bako888
Jan 10 2014, 09:47 PM
კონკრეტულად რო არ ვიცი მაგას ვკითხულობ რამე ხო არ გსმენიათქო??
დღეს რაღაც წერილი მომივიდა მაილზე რო საბაჟო კონტროლი მკაცრდებაო და სხვა ინფორმაციას არ ვფლობ
geojorjika
Jan 10 2014, 09:50 PM
bako888
vovovo-ს თუ გულისხმობა ეგენი გაღმა არიან ჯერ, ისე ჩამოქონდათ ამანათები პირად ნომერს არ კითხულობდნენ დამჯვეთის, და ეხლა მოიგონეს ვითომ გამკაცრდაო, მაგ ტექსტის ავტორი უნდა მიალანძღო ერთი გემრიელად ტყუილად პანიკას რომ თესავს მასობრივად ხალხში
bako888
Jan 10 2014, 10:07 PM
ხო გული შემიღონდა...შენ გაგახარა ღმერთმა
bako888
Jan 22 2014, 03:38 PM
ჩემი გამოც ჩამოვიდა და გამოვცადე უკვე...საკმაოდ ძლიერი და ზუსტი იარაღი გამოდგა და ფრინველების საკმაოდ შორი მანძილიდან მოვინადირე დაახლოებიტ 40 50 მეტრიდანაც ჩამოვყარე....ძაან მსუბუქი და კომპაქტური იარაღია ძააან მომწონს მაგრამ ის მაინც ვფიქრობ გამოცვლას და ვენტიჯის ან ბენჟამინ ტიტანის ყიდვას...ოღონდ ჯერ ვერ გადავწყვიტე რომელი ვიყიდო)))
და კიდევ მაინტერესებს პირამიდაირიდან ვინმეს თუ გიყიდიათ და რამე პრობლემა თუ შეგქმნიათ ჩამოტანასთან დაკავშირებით???
gela
Jan 22 2014, 03:43 PM
bako888 ციტატა(bako888 @ 22nd January 2014 - 03:38 PM)

ჩემი გამოც ჩამოვიდა და გამოვცადე უკვე...საკმაოდ ძლიერი და ზუსტი იარაღი გამოდგა და ფრინველების საკმაოდ შორი მანძილიდან მოვინადირე დაახლოებიტ 40 50 მეტრიდანაც ჩამოვყარე....ძაან მსუბუქი და კომპაქტური იარაღია ძააან მომწონს მაგრამ ის მაინც ვფიქრობ გამოცვლას
თუ საკმაოდ ძლიერია და საკმაოდ ზუსტია და ამასთან მსუბუქია კომპაქტური და ძალიან მოგწონს, რაღატომ უნდა გაყიდო და იყიდო სხვა? ეს ისე ჩისტა ინტერესნი ამბავში თორე კროსმანის პროდუქცია რომ ბევრად ჯობია გამოს ფიშტოებს ეგ კი ვიცით : ) თუ გაყიდვა და მოშორება გინდა და რეკლამას უკეთებ. მაშინ ეგ მაიმარკეტზე ჯობია, თუმცა რა ვიცი, შეიძლება ვინმე ახალბედამ შეიძლება იყიდოს აქედან შენი გამო, მაგრამ არა სტაჟიანმა ფორუმელებმა : )
ისე ფოტოებიც დაგეყარა , შეიძლება დაინტერსდეს ვინმე : )
ციტატა(bako888 @ 22nd January 2014 - 03:38 PM)

ფიქრობ გამოცვლას და ვენტიჯის ან ბენჟამინ ტიტანის ყიდვას...ოღონდ ჯერ ვერ გადავწყვიტე რომელი ვიყიდო)))
რაც შეეხება რომელი ჯობია ტიტანი თუ ვანტეიჯი, მინდა გითხრა რომ სიძლიერით და სიზუსტით ორივე ერთი და იგივეა, ოპტიკაც რა თქმა უნდა, მაგრამ ვიზუალური მხარე ტიტანის მომწონს, პრაქტიკულობის მხრივ კი ვანტეიჯი, იმიტომ რომ ღია სამიზნეც აქვს, აქ მთავარია შენ რომელი უფრო მოგწონს,
შენს გამოს რომ გაყიდი, ადი მერე გრიგოლთან, ორივე იარაღი აქვს, ხელში დაატრიალე და რომელიც მოგეწონება ის წამოიღე, ბოლოს და ბოლოს საკუთარი თვალით ნახავ და ისე აარჩევ
bako888
Jan 22 2014, 09:56 PM
გამოს ნამდვილად არ გავყიდდი რომ არა მისი ერთი ნაკლი ის რომ ლულას ჩასმულია პლასტმასში და დროთა განმავლობაში შეიძლება მოსუსტდეს და შატკა მისცეს ან შეილება არც არაფერი დაემართოს....რეკლამას ნამდვილად არ ვუკეთებ მართლა მომწონს და უკვე შეიმყვარდა კიდეც პროსტა ეგაა რო მაგისი მეშინია...
გრიგოლისთან ვიყავი და სამწუხაროდ მარტო ბენჟამინ ტრეილი ჰქონდა...ხელში რო დავიჭირე ძაან მძიმე მეჩვენა ტიტან ნიტრო უფრო მსუბუქია....
სურათების დაგდება არ ვიცი ჯერ მთლად ბოლომდე ვერ ვერკვევი ფორუმის ფუნქციებში თხოვნა მექნება თუ არ დაგეზარებათ რო ამიხსნათ ან ვიდეო დადოთ თუ როგორ უნდა სურათის დადება??
geojorjika
Jan 22 2014, 10:01 PM
bako888
Jan 23 2014, 04:21 PM
პირმიდაირიდან ვინმეს ხო არ ჩამოუტანია ან რამე პობლემა ხო არ შეგქმნიათ მაგ საიტიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით??
gela
Jan 23 2014, 04:40 PM
ციტატა(bako888 @ Jan 23 2014, 05:21 PM)

პირმიდაირიდან ვინმეს ხო არ ჩამოუტანია ან რამე პობლემა ხო არ შეგქმნიათ მაგ საიტიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით??
საიტიდან პრობლემა არ არის ჩამოტანა, გააჩნია რომელი გადამზიდავი კომპანიით ჩამოიტან, ბესტექსი, კამექსი, ამათ ვიცი რომ ჩამოაქვთ, და მეორე. სხვადასხვათემაში ერთიდაიგივეს დაპოსტვა ფორუმის წესების დარღვევაა, ასე რომ გაითვალისწინე, ერთგან დაპოსტვაც საკმარისია
bako888
Jan 23 2014, 07:45 PM
ხო ვიცი რო არშეილება პროსტა დამავიწყდა სად დავპოსტე და მერე ვერ მივაგენი ჩემს დაპოსტილს))))))))
bako888
Jan 30 2014, 06:42 PM
მოკლედ მარკეტზე მქონდა ჩემი თოფი Gamo Silent Stalker IGT

დადებული 350 ლარად და ეხა დამირეკა ერთმა კლიენტმა ყიდვა უნდა არ ვიცი მივცე თუ არა...ალბათ მაგ ფასში ჯობია კროსმანის ვენტიჯი ან ბენჯამინის ტიტანი შევიძინო???? თქვენ როგორ მირჩევთ??
gela
Jan 30 2014, 07:03 PM
bako888 მშვენიერ აზრზე ხარ
bako888
Jan 30 2014, 07:51 PM
ანუ მივცე მაგ ფასში????))))))))
bako888
Jan 30 2014, 08:39 PM
ეხლა გადავწყვიტე აი ამის ყიდვა და რა აზრის ხართ??? და შეილება თუ არა ამ საიტიდან იარაღის ჩამოტანა???
http://www.airgundepot.com/crosman-vantage...-air-rifle.htmlრამე პრობლემა ხო არ შემექმნება??
და კიდე მაინტერესებს ეგ ახალია თუ ნახმარი და ღირს თუ არა გარისკვ??
geojorjika
Jan 30 2014, 08:55 PM
bako888 ციტატა(bako888 @ 30th January 2014 - 09:39 PM)

რამე პრობლემა ხო არ შემექმნება??
შეგექმნება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეგ ფიშტო მაგ საიტზე Out of Stock-ზეა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ გაუთავდათ
gela
Jan 30 2014, 09:31 PM
ციტატა(bako888 @ Jan 30 2014, 08:51 PM)

ანუ მივცე მაგ ფასში????))))))))
აუცილებლად : ) და დაითრიე ნიტრო, ან ვანტეიჯი ან ტიტანი, მაგ ფიშტოს კი ჯობია, ჯერ იმიტომ რო ნიტროა, თუმცა მე ვანტეიჯი უფრო მეპრაქტიკულება, თავისი ღია სამიზნის გამო, არა და ტიტანის ფორმა მომწონს, ნუ გააჩნია, შენ რომელიც გინდა მაგ ორიდან ის იყიდე
sekurifa
Jan 30 2014, 09:42 PM
bako888 არვიცი რამდენად მოჩალიჩე ხარ ტექნიკურ საქმეებში მაგრამ მე მაინც დავწერ. ნახე ეგთოფი აბა
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3002&hl=ჰასტანია მაგრამ საუკეთესოა ჰასტანებში. ნუ საუკეთესო თავის კლასში იმით არის რომ ლულის ჩამკეტი აქვს და ქუადრო სასხლეტი. ძლიერია და ზუსტი. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ჰაერის ზამბარაზე გადაიყვან და ასევე აამჩატებ მის დგუშს. ოპტიკის რელსი მერცხლისკუდა და ვივერი ერთად აქვს.
მე მქონდა მასეთი ნავაროტკით ეგ თოფი და მერწმუნე ბარეურ ზედეპეს ჯობდა სროლის კომფორტით და სიზუსტით.
bako888
Jan 30 2014, 09:57 PM
კიდევ მჭირდება თქვენი რჩევა ოპტიკებთან დაკავშირებით
რომელ ოპტიკას მირჩევთ ამას :
1)
http://www.pyramydair.com/s/a/Leapers_UTG_..._3_8_Rings/3015თუ იმ ოპტიკას რომელიც ზედვე უყენია ვენთიჯს ?????
2)
http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Vant...#Specifications
TORA
Jan 30 2014, 09:59 PM
და სეკურიფამ რომ გირჩია ჰაჩიკა 99 არ გინდა ?
bako888
Jan 30 2014, 10:08 PM
რავი ჯერ ერთი რომ ეგ ჩვეულებრივ ზამბარაზეა მე კიდე ნიტროზე მინდა და ყველა მასეც მირჩევს რო ნიტრო ჯობია ბევრი რამის გამო და მეორეც ჰაცანი 90 მქონდა და ეგ და 99 მოდელი ერთიდა იგივეა პროსტა ეგ ხეშია ჩასმული დანარჩენი ყველაფერი იგივეა...ისე მინდა ვთქვა რომ ცუდი თოფი არ იყი საკმაოდ ზუსტად და კარგად ისროდა ისე ცოტა მძიმე კი იყო...
TORA
Jan 30 2014, 10:11 PM
შენი საქმის შენ იცი

)
sekurifa
Jan 31 2014, 12:40 PM
ციტატა(bako888 @ 30th January 2014 - 10:08 PM)

რავი ჯერ ერთი რომ ეგ ჩვეულებრივ ზამბარაზეა მე კიდე ნიტროზე მინდა და ყველა მასეც მირჩევს რო ნიტრო ჯობია ბევრი რამის გამო და მეორეც ჰაცანი 90 მქონდა და ეგ და 99 მოდელი ერთიდა იგივეა პროსტა ეგ ხეშია ჩასმული დანარჩენი ყველაფერი იგივეა...
არაა მაგ საქმე მთლად მასე

სასტან 90 საერთოდ არ გავს ჰასტან 99-ს. მოდ-99 აქვს ლულის ჩამკეტი. ანუ ლულა არ იხსნება ხელის ჩამორტყმით. ლულის ქვეშ პატარა რიჩაგია რომელიც ცინ უნდა გაწიო რომ ლულა გადატყდეს. ეს ნიშნავს იმას რომ ლულას გასროლისას ნაკლები ვიბრაცია აქვს გადატეხვის წერტილში. ლულა ზის მყარად და არააქვს ლუფტი.
ასევე მოდ-99-ს აქვს მეტი გდუშის სვლა და უფრო ძლიერია მოდ 90-ზე. ასევე განსხვავდება მათი დგუშებიც ფორმით. კიდე მოდ-99-ს აქვს ოთხსაფეხურიანი კუადრო სასხლეტი რაც მოდ-90 ს არ გააჩნია.
ოპტიკის სამაგრი მოდ-90-ს აქვს მარტო ერთი (მერცხლისკუდა) ზედვე ცილინდრზე მოჭრილი. მოდ-99-ს კი ორივე აქვს, ვივერიც და მერცხლისკუდაც. ნებისმიერი რინგები დადგება ზედ. თანაც მას რელსზე ჭრილები აქვს( როგორც ვივერისთვის ასევე მერცხლისკუდაზეც) რინგების დასაფიქსირებლად და ეგ დიდი პლიუსია ზედეპესთვის. ეგეთი რელსები სხვა ზედეპეებს არააქვს.
მაგრამ ჰასტან მოდ 99 კარგია იმ შემთხვევაში თუ მასში ჩააყენებ ჰაერის ზამბარას რაც უკვე დავწერე წინა პოსტში. ( იგივე ნიტრო სისტემა რაც შენ გინდა) მე არ მითქვამს ფოლადის ზამბარით იყიდეთქო. მიტო მოგწერე არვიცი რამდენად გესმის ჩხირკედელაობა ამ საქმეშითქო. თუ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გავაკეთე ჩემს ჰასტან მოდ-99 ზე (ნახე ჩემ თემებში) მაშინ გექნება კარგი მაგნუმ კლასის ზედეპე. ბევრად კარგი სხვებზე.
მე ვიცი რასაც ვწერ დამიჯერე. ყველა ზედეპესთან მქონია შეხება რაც საქართველოში იყიდება. თითქმის ყველა ნიტრო ზედეპედან მისვრია და ოპტიკები მისწორებია მათზე. კმაყოფილი მათ შორის დამტოვა მხოლოდ ორად-ორმა
ასე რომ ყუთიდან ამოღებული თოფი არაა ყოველთვის ისეთი როგორიც გვეჩვენება და გვინდა იყოს

რათქმაუნდა მოდ 99-ს უნდა დრო და ცალიჩი რომ ჰაერის ზამბარაზე გადაკეთდეს. ჰაერის ზამბარის დამზადებას ერთი კვირა უნდა საქართველოში ხოლო უკრაინიდან გამოწერას ორი კვირა. ასევე ფრეზით დგუში უნდა ამჩატდეს.
თუ ჩალიჩის მუღამი გაქვს ეგ ვარიანტი ცუდი არაა. ხოლო თუ არა და მაშინ თავისთავად ჯობია მაინც ნიტრო ზამბარიანის ყიდვა ოღონდ არა ისეთის რომელსაც ლულის ბუდე პლასმასში აქვს. ხოლო დანარჩენი კი თოპის ყიდვის მერე გამოჩნდება რა უვარგა და რა არა.
bako888
Feb 1 2014, 06:40 PM
ასევე მოდ-99-ს აქვს მეტი გდუშის სვლა და უფრო ძლიერია მოდ 90-ზე. ასევე განსხვავდება მათი დგუშებიც ფორმით. კიდე მოდ-99-ს აქვს ოთხსაფეხურიანი კუადრო სასხლეტი რაც მოდ-90 ს არ გააჩნია
ციტატა
დგუშის სვლაზე თავს ვერ დავდებ მანდაც მგონია რო ერთი და იგივეა, აი ოთხსაფეხურიან კვატრო სასხლეტს რაც შეეხება ეგ 90 მოდელსაც აქვს 80 და 70 -საც...
სხვა დანარჩენში გეთანხმები ყველაფერში მართლა ძალიან კარგი მოდელია და მესიმპატიურება)))))მადლობა ინფოსთვის სიამოვნებით ვიჩალიჩებდი ნიტრო ზამბარაზე უბრალოდ ფასი გამეწელება და ეხა ამ ეტაპზე ფინანსები არ მიწყობს ხელს...
ეხა ველოდები ჩემი თოფის გაყიდვას და ალბათ კროსმანის რომელიმე ეგზემპლიარს შევარჩევ და ჩამოვიტან...
sekurifa
Feb 1 2014, 09:36 PM
ციტატა(bako888 @ 1st February 2014 - 07:40 PM)

აი ოთხსაფეხურიან კვატრო სასხლეტს რაც შეეხება ეგ 90 მოდელსაც აქვს 80 და 70 -საც...
კი ქუადრო სასხლეტი მაგეებსაც აქვს მაგრამ არა ისეთი როგორიც მოდ 95-ს და მოდ 99-ს. მათი ბერკეტების მოდება იფრო შორი ნაბიჯებით არის ვიდრე სხვა მოდელებზე. აქედან გამომდინარე სასხლეტი კაკვის სვლა უფრო რბილია. ფასს რაც შეეხება იმაზე იაფი დაჯდება მგონი რაც ამაზონიდან ჩამოტანა დაგიჯდება, მაგრამ რასაც შენ ფიქრობ ის კროსმანის მოდელიც კარგია.

იმასაც დავწერ რომ ფორუმის სამ წევრს უკვე კროსმანის ბრაკი ნიტროები ჩამოუვიდა ამაზონიდან ამ ბოლო დროს. იმედია გაგიმართლებს. თუ რამე დაზღვევა არსებობს ამაზონზე ისარგებლე ყველაფრით.
CHICO30
Feb 1 2014, 10:00 PM
ზურა დარტყმის ამორტიზაციის სიტემა რომ აქვს კიდე ეგ დაგავიწყდა

და კიდე წონის ბალანსი უკეთესი აქ მოდ 99 ს რაც განაპირობებს ხელიდანაც კარგ ზუსტ სროლებს. მე მქონდა მოდ 99 კი იცის ზურამ და 40 მეტრში ძალიან მაგარ ჯგუფებს აკეთებდა. თითქმის იგივეს ვიმეორებდი რასაც ბენჯამინ დისკოვერი.
bako888
Feb 2 2014, 07:20 PM
ციტატა(CHICO30 @ Feb 1 2014, 10:00 PM)

ზურა დარტყმის ამორტიზაციის სიტემა რომ აქვს კიდე ეგ დაგავიწყდა

და კიდე წონის ბალანსი უკეთესი აქ მოდ 99 ს რაც განაპირობებს ხელიდანაც კარგ ზუსტ სროლებს. მე მქონდა მოდ 99 კი იცის ზურამ და 40 მეტრში ძალიან მაგარ ჯგუფებს აკეთებდა. თითქმის იგივეს ვიმეორებდი რასაც ბენჯამინ დისკოვერი.
და თქვენი მოდ 99 ჩვეულებრივ ზამბარაზე იყო თუ ნიტროზე გქონდათ გადაკეთებული???
ჭკუაში დამიჯდა თქვენი რჩევა ერთადერთი ეგ მაინტერესებს ფინანსურად რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ნიტრო ზამბარაზე გადაყვანა??
geojorjika
Feb 2 2014, 07:28 PM
bako888
10 თუმანი
bako888
Feb 2 2014, 07:38 PM
ციტატა(geojorjika @ Feb 2 2014, 07:28 PM)

bako888
10 თუმანი
ანუ მაგაში შედის ნიტრო ზამბარის ყიდვა ჩამოტანა და გაკეთება ყველაფერი ერთად???
geojorjika
Feb 2 2014, 07:50 PM
bako888 არა თოფის გაგზავნა ზესტაფონში ჩაყენება და გამოგზავნა
bako888
Feb 2 2014, 08:04 PM
მდაა მაშინ ეგ ძვირი სიამოვნება ყოფილა...თუ 100 ლარი მარტო ხელობას უნდა პლუს როგორც მინიმუმ ზამბარა 50$ კი დაგიჯდება და პლუს კიდე რაგაც ნაწილები...
ეგ ფასი 500 ლარს გადასცდება თუ 600 არა (((
geojorjika
Feb 2 2014, 08:05 PM
bako888
ვაახ გაგუგებრად დავწერე ეტყობა
ზამბარიან, ჩაყენებიამ გაგზავნიან გამოგზავნიანად ჯდება 100 ლარი
bako888
Feb 2 2014, 08:15 PM
გთხოვთ ამიხსნათ ავატარის სურათი როგორ შევცვალო...ვჩალიჩობ მაგრამ მაინც ვერ დავაყენე)))
ციტატა(geojorjika @ Feb 2 2014, 08:05 PM)

bako888
ვაახ გაგუგებრად დავწერე ეტყობა
ზამბარიან, ჩაყენებიამ გაგზავნიან გამოგზავნიანად ჯდება 100 ლარი
მე ვერ გავიგე სწორად...მადლობა ინფოსთვის...
მაშინ თუ არ დამზარდებით თქვენი ტელეფონის ნომერი რო მომწეროთ პირადად გაგესაუბრებოდით და უფრო დეტალურად ამიხსნიდით რა და როგორ უნდა გავაკეთო...
geojorjika
Feb 2 2014, 08:19 PM
bako888
შედი ზევით კაბინეტი რომ წერია და მარცხნივ დააკვირდი ჩამონათვალს, იქ იქნება "ავატარის რედაქტირება" დააჭირე მაგას და ატვირთე ავატარი
მოდი პირდაპირ იმ ადამიანის ნომერს მოეგცემ ვინც ამას აკეთებს და ჯობია პირადად მაგან გითხრას რა და როგორ თორემ მე 2 წლის წინ გავაკეთებინე და შეიძLება შეცვალა ფასები
bako888
Feb 2 2014, 08:35 PM
ციტატა(geojorjika @ Feb 2 2014, 08:19 PM)

bako888
შედი ზევით კაბინეტი რომ წერია და მარცხნივ დააკვირდი ჩამონათვალს, იქ იქნება "ავატარის რედაქტირება" დააჭირე მაგას და ატვირთე ავატარი
მოდი პირდაპირ იმ ადამიანის ნომერს მოეგცემ ვინც ამას აკეთებს და ჯობია პირადად მაგან გითხრას რა და როგორ თორემ მე 2 წლის წინ გავაკეთებინე და შეიძLება შეცვალა ფასები
ისე როგორი კმაყოფილი ხარ?? ღირს ჩალიჩი??
geojorjika
Feb 2 2014, 08:52 PM
bako888
ღირს ნამდვილად
bako888
Feb 2 2014, 09:03 PM
ანუ კროსმანის ყიდვას ჯობია ეგრე ვქნა??
)))) მესმის ტვინი გავბურღე)))
მაგრამ კარგი პნევმო მინდა და რაც მთავარია ზუსტი)))))
უკვე დავრწმუნდი რო სიზუსტე მთავარია და არა უაზრო ძალა)))
geojorjika
Feb 2 2014, 09:08 PM
bako888 პნევმატიკაში ეგრე არ არის ერითი იყიდე და მორჩა, გამუდმებით მეტი გინდა და გამუდმებით აპგრეიდს აკეთებ, მერე პცპ მოგინდება, მერე პცპ-ს შორის არჩევას დაიწყებ ეს ჯობია ის ჯობია, მერ ეიმის ტუნინგს , მერ ემიხვდები რომ თურმე ოპტიკაც საჭიროა, მერე უკვე კარგი ოპტიკა გჭირდება და არა ის რაც 100$ ღირს, მერე კიდევ უკეთესის ძებნას დაიწყებ და ა.შ.
bako888
Feb 2 2014, 09:15 PM
ციტატა(geojorjika @ Feb 2 2014, 09:08 PM)

bako888 პნევმატიკაში ეგრე არ არის ერითი იყიდე და მორჩა, გამუდმებით მეტი გინდა და გამუდმებით აპგრეიდს აკეთებ, მერე პცპ მოგინდება, მერე პცპ-ს შორის არჩევას დაიწყებ ეს ჯობია ის ჯობია, მერ ეიმის ტუნინგს , მერ ემიხვდები რომ თურმე ოპტიკაც საჭიროა, მერე უკვე კარგი ოპტიკა გჭირდება და არა ის რაც 100$ ღირს, მერე კიდევ უკეთესის ძებნას დაიწყებ და ა.შ.


ხო რა ეგრეა))) უკვე დავიწყე და ვერ ვჩერდები პატარა ბავშვივით))) ალბათ ბავშვობაში რო დამაკლდა მაგას ვინაზღაურებ ეხა))) ისე ძაან მაგარი მუღამი ჰქონია))თან უკვე მოვინადირე რაღაც რაღაცეები და მაგან ვაბშე გამაგიჟა))))))
ისე პსპ უკვე ვფიქრობ მაგრამ ჯერ ფინასურედ მაგდენს ვერ გავქაჩავ))))
ანუ მირჩევ კროსმანს ჯობია მოდ 99 აბგრეიდი გავკეთო?? და უფროს ზუსტად ისვრის თუ არა დააპგრეიდებული ვიდრე კროსმანი????
geojorjika
Feb 2 2014, 09:24 PM
აპგრეიდი როგორც კროსმანს ისე ჰაცანს და ვაირაუხსაც სჭირდება, რაც გაქვს იმას თუ დეფექტი არაფერი არ აქვს ეგ დააპგრეიდე, კროსმანიც ისეთივე მსაიური მწარმოებელია როგორც ჰაცანი და დეფექტიანი იარაღის შეძენის შანსი იქაც საკმაოდ დიდია, ამიტომ რაც გაქვს იმის აპგრეიდზე იფიქრე , უფრო იაფად გამოხვალ და შედეგს იგივეს მიიღებ შეიძლება უკეთესსაც
sekurifa
Feb 2 2014, 09:30 PM
bako888 - ჰასტან 99 ის ვარიამტი იმით არის უკეტესი რომ თოფს აქ აარჩევ კარგად. ადგილზე შეამოწმებ მის მდგომარეობას. შეამოწმებ ლულის შატკას, ნარეზებს და ასე შემდეგ. ხოლო მერე შიგ ჰაერის ზამბარა რომ გაამართლებს ეგ უკვე დამტკიცებულია
ამაზონიდან კი რომ გამოიწერ არიცი როგორი თოფი ჩამოგივა. წაიკითხავდი ალბათ ჩვენი ფორუმელი ხმელოს თემას ნიტრო 1500-ზე. მას ჩამოუვიდა ბრაკი. ასევე კიდე ორ სხვა ფორუმელს ორი ბრაკი ნიტრო ვენომი ჩამოუვიდა. (პირადად ვნახე) ლულის ჰორიზონტალური შატკები ქონდათ. შენ რომ გინდა ნიტრო ვენომი კარგი თოფია ძამ მაგრამ რისკია დიდი. გრეგორისთან თუ იყიდი სხვა საქმეა. ადგილზე ამოწბებ და დაზღვეული ხარ.
ახლა თუ თვითონ თოფი მოდ-99 ძვირად იყიდე და მერე კიდე ჰაერის ზამბარაზე ფული ახარჯე ავა დიდ თანხაზე თავისთავად. მე რომ ვიყიდე მოდ-99 აღარ მახსოვს 180 თუ 200 ლარი ვივეცი მასში, მაგრამ თოფი უნაკლო იყო. არც შატკა ქონდა და არაფერი. კონდახი იყო ოდნავ გაბზარული და ეგ კი გამოვასწორე.
ერთი სიტყვით თუ თოფს 200 ლარად იყიდი კარგს შატკის გარეშე და მერე 100 ლარს დაახარჯავ ჰაერის ზამბარაზე ძან მაგარი ზედეპე გექნება. მე პირადად თუ ზედეპეს ვიყიდი უეჭველი მოდ-99 იქნება. არვიცი ახლა ვის ხელშია ჩემი ყოფილი დატუნინგებული ჰასტანი თორე გეტყოდი მიხვიდოდი და თვითონ ნახავდი.
bako888
Feb 2 2014, 09:34 PM
ციტატა(geojorjika @ Feb 2 2014, 09:24 PM)

აპგრეიდი როგორც კროსმანს ისე ჰაცანს და ვაირაუხსაც სჭირდება, რაც გაქვს იმას თუ დეფექტი არაფერი არ აქვს ეგ დააპგრეიდე, კროსმანიც ისეთივე მსაიური მწარმოებელია როგორც ჰაცანი და დეფექტიანი იარაღის შეძენის შანსი იქაც საკმაოდ დიდია, ამიტომ რაც გაქვს იმის აპგრეიდზე იფიქრე , უფრო იაფად გამოხვალ და შედეგს იგივეს მიიღებ შეიძლება უკეთესსაც
ჯერ ჯერობით არც ერთი მაქვს და არც მეორე მოდ 99 ყიდვას ვაპირებ ნახმარს მაძლევენ 200 ლარში და ვფიქრობ ნიტრო ზამბარის ჩაყენებას, დააპგრეიდებაში მაგას ვგულისხმობ))
ფასი ერთი და იგივე მიჯდება და დაჟე კროსმანი უფრო იაფი და ვფიქრობ რომელი ავიღო...
geojorjika
Feb 2 2014, 11:15 PM
მდაა, პრინციპში დიდი სხვობა არ არის რომელიც მოგწონს ის აიღე
CHICO30
Feb 3 2014, 10:13 AM
bako888
Feb 3 2014, 02:57 PM
მომილოცეთ ბიჯებო გავყიდე ჩემი GAMO))) ცოტა გული კი დამწყდა ბოლოს ვიგაც კარგმა ტიპმა წაიღო ძაან გასწორებულში იყო))) ეხა ძაან დავიბენი და ვერ გადავწყვიტე როგორ მოვიქცე...
ეხა რეალურად რო დავითვალო 200 ლარი მეორადი თოფი პლუს 100 ლარი ნიტროზე გადაყვანა და პლუს კიდე კარგი ოპტიკა 150 ლარი= 450
მეორე ვარიანტი კროსმან ვენომი მიჯდება 330 ლარი ამერიკიდან
ასე რომ ჯერ ვერ გადამიწყვეტია და თქვენი დხმარებაც დამჭირდება
კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს ჩემი ოპტიკა საღაც 50 60 გასროლის შემდეგ ხარვეზს იძლეოდა...სამიზნეს სადრაც 20 მეტრში 10 კაპიკიანს ვესროდი და 10 დან 8 ვაჯენდი მიზანში...სადრაც 50 გასროლის შემდეგ მაძლევდა ხარვეზს ტყვია მიჰქონდა ოდნავ მარჯვივ ხოლო ვერტიკალურად არ ირღვეოდა..რისი ბრალი შეილება ყოფილიყო???
gregory
Feb 3 2014, 03:30 PM
bako888
Feb 3 2014, 05:15 PM
ეხლა ველაპარაკე ზესტაფონში სოსოს და რავი ჰაცანი ძაან სემიქო კარგი სასხლეტი მექანიზმი აქვსო და საკმაოდ ხარისხიანი თოფია...ზამბარის დაყენება 70 ლარი დამიფასა ყველაფრიანად და კიდე 0,69 გრამიან ტყვიებს 250 მ/წ ვაყენებო სიჩქარეს, რაც ოპტიმალური ვარიანტი არისო სიზუსტის და ძალის შეფარდების მხრივ...სადღაც 30 40 მეტრში ყვავს ხვრიტავსო))))))) არ ვიცი რამდენად მართალს ამბობს მაგრამ საკმაოდ ძლიერი მეჩვენა)) კროსმანის ლულა ისე უფრო ხარისხიანად არისო შესრულებული და სიზუსტის მხრიც კროსმანი ჯობიაო...
თქვენ რას მეტყვით გურუებო?
CHICO30
Feb 3 2014, 05:39 PM
250 მწ საკმაოდ ნორმალური სისწრაფეა სანადიროდ. მერე მეორე მე ჩავაყენე მოდ 99 ში ჰაერის ზამბარა და 295 ით ისროდა 0.69 გრამიან ტყვიას. თუ ისე დააყენებინებ მინჩანინას რომ 270 – 275 ით ისროდეს საკმაოდ კარგ ბალანს დაიცავ ძალასა და სიზუსტეს შორის. ჩემი მოდ 99 ით გაწუნინგების შემდეგ ძალიან კარგ ჯგუფებს ვაკეთებდი. ერთადერთი ზდპ ბში რომელმაც იგივენაირად კარგი ჯგუფები გააკეთა იყო მინჩანინას გაწუნინგებულმა X50 მა მაგრამ ეს უკანასკნელი ზარბაზანია. უზომოდ დიდი და მძიმე. მთავარია ჰატსანს თუ იყიდი დააკვირდი ნარეზებს რომ ბოლომდე მოზდევდეს ლულას და არ ქონდეს რყევა. თუ რყევა აქვს ეგრევე მოეშვი არაფერი გამოვა ეგეთი თოფიდან.
soso66
Feb 3 2014, 05:54 PM
" 295 ით ისროდა 0.69 გრამიან ტყვიას" მაგხელა ენერგია 99 ხაჩიკაზე???.ეგ უკვე 125-ის ეპარხიაა.
CHICO30
Feb 3 2014, 06:49 PM
არა არა სოსოჯან დიდი ხოდი აქ დგუშის მოდ 99 ს და მაღალ წნევაძეც იყო დაყენებული ჩემი ჰაჩიკა. სეკურამ ააწყო ეგ თოფი თავისი ხელით. 250 მწ ს დაჟე მოდ 90 იც მოგცემს.
Gეოჯორჯიკ შენი მოდ 95 ირამდენით ისვრის?
bako888
Feb 3 2014, 07:40 PM
ეხლა ვიყავი მაგნუმში და სამწუხაროდ ჰაცან 99 ყველა გაუყიდიათ((( ასე რომ ეგ ამბავი ჩამეფუშა....
ეხლა რაგაც მოვძებნე და თქვენი აზრი და რჩვეა მჭირდება ნიტრო ვენომთან შედარებით
ამ თოფზე რა აზრის ხართ და ნიტრო ვენომი ჯობია თუ არა???
http://www.pyramydair.com/s/m/Umarex_Octan...ston/3098/6019#
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.