მოკლედ გაცნობებთ ბოლო ინფორმაციას.
კომპრესორი წინა კვირას გავაქანეთ ბექა ბიძიასთან, მივუდექით იქედან და აქედან... ვიპოვეთ მხოლოდ ერთი კლაპანი, რომელიც მეოთხე საფეხურზე იყო განთავსებული. კლაპანი აღმოჩნდა ეგრეთწოდებული "ლეპესტკოვი" ანუ ფოლადის ბრტყელი ფირფიტაა და მისი ზედაპირის გადაფარებით სარქვლის ზედაპირზე ხდება შეკუმშული ჰაერის ცალ მხარეს გატარება, ხოლო მეორე მხარეს ანუ კომპრესორში უკან აღარ ბრუნდება.... აი დაშლისას აღმოჩნდა რომ ეგ ფოლადის ფირფიტა იყო გატეხილი, და საერთოდ ეგ ადგილი იყო კოშმარულად გამოჟანგული....



ბოლო სურათზე შავი გატეხილი და ტალაციანი არის სწორედ კლაპნის გატეხილი ფირფიტა...
ნუ ჯერ ვიფიქრეთ რომ მაგ დეტალია ქარხნიდან გამოსაწერი, მარა მერე ვიფიქრეთ რომ ნებისმიერი ფოლადი წავა. ნუ ლამის ელიავაზე გავიქეცით რაღაცეების საყიდლად და უცებ ბექა ბიძიას გაახსენდა რომ აქვს გაცვეთილი საჭრელი ხერხის დისკები. ჰოდა გავზომეთ ის ნარჩენი რა ზომის იყო და შევუდექით საქმეს


ნუ ბოლოს მივიღეთ 2 ცალი სასურველი ზომა, რომელის ზედაპირიც ნუ მთლად ლამაზი არ იყო



ნუ დავიადეთ ზუმფარის ქარალდი და დევიწყეთ ჩალიჩი, ქვევით მოყვანილია მიახლოებითი შედეგი

ამის მერე უკვე სულ წვრილ და წვრილ ზუმფარაზე გადავედით და ბოლოს გავაპრიალეთ კატის კვერცხებივით

ნუ აწყობის მერე კომპრესორი მუშაობდა და 3 ლიტრიანი ბალონი 300-ზე დატენა. მაგრამ გამორთვისას მაინც უშვებდა ჰაერს აბრატნიზე, ეტყობა რარაც ჭუჭყი მაინც ჩარჩა შიგნით მიუხედავად ბლომად ამოწმენდისა. ნუ ასე წამოვაცუნცულე სახლში იმის იმედად რომ ან ოდესმე გაიწმინდებოდა, ან ბალონი უნდა დამეკეტა როცა კომპრესორი გამოირთვებოდარომ ჰაერშI არ დაკარგულიყო

სხვათაშორის 3 დატუმბვის შემდეგ ეტყობა კლაპანი მოჯდა და უკვე წნევას იჭერს. მაგრამ ეხლა მატორის ავტომატი ატრაკებს და პერიოდულად ითიშება ხოლმე, ჯერ ვერ გავიგეთ რატომ, პლიუს ერთხელ ფინტი ამომიგდო კომპრესორმა, ანუ 260-ზე ზემოთ ვერ აწია წნევა. ნუ არ ვიცი ეგ უკვე ერთეული შემთხვევაა თუ კიდევ რაიმე ჭირს, მაგრამ ნუ ჯერ ნახევრად ავარიულ რეჟიმში, მაგრამ ასე თიუ ისე ვროდე ჯერ კომპრესორი მუშოაბს...
პროსტა როგორც ჩანს პერიოდულად მომიწევს ხოლმე დაშლა და ბოლო კლაპნის გამოწმენდა, თორემ მოჭნად იჟანგება კლაპანი... როგორც ჩვენი გადასახედიდან შევაფასეთ ეს გამოწვეულია ქარხნის არასწორი გათვლების გამო. ანუ ფილტრაციის ავზი უფრო ზემოთაა ვიდრე კლაპანი, შედეგად კომპრესორი როდესაც ჩერდება, ფილრტში დაგროვებული წყალი ნელნელა უკან გრავიტაციით ძირს ჩადის და ლამაზად იწყებს კლაპნის ჟანგვას...