bako888 გაზის ზამბარა შეიძლება ითქვას რომ კაკრას კროსმანის შემოღებულია და ამ ბოლო დროს პრაქტიკულად ყველა მოდელს მაგ სისტემით უშვებს.
თუ ყველანაირად მუტრუკი გინდა მართლა არაადეკვატური ძალით უკუცემით, მოუქნელი ზომით, დამღლელი წონით და ლამის 2 კაცის ძალა რომ ლულა გადაწიო ეგეთი მოდელი არის Benjamin Trail NP XL 1500, ჩემი პირადი რჩევა იქნება არ იყიდო ეგ მოდელი, იმიტომ რომ საბოდიალოდ და სანადიროდ დაგღლის, ხელიდან სროლისთვის მძიმეა და გასროლისას საკმაოდ ძნელია შეინარჩუნო მიზანი.
ხოლო თუ ასეთი უბედურება არ გინდა, მაშინ ნებისმიერ დაადგი თვალი, ყველა ჩათვალე ერთი პონტია, გაგეცინება მაგრამ ძირითადად სახელები და კონდახების განსხვავებებია, დანარჩენი მელკი განსხვავებები უკვე კონკრეტულ მოდელზე შეიძება იყოს გარკვეული.
ასევე გირჩევდი iaragi.ge-ზე შეგერჩია იარაღი, პლიუს აქვე აქვს კქვს დიღომში თითქმის ყველა ნიტრო პისტონიანი იარაღები, გადი ხელში დაიჭირე ნახე რომელი რა არის, ასე სურათების თვალიერება სულ სხვაა და რეალში ნახვა სულ სხვაა.
ჰო მართლა ყურადღებას გავამახვილებ შენს ფრაზაზე:
ციტატა(bako888 @ 1st January 2014 - 09:55 PM)

ხო გასაგებია რო ხის ბუდე ჯობია პლასტმასის ბუდეს ზოგადად
ვაბშეტა ბიჭებმა ის კი არ გითხრეს რომ ხის კონდახი ჯობია თუ პლასტმასისო

არამედ ის გითხრეს რომ ლულას რომ ხედავ და სქელი ლულა რომ გგონია, სინამდვილეში წვილი ლულაა და ლულაზეა ჩამოცმული პლასტმასის მილი, ვითომ და იმის იმიტაციისთვის რომ სქელი ლულა აქვს, აი ეგ მიგითითეს ბიჭებმა შენ კიდევ ისე გაიგე თითქოს და კონდახზე იყო საუბარი

და სულ ბოლოს
ციტატა(bako888 @ 1st January 2014 - 09:55 PM)

მაგრამ თუ შევადარებთ იგივე კროსმანს რომელსაც აქვს სიტყვაზე 360 მ/წ და სხვა მწარმოებელს რომელსაც აქვს 400 მ/წ ალბათ ლოგიკური იქნება რო უფრო შორს წაიღებს მძიმე ტყვიას ვიდრე ის თოფი რომელსაც უფრო ნაკლები აქვს საწყისი სიჩქარე. მემგონი ლოგიკურია
არ არის ლოგიკური არა....
ჩემი თხოვნა იქნება სკოლაში გაიარო და შენს ფიზიკის მასწავლებელს თავში რაიმე ჩაარტყა, იმიტომ რომ არ აგიხსნა მარტი რამ,. შეუძლებელია მხოლოდ ერთი პარამეტრით რაიმეს გამოანგარიშება, საერთოდ იარაღებში არის, ასეთი მეცნიერება რომელსაც ბალისტიკა ჰქვია. ბალისტიკაში კი მთავარ ყურადღებას აქცევენ არა ტყვიის სიჩქარეს, არამედ ტყვიის ენერგეტიკას. კინეტიკურ ძალას, რომელსაც შეიცავს ტყვია და გადასცემს მოხვედრისას სხეულს ან იყენებს ამ აკუმულირებულ ენერგიას წინაღობის გადასალახად (მარტივად რომ ვთქვათ რაიმეს გასახვრეტად).
ნორმალური პნევმატური იარაღის მწარმოებლები იარაღს ყოველთვის აწერენ რომ თოფი იძლევა 3 ჯოულს, 7 ჯოულს 12-ს 16 ჯოლს 20-ს ან 24 ჯოულს, ნუ სუპერ მაგნუმ შემთხვევაში 30 ჯოულს.
ენერგია რომ გამოაინგარიშო საჭიროა კიდევ 2 პარამეტრი ესაა ტყვიის სიჩქარე და მისი მასა, ეინშტეინი ხომ გაგიგია? ცნობილი მისი აღმოჩენა იმედია იცი (mc2), ენერგია უდრის მასა გამრავლებული სიჩქარეზე კვადრატში ... (ნუ კინეტიკური ენერგიის დაანგარიშებისას პროსტა 2-ზე უნდა გაყო)...
შედეგად 3 პარამეტრია საჭირო ანუ ენერგია, სიჩქარე და მასა.
შენ მაგ GAMO-სგან იცი მხოლოდ ერთი პარამეტრი 400 მეტრ წამი, მაგრამ არ იცი ენერგია და არ იცი ტყვიის მასა.. შედეგად რაფერ შეიძლება რაიმე დასკვნის გაკეტება როდესაც არ იცი შემადგენელი ნაწილები ნუ აი უხეში ანალოგი, - ვსაუბრობთ ცეცხლზე, ნუ იმას დიდი ცეცხლი აქვს, ამას პატარა ცეცხლი... მერე რა? ამასობაში საერთო ჯამში საუბარია მწვადზე, მწვადი რომ მივიღოთ საჭიროა ხორცი, ცეცხლი და ბოლოს გამოვა მშვენიერი მწვადი, მაგრამ მწვადი შეიძლება იყოს გამომშრალი, არ შემწვარი, ან იდეალურად შემწვარი, მაგას უკვე ცეცხლი და ხორცი გეუბნება, მაგრამ შენ მხოლოდ ცეცხლი იცი და რა ლოგიკაზეა საუბარი?
ახლა ეს ზღაპარი რისთვის იყო საჭირო:
1) იმისთვის რომ შეიძლება გამოს ქარხანაში ისვრიან 0.0001 გრამიანი ტყვიით და მიიღეს 400 მეტრ წამი - დააწერეს ყუთს და მორჩა საქმე
2) კროსმანმა შეიძლება ვერ იშოვა 0.00001 გრამიანი ტყვია და გამოიყენა 0.05 გრამიანი ტყვია მიიღო 390 მეტრ წამი, როგორ ფიქრობ ლოგიკურად რომელი უფრო მეტ ენერგიას გაუკეთებს აკუმულირებას?
ალბათ სწორე არჩევანი გააკეთე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში როდესაც მე მოგეცი ასათვლელი სისტემა წონის სახით, გარდა იმ სიჩქარეებისა რაც კოლოფს აწერია, მაგრამ რეალურად არც შენ და არც მე და არც არავინ არ იცის, რეალურად რამდენ გრამთან გვაქვს საქმე, რომელი ქარხანა რა წონას იყენებს, ასე რომ ლოგიკა მანდ ძალიან, ძალიან შორსაა და არაფერს არ ნიშნავს.
და ბოლოს არსებობს ტექნოლოგიური კაცობრიობის მიღწევა სახელად გუგლი და თუ შეეკითხები შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია თუ რასთან გაქვს საქმე. ანუ უცებ გადავამოწმე და აღმოჩნდა რომ ქარხანა ამტკიცებს რომ ტყვიები გასატესტად გამოყენებული იყო 5.4 გრაინიანი ზემსუბუქი ეკოლოგიურად სუფთა PBA ტყვიები (გრამებში არ აგერიოს, გრეინი ამერიკული წინის ერთეულია და ჩვენი
აირგანელის კონვერტორს თუ გამოიყენებ ნახავ რომ ეგ ჩვენებურად არის 0.349 გრამი).
მოკლედ ტყვიის წინა არის 0.349 გრამი ყველაზე პატარა რაც რაიმე მსმენია რეალურად არანაირად არ გირჩევ 8.4 გრაინზე ნაკლები წონის ტყვიები გამოიყენო, რეალში კი უნდა გამოიყენო 10.2-იანი ან 10.5 გრანიანი ტყვიები. რაც არ უნდა იყოს ხალხს აქვს გატესტილი მაგ ტყვიებით თოფი და მიუხედავად იმისა რომ ქარხანა დიდის ამბით ატრაკებს რომ 1300 FPS-ი აქვს თოფსო ანუ 396.2 მეტრი წამში, რეალში ტესტირებისას აღმოჩნდა რომ თოფი მაქსიმუმ ისვრის 1150 FPS-ით, ანუ ჩვენებურად 350.5 მეტრ წამით.
უკვე დაინგრა სასურველი ოცნება 400 მეტრ წამზე, ქარხანა ამტკიცებს რომ 400 მეტრს მიაღწევთ თუ ზღვის დონეზე იქნებითო, ახლა მითხარი ზღვის დონეზე აპირებ მაგ თოფის გამოყენებას? თევზაობას აპირებ თუ ნადირობას?
პლიუს ჩემი პირადი და დარწმუნებული ვარ სხვა ნებისმიერი აქაური უკვე არაერთ ათას ტყვია გასროლილი გამოცდილების მქონე ადამიანი გეტყვის რომ 350 მეტრი წამში 0.349 გრამიანი ტყვიისტვის არის, კატასტროფა!!!!!!
პირადად მაქვს ნასროლი 0.51 გრამიანი ტყვიები 330 მეტრ წამით, 20 მეტრში არ ხვდება მიზანს, წინ ბიჭები იდგნენ 10 მეტრით მარცხნივ, და ტყვია იმათ ფეხებთან ეცემოდა!!!!! იცი რატომ? იმიტომ რომ ტყვიას უწევს ხმის ბარიერის გადალახვა, თვითმფრინავი რა ხმას გამოსცემს მაგ დროს იმედია იცი, ხდება ჰაერის ტალღის გარღვევა, წარმოგიდგენია რამხელა დარტყმაა? წარმოიდგინე რამხელა ძალას ეჭიდება ტყვია, რა ძალები ურტყავს წინიდან უკნიდან გვერდებიდან, ვერ უძლებს დატვირთვას მსუბუქი ტყვიადა ერთ-ერთ მხარეს იხრება, შედეგად უაზრო წუილი და ტყვია რეზკად გვერდზე უხვევს ისე რომ მიზნამდე არ მიდის.
ნუ ეხუმრები ჰაერის წინააღმდეგობას.
რაც არ უნდა იყოს გამოვიდა რომ გვაქვს ხელთ 2 ძირითადი მონაცემი, ესაა წონა და სიჩქარე, მათი მეშვეობით შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ თოფის ენერგეტიკა. ახლავე ჩამოგიყალიბებ რომ არის ძირითადი 5 კატეგორიაა, არა სიჩქარეებით არამედ ენერგეტიკით (მაგას ბოლოს გეტყვი რატომ ენერგეტიკა და არა სიჩქარეა აუცილებელი იცოდე)
1) 7.5 ჯოული, ძალიან სუსტი პნევმატიკა
2) 16 ჯოული სუსტი მაგრამ საკმარისია უკვე ლაითი ნადირობისთვის
3) 20 ჯოული ძირითადი მასა პნევმატიკისა ამ ენერგიასთან თამაშობს
4) 24 ჯოული, ძლიერი მაგნუმ პნევმატიკა, საკმაოდ მურტალია ამ ენერგეტიკის ზ.დ.პ პნევმატიკის გამოყენება ძირითადად მძიმე და მოუქნელი იარაღებია
5) 30 ჯოული, სუპერ ძლიერი პნევმატიკა ჩემის აზრით 4,5 კალიბრში ზ.დ.პ კლასისთვის მიუღწეველი მაჩვენებელია, ძირითადად აქ გულაობს PCP პნევმატიკა
ახლა მოდი გამოვიანგარიშოთ რა ენერგიას გვაძლევს შენი თოფი და მერე გადავხედოთ ვატრაკებთ თუ მწარმოებელი ატრაკებს

ესეიგი ფორმულა გვაქვს სიჩქარე კვადრატში გამრავლებული მასაზე (კილოგრამებში) და გაყოფილი 2-ზე, რომ არ იწვალო შეგიძლია წეღან რომ კონვერტორი ვახსენე ეგ გამოიყენო, შედეგად მივიღეთ სანატრელი ციფრი რომელიც შეადგენს 21.43 ჯოულს

ანუ არანაირი სუპერ პუპერ ძლიერი და მაგნუმ დამანგრეველი პნევმატიკა არაა, თამაშობს ნომერ 3 კატეგორიასთან ანუ 20 ჯოულთან, საშუალო დონის ჩვეულებრივი პნევმოა, მაგრამ ცოტა მარკეტინგი რეკლამა და ნახე როგორ გჯერავს რომ სუპერ პუპერ თოფია, ოცნების იარაღია, სხვა ვერაფერი მაგას ვერ შეედრება და ასე შედმეგ....
შენ თუ მართლა კატასტროფული ძალა გინდა, გინდა რომ შენმა თოფმა ტახი დააგდოს და პლიუს კიდევ იქ მის უკან მდგომი ხეც გახვრიტოს, მაშინ უნდა იყიდო 0.50 კალიბრის პნევმატიკა, მაგალითად Sam Yang Dragon Claw 500cc Air Rifle ისვრის 12.7 მილიმეტრიან ტყვიებს ენერგია აქვს იმის დედა ვატირე, მგონი 500 ჯოულს უკაკუნებს, მაკაროვებს და პარაბელუმებს არ აქვს მაგხელა ენერგია, მაგრამ ქართული კანონმდებლობით ეგეთი იარაღის ქონა, შეძენა, შენახვა, ტარება აკრძალულია

ახლა კი შეპირებული საიდუმლო რატომ ენერგია და არა სიჩქარე. იმიტომ რომ როდესაც ენერგია იცი და იცი ვთქვათ რა ტყვიას ისვრი, შეგიძლია მიახლოებით გამოთვალო სიჩქარე, იმედია მათემატიკაში მარტივი მაგალითი ერთი უცნობით ამოგიხსნია ხოლმე. შედეგად თუ ადრე ვიცოდით მხოლოდ სიჩქარე და მასა, მაგრამ არ ვიცოდით ენერგეტიკა, ისევ ერთ უცნობიანი ამოცანა იყო და შეგვეძლო ფორმულის მეშვეობით გამოგვეანგარიშა ენერგია. იგივე შეგვიძლია უკუღმაც გავაკეთოთ, მაგალითად ვიცი ენერგია და ვთქვათ მძიმე ტყვია 10,2 გრანიანი, დაგვრჩა სიჩქარე გამოსაანგარიშებელი. რომ არ ვიწვალოდ, ისევ ჩვენი კონვერტორი გამოიყენე ჩაწერე ცნობილი ენერგია და ჩაწერე ტყვიის წონა 10,2 გრაინი გამოვა რომ თოფი მაგ ტყვიით მიახლოებით მოგცემს 254.6 მეტრ წამს. ეგეც შენი ოცნება 400 მეტრ წამზე

.
მაგიტომაა რომ ნორმალური მწარმოებელი სარეკლამო უაზრო ციფრს კი არ გეუბნება რა სიჩქარეს ანვითარებს უცნობი ტყვია, არამედ გეუბნება თუ რა ენერგიის აკუმულირება შეუძლია თოფს. დანარჩენს კი შენით ანგარიშობ, იღებ ცნობილ ენერგიას, და შემდეგ უყურებ ტყვიებს, რომლით გინდა რომ გაისროლო, ვთქვათ და უფრო მძიმე 10,5 გრანიანით, ჩაწერ ამ ორ პარამეტრს ფორმულაში და მიიღებ 250.9 მეტრ წამს, დაპირებ გაისროლო ცოტათი მსუბუქი ტყვია ვთქვათ 8,4 გრანიანი და მიიღებ 280 მეტრ წამს ი ვსიო. ანუ ნორმალური მწარმოებელი გაძლევს ამოსავალ წერტილს, უბრალოდ გაყიდვაზე ორიენტირებული კი ცდილობს თვალებში მტვერი შეგაყაროს ვეებერთელა ციფრებით და რამენაირად გამოგატოვებინოს ის ფაქტო რომ ციფრი კი მოგცა მაგრამ რეალში არაფერიც არ გითხრა

რავი დიდი იმედი მაქვს რომ საწყენი არაფერი იქნება ამოდენა პოსტში, იმედია ასევე რომ ყველაფერი გაიასნდა, ასევე იმედია გაირკვა რომ ქარხნის სარეკლამო ტექსტებს არ უნდა დავუჯეროთ. ეგ იგივეა ბანკებს რომ დაუჯერო უპროცენტო განვადებააო

რა მნიშვნელობა აქვს, პროცენტს არ დაგარიცხავს და დაზღვევის ფულს მოთხოვს, და საკომისიოს ფულს გადაგახდევინებს წინასწარ თუ იგივე თანხას პროცენტს დაარქმევს... სიტყვების რახარუხია და ლაზეიკები,ა სე რომ ნუ გვიწყენ როდესაც სკეპტიკურად ვხვდებით სარეკლამო ტექსტებს, არაერთმა წაიტეხა აქ უკვე ცხვირი და ცოტა არ იყოს გვაღიზიანებს ეგეთი სარეკლამო ტექსტები და მით უფრო საწყენია როდესაც დაინტერესებულ ახალბედას ეუბნები არაა ეგრე რავარც რეკლამაში წერიაო და მაინც რომ გვიმტკიცებენ თქვენ რა იცით ამოდენა ქარხანაა იმას დაწერა და იმას დაუჯერებო

მაშინ ჩვენ რას გვერჩი რას გვეკითხები, გვინდა რომ არ შეხვიდე შეცდომაში და იმიტომ გეუბნებით საღი ცივი გონებით შეხედე ყველაფერს.
ჰო მართლა შემდეგში ამოდენა პროსტინები რომ არ ვწერო დიდი თხოვნაა
გადახედე აი ამ თემას, დიდი თემაა, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი ახსნილი პნევმატურ იარაღზე, ძალიან ბევრ ახალს და საინტერესოს გაიგებ, ძალიან ბევრ კითხვას გაგიქრობს