ბაიკერი სლუში მანდ საქმე სხვა არის, თუ საჭიროა ავხსნი და იმედია ყველა გავიგებთ რაც ხდება (ყველანაირი უკუ აზრების გარეშე, იმედია სწორედ გამიგებ და არანაირ წყენას ადგილი არ ექნება):
1) ეს არ არის პირადად ჩემი კომპრესორი, არამედ არის საერთო ფულით ნაყიდი და სანამ ყველა მონაწილეს თანხმობა არ იქნება (ვინც შეძენაში მიიღო მონაწილეობა), ვერ მოხერხდება უცხო და გამოუცდელ ხელოსანთან მიტანა.
2) არ არის მოსახერხებელი გორში წაღება წამოღება, ხოლო თუ გატანებაზეა საუბარი, ნუ გვიწყენ, მაგრამ... ნუ ცოტა ძნელია საერთო ქონების გატანა სადღაც, თან არ ვიცით ვის ხელში უნდა მოხვდეს
3) აქ წინასწარ ვეებერთელა ბოდიშს გიხდი, ვიცი რომ კაის გვთავაზობ, მაგრამ.... ნუ არ ვიცით რა კომპრესორებთან აქვს კაცს შეხება და რა დონის მცოდნეა....
ახლა რაც შეეხება კომპრესორსესე იგი შაბათს 3-ჯერ დავშალე კომპრესორი და დიდი ალბათობით პრობლემის მიზეზს მივაგენი. ამის შესახებ ვიდეოს გადავიღე, რამდენიმე ნაწილია გასაერთიანებელი. ავკრიფავ ერთად და დავდებ, პროსტა ნორმალურად ენას ვერ ვატრიალებ ვიდეოში, იმიტომ რომ პაპანაქება სიცხეში 3-ჯერ ამ მაგინის დაშლა აწყობა - მოქმედებს რა
საერთო სურათი შემდეგია - კომპრესორს აქვს 4 საფეხური, ეტაპობრივად ერთიდან მეორეში, მერე მესამეში და ბოლოს მეოთხე საფეხურში გადადის ჰაერი.
პირველი საფეხური - პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია და მუშაობს ხელითაც რომ ვაჭერ გამომსვლელ მილს საკმაოდ კარგად იგრძნობა ჰაერის წნევა
მეორე საფეხური - ნუ ამ საფეხურს ჰქონდა პრობლემა, კალცოებზე და ცილინდრზე, ორივე ამასწინათ ვიყიდეთ საერთო ძალებით და გამოვცვალეთ, რაც გასასწორებელი იყო გავასწორე, შეიძლება ითქვას იდეალურ მდგომარეობაშია
მესამე საფეხური - ცილინდრს აქვს ჟანგისგან მინი რაკუშკები, მაგრამ დიდი არაფერია, დგუშს კი ერთი პლასტიკატის კალცო აქვს ფაფუჭებული, მაგრამ ეგ კალცო გამოვცვალე, ხოლო რაკუშკები დიდ პრობლემას არ უნდა ქმნიდეს, რაღაც გავლენა რა თქმა უნდა ექნება, მაგრამ არა კოშმარული, ასე რომ იდეალურ მდგომარეობაში შეიძლება არ არის, მაგრამ 100%-ით მუშაა მდგომარეობაშია
მეოთხე საფეხური - ამის ეჭვი მღრღნიდა, მაგრამ უბრალოდ ძალით თვალს ვხუჭავდი ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაზე პატარაა, ყველაზე ძვირია და ცალ-ცალკე ნაწილებად არ იყიდება. ნუ არ მინდოდა არაფრის დიდებით დამეჯერა რომ მაგას რამე სჭირდა და დიდი იმედი მქონდა რომ ეს საფეხური არ ატრაკებდა, მაგრამ....
მოკლედ ამ საფეხურში არის, ფოლადის ცილინდრი და ასევე ფოლადის დგუში (მაგნიტით შემოწმებულია და ორივე მაგნიტს იკრავს, ასე რომ შავი მეტალურგიაა გარანტირებულად), არასტანდარტული ისაა რომ ამ მეოთხე საფეხურის დგუშს არ აქვს კალცოები, პირდაპირ მუშაობს რკინა რკინაზე, ანუ კი ხვდებით რამდენად იდეალურად მიმუშავებული ზედაპირები უნდა იყოს დგუშსა და ცილინდრს შორის. ამასობაში ამ დგუშს დატანილი აქვს ღარები, რომელიც ბევრს აბნევს, მაგალითად გრიშას დრემდე ეჭვები აქვს და სჯერავს რომ მაგ ღარებში რაღაც რინგები უნდა იჯდეს


აქ მოყვანილ სურათზე სხვისი გატეხილი მეოთხე საფეხურია,, ჩვენი მთელია, მაგრამ გაცვეთილია, ეს სურათი დავაგდე მხოლოდ იმისათვის რომ ჩანდეს ამოჭრიილი ღარები. ბლო 2 დღეა აქტიურად ვკითხულობ ამ ღარებზე და რაღაც ინფოები უკვე გამოირკვა:
1) მეოთხე საფეხურს ქარხნულად მართლაც არ აქვს არანაირი კოლცოები (ამომივიდა ეს რუსული სიტყვა ყელში და შემდეგ ადგილებში ქართულად დავწერ "რგოლებს")
2) ქარხნულად გათვლილია რომ ეს ღარები არის ზეთის ცირკულაციისთვის და ზეთის თხელი ფენა თან აძლევს დგუშს მოძრაობის საშუალებას თან ეს უთხელესი ზეთის ფირი ქმნის ჰაერის ბალიშიც წინააღდეგობისთვის საჭირო შემაკავებელ ბალიშს თუ რაღაცას...
3) ეს მეოთხე საფეხური განთავსებულია კომპრესორის ყველაზე ქვედა მხარეს, გამოთიშვისას ჩერდება ზეთის კარტერის იმ ზღვარზეო სადაც ზეთის ზედაპირიაო (ამას ქარხნის წარმომადგენელი წერდა ერთერთ ფორუმზე), და მაგ დროს თუ დიდხანს არ ამუშავებდით კომპრესორსო, ზეთში გინდა არ გინდა მინი კონდენსატი ყოველთვის არისო (შედეგად ზეთის ზედაპირზე გქოვდება წყლის წვეთებიო და კაკრაზ მანდაა ეს დგუშიც გაჩერებული), შედეგად ეს მეოთხე საფეხურის დგუშის უკანა ნაპირი (პირველ ღარამდე) იკეთებს ჟანგის პლიონკასო და მერე ან ხაზავს ცილინდრს და ცვითავსო მუშაობისასო, ან თუ დიდი ხნით იყო კომპრესორი გათიშულიო, მაშინ შეიძლება საერთოდ გაჭედოს მაგ დგუშმაო და მაშინ ერთერთ ღართან ტყდება მეოთხე საფეხურის დგუშიო.... (ზემოთ სურათზე მოყვანილი გატეხილი მეოთხე საფეხური სწორედ გაჭედვის მიზეზია)
ნუ ადრე სულ ვწერდი რომ ბევრგან ამოვიკითხე კომპრესორის დიდხანს გაჩერება უმუშევრად არ შეიძლებაო, მაგრამ ნუ ფიზიკურად არავის არაფერი ჰქონდა დასატენი და ტყუილა რატომ ჩამერთო ხოლმე, თან არანაირი ასეთი ინსტრუქცია კომპრესორს არ მოყოლია (ეს ინფორმაციების დაგროვება ნელ-ნელა მოხდა გამოცდილებასთან ერთად, მაგრამ უკვე გვიან), შედეგად ეგეთს ვერაფერს ვიფიქრებდი. ისევე ვერ ვიფიქრებდი ვერანაირად იმას რომ მეორე საფეხურში დგუშის ერთერთი განმსაზღვრელი რგოლის ღარი არ იქნებოდა ნორმლურად ამოჭრილი და ცილინდრს დაკაწრავდა...
მოკლედ კი არ მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ვარიანტი დარჩა მეჩალიჩა მეოთხე საფეხურზე.
პირველი რაც თავში მოვიდა, ის იყო რომ დგუშზე არსებული ღარები ამომევსო რამით და გამეტესტა რა შედეგს მომცემდა....
პირველი თავში რა თქმა უნდა მომივიდა ფტოროპლასტის რგოლების გამოჩარხვა... დავშალე კომპრესორის მეოთხე საფეხური, და გავზომე, დგუშის გარე დიამეტრი იყო 9.7 ხოლო ღარი იყო 8.7 მილიმეტრი, ანუ სულ 1 მილიმეტრია დიმეტრებში სხვაობა, შედეგად რადიუსი 0.5 მილიმეტრია. სხვა რა გზა იყო გამოვჩარხე ეგეთი თხელი რგოლები (არადა კი ვხვდები ეგეთი თხელი კარგად ვერ იმუშავებს)...
ჩამოვაცვი ავაწყვე და დავქოქე, 1-2 წუთი ხალასტოიზე ვამუშავე, როგორც ინსტრუქციაში წერია (სერვისის მერე, ნაწილის შეცვლის, ან ზეთის გამოცვლის მერე) და გადავკეტე შლანგი.... შედეგად კომპრესორი თუ აქამდე ძლივს ადიოდა 150-ზე, .... მოკლედ წნევა ბედნიერად გასცდა 150-ს, ავიდა 200-ზე, არ გაჩერდა და გააგრძელა 300-მდე სვლა 310-ზე კი პრედახრანიტელი გაიხსნა რომ ზედმეტი წნევის ჩატუმბვა არ მომხდარიყო.
გახარებულმა ეგრევე მივაერთე ბალონი რომ მეთქი მორჩა საქმეთქო. გავუშვი ბალონში დასატენად. ავიდა წნევა სადღაც 220 ბარზე და ეგრევე იცვალა კომპრესორმა ხმა, თითქოს და დიდი დატვირთვის ქვეშ მუშაობდა... კიდევ რამდენიმე წამი და გაჭედა კლაპნები

ნუ სავარაუდოდ მიზეზი გაირკვა, მაგრამ დაზუსტებისთვის დავშალე კომპრესორი და მეოთხე საფეხურზე ჩამოცმული 2 რგოლიდან ერთი იყო გაფუჭებული, თან რაღაც სტრანნად, თუთქოს დამწვარი იყო, დაფერფნილი დაშლილი, დაქუცმაცებული....
ჯანდაბას, ჩამოვაცვი ახალი რგოლი, ავაწყვე თავიდან და ისევ გავუშვი დატენვაზე, მაგრამ ამჯერად კომპრესორი უკვე გახურებული იყო და იმ 20-25 წუთის განმავლობაში სანამ დავშალ ავაწყვე გაციება აშკარად ვერ მოასწრო, შედეგად ისევ ავიდა 240-ზე და ისევ იგივე დაემართა.... ანუ უკვე გახურებულზე აღარ ეყო ჯანი რომ 300-მდე ასულიყო.
ისევ დავშალე კომპრესორი და ისევ იგივე რგოლი იყო ზუსტად ისეთივე სტრანნი პონტით გაფუჭებული, მოკლედ გაირკვა რომ მეოთხე საფეხურის დგუში, ან ცილინდრი, ან ორივე ერთად არის დამნაშავე, ამასობაში მემგონი ხდება მეოთხე საფეხურის გადახურება ფტოროპლასტის რგოლების ჩამოცმევის გამო, ანუ ზეთი მაგ ღარებში აღარ მოძრაობს და დგუში არ გრილდება, შედეგად ტემპერატურა 250-გრადუსზე ზემოთ ადის, ეგ კი პრაქტიკულად ფტოროპლასტის ზღვარია, 300-ის ზემოთ აორთქლებას იწყებს, ნუ რაღაც მაგდაგვარიც ჩანს ვიიდეოზე...
შედეგად ირკვევა რომ:
1) შესაცვლელია ჯინაზე ყველაზე ძვირიანი დეტალი
2) კუსტარული მეთოდით მაგის გაკეთება არ ვიცი რამდენად გამოვა, ძალიან ზუსტი დაშვებებია საჭირო, პლიუს გაფართოების კოეფიციენტია გასათვლელი და შედეგად მართებული მარკის მასალები უნდა იყოს აღებული რომ გახურებისას გაჭედვა არ მოხდეს
3) ფაქტია რომ კომპრესორის დიდი ხნით უმუშევრად გაჩერება სასიკვდილო განაჩენია, ასე რომ გაკეთების შემდეგ, ან ხშირ-ხშირად უნდა ირბინოთ დასატენად, ან მე მომიწევს ხოლმე უაზროდ კომპრესორის ჩართვა ხოლმე რომ ზეთმა იტრიალოს შიგნით და ჯანზე დადოვოს ხოლმე კომპრესორი
4) ეხლა იმ ამერიკელთანაც ვიწყებ მიმოწერას რომლისგანაც ადრე მეორე საფეხურის ნაწილები ვიყიდეთ. მაგრამ ვიცი რომ სადღაც 400$-ს უკაკუნებს ეგ მეოთხე საფეხური

ეს კი ვიდეოა, ნაწილ ნაწილად გადაღებული, ლაპარაკით ენას ნორმალურად ვერ ვატრიალებ იმიტომ რომ ოფლი მომდის წყალივით

, ხოლო ნაკუწები რომელი რომელ მომენტს შეესაბამება მემგონი მიხვდებით