piva ციტატა(piva @ 9th November 2009 - 04:40 PM)

ანუ ეს ფიშტო არის ჩინური ხო? მერე ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ ერთ თვეში გაბანძდა და დაყვინთაო, მაგრამ ის იყო ერაყიდან ჩამოტანილი, 50$ ად იყიდესო და ზუსტად ეს მოდელი იყო თუ არა დანამდვილებით ვერ მეუბნევა, გავდაო :-)
ნუ ჯერ პრივეტები. კეთილი იყოს შენი ფეხი, მეორე კი...
ვიცი ის ჩინური ფიშტო, მგონი მაიმარკეტზე იყიდებოდა, გამყიდველს ისეთი ენით ეწერა რომ გასაგები იყო გაგებაში არ იყო რას ყიდიდა

, საერთოდ ეგ თოფი არის ამერიკული კომპანიის პროდუქტი crosman-ის
ესეც მაგათი საიტი აგერაა კონკრეტულად
მაგ თოფის გვერდი, რაც შეეხება ჩინეთს, მგონი ნაწილი დეტალებისა მართლაც ჩინეთში კეთდება, მაგრამ არა იმ ჩინურ კოოპერატივებში ჩვენთან რომ იყიდება სხვადასხვა სახის ნაგავი, ან თუნდაც ის ნაგავი თოფი რომელიც დუბაიდან იყო ჩამოტანილი. ბოლო-ბოლო მთელი კომპიუტერები ჩინეთში იწყობა, მთელი მობილურები, მაგრამ თუ კონტროლით კეთდება, მაშინ ყველაფერი საკაიფოა, ხოლო თუ სადღაც ჩინურ პადვალში.. ნუ მაშინ...
კროსმანს პროსტა წარმოების ნაწილი აქვს ჩინეთში გადატანილი და პადვლის სასტავს არამგონია ამუშავებდეს. კროსმანისაა ფანტომიც, დისკოვერიც, მარადიორიც და აბა ჰკითხე ამ თოფების პატრონებს თუ აქვთ რაიმე სახის პრეტენზია. დისკო ერთერთი შედევრია PCP-ში, ბიუჯეტური, იაფიანი, მაგრამ შედევრი და ზუსტადაც რომ ჩინეთში იწყობა, მხოლოდ მარადიორის აწყობა გადაწყვიტეს პირდაპირ შტატებში, დისკო კი პირდაპირ ჩინეთში მზადდება, მაგრამ მიუხედავად ამისა მშვენიერი ფიშტოა.
მოკლედ ჩინეთი მკიდია, მაგრამ განსხვავება უნდა არსებობდეს, სიტყვა ჩინეთი ჩვენთან საგინებელი გახდა

ერთის მხრივ სწორეც არის, მაგრამ ყველა პროდუქტის მიმართ არ ამართლებს ეგ მიდგომა. ნუ იმედია შინაარსს მიმიხვდი რისი თქმა მინდოდა.
ახლა რაც შეეხება მაგ თოფს. მეჭირა ხელში, კაი რაღაცაა, განსაკუთრებით სასიამოვნოა ხის კონდახი, მე პირადად პლასტმასისას მირჩევნია, სხვათა შორის მაგის გამო ღირს გაცილებით ძვირი, ვიდრე იგივე Phantom 1000X, თუმცა სუფთა სანადირო თვალსაზრისით პლასტიკატის კონდახი ჯობია იმიტომ რომ ნაკლებად იკაწრება და სინესტე და ჭუჭყი მაგას არ აწუხებს, ანუ უფრო მარტივი მოსახმარია და არ სჭირდება გაწმენდა, მიხედვა.
მოკლედ მართლაც გაქვს 2 არჩევანი, ერთი Phantom 1000X მეორე Remington® Summit. გააჩნია ფინანსებს, და საქმისადმი მიდგომას, ნუ თუ აიღებ Phantom 1000X-ს მაშინ დარჩენილ თანხაში 2 კოლოფ ხარისხიან ტყვიებს აიღებ, ხოლო თუ აიღებ Remington-ს მაშინ ტყვიებზე დამატებით უნდა დაიხარჯო.
მოკლედ აზრი არ აქვს მაგ ორი თოფიდან ერთერთი იყიდო და მერე თურქული 2 და 3 ლარიანი ტყვიებით ისროლო.