ბაიკერი ციტატა(ბაიკერი @ 9th October 2016 - 11:28 PM)

სულ მაინტერესებდა ეგ. კონდენსატი არ იქნება შიგნით ხო? სულ სუფთას იმატებს მაგ წონას?
შენ რავა სულ წყალზე გაქვს თვალები დაფაციცებული

... არაა ბალონში წყალი და ნესტი

აკი ადრე დავწერე უყენია შესაბამისი ფილტრები თქვა კომპრესორს... პროსტა სასუნთქი ჰაერის ფილტრს არ ვცვლი მეთქი, ანუ ძვირია და არ გვჭირდება... დაივერებს რომ ვუტენიდე მაშინ ფილტვებში ჩავიდოდა მიკრო რაოდენობით ზეთის მიკრო ნაწილეკები, რომელიც არც ჯანმრთელობისთვისაა გადასარევი, სულ რომ 1 მოლეკულა იყოს, და რაც მთავარია გემო თუ სუნი ეძლევა ზეთით ეგეთ ჰაერს, მაგრამ არამც და არამც წყლის ნესტი და კონდენსატი
maqsimusa ციტატა(maqsimusa2 @ 10th October 2016 - 08:52 PM)

კონდესატი თბილი და ცივი ჰაერის ურთიერთქმედების შედეგად არ წარმოიშვება? თბილი ბალონი (იმ წუთის დატუმბული) სიცივეში მოხვედრისას, წარმოშობს კონდესატს და იცვარება გარედან.
მე რომ შენი ფიზიკის მასწავლებელი ვიყო თავს ჩამოვიხრჩობდი

რაღაც მიმართულება გაქვს სწორი, მაგრამ მერე რატომღაც არეულ დარეულ დასკვნებს აკეთებ

ანუ მაგალითად... დავტენე ბალონი თბილი ჰაერით და დავდგი ბალკონში.... გაცივდა და შენი თეორიით ესეიგი კონდენსატი უნდა გაიკეთოს, მაგრამ სად? შიგნით თუ გაკეთ?
- შიგნით ვერ გაიკეთებს იმიტომ რომ ჰაერი მშრალია ჩატუმბული, ხოლო გარეთ ვერ გაიკეთებს იმიტომ რომ თბილიდან გარემო ტემპერატურაზე გადასვლა მკვეთრი არაა (ანუ ძალიან მოკლე დროში არ ხდება)...
კონდენსატი ედება ბალონს თან ნებისმიერს, იქნება ეს ბუნებრივი აირის, დაჭირხნული გაზის, უბრალოდ ჰაერი, ჟანგბადის, დაჟე ნებისმიერი სპრეი, თუ საღებავი, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც უკვე დატენილ და დასტაბილიზირებული ტემპერატურის შემდგომ ჩქარა ახდენ ბალონის შიგნით განთავსებული აირის გამონთავისუფლებას....
აი ამ დროს ბალონი ცივდება, ხოლო გაციების დროს, გარემო ატმოსფეროში მყოფი ნესტი ცივ ზედაპირზე შეხებისას აკუმულირდება და ან ყინულის, ან წყლის წვეთების სახით მოგვევლინება

მაგრამ ისევ და ისევ მხოლოდ გარემოში არსებული ნესტიდან წარმოიქმნება კონდენსატი და არა შიგნით მშრალად არსებული აირიდან რომელშიც კონდენსატი ფიზიკურად არაა და მიუხედავად ბალონის კედლის გაციებისა, როგორც გარედან ასევე შიგნიდან... ნუ პროსტა ვერაფერი კონსენსირდება მის შიდა კედლებზე წყლის ორთქლის ფიზიკურად არ არსებობის გამო....
რავი მგონი ნამეტანი არ ჩამიხუჭუჭებია
gigi30 ციტატა(gigi30 @ 11th October 2016 - 09:40 PM)

და რაიმე გადამყვანით რომ გაზზე მომუშავე ავტომანქანიდან ბუნებრივი გაზით დაიტენოს თოფები?
ნუუუ რამდენიმე ფაქტორია ხელის შემშლელი

პირველი გადამყვანის ცალკე ღირებულება...
მეორე, თვითონ სადგური რამდენად დაგთანხმდება
მესამე, გასროლისას სუნი და შესაძლო აალების შემთხვევა
სახლში გაზით გავსებული ბალონის შენახვა... ნუ რავიცი შეიძლება ზოგისთვის პრობლემა არაა მარა....