ვანტაჟს ქონდა უპირატესობა ფასის, წონის, და ღია სამიზნის გამო... მაგრამ ეხლა რომ ვათვალიერებ ფასები ისეა მომატებული დაწევია ვენომს

არ შეგეშალოს და ეს არ იყიდო აღწერაში უწერია რომ ჩვეულებრივი ზამბარითაა:
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Air-...crosman+vantage შენ უნდა მოძებნო Vantage NP (nitro piston) რაც ოპტიკით საკმაოდ ძვირადაა ეხლა ამაზონზე
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Nitr...sman+vantage+NPთითქმის ვენომის ფასია
http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Barrel...rds=Nitro+venomძირითადად ეგ თოფები ენერგიით და სიზუსტით ერთიდაიგივეა , განსხვავება ძალიან ცოტაა მაგრამ მაინც არის...
ვანტაჟს 4x32 მოყვება ოპტიკური სამიზნე, ვენომს 3-9x32, მაგრამ ჩვენმა ფორუმელმა
gela-მ აღნიშნა, 4x32 უფრო წვრილი ბადე აქვსო
ვანტაჟს ოპტიკის სამაგრი რელსი დოვეთეილი აქვს ვენომს კი ვივერი (ძირითადად ოპტიკებს ვივერზე გათვლილი რინგები მოყვება. ოპტიკის შეცვლის შემთხვევაში რინგების ყიდვა აღარ მოგიწევს ცალკე)
ვანტაჟი 130 გრამით მსუბუქია ვენომზე
კონდახებს შორის სხვაობებს თავადაც ხედავ. ვენომს ლულაზე უბრალოდ რეზინა აქვს წამოცმული (muzzle brake) მოდერი არ გეგონოს, ლულის გადატეხვისთვისაა...
მეტს ეხლა ვერ ვიხსენებ თუ რამე გამახსენდება კიდევ დავწერ...ზოგს ისეთი კონდახით ურჩევნია როგორიც ტიტანს აქვს, ზოგს კლასიკური... ჯობია გაიარო ბატონ გრიგოლთან და თავად აარჩიო რომელი უფრო დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს...
ბარემ ერთ კითხვას დავსვავ აქვე...
მართლა მაინტერესებს ღია სამიზნის გამო რატომ ანიჭებთ ესეთ უპირატესობას ვანტაჟს ან ზოგადად ღია სამიზნიან თოფებს, რომელსაც ოპტიკაც მოყვება თან? აი ვენომი რომ ოპტიკის გარეშე იყიდებოდეს, და დასამატებელი გქონდეს ფული ცალკე ოპტიკის საყიდლად კიდევ მესმის, მაგრამ რატომ არის პრობლემა ვენომის ან თუნდაც სხვა მისი ბიძაშვილების ღია სამიზნეების არ ქონა? მითუმეტეს რომ უკვე დღესდღეობით ძალიან ჭარბობს ბაზარზე ისეთი თოფები, რომლებსაც არ აქვს ღია სამიზნე, იმიტომ რომ შორ მანძილზე სროლისთვისაა გათვლილი...
აი ვიყიდე მაგალითად ღია სამიზნეებით თოფი, რომელსაც მოყვება ოპტიკაც... უნდა გადავაგდო და მხოლოდ ღია სამიზნე ვიხმარო? რა თქმა უნდა არა ხომ? იმიტომ რომ თოფის შესაძლებლობებს მხოლოდ ღია სამიზნით ვერ გამოვიყენებთ.
დავაყენე ოპტიკა, ვიწვალე დაახლოებით 10-20 გასროლა იმისთვის რომ ოპტიკა გამესწორებინა, გავედი სანადიროდ და ახლო მანძილზე დაჯდა მოსანადირებელი ობიექტი. ამ დროს რა თქმა უნდა ოპტიკას მოსახსნელად არ ვეჩალიჩები, რომ ღია სამიზნე გამოვიყენო... თუ ჩასაფრებით ვაპირებ ნადირობას და წინასწარ ვიცი დაახლოებით რა მანძილზე მომიწევს სროლა, მაშინ კიდევ შეიძლება თავიდანვე ვიფიქრო ოპტიკის მოხსნასა და მხოლოდ ღია სამიზნის გამოყენებაზე, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც ეს 4x გადიდება რატომ წარმოადგენს ამხელა პრობლემას ვერ ვხვდები. ვენომის ოპტიკას ხომ 3დან 9 მდე აქვს ჯერადობა. 3x არ არის იმხელა გადიდება რომ ახლო მანძილზე გაგიჭირდეს დანახვა...