დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 300-400 ლარის ფარგლებში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
piva
გამარჯობათ!
მოკლედ ამ თქვენი ფორუმის ნახვის შემდეგ, მოვედი მუღამზე, რომ ვიყიდო ზამბარ-დგუშიანი იარაღი და აი აქ გავიჭედეე :rolleyes: ე.ი. ჯერ ვნახე ეს
Remington RW1K77X2(Remington Vantage) http://myshop.ge/product_info.php?product_id=3439 მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს, მაგრამ... გამოჩნდა რამდენიმე მაგრამ, ანუ ეს ფიშტო არის ჩინური ხო? მერე ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ ერთ თვეში გაბანძდა და დაყვინთაო, მაგრამ ის იყო ერაყიდან ჩამოტანილი, 50$ ად იყიდესო და ზუსტად ეს მოდელი იყო თუ არა დანამდვილებით ვერ მეუბნევა, გავდაო :-)

მერე გავედი მაღაზიებში და ვნახე თურქულებიც, 400 ლარის ფარგლებში და ვერ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო, რუსული (რომელიც ვერ ვნახე) თურქული თუ ამერიკულ-ჩინური.

ეხლა რას მოვითხოვ ფიშტოსგან, სიზუსტეს, სიმძლავრეს, და გამძლეობას + ოპტიკასაც, თორემ მგონი ამ კომპიუტერის გადამკიდე შორს ვეგარ ვხედავ კარგად :-).

იქნებ კომპეტენტურმა ხალხამა მირჩიოთ რომელი მიკიდო. წინასწარ გმადლობთ ჩემთვის დაკარგული დროისთვის.

პ.ს. ბოთლების და ფანჯრების მტვრევას არ ვაპირებ, უბრალოდ ხანდახან ისეთ რამეს მოვკლავ, რასაც შევჭამ :-) ანუ მსუბუქად და უხმაუროდ წავინადირებ
cz80
გაუმარჯოს...პირველ რიგში აქ რაც იყიდება მაღაზიებში მაგ ფასად,თურქულები, ნაღდად არ გირჩევ... და ეგ რემინგტონი მემგონი ძალიან მშვენიერი არჩევანია..ერთ თვეში თუ გაუბანძდა ვინმეს ეს იმის ბრალი იქნება რომ ყიდვისთანავე არ გაუკეთა დეკონსერვაცია,ანუ არ არ გაწმინდა შიგნეულობა ზავადსკოი ზეთისგან... მაგ ფასებში ესეც მაგარი ზდპ-ა http://mymarket.ge/product_info.php?type_i...category_id=249
geojorjika
piva
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე ,
ციტატა(piva @ 9th November 2009 - 04:40 PM) *
თორემ მგონი ამ კომპიუტერის გადამკიდე შორს ვეგარ ვხედავ კარგად :-).


მეც ეგრე ვარ ამაზე მაინც და მაინც ნუ ინერვიულებ smile.gif

ციტატა(piva @ 9th November 2009 - 04:40 PM) *
400 ლარის ფარგლებში და ვერ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო,




ეს თანხა მაქსიმუმია რისი გაღებაც შეგიძლია? მაშინ ჯობია Crosman Phantom X 1000 იყიდო 350 ლარად და 50 ლარად კარგი ტყვიები smile.gif

ციტატა(piva @ 9th November 2009 - 04:40 PM) *
Remington RW1K77X2(Remington Vantage)


თუკი ონდავ ლამაზი ხის კონდახი გიღირს 150 ლარი მაშIნ ეგ იყიდე და თუ არადა ეგ იგივე Crosman Phantom X 1000-ია ოდნავ შელამაზებული

არის ასევე ერთი ვარიანტიც მაგრამ ეს ფიშტო ამ ბოლო დროს მაღაზიაში აღარ შემხვედრია Stoeger X 20
piva
ეს თანხა მაქსიმუმია რისი გაღებაც შეგიძლია? მაშინ ჯობია Crosman Phantom X 1000 იყიდო 350 ლარად და 50 ლარად კარგი ტყვიები smile.gif


თანხა კი მაქსიმუმია, უბრალოდ მაინტერესებს რამდენად ხარისხიანი იარაგია თავისი ოპტიკით რემინგტონი

[/quote]
geojorjika
piva
მაგ ფასად უკეთესს აქ ვეწრ იშოვი smile.gif მე მაინც Crosman Phantom X 1000-ს გირჩევდი გაცილებით იაფია და ძირითადი ნაწილები ერთი და იგივეა smile.gif
piva
ციტატა(geojorjika @ Nov 9 2009, 04:30 PM) *
piva
მაგ ფასად უკეთესს აქ ვეწრ იშოვი smile.gif მე მაინც Crosman Phantom X 1000-ს გირჩევდი გაცილებით იაფია და ძირითადი ნაწილები ერთი და იგივეა smile.gif


ნუ ამ შემთხვევაში მე რაც ვნახე სულ 60 ლარია განსხვავება თუ სადმე არის უფრო იაფად?
geojorjika
piva
რემინგტონი რა ღირს ? ეგ შენ ნამდვილი რემინგტონი ხომ არ გგონია? კრომანი უშვებს მაგასაც smile.gif
ja_ja
piva
ციტატა(piva @ 9th November 2009 - 04:40 PM) *
ანუ ეს ფიშტო არის ჩინური ხო? მერე ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ ერთ თვეში გაბანძდა და დაყვინთაო, მაგრამ ის იყო ერაყიდან ჩამოტანილი, 50$ ად იყიდესო და ზუსტად ეს მოდელი იყო თუ არა დანამდვილებით ვერ მეუბნევა, გავდაო :-)

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნუ ჯერ პრივეტები. კეთილი იყოს შენი ფეხი, მეორე კი...

ვიცი ის ჩინური ფიშტო, მგონი მაიმარკეტზე იყიდებოდა, გამყიდველს ისეთი ენით ეწერა რომ გასაგები იყო გაგებაში არ იყო რას ყიდიდა biggrin.gif, საერთოდ ეგ თოფი არის ამერიკული კომპანიის პროდუქტი crosman-ის ესეც მაგათი საიტი

აგერაა კონკრეტულად მაგ თოფის გვერდი, რაც შეეხება ჩინეთს, მგონი ნაწილი დეტალებისა მართლაც ჩინეთში კეთდება, მაგრამ არა იმ ჩინურ კოოპერატივებში ჩვენთან რომ იყიდება სხვადასხვა სახის ნაგავი, ან თუნდაც ის ნაგავი თოფი რომელიც დუბაიდან იყო ჩამოტანილი. ბოლო-ბოლო მთელი კომპიუტერები ჩინეთში იწყობა, მთელი მობილურები, მაგრამ თუ კონტროლით კეთდება, მაშინ ყველაფერი საკაიფოა, ხოლო თუ სადღაც ჩინურ პადვალში.. ნუ მაშინ...

კროსმანს პროსტა წარმოების ნაწილი აქვს ჩინეთში გადატანილი და პადვლის სასტავს არამგონია ამუშავებდეს. კროსმანისაა ფანტომიც, დისკოვერიც, მარადიორიც და აბა ჰკითხე ამ თოფების პატრონებს თუ აქვთ რაიმე სახის პრეტენზია. დისკო ერთერთი შედევრია PCP-ში, ბიუჯეტური, იაფიანი, მაგრამ შედევრი და ზუსტადაც რომ ჩინეთში იწყობა, მხოლოდ მარადიორის აწყობა გადაწყვიტეს პირდაპირ შტატებში, დისკო კი პირდაპირ ჩინეთში მზადდება, მაგრამ მიუხედავად ამისა მშვენიერი ფიშტოა.

მოკლედ ჩინეთი მკიდია, მაგრამ განსხვავება უნდა არსებობდეს, სიტყვა ჩინეთი ჩვენთან საგინებელი გახდა biggrin.gif ერთის მხრივ სწორეც არის, მაგრამ ყველა პროდუქტის მიმართ არ ამართლებს ეგ მიდგომა. ნუ იმედია შინაარსს მიმიხვდი რისი თქმა მინდოდა.

ახლა რაც შეეხება მაგ თოფს. მეჭირა ხელში, კაი რაღაცაა, განსაკუთრებით სასიამოვნოა ხის კონდახი, მე პირადად პლასტმასისას მირჩევნია, სხვათა შორის მაგის გამო ღირს გაცილებით ძვირი, ვიდრე იგივე Phantom 1000X, თუმცა სუფთა სანადირო თვალსაზრისით პლასტიკატის კონდახი ჯობია იმიტომ რომ ნაკლებად იკაწრება და სინესტე და ჭუჭყი მაგას არ აწუხებს, ანუ უფრო მარტივი მოსახმარია და არ სჭირდება გაწმენდა, მიხედვა.

მოკლედ მართლაც გაქვს 2 არჩევანი, ერთი Phantom 1000X მეორე Remington® Summit. გააჩნია ფინანსებს, და საქმისადმი მიდგომას, ნუ თუ აიღებ Phantom 1000X-ს მაშინ დარჩენილ თანხაში 2 კოლოფ ხარისხიან ტყვიებს აიღებ, ხოლო თუ აიღებ Remington-ს მაშინ ტყვიებზე დამატებით უნდა დაიხარჯო.

მოკლედ აზრი არ აქვს მაგ ორი თოფიდან ერთერთი იყიდო და მერე თურქული 2 და 3 ლარიანი ტყვიებით ისროლო.
piva
აუ გაიხარე შენ! ნუ ტყვიებს რაც შეეხება მაგ ტიპს აქვს http://myshop.ge/product_info.php?product_id=3469 ამის ხმარებას ვაპირებ, მგონი კარგი არჩევანია.
მოკლედ ვიტყვი და ჩინელებთან დაკავშირებით ბევრ რამეში გეთანხმები smile.gif ეხლა რა მინდა გკითხო http://myshop.ge/product_info.php?product_id=3439 http://myshop.ge/product_info.php?product_id=3434
ამ ორს შორის ამ ტიპს უწერია სხვა და სხვა სიჩქარე და ეს რეალურია თუ ნაღდი? თუ ნაღდია მიღირს იმ 60 ლარის გადახდა.
geojorjika
piva
ტყვიებს რაც შეეხება 500 ცალიანი არის რკინის კოლოფში აი ეს Crosman Ultra magnum და კარდონის კოლოფში არის 1250-ანი და ქვია Crosman Premier იდეაში ეგ ტყვიები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თუ გაინტერესებს ტყვიების განხილვა აგერ ამას გადახედე smile.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=456
piva
ციტატა(geojorjika @ Nov 9 2009, 04:59 PM) *
piva
ტყვიებს რაც შეეხება 500 ცალიანი არის რკინის კოლოფში აი ეს Crosman Ultra magnum და კარდონის კოლოფში არის 1250-ანი და ქვია Crosman Premier იდეაში ეგ ტყვიები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თუ გაინტერესებს ტყვიების განხილვა აგერ ამას გადახედე smile.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=456

ე.ი. ეგ ტიპი მაბოლებს თუ თვითონ არ იცის რას ყიდის?
geojorjika
piva
ერთნაირია ეგ ტყვიები , გადაიკითხე ის ტოპოკი და ნახავ smile.gif
ja_ja
piva
ციტატა(piva @ 9th November 2009 - 05:53 PM) *
აუ გაიხარე შენ! ნუ ტყვიებს რაც შეეხება მაგ ტიპს აქვს http://myshop.ge/product_info.php?product_id=3469 ამის ხმარებას ვაპირებ, მგონი კარგი არჩევანია.

კი კარგია, უბრალოდ 500 ცალიანი ეგრე არ გამოიყურება, გრიგოლმა (ეგრე ჰქვია მაგ კაცს, კროსმანის ოფიციალური წარმომადგენელია), უბრალოდ მოხერხებულობისთვის დააგდო ერთ სურათში ორივე, თორემ 500-ცალიანი გამოიყურება აი ასე:



ხოლო 1250-იანი კი გამოიყურება ასე:



ფორმით, წონა და სხვა პარამეტრებით ტყვიები ერთმანეთის იდენტურია, პროსტა 500-ცალიანი გრაფიტის ზეთშია ამოვლებული, აიტომაც შედარებით მალე სვრის ხელს.

ციტატა(piva @ 9th November 2009 - 05:53 PM) *
ეხლა რა მინდა გკითხო http://myshop.ge/product_info.php?product_id=3439 http://myshop.ge/product_info.php?product_id=3434
ამ ორს შორის ამ ტიპს უწერია სხვა და სხვა სიჩქარე და ეს რეალურია თუ ნაღდი? თუ ნაღდია მიღირს იმ 60 ლარის გადახდა.

რაც შეეხება სიჩქარეებს, ნუ აქ ახლა გრიგოლის დაცვა იმედია არ გამომივა biggrin.gif, მოკლედ გრიშა არაფერ შუაშია, იტყუება სარეკლამო პონტშI მაგ თოფის მწარმოებელი.

საქმე იმაშია რომ ტყვიის სიჩქარე დამოკიდებულია თოფზე და ტყვიაზე. ქარხანაში ოღონდ და მაღალი სიჩქარე მიიღონ რით ისვრიან კაცმა არ იცის. აი იმ ტყვიებით რომელზეც გვქონდა საუბარი მაგხელა სიჩქარეებს ვერ მიაღწევს, ალბათ უფრო 240-250 მეტრ წამზე იქნება საუბარი, 305 და 366 მიღწევა არა 10.5 გრანიანი ტყვიებით არამედ 2-3 გრანიანი უმსუბუქესი სისულელე ტყვიებით, როემლის დანიშNულებაც გატესტვისას არის სიჩქარის მიღება და არა მიზანში მოხვედრა.

ანუ მიზანში ქარხანაშიც ისცრიან 10.5 გრანიანით, მაგრამ რომ დაწერონ ახლა ეს თოფი იძლევა 240 მეტრ წამშო, აგერ გვერდზე თურქულ ჩინური ნაგავი დევს რომელსაც უწერია 350 მეტრ წამიო, საქმეში ჩაუხედავი მომხმარებელი გადაწყვიტავს რომ ის თურქული ჯობია რადგანაც უფრო დიდი სიჩქარე აქვს, ამიტომაც სიჩქარის გაზომვისას მიმართავენ იგივე ტრიუკს რასაც იგივე ჩინელები და თურქები იყენებენ, იღებენ ყველაზე მსუბუქ და უვარგის ტყვიებს და იმით ისვრიან, ყველაზე მაღალი სიჩქარე რაც გამოვა იმას წერენ biggrin.gif

მოკლედ როდესაც იყიდი მაგ თოფებიდან ერთერთ 300 და 350 მეტრზე ნუ იოცნებებნ, გარდა იმისა რომ სარეკლამო ტრიუკია, საკმაოდ არაეფექტურია 320 მეტრ წამზე მეტი სიჩქარით სროლა, რადგან 325-დან 335-მეტრ წამამდე მოძრავი ობიექტი გადალახავს ხმის ბარიერს ცხვირწინ, მაგას კი იმხელა ხმა აქვს.....

მოკლედ უაზრობაა, არც ჩიტი, არც ცხოველი და არც ადამიანი გვერდზე არ გაგიჩერდება, მაქსიმუმ პოლიცია და თავდაცვის სამინისტრო დაგადგება თავზე და მოგთხოვს სტინგერის წარდგენას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ზ.დ.პ-სთვსი ყველაზე ოპტიმალური სიჩქარე მძიმე ტყვიებით მგონი არის 220-240 მეტრ წამი, ასე რომ ნუ გაეკიდები მაღალ სიჩქარეებს. რაც უფრო მაღალი სიჩქარე უწერია თოფს, მით უფრო ძლიერი ზამბარა უყენია, მით უფრო ძლიერად იხტუნავებს ხელში გასროლისას და მით უფრო ძნელი დასატენი იქნება.
piva
ყველაფერი გასაგებია, და დიდი მადლობა! ახლა ერთ კითხვასღა დავსვავ და ეგ არის, გქონია შემტხვევა ან თუ გაგიგია, რომ ძლიერი პრუჟინის გამო ლულამ დაყვინტოს? smile.gif
geojorjika
piva
ციტატა(piva @ 9th November 2009 - 06:32 PM) *
, რომ ძლიერი პრუჟინის გამო ლულამ დაყვინტოს?

უფრო ზუსტად , რას გულისხმობ? smile.gif
foxi
გაუმარჯოს ყველას მე ვარ კროსსმან პანტომ 1000X-ის მფლობელი და მინდა ორიოდე სიტყვით გითხრა ამ თოფზე: დავიწყებ იმით რომ ძალიან მომწონს ეს მართლაცრომ იარაღი, 4 ნადირობა მოვაწყვე უკვე. შედეგი: 23 გვრიტი 1 ყვავი 1 კაჭკაჭი. სიზუსტე საკმაოდ კარგი დაახლოებით 2-3 მმ 25 მეტრში. ყველაზე ახლო ჩამოგდებული ობიექტი(ქედანი) 35 მეტრი.სტაბილურად ისვრის სამიზნის გასწორების შემდეგ მკაფიო სამიზნეაქვს გასროლა სასიამოვნო არანაირი ზედმეტი ხტუნვა ხელში.რაც შეეხება სიძლიერეს 46 ნაბიჯზე ნასროლმა ტყვიამ (პრემიერ ულტრა მაგნუმ) ყვავი შუაზე გააპო! ასევე კაჭკაჭი ასეთივე მანძილზე.რაც შეეხება ქედანს მინდა ავღნიშნო (მონადირეებმა იცით ალბათ) ეს ძალიან სიცოცხლის უნარიანი ფრინველია მასაც ასევე ხვრეტს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი კიდევ ახერხებენ ფრენას ასე 30-25 მეტრზე.(ალბათ ჯა-ჯა მირჩევს რომელი ტვია ჯობია.)ასერომ ამ ფასში ეს თოფი სიამოვნებას მოგიტანს.ჰო მარტლა Yველაზე შორი ნასროლი მიზანში 60 70 მეტრია. იყიდე არინანებ.რაც შეეხება ჭარმოებას ის მზადდება ჩინეთში ამერიკისთვის ეს უკვე ნიშნავს ხარისხს.
ja_ja
piva
ციტატა(piva @ 9th November 2009 - 06:32 PM) *
ახლა ერთ კითხვასღა დავსვავ და ეგ არის, გქონია შემტხვევა ან თუ გაგიგია, რომ ძლიერი პრუჟინის გამო ლულამ დაყვინტოს?

არა არ მქონია შემთხვევა და არ მსმენია. იმიტომ რომ ჩემამდე არ დადის რას ნიშნავს ლულის დაყვინთვა????? ჩამოდნა? ჩამოირუნა? ხრახნები დაუცვდა???

ნებისმიერი ნახსენები არის სისულელე, წარმოუდგენელი უაზრობა. აღიარე ვინ გყავს დამრიგებელი რომ ეგეთი ენით აუღწერელი და გაუგებარი ტერმინი თუ აზრი, თუ წინადადება შემოგტენა? ისევ ის ჭკვიანი ადამიანია რემინგრონზე რომ იძახოდა ჩინურიაო დუბაიდან ჩამოვიტანეო???

მოკლედ ხრახნილების, იგივე ნარეზების არაფერ შუაშია ზამბარასთან - გაცვეთა დაივიწყე, რუსულ თოფებში თუ არავცდები იჯ22-ში საერთოდ ლულაში სპილენძი იყო ჩაყენებული, სხვათაშორის დღემდე ითვლება რომ ბლუმბუმისთვის (ანუ ლითონი ტყვია, რომელსაც ვიყენებთ ტყვიის სახით პნევმატიკაში), უფრო კარგად დასრიალებს სპილენძზე ვიდრე ფოლადზე. მოკლედ სპილენძი არ ცვდებოდა 100 000 გასროლის მერეც კი, მითუმეტეს რას არ ვისროდი ბავშვოდის დროს, ლურსმანი საფანტი, სიგარეტები, სპიჩკები და კენჭები. ასე რომ ლულის გაცვეთა დავივიწყეთ

ჩამოდნობა გახეთქვაც დავივიწყეთ რადგან ალუმინის ტრუბა უძლებს ჰაერის იმ ნაკადს როემლიც პნევმატიკაშჳ წარმოიქმნება ფოლადზე არარც კი ვსაუბრობ

ჩამოღუნვა, შეიძლება ეს უგულისხმო იმიტომ რომ ძლიერი ზამბარა საჭიროებს დიდ ძალას და ალბათ ეგ იყო ნაგულისხმევი ვერ უძლებს ლულა და იღუნებაო, ნუ არ ვიცი რა თოფი ჰქონდა თუ ეგეთი რამ დაემართა, თურქული ნაგავი ლულები რომ არის იმას არ ემართება ეგეთი არაფერი და სხვა ფირმაზე რა ვთქვა არ ვიცი, ეტყობა მართლა წყლის ტრუბიდან გაკეთებული ჩინური Padval Kompany-ის ლულებზეა საუბარი.

მოკლედ მოდი უაზრო კითხვებს და ლეგენდებს შევეშვათ, მაგისთვის არსებობს გადაცემა Mith Busters იმათ უნდა დაუსვა ეგეთი კითხვები. და შემდეგში რაიმე კითხვას რომ დასვავ დიდი თხოვნა მექნება განმარტება მოაყოლო თორემ ისეთ ტერმინებს იყენებ რომელიც შენსა და შენი დამრიგებლის გარდა არავინ იცის, ასევთქვათ ახალი გამოგონებული ტერმინების პნევმატიკაშის, საერთოდ იარაღშიც და ალბათ საერთოდ რკინის წარმოებაშიც.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 9th November 2009 - 09:33 PM) *
გაუმარჯოს ყველას მე ვარ კროსსმან პანტომ 1000X-ის მფლობელი

ამ ზ.დ.პ-ს მფლობელები დასახოცები ხართ biggrin.gif ნუ კაი გაგებით. ყიდულობთ და ორიოდე სიტყვით წერთ საკუთარ ფიშტოზე. დაწერეთ რა მიმოხილვები და მიუთითებთ შემდეგში კაცს აგერ კაცმა აღწერა და შეგიLძია გადახედო დანარჩენ დეტალებს ნებისმიერ დროს დაგამუღამებინებთ.

ზარმაცები ხართ ზარმაცები. და კიდევ დიდი თხოვნა მაქვს დაბოლებით ტერმინებს შევეშბათ, თუ ხელი იარაღს მოკიდეთ ვისაუბროთ ისეთ ერთეულებზე როგორიცაა ძლა, შეღწევადობა, ტყვიის გამტანობა და არა შუაზე გაპობა, რომელიც დროსაც ზემოდან ქვემოთ შუაზე გადაკვეთილი ყვავის ორი ნაწილის სხვადასხვა მხარეს გადავარდნა წარმომიდგება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

საერთოდ Crosman Premier-ები და Crosman Ultra Magnum-ები, არის ისეთი ტყვია რომელიც გახვრიტავს მიზანს და კიდევ კაი შორ მანძილზე გაფრინდება, ნადირობის მხრივ საჭიროა ტყვია რომელიც სხეულში მოხვედრისას იუველირულ ხვრელს კი არ გააკეთებს, არამედ მთელს ენერგიას სხეულში დატოვებს, დეფორმაციას მიიღებს გაიპობა რამდენიმე ნაწილად, თუ სხეულს დატოვებს დეფორმირებისა და გაფართოებული თავის გამო გამოანგრევს სხეულს. ასეთ ნატყვიანს ვერცერთი არსება ვერ გაექცევს, ასეთი ტყვიები არის ჰოლოვპოინტები, ან მძIმე ტყვიები, არის კიდევ კომპლექსური ტყვიები, როემლიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

ტველაზე მოსახერხებელი ჩემის აზრით არის აი ეს ტყვია Bejamin Discovery Hollowpoint 10.5 გრანი, ჩაღრმავებული თავის გამო იოლად იღებს დეფორმირებას, სხეულში მოხვედრისას იგივე ჩაღრმავებული თავის გამო იწყებს მომენტალურად დამუხრუჭებას და მთელი ენერგიის სხაულისთვის გადაცემას. ტყვიებზე აქ მეტს არ ვისაუბრებ შესაბამის განყოფილებაში გახსენით თემა და ჩემი ტავი გენაცვალოთ.
foxi
ჯა ჯას შემოვევლე ყველაზე მხატვრული ენით არვწერ მაგრამ მემგონი გასაგებად მივაწოდე კაცს იმფო იმის შესახებ რის ყიდვასაც აპირებს :P რაც შეეხება დეტალურ განხილვას მაგას მაშინ დავდებ 22 იანი რომ ჩამომივა ჰოდა მაშინ სიამოვნებით მოვისმენ და მივიღებ ისეთ პატივსაცემი კაცის რჩევებს როგორიც შენ ხარ. მაგრათმიხარია შენი პოსტების კითხვა სერიოზულად უდგები საკითხს.
piva
ციტატა(geojorjika @ Nov 9 2009, 06:26 PM) *
piva

უფრო ზუსტად , რას გულისხმობ? smile.gif

შეიძლება რომ დაიღუნოს?
piva
ციტატა(ja_ja @ Nov 9 2009, 08:55 PM) *
piva

არა არ მქონია შემთხვევა და არ მსმენია. იმიტომ რომ ჩემამდე არ დადის რას ნიშნავს ლულის დაყვინთვა????? ჩამოდნა? ჩამოირუნა? ხრახნები დაუცვდა???

ნებისმიერი ნახსენები არის სისულელე, წარმოუდგენელი უაზრობა. აღიარე ვინ გყავს დამრიგებელი რომ ეგეთი ენით აუღწერელი და გაუგებარი ტერმინი თუ აზრი, თუ წინადადება შემოგტენა? ისევ ის ჭკვიანი ადამიანია რემინგრონზე რომ იძახოდა ჩინურიაო დუბაიდან ჩამოვიტანეო???


ლულის დაყვინთვა რას უნდა ნიშნავდეს და დაღუნვას. რა ტონია ვერ გავიგე????? მე როცა რამე არ ვიცი ვეკითხები მას ვინც მგონია, რომ იცის და თუ დაგღალე შეკითხვებით შეგიძლია პასუხი არ გამცე.
geojorjika
ციტატა(kakha @ 9th November 2009 - 10:18 PM) *
დავდებ 22 იანი რომ ჩამომივა

?

როგორ? საიდან? რა გზით ? smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Nov 10 2009, 12:27 AM) *
?

როგორ? საიდან? რა გზით ? smile.gif

მტკივნეული ფრაზებია შენთვის biggrin.gif ოჰ .22
nihontoman
ციტატა
ციტატა(kakha @ 9th November 2009 - 10:18 PM)
დავდებ 22 იანი რომ ჩამომივა
?

როგორ? საიდან? რა გზით ?

მარადიული კითხვა.
საიდან?
ja_ja
piva
ციტატა(piva @ 9th November 2009 - 11:13 PM) *
შეიძლება რომ დაიღუნოს?

მგონი უკვე გიპასუხე
ციტატა(ja_ja @ 9th November 2009 - 09:55 PM) *
ჩამოღუნვა, შეიძლება ეს უგულისხმო იმიტომ რომ ძლიერი ზამბარა საჭიროებს დიდ ძალას და ალბათ ეგ იყო ნაგულისხმევი ვერ უძლებს ლულა და იღუნებაო, ნუ არ ვიცი რა თოფი ჰქონდა თუ ეგეთი რამ დაემართა, თურქული ნაგავი ლულები რომ არის იმას არ ემართება ეგეთი არაფერი და სხვა ფირმაზე რა ვთქვა არ ვიცი, ეტყობა მართლა წყლის ტრუბიდან გაკეთებული ჩინური Padval Kompany-ის ლულებზეა საუბარი.
goga-ivana
მოგესალმებით, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ და მინდა გკითხოთ ვიყიდი რამე ნორმალურს 300-350 ლარის ფარგლებში?(ოპტიკიანს). დიდი მადლობა წინასწარ.
ja_ja
goga-ivana
კეთილი იყოს შენი ფეხი აქინე, ასევტქვათ მობრძანდით ბატონო ყოველთვის მოხარული ვართ ახალი ფორუმელის.

რაც შეეხება შენს კიტხვას გააჩნია შენ რას ეძახი ნორმალურს და რისთვის გინდა?

ისე კი გრიშას აქვს კროსმანის წარმოამდგენლობა და კაკრაზ მგონი მაგ ფასში ჯდება Crosman Phantom 1000x მოყვება თავისი ოპტიკაც.

გადადი ამ თემაში, ნახე მონაწილე Gregory და დაეკონტაქტე, ეგ არის ამერიკული მწარმებლის ოფიციალური წარმოამდგენელი საქართველოში. თუ ადგილზე არ აქვს ჩამოაქვს საქონელი 2-3 თვეში ერთხელ.

ზოგიერთი აქაური ცდილობს ხოლმე ინტერით გამოწეტრას და ჩამოტანას, ზოგს იაფად გამოსდის (რამდენიმე ათეული ლარით) ზოგს კი ძვირი, აგერ ერთერთმა ჩვენიანმა დაუკვეთა და ერთად ჩამოუვიდა ფოფიც, ტყვიებიც და ოპტიკაც, შედეგად განბაჟებამ გაწეა და 2-ჯერ ძვირი დაუჯდა ეგ ყველაფერი.
soxa
გრიგოლთან ფანტომი 350 ლარი ღირს დასაწყისისთვის ცუდი არ უნდა იყოს
goga-ivana
ციტატა(ja_ja @ Mar 12 2010, 01:47 PM) *
რაც შეეხება შენს კიტხვას გააჩნია შენ რას ეძახი ნორმალურს და რისთვის გინდა?


12 წლის ბიჭი მყავს და მინდა რომ მიზანში სროლა დაამუღამოს. ხანდახან მეც რომ გავინადირო ხოლმე.
goga-ivana
ამ თოფზე მეუბნებით ხო?
cz80
goga-ivana
კი მაგ თოფზე..
toti
ბავშვისთვის რამდენი წლისაა?მძიმე არ იქნება თუ პატარაა, ისე სანადაიროდ და სათრევად კაი რამეა ნამდვილად თან დიდად არც დაგენანება რადგანაც არც ისე ძვირია რომ ბავშვმა უცბად ოპტიკა გააფუჭოს ხომ იცი რაცაა ბავშვები smile.gif
bazuka
goga-ivana
მოგესალმები smile.gif
პირველი ადამიანი ვინც სწორ ადგილას დაწერა პირველივე პოსტი, ვაშა smile.gif

ახლა კი სერიოზულად, 12 წლის ბავშვისთვის რაცუფრო მძიმე გადასატენი იქნება მით უკეთესი, იმიტო რომ დამოუკიდებლად არ მოახდინოს გასროლა
საერთოდ ჩვენთან ძაან ზერელე დამოკიდებულებაა პნევმატიკისადმი, რათქმაუნდა პნევმატიკას არ აქვს ისეთივე ენერგეტიკა როგორც ცეცხლსასროლს,
მარა საკმაო ენერგეტიკისმქონეა იმისათვის, რომ სამუდამოდ დაასახიჩროს ადამიანი, ამიტომაც უსაფრთხოების მიზნით რაცუფრო რთულადგადასატენს შეიძენ მითუკეთესი
მეორეც ძაან დიდი ყურადღება მიაქციე, რომ მარტო არ დარჩეს შაშხანასთან. მე ბავშვობაში დავრჩი საბჭოურთან პირისპირ და კიდევაც ვლეწე ბავშვს, ბეწვზე გადავრჩი, რომ მხარში მოხვდა და არა თავში, თორე .....

მოკლედ ცოტა უხერხულად გამომივიდა რაღაც ჭკუისდამრიგებლურად, მარა ჩემი აზრით ჯობია დავწერო და ზედმეტად გაგაფრთხილო.
ja_ja
goga-ivana
ციტატა(goga @ 12th March 2010 - 02:33 PM) *
12 წლის ბიჭი მყავს და მინდა რომ მიზანში სროლა დაამუღამოს. ხანდახან მეც რომ გავინადირო ხოლმე

ნუ თუ სპორტული სროლა გაინტერესებს და ეგ გინდა დაამუღამებინო აუცილებლად PCP კლასზე უნდა იფიქრო, მაგრამ თავიდან მისაჩვევად ჯობია ზ.დ.პ (ზამბარ დგუშიანი კლასიკური გადასატეხ ლულიანი თოფი).

ზ.დ.პ კლასში ძალიან ზუსტი იარაღი საკმაოდ ძვირი ღირს, ასე რომ მაგ ვარიანტს არ განვიხილავთ, მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ პირდაპირ დადებითი პასუხისა კროსმანის Phantom 1000-ზე და Remington Vintage-ზე

ნელნელა შეიძლება მერე ან მაღალი კლასის ზ.დ.პ-ზე გადასვლა თუ სიზუსტე უფრო დაგაინტერესებს. ან PCP-ზე გადასვლა თუ ძალიან მაღალი სიზუსტე გაინტერესებს.

ოღონდ გაითვალისწინე თუ ოლიმპიურ შეჯიბრებებზეა საუბარი, ახლავე PCP კლასზე უნდა იყო ორიენტირებული და არანაირი ოპტიკა არაა საჭირო. ოლიმპიურ ვარიანტში სროლა 10 მეტრიან დისტანციებზე მიმდინარეობს მანდ კი ოპტიკა არ გამოიუენება, მანდ დიოპტიკა თუ რაღაც ეგეთი რომ ჰქვია იმას იყენებენ, ანუ პატარა ხვრელი რომაა იმიდან იყურებ წინა სამიზნეს
foxi
ბავშვისთვის თუ გინდა,გრიგოლიმ თავის ბავშვს აჩუქა საკმაოდ კარგი თოფი. რამდენადაც ვიცი აქვს გაყიდვაში. ასერომ მაგარზე უკე
თესს ვარიანტს ვერნახავ ვერსად. ფანტომი სერიოზული თოფია,აქედან გამომდინარე არგირჩევს ბავშვისთვის.
goga-ivana
აქამდე იჟ-38 თოფი და იჟ-40 პისტოლეტი გვქონდა, წარმატებითაც ისროდა მიზანში, ასაკის მატებასთან ერთად ვიფიქრე იარაღსაც შეუცვლითქო, თან ისეთით მეც რომ გამოვიყენო ხანდახან. იარაღთან მარტო დატოვების არ მეშინია, იცის უსაფრთხოების ნორმები და ყოველთვის მაგას ვახსენებ. თქვენი რჩევით დავრეკე გრიგოლთან და მაგანაც ეს მოდელები მირჩია Phantom 1000 და Remington Vintage. თავიდან სანამ აქ დავრეგისტრირდებოდი თურქულზე ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც მძიმე და ტლანქი მომეჩვენა.
soxa
goga-ivana
ციტატა(goga @ 12th March 2010 - 04:31 PM) *
თურქულზე ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც მძიმე და ტლანქი მომეჩვენა

ზუსტად ეგრეა. ფანტომი და რემინგტონი მგონი ხარისხითაც აჯობებს.ფასით კი თურქული ჯობნის
nihontoman
goga-ivana
12 წლის ბავშვისთვის ფანტომი დიდი და მძიმე იქნება. ვერ მოერევა და ვერაფერსაც ვერ ისწავლის. ისევ რავენი უყიდე, აი ეს:
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...oduct_id=499857
და თავიდან საერთოდ ოპტიკის გარეშე რომ ისწავლოს ხომ ვაბშე კარგი იქნება, ოპტიკა მერე ჯობია დაამატო. ეს ჩემი აზრია, მარა სხვებიც დამეთანხმებიან მგონი......
mamuka2301
ციტატა(nihontoman @ Mar 12 2010, 09:48 PM) *
goga-ivana
12 წლის ბავშვისთვის ფანტომი დიდი და მძიმე იქნება. ვერ მოერევა და ვერაფერსაც ვერ ისწავლის. ისევ რავენი უყიდე, აი ეს:
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...oduct_id=499857
და თავიდან საერთოდ ოპტიკის გარეშე რომ ისწავლოს ხომ ვაბშე კარგი იქნება, ოპტიკა მერე ჯობია დაამატო. ეს ჩემი აზრია, მარა სხვებიც დამეთანხმებიან მგონი......

მეც გეთანხმები
levan81
მოგესალმებით ყველას! 300 - 350 ლარის ფარგლებში მინდა პნევმატური იარაღის შეძენა. არჩევანი შევაჩერე ამ ორ მოდელზე Stoeger X20 და Crosman Phantom 1000X. რადგანაც დიდად ვერ ვერკვევი პნევმატურ იარაღებში, იქნებ მირჩიოთ რომელი ავიღო? წინასწარ დიდი მადლობა!
gregory
ციტატა(goga @ 12th March 2010 - 01:38 PM) *
მოგესალმებით, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ და მინდა გკითხოთ ვიყიდი რამე ნორმალურს 300-350 ლარის ფარგლებში?(ოპტიკიანს). დიდი მადლობა წინასწარ.

მოდი,ნახე გასინჯე, ბიჭიც მოიყვანე: 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია biggrin.gif
871 53-48-96
bazuka
levan81
ციტატა(levan81 @ 23rd June 2010 - 10:12 AM) *
მოგესალმებით ყველას!

გაგიმარჯოს, სასიამოვნოა ყოველი ახალი წევრის შემოსვდა და გასნსაკუთრებით კი აქტიური წევრის

ციტატა(levan81 @ 23rd June 2010 - 10:12 AM) *
არჩევანი შევაჩერე ამ ორ მოდელზე Stoeger X20 და Crosman Phantom 1000X. რადგანაც დიდად ვერ ვერკვევი პნევმატურ იარაღებში, იქნებ მირჩიოთ რომელი ავიღო? წინასწარ დიდი მადლობა!

ჩვენი ფორუმის მეგობარია კროსმანის წარმომადგენელი და ფანტომი მასთან შეგიძლია შეიძინო,
ფორუმელებიდან შტოგერი აქვს ერთ ადამიანს და კმაყოფილია
ფანტომი კი ბევრს აქვს და ყველა ყმაყოფილია
levan81
bazuka
დიდი მადლობა რჩევისთვის. სამწუხაროდ ვერც ფანტომი და ვერც სტოგერი ვერ ვიშოვე. ამიტომ შევიძინე Hatsan Mod 99. როგორც გავიგე, იარაღის გამოყენებამდე საჭირო ყოფილა მისი დეკონსერვაცია. მაღაზიაში კი მიმტკიცებდნენ არაფერი არ უნდაო, მაგრამ მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. იქნებ მიმასწავლოთ სად შეიძლება დეკონსერვაციის გაკეთება?
Power_VANO
levan81
ჩვენს ფორუმზე ზდპ-ების დეკონსერვაციის ოსტატი ფარნაა. ამიტომ დაუკავშირდე უნდა ჩვენს ფორუმელ Parna-ს, აი ამ წევრს: http://www.airgun.ge/forums/index.php?showuser=9
და დაგაკვალიანებს, დაგეხმარება დეკონსერვაციაში smile.gif
levan81
Power_VANO
დიდი მადლობა დახმარებისთვის. Parna-ს მობილურის ნომერი ხომ არ იცი?
Power_VANO
levan81
ნახე PM, იქ მოგწერ. smile.gif
STIG
levan81
ისე მე ვფიქრობ მაგ მოდელის ყიდვას და მაინტერესებს რამდენად დიდი უკუცემა აქვს, ასევე ლულის ხარისხი როგორი აქვს. სიზუსტე დიდად არ მადარდებს, ასე 30 მეტრამდეც მყოფნის. უბრალოდ ვირთხებზე და კვერნებზე, რომ გამიქაჩოს.
levan81
STIG
საკმაოდ ნორმალური უკუცემა აქვს, დისკომფორტს ნამდვილად არ ქმნის. სიზუსტეში არ გამიტესტია, ჯერ დეკონსერვაცია მაქვს გასაკეთებელი. ძალაც კარგი აქვს. ერთადერთი რაც არ მომწონს წონაა, საკმაოდ მძიმეა, 3,8კგ. ლულის ხარისხს რაც შეეხება, ფასთან მიმართებაში ნამდვილად არ ვემდური. შენ რისთვისაც გინდა მემგონი უნდა დაგაკმაყოფილოს.
STIG
levan81
კარგია, კარგი smile.gif სიმძიმე სიზუსტისთვის ამ იარაღს შეიძლება წაადგეს კიდეც, თან ჩემთვის ეგ ნორმალური წონა, ბოლო-ბოლო მაგ სიმძიმე კალაშნიკოვით დავრბოდი და ის არ მამძიმებდა.
ja_ja
levan81
ციტატა(levan81 @ 5th July 2010 - 07:17 PM) *
ერთადერთი რაც არ მომწონს წონაა, საკმაოდ მძიმეა, 3,8კგ.

ავოიეეეეეეეე, რაამბავია????
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.