ე ბიჯო ამოდენა ბუმბერაზი ადამიანი.... რა გჭირს, სურათები პატარა და კონკრეტული გამოსახულებით ვერ დადე?

დღის ბოლოა, კვირის, ოლოა, ყველა გათიშულია, ყველა სამსახურიდან გაქცევას ლამობს და უცებ ამოდენა პროსტილებს გვახვედრებ სადაც თვალები იქეთ აქეთ უნდა დარბოდეს

მოკლედ ბოლომდე ვერ ჩაწვდა ჩემი ტვინი ყველა სურათს და მიმდევრობას, ან მიგეწერა სად რა გაქვს... კაროჩე მაინტერესებს შემდეგი რამ:
1) ინტერი შენთან როგორ შემოდის? ჯერ მოდემში და მერე იქედან როუტერში აერთებ და მერე როუტერიდან კომპში, თუ...
2) თუ ინტერი შემოდის, როუტერზე და მერე კომპში?
პროსტა რაცხა მოდემიც გაქვს ნახსენები და ახლა ჩემი გადაღლილი ტვინი მაგდენ ბაიტებს ვერ ხარშავს

მოკლედ ოპტიკაზე წესით არანაირ მოდემზე საუბარი არაა. ან პირდაპირ შემოდის, კაბელი, ან თუ ტელევიზიაც გაქვს მაშინ თავის როუტერს აყენებენ (შეიძლება მაგას ეძახი შენ მოდემს)
დალშე ბოდიში და უნდა დაგვიზუსტო რას ნიშნავს
ციტატა(buybuya @ 29th March 2013 - 05:26 PM)

უბრალოდ ჩვეულებრივ კაბელით შეერთებისას უმეტეს შემთხვევაში სჭირდება network address - ში შეყვანა რაგაც ციფრების რომელსაც პროვაიდერი მაძლევს, დანარჩენი მეუბნებიან მეტი ვერაფერს გეტყვითო
რა ციფრები? სად შეგყავს? გავრეკე

შენ გინდა თქვა რომ პრაიზვოლნა შეიძლება შენ კონექტი დაკარგო ინტერთან და მაგ დროს რეკავ პროვაიდერთან ის რაღაც ციფრებს გეუბნება შეგყავს სადრაც და სწორდება?
მოდი აბა ნაბიჯ ნაბიჯ დეტალურად ჩემოწერე რას სად აკეტებ თუ საჭიროა სუართებიანად, ამგრამ კომენტარი მიაწერე ყველაფერს და პროსტა რაღაც სურათების ნაკრებს ნუ დაყრი.
და ბოლოს, სტანდარტული რეალიზაცია პროვაიდერის ინტერის გაყოფისა, ღუ მრავალ კომპზე დაყენებისა არის, შემდეგ:
1) პროვაიდერის, კაბელი შემოდის შენთა და არის დინამიური IP
2) შენს კომპთან აერთებ როუტერს და აკონფიგურირებ WAN-ს დინამიურ IP-ზე, პლისუ შენი კომპის მაკ მისამართს აკლონირებინებ. LAN-ში გინდა დინამიური დააყენე გინდა სტატიკური, მარა შესაბამისად თუ სტატიკურს აყენებ არ დაგავიწყდეს შენს კომპში შესაბამისი IP-ს გაწერა. ასევე შეიჭყიტე განყოფილებაში DNS და გაწერე პროვაიდერის DNS მისამართები
3) ამის მერე, როუტერის WAN-ში შეაერთე პროვაიდერისგან მოსული კაბელი, შენი კომპის კაბელი შეაერთე LAN პორტში ნებისმიერში
4) ამ ეტაპზე Wi_-FI-ს არ განვიხილავთ ჯერ მთავარია საერთოდ კავშირი დამყარდეს კაბელის მეშვეობით
5) თუ LAN კონფიგურაციაშI აირჩიე სტატიკური IP მაშIნ ნება იბოძე და ქსელის პლატასაც გაუწერე IP მისამართი, ოღონდ თუ როუტერს სიტყვაზე აქვს 192.168.1.1 შენს კომპს მინიმუმ უნდა ჰოქნდეს 192.168.1.2 ,მეორე კომპს 192.168.1.3 და ასე შედმეგ
იმ შემთხვევაშითუ შენთან შემოდის, კაბელი, მერე შეერთებულია პროვაიდერის როუტერი და მერე გინაწილდება ინტერი და შენ როუტერის ჩაკვეხება გინდა, პრინციპი აფსოლუტურად იგივეა, უბრალოდ იმის მაგივრად რომ პირდაპირ პროვაიდერის კაბელი თხარო შენს როუტერში, ამის მაგივრად პროვაიდერის როუტერიდან გადმოგაქვს კაბელი შენი როუტერის WAN პორტში და მორჩა საკითხი.