი... ნუ დანარჩენი ტექნიკური ინფო იქ IP6 და ადაპტერის სახელი დიდ მნიშვნელობას ამ შემთხვევაში არ თამაშობს
geojorjika
ja_ja
აუ თავიდან თქვი რა რაღაც მაგრა გაასწორა biggrin.gif biggrin.gif

ძაან მეტყობა რომ მაგრად მეძინება? biggrin.gif

რას იზამ გამოხვალ ბარახლოვკაზე?
bazuka
ja_ja
გიჟოოო, სხვადასხვა ფერებადაც რომ გააფერადა biggrin.gif
ამ კაცს საქმე არუნდა მოაკლოთ, გაქანებული ტრუდაგოლიკია biggrin.gif
Dave
ja_ja

ჩემ კომპს თავისი ინტეგრირებული აქვს Atheros AR8131, მაგრამ ვერანაირად ვერ ჩამირთეს ინტერნეტი smile.gif ამას თუ არ ჩააყენებთ (რაც ზემოთ დავწერე) ისე ვერც ჩავრთავთ და თუ ჩავრთეთ, რო უნდა წამოიღოს 1200 კილობაიტით წამოიღებს 600 ითო ...
name
Dave
8 წელია ამ ქსელის დრაივს ვიყნებდი სწორედ ამ ახალ ქსელებზეცკი, ეხლა გამორთული კოპზე რა კუკუ უნ დამართნოდა თავისით smile.gif

ja_ja
ნუ დაკოფიგება შენთვის ღრმა განალიზება ალბათ, მე გეტყვი ცემებურს biggrin.gif ზექსელის როუტერი და გლინკის მაქვს "დაკოფიგურირებულივით" ინტუიცთა რაღაც ცოდნის ბაზაზე და ლოგოიკაც რაღაც ცოდნის ბაზაე დაყდნობით, ის გუგლის დნესბი ჩავწრე მაგროამ არაო. და იაყო დასხვა საიტები მაშინვე გავპინგე და ცემი პეხები დაწერა, ეხლა ის მინდა გავკეტო შევიდე ჩემს მიერ პაროლ შეცვლილ როუტერში, და გადუგებ იმ ძირითად საკომფიგო განყოფილებას რაც მე მჭირდება სურათ აქ დავდო თუ პმშ? და ერთად დავაკომფიგოთ biggrin.gif ნუ დიდ არფერი იქნებ ალბათ საჩალიჩო, დნსბეი მაქსიმუმ
Dave
2 დღის წინ მქონდა ანალოგიური პრობლემა smile.gif შეცვალეს მაგ კვახებმა რაღაც და თვითონაც ვეღარ იგებდნენ რა უნდა გაეკეთებინათ smile.gif
name
Dave
ინტეგრირებული მაქვს მეც ქსელის კარტა, მაგრამ აქამდე თუ მუშაობდა ამდენიხანი ახალ ქსელზე, ეხლა რა დაემართა, ვიკითხე რამე ახლი სიტემ მართლა ხო არ დაყენსთქო და არაო, აქედან გამოდინარე ჩემს უბანშ ბევრს აქვს, 4 კაცი ზის და ხუთიც, და მათაც ხო უნდა შეხებოდა შეზღუდვა, ჩვენ კი 2ნი ვზივართ, დავიჯერო ქსელის კარტა გაფუჭდა,
როუტერსშიც ყველაფერი ისეა როგოც დაყენეს პარამეტრები, ჩემგარდა კიდე ვერავინ შევიდოდა პაროლი მაქვს შეცვლილი, ამიტომ ეს გამოვრიცხე,
ja_ja
name
ციტატა(name @ 8th September 2013 - 01:11 PM) *
დავიჯერო ქსელის კარტა გაფუჭდა

როცა სხვა ყველაფერი გამორიცხულია, რჩება ყველაზე დაუჯერებელი, მაგრამ რეალური მიზეზი smile.gif
Dave
ციტატა(name @ 8th September 2013 - 12:11 PM) *
მაგრამ აქამდე თუ მუშაობდა ამდენიხანი ახალ ქსელზე


ჩემიც მუშაობდა მარა აღარ მუშაობს smile.gif რა დაგემართათ კაცო ჰაერიდან ხო არ ვიგონებ 3 დღის წინ მომხდარს biggrin.gif თუ არ გჯერათ და მაგაზეც არ არის პრობლემა biggrin.gif ფაქტი მოვიტანე ცინცხალი, ეგ იყო და ეგ :P
name
მოკლედ მოგვარებულ პრობლემას დავწერ სხვასაც შეილება წარადგეს ეს ინფო იგივე სიტუაციაში,
არნაირი ქსელის კარტა არ ყოფილა გაფუჭებული გამოვიძახე კავკასუსუ ლომები )) რაგაც სხვა პორტზე გადამრთეს როუტერშიც არ შეუცვლიათ არაფერი, მხოლდ დარესეტეს

Dave
იქნებ შენთანც ასეთი პრობლემა იყო და თავი არ შეიწქუხეს დიდად უცოდინარმა იტშნიკებმა, wink.gif მე ლამისა უთხარი არ გაგიშვებთ თუ არ გაკეთებთქო, გაფუჭებული at 44 თავზე ვედექი biggrin.gif
nihontoman
ეხლა მაგარ ნუბურ კითხვას დავსვამ და არ მცემოთ biggrin.gif


ე.ი., ანდროიდის ტაბლეტზე მაგთის მოდემი რომაა, ეგ პირდაპირ ერთდება და მუშაობს თუ როგორ ხდება ეგ ამბავი?
ja_ja
nihontoman
რომელ ტაბლეტზე???? თუ სამსუნგია.... რა ჭირად გინდა მაგთის მოდემი, პირდაპირ სიმკარტა ჩააგდე და იმაზე ჩართე ინტერი.

ხოლო თუ რაცხა სტრანნი შტუკა ტაბლეტია (noname) მაშინ ჯერ ის იკითხე ანდროისდზე საერთოდ ყენდება თუ არა მაგ დევაისის დრაივერები, თუ ყენდება მერე ცალკე კითხვა კიდევ არის, აქვს თუ არა ჩვეულებრივი USB HOST-ის ფუნქცია თუ პროსტა ფლეშკების წასაკითხადაა გაკეთებული.
nihontoman
ja_ja
არის რამდენიმე ვარიანტი, სხვადასხვა მწარმოებლის (ასუსი, დელი და ა.შ.) USB OTG აქვს თუ არა არ ვიცი ჯერ...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.