დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 400+ ლარის ფარგლებში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
gela
ციტატა(cz80 @ Nov 2 2011, 02:08 AM) *
რა იყო ტო , ტყვედ აგიყვანა ალქაიდამ და ორმოში ჩაგაგდეს? biggrin.gif biggrin.gif (რა აზრები მაწუხებს biggrin.gif კაკრაზ ეხლა ვუყურებდი მაგაზე ფილმს და biggrin.gif biggrin.gif )

.

არა ოქროს კაცი არ მეძინებოდა და წამოვხტი ლოგინიდან, მეთქი ფორუმზე მაინც შევიჭყიტებ თქო, (( მიუხედავად იმისა რომ ფიშტო აღარ მაქვს და გამომდინარე აქედან ფორუმის სრულ უფლებიან წევრად აღარ ვითვლები biggrin.gif ინტერესი არ გამნელებია პნევმატიკის მიმართ biggrin.gif )) ხოოდა არც შუქი ამინთია და თან ოთახშიც ციოდა biggrin.gif ახლა ჯაჯა ვირნებს ამკიდებს ოფიზა biggrin.gif იზვინი ჯაჯა უფროსო, ცდუნებას და მატრაკვეცობას ვერ გავუძელი რომ არ მეპასუხა biggrin.gif
TokoScarecrow
გუშინ დავრეკე "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში" და ვიკითხე და ესეთი რამე მითხრეს: "არანაირი პრობლემა არ გექნება პნევმატიური იარაღის ყიდვაზე/ჩამოტანაზე/ტარებაზეო, რამდენადაც უკვე რამოდენიმე თვეა კანონი შეიცვალაო და ადრე რომ იყო შეზღუდვა 5,5მმ და მაღლა ეგეც მოიხსნაო. არანაირი შეზღუდვა აღარ არის პნევმატიკაზეო" და რატომღაც მგონია რომ შევძლებ ამაზონიდან ჩამოტანას.
აი თქვენც დარეკეთ ძალიან გთხოვთ რა და იკითხეთ რა თქვენც: 2 419191 შსს მომსახურების სააგენტო მასე მითხრეს გუშინ და...

* * * * *
და რაც შეეხება თითონ იარაღს რომელს მირჩევთ? ("გასართობად/სანადიროდ", ფასი :<550GEL , აუცილებლად ოპტიკით(ან უოპტიკოდ მარა რომ უყენდებოდეს, მაგ შემთხვევაში 350ლარამდე რომ ოპტიკაც ვიყიდო მერე) და სასურველია ლულაზე არ ქონდეს სამიზნეები, ანუ სულ სწორი ლულა ქონდეს რა, ოპტიკა რომ აყენია არ მიყვარს მერე დამატებითი რაღაცეები ლულაზე...)
* * * * *
აი ამეებს ვფიქრობ:
1.Crosman Remington Summit .22(169$)
იხილეთ პროდუქტი ამ ლინკზე


2.GAMO Rocket DX .177(165$)
იხილეთ პროდუქტი ამ ლინკზე


3.Crosman Nitro Venom(170$)
იხილეთ პროდუქტი ამ ლინკზე


4.Gamo Silent Cat(160$)
იხილეთ პროდუქტი ამ ლინკზე


5.Gamo Big Cat(170$)
იხილეთ პროდუქტი ამ ლინკზე


6.Gamo Socom Carbine(150$)
იხილეთ პროდუქტი ამ ლინკზე


* * * * *
ძალიან დიდ მადლობას გეტყვით თუ ამარჩევინებთ საუკეთესეოს რა... ზოფი "სპრინგ" სისტემაა ამ ჩამონათვალში და ზოგი "ნიტრო პისტონ" და რომელი ჯობია?
გთხოვთ განიხილეთ ეს იარაღები და დაწერეთ რას ფიქრობთ თითოეულზე.. მე პირადად რემინგტონ სამიტი ყველას მირჩევნია, ძალიან აგარი ვიდი აქვს და ოპტიკური სამიზნეც საუკეთესო აქვს მგონი ამათ შორის...


* * * * *
და რაც შეეხება "ჰაცან"_ის პროდუქციას, ეგ თურქულია ხომ? წეღან ვიყავი საიტზე და მართალი გითხრათ საინტერესო ვერაფერი ვნახე, 1000fps_ზე მეტი არცერთს არ ქონდა, ეგეც არ ქონდათ მგონი... არ ვარგა ეგ იარაღები? (თან სახელიც არ მომწონს ისევ "რემინგტონ" ჯობია biggrin.gif )
TokoScarecrow
* * * * *
ხო კიდევ, მაღაზიები მითხარით სად შეიძლება ვნახო კაი პნევმატიკა რა... (თბილისში რათქმაუნდა) არ მეზარება, ყველას მოვივლი, რაც შეილება მეტი მაღაზიის მისამართი მინდა რა...
kaka8079
TokoScarecrow
სიტყვიერად გითხრეს რომ შეიძლება შემოტანაო მაგრამ მიდი და მოთხოვე რამე დოკუმენტი დამამტკიცებელი იმისა რომ მართლა შეიძლება,სამწუხაროდ ვერაფერს მოგცემენ.
ja_ja
TokoScarecrow
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 11:12 AM) *
გუშინ დავრეკე "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში" და ვიკითხე და ესეთი რამე მითხრეს: "არანაირი პრობლემა არ გექნება პნევმატიური იარაღის ყიდვაზე/ჩამოტანაზე/ტარებაზეო, რამდენადაც უკვე რამოდენიმე თვეა კანონი შეიცვალაო და ადრე რომ იყო შეზღუდვა 5,5მმ და მაღლა ეგეც მოიხსნაო. არანაირი შეზღუდვა აღარ არის პნევმატიკაზეო" და რატომღაც მგონია რომ შევძლებ ამაზონიდან ჩამოტანას.

მდაა.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ბარემ ვერ უთხარი თავი თუ მოიფხანე დღეს დილით და თუ ელაპარაკა თქვენი სააგენტო სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსთქო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 11:12 AM) *
აი თქვენც დარეკეთ ძალიან გთხოვთ რა და იკითხეთ რა თქვენც: 2 419191 შსს მომსახურების სააგენტო მასე მითხრეს გუშინ და...

უკვე დარეკილი აქვს ხალხს, ლინკები რომ დაგიყარე რომელიმე გადაიკითხე? კი მესმის იქ იმდენი ნაბოდვარია საღი გონების მქონე ვერ გადაიკითხავს ყველაფერს, მაგრამ რეალობა ერთია სანებართვო კი მეორე.

აკი გითხარი კანონით გეკუთვნის, მაგრამ არაფერიც არ გეკუთვნის მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე რა საზიზღრობაა როდესაც იცი რომ გეკუთვნის, იცი რომ კანონიერ ქვეყანაში ხარ, რეკორდებს ხსნის ქვეყანა და ნუ არაფრით არ იღებს გონება იმას რომ რაღაც ასეთი უდებილესი კურიოზია....


ამ ფორუმზე ყველა ერთი და იგივეს დაგიწერს, სანებართვოში სამკურნალო ხალხია! გაგებაში არ არიან, რაზე იძლევიან ნებართვას და რაზე არა, რა არის ნებადართული და რა არა, რა შეიძლება რა არა, რა მოქმედებს, რა კანონია შემოღებული და ასე შემდეგ.

გაზაფხულზე, იყო ტელევიზორში გადაცემა, პირდაპირ ეთერში გადიოდა და კაკრაზ მაგ სანებართვოს უფროსი იყო და მაყურებლების კითხვებს სცემდა პასუხს. ერთმა დარეკა ეტყობა იმისაც პნევმატიკაზე პრობლემა ჰქონდა, და ეკითხება, პნევმატიკაზე როდის გაირკვევა საკითხიო, კერძოდ შემოტანა გაფორმებასთან დაკავშირებითო.. ტიპი იცი რას პასუხობს...

- ნუ პნევმატიკა ისაა ჩვენ რომ მაგას კისტის, ანუ იგივე ტირის თოფს რომ ვეძახითო, არანაირი შეზღუდვა არ არის, და არც გაფორმება არაა საჭირო, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ყველანაირი შეზუდვების გარეშეო, არანაირი შეზღუდვა და პრობლემა არა რსებობსო. ის საცოდავი უკვე ხაზზე არ იყო ვინც კითხვა დაუსვა თორემ ადრწმუნებული ვარ კარგად დაუკურთხებდა.

ახლა მაგ სანებართვოს უფროსის ინტერვიუს რომ დაუვუჯეროთ მინიმუმ გაზაფხულიდან მოყოლებული ყევლაფერი კარგადაა, რეალობა კი შემდეგია,

1) შენ რომ არ მოგეწონა ფასები iaragi.ge-ზე, მაგ მაღაზიის ტავარი საბაჟოზე გაჩერებულია 2011 წლის სექტემბრიდან, ყველა იარაღი 4.5 კალიბრისაა, და 1 ცალი თოფი არა აქვს კაცს ჩამოტანილი რამდენიმე ათასის ტავარია გაჩერებული, საბაჟო ეუბნება უფლება კი გაქვს მაგრამ ვერ გაგატანო, დაარეკინე იმას ვინც ამიკრძალა და გაგატანო.

2) კაი ვთქვათ ჩვენ ტილიაები ართ, iaragi.ge-ს მფლობელი დიდი კომპანია არაა, მაგრამ რას იტყოდი კომპანია "ვესტერნ"-ზე, მილიონების საქონელი შემოაქვს საქართველოში, იმედია გსმენია მაღაზია "მაგნუმი" საიტიც აქვთ magnum.ge შეიხედე დააკვირდი საქონლის რაოდენობას, გუდვილში შეიარე მაგათ მაღაზიაშI და უხეში თვალის გადავლებით შეაფასე რამდენი ასეული ათასის საქონელი დევს მარტო ერთ მაღაზიაში, თბილისშI კი 3 ფილიალია, პლიუს ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გურჯაანი... პლიუს საწყობი... თუ რაიმე ლობირება შეუძლია და ნაცნობობა ყავს ალბათ დამეთანხმები მაგას ეყოლება თუ ეყოლება.... მოკელდ ცეცხლსასროლი შემოაქვს უპრობლემოდ, მაგრამ აი პნევმატიკაზე უარი გვითხრეს, შარშან სექტემბერში რაც შემოიტანეს ბოლო პარტია, იმის მერე საქონელი არარ შეუვსიათ. ნახევარი მაღაზია პნევმატიკით იყო გატენილი, აურაცხელი მოდელი ჰქონდა სხვადასხვა მწარმოებლის!, დღეს მეოთხედი მაღაზიაა დარჩენილი, რაც აქვთ საქყობშI დარჩენილი ეგაა ახალს ვერ ამატებენ.

დანარჩენი შენი გადასაწყვეტია, უბრალოდ ისე არ მოხდეს, რომ აქ გენანება 500 ლარის გადახდა, იქ იყიდი იმის იმედად რომ 300 ლარად იშოვი და ბოლოს აღმნოჩნდება რომ ის 300 ლარი რომელიღაც საწყობშI დევს უსასრულოდ დიდი ხნით. იგივე გადაგდებული ტანხა გამოგივა.


შეეშვი სანებართვოს, პირდაპირ საბაჟოზე გაარკვიე თუ გარკვევა გინდა, ეგენი სხვადასხვა ინსტანციები არიან და ერთმანეთთან საუბარი არ იციან, ასეთ დასკვამდე მივედით ამ ფორუმის მესვეურები.

ბოლო კურიოზი 1 კვირის წინ მოხდა, ეგრე ჩამოუვიდა ჩვენს ფორუმელს, გახარებული კითხულობს გადამზიდავის საიტზე რომ თბილისშია ნივთი, მივარდა და გაახარეს, ფული გადაიხადე ტრანსპორტირების და საქონლის გასატანად საბაჟოზე მიდი არ გვატანენო. არანაირად არ გაშინებ და არ გიქმნი ბარიერებს, პირიქით დაინტერესებული ვარ რომ შემოდიოდეს საქონელი, მეთვითონ ერთი კუკუ პისტოლეტის ყიდვა მინდა (ნუ მეორე საკითხია ის რომ ვიყიდი და მაქსიმუმ 1 კვირაში მივაგდებ, ვიცი რომ პროსტა ახირება ამქვს, აქ ღირს 300 ლარი, იქ კი 59$-ად შემიძლია ყიდვა, ლოგიკურია იქ მირჩევნია ყიდვა, მაგრამ არ გამომატანინებენ, აქ კი ძვირად არ მინდა, ყიდვა და ვზივარ ასე....).


მოკელდ მე ვცდილობ აგარიდო გაუგებრობას და ფულის ხარჯვას, ნერვების გლეჯვას... თუ გაითვალისწინებ ხომ კაი, ხოლო თუ სახელმწიფო ორგამოებს დაუჯერებ და იყიდი და გამოაგზავნი, ნუ კიდევ ერთხელ დაველოდებით შეიცვალა რაიმე თუ არა, თუ შენც გაგიჩერებენ საქონელს და კიდევ ერთხელ იქნება დამტკიცებული ის რაც ამ 10 თვის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა.

P.S. აუ ცალკე ახალი ტემა უნდა გავხსნა რომელზეც ყველა ახალ შემოსულებს მივცემ ლინკს, თორემ ყველა ახალბედასთვის თავიდან ერთი და იგივეს დაწერა ძალიან ძნელი საქმეა, პლიუს არ უნდა ადამიანის გონებას დანებება და დაჯერება რომ შეიძLება რაღაც ასეთი ელემენტარული შეცდომის გამო რაღაც ასეთი ენით აუღწერელი უსამართლობა არსებობდეს და....
gregory
TokoScarecrow
ვააა! ყველაფერი თავიდან გინდა ? აჰა:
ja_ja
gregory
მდაა ეს დღევანდელი დღით არის დათარიღებული? აუფ... მთლად კატასტროფააა...
nihontoman
მაგარი დომფხალია, სასაცილოც აღარ არის უკვე....
gregory
ციტატა(ja_ja @ 2nd November 2011 - 04:39 PM) *
gregory
მდაა ეს დღევანდელი დღით არის დათარიღებული? აუფ... მთლად კატასტროფააა...

კი დღევანდელია sad.gif
ციტატა(nihontoman @ 2nd November 2011 - 05:23 PM) *
მაგარი დომფხალია, სასაცილოც აღარ არის უკვე....

სასაცილო არაა, მაგრამ ერთი კაცი( უკაცრავად ქალბატონი) მითხრეს, რომელიც გადეხმარებათო smile.gif აბა გამოიცანით ვინაა?! biggrin.gif
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 2nd November 2011 - 05:48 PM) *
აბა გამოიცანით ვინაა?!

კონდოლიზა რაისი biggrin.gif biggrin.gif
NASA
ეგ რომ იყოს შეიძლება უფრო მოგვარებულიყო biggrin.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 2nd November 2011 - 06:01 PM) *
კონდოლიზა რაისი

ცივა,ცივა biggrin.gif
NASA
ყველაზე სასაცილო იცით რა არის. რო ვუთხარი უარს ვამბობთქო თოფზე და სხვა რაც აქვთ კიდევ მაგასთან ერთად გაჩერებული (ორი რაღაც მქონდა გამოწერილი და გააჩერეს ერთ დღეს ჩამოვიდა თოფი და მეორე ნივთი) ის მომეცითქო, მაგასაც ვერ მოგცემთო, რადგან კანონი არ გვაქვსო პნევმატიკის შესახებ და თოფის სახელმწიფოზე გადაცემაც არ გამოვაო.
აბა ....
nihontoman
gregory
დაიცა, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი?
gregory
ციტატა(nihontoman @ 2nd November 2011 - 06:33 PM) *
gregory
დაიცა, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი?

YES smile.gif
ja_ja
ნუ გადამრიეთ სად ეკონომიკა, სად სტანდარტები, სად შემოსავლების სამსახური და სად საბაჟო!, ვააბშე სულ გარეკეს!!!!
TokoScarecrow
აუ ვეღარ გაიგებს კაცი ვისი ვისაშია რა sad.gif
ხვალ თავდაცვის სამინისტროშიც დავრეკავ და საბაჟოს ნომერიც მომცეს და მითხრეს აქ დარეკეო და მანდაც დავრეკავ, ვნახოთ იქნებ ვინმემ რამე იცოდეს, და აბა ისენი ყ**ები ყოფილან რო მითხრეს რამდენიმე თვეა კანონი შეიცვალა და პნევმატიკაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნაო?
rekshet
TokoScarecrow

გინდ დარეკე გინდ ნუ რეკავ შენი ნებაა მაგრამ არაფერს არ გეტყვიან 10 თვეა ჩემი ფიშტო გაჩერებული სად არ ვრეკე ვინ რას არ მეუბნებოდა მაგრამ მერე შევეშვი ტყვილა რეკვას აზრი არ აქ wink.gif
TokoScarecrow
კარგით მოდით ცოტახნით საბაჟოს თემას შევეშვათ და იარაღი შემირჩიეთ რა, ზემოთ დავწერე რა და როგორი მინდა დაახლოებით და იქნებ მაგაში დამეხმაროთ...
ja_ja
TokoScarecrow
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 08:28 PM) *
აბა ისენი ყ**ები ყოფილან რო მითხრეს რამდენიმე თვეა კანონი შეიცვალა და პნევმატიკაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნაო?

ზუსტად მაგას გეუბნებით ყველა, აგერ rekshet-ტა არის ერთერთი დაზარალებული, მეორე gregory და ასე შედმეგ, ამ ფორუმზე მარტო 10-15 კაცი აგროვდება.

ისე დაუჯერე rekshet-ს, ხომ გახსოვს ცისფერ მთებშI ერთი მომენტია, ტიპი ლივტშI რომაა გაჭედილი - გახსოვს რას ამბობ?

გინდა ადი, გინდა ჩადი მაინც არაფერი შეიცვლებაო smile.gif, აი ეგეთ დურაკულ სიტუაციაში ვართ, გინდა დარეკე გინდა არა....

თუმცა შენ ერთი დიდი პლიუსი გაქვს, ახლა შეაწყდი ამ პრობლემას და ჯერ შემართება გაქვს, ასე რომ საერთო ექსპერიმენტისთვის ყველანი მადლობელი ვიქნებით თუ ხვალ თავდაცვის სამინისტროშიც დარეკავ და საბაჟოზეც

ძალიან, ძალიან საინტერესოა პასუხი...


TokoScarecrow
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 08:47 PM) *
კარგით მოდით ცოტახნით საბაჟოს თემას შევეშვათ და იარაღი შემირჩიეთ რა, ზემოთ დავწერე რა და როგორი მინდა დაახლოებით და იქნებ მაგაში დამეხმაროთ

ჰოო აი ეგ უკვე სხვა საქმეა, მაშინ ახლავე რაცხაებს ჩამოგიწერ და....
nihontoman
TokoScarecrow
მე სენი ამოთვლილებიდან ავიღებდი ნიტრო ფისტონიან ვენომს. მე მაქ და სურათძე რაცაა, იმაზე გაცილებით დიდი ოპტიკა უყენია. ეგ ადრენდერებული დაფოტოშოპებული სურათია, სადაც სასაცილოდ პატარა ოპტიკა უყენია. ისე რაც მოყვება 3-9 ჯერადობისაა და საკმაოდ ნორმალურია მოყოლებულის კვალობაზე. ძალიან ზუსტია, ჩემი ძმა მძიმე ჯსბ-ებით სასტიკ რამეებს შვება როგორც მითხრა, მაგალითად კაკლისათვის გარტყმა 50-60 მეტრიდან (მანძილი გადაზომილია, 50 მეტრიანი ვენახის რიგის ერთი ბოლოდანნ მეორე ბოლოში და ცოტა უფრო შორს დადგმულ კაკალზე ისროდა)

ტყვიები მძიმეები უყვარს, მსუბუქებზე ცოტა ხტუნაობს, მძიმეებზე გაცილებით წყნარდებაო როგორც მითხრა. მოკლედ კაი რამეა, მე მომეწონა, ჩემს ძმასაც ძალიან მოსწონს. გირჩევ, აიღე. smile.gif
TokoScarecrow
და ნიტრო ფისტონზე მითხრეს გარკვეული რესურსი აქვსო 10-20,000 გასროლაო და მერე ფუჭდება და მაგისი გამოცვლა საქართველოში შეუძლებელია და თან ძვირიც ღირს მაგისი გამოცვლაო... ესეიგი ვენომი კაი როჟაა ხო? ეგეც მომწონს, თითქმის რემინგტონ სამიტივითაა, აი ეგეთი ვიდის იარაღები მევასება მაგრად... დღეს ELS.ge_ს ოფისში ვიყავი და კაკრას ჩვენ პრობლემაზე საუბრობდნენ ორნი და მეც გამოველაპარაკე, ეხლახანს გავყიდე 600ლარად Bენჯამინ ნიტროვო, აი ის იარაღი.გე ზე რომ იყიდებაო, მანდ მქონდა ნაყიდიო და აქო და ადიდა, უძაანმაგრესიაო..
* * *
აუ არ შემიძლია რომ ისევ საბაჟოს თემას არ დავუბრუნდე 2 სიტყვით: და ამანათის დეკლარირებისას რომ ჩავწერო "ფოტოკამერის შტატივია" მეთქი არ გამომატანენ მაინც? biggrin.gif
____________________________________________
და კიდევ: თბილისის იარაღების მაღაზიები ჩამომითვალეთ რა, ყველას მოვივლი ოღონდ რამე ნორმალური ვიპოვო და.. თამარ მეფის გამძირი არ მიხსენოთ, ერთი ავი გამყიდველი ყავთ არ დამევასა, ერთი რაღAც ვკითხე და სუ ღრენა ღრენით მიპასუხა და კარგი მეთქი და მოვუჯახუნე კიდეც კარები... 1 იარაღი იდო მარტო პნევმატიური, არც მოდელი მიკითხავს არაფერი 390 ლარი ღირდა, ხის იყო სავარაუდოდ კაკლის, 300მ/წმ აქვსო ეგ კი ამოღერღა და რავი...

სხვა მაღაზიებიც მითხარით რა..
gregory
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 09:11 PM) *
და ამანათის დეკლარირებისას რომ ჩავწერო "ფოტოკამერის შტატივია" მეთქი არ გამომატანენ მაინც?

TokoScarecrow
აი მაგ შემთხვევაში კი სრული უფლება აქვთ დიდი ჯარიმა მოგარტყან smile.gif

ციტატა(ja_ja @ 2nd November 2011 - 08:21 PM) *
ნუ გადამრიეთ სად ეკონომიკა, სად სტანდარტები, სად შემოსავლების სამსახური და სად საბაჟო!, ვააბშე სულ გარეკეს!!!!

არა, ჯაჯ ნუ გადაირევი: არის მანდ ლოგიკა wink.gif
ja_ja
ესეიგი პირადი გამოცდილებით... არანაირად არ ღირს Gamo Big Cat, ჰქონდა ერთ ჩვენს ფორუმელს ხელები მოგვამტვრია გადატენვით და ბეჭი მოგვამტვრია სროლით smile.gif

Crosman Nitro Venom - მეჭირა ეგეც ხელში, მართალია მისი მოდიფიკაცია იყო Crosman Nitro Venom Dusk, მაგრამ მგონი ერთი და იგივეა.... შედარებით კაია, მარა ხელები მაგანაც მომამტვრია გადატენვაზე (ნუ ამ ბოლო კომენტს ყურადღებას ნუ მიაქცევ იმიტომ რომ მე უკვე 3 წელია PCP-ზე ვარ გადასული და ბერკეტის გადატენვა ასევთქვათ დისკომფორტს მიჩალიჩებს biggrin.gif )
შედარებით რაც მომეწონა, ეს არის, ხელიდან სროლის კაი მოქნილობა, ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ ჰაი ენდ სპორტული შტუკაა, მაგრამ საკმაოდ კარგად შეიძლება ელიდან სროლს და სიზუსტეც აქვს, ხელიდან 20 მეტრზე სადრაც 20-25 მილიემტრიანი ჯგუფი გავაკეთე 5 გასროლით.

Crosman Remington Summit - უბრალოდ შენ .22-იანი გაქვს არჩეული, აქ ეგეთს ვერ იშოვი და სანამ ეს ახალი კანონი არ ამოქმედდება... ისე კი ერთ ჩვენს ფორუმელს მგონია ქვს და კმაყოფილია დაველოდოთ მის შეფასებას.

GAMO Rocket DX - იგივე Gamo Big Cat-ია და ჩემი სუბიექტური აზრით არ გირჩევდი.

დანარჩენზე მე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ერთი შენს სიტყვებში რაც შევამჩნიე არის საშიში ტენდენცია და იმ ერთ პუნქტზე მინდა შენი ყურადღება გავამახვილო.

შენ დაწერე
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 11:12 AM) *
და რაც შეეხება "ჰაცან"_ის პროდუქციას, ეგ თურქულია ხომ? წეღან ვიყავი საიტზე და მართალი გითხრათ საინტერესო ვერაფერი ვნახე, 1000fps_ზე მეტი არცერთს არ ქონდა, ეგეც არ ქონდათ მგონი...

ეს მცდარი აზრია და ახლავე ჯობია დაივიწყო თორემ გახდები მწარმოებლების სარეკლამო ტრიუკის მსხვერპლი.

ახლავე აგიხსნი რას ვგულისხმობ.

ყველა თოფს აქვს რაღაც სიჩქარე და ენერგეტიკა, მაგრამ ძალა ტყვიის სიჩქარით არ იზომება!!!!

ახლა რაშია საქმე, ეინშტეინს ხომ იცნობ... ნუ იასნია პირადად არ იცნობ smile.gif, მაგრამ მისი მთავარი ფორმულა ხომ იცი, e= mc2

ანუ ენერგია უდრის, მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე. ჯერ მემგონი ისევ ვერ გაიგებ რას ვამბობ, მაგრამ ინფორმაციას გაყრი და ახლავე დავშლი მარტივ მამრავლებად რომ იოლი გასაგები იყოს.

ანუ ვთქვათ შენ ყიდულობ თოფს, რომელიც ისვრის ტყვიას 1200 FPS-ით.... უკაცრავად ჩაგეძიები სადმე წერია რომელი ტყვიითაა ეგ სიჩქარე მიღწეული? აი მაგაშია საქმე, მწარმოებელი ერთ პარამეტრს გაძლევს მაგრამ მეორეზე ჩუმადააა smile.gif

ანუ ვთქვათ შენ იყიდე თოფი რომელიც წარწერის მიხედვით ისვრის 1200 FPS-ით ტყვიას, მაგრამ რომელს და რაწონისას? თუ ტყვია რომლითაც მიღწეული იყო ეგ სიჩქარე არის ვთქვათ 1.5 გრანი (არ აგერიოს მეტრულ გრამებში, დუიმების სისტემაა და მანდ გრანი არის ათვლის სისტემა, 15.43 გრანი უდრის ერთ ჩვენებურ გრამს, ანუ უფრო იოლია მაგ გრანებში გრამზე უფრო ნაკლები წონა ათვალო ამიტომაც უმეტესად ყველა მაგ სისტემას იყენებს), დავუბრუნდეთ თჩვენს საქმეს, ანუ 1200 FPS-ი 1.5 გრანიანი ტყვიით, გამოდის რომ თოფი ასეთ თყვას ისვრის და მას ანიჭებს ენერგიას რომელიც უდრის 6.501 ჯოული

მაგრამ თუ იგივე სიჩქარით იგივე თოფი გაისვრის ვთქვათ 4.5 კალიბრშიე რთერთ ყველაზე მძიმე ტყვიას 10.5 გრანიანს, მაშინ მივირებთ რომ ტყვიას ექნება 45.51 ჯოული ენერგია...

ხვდები განსხვავებას? სად 6 ჯოული, სად 45 ჯოული, უხეშად სანადირო პრაქტიკაში ითვლება რომ 10-ზე უნდა გაყო მიღებული ჯოულები და მიირებ იმ სანადირო ობიექტის წონას რომელზეც შეგიძლია ამა თუ იმ არსებაზე ინადირო

ანუ 6 ჯოულის შემთხვევაში გამოდის 600 გრამი, რეალურად კი ეგ ენერგია ლულის ჭრილთან გაქვს, ტყვია რაც უფრო დიდ მანძილს გადის, მით უფრო კარგავს ენერგიას და ვთქვათ 20 მეტრზე, მაგ ტყვიას ჰა-ჰა 1-2 ჯოული ენერგია ექნება, ეგ კი თაგვისთვისაც კი ნიშნავს, კენჭი ესროლე, იმასაც ბეჭი ეტკინა და გაიქცა smile.gif

აი თუ 45 ჯოუოს იღებ, მაშIნ სადრაც 4.5 კილოიან არსებაზე შეგიძალი გაიქაჩო, 20 მეტრში მაგ ენერგიიდან სადღაც 20 ჯოული მაინც დაგრძება ანუ 2 კილომდე არსებას დაედევნები რა...

ახლა ვუბრუნდები ჩვენს თემას, რომელი ტყვიით გაძლევს შენს მიერ ამორჩეული თოფი 1200 FPS-? ეგ არავინ არ იცის მწარმოებლის გარდა, თან ვერ მოედავები რატომ მატყუებო, იცი რატომ? როგორც კი მოედავები მიგიყვანს ტავისთან დააძრობს 1.5 გრანიან ტყვიას, გაისვრის და ქრონოგრაფზე გაჩვენებს ხომ ხედავ დაწერა 1200 FPS-იო smile.gif ანუ ხვდები იურიდიული მამაძაღლობაა, იურიდიულად მართალია, მაგრამ რეალურად ეგეთი წონის ტყვიას ვერ იშოვი შენთვის და რომც იშოვო 7 გრანზე ქვემოთ რაც არის ტყვია 10 მეტრზე იქეთ ვერაფერს ვერ გაარტყავ, ჩქარა კარგავს ენერგიას და ტრაექტორიას ისე იცვლის რომ სადამ ხუსეინის "სკად" რაკეტებივით ვერ გაიგებ სად გაფრინდება smile.gif


მოკლედ დაამუღამე მთავარი რამ, სერიოზული ძვირიანი პნევმატიკის მწარმოებელი ყოველთვის წერს რა ენერგიას იძლევა მისი თოფი, არის 3 კატეგორია 4.5 კალიბრში, ესაა 7.5 ჯოული, 16 ჯოული და 24 ჯოული, ნუ მერე მოდის კიდევ 30 და მეტი, მაგრამ ეგ უკვე ნუ მოკლედ კლასიკაა 24 ჯოული, მაგის იქეთ სიხუსტე არარ არსებობს.

ნებისმიერი სხვა მწარმოებელი როემლიც ახალბედებზე მუშოაბს და ძვირიან პნევმატიკას არ აწარმოებს, უკვე წერენ მაგიურ FPS-ებს, თუმცა რას იღებ ამ FPS-ით ვერ გაიგებ.. ეგ იგივეა მანქანას რომ ყიდულობდე და მანქანას ეწეროს 2 ლიტრი... რა არის ეს 2 ლიტრი? ძრავის მოცულობა, ბენზობაკის მოცულობა, 100 კილომეტრზე რამდენს წვავს თუ რა ჯანდაბაა... ანუ ეგეთივე კურიოზული ციფრია 1000, 1200 და 1500 FPS-ი.

არ აყვე მაგ შტუკებს, ყველა თოფს რგორც კი ყიდულობ, აჩმევ რამდენიმე ტყვიას, როგორც წესი თოფი ერთერთზე კარგად ისვრის, დანარჩენს ისე რა და უმეტესობას ვერ ისვრის (ყველას თავისი მუღამი აქვს) და მერე ამ კონკრეტულ ტყვიაზე ამოწმებ შენი თოფის სიჩქარეს, ქრონოგრაფით (ფორუმელებს არაერთი გავქვს ასე რომ თუ დაგჭირდება თქვი და....) აუ მერე რომ გასინჯავ აღმოაჩენ რომ 1200 FPS-ის მაგივრად რომელიც მეტრებში არის 365.7 მეტრი წამში, რეალურად გაქვს 200-220 მეტრ წამი ანუ 650-710 FPS-ი

კიდევ ერთი რამ გაითვალისწინე, პნევმატიკა არ არის ცეცხლსასროლი, ასე რომ ნორმალურიად პნევმატიკას 360- მეტრ წამით და 470-ით სროლა არ შეუძლია, ჩვენ ზღვარი გვაქვს ხმის ბარიერი რომელიც მიიღწევა 335 მეტრ წამზე. მაგ დროს ჩვენს ტყვიებს უკვე მიზანში მოხვედრის შანსი თვალსა და ხელს შუა უქრება sad.gif

მსოფლიოში უძლიერესი ექსპერტების მიერ მილიონი ექსპერიმენტის შედეგად გარკვეულია რომ 4.5 კალიბრისთვის (და სხვა კალიბრებისთვისაც), ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო არის 265-275 მეტრ წამი, ამის მერე სიზუსტე იკარგება, რა თქმა უნდა სიზუსტეზე როცა ვლაპარაკობ საუბარია 50 და მეტ მეტრზე, თორემ 2 და 5 ან 10 მეტრაზე არავინ საუბრობს.

რეალურად უმეტესობა იარაღი ნორმალურად ისვრის 280-290 მეტრ წამამდე, აი მაგის მერე უმეტესობა უკვე ურევს sad.gif ასე რომ რეალურად პნევმატიკის ზღვარი სადრაც არის 900 FPS-ი, მაგის იქეთ რას ციფრები წერია სარეკლამო ხოდია და ..... ნუ იმედია მიმიხვდი არს ვგულისხმობ.

P.S> ბოდიში რომ ამდენი წაგაკითხე, მაგრამ დამიჯერე საჭიროა ეს ყევლაფერი რომ იცოდე.

gregory
TokoScarecrow
სხვანაირად არ გამიგო, მაგრამ იქნებ ასაკი და წონა დაწერო smile.gif

ja_ja
TokoScarecrow
ჰო ახლა კიდევ ვნახე შენი კომენტები

ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 09:15 PM) *
: და ამანათის დეკლარირებისას რომ ჩავწერო "ფოტოკამერის შტატივია" მეთქი არ გამომატანენ მაინც?

ვიღა ენდობა შენს და ჩემს მიერ ჩაწერილს smile.gif ყველაფერი სკანირებას გადის საბაჟოზე, როგორც კი რაცხა ფოტოაპარატის ფეხის ფორმის არ იქნება რას ფიქრობ რა მოხდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 09:15 PM) *
ხის იყო სავარაუდოდ კაკლის, 300მ/წმ აქვსო ეგ კი ამოღერღა და რავი

კიდევ ერთ რამეს დავძენ, 300 ემტრ წამი შეიძLება მიიღო PCP კლასზე შედარებით იოლად, ზ.დ.პ კლასზე ანუ ზამბარ დგუშინაზე რომ მიიღო იგივე სიჩქარე ვტქვათ იგივე მძიმე ტყვიით რომელზეც ნიხონტო წერდა... კაროჩე ზამბარის შეკუმშვა ხელფეხს მოგამტვრევს, გასროლისას კი ბეჭის ძვალს ჩამოგილეწავს smile.gif

შენ თუ უსაზღვრო ენერგიას და სიჩქარეებს მისდევ და თან დიდი ფასის გადახდა არ გინდა შემოგტავაზებ უნიკალურ გამოსავალს, დაითრიე Hatsan Mod 125 მაგას აქვს 1250 FPS-ი და რეალურად იძლევა, მაგას მაგრამ უმეტესობამ აქ ვინც იყიდა მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გაყიდეს, იმიტომ რომ ხელებს დაგაგლიჩაბს მაგის გადატენვა, მერე მძიმეა, გასროლისა სკი ისე გილაწონებს ბეჭში რომ... თუ მარტო სინიაკით მიხვედი სახლში კიდევ კაი მიღწევა იქნება.

გარდა მაგისა არის კიდევ უფრო ცოფიანი ვარიანტი Walther Talon Magnum-ი,ეგეც ცხოველია, ესვრი მიზანს და მიზანს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ლულას ხელში დახტის და ებრძვი რომ დაიჭირო და გააჩერო smile.gif ასე 1 წამში მაგას შესძლებ და მერე სამიზნეს ეძებ მოხვდა თუ არა smile.gif

კიდევ უფრო მაგარი ცხოველი იარაღებიც არის, Hatsan Mod 135 და საერთოდ ველური უჯიშობა Hatsan Mod 155 (ორივეს 1500 FPS-ი აქვს!!!!). მაგრამ სულით და გულით გირჩევ არ იყიდოოოოოო, ქვაბების დახვრეტის გარდა ვერაფერში გამოიყენებ, გაგიხარდება რომ 10-ან თუნდაც 20 ემტრში ემალურებულ ქვაბს გახვრიტავ, ტაფას დაღუნავ... მაგრამ ჩვენ და ალბათ შენც, არც ქვაბებზე სანადიროდ არ ივლი და მითუმეტეს ტაფებზე სანადიროდ არ ივლი, ეგ ხვრეტა კი 1-2 კვირაში ყელში ამოგივა და....
TokoScarecrow
გრეგორი ასაკი და წონა რაშუაშია biggrin.gif 19 წელი, 82 კილოგრამი, სიმაღლე 1,78მ. მიყვარს თეთრი საროჩკით და სოლიდური საათით+გაუპარსავი სიარული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ... რა დასკვნა გამოიტანე მანდედან? biggrin.gif

ja_ja მაგრად მომწონს შენი პოსტები (მიუხედავად იმისა რომ ბოლომე ვერ ვკითხულობ იმხელაა) biggrin.gif და ერთ კითხვასაც დავწერ, შეილება სულელური იყოს მარა მაინც, იარაღი რომელიც 1.9 გრანი ტყვიის გასროლისას ვთქვათ აღწევს 1200FPS, 10გრანიანის გასროლისას უფრო მეტ სიჩქარეს ან ძალას ვერ მიაღწევს ვიდრე იარაღი რომელიც 1.9 გრანზე ვთქვათ 750fps სიჩქარეს ანვითარებს? (ფუ ორგანულად მძულს ფიზიკა და მიყვარს BMW biggrin.gif )


ანუ რას მირჩევთ ხალხო ბოლობოლო, რა იარაღი ვიყიდო (და სად) და თან კარგი ვიდიც რომ ქონდეს... ნიტრო ვენომი უკვე ჭკუაში დამიჯდა რადგან რემინგტონ სამიტს გავს ფორმით და თან როგორც თქვეს კარგი იარაღიაო...

გრეგორი ზემოთ ჯარიმებზე რომ ვსაუბრობდით... იმაზეც ხომ ჯარიმაა წესით, ვთქვათ 500$იან ნივთს ეკლარირებისას 150$ რომ ვუწერ რომ განბაჟებაში არ მოყვეს და ღირებულების 18% რომ არ დაამატოს საბაჟომ? ალბათ მაგაზეც ჯარიმაა, მაგრამ რატომღაც მე ჯერ არ დავუჯარიმებივარ არავის... biggrin.gif
gregory
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 10:22 PM) *
გრეგორი ასაკი და წონა რაშუაშია 19 წელი, 82 კილოგრამი, სიმაღლე 1,78მ. მიყვარს თეთრი საროჩკით და სოლიდური საათით+გაუპარსავი სიარული ... რა დასკვნა გამოიტანე მანდედან?

ძალიან დიდი დასკვნა: რაც უფრო მძლავრია თოფის უკუცემა და წონა მით მეტი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მონაცემებს wink.gif
ასაკი კი იმაზე მეტყველებს რამდენად დიდხან გაგყვება ეს ჰობი wink.gif

ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 10:25 PM) *
გრეგორი ზემოთ ჯარიმებზე რომ ვსაუბრობდით... იმაზეც ხომ ჯარიმაა წესით, ვთქვათ 500$იან ნივთს ეკლარირებისას 150$ რომ ვუწერ რომ განბაჟებაში არ მოყვეს და ღირებულების 18% რომ არ დაამატოს საბაჟომ? ალბათ მაგაზეც ჯარიმაა, მაგრამ რატომღაც მე ჯერ არ დავუჯარიმებივარ არავის...

ნუ ინვოისს ხანდახან არ უყურებე, მაგრამ მაინც ფიქსირდება გადამზიდავთან და რა იცი რა დროს გაგიხსენებენ smile.gif

TokoScarecrow
ციტატა(gregory @ Nov 2 2011, 09:27 PM) *
ძალიან დიდი დასკვნა: რაც უფრო მძლავრია თოფის უკუცემა და წონა მით მეტი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მონაცემებს wink.gif
ასაკი კი იმაზე მეტყველებს რამდენად დიდხან გაგყვება ეს ჰობი wink.gif


და რა დასკვნა გააკეთე, რამდენხანს გამყვება ეგ ჰობი? biggrin.gif ისე შენ რომელ თოფს მირჩევ?
ja_ja
TokoScarecrow
ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 10:25 PM) *
ერთ კითხვასაც დავწერ, შეილება სულელური იყოს მარა მაინც, იარაღი რომელიც 1.9 გრანი ტყვიის გასროლისას ვთქვათ აღწევს 1200FPS, 10გრანიანის გასროლისას უფრო მეტ სიჩქარეს ან ძალას ვერ მიაღწევს ვიდრე იარაღი რომელიც 1.9 გრანზე ვთქვათ 750fps სიჩქარეს ანვითარებს?

ნუ მანდ პირიქით გესმის, ანალოგის უცებ მოგიყვან და იმედია პარალელებს გაავლებ smile.gif

წარმოიდგინე შენ ხარ პნევმატური თოფი და ხელში მოგაჩეჩე კენჭი, ნუ ვთქვათ იწონის 20 გრამს, რა მანძილზე და რა სიჩქარით მოახერხებ მის გასროლას? ნუ ვთქვათ გადააგდე 50 მეტრზე, ნუ ვთქვათ და 100 მეტრი წამში სიჩქარით.

ახლა ქართული ფილმი რომაა რეკორდი ხომ იცი smile.gif ხოოდა აი იგერ 50 მეტრში დგას დურუ ხუნჭუა, biggrin.gif შენ კიდევ ხელში შემოგაჩეჩე 10 კილოგრამიანი ლოდი რა მანძილზე გადააგდებ? ისევ 50 მეტრზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჰა მოვიტანო 22 მეტრი თოკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ანუ რაც უფრო მეტია ტყვიის წონა, სიჩქარე და შესაბამისად ენერგეტიკაც დავარდება.... თუ მსუბუქ კენჭს შორს ისვრი, დიდ რიყის ლოდს მაქსიმუმ 2-3 მეტრზე გადააგდებ.

იგივეა თოფშიც, რაც უფრო მძიმდება ტყვია, მით უფრო მცირდება სიჩქარე, მესმის რომ ახლა იტყვი კაცოუ გრამის მეასედებზე გვაქვს საუბარიო... აი იყიდე ნებისმიერი თოფი და მერე ჩავატაროთ შენს თანდასწრებით ესქპერიმენტი, მე კი ეგ ექსპერიმენტები აღარ მჭიდება 3 წელია მაგას ვამოწმებ ყველანაირ თოფზე smile.gif

სამაგიეროდ არის მეორე ნიუანსი, ვთქვათ გვერდიგვერს დგეხართ შენ და შენი მეგობარი, შენ ხელში იგივე 10 კილოგრამიანი ქვა გიჭირავს, შენს მეგობარს კი 50 გრამიანი გენჭი, შენს მეგობარს ტრაკი არ აქვს, ამიტომაც ორივე ახერხებთ და სხვადასხვა წონის ქვას ერთნაირი სიჩქარით ისვრით. ვთქვათ 100 მეტრ წამით....

როგორ ფიქრობ ვისი ქვა უფრო შორს გაფრინდება და უფრო სწორედ? მაგრა შეცდები თუ იფიქრებ რომ შენს მეგობარს პატარა ქვა აქვს ხელში და ამიტომაც მისი ქვა უფრო შორს გაფრინდება. მძიმე ობიექტს უფრო მეტი ენერგია აქვს და უფრო ნელა კარგავს სიჩქარეს, ვიდრე მსუბუქი ობიექტი. ქარიშხალში რომელი წაიქცება 20 კილოგრამიანი მჩატე გოგონა, თუ 150 კილოგრამიანი ბუღა კაცი? იგივეა ტყვიებშიც, მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით პატარაა და წინააღმდეგობა პატარა ექნება, სამაგიეროდ წინააღმდეგობის გაწევის ტრაკიც პატარა ექნება.

ანუ შენ გინდა თოფი რომელიც ისვრის მძიმე ტყვიას, ანუ 10.5 გრანიანს (გრამებში ეგ არის 0.68 გრამი) და სიჩქარე ამასობაში იქნება 220-დან 270 მეტრ წამამდე, თუ დამიჯერებ გამოცდილებიდან გამომდინარე ზ.დ.პ წესით მძიმე ტყვიას არ უნდა ისროდეს, 230-240 მეტრ წამზე ჩქარა, რომ კომფორტული იყოს დატენვას და სროლაც მოსახერხებელი იყოს


რაც შეეხება ნიტროს რესურსს ზემოთ რომ გიწერია.... გინდა 10 ათასი იყოს გინდა 20 ატასი... რეალურად წარმოგიდგენია რამდენია ეგა? მინიმუმ ეგ არის 40 ბანკა 500 ცალიანი ტყვია... ვერ დახარჯავ.... ნუ ვგულისხმობ ვთქვათ 3-4 და გინდა 5 წლის განმავლოაბში, თუ რა თქმა უნდა 24 სააიან რეჟიმში არ დაიწყებ სროლას და ყველა მეზობელ ნათესავ და ქუჩაში გამვლელს არ დააწყებინებ სროლას.

იარაღი საერთოდ როგორც კომპიუტერი არის პერსონალური ნივთი და არ უყვარს მილიონი ადამიანის ხელში გადაცემა. იარაღს მუღამი და მოვლა უნდა და არა ბოზი ქალივით ყველასთვის ჩამორიგება. თუ მოუვლი შანსი არაა რომ 3-და 4 ან თუნდაც 5 წელი არ გაგიძლოს მაგ ნიტრო პისტონმა.

მაგ პერიოდში ბოლო-ბოლო სხვა თოფის მუღამი გაგეხსნება, ბოლო-ბოლო საბჭითა კავშირი ხომ აღარაა მარტო ერთი სახეობის პნევმატური თოფი რომ იყო და ყველა კისტის თოფს რომ ეძახოდა.

თუ რაღაც მოხდა და გაფუჭდა... არც ეგაა პრობლემა, 2 გამოსავალია, პირველი დატენო (ანუ ეგ იდეაში არის იგივე ნივთი რაც მანქანის ბაგაჟნიკის სტოიკები რომაა, პროსტა ცოტა მეტი წნევითაა შიგნით ჰაერი ჩაჭირხნილი), ბევრს აქვს სპეციალური ხვრელი, მიერთდები და დამუხტავ წესით სამუშაო წნევა მაგ შტკაში არის 110 ატმოსფერო.

მეორე გამოსავალი, ახალს იყიდი და ჩააყენებ, ცოტა რთული კი არის, მაგრამ გაუკეთებელი ამ პლანეტაზე არაფერია. თუ რა თქმა უნდა ბელარუჩკობას არ აწვები smile.gif.

ციტატა(TokoScarecrow @ 2nd November 2011 - 10:25 PM) *
ზემოთ ჯარიმებზე რომ ვსაუბრობდით... იმაზეც ხომ ჯარიმაა წესით, ვთქვათ 500$იან ნივთს ეკლარირებისას 150$ რომ ვუწერ რომ განბაჟებაში არ მოყვეს და ღირებულების 18% რომ არ დაამატოს საბაჟომ? ალბათ მაგაზეც ჯარიმაა, მაგრამ რატომღაც მე ჯერ არ დავუჯარიმებივარ არავის...

აკი გითხარი სკანიებას გადის მეთქი ყველა ნივთი... საბაჟოზე სასტავი არ დგას და არ იწყებს ყველა დეკლარაციის წაკითხვას, გადამზიდავს რომ ჩამოაქვს, ის ახარისხებს, განსაბაჟებელი და სხვა დანარჩენი, განსაბაჟებელი ცალკე გადააქვთ ის ნებისმიერ ვარიანტშI გაიხსნება და შემოწმდება, დანარჩენს კი სკანირებაზე უშვებე, ოდნავ რაღაც არ მოეწონებათ გახსნიან და მერე კითხულობენ ინვოისს.

შენს თოფს, ნუ ვერანაირად ვერ ექნება ტრუსიკის სილუეტი, ასე რომ.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
TokoScarecrow
ja_ja ხო, გასაგებია, მაგრამ მირჩიეთ ეს დედანატირები მაშინ რომელი იარაღი ვიყიდო რაააა... biggrin.gif და სად ვიყიდო ეგეც მითხარით რა...

_____________________
და კიდევ, ეს იარაღი საიდან გაჩითა ამ მასტმა რომ ყიდის? 5.5მმ.. sad.gif sad.gif sad.gif
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1727005
ilariona
ძაან დაღლილი ვარ და მოკლედ დავწერ,

1) დეკლარაციის გაყალბება მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება

2) ინვოისების გაყალბება და სახელმწიფო გადასახადების დამალვა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. (აწი გეცოდინებათ)

3) 20 000 ტყვია პსპ-თი რომ გაისროლო მაგაზე გინდა ერთი 2 წელი მინიმუმ და ზდპ-თი ალბათ ერთი 6-7 წელს მაინც მოანდომებ.

4) თოფის შერჩევისას მთავარია (არა ერთხელ დამიწერია) ხელში დაიჭირო ის თოფი და უნდა გასინჯო, რეალურად როგორ გაზის მხარზე, თოფის წონას როგორ ერგები და ასე შემდგე. ასე საიტებით ამორჩეული თოფი ნუ რავიცი, მგონი არ ვარგა.

5) კანონი არ არის მიღებული და ჯერ არც მიიღებენ (ვიცი)

უკაცრავად რომ ასე კონკრეტულად ვწერ ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე, მაგრამ თან მძინავს ისეთი დაღლილი ვარ და ბევრს ვერ ვწერ, ისედაც ნახევარი საათია ჯაჯას გამო ამ თემას ვკითხულობ biggrin.gif რანცხა ნამეტანი გიწერია ბიჭო biggrin.gif biggrin.gif

ja_ja
TokoScarecrow
ნუ მე ჩემი მოსაზრებები თოფებზე მოგწერე, მესმის რომ კონკრეტული არაფერი მომიწერია, იმიტომ რომ მინიმუმ 3 წელია თქვა PCP-ზე ვარ გადასული და ზ.დ.პ-ზე პროსტა არარ დავბრუნდები smile.gif

მგონი მე რაც გირჩიე იგივე გირჩია ნიხონტომაც, ასე რომ 2 კაცის აზრი უკვე გაქვს.

დანარჩენს კი ასადე შემოვიდნენ წაიკითხონ და დაწერო, ფორუმისა ონლაინ ცხოვრება ხომ არაა smile.gif დრო უნდა ყველაფერს.
TokoScarecrow
ზნაჩიტ ნიტრო ვენომი კარგი ვეშია, მაგას დავითრევ რა.. რემინგტონ სამიტსაც გავს ვიზუალურად და თან მართალი გითხრა მეც ნიტრო პისტონი უფრო მირჩევნია ვიდრე პრუჟინა...



და მეორე საკითხი, სად ვნახო ეგ ნიტრო ვენომი?
ja_ja
TokoScarecrow
ციტატა(TokoScarecrow @ 3rd November 2011 - 12:13 AM) *
თან მართალი გითხრა მეც ნიტრო პისტონი უფრო მირჩევნია ვიდრე პრუჟინა

ნუ ნიტროზე არის რამდენიმე ლეგენდა რომლისაც ტავიდან მეც მჯეროდა, თითქოსდა ჩუმია, თითქოს და ძალიან იოლია გადატენვა.

ნუ ახლა რკინის ზამბარის რაკარუკთან შედარება არაა ჩუმია, ანუ ჩუმია მექანიზმი და არა ტყვიის გასროლა, იმედია განსხვავებას იჭერ.

მსუბუქია გადატენვა მეთქი... ნუ პლავნი არის, ვიდრე ძლიერი ზამბარიანი პნევმატიკები, მაგრამ ბუმბულივით მსუბუქ გადატენვას ნუ ელოდები smile.gif

სამაგიეროდ, გაძლევს რამდენიმე გადანტირებულ პლიუს :

1) არ გატყდება - ანუ ზამბარებს ჩვევა აქვთ ტყდებიან დროთა განმავლობაში და მარტო გატეხვა რომ სჭირდეთ გამოცვლიდი, პლიუს ახერხებენ გატეხვისას ცილინდრის შიდა ზედაპირის დაკაწვრას იმიტომ რომ პატრონი როგორც წესი უმალ ვერ ხვდება რომ გატყდა ზამბარა და რამდენიმე გასროლას ახერხებს, ამ დროს კი გატეხილი ნაწილები ცილინდრის შიდა კედლებს ეხებიან კაწრავენ, მერე ამ ნაკაწრებზე დგუში იხევა.... მოკლედ ეგ უბედურება აცილებული გაქვს

2) ზამბარიანი თუ გადატენე და დაგრჩა ეგრე დიდხანს, ნუ ზამბარა ჯდება, ანუ შეკუმშულ მდგომარეობას იმახსოვრებს და დროთა განმავლოაბში უფრო და უფრო სუსტი ხდება - ნიტროს კი ეგ ახატია, თუ გინდა გადატენე და 1 წელი დატოვე ეგრე, რეალურად პისტოლში ჰაერი ან აზოტია, მისი შეკუმშვა კი არანაირად არ იწვევს რაიმეს დამახსოვრებას, გაიშლება თუ არა ჰაერი საწყის მდგომარეობაში მოვა, ანუ არაფერი არ სუსტდება და ზედმეტად იამზე ფიქრი არ გიწევს რომ აუფ ახლა დიდიხანია არ გამისვრია და ზამბარა იმდენიხანია შეკუმშულია რომ გაფუჭდებაო.

დანარჩენი ძირიტადად იგივე ზ.დ პ-არის.


აი რაც შეეხება
ციტატა(TokoScarecrow @ 3rd November 2011 - 12:13 AM) *
სად ვნახო ეგ ნიტრო ვენომი?


ნუ რავი ერთი iaragi.ge-ს აქვს, მეორე აგერ ნიხოს ძმას ჰქონია, ნაყიდი, თუმცა ნიხონტო ცხოვრებაში ერთხელ ვნახე და ისიც ეგ იყო თუ არა არ ვიცი, ფორუმზე მაგას საერთოდ კომპიუტერულ ბოტს ვეძახით, კაციშვილს არ უნახია, ახლა ეგ არ ჩანსდა მაგის ძმას რა იპოვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე მქონდა ერთი ვარიანტი მაგრამ არარ მაქვს, მოკელდ ისევ ყველა გზა მიდის Iaragi.ge-სთან და ერთ საიდუმლო რაღაცას გეტყვი კიდევ... მაგ საიტის და ფირმის მფლობელი ამ ფორუმზე არის შემოსული... დაჟე რაცხაები მოიწერა ამ თემაში smile.gif

მოკლედ gregory არის კროსმანის წარმოამდგენელი საქართველოში და მაგ საიტის და ფირმის მფლობელი, ალბათ დაგეხმარება მაგ საკითხში smile.gif კი არ მოგწონს მაგის ფასები, მარა მაგ კაცის იქეთ ამჯერად გზა არ გვაქვს....
TokoScarecrow
ja_ja ნუ თუ მართლა 1 წელზე მეტია საბაჟო იარაღებს არ ატანს არავის მაშინ მაგასაც არ უნდა ქონდეს იდეაში.. და თუ აქვს მაშინ ძაან მაგარია, უეჭველი ვიყიდი და თუ ამ ფორუმზეც არის იმედია გამომეხამურება და PM მომწერს smile.gif

დიიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის, სულ მალე ახალი ძალით გავაქტიურდები და დაგაყრით კითხვების "ჯერს" biggrin.gif წავეი ეხლა ფეხბურთს ვუყურო (იმიტო კიარა რო მიყვარს, იმიტო რო ტოტალიზატორს ვთამაშობ biggrin.gif )
giga_st
მაი მარკეტზე დაუსატკავე შიგადაშიგ ჩნდება ხოლმე ნიტროიანი პნევმატიკა. ან გრიგორის დაელოდე როდის დაიხსნის თავის პროდუქციას ნიტრო ექნება აუცილებლად. შემოტანაზე მგონი თქვეს და ისედაც გადატენილია ეს ფორუმი მაგაზე დარდით, რომ ალუმინის ტვინიანი "შლაპიანი" კაცები არაფრის დიდებით არ გებულობენ არსებულ რეალიებს და რომ შემოგქონდეს .50 ბარეტი და .17 ნიტროიანი რაცხა დაგიბლოკავენ იმიტომ რომ .17 ნიტროზე რაღაც სადღაც ვიღაცამ სთქო.

მაგრამ სხვათაშორის მეგობრებო არც ოფიციალურ ნებართვიან იარაღებზეა კარგი სიტუაცია როგორც მესმის შიგადაშიგ მაგათზეც პრობლემდება ზოგჯერ, მოკლედ სრული აბსურდია რა
foxi
TokoScarecrow

BENJAMIN DISCOVERY pcp. აი რას გირჩევ. მე მაქვს და 800 ლარად გაგატან. თუ დაგაინტერესა PM მომწერე.
TokoScarecrow
foxi არა ძმა, pcp არ მინდა, თან 800 ლარის გადამხდელიც არვარ, მაგდენის გადახდა რომ მინდოდეს აგერ Remington NPSS & Benjamin Nitro_ც იყიდება იარაღი.გე_ზე, მაგ რემინგტონზე მაბოდებს , მაგრად მინდა მარა 880 ლარი? სისულელე იქნება ჩემი მხრიდან.. მირჩევნია აიფოუნ 4 ვიყიდო მაგ ფასად biggrin.gif

სადღაც 500-550 ლარი გადავიხადო მაქსიმუმ...
nihontoman
ციტატა
3) 20 000 ტყვია პსპ-თი რომ გაისროლო მაგაზე გინდა ერთი 2 წელი მინიმუმ და ზდპ-თი ალბათ ერთი 6-7 წელს მაინც მოანდომებ.


ნუ, მაგდნის გასროლას ზ.დ.პ.-დან ნაღდად არ უნდა 6-7 წელი. biggrin.gif

ციტატა
ნიხონტო ცხოვრებაში ერთხელ ვნახე და ისიც ეგ იყო თუ არა არ ვიცი, ფორუმზე მაგას საერთოდ კომპიუტერულ ბოტს ვეძახით, კაციშვილს არ უნახია, ახლა ეგ არ ჩანსდა მაგის ძმას რა იპოვის


ვააახ, ჰოლოგრამას ვგავდი რომ მოვედი? თუ დაქირავებულ აგენტს? თუ ლატექსის ნიღაბი შემამჩნიე სახეზე? biggrin.gif

TokoScarecrow
ჯაჯას მიერ დაწერილ პლიუსებს ერთსაც დავუმატებდი - ნაკლები ვიბრაცია ღერძის გარშემო და უფრო სწრაფი ციკლი, რაც თოფ უფრო ზუსტს და სასიამოვნო სასროლს ხდის...
ilariona
nihontoman

ახლა თუ თოფი გადაიდე მხარზე და დღე და ღამე ისროლე ერთ თვეშიც გაისვრი, მაგრამ:

მარადას რომ ვაწვალებდი რამდენი ვტესტე, რამდენი ვიარე საპლინკაოდ, რამდენი ვქრონე და მაქსიმუმ 4000 ტყვია გავისროლე 6 თვეში. აქედან 2000 ცვეტში ვიცი, რომ ქრონში მაქვს გაშვებული biggrin.gif

დავამატებ, ყველაზე მეტს ჩზ80 ისვრის და მოდი მას ვკითხოთ მაქსიმუმ რამდენი ტყვია ექნება გასროლილი!?
S.T.A.L.K.E.R
ვენომი იყიდე დზპ ტოფისგან რა სიზუსტეც არის საჭირო მაგ თოფს აქვს
მე პჰანტომი მაქ და კმაყოფილი ვარ wink.gif wink.gif wink.gif
gregory
TokoScarecrow
სამწუხაროდ მხოლოდ ეს დამრჩა ადგილზე(თორე საბაჟოზე ინდენია რო biggrin.gif ):
http://www.iaragi.ge/nitrorem-in-geo.html
http://www.iaragi.ge/allwether-in-geo.html
მაგრამ

ციტატა(TokoScarecrow @ 3rd November 2011 - 01:59 AM) *
სადღაც 500-550 ლარი გადავიხადო მაქსიმუმ...

და არ გამოვა მაი საქმე sad.gif
მაგდენს ნამდვილად ვერ დავაკლებ sad.gif
smekosmeko
ჯაჯამ ისე დაწვრილებით ახსნა ყველაფერი რომ დიდი სიამონებით შემომეკითხა ყველა ბოლომდე biggrin.gif
TokoScarecrow
gregory სხვა რა დამრჩენია უნდა დაველოდო როდის ინებებს საბაჟო გამოტარებას და მერე მეთითონაც კი ჩამოვიტან უფრო იაფად... ეს Remington NPSS მააგრად მიყვარს, მაბოდებს მაგის ვიდზე და მონაცემებიც მაგარი აქვს მარა ვერ გადავიხდი მაგდენს... იქამდე კიდე თუ ნიტრო ვენომი გაიჩითა სადმე იმას ვიყიდი ალბათ... ისე რამდენად ყიდიდი ნიტრო ვენომს? და ღემინგტონ სამიტზე ბევრად პატარა ოპტიკა ეყენა?



* * * * *
და CO2 პისტოლეტებში რა ვქნა? ეგეც უნდა ვიყიდო, ისეთი მინდა რამე მაქსიმალურად რომ გავდეს ნამდვილს და არ ეტყობოდეს რომ არაცეცხლსასროლია... თან ცოტა პატარა ზომის, აი გლოკი მეჭირა გუშინ და არმესიამოვნა ხელშI რაღაც... მაგაზე პატარა მინდა რამე, ვალტერი კოლტი მაკაროვი(ნაკლებად) იერიხო ან რამე რა, ოღონდ პატარა მოდელი რამე...
TokoScarecrow
ისე ეგ Remington NPSS მაქსიმუმ 650 ლარი ჯდება ამაზონიდან... და 880 ლარად ყიდი? არა პრინციპში სწორიცაა, იმდენი ზარმაცია ამ ვეყანაზე, რომ გინდ 300 ლარით მეტს გადაიხდიან ოღონდ სახლში მიუტანონ და მალე biggrin.gif მე კიდე შემიძლია ლოდინი, მაქვს მაგისი ნებისყოფა biggrin.gif ვენაცვალე ებეის და ამაზონს biggrin.gif
ja_ja
TokoScarecrow
ციტატა(TokoScarecrow @ 3rd November 2011 - 06:57 PM) *
ისეთი მინდა რამე მაქსიმალურად რომ გავდეს ნამდვილს და არ ეტყობოდეს რომ არაცეცხლსასროლია

მაშინ შენ გინდა რაიმე ლითონის ტანიანი და გინდა ბლოვ-ბანკ სისტემით, ანუ გასროლის მერე "ზატვორი" რომ უკან მოძრაობს როგორც ნამდვილში. მგონი გრიშას რაღაც ეგეთი ჰქონდა ადრე მახსოვს მე მაჩვენა და ვისროლე კიდევათაც....

ციტატა(TokoScarecrow @ 3rd November 2011 - 07:04 PM) *
ისე ეგ Remington NPSS მაქსიმუმ 650 ლარი ჯდება ამაზონიდან... და 880 ლარად ყიდი?

ნუ მესმის რომ კითხვა ჩემთან არაა, მარა მოდი ასეთი პარალელი გავავლოთ.

1) ამერიკის საქონელია და ამერიკაშივე იყიდება, მინიმუმ ტრანსპორტირების ხარჯები არ აქვს დადებული

2) ამაზონზე ყიდვისას შენ დ.ღ.გ.-ს არ იხდი ისე გამოგაქვს ქვეყნიდან smile.gif, მე საქართველოს 300 ლარიან ზღვარს არ ვგულისხმობ, ამერიკაშიც ხომ გადასახდელი გაქვს წესით დ.ღ.გ., მაგრამ ამერიკის კანონით მაღაზიაში შეძენილ საქონელს არ ადევს დ.ღ.გ-ს საფასური (გარდა რამდენიმე შტატისა), ეგ წლის ბოლოს შენ უნდა გადაუხადო სახელმწიფოს შენი ჯიბიდან. ასე რომ მიდი აბა ამერიკული კანონებით 50% დაადე დ.ღ.გ. და მერე ნახავ რა ფასი ექნებოდა ამერიკაში smile.gif

3) კონტინენტალური შიპინგი ამერიკაში იაფიანია, ანუ გადაზიდვა, დაუკვეთეს მიუვიდა, პლიუს გაზიდვისას დ.ღ.გ არ ადევს საქონელს, გრიშას კიდევ უგზავნიან საქონელს ჰაერის გადაზიდვებით, განსხვავება ფასში რამხელაა იემდია იცი... შენსავით საზღვარზე შეღავათს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ თითო-თითო არ ჩამოაქვს ამ კაცს, შესაბამისად დიდი პარტიაა და 300 ლარზე მეტია, ესეიგი დ.ღ.გ. უკვე დააწერა სახელმწიფომ...

4) შეიძლება არ სიამოვნებს არავის, მაგრამ ამ კაცმაც რაღაც ხომ უნდა იშოვოს და ჭამოს, ლამაზი თვალებითვის ხომ არ მუშაობს? ეგეც დაემატა და აბა ამ ახალი კუთხით გადახედე ახლა შენ მაგ თოფის ფასებს....


P.S. ნამეტანი კი გამომდის გრიშას ადვოკარტობა, მაგრამ შენ რომ თუნდაც ამაზონზე 650 ლარიან თოფს უყურებ, მიდი აბა მინიმუმ დაამატე გადამზიდავის მიერ ჩამოტანის საფასური კილოზე 8$, გარანტიას გაძლევ 5 კილოზე ნაკლებს არ დაგისვავენ, რეალურად კი ეგ იქნება 6-7 კილო. ზოგიერთს კი საერთოდ 10 კილოს უფასებენ ხოლმე. მოდი საშუალო ავიღოთ არც 5 არც 10, იყოს ასე 7 კილო, გავამრავლოთ 8$ და მერე ლარის კურსზე 1.65-ზე, მივიღებთ 92.40 ლარს, მოდი უხეშად 90 ლარი იყოს

ამის მერე რადგან ეგ საქონელი 300 ლარიან ზღვარს სცდება, დავამატოთ 650+90 ლარს, 18% რას მივიღებთ? 740+18% რომელიც არის 133.2 ლარი, სულ გამოვა 873.2. კაი დავამრგვალოთ ესეც 870 ლარზე...

და უკაცრავად ზემოთ დაწერილი არაკორექტული მიმართვა ფორუმელისთვის რაღაც ტილიანი 10 ლარის განსხვავებისთვის იყო??? ბოლო ბოლო მოგება ჩაიფიქრე, მომსახურება რომ აქ არის ჩამოტანილი და შეგიძლია ხელი შეახო, რეალში შეაფასო საქონელი და არა მხოლოდ ვირტუალური სურათებით.... მოკლედ მესმის ყველაფერი, მაგრამ.... ნუ იმედია გასაგებია ყველაფერი
ReMiNgToN
ja_ja
+1

პ.ს ქართველების ერთერთი დამახასიათებელი თვისებაა რომ სხვა აძაგონ და თვითონ მაგრები გამოჩნდნენ. ბატონ გრიგოლს 300 ლარს გადაცილებული საქონელი მართლაც და იაფად ჩამოაქვს და მაგ კაცის მიმართ ასეთი კითხვები და საუბარი არაა საჭირო. მას თავისი ბიზნესი აქვს გინდა?-იყიდე, ხვეწნით კიდე ყველა ხედავს არავინ იხვეწება, უბრალოდ თვალები რომ ავახილოთ ჯობია
nihontoman
ja_ja
+1

TokoScarecrow
არაკორექტული პოსტებისაგან თავი უნდა სევიკავოთ. ეს კაცი მაგით შოულობს ფულს და მე მის ადგილზე ძალიან გავბრაზდებოდი ასეთი რამე რომ მენახა.
foxi
ჩემთვის ბევრი კარგი რამ გაუკეთებია გრიგოლის, ასე რომ მასეთი ლაპარაკი არ იყოს! ქირქილი და ქილიკი არ არის საჭირო კაცზე რომელსაც არ იცნობ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.