ja_ja
Aug 18 2016, 12:46 PM
არ ვიცი, ჯერ ჩავიდეს მოსკოვში, და წესით კრივაში 2-3 რეისია აქეთო და ერთერთზე რომელზეც მოახერხებს მისვლას და გამოყოლებას ეგ იქნება რა....
kaka8079
Aug 22 2016, 12:25 AM
ხვალ დავარეკინებ ჩემს ბიძაშვილს გადამზიდავ კომპანიაში და გავარკვევინებ თუ სადაა ამანათი,ისე ყველამ ვიცით რომ მოსკოვი არაა პატარა ქალაქი და მიუხედავად ჩვენი თხოვნისა,ამანათი მივა საკმაოდ შორს ადრესადიდან ანუ ქალაქ ხიმკებში)))ნუ ეას იზამ ამხელა ხარჯია გაწეული ამ ნაწილებზე და მოუწევს იმ.საცოდავს იქამდე მისვლა და მერე ჩვენსკენ გადმოგზავნა,მოკლედ იმედია ხვალ სიახლეებს შემოგთავაზებთ.
ja_ja
Aug 22 2016, 01:37 PM
ეხლა კაკოიემ ვაიბერით გადმომიგდო სურათები, და მთხოვა დამედო, მე გარეთ ვარ გასული და მობილიდან მაგას ვერ გავაკეთებო..
მოკლედ ჩაიდა დღეს ჩვენი კომპრესორის დეტალები დანიშნულების ადგილზე და აგერაა მირებული ნაწილების სურათები:





ეხლა ველოდებით აქეთკენ გამოგზავნას და აიდააა

მოკლედ მადლობა კაკოიეს და მამუკას ამ კაი საქმეში დახმარებისთვის....
kaka8079
Aug 22 2016, 01:48 PM
მალევე გამოვაშვებინებ ბიჭებო ცოოოტაც მოვითმინოთ.
gregory
Aug 22 2016, 02:07 PM
pilotina
Aug 22 2016, 05:25 PM
ოოოო, მაგარიააააა!!!
ერთი დროზე ჩადგეს მწყობრში კომპრესორი, თვარა გამძვრა სიქა ნასოსის კაჩაობით
ja_ja
Aug 22 2016, 10:17 PM
kaka8079
Aug 24 2016, 10:47 AM
წესით დღეს უნდა გაირკვეს თუ როდის მოაღწევს ჩვენამდე ამანათი.
gregory
Aug 24 2016, 06:34 PM
მგონი მალე იქნება
userman
Aug 24 2016, 06:48 PM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 22nd August 2016 - 11:17 PM)

ამდენ ნანადირევს რომ დებ აბა რა გგონია

არ გაგიგია ენერგიის შენარჩუნების კანონი

რაც იმათ ენერგია უნდა დეეხარჯათ შენ დაგახარჯინეს

ანუ ჩიტები გააზაპრავკებდნენ ?
kaka8079
Aug 25 2016, 03:18 PM
მოკლედ დღეს დაიარეს ჩემმა ბიძაშვილებმა მოსკოვის ავტოსადგურები და თბილისისკენ მომავალ ავტიბუსს ვერ მიაგნეს,უფრო სწორად არ დგანან სადგურზე,დილით სადღაცა კუკუ ადგილას დადგებაო მითხრესო 6 საათზე და იქაც მივალოო,თუ არ იქნა ვაი შენ და შენს პორშინებსო)))ამ პატივისცემის სანაცვლოდ კი უჩვეულო რამეს მთხოვს,ალბათ გაგეცინებათ და შემწვარი მწყერი გამომიგზავნეო,ფანტაზიის თავი მას არ გააჩნია და ეგ რამ მოაფიქრა ნამდვილად არ ვიცი)))ნუ როგორ მზადდება მწყერი გასაგზავნად კი ვიცი,თოფიც მაქვს,ძაღლუკაც მყავს მაგრამ აი მანქანა არა მყავს და ხომ.არავის გაქვთ სურვილი სანადიროდ წასვლისა?
pilotina
Aug 25 2016, 04:58 PM
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 25th August 2016 - 04:18 PM)

ხომ.არავის გაქვთ სურვილი სანადიროდ წასვლისა?
მე მაქვს. საღამოთი შემეხმიანე, მეცოდინება ხვალე თავისუფალი ვარ თუ არა. თუ კი დილიდან გავგაზოთ
kaka8079
Aug 25 2016, 06:10 PM
pilotina
კაი კი იქნება მალევე თუ გეცოდინება,იმიტომ რომ თუ ვერ წავალთ მწყერზე ჩემს ხოხობს შევპირდი მონადირებას,ის კიდევ დილის 5 ზე არ გამიღებს გალიის კარებს გამოსაქცევად)))პმ-ში მომწერე ნომერი.
kaka8079
Aug 25 2016, 10:40 PM
მდაა ნადირობაც არავის უნდა,ვსიო მორჩა წავედი გადავინაცვლე მეზობელ ფორუმზე)))))
gregory
Aug 26 2016, 12:10 PM
1 სექტემბრამდე კომპრესორი ააგუგუნეთ თორემ მწყერს და ხოხობს განახებთ მე
userman
Aug 26 2016, 12:32 PM
kaka8079 მარკეტებში მწყრების მეტი რაა . იყიდე და გაუგზავნე

.
koba1973
Aug 26 2016, 12:51 PM
ციტატა(userman @ 26th August 2016 - 01:32 PM)

მარკეტებში მწყრების მეტი რაა . იყიდე და გაუგზავნე .
ეგ და გარეული მწყერი ისე განსხვავდება როგორც სოფლის და მარკეტის ქათამი.
koba1973
Aug 26 2016, 01:40 PM
თან არამგონია მოსკოვის მარკეტებში მწყერი არ იყოს.
kaka8079
Aug 26 2016, 02:13 PM
არა რუსეთი რომ ქვეყანა არაა ეგ დიდი ხანია ვიცი მარა მთლა თუ ასეთი უკუღმართი იყო არ ვიცოდი,მოკლედ რეების გაკეთება და სად წასვლა და რამდენჯერ მაგას არ დავწერ,მოკლედ დეტალები.ორშაბათს თბილისში იქნება.რუსებს რა???
gregory
Aug 26 2016, 03:14 PM
ციტატა(kaka8079 @ 26th August 2016 - 03:13 PM)

.ორშაბათს თბილისში იქნება
kaka8079 შენ გაიხარე კაკოიე! მაგარი ხარ რა
kaka8079
Aug 26 2016, 03:24 PM
gregory ლუდი დავლიოთ თუ 300 გასცდება ჰაერის წნევა,თუ არა და ერთი კაცის სისხლი უნდა დაგალევინო-
gregory
Aug 26 2016, 05:49 PM
ციტატა(kaka8079 @ 26th August 2016 - 04:24 PM)

ლუდი დავლიოთ თუ 300 გასცდება ჰაერის წნევა,თუ არა და ერთი კაცის სისხლი უნდა დაგალევინო
kaka8079 ისევ ლუდი მირჩევნია
ja_ja
Aug 26 2016, 06:46 PM
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 26th August 2016 - 04:24 PM)

კაცის სისხლი უნდა დაგალევინო
ეგ მე ხომ არ ვარ
kaka8079
Aug 28 2016, 09:40 PM
ja_ja
გაემზე ხვალისთვის)))
kaka8079
Aug 29 2016, 02:39 PM
ხალხო ჩამოვიდა კომპრესორის სათადარიგო ნაწილები,საღამოს მივუტან ჯაჯას,იმედია დღესვე ამუშავდება.
ja_ja
Aug 29 2016, 03:02 PM
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 29th August 2016 - 03:39 PM)

იმედია დღესვე ამუშავდება
ვინ გითხრა

მაგას ახლა 2-3 კვირა დამჟავება უნდა
gregory
Aug 29 2016, 09:23 PM
არის ასრულადა 300 ბარი
koba1973
Aug 29 2016, 10:05 PM
გილოცავთ.
mister_io
Aug 29 2016, 11:14 PM
მოსალოცად ყოფილა საქმე რაც თქვენ მაგას ეწვალეთ,

გილოცავთ
ბაიკერი
Aug 30 2016, 02:58 AM
გილოცავთ ხალხო. ძალიან გამიხარდა.
ძია გრიგორის ასობად ვულოცავ. და წარმატებებს ვუსურვებ
userman
Aug 30 2016, 07:11 AM
ღმერთმა ქნას ემუშავოს უსასრულოდ დიდხანს....
როგორც ვიცი ეგ კომპოზიტური ბალონი არის 8 ლიტრიანი და რა დრო დასჭირდა მაგის დატენვას ?
Multi-Tool
Aug 30 2016, 07:44 AM
გილოცავთ ხალხნო. ეხლა მთავარია არ გააცივოთ, სულტენვაში გქონდეთ.
gregory
Aug 30 2016, 08:08 AM
დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის

ციტატა(userman @ 30th August 2016 - 08:11 AM)

ღმერთმა ქნას ემუშავოს უსასრულოდ დიდხანს....
სამწუხაროდ ყველაფერს აქვს თავისი რესურსი და არც თუ ისე დიდი

ციტატა(userman @ 30th August 2016 - 08:11 AM)

როგორც ვიცი ეგ კომპოზიტური ბალონი არის 8 ლიტრიანი და რა დრო დასჭირდა მაგის დატენვას ?
ეს ბალონი 7 ლიტრიანია( უფრო სწორედ 6,8), დატენილი იყო 200 ბარზე და სადღაც 8-10 წუთი მოუნდა 300-ზე ასვლას
Power_VANO
Sep 19 2016, 04:12 PM
OMG, OMG, რა კარგი ამბავია!
ja_jaმისტერ, ფინანსებიც ამბავი როგორაა, მოიტა ანგარიშის ნომერი პმ-ში და გამოგიგზავნი მეც გელა ძიებს და მერე ბალონსაც მოვაცუნცულებ გასავსებად
ბაიკერი
Sep 20 2016, 12:42 AM
ასუშიწელის ამბავში როგორაა ეს კომპრესორი? ანუ მშრობიც ავს თავისი? თუ უცვლით ხოლმე?
მითუმეტეს ზამთარი მოდის ტენით იქნება ჰაერი სავსე
ja_ja
Sep 20 2016, 09:03 AM
აქვს... დაივინგის კომპრესორია და გათვლილია სასუნთქი ჰაერის შეკუმშვაზე, ანუ კაკრაზ ყველა შესაბამის სპეციფიკაციას აკმაყოფილებს...
საქმე მეორეა საშრობი კი აქვს და ვიყენებთ, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ დაივერები არ ვართ არ ვცვლი ნახშირის კარტრიჯებს რომელიც ლამის 300 ევრო ღირს და ნუ აი ტყუილა ჰაერში გასროლილი ფულია, რადგან ეგ კარტრიჯი ჰაერიდან მიკრო ნაწილაკებს აცილებს, როგორიცაა მტვერი, ზეთის ანაორთქლი და ასე შემდეგ...
ბაიკერი
Sep 20 2016, 12:53 PM
ძალიან კაი. ნასოსი წყალს ასხამს იმდენ კონდენსატა იგროვებს და თOფი მეცოდება. და როდიდან იქოქრბა ისევ კომპრესორი? ზეთი უნდა შეგწეცვალა როგორც ვიცი
ja_ja
Sep 21 2016, 08:29 AM
ნუ ალბათ 2-3 დღეში....
ზეთი კი ჩამოვიდა ორშაბათს, მაგრამ კაკოიეს არ გამოუტანია ჯერ აქეთკენ, ორშაბათს მე ვგულაობდი დაბ დღეზე, გუშინ რაცხა ვერ აეწყო

იმედია დღას ხვალ გამოვიტან, თორემ პარასკევს 1 კვირით ვქრები მენა
ბაიკერი
Sep 21 2016, 01:06 PM
პრუჟინიან თოფზე უნდა გადავიდე რა. ან კომპრესორი ვიყიდო
ja_ja
Sep 21 2016, 01:34 PM
ბაიკერი თორემ შენც ახლა 5 ბალონი გიდევს და რა უქნა არ იცი....

ბალონი გააქვს ჯერ?
userman
Sep 21 2016, 02:00 PM
ბალონი თუ არ აქვს თვითონ თოფს არ დაუტენი ?
ბაიკერი
Sep 21 2016, 02:59 PM
ველოდები რომ ჩამოვალ გაზაპრავკებული წავიღო პირდაპირ. იცის ძია გრიგორიმ
userman
რაღაც თოფის კომპესორებიიყიდება 300 ბარამდე უბერავს და კინაღამ ეგ ვიყიდო :დ 250 დოლარი გამოდის
ja_ja
Oct 9 2016, 09:58 AM
ნუ ხალხს ვამცნოთ რა ხდება

მოკლედ კომპრესორი აწყობილია და მუშაობს, უკვე რამდენიმე ბალონი დავტენე კიდევათაც.
ამასობაშI გრიშამ რამდენიმე ბალონი მოიტანა დასატენად, ნუ გასაყიდები რაცაა ბარემ რომ დატენილი იყოსო და მეთქი რაზეა ბაასითქვა,.,, მარა რაცხა საინტეროსო დაკვირვება გამომივიდა... დავტენი ხოლმე ბალონებსმ ჩახვსნი და გადავდებ გვერდზე, ავიღებ ახალს და ნუ აი მომკალით და აშკარად წონა იგრძნობა ხელში რომ ნაკლები აქვს

ნუ მეთქი მე ვურიკინებ

დღეს გრიშა იყო ჩემთან ამოსული და მაგასაც შევადარებინე ცარიელი ბალონი და 300 ატმოსფეროზე დატენილი, აღმოჩნდა რომ არაფერი მელანდება და გრიშაც განსხვავებას გრძნობს

აქამდე ეგეთ რაღაცას არ დავკვირვებივარ, რადგან აქამდე რამდენიმე ერთნაირი ბალონი ერთად არასდროს მოსულა ჩემთან, ეხლა კი გრიშას ჩამოტანილი ბალონების გამო გამოჩნდა ესეთი შესაძლებლობა...
ჩავუჯექი ინტერნეტს და გაირკვა რომ არც თუ ისე პატარა წონა ჰქონია ჰაერს... კერძოდ 1 ლიტრი ჰაერი იწონის 1.25-დან 1.29 გრამამდე

ახლა მარტივად ვიანგარიშოთ, გრიშას ბალონები არის 6.8 ლიტრიანი, და 300 ატმოსფეროზე შიგნით ჩაეტევა 6.8x300-ზე ანუ 2040 ლიტრი ჰაერი ეტევა ბალონშI, დარჩა მხოლოდ 1.29-ზე გამრავლება და გამოვიდა რომ ბალონი დატენვის მერე მძიმდება 2630 გრამით ანუ 2 კილო და 630 გრამით

მდააა აქამდე არასდროს ამ ფაქტს არ დავკვირვებივარ

აწი წონით ხომ არ დავიწყო ბალონებიუს დატენვა
gregory
Oct 9 2016, 10:03 AM
ja_ja
აბა 2,5 კგ-ს როგორ ვერ ვიგრძნობდით?!
ისე ეგ თეორიული გამოთვლები პრაქტიკაში არ გინდა განახორციელი? არ გაქვს რაიმე სასწორისმაგვარი?
pilotina
Oct 9 2016, 11:22 AM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 9th October 2016 - 10:58 AM)

გამოვიდა რომ ბალონი დატენვის მერე მძიმდება 2630 გრამით ანუ 2 კილო და 630 გრამით
აკი გითხარი, ვა როგორ დამძიმდა მეთქი ბალონი სულ პირველად რომ დამიტენე, მარა გაგეცინა შენ.
P.S. თუმცა მე გავიღადავე და მართალი არ აღმოჩნდა ?!
ბაიკერი
Oct 9 2016, 10:28 PM
სულ მაინტერესებდა ეგ. კონდენსატი არ იქნება შიგნით ხო? სულ სუფთას იმატებს მაგ წონას?
maqsimusa
Oct 10 2016, 07:21 PM
კონდესატი ალბათ მაინც წარმოიქმნება გარკვეული რაოდენობით, იმიტომ რომ დატუმბვის დროს ბალონი თბება კი არა და შეიძლება ითქვას რომ ცხელდება, შესაბამისად სითბო და სიცივე ერთად, წარმოქმნის კონდესატს, ბალონის გარედან ყოველშემთხვევაში შეიმჩნევა და აი შიგნით რა ხდება დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი. მეთანის შემთხვევაში ეგრეა და უგივე იქნება ამ შემთხვევაშიც.
gregory
Oct 10 2016, 07:25 PM
2 ლიტრა კონდესატს რომ ტენიდეს ბალონში, მაშინ 3 დატენვაში კი გაავსებდა ბალონს

გათბობა და კომდესატი ერთმანეთთან რა შუაშია? კომპრესორს ფილტრები უყენია, რომლებიც ჰაერს აშრობდს და ისე ტენის. გათბობა კი შეკუმშვის გამო ხდება...
maqsimusa
Oct 10 2016, 07:52 PM
ციტატა(gregory @ 10th October 2016 - 08:25 PM)

2 ლიტრა კონდესატს რომ ტენიდეს ბალონში, მაშინ 3 დატენვაში კი გაავსებდა ბალონს
რა თქმა უნდა ეგრე არ არის თორემ ნამდვილად ეგრე მოხდებოდა
ციტატა(gregory @ 10th October 2016 - 08:25 PM)

გათბობა და კომდესატი ერთმანეთთან რა შუაშია?
კონდესატი თბილი და ცივი ჰაერის ურთიერთქმედების შედეგად არ წარმოიშვება? თბილი ბალონი (იმ წუთის დატუმბული) სიცივეში მოხვედრისას, წარმოშობს კონდესატს და იცვარება გარედან.
ციტატა(gregory @ 10th October 2016 - 08:25 PM)

გათბობა კი შეკუმშვის გამო ხდება...
ნამდვილად ეგრეა, მოლეკულები აქტიურდება დატუმბვის დროს შედეგათ წარმოიქმნება სითბო, ამ დროს წნევა უფრო მაღალია და იკლებს ნელნელა გაცივებასთან ერთად, იმდენათ რამდენათაც თბება დატუმბვის დროს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.