დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 300-400 ლარის ფარგლებში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
sekurifa
ციტატა(zaza1998 @ 26th November 2012 - 04:36 PM) *
პნევმატიკის მოდელია Winchester model 800x ასე აწერია ეს იარაღი კარგად გამომადგა მაგრამ მაინც მინდა ყიდვა

მშვენიერი თოფი გქონია რასერჩი? ესეიგი შენ მაგაზე ძლიერი გდომებია ასე გამოდის ხო? ჰასტან 99 კარგია ძან, კარგი კიარადა საუკეთესოა ამ კლასში მარა სად ნახავ მაგას. ეგ მოდელი ძალიან ჭირს და სხვებიც ეძებენ. დავარდება თუარა მაიმარკეტზე ეგრევე იყიდება. ახალს კი ვერსად ნახავ. ჰასტან-95 იც იგივეა ოღონდ ლულა რიჩაგით არ ტყდება რა.

ხოლო თუ მართლა სიძლიერე გინდა მაგ ფასად მარტო ჰასტან 125 ან 135 ჩაგივარდება მარა ვაი მასეთ სიძლიერეს smile.gif

შენ თოფს რას უჩივი? მაგან 50 მეტრში თავისუფლად უნდა მოინადიროს საშუალო ზომის ფრინველი და მცირე ბეწვიანი ცხოველიც. ხოლო თუ შენ იხვებზე გინდა ნადიროდა მაშინ მაგას პ.ც.პ. უნდა.

ნუ ჰასტან 125 - ებსაც ხმარობენ იხვებზე და კურდღელზე ჰაერის ზამბარით მარა რავი აბა.

CHICO30
ჰატსანს მეც ვეძებ თუ სადმე იპოვი ძალიან კარგია 95 იც და 99 იც. ორივე მქონდა მე პირადად. ოღონდ აუცილებლად ჰაერის ზამბარით უნდაა გააწუნინგო.
zaza1998
რავიცი მაინც მინდოდა ახალი იარაღი თბილისის მაღაზიებში ვერ ვიშოვი ჰატსან 99 ს? და კიდევ რა მაინტერესებს ამ ჰატსან 99 და ჰატსან 95 შორის გასატენია მარტო სხვაობა?


ჰაერის ზამბარით გაწუნინგება რას ნიშნავს არ ვიცი
sekurifa
ციტატა(zaza1998 @ 26th November 2012 - 05:08 PM) *
და კიდევ რა მაინტერესებს ამ ჰატსან 99 და ჰატსან 95 შორის გასატენია მარტო სხვაობა?

ხო ეგაა. ჰასტან 99-ის ლულა პატარა რიჩაგით ტყდება. ძან პრაქტიკული და მოსახერხებელია. ლულას არ ჭირდება ხელის ჩამორტყმა გადასატეხად და თავისთავად ლულის ვიბრაციაზეც მოქმედებს გასროლისას.

ჰასტან 95 კი ხელის ჩამორტყმით ტყდება. შიდა სისტემა ზუსტად ერთნაირია. კონდახებშია კიდევ უმნიშვნელო განსხვავება რა.
zaza1998
ანუ ჰატსან 95 -ის შოვნის ალბათობა უფრო მეტია ხო?


აი ასეთი თოფი მაქვს მე http://www.google.ge/imgres?q=air+rifle+wi...680&bih=959

შენც ეს იგულისხმე ხო?
sekurifa
ციტატა(zaza1998 @ 26th November 2012 - 05:17 PM) *
ანუ ჰატსან 95 -ის შოვნის ალბათობა უფრო მეტია ხო?

ნუ შეიძლება ესეც ითქვას რა. ჭირს ეს მოდელები. იშვიათად ვარდება ძან.
zaza1998
ფანტომ 1000 იქსზე რას იტყვი ჯობია მაგ ჰატსანს და იშოვება საქართველოში?
sekurifa
ციტატა(zaza1998 @ 26th November 2012 - 05:22 PM) *
ფანტომ 1000 იქსზე რას იტყვი ჯობია მაგ ჰატსანს და იშოვება საქართველოში?

კარგია ძან. ძალა შენს თოფს და ფანტომს ერთნაირი აქვს. ახლა საერთოდ ჭირს ნორმალური თოფები. უნდა იყო დაყარაულებული მაიმარკეტზე რა. მაღაზიებში ვერაფერ ვერ იყიდი კაის. ასე რომ უნდა ელოდო თუ რამე ჩავარდება.

იხვებზე ზ.დ.პ. მაინც არ გამოგადგება. კარგად აწონ-დაწონე რისთვის გინდა თოფი და ისე იყიდე.
zaza1998
არა იხვებზე არ მინდა უფრო გვრიტზე, ქედანზე, ჩხართვზე, ყვავზე სანადიროდ მინდა და ცხოველებიდან კიდე კურგელზე

უფრო სწორედ ჩემი თიფი Winchester 800x კი არა winchester 1000Sb არის
sekurifa
ციტატა(zaza1998 @ 26th November 2012 - 05:44 PM) *
უფრო გვრიტზე, ქედანზე, ჩხართვზე, ყვავზე სანადიროდ მინდა და ცხოველებიდან კიდე კურგელზე

ამ ჩამონათვალში ბოლოს რომ გიწერია ის სად უნდა ნახო დამჯდარი და გაშეშებლი smile.gif მაგ ყველაფერს შენი თოფი თავისუფლად გაუმკლავდება 50 მეტრში. კურდღელი კი საეჭვოა მაგით და საერთოდ პნევმატიკით მაგაზე სად უნდა წახვიდე?

საერთოდ ზ.დ.პ. არის 50 მეტრისთვის რა. ნადირობის დროს კი ეგ მანძილი გიორმაგდება ასე ვთქვათ რადგან ხან ხელიდან ესვრი და ხან ჩამუხლული. შენი თოფით არაფერი მოგინადირია საერთოდ? რას უჩივი დაწერე. სიზუსტეს? თუ ძალას?
smekosmeko
კაცო იხვზე, კურდღელზე, ქედანზე, ყვავზე და ბატზე შესაძლებელი რომ ყოფილიყო პანტომით ნადირობა პცპ-ს კიარ ვიყიდდი. zaza1998 გითხრა რეალური? შენ ჩამოთვლილებზე სანადირო არაა ეგ იარაღი. მასე ჩემი იჟ38-იც ახერხებდა ყვავის და ქედნის მონადიებას მაგრამ ანუ მაგარი იყო იჟ 38-ი სანადიროდ? რათქმაუნდა არა. ხვდები რას ვამბობ? 98-იანი ხარ ალბათ ხო? იმიტო გეკითხები რომ ჯერ პრაკტიკა არ გაქვს ნადირობის თუ ესეა. თანდათან დააგროვებ გამოცდილებას და მერე მიხვდები რომ ფანტომით არ ხდება ეგეთი რაღაცეების მონადირება. ვიმეორებ ჩემი იჟ 38-იც ნადირობდითქო მაგრამ დასკვნა გააკეთე შენ. ვნადირობდი თუ ვიტანჯებოდი? smile.gif sekurifa-ამ გირჩია 50 მეტრიო მაგრამ რეალურად 30 მეტრის იქეთ უკვე 10-დან 3-ს ვერ გაარტყავ. 50 მეტრზე კი აქვს ძალა მაგრამ... შურდულები იყიდება მაღაზიებში (25 ლარი) და იცი 50 მეტრში ეგ რომ მოხვდეს ქედას რას უზამს? მაგრამ მიდი მოარტყი.
zaza1998
ჩემი თოფით მომინადირია დაახლოებიტ 15 გვრიტი 5 ქედანი 6 გარეული მტრედი 1 xxxxxx 1 xxxxxxx დაახლოებით 35 შაშვი 10 ჩხართვი და დაახლოებით20 კულუმბური ეს ჩამონათვალი რამოდენიმეჯერ შემდგარ ნადირობაზეა


რავიცი მიზანი ძაან ზუსტია ოპტიკა გავასწორე დღეს ძაან მაგრად 10 იანს არ ამიცილებია 15 მეტრიდან გავასწორე დაახლოებით და შორიდანაც სწორად მიაქვს ცოტა არ იყოს ძალა დაუსუსტდა და არ ვიცი როგორ აგვადგენინო

ეს თოფი ვიყიდე 2 წლის წინ და ახალი ნაყიდი რომ მქონდა უბანში ერთი ძაღლიც მყავს მოკლული გაცოფდა და ყველაზე იწევდა 25 მეტრიდან გააგორა დაახლოებით 25 კილო იქნებოდა ის ძაღლი biggrin.gif

კი 98 იანი ვარ რავიცი მე იმიტომ მგონია ფანტომმი კარგი რომ იძახიან და ვიდეო მასალაც მაქვს ნანახი და მართლა ძლიერი პნევმატიკებიც კი არსებობს მაგრამ ძაან ძვირია და მაგის საშუალება არ მაქვს ახლა ნამდვილად და დაახლოებით 380 ლარამდის თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ რამე მადლობელი ვიქნები

იხვზე და ბატზე ნამდვილად არ ვაპირებ ნადირობას. არც კურდღელზე მგონია წავიდე მაგრამ შეიძლება წავიდე არ ვიცი სპეციალურად მაგისთვის ნამდვილად არ მინდა

გაფრთხილება ადმინისტარციისგან - ნებისმიერი გაკვრითი ბრაკონიერობის მიმანიშნებელი ტექსტი და შემდეგში მკაცრი სანქციები გატარდება, წითელი წიგნი მაინც გადაიკითხე!
smekosmeko
xxxxxxxxx და xxxxxxxxxx რომ მოინადირე ვერ ვიტყვი კარგიათქო. 25 მეტრი თუ გაწყობს მაშინ კარგია ფანტომი, შოვნა თქვი შენ.

გაფრთხილება ადმინისტარციისგან - ერთი თუ შეცდომას უშვებს იგივეს ნუ გაიმეორებთ, სხვა თუ არაფერი არსებობს საშუალება ადმინისტრაციას ან მოდერატორს შეეხმიანოთ რომ ხარვეზი გაასწოროს და საყოველთაო ბჭობაზე არ იყოს გადაკოპირებული ბრაკონიერობის თემატიკა
zaza1998
25 მეტრზე მეტ მანძილზე არ შეუძლია გვრიტის მოკვლა?
sekurifa
zaza1998 -- თუ შენს თოფს ლულის შატკა არააქვს აკიდებილი მაშინ შეეშვი სხვა თოფებს. ძან კარგი თოფი გაქვს და მაგაზე მეტს სხვა მაინც ვერ გაგიკეთებს ვერაფერს. ჩააყენე შიგ ჰაერის ზამბარა და ვეღარ იცნობ შენს თოფს. სიზუსტე მოემატება და ორმაგად გასიამოვნებს.

რაც ზემოთ დაწერე იმის მეტი რაგინდა ზ.დ.პ.-ესგან ?
zaza1998
კარგი გასაგებია მაგრამ შატკა რა არის არ ვიცი და ჰაერის ზამბარა რა არის როგორ უნდა ჩავაყენო ეს მითხარი boredom.gif unknw.gif
sekurifa
უი სულ გამომრჩა აქ ხომ გურიჩა ყიდის თავის სტოგერს ჰაერის ზამბარით და ჰაერის მომკვეთი ნადულნიკით. როგორც ვიცი თოფი ახალია და ძან ძლიერი. ნახე აბა ეგ თემა. მაგაზე უკეთესს ამწუთას მაგ ფასში ვერაფერს იყიდი.
ja_ja
zaza1998
PM-ი მოგწერე შენს პოსტთან დაკავშირებით, თხოვნაა გადაიკითხო და დამიდასტურე იგივე PM-ით, რომ წერილი მიღებულია და შემოთავაზებული ტექსტი გათვალისწინებული იქნება.
ilariona
ja_ja
არ ვიცი რა მიწერე პმ-ში, მაგრამ მაგ ადამიანს კანონით სულ მცირე ერთ კვირიანი ბანი უნდა ჰქონდეს.

წლოვანება?
minchanin
ციტატა(zaza1998 @ 26th November 2012 - 07:18 PM) *
zaza1998

[quote name='zaza1998' date='26th November 2012 - 07:18 PM' post=101652]
ჰაერის ზამბარა რა არის როგორ უნდა ჩავაყენო %E

ვერ გავიგე რატომ ნაწილობრივად ჩასვა ჩემი პოსტი. მინდოდა მეთქვა რომ ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2413 ან აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1968
zaza1998
მოგესალმებით ყველას. რჩევა მჩირდება ვინც იცით რომელი ვარიანტი ჯობია Phantom 1000X - Quest 1000X თუ Remington Vantage? წინასწარ დიდი მადლობა
minchanin
ორივე კარგია.
Niku7a
მოკლედ მეგობრებო
მირჩიეთ თოფი
სასურველია ნიტრო პისტონის სისტემაზე რადგან ბევრი + აქვს
ოპტიკასაც არ ერჩის და ა.შ.
ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და დღესდღეობით რომელია კარგი მოდელები იქნებ ლინკები დაყაროთ smile.gif
WARNer brother
Niku7a
ცოტას მივამატებდი შენ ადგილას და კაი ვაირაუხის, ზდპ ს ვიყიდიდი...
საშვილიშვილო იარაღებია, უუმაღლესი ხარისხი, უზუსტესი...
Niku7a
ციტატა(WARNer brother @ Sep 4 2013, 02:41 PM) *
Niku7a
ცოტას მივამატებდი შენ ადგილას და კაი ვაირაუხის, ზდპ ს ვიყიდიდი...
საშვილიშვილო იარაღებია, უუმაღლესი ხარისხი, უზუსტესი...

ზდპ ჯობია?
შეგიძლია ვიზუალურად მაჩვენო, სურათი ან ლინკი smile.gif
WARNer brother
ნიტრო პისტონიც ზედეპე სისტემაა, უბრალოდ აირის ზამბარით, უფრო ეფეკტურია ნიტრო...
http://www.google.ge/search?q=HW+95+de+lux...ih=487#imgdii=_
Niku7a
WARNer brother
ა ხო მართალი ხარ smile.gif
ეს კონკრეტული მოდელი ნიტროა ხო?
ო მაგათი ფასი 300$-400$ მდეა
ასეთი ძვირიც არ მინდა smile.gif
ამაზე ოდნავ ნაკლები, ერთი საფეხურით ქვევით რა გავქვს?
WARNer brother
არა ეს კონკრეტული არაა ნიტროზე...
ეგ მოდელი 850 გელა ღირს მაგნუმში...
WEIHRAUCH HW 85 ღირს - 800 გელა...
სმეკოსმეკო
giorgi555
Niku7a
იყიდე ჰატსან-95, ან კიდევ უკეთესი 99 მოდელი. დაგიჯდება სადღაც 240-270 ლარი. მინჩანინს დააყენებინე ჰაერის ზამბარა - დაგიჯდება დაახლოებით 70 - 80 ლარი. რეალურად 30 - 35 მეტრში ინადირებ იხვამდე ფრინველზე. თუ კარგი მსროლელი ხარ შეგიძლია 50 მეტრზედაც.
satana
მაგ ფასში დაითრევ აი ამას მე გამოვიწერე ეხლა და უკვე გზაშია http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Venom-...ords=NITRO+GUNS 60 ლარი ჩამოტანის ხარჯი და ეგაა.
Dave
satana

კაცურად სახელი გადაირქვი რა smile.gif
hendrixus
მოკლედ, ბოლო - ბოლო ჩემი სია შევამცირე 2მდე - 1.ჰატსან 125; 2. ფანტომ 1000... გთხოვთ, მოკლედ მირჩიეთ რამე smile.gif თემა წაკითხული მაქვს...
რაც მაფიქრებს და მომწონს არის ტყვიის სიჩქარე, ჰატსანს უწერია 366 და ფანტომს 305. ფასი ორივე ერთია - 350 ლარი ოპტიკით.
gela
hendrixus
ციტატა(hendrixus @ 31st October 2013 - 04:15 PM) *
მოკლედ, ბოლო - ბოლო ჩემი სია შევამცირე 2მდე - 1.ჰატსან 125; 2. ფანტომ 1000... გთხოვთ, მოკლედ მირჩიეთ რამე თემა წაკითხული მაქვს...
რაც მაფიქრებს და მომწონს არის ტყვიის სიჩქარე, ჰატსანს უწერია 366 და ფანტომს 305. ფასი ორივე ერთია - 350 ლარი ოპტიკით.


ჰაცან 125 ახლავე დაივიწყე, მაგაზე სისულელე და უდანიშნულებო იარაღი არ არსებობს, სიზუსტე მაგას არ გააჩნია და გადასატენად საშინელებაა, თან ხელში დახტის ბაყაყივით, ფანტომი კარგია თუმცა მაგ ფასში არის უკეთესებიც. მაგალითად ეს vantage რომელსაც ჩვენი ფორუმელი და კროსმანის წარმომადგენელი ბატონი გრიგოლი ყიდის,
ბოლოს და ბოლოს ნიტრო პისტონით არის,ზამბარაზე ბევრად ჩუმია, ნაკლები ატდაჩით და ამასთანავე დიდი სიმძლავრით, მეტი სიზუსტით, რაც შენს მიერ ჩამოთვლილ თოფებს ყველა ასპექტში ჯობნის. ეს ჩემი აზრია და არა მარტო ჩემი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი ბიჭებიც გეტყვიან.
EnDeL
hendrixus

ციტატა(gela @ 31st October 2013 - 05:33 PM) *
ჰაცან 125 ახლავე დაივიწყე

+1
როგორც ვიცი ჰაცანის 100-ს ზევით მოდელების ყიდვა არ ღირს. მართალია პირადად მე არ მქონია შეხება, (რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ ფორუმელების smile.gif ) მაგრამ ძალიან ბევრისგან მსმენია რომ ძლიერი უკუცემა აქვს, ოპტიკებს პრობლემას უქმნის, ასევე ძალიან რთულია შორ მანძილზე მიზანს მოარტყა და კიდევ ბევრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს... ამის არაერთი მაგალითი ყოფილა აქ ფორუმზე...

ფანტომი დასაწყისისთვის მართლა კარგია... ჩემი პირველი თოფი იყო, ძლიერი უკუცემა არ აქვს და ძალაც კარგი აქვს, მაგრამ
ციტატა(gela @ 31st October 2013 - 05:33 PM) *
მაგ ფასში არის უკეთესებიც

აქვე ბატონ გრიგოლთან შეგიძლია ვანტაჟი აიღო, (ლინკი დევს ზემოთ) რომელსაც ჩვეულებრივი ზამბარის მაგივრად ჰაერის ზამბარა აქვს, რისი წყალობითაც ბევრად შემცირებული აქვს ვიბრაცია და ხმა. გადატენვა ბევრად რბილია, ასევე ბევრად მომატებული აქვს ენერგიაც. ფანტომის და ნებისმიერი ჩვეულებრივი ზამბარიანი თოფებისგან განსხვავებით საათობით შეგიძლია დატოვო გადატენილი - რაც ნადირობისას ძალიან მოსახერხებელია.
მოკლედ ეგ ფიშტო (ვანტაჟი) ფანტომისგან განსხვავდება მხოლოდ ორი რაღაცით: კონდახითა და ჰაერის ზამბარით. დამეთანხმები რომ მშვენიერი აფგრეიდია smile.gif

მოკლედ საერთო ჯამში გამოვიდა რომ იგივე გავიმეორე რაც gela -მ გირჩია უკვე... აიღე ვანტაჟი და გაცილებით კმაყოფილი იქნები შენი ფიშტოთი wink.gif
giorgi555
ციტატა(endel @ 31st October 2013 - 06:20 PM) *
როგორც ვიცი ჰაცანის 100-ს ზევით მოდელების ყიდვა არ ღირს

ჰაცან 105
okela84
EnDeL
ციტატა(endel @ 31st October 2013 - 06:20 PM) *
როგორც ვიცი ჰაცანის 100-ს ზევით მოდელების ყიდვა არ ღირს.

+1

125-ით ნადირობას ჯობია ქვები ჩაიყარო ჯიბეში და ისე წახვიდე სანადიროდ smile.gif
hendrixus
gela
EnDeL

დიდი მადლობა ორივეს. დამეხმარეთ. ამ მოდელებს შორის თქვენი რჩევა 1 სიტყვით და ვსიო, აღარ შეგაწუხებთ მეტს smile.gif
1. ვანტაჟი - http://iaragi.ge/30021-in-geo.html
2. ნიტრო ვენომ http://iaragi.ge/dusk-in-geo.html

რამდენადაც ვხვდები განსხვავება მხოლოდ ფერშია.. იქნებ სხვა რამე მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა?
EnDeL
ვანტაჟს აქვს ღია სამიზნე, მოყვება ოპტიკა ფიქსირებული ჯერადობით 4, ოპტიკის სამაგრი რელსი მერცხლისკუდი, აქვს ხის კონდახი და ღირს 360 ლარი
ვენომს არ აქვს ღია სამიზნე, ოპტიკა აქვს ცვალებადი ჯერადობით 3-9, ოპტიკის სამაგრი რელსი ვივერი, პლასმასის კონდახი, ლულაზე რეზინი იოლი გადატენვისთვის და ღირს 450 ლარი


მეტ განსხვავებას ვერ ვიხსენებ scratch_one-s_head.gif
hendrixus
EnDeL

ანუ საბოლოოდ რომელს მირჩევ? ოპტიკა რომელი ჯობია?
smekosmeko
ციტატა(hendrixus @ Nov 1 2013, 09:47 AM) *
EnDeL

ანუ საბოლოოდ რომელს მირჩევ? ოპტიკა რომელი ჯობია?


ოპტიკა ჯობია ვენომის და ჩემი სეხედულებით ვიდზეც უკეთესია ვენომი. ძალა ერთნაერი აქვთ და სიზუსტეც. თუ თანხის პრობლემა მგაქვს მაშინ იაფიანი აიგე იმიტო რომ მხოლოდ ვიზუალურადაა სხვაობა.
cat
ეს ვარიანტი არ გინდა?

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2688

500 ლარზე ჩამოვედი უკვე sad.gif
bako888
ბრატცი როგორ მირცევთ როგორც ფირმა ბენჯამინი ჯობია თუ კროსმანი??????????

მეგობარმა ბენჟამინი მირჩია ხარისხით გაცილებით ჯობიაო???

თქვენ რას ფიქრობთ????????
gela
ციტატა(bako888 @ Jan 10 2014, 01:43 PM) *
ბრატცი როგორ მირცევთ როგორც ფირმა ბენჯამინი ჯობია თუ კროსმანი??????????

მეგობარმა ბენჟამინი მირჩია ხარისხით გაცილებით ჯობიაო???

თქვენ რას ფიქრობთ????????


ბენჯამინი იგივე კროსმანის პროდუქციაა, ასე რომ...
ja_ja
bako888
აი ახლა რა იკითხე იცი smile.gif smile.gif ნუ აი ხიზილალა ჯობია თუ იკრა smile.gif smile.gif ნუ ერთი ფეხებია ბლინ და ის შენი მეგობარი კი ნამეტნავა კარგად ერკვევა მაგ საქმეში smile.gif

კროსმანი უშვებს თოფებს რამდენიმე მარკით, ისეთები როგორიცაა თვითონ Crosman, და დალშე Benjamin, Remington, Sheridan, Marlin, ასევე კროსმანს ეკუთვნის სავაჭრო ნიშანი CenterPoint.

ანუ ყველა ეს მარკა არის, ერთი კომპანიის მფლობელობა, გადაწყვიტავს ამ თოფს მოდი ბენჯამინი დავარქვათ ამას რემინგტონი, იმას ტრახმატრუგა და ასე შემდეგ, პროსტა შეიძლება 1 მოდელის თოფი სამ სახელად გამოუშვას და ხშირად ეგრეც აკეთებს, სასტავი კი მერე ერთმანეთს უმტკიცებს არა მე რომ ბენჯამინი ვიყიდე ის უფრო კაია, მეორე ვენებს იჭრის არა კროსმანი რომ მაქვს ეგ უფრო მაგარია, მესამე მოვა და ამბობს ორივეს რემინგტონი იხევს ეს ჯობიაო, ამასობაშ კიდევ ყველა ერთი და იგივეა, პროსტა ზოგს იმ ოპტიკას აყოლებს ზოგს ამას, ზოგს პლასტმასის კონდახს უკეთებს ზოგს ხისას და ხალხს ჰქონია ვითონ და განსაკუთრებული მოდელებია smile.gif

არ მოტყუვდე ძირიტადად ერთი და იგივეა. აგერ შედი კროსმანის საიტზე და ყველა ზემოთხსნებულ მარკას აღმოაჩენ მაგ საიტზე smile.gif
WARNer brother
ja_ja
ოღონდ ახლა ამ კაცმა არ გაიგოს ასე რომ ყველა კროსმანი ერთნაირია...
bako888
ისე ძირითადად ბენჟამინის სახელით უკეთეს მოდელებს უშვებს ხოლმე კროსმანი...
PCP ებს და ა.შ
bako888
დღეს ვიყავი გრიგოლისთან სანახავად იარაგების მაგრამ სამწუხაროდ მარტო ბენჟამინი ნიტრო ჰქონდა დარჩენილი და ხელში რო დავიჭირე თქვენი სიტყვები გამახსენდა რო ამბობდით მძიმე თოფია და მოუხერხებელიაო...მერე მაგნუმში შევიარე და ერთი ბიჯი იყო იყო მოსული რამოდენიმე დღის წინ ბენჟამინ ნიტრო უყიდია და თავს იწყევლიდა რამ მაყიდიაო ჩიტებს ვესროლე სკვაზნოი გავიდა და არ კვდებიან ფრინდებიანო))))))))
iorama
bako888
აი მანდ კიდევ ტყვიებია შესარჩევი და არსადაც არ გარინდებიან.

და სროლაც სასწავლია:-)
bako888
ხო იმ გამყიდველმაც ეგ უთხრა ტყვიები გაკ შესარჩევიო)))
bako888
ბრატცი როგორც გავიგე 1 იანვრიდან საბაჟო კონტროლი მკაცრდებაო და პნევმატურებს ხო არ ეხება რამე???????
geojorjika
ციტატა(bako888 @ Jan 10 2014, 10:11 PM) *
ბრატცი როგორც გავიგე 1 იანვრიდან საბაჟო კონტროლი მკაცრდებაო და პნევმატურებს ხო არ ეხება რამე???????


თუ შეიძლება მიმართვა შეცვალე, ბრატცი, სასტავი და მისთანები არ გვინდა. თან მითუმეტეს შენი ასაკის აქ ნაკლებად არის ხალხი და მეორეც არა მგონია ვინმეს იცნობდე, + ჩემი თხოვნა იქნება ფორუმის წესებს გადახედო

რას ნიშნავს მკაცრდება? კონრეტულად რა მკაცრდება? აღრიცხვა? რაიმე ნივთებზე კონტროლი თუ რა?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.