დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 300-400 ლარის ფარგლებში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
ja_ja
migeli85
არ გაეკარო მაგ თოფს smile.gif სერიოზულად დაივიწყე. მაგარი ნაგავი ლითონისგანაა გაკეთებული, მაქსიმუმ 100-150 გასროლის მერე ცვდება ის ადგილი რომელსაც კაკვი იჭერს რომ არ გავარდეს და თოფს ეწყება სამასტრელი.

მიზეზი მარტივია დამზადებულია უწრთობი რკინისგან, ხახუნის დროს უწრთობი რკინა ცვდება და დეფორმირდება შედეგად.....

აქ რამდენიმეს ჰქონდა და ბოლოს მგონი ნაწილებად დაშალეს და გადაყარეს smile.gif
sekurifa
ციტატა(migeli85 @ 9th March 2012 - 11:22 PM) *
ნიუჟელი ერთი და იგივე თოფია?

კი ერთიდაიგივეა.მეც ვნახე და პატრონსაც ველაპარაკე.ორი ცლის ნაყიდი მაქვსო და 50 მეტრში კოკაკოლის თავსახურს ვარტყამ და ხვრიტავსო smile.gif რა ოპტიკა აქვს არიცის ზეპირად biggrin.gif დილით გეტყვიო.
ilariona
ja_ja

კი თაზოს ქონდა კრალი და რავი მგონი 150 გასროლაც ვერ გააკეთა sad.gif ზამბარა ცალკე დაიბრიდა, სასხლეტ იცალკე და რავი რა.

საშინელებაა.
migeli85
გაიხარეთ, გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.
givii
300-400 ლარის ფარგლებში გადასატეხი HATSAN Mod.135 SP magnum.ge ზე დევს 390 ლარი ღირს რას მირჩევთ კაი იარაღია აქედან ვეცნობი იარაღებს დიდი არაფერი გამეგება მაგრამ დიდი სურვილი მაქვს... მაინტერესებს სიზუსტე თუ აქვს და გამძლეობა. ერთადერთი ნორმალური ეგ მოვძებნე სხვა არარაფერია... ან იქნებ ეგაც აღარაა თუ აღარ შემოდის... თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ...
smekosmeko
HATSAN Mod.135 390 კიარა მარტო ჯართის ფასი უნდა ღირდეს თავისი წონის შესაბამისად და ვსიო. თუ მეტი გზა არაა მაში ნახე შეიძლება უფრო ძველი მოდელები ქონდეთ ჰაცანის 90 ან რამე სხვა. 135 უაზრობაა ყველანაერად. პირადი გამოცდილებიდან ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. შეიძლება ეგ 135-იც არიყოს, საიტს შეეშვი და პირადად მიდი მაგნუმში.
givii
გაიხარე... საერთოდ გაქვთ 400 ლარი რას იყიდდით? ან რას მოიმოქმედებდით?
ვერაფერს ვყიდულობ

და მაგნუმსჰი რო მივალ რა ვკითხო? კაი მოდელი რომელია ამ თანხაში? 400მდე
geojorjika
givii

ქარავანში Stoeger X20-ი იყიდე მაგ ფასად მაგაზე უკეთესს ვერაფერს ვერ იყიდი
ja_ja
givii
მაგას ჯობია მაი მარკეტზე გადახვიდე და ნახო კაცი crosman Phantom-ს ყიდის 300 ლარად ოპტიკიანად. ითრიე და იხარე. აქ ხალხს აქვს ფანტომი და კმაყოფილები არიან, ეგ ჰაჩიკას 135-ი კი მხოლოდ ქვაბების, ვედროების და თუჯის ტაფების მოსანადირებლად გამოგადგება. თუ გეგულება სადმე ეგეთი ნადავლი გვითხარი ჯართს მოვინადირებთ და საქართველოს მეტალურგიას ავაყვავებთ biggrin.gif

მოკლედ ბევრი მინუსი აქვს 135-ს საერთოდ ჰაჩიკას მოდელებს 125-ს 135-ს და სუპერ ქაჯური ძალის მქონე 155-ს.

1) წონა
2) ძალა - კი უხარია ბავერს ძლიერიაო, მაგრამ მაგ ძალას რომ შენი სხეულის დაზიანებაც უნდა არავინ უკვირდება, უკუცემის გამო ბეჭი დალურჯებული გექნება და მუდმივად დისკომფორტი გექნება დაჟეჟილობისგან
3) ძლიერი ზამბარა - ძმელია გადასატენად, ლამის ფეხებშუა უნდა დაიჭირო და ორივე ხელით გადატეხო
4) ყანყალი და ხტუნვა გასროლისას - მაგარი ძალის გაწვრთნის და რავიცი რისი პატრონი არ უნდა იყო რომ ეგი ფიშტო ზელში გააჩერო გასროლისას. დახტის იწეთ აქეთ smile.gif
5) დიზელის მუდმივი ეფექტი - და შესაბამისად მანჟეტების გაფუჭება
6) ზამბარის გატყდომა - იმის გამო რომ დიდი ძალა ჰქონდეს ძალიან ხისტი ზამბარაა, რომელიც ამდენ შეკუმშვა გამოკუმშვას და პლიუს ყანყალს ვერ უძლებს და ხშირად ტყდება
7) ტყვიის ზებგერითი სიჩქარით სროლა - შედეგად ტყვია ჰაერის ტალღის გადალახვაზე ხარჯავს ენერგიას და მიზნამდე მისვლის ტრაკი აღარ აქვს, მიზანშიც აღარ მიდის 20 მეტრის მერე ეგეთ სიჩქარეზე


და ასე შედმეგ... მოკლედ ჯობია რკინის კომბალი იყიდო ნაკლებ დისკომფორტს იგრძნობ გამოყენებისას biggrin.gif, ჰაჩიკა უნდა ითრიო ის მოდელეები რომლის ნომრებიც 100-ის ქვევითაა, ეგენი კაი თოფებია, მარა 100-ის და განსაკუთრებით 125-ის ზემოთ... ტიტუუუუუ biggrin.gif
foxi
givii
ჯორგიკას მოუსმინე. სტოეგერი იქს20 stoeger x20. მაგრამმ მაგ უსინდისოებს 450 ლარი უწერიათ,თანაც ოპტიკის გარეშე.
givii
ხო მაგას ვაპირეპ მაგრამ ყველაზე გამძლეა? მაგ ფასის ფარგლებში ცროსმანს ძალიან ჩამოუვარდება ისე აქებთ მაგ ფირმას რო...
givii
თან ნახმარი როა იქნებ რაა აქვს გაფუჭებული და მერეა გაკეთებული.. კარგად არ მესმის მე და ადვილად ოვტყუვდები ალბათ... და კიდევ გთხოვთ Crosman Phantom 1000x და stoger 20x შეადაროთ რა პლიუს მინუსები აქვს?
smekosmeko
ნახე ვინმე ისეთი ვინც კარგად ერკვევა პნევმატიკების მექანიზმნში, მერე მონახე მაიმარკეტზე ეგ იარაღი, დაურეკე, შეხვდი და იმ პიროვნებას შეამოწმებინე. შედეგი: პრობლემა მოგვარებულია.
sekurifa
ციტატა(givii @ 11th March 2012 - 02:02 PM) *
Crosman Phantom 1000x და stoger 20x შეადაროთ რა პლიუს მინუსები აქვს?


სტოგერს აქვს ლულის დასამაგრებელი შურუპი ვიწრო (ფანტომზე არვიცი,მგონი უფრო სქელია) ასევე გამშვები მექანიზმი არააქვს ისეთი კარგი როგორც ფანტომს. ფანტომს თუარ ვცდები 3მმ იანი გამშვები აქვს (ის რაც დგუშს აკავებს დატენვისას) კიდე სტოგერს ტუარ დაშლი და დგუშს შეამოწმებ შეიძლება დეფექტი ქონდეს ქარხნული. (მე პირადად წავაწყდი ასეთ ფაქტს)
ფანტომთან პირდაპირი შეხება არ მქონია მარტო ინეტში მოძიებული ინფოთი ვიცი რაც არის მარა ეგეც საკმარისია რომ სტოგერს შეადაროს კაცმა.
givii
stoger x-20 ამის ყიდვ ღირს ოპტიკა რო არ აქვს.. მითხრეს მესამე თაობის დამიზნების მექანიკური სისტემა აქვსო მოკლედ ღირს მაგის ყიდვა? ან რა ფირმაა? რომელი ქვეყნის
ilariona
givii
თურქულია, მაგას ფანტომი ბევრად ჯობია!

თუ იშოვი ფანტომ კარგი იქნება და თუ ვერა მაშინ გუდვილში აქვთ კიდევ თურქული თოფები, ჰატსანი.

sekurifa
ციტატა(givii @ 13th March 2012 - 09:17 AM) *
ან რა ფირმაა? რომელი ქვეყნის

stoger x-10 რომ დავშალე მადე ინ ჩინა ეწერა smile.gif იქვე აწერია ლულაზე ყველას და ნახე.
foxi
stoger-ის ფირმა არის იტალიური,მაგრამმ აწყობენ ჩინეთში. ისევე როგორც phantom-ს. კარგი თოფია და ნახმარ phantom ს აჯობებს ახალი რა თქმა უნდა. მაგრამ ფასი იკბინება, 450 ლარი უოპტიკოთ ძვირია ჩემთვის. თუ მონსტრი გინდა, მაშინ stoger x50 იყიდე მაგრამმ მიზანში მორტყმა გაგიჭირდება.
givii
http://iaragi.ge/1077-in-geo.html ეს თოფიარ ვარგა? თან ნახევრად ავტომატურია რას იტყვით გამძლე არ არის?
migeli85
ციტატა(foxi @ Mar 13 2012, 01:58 PM) *
stoger-ის ფირმა არის იტალიური,მაგრამმ აწყობენ ჩინეთში. ისევე როგორც phantom-ს. კარგი თოფია და ნახმარ phantom ს აჯობებს ახალი რა თქმა უნდა. მაგრამ ფასი იკბინება, 450 ლარი უოპტიკოთ ძვირია ჩემთვის. თუ მონსტრი გინდა, მაშინ stoger x50 იყიდე მაგრამმ მიზანში მორტყმა გაგიჭირდება.

450 ლარი რატომ? ქარავანში 370 ღირს X20 ოპტიკის გარეშე. გააძვირეს?
nikola_migina
დიდი რამე რო ჩინა ეწერა.... ქროსმანს უსა აწერიია??? კარგი თოფია შტოეგერი და ფული თუ გაქვს იყიდე wink.gif
sekurifa
migeli85 - როგორც ვატყობ შენ ახალი თოფის მუღამი გაქვს და არ გინდა ნახმარის ყიდვა.ხოდა ადექი და შენც ახალი იყიდე. მართალია ძვირს მიცემ მარა ეგ მალე გაგივლის ხოლო ნახმარი მაინც ჩაგჩება ხენჯათ გულში. დღესდღეობით შტოგერის და ჰასტანის გარდა (ჰასტანი ისიც თუ შემორჩა მაგნუმში) ვერაფერს იყიდი ნორმალურს.ხოლო როგორც კი იყიდი იცოდე ეგრევე დეკონსერვაცია გაუკეტე.თუ შენით ვერ იზამ ჩემთან გამოდი და მე მივხედავ.

რაცარუნდა ბჭობა გავმართოთ აქ სხვა ვარიანტი მაინც არ გაქვს ახლებიდან. სანამ ესენიც არი მაღაზიის თაროებზე მოასწარი ყიდვა. კანონი როდის შეიცვლება კაცმა არიცის.
migeli85
ციტატა(sekurifa @ Mar 13 2012, 05:32 PM) *
migeli85 - როგორც ვატყობ შენ ახალი თოფის მუღამი გაქვს და არ გინდა ნახმარის ყიდვა.ხოდა ადექი და შენც ახალი იყიდე. მართალია ძვირს მიცემ მარა ეგ მალე გაგივლის ხოლო ნახმარი მაინც ჩაგჩება ხენჯათ გულში. დღესდღეობით შტოგერის და ჰასტანის გარდა (ჰასტანი ისიც თუ შემორჩა მაგნუმში) ვერაფერს იყიდი ნორმალურს.ხოლო როგორც კი იყიდი იცოდე ეგრევე დეკონსერვაცია გაუკეტე.თუ შენით ვერ იზამ ჩემთან გამოდი და მე მივხედავ.

რაცარუნდა ბჭობა გავმართოთ აქ სხვა ვარიანტი მაინც არ გაქვს ახლებიდან. სანამ ესენიც არი მაღაზიის თაროებზე მოასწარი ყიდვა. კანონი როდის შეიცვლება კაცმა არიცის.


საქმე რაშია იცი, ჩემი სამუშაო გრაფიკის გადამკიდე კვირაში ერთი დღე თუ მოვახერხებ სადმე გასვლას თოფის სასროლად, ხოდა კვირაში ერთი დღის გულისთვის კიდევ დიდი თანხების დახარჯვა არ მინდა. ვფიქრობ, თუ ეღირსა საბაჟოდან პნევმატიკის გამოტანას, ან გრიგოლისგან ავიღებ ფანტომს 360 ლარად ან სულაც მე თვითონ შევუკვეთავ ამაზონიდან და მაქსიმუმ 300 ლარში ჩავეტევი.
თუ არ დაადგა საშველი ამ ოხერ კანონს, მაშინ მომიწევს ან მეორადის ან კიდევ ახალი შტოგერის ყიდვა (ჰასტანისკენ რაღაც არ მიმიწევს გული), სხვა ვარიანტი მართლა არ ჩანს. ისე აპრილის შუა რიცხვებში რამეს უეჭველი ვიყიდი, სააღდგომოდ სოფელში მომიწევს წასვლა და ცოტა გულს გადავაყოლებ, თან ახლა ისეთი ამინდებია, რომც გქონდეს თოფი, მაინც ვერ გამოიყენებს კაცი, ტაკ ჩტო ჟდუ ს ტერპენიემ.
თან ცოტა არ იყოს ავირიე, ამავე თემაში მირჩიეს მეორადი ფანტომის დათრევა ახალი შტოგერის ყიდვას და რა ვიცი, რა ვიცი... აი, ამ თოფს ვუყურებდი http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=2241142 ფორუმელი ყიდის, თუ არ გადაიფიქრა. დღეს მივწერე და ველოდები, რას იტყვის.
ისე ახალი თუ მაინც ახალი ვიყიდე, დეკონსერვაციაზე კი დამჭირდება დახმარება და თუ მაგ ღვთისნიერ საქმეს იზავ, არ დაგრჩები ვალში smile.gif big_boss.gif

sekurifa
ციტატა(migeli85 @ 13th March 2012 - 07:22 PM) *
დეკონსერვაციაზე კი დამჭირდება დახმარება და თუ მაგ ღვთისნიერ საქმეს იზავ, არ დაგრჩები ვალში

ვალში დარჩენა რაშუაშია.მე მაგ დეკონსერვაცია და თოფების დაშლა აწყობა მსიამოვნებს biggrin.gif თან თოფსაც გავეცნობი.ისე თუ შენ სერიოზულად დაგაინტერესა პნევმატიკამ ნახე ჩემი თემა ჰასტან 99 ზე.ზუსტად 300 ლარი დამიჯდა ეგ ექსპერიმენტი და ხოშიანი ფიშტოც მივიღე. 300 ლარში ახლა გაზის ზამბარიანს ვერ იყიდი ვერსად საქართველოში.

givii
თუ შეგიძლიათ მითხარით stroger x-20 da stroger x-10 დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან? და კიდევ ოპტიკის გარეშე ამ თოფებიადნ შევძლებ 40 მეტრში ასანთის კოლოფს გავარტყა... თემას ნუ გადაუხვევთ და ამ ორ კითხვაზე მიპასეუხეთ... მადლობა წინასწარ
sekurifa
ციტატა(givii @ 15th March 2012 - 09:36 AM) *
stroger x-20 da stroger x-10 დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

სიძლიერით განხვავდება,ზომით და წონით.სისტემა ერთიდაიგივე აქვთ.უბრალოდ დგუშის სველა X 20ს უფრო დიდი აქვს და X 10ს მოკლე.მარა მე რომ X10 ვნახე მშვენიერი ძალა ქონდა.ორსანტიმეტრიანი ფიცარი ისე ქირურგიულად გახვრიტა გამიკვირდა. 50 მეტრამდე სანადიროდ მშვენიერია.ნუ ახლა რა სიძლიერის გინდა ეგ შენი გადასაწყვეტია და გვითხარი რა გინდა დავუშვათ რომ მოინადირო სეზონზე.ასევე ღია სამიზნეები აქვს ძალიან სუსტი,ადვილად ტყდება რომ მოგიხვდეს რამეზე.კონდახი კარგი მასალისგანაა და წონაც კარგი აქვს ბალანსისთვის.
კიდევ ერთხელ გეტყვი იმას რომ დგუშზე ვერავინ მოგცემს გარანტიას რომ მიზეზი ექნება შიგნით.ეს რომ დაიშლება მერე გამოჩნდება.ანუ ხდება ისე რომ დგუშს ცალი მხარე ჩამოთლილივითააქვს.კი იმუშავებს მარა მაინც დეფექტია.
კიდე რაც შეეხება ზამბა%u
ilariona
ციტატა
40 მეტრში ასანთის კოლოფს გავარტყა... თემას ნუ გადაუხვევთ და ამ ორ კითხვაზე მიპასეუხეთ... მადლობა წინასწარ


ვინაიდან სეკურიფამ თოფზე უკვე გაგცათ სრულყოფილი პასუხი, მე ზემოთ მოყვანილ ციტატას გავცემ პასუხს.

40 მეტრში ასანთის კოლოფი დადეთ და თუ დაინახავთ საერთოდ სად დევს. აი მაგის მერე დასვით კიდევ ერთხელ ეს კითხვა smile.gif

40 მეტრში ასანთის კოლოფს 3-9 გადიდებით ვეძებთ ხოლმე biggrin.gif რავი ან მე არ ვარ შორს მხედველი ან და არა რეალურად მეჩვნება 40 მეტრში ასანთის კოლოფის დანახვა.

და კიდევ მთავარი:

40 მეტრში შტოგერით რამეზე გარტყმას უნდა დიდი ხანი ვარჯიში, ერთი 500 ტყვიის გასროლა მაინც უნდა, რომ მუღამი დაუჭირო და ემრე ივარჯიშოთ.

იმედია ამომწურავი პასუხია ესეც.

პ.ს

ვინც აოფებს დამერწმუნეთ ისჯება და მეორედ არაა საჭირო მაგის პოსტში მოყვანა.

პატივისცემით,

ილია
ხ.მ.ე.ლ.ო
ilariona

ციტატა
40 მეტრში ასანთის კოლოფი დადეთ და თუ დაინახავთ საერთოდ სად დევს. აი მაგის მერე დასვით კიდევ ერთხელ ეს კითხვა 40 მეტრში ასანთის კოლოფს 3-9 გადიდებით ვეძებთ ხოლმე რავი ან მე არ ვარ შორს მხედველი ან და არა რეალურად მეჩვნება 40 მეტრში ასანთის კოლოფის დანახვა.


შეგედავები და 3X9-თი 40 ში კი არადა 50 მეტრშიც კი ჩანს ბოთლის კრიშკის თავსახური, ასანთის კოლოფი ლოგიკურად უფრო კარგად გამოჩნდება, უბრალოდ შორ მანძილზე ჯვარი ძალიან ქანაობს და ცოტა არ იყოს და ძნელია მასძე გარტყმა თუ იარაღი არ ჩამოაყრდნე რამეს. wink.gif
EnDeL
ციტატა(ilariona @ 15th March 2012 - 11:44 AM) *
40 მეტრში ასანთის კოლოფი დადეთ და თუ დაინახავთ საერთოდ სად დევს. აი მაგის მერე დასვით კიდევ ერთხელ ეს კითხვა

40 მეტრში ასანთის კოლოფს 3-9 გადიდებით ვეძებთ ხოლმე რავი ან მე არ ვარ შორს მხედველი ან და არა რეალურად მეჩვნება 40 მეტრში ასანთის კოლოფის დანახვა.

და კიდევ მთავარი:

40 მეტრში შტოგერით რამეზე გარტყმას უნდა დიდი ხანი ვარჯიში, ერთი 500 ტყვიის გასროლა მაინც უნდა, რომ მუღამი დაუჭირო და ემრე ივარჯიშოთ.


+1


ხ.მ.ე.ლ.ო


ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 15th March 2012 - 02:34 PM) *
შეგედავები და 3X9-თი 40 ში კი არადა 50 მეტრშიც კი ჩანს ბოთლის კრიშკის თავსახური, ასანთის კოლოფი ლოგიკურად უფრო კარგად გამოჩნდება, უბრალოდ შორ მანძილზე ჯვარი ძალიან ქანაობს და ცოტა არ იყოს და ძნელია მასძე გარტყმა თუ იარაღი არ ჩამოაყრდნე რამეს


ციტატა(ilariona @ 15th March 2012 - 11:44 AM) *
40 მეტრში ასანთის კოლოფს 3-9 გადიდებით ვეძებთ ხოლმე
ეგ იმას არ ნიშნავს რომ არ ჩანს 40 მეტრში 3-9 გადიდებით smile.gif ჩანს მაგრამ დამერწმუნე საკმაოდ ძნელად აღსაქმელია smile.gif

მაგრამ ამას თავი გავანებოთ

givii-ს პოსტში 3-9 გადიდების ოპტიკით ასანთის კოლოფის დანახვა/გარტყმის სირთულეზე არ წერია smile.gif აქ საუბარია ოპტიკის გარეშე 40 მეტრში ღია სამიზნით ასანთის კოლოფზე გარტყმაზე..

ციტატა(givii @ 15th March 2012 - 08:36 AM) *
ოპტიკის გარეშე ამ თოფებიადნ შევძლებ 40 მეტრში ასანთის კოლოფს გავარტყა...


საკმაოდ რთულია მეგობარო 40 მეტრში ასანთის კოლოფი ღია სამიზნით დაინახო/გაარტყა თანაც ზედეპეთი..
ხ.მ.ე.ლ.ო
აუჰ, მე მაპატიეთ, ღია სამიზნეზით ხო, მართლაც ვერ გაარტყავ, ნუ ეხლა შორსმხედველი უნდა იყო კარგი და იარაღიც მაგრად უნდა გიწყობდეს ხელს smile.gif
sekurifa
ისე ამ თემიდანაც რომარ მოხდეს დიდად გადახვევა მოდით სხვა თემაში გავაგრძელოთ შორ დისტანციებზე საუბარი ღია სამიზნით.მეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას smile.gif
givii
თქვენ ისე ამბობთ მგონი თურქული ნაგავი ჯობია მაგ თქვენ chrosman და სტოგერებს კი ჯობია:@
kuma
გამარჯობათ stoger_ ს მართლაც რომ მუღამის დაჭერა უნდა ჩემი აზრით და ალბათ ყველა მოდელს. 100 ტყვია გავისროლე ოპტიკა რო გამესწორებინა და მის სულს ჩავწდომოდი)) ზატო 15 _20 მეტრში 10ში ვარტყავ))

350 ლარამდე ცუდი ვარიანტი არააა
ხ.მ.ე.ლ.ო
givii
თურქულ ნაგავს, როგორც შენ ამბობ ქროსმანი ათასჯერ სჯობს, აი სტოეგერზე ვერაფერს ვერ გეტყვი smile.gif
ja_ja
givii
ხ.მ.ე.ლ.ო
იმენნა მუსკულების ტამაშს ჩალიჩობთ და პიპისკების დატოლებას რა. აი მე უფრო გავარტყავ, აი ის ნაგავია მე დავინახავ.... გეყოთ რა ეს თეორიებზე საუბარი და... კაროჩე რა დავინახავ კიდევ ასეთ სისულელეს და ნებისმიერი ჩამოცილდება თემას.
avto866
მოგესალმებითთ..

http://www.walmart.com/ip/Crosman-Nitro-Ve...-Scope/16536074

ამ კონკრეტულ მოდელზე მაინტერესებს რასმირჩევთ? ვინმეს თუგქონიათ? და მინუსები რაააქ?

წინასწარ მადლობა smile.gif

და კიდევ მაგ მოდელზე რატიპის ტყვიებია რეკომენდირებული? ფრინველებზე და მიზანში სასროლად?
CHICO30
და გამოწერით ვერ გამოიწერ მაგას, ვერ ჩამოიტან, აქ არსად იყიდება და საიდან თრეულობ?

ზუსტ და კარგ პნევმოს მე ვყიდი გაზის ზამბარიანს ნახე გაყიდვებში თუ გინდა.

nihontoman
avto866

მე მაქვს ეგ, ოღონ ხის კონდახით და როგორც ჩემი ძმა ამბობს ძალიან მოსწონს მაგ თოფს მძიმე ჯსბ, რაც პრინციპში არცაა გასაკვირი - ბევრ თოფს ეგ ტყვიები მოსწონს.
ბიუჯეტური კლასის ზ.დ.პ.-ეა, გაზის ზამბარით და საკმაოდ ზუსტია. ტავის ფასად მშვენიერია. მაგრამ გამოწერას თუ აპირებ თავი შეიკავე გირჩევნია - დაგიკავებენ საბაჟოზე და უცნობია როდის მოგცემენ...

avto866
nihontoman

მძიმე ტყვიებში რომლები გადის? ესენი http://www.amazon.com/Rabbit-Magnum-15-74-...pd_sim_sbs_sg_6
http://www.amazon.com/Baracuda-Power-10-19...ref=pd_sim_sg_4


არა გამოწერას არვაპირებ smile.gif მაგ ამბების საქმისკურსში ვარ
ხ.მ.ე.ლ.ო
ჭიქებს რო ჰგავს ეგენი არ გამოგადგება მაგისთვის. აი მეორეზე ამბობს nihontoman-ი უეჭველი. 11.65 გრანია და მაგაზე კარგად წავა, ოღონდ მოსპილენძებულს არ გირჩევდი. ერთი კითხვა მაქვს. ყიდვას აპირებ თუ უნრალოდ ინფორმაცია გაინტერესებს მაგის შესახებ? თუ აპირებ კიდე ან საიდან ან კიდე როგორ? biggrin.gif biggrin.gif ჰო მართლა, ამ თემაში ტყვიებს ნუღა განიხილავ ესე აჯობებს wink.gif
nihontoman
avto866
ეგ ორივე მძიმეა, მაგრამ მე აი ამეებზე ვლაპარაკობდი smile.gif

თოფს რაც შეეხება კმაყოფილი ვარ, კარგი რამეა თავის ფასად და თუ შეძლებ აქ ყიდვას კარგი ვარიანტის ბიუჯეტური საშუალო კლასის ზ.დ.პ.-ებში სანადიროდ და გასართობად. მიზანში სროლაც შეიზლება, ოღონდ აქ ყველაფერი შეფარდებითია smile.gif
avto866
ხ.მ.ე.ლ.ო

რაც დავრეგისტრირდი მასმერე ვაპირებ მაგრამ ეხლა უკვე საბოლოოდ გადავწყვიტეე smile.gif


nihontoman

მე უფრო სანადიროდ მინდა. თან მაგფასში ცუდი ვარიანტი არჩანს

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
nihontoman
avto866
სად თოფი მაყიდინეთ და სად ტყვია ამარჩევინეთ?!

მეორეცესერთი რას ისვრით ამ ამაზონის ლინკებს? გაგიჟდით თუ ერთმანეთს აგიჟებთ? თუ ჩვენება გინდათ რაიმეს დააგდეთ სურათი და დასახელება და არა ლინკი...

რას ყიდულობთ მაგეებს ამაზონზე? გვაქვს ამაზონზე და პირამიდზე ყიდვის მწასრე გამოცდილება, ლამის 25$ გამოდის პაჩკის ფასი ჩამოტანის მერე, ამასობაში აქვე მაგნუმში 20 ლარად იყიდება...

აქედან გამომდინარე რას ესვრით ერთმანეთს ამაზონის ლინკებს?

მოკლედ ვუბრუნდებით თოფებს, თორემ ზოგ ზოგიერთებს 9 მაისისთვის ვორნებით გაგამდიდრებთ smile.gif
mister_io
ამ თოფს თავისი მოყოლილი ოპტიკა რამდენად კარგად უძლებს შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ? smile.gif http://myshop.ge/shop_section.php?shop_id=...oduct_id=522061
ja_ja
ნუ შემოვლენ მაგ იარაღის მფლობელები და დაწერენ ზუსტად, მე რამდენადაც ვიცი უძლებს, რადგან ბალანსირებული თოფია, ენერგია უკუცემის მიხედვით და ძალიან მტრულად ოპტიკის მიმართ განწყობილი თოპფი არაა..

საქმე უფრო სხვა შტუკაშია... არის რომ ეგ თოფი რეალურად ადგილზე?
nihontoman
mister_io
რავი ეგ თოფი რამდენიმე წელი მქონდა და არაფერი მოსვლია მაგის ოპტიკას... თან ზაააან ბევრი მაქ ნასროკლი, რამდენიმე ათეული ათასი... უკუცემა იმხელა ნაღდად არ აქვს, რომ რამე გააფუჭოს, თუ რა თქმა უნდა, ოპტიკა მთლა ნაგავი არაა...
zaza1998
მოგესალმებით ყველას.ამ პოსტების კითხვის მერე და მაქამდისაც ძალიან მინდოდა პნევმატური იარაღის ყიდვა, მაგრამ ამდენ იარაღებში არჩევანის გაკეთება ცოტა არ იყოს რთულია, აქ ბევრი რჩევები წავიკითხე და მივხვდი რომ ამ საიტზე არიან გამოცდილი ადამიანები ამ საკითხში, გთხოვთ დამეხმარეთ არჩევაში დაახლოებით 370 ლარამდი თანხაში რომ ჩავეტიო აუცილებლად ოპტიკური სამიზნით რომ იყოს წინასწარ დიდ მადლობას გიხდით thank_you2.gif
sekurifa
zaza1998 - კეთილი იყოს შენი ფეხი პნევმატურ სამყაროში smile.gif შენ ისეთი თანხა დაწერე, თანაც ოპტიკაც გინდა მაგ ფასში (ოპტიკა 70$-არიდან იწყება რომ იცოდე) გრჩება 250 ლარი. ამ ფასად კი მე პირადად ვერ გირჩევ ვერაფერს ახალს. თუ ინფოები უკვე მოიძიე ამ ფორუმზე მაშინ გეცოდინება რომ არუნდა გაეკარო (კრალ- მაგნუმებს, ტორუნებს და სხვა საეჭვო ბრენდებს)

მაგ ფასში შეიძლება ჩაგივარდეს ჰასტანის რომელიმე მოდელი. ჰასტანი ყველას ჯობია იაფიან თოფებში, მაგრამ ყიდვისას კარგად უნდა შემოწმდეს ლულა. ასევე შეიძლება ჩაგივარდეს რუსული მპ-512 (მურკა) ოღონდ მას ტუნინგი დაჭირდება უეჭველი.

რაც შეეხება ტუნინგს. საერთოდ როცა ყიდულობ ზ.დ.პ.-ეს ანუ გადასატეხ პნევმატურ თოფს ასე ვთქვათ თანაც მაგნუმ კლასისას უნდა იცოდე რომ ფოლადის ზამბარაზე ოპტიკა ადრე თუ გვიან გამოვა მწყორბიდან. ასეთ თოფზე უნდა დააყენო ჰაერის ზამბარა. (35$ ღირს) ძან უნდა გაგიმართლოს რომ ფოლადის ზამბარაზე ბოლომდე გაძლოს ოპტიკამ.

მაგრამ შენ ისიც გვითხარი რისთვის გინდა შენ ეგ თოფი? სანადიროდ? საპლინკაოდ? რა დისტანციებზე აპირებ სროლას?
zaza1998
მადლობა. სანადიროდ მინდა მსხვილ ფრინველებზე და შეიძლება წვრილ ცხოველებზეც ამჟამად მაქვს ერტი პნევმატიკა იმას ჩვეულებრივი ოპტიკის სამაგრი აქვს გრამ რავიცი ჯერ არ მორყეულა უკვე 1 თვეა რაც დავაყენე ამ პნევმატიკის მოდელია Winchester model 800x ასე აწერია ეს იარაღი კარგად გამომადგა მაგრამ მაინც მინდა ყიდვა კარგი თუ არ ექნება ოპტიკა ამას მოვხსნი და დავუყენებ ისე უოპტიკოდ რას მირჩევთ მეგობარო. ჰატსან 99-ზე რას იტყვი?

თან მაგ ჰათსანს ოპტიკის სამაგრი კარგი აქვს მგონი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.