დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 300-400 ლარის ფარგლებში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
foxi
საუბრები დახურულ თემაზე იკრძალება!
ReMiNgToN
გამარჯობათ ყველას... მე ახალი ვარ ამ ფრუმზე, ეხლა მაქვს უბრალო კისტის ტოფი და მაგით მოვინადირებ ხოლმე ჩიტებს , ხანდახან 2 ლულიანი იჟი-თ ჩამოვყრი ხოლმე შაშვებს, ოღონდ ჩმად რომ არ დამიჩირონ biggrin.gif:D:D 15 წლის ვარ, მინდა რაიმე კარგი პნევმატის ყიდვა რომლითაც ნუ მოზრდილ ჩიტებს 50- მეტრში მაინც მოვინადირებ და მალე რომ არ გაფუჩდეს, მე შევეხმიანე გრიგოლს და ვუთხარი კიდეც რომ remington vantage ს რომ ჩამოიტანს სექტემბრის შუა რიცხვებში შევეხმიანები, და ახლა მე თქვენ მინდა გკითხოთ რას მირჩევთ კარგი იარაღია? Phantom 1000X იმიტომ არ მომწონს რომ კონდახი არ მევასება , vantage ს კარგი კონდახი აქვს, და მირჩიეთ მაგს ფასში როგორი არჩევანია და თუ არის მაგაზე კარგი მაგ ფასეBბში + ან - შეილება , მე ეგ მომეწონა და რავი, მირჩიეთ რა...
Power_VANO
კი, კარგი ფიშტოა ვანტეიჯი თავის ფასში smile.gif

ფანტომიც კარგია და მაგათი კლონი შტორმიც და ქვესთიც, ერთნაირი ფიშტოებია თითქმის განსხავებული კონდახებით და კომპლექტაციებით smile.gif



ნუ სამომავლოდ გამოცდილება და ფინანსები გიჩვენებს საით წახვიდე - იყიდო უფრო ჰაი-ენდ ზ.დ.პ. (მაგალითად კროსმანის ნიტრო სერიის ფიშტოები) თუ გადახვიდე უფრო ჰაი-ენდ პნევმატიკის, PCP კლასში.

ასევე, გადახედე პნევმატიკა მფლობებლის თვალით და ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკის განყოფილებებს, ნახავ მანდ მაგ თოფების მიმოხილვებს, გამოგადგება რომ უფრო ახლოს გაიცნო, სანამ ჩამოვა და მერეც smile.gif
ReMiNgToN
Power_VANO

ნუ აქ ფორუმელს ვინემს თუ ჰქონია დიდი ხანი გამოადგა და კმაყოფილი დარჩA?
Power_VANO
ReMiNgToN
აგერ ფანტომი მგონი 4 ფორუმელს აქვს. აქედან 2 მინიმუმ აქტიურად იყენებს და ბევრს ისვრის. დღემდე უპრობლემოდ იყენებენ ორივე ფიშტოს.

აი Quick-ის თემა ფანტომზე: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=875

ესეც ნიჰონტოს თემა: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=432


აქვეა Storm XT-ს თემაც, ჰელადოსისგან: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1147
ჰელადოსიც კმაყოფილი იყო თავისი თოფის, მაგრამ გაყიდა, PCP კლასზე უნდოდა გადასვლა smile.gif


ესეც toti-ს თემა ფანტომზე: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=632

skywalker-ის თემა ფანტომზე: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=771

მოკლედ, მთავარია გაითვალისწინო, რომ ყველა ეს ფიშტო - ფანტომი, შტორმი, ქვესტი, ვანტეიჯი არის ერთმანეთის კლონები, განსხვავებული კონდახებით და მცირე განსხვავებული კომპლექტაცია შესრულებით.

ანუ თუ ვარგა ერთი, ვარგა მეორეც, მესამეც, მეოთხეც და ა.შ. smile.gif
ja_ja
ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 24th August 2010 - 12:28 PM) *
ეხლა მაქვს უბრალო კისტის ტოფი და მაგით ვხოცავ ხოლმე ჩიტებს

ციტატა(buybuya @ 24th August 2010 - 12:28 PM) *
კარგი პნევმატის ყიდვა რომლითაც ნუ მოზრდილ ჩიტებს 50- მეტრში მაინც დავხოცავ

შეიძლება დიდი არაფერია შენთვის და 15 წლის რომ ხარ ყურადღაბას არ აქცევ, მაგრან თუ იარაღზე გაქვს მოთხოვნილება და გართობის სურვილი რაღაც პაწია პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და სიტყვები უაზროდ არ უნდა არახუნო!

მოკელდ სიტყვა დავხოცავ ამოვჟლეტავ და ასე შედმეგ არ არის მართებული, გამოიყენე სიტყვა მოვინადირებ...

შენი ტექსტები მე ჩავასწორე შემდეგში რომ დავინახო რაიმე ეგეთი.....!!! biggrin.gif
ReMiNgToN
ja_ja

გავითვალისწინებ და მეორეთ მასე არ ვიზამ smile.gifsmile.gifsmile.gif
Twister
ReMiNgToN
ისე PCP-ს გირჩევ ცოტა მოითმონე და ფულიც შეაგროვე, ციზუსტეში სროლისთვის PCP გამოგადგება, მაგ. discovery wink.gif
ReMiNgToN
Twister

და twister სანადიროდ კაი პონტია დისცო? მე სანადიროდ მინდა . და თან 410 ლარსა და 1200 ლარში 15 წლის ბიჩისთვის დიდი განსხვავებაა, სადამდეც გამიძლებს მექება და რავი მერე კიდე მოვახერხებ რამეს იმედია :|:| თან ჯერ კარგად შევეჩვევი პნევმატიკებს... სხვა გზა არ მაქვს თორე biggrin.gif:D:D
Twister
ReMiNgToN
აქაურებს კითხე biggrin.gif როგორია დისკო შორ მანძილზე სასროლად smile.gif) მე-ც თავიდან ეგრე ვუყურებდი მაგხელა თანხას biggrin.gif და ვიყიდე ზდპ- და ახლო მანძილზე კაია სიმძლავრეც კაი აქვს მაგრამ სიზუსტე არ აქვს sad.gif გირჩევ ცოტაც მოითმინო და დისკო იყიდო, თუ კარგათ მოუვლი იარაღს დიდიხანი გაგიძლებს. მე მაქ mod 85 და ზედიზედ თუ გავისროლე 20 ტყვია მერე ზოგი ჭანჭიკი მოსაჭერი მაქვს ხოლმე biggrin.gif
ReMiNgToN
Twister

იმედია ჯერ ამით დავიკმაყოფილებ მოთხოვნებს და შემდეგში მარადიორს ვიყიდი, ან ახლებიც გამოვა კაები... თორე ძაან მინდა დისქო.. sad.gifsad.gif 40-50 მეტრში ვერ მოვკლავ კაცო იხვს წყალში რომ იჯდეს ან ყვავს? აი ვანთაგით?
gregory
ReMiNgToN
ისე არასოდეს დაირქვა ისეთი ნიკი, რომელიც მერე აქტუალური არ იქნება! ნუ ეგ ბავშობაში რომ გოგოს შეიყვარებ და იმის სახელის ტატუს გაიკეთებ, მერე დაშირდები, დაივიწყებ და ტატუ კი დაგრჩება smile.gif
ამ ფორუმზეც გვყავს მაგალითი :norica-dragon-ი. ეხლა დისკო აქვს და მალე ალბათ რაღაც უფრო ნავაროჩენი, მაგრამ დარჩა ისევ დრაკონად biggrin.gif


ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 25th August 2010 - 02:49 PM) *
Twister

იმედია ჯერ ამით დავიკმაყოფილებ მოთხოვნებს და შემდეგში მარადიორს ვიყიდი, ან ახლებიც გამოვა კაები... თორე ძაან მინდა დისქო.. 40-50 მეტრში ვერ მოვკლავ კაცო იხვს წყალში რომ იჯდეს ან ყვავს? აი ვანთაგით?

მოკლავ როგორ არა, მაგრან ბევრი ვარჯიში უნდა wink.gif
ReMiNgToN
gregory

ნუ ხო აბა ისე რომ იყოს ყველა მონადირე იქნებოდა და მაგით შეინახავდა თავს biggrin.gif:D

თან ოპტიკაზე მიუჩვეველი ვარ , ისე კი კისტით კარგად დავამუღამე მარა ოპტიკა არ მეყენა, 2 ჯერ მაქ გახედებული ოპტიკაში biggrin.gif:D
Twister
ReMiNgToN
სად სავეცკი კისტი და სად ამერიკული პნევმატიკა biggrin.gif
ReMiNgToN
Twister
biggrin.gif:D:D:D აბა მეტი რა მეთქვა biggrin.gif:D
nihontoman
ReMiNgToN
უნდა თქვა პნევმატიკა, უფრო მართებულია და ყურსაც არ აღიზიანებს.

რაც თემას შეეხება, ფანტომი კარგია, 70 მეტრაზე ყვავებს ვარტყავ ასე 10-დან 8-ჯერ (დანარჩენი როი ჩემი ბრალით ცდება და არა თოფის...) ნორმალურ უქარო ამინდში. სიმძლავრე საკმარისზე მეტი აქვს, სიზუსტეს არაუშავს, თუმცა რარაცეები არ მოგეწონება იარაღში, ესენია:

სასხლეტი-ყველაზე ცუდი სასხლეტი რაც ოდესმე მიხმარია..... სასწაულად მძიმე, არაერთგვაროვანი და ნერვებისმომშლელი. იდეაში ორსაფეხურიანია, მარა მეორე საფეხური კარგად თუ არ მოძებნე ვერ იპოვი ისე გაგეპარება biggrin.gif

ოპტიკა რაც მოყვება არის 4X, რომელიც გაშლილ ადგილებში შორ მანძილზე სანადიროდ საკმარისი ნამდვილად არ არის. რარაც 3-9 ჯეორადობის უფრო ნათელი ლინზებით გაასწორებდა (ნიტრო პისტონს აქვს ეგეთი...) ღია სამიზნეები კი ოპტიკურ-ბოჭკოვანია, რომელიც ტავის საქმეს ასრულებს, თუმცა დიდი არაფერი. ღია სამიზნის რეგულირების ვინტები უხარისხო პლასტმასისგანაა ცამოსხმული, და ტრიალისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს ქვისა ყრიაო.....

გასროლისას საკმაოდ ბრახუნებს და პრუჟინის ხმაც კარგად ისმის (ნერვების მომშლელია სხვა რომ არაფერი...)

ზ.დ.პ.-ს დაშლა აწყობა, მითუ,მეტეს მაგნუმ კლასისა, საკმაოდ ძნელია როგორც წესი, და ესეც მათ რიცხვს მიეკუთვნება. დაშლა აწყობას ორი კაცი უნდა, ან ერთი კაცი და შესაბამისი დამხმარე მოწყობილობა (ამაზე სხვა თე,მაში).

პლიუსებიდან ის შემიძლია დავასახელო, რომ ტავისი ფასისათვის საკმაოდ ზუსტია, სიმძლავრე საკმარისზე მეტი აქვს, მძიმე არაა (ოპტიკითაც კი), ადვილად გადატენი |თავისი სიმზლავრის ფონზე, საკმაოდ უტილიტარულია პლასტმასის კონდახის ხარჯზე და საბოლოო ჯამში კარგი ჯორი რამეა.... იხმარ და გემსახურება.

შტოგერზე ამბობენ იგივე ვარიანტიაო (მჯერა biggrin.gif).


რაც სეეხება უკეთესს, არ იჩქარო, ცოტა ხანში მაგნუმი ცამოიტანს გერმანულ ვაირაუხებს და ინგლისურ ეარარმსებს. ასე 800-900 ლარი ეღირება ალბათ ვაირაუხის ძალიან კარგი მაღალი კლასის ზ.დ.პ.-ები. ესენი ყველა კროსმანს, გამოს, შტოგერს მირჩევნია (ჰატსანზე და კრალზე აღარაფერს ვიტყვი...)

ReMiNgToN
nihontoman
რაც თემას შეეხება, ფანტომი კარგია, biggrin.gif:D

მე remington vantage ს ყიდვა მინდა :| ანუ მაგაზე იყო აპარაკი და არა ფანტომზე
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 25th August 2010 - 08:36 PM) *
რაც სეეხება უკეთესს, არ იჩქარო, ცოტა ხანში მაგნუმი ცამოიტანს გერმანულ ვაირაუხებს და ინგლისურ ეარარმსებს. ასე 800-900 ლარი ეღირება ალბათ ვაირაუხის ძალიან კარგი მაღალი კლასის ზ.დ.პ.-ები. ესენი ყველა კროსმანს, გამოს, შტოგერს მირჩევნია (ჰატსანზე და კრალზე აღარაფერს ვიტყვი...)

ჯერ რიგში ჩადექი და რომელი ნომერი ხარ ის ტქვი smile.gif თორემ მერე ისევ იტყვი აი ტაფის სახელური უნდა მეყიდა სხვა გზა არ მქონდა და ისე გაიყიდა ყველა რომ ვერ ვიყიდეო smile.gif
nihontoman
ja_ja

ტაფის სახელური არა, მარა ჩემს 34-იან ტეფალზე სახურავი არ მაქ მინის biggrin.gif


ისე, ეხლა გამახსენდა ჯორჯიკამ თქვა ვაირაუხის ფისტოლეტებიც ცამოავთო.... ეგენი შეიძლება სადღაც 500 ლარად იყოს? მართალია 500 არ ჯდება 300-400მდე ფარგლებში, მარა მაინც ახლოსაა. შესაძლოა, 500 კი არა და, ეგეც 700-800 ლარი ღირდეს, მარა აი ის კონპრესიული მგონი არ უნდა იყოს სასწაული ფასი...

ნუ რაც არ უნდა იყოს, დაელოდეReMiNgToN ცოტა ხანიც მაგნუმს. რემინგტონ ვანტაჯი იგივეა რაც ფანტომი, პროსტო რემინგტონი აწერია და კონდახი აქვს ხის (მგონი ნადულნიკიც). დანარჩენი იგივეა. ამის დადასტურება იქიდანაც სეიძლება, რომ ნაწილები 9პრუჟინა, მანჟეტი, სასხლეტ-გამშვები მექანიზმი ორივეს ერთი და იგივე აქვს!
Power_VANO
ციტატა(nihontoman @ 26th August 2010 - 12:27 AM) *
უ რაც არ უნდა იყოს, დაელოდეReMiNgToN ცოტა ხანიც მაგნუმს. რემინგტონ ვანტაჯი იგივეა რაც ფანტომი, პროსტო რემინგტონი აწერია და კონდახი აქვს ხის (მგონი ნადულნიკიც). დანარჩენი იგივეა. ამის დადასტურება იქიდანაც სეიძლება, რომ ნაწილები 9პრუჟინა, მანჟეტი, სასხლეტ-გამშვები მექანიზმი ორივეს ერთი და იგივე აქვს!

კი, იგივეა. ფანტომი, ქვესტი, შტორმი, ვანტეიჯი... ერთმანეთის კლონებია ყველა.


nihontoman
ისე, რაც შენ დანები გაქვს. ყველას ხომ არ იყენებ? 2-3 რომ გაყიდო, ცოტა ჰაი-ენდები, კაი პნევმო როგორ არ მოგივა ა? smile.gif
nihontoman
Power_VANO
არა, მე ჩემს პატარებს ვერ შეველევი!!! mda.gif ფული ეხლაც მაქ, უბრალოდ დახარჯვაა ძნელი.....



მეტი რომ არ გავაოფოთ, ეხლახანს ვნახე და ვაირაუხის ფიშტო HW 40 ასი ევრო ღიტრს გერმანიაში. აქ რომ ცამოიტანენ რამდენი უნდა დაემატოს? დიდი არაფერი წესით და რიგით. თან კარგი რამეაო კომპრესიული პისტოლეტისათვის, ზუსტი და ხარისხიანი. ReMiNgToN თუ მაინც და მაინც შაშხანაზე არ ხარ ორიენტირებული, შეგიძლია ამაზეც გეფიქრა....

სურათი:



თუ ნორმალურ ფასნამატს გააკეთებს მაგნუმი, მასინ ეს ფიშტო კაკრას ეტევა 300-400 ლარის ლიმიტში 9ტყვიებზეც დაგრჩება biggrin.gif)

Power_VANO
ხო, მაგრამ აპირებს რო მაგნუმი მაგ პისტოლეტების ჩამოტანას? smile.gif მგონი არა smile.gif
nihontoman
Power_VANO
კი აპირებს:
ციტატა
და დავტოვე შემდეგები HW 40 , 45 , 75 - ესენი პისტოლეტებიდან


სამივე პისტოლეტი სემოაქ პრინციპში....
Power_VANO
ჰოო, მაშIნ კია რაღაც ვარიანტები. მაგრამ მე მაინც უფრო შაშხანებისკენ ვიხრები smile.gif სადაც 400 ლარს პისტოლეტში მისცემ, იქ სჯობს ორმაგი მისცე მაღალი ხარისხის შაშხანაში, IMHO, რა თქმა უნდა smile.gif

ეგ პისტოლეტები უფრო საპლინკაო რამეა.
ReMiNgToN
მე კი პლინკაობა არ მომჭონს biggrin.gif:D შაშხანები მიყვარს და ავტომატები ნუ აიარაღEბი მარა პისტოლეტებზე რა მოგახსენოთ biggrin.gif:D
თაზო
გამორჯობათ მოგესალმებით ყველას.
მეც გადავწყვიტე შევიძინო პნევმატური თოფი. მოკლედ რაც მე ინფორმაცია შევაგროვე თქვენი საიტიდან და თან ჩემმა ფინანსებმა რა გასაქანიც მომცა ესაა თოფი "Crosman Phantom", მაგრამ მომეწონა კიდევ ერთი თოფი ესაა "Ruger Blackhawk" მაგრამ ამ თოფზე არსად არ წერია და მაინტერესებს თუ ვინმემ იცის ამ თოფის შესახებ რამე.
და კიდევ რაც შეეხება ფანტომის გამოსაკრავს, მივხვდი რომ მთლად კარგი ვერაა და "Remington Vantage"-საც იგივე სასხლეტი აქვს თუ ოდნავ უკეთესი?
ანუ მე მაწყობს ფანტომი ოღონდ მაგ ფასში + 50 ლარი თუ შეიძლება ისეთი თოფის ყიდვა რომელსაც იგივე მონაცემები ექნება და სასხლეტი უკეთესი ( დიზაინს არა აქვს მნიშვნელობა )
geojorjika
თაზო
კეთილი იყოს შენი ფეხი.

ერთი და იგივე იქნება ეგ ფიშტოები დაახლოვებით და საერთოდ ხალხნო <=500-600 ლარის ღირებულების ფიშტოები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან

აიღე ფანტომი თუნდაც , კროსმანის ზ.დ.პ.-ებს ყველას ერთნაირი სასხლეტი აქვს.

გამოგადგება სანადიროდ 30-40 მეტრამდე და საპლინკაოდ
rekshet
ციტატა(geojorjika @ Feb 25 2011, 09:45 PM) *
თაზო
კეთილი იყოს შენი ფეხი.

ერთი და იგივე იქნება ეგ ფიშტოები დაახლოვებით და საერთოდ ხალხნო <=500-600 ლარის ღირებულების ფიშტოები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან

აიღე ფანტომი თუნდაც , კროსმანის ზ.დ.პ.-ებს ყველას ერთნაირი სასხლეტი აქვს.

გამოგადგება სანადიროდ 30-40 მეტრამდე და საპლინკაოდ



მართალი ხარ i-m_so_happy.gif
თაზო
ციტატა(geojorjika @ Feb 25 2011, 10:45 PM) *
თაზო
კეთილი იყოს შენი ფეხი.

ერთი და იგივე იქნება ეგ ფიშტოები დაახლოვებით და საერთოდ ხალხნო <=500-600 ლარის ღირებულების ფიშტოები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან

აიღე ფანტომი თუნდაც , კროსმანის ზ.დ.პ.-ებს ყველას ერთნაირი სასხლეტი აქვს.

გამოგადგება სანადიროდ 30-40 მეტრამდე და საპლინკაოდ



დიდი მადლობა, გასაგებია ყველაფერი, მაშინ ყველაზე იაფი რომელიც ღირს იმას ვიყიდი

ალბათ ფანტომს
iorama
ციტატა(თაზო @ Feb 26 2011, 01:13 AM) *
დიდი მადლობა, გასაგებია ყველაფერი, მაშინ ყველაზე იაფი რომელიც ღირს იმას ვიყიდი

ალბათ ფანტომს



ზუსტადაც რო ჭკვიანურია.

მალე მომელოცოს
foxi
ერთ მნიშვნელოვანია ფანტომი მაგ თანხაში. გრიგოლის მიმართე.
თაზო
დიდი მადლობა, გაიხარეთ wink.gif
norica_dragon
მეც ხმას ფანტომს ვაძლევ, რაც ვნახე ზამბარ დგუშიანებში ყველაზე კარგი და გამოცდილი ეგაა smile.gif
EnDeL
ფანტომი ფანტომი და კიდევ ერთხელ ფანტომი biggrin.gif დაჭერა და სროლა დაამუღამე და 40 მეტრზე მეტზეც მშვენივრად მოკლავ ფრინველს და არა მარტო ფრინველს wink.gif
EnDeL
P.s ტყვიებზე ეგრევე მაგნუმში გავარდი jsb აიღე მსუბუქები...
ReMiNgToN
EnDeL
ეგ მართალი ხარ, დამუღამება და ტყვიებზეა დამოკიდებული თორემ წინაზე ყვავს მოვარტყი 60-70 მეტრი იქნებოდა (არა ნაბიჯი ) და ჩამოვარდა, არც კი განძრეულა, ასე რომ უკმაყოფილოს არ დაგტოვებს რა
nihontoman
ფანტომი კარგია. სხვა მაგ ფასად ერთი ჰატსანი შეიძლება....
თაზო
არა ჰასანი რაგაც არ მომწონს ისევ ფანტომს ვიყიდი ოგონდ ჯერ ვერა
"P.s ტყვიებზე ეგრევე მაგნუმში გავარდი jsb აიღე მსუბუქები..."
მაგ ინფორმაციისვისაც დიდი მადლობა
migeli85
მოგესალმებით,
რომ დათბება, დაახლოებით 350 ლარის ფარგლებში ვფიქრობ პნევმატიკური თოფის ყიდვას. საიტზე დადებულ ინფორმაციებს შეძლებისდაგვარად გავეცანი და არჩევანი შევარჩიე სტოეგერ X20-სა და ფანტომზე. ახალი ფანტომი ბატონი გრიგოლის საიტზე 360 ლარი ღირს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ვერ ვიყიდი smile.gif
სტოეგერს X20-ს რაც შეეხება, დღეს ვიყავი ქარავანში და 370 ლარად ყიდიან, ოღონდ ოპტიკის გარეშე. ცალკე ოპტიკა კიდევ 250 ლარიანზე იაფი აღარ გვაქვსო, მაგდენს კიდევ მე ვერ გადავიხდი sad.gif(
მაინტერესებს, ნორმალური ოპტიკა, დაახლოებით ისეთი დონის, ფანტომ 1000X-ს რომ მოყვება და თან სტოეგერს X20-ზე რომ დადგება, რა ეღირება და თუ იშოვება ქალაქში?
ilariona
migeli85

სალამი და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ფორუმზე, (ნუ ეს სტანდარტული მისალმება smile.gif )

ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვებს:

ციტატა(migeli85 @ 2nd March 2012 - 05:27 PM) *
დაახლოებით 350 ლარის ფარგლებში ვფიქრობ პნევმატიკური თოფის ყიდვას


ციტატა(migeli85 @ 2nd March 2012 - 05:27 PM) *
არჩევანი შევარჩიე სტოეგერ X20-სა და ფანტომზე.


ნუ ფანტომის ხარისხი ბევრად აღემატება სტოგერის ხარისხს, მე პირადად ნახმარ ფანტომს ავიღებდი სტოგერის ნაცვლად.



ციტატა(migeli85 @ 2nd March 2012 - 05:27 PM) *
დღეს ვიყავი ქარავანში და 370 ლარად ყიდიან, ოღონდ ოპტიკის გარეშე. ცალკე ოპტიკა კიდევ 250 ლარიანზე იაფი აღარ გვაქვსო


ნუ პირველი, რომ თოფის ფასი უკვე ძვირია თავის ხარისხთან შეფარდებით, ოპტიკაზე კი საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მაგათ არცერთი ოპტიკა არა აქვთ მილ-დოტის ბადით, ყველა ოპტიკა ან დუპლექსი აქვთ ან და რაღაც ჯანდაბა, რომელიც პნევმატიკაში არ გამოიყენება.

ციტატა(migeli85 @ 2nd March 2012 - 05:27 PM) *
მაინტერესებს, ნორმალური ოპტიკა, დაახლოებით ისეთი დონის, ფანტომ 1000X-ს რომ მოყვება და თან სტოეგერს X20-ზე რომ დადგება, რა ეღირება და თუ იშოვება ქალაქში?


ნუ ქალაქში ოპტიკების ნორმალური არჩევანი მაღაზია მაგნუმს აქვს (გადადით ამ მისამართზე) ფასები აქაც იკბინება, მაგრამ ბევრად კარგი არჩევანი აქვთ ვიდრე ქარავანს.

ნუ კიდევ არის მაიმარკეტი smile.gif მანდ გამოხტება ხოლმე რაღაცეები და თუ ჩაუსაფრდებით რამეს იპოვით.

ja_ja
migeli85
დიდება შენს გამოჩენას და შენს პოსტს smile.gif 1 კვირაა თოფებზე არაფერი დაწერილა smile.gif

მოკლედ თოფებზე უკვე გირჩია ილარიონამ, ოპტიკაზე კი მე ერთს დავძენდი - სავარაუდოდ გჭირდება სანადიროდ, მაშინ ჯობია ყურადღება გაამახვლო 3-9 ჯერადობის ოპტიკებზე, ან ფიქსირებულ ჯერადობიანზე 3 ან4 ან 6 ჯერადობის მქონე ოპტიკებზე.

მაგნუმი ერთისმხრივ კაი ვარიანტია, მაგრამ ყველაზე იაფიანი 3-9x40 ოპტიკა მგონი 200 ლარი ღირდა მანდანე, ასე რომ მთლად იაფიანი ეგეც ვერ არის. ჯობია მაი მარკეტს მიმართო, ან ამაზონზე დაუკვეთო. მაგალითად აი ეს რაც მაგნუმში 200 ლარი ღირს, ამაზონზე 52$ ღირს, ნუ რინგები გამოსაცვლელი კი გექნება, რაიმე 6-10$-იანი დაითრიე და მაგას რაც მოყვება კაკრაზ 10$-ში მაიმარკეტზე გაყიდი smile.gif

ასევე გირჩევდი აი ამ ოპტიკას გადახედო, ჩვენს ფორუმზე ბიჭებს ჰქონდათ ნაყიდი და შტოგერზე ჰქონდათ დაყენებული, მუშაობა 1.5 წელი, მერე მფლობელმა გაყიდა თოფი და ბედი აღარ ვიცით თორემ წესით მაგას TS სისტემა აქვს ინტეგრირებული და ზამბარ დგუშიანზე არანაირი პრობლემა არ ექნება.
sekurifa
migeli85

მეც ფანტომს გირჩევ მაგ ფასად ნახმარს. დანარჩენ თოფებზე (ახლებზე) ძან გაბერილი ფასებია და იმათი ხარისხი არ ღირს მაგდენი.ნუ ახლა თუ გესმის ჩალიჩი და გადაკეთებ დაგმოკეთება შეიძლება იაფიანი ჰასტანიც მოიყვანო ჭკუაზე და კარგი ვინტი მიიღო ნსაბოლოოდ.

ამჟამად მაღაზიებში ყველაზე ხარისხიანი (დაბალფასიანებში) არის სტოგერი მარა მაინც ძვირია მაგისთვის. ვერაა მთლად ისეთი ქერო უნდა იყოს.
migeli85
ყველას დიდი მადლობა რჩევებისთვის.
და ამაზონიდან ოპტიკის ჩამოტანა შეიძლება, საბაჟო გამოატარებს?
ja_ja
migeli85
ციტატა(migeli85 @ 2nd March 2012 - 10:28 PM) *
და ამაზონიდან ოპტიკის ჩამოტანა შეიძლება, საბაჟო გამოატარებს?

კი ჩვენი კანონი არ კრძალავს და ასევტქვათ ნებადართულია, მთავარია გადამზიდავი არ შეგხვდეს ნამეტანი დამფრთხალი, რომელსაც ტრუკის ნასკების გარდა სხვა ყველაფრის ჩამოტანისა ეშინია smile.gif, ერთი არის გექორი თუ რაღაც ეგეთი, მაგას უპრობლემოდ ჩამოაქვს, ოპტიკები.
migeli85
ციტატა(ja_ja @ Mar 2 2012, 10:30 PM) *
migeli85

კი ჩვენი კანონი არ კრძალავს და ასევტქვათ ნებადართულია, მთავარია გადამზიდავი არ შეგხვდეს ნამეტანი დამფრთხალი, რომელსაც ტრუკის ნასკების გარდა სხვა ყველაფრის ჩამოტანისა ეშინია smile.gif, ერთი არის გექორი თუ რაღაც ეგეთი, მაგას უპრობლემოდ ჩამოაქვს, ოპტიკები.


გასაგებია, გაიხარე.

ალბათ როგორც მირჩიეს, მეორადს ვიყიდი რამე ნორმალურს, თუ გამოჩნდა რა თქმა უნდა, თან იქნება მანამდე კანონის ხარვეზები გამოასწორონ და შემოვიდეს ახალი თოფები...

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.
nihontoman
migeli85
ფანტომი მქონდა სადღაც 2 წელი და საკმაოდ კარგი თოფია. შტოგერზე ვერ გეტყვი ვერაფერს, არ მქონია, მაგრამ იდეაში იგივე უნდა იყოს, რაც ფანტომი. არც ერთი არაა გადასარევი, ორივე საბიუჯეტო კლასის თოფებია, თუმცა თავის საქმეს ალბათ ორივე გააკეთებს ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი შედეგებით...

თუ რომელიმე შეგხვდა ნახმარი ნორმალურ მდგომარეობაში, სადღაც 250 ლარად თავისი ოპტიკით კარგი ფასი იქნება ( მე მაგდენად გავყიდე თავის დროზე biggrin.gif)
ilariona
nihontoman

აი მაგარს ატრაკებ ახლა რა smile.gif

შენ ის ნიჰონტო არ ხარ, ფანტიმით 70 მეტრზე ფორთოხლებს რომ არტყავ? თუ მეშლება რამე?

sekurifa
ციტატა(migeli85 @ 2nd March 2012 - 09:28 PM) *
ამაზონიდან ოპტიკის ჩამოტანა შეიძლება, საბაჟო გამოატარებს?

http://geqor.com/home.html
ამას ჩამოაქვს უპრობლემოდ ოპტიკები. ამასწინ ჩამოუტანა ჩვენს თანაფორუმელს.
nihontoman
ilariona
ხო შავ ფორთოხლებზე ვვარჯიშობდით ხოლმე მე და ჩემი ძმა, მერე გავყიდე და ეხლა ნიტრო ვენომი მაქვს. რას ვატრაკებ ერთი მითხარი? sad.gif
migeli85
ხალხნო,

მაი მარკეტზე დღეს დადო ვიღაცამ ეს განცხადება. http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=2302236
სურათზე ბევრი არაფერი ჩანს, მაგრამ თვითონ ეგ მოდელები თუ ვარგა, ღირს მაგის აღება 200 ლარად?

პ.ს. ახლა დავგუგლე და ზუსტად იგივე სურათი ამოვარდა ორი წლის წინანდელ პოსტში, ნიუჟელი ერთი და იგივე თოფია? http://airgun.in.ua/showthread.php/3136-%D...Kral-001-Magnum!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.