დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მჭირდება რჩევა ოპტიკასთან დაკავშირებით.
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
gregory
ციტატა(SVD @ 26th September 2018 - 02:20 PM) *
პარალაქსი როგორც ვიცი არის ფოლუსი ხო?

SVD
ვერ მივხვდი
Lukiane123
პარალაქსი ანუ ფოკუსიი
gregory
ხო, წინა ლინზასთან იარდებში აწერია
Lukiane123
კი ეგ ვიცი,მაგამ ზუსტი მნიშვნელობა არა და შეგიძლიათ რომ უფრო მარტივად ახსნათ?
pilotina
Lukiane123

ამაზე მარტივად ვერავინ აგიხსნის

vexam
მარტივად, "პარალაქსი" ეგ არის სატრიალო რომ აქვს წინა -დიდ გამომავალ ლინზასთან (ან საიდ ფოკუსის შემთხვევაში-აქვს სიმაღლის და გვერდით გადახრის სარეგულირებლების გვერდით ,) ზედ აწერია ციფრაბი და რამდენ იარდზეც ისვრი ის ციფრი უნდა გასწორდეს მონიშნულ წერტილთან. მაგრამ ერთს ავღნიშნავ, რომ ესე ზეპირად და ფრაგმენტულად მოყოლას, ჯობია მონახო ინტერნეტში, არსებობს უამრავი რესურსი და წაიკითხო ოპტიკებთან დაკავშირებული საკითხები და დეტალები. იმ ყველაფრიდან, რაც აქ გაქვს შეკითხვები დასმული და განხილული, გეტყვი, რომ სათანადო თეორიული მომზადება და ჩაფიქრება უნდა "ჯგუფზე" სროლას. ესე ვერ მოხდება, რომ ავიღო თოფი დავუმიზნო და კარგი ჯგუფები თავისით გაკეთდეს 50 მ და მეტ მანძძილზე. ამას სჭირდება ოპტიკის სწორად გამოყენება, თოფის მომზადება-დარეგულირება, რომ სათანადოდ სერჩეულ ტყვიებზე შესაბამის სიჩქარეებს იძლეოდეს და ამის შემდეგ მოვა შედეგი. წარმატებები.
gela
ახლა რაშია საქმე. ერთერთ თემაში აღვნიშნე რომ შევიძინე ლეუპოლდის ჩინური ვერსია და გულის ტკივილით აღვნიშნე რომ ბადე გადახრილი იყო მარცხნივ. არა და პირველ დღეს რომ დავაყენე არ იყო გაახრილი. აშკარად სწორად იდგა და თან ოპტიკის თარაზოთიც კი გავასწორე. წყლის პატარა დევაისი როა იმით. მეორე დღეს გათენდა თუ არა აივნიდან გავიხედე და აშკარად მარცხნივ იყო გადახრილი. ვაახ გულზე შემომეყარა.. რა უნდა მექნა, გადავატრიალე ოპტიკა მარჯვნივ და ისე გავასწორე ვერტიკალური ზოლი. გუშინ გავიტანე გარეთ და აღმოვაჩინე რომ ძალიან გადამიტრიალებია ოპტიკა მარჯვნივ და სახლში რომ მოვედი ისევ შევიტანე შესწორება. აღმოჩნდა რომ ბადე და ოპტიკა უკვე სწორად დაჯდა. ვაა მეთქი ესეიგი ბადეა შიგნიდან მოჩათლახებული და აქეთ იქით იხრება თქო. ახლა ავდექი და თოფი თავის ოპტიკიანად ვაჯანჯღარე ხან პატარა შოკ ტესტიც ჩავატარე. ხან აქედან მივცხე ხელის გული ხან იქიდან მაგრამ ოპტიკა ურყევად დგას, ბადე ოდნავადაც არ გადახრილა და რა მაინტერესებს. მე დავბერდი და მეჩვენება რომ ხან გადახრილია და ხან სწორი თუ მართლა ოპტიკის პრობლემაა? ახლა ჰორიზონტალი და ვერტიკალი აშკარად სწორად ზის. არ ვიცი იდოს ხვალ დილამდე და ახლა დილის ხედვით დავაკვირდები. თუ ამ უქმად დებაში ხვალ დილით ოპტიკა ისევ გადახრილი მომეჩვენა, ვინმე ნაცნობ ფსიქიატრს ხომ არ მირჩევდით? ან ოკულისტს მაინც რა ვიცი
giga2010
ციტატა(gela @ 5th December 2018 - 10:13 PM) *
მე დავბერდი და მეჩვენება

არ გაბედო ჩემო მეგობარო, ჯერ რა დროს სიბერეა. მე მქონდა ბსა-ს ოპტიკა, რაც მემგონი ასევე შენც ქონდა. ხოდა გავისეირნე ერთ ზაფხულის დღეს ჩემი ფიშტოთი. კარგი სიცხე იყო, ხოდა ჩემი ზარმაცობიდან გამომდინარე მივედი თუ არ მინდორში ეგრევე წამოვუწექი. მიმეძინა ბალახ-ბულახში და რომ გავიღვიძე ვიფიქრე ეხლა ცოტას გავერთობითქო. გავიხედე და ბადე დატრიალებული იყო. ცოტა წყალი შივისხი სახეზე, ვფიქრე კარგად გამოფხიზლება მაკლია და ისევე გავიხედე. მაგრამ ნურას უკაცრავად, ისევე დაყირავებული ვნახე. თოფს თავისი შალითით, მზეზე მოუწია ყოფნა და მეც მაგას დავაბრალე. მერე ბევრი ვუჩხიკინე, მაგრამ ამაოდ. ისე რომ ხდება ჩემო მეგობარო ეგეთი რამ. იმედია გამოსწორდება
gela
giga2010
ვახ ანუ არ ვყოფილვარ პირველი smile.gif)) ანუ ბადე ისევ გადახრილი დარჩა თუ გამოსწორდა ?
giga2010
gela
სამწუხაროდ არაფერი არ ეშველა
okela84
gela

გელა თოფის პლანკა და თოფის ვერტიკალური დოლურა უნდა აიყვანო ერთ სივრცეში
gela
okela84
ციტატა(aleqsandre @ 5th December 2018 - 10:49 PM) *
გელა თოფის პლანკა და თოფის ვერტიკალური დოლურა უნდა აიყვანო ერთ სივრცეში


პრინციპს ვერ მივხვდი? ანუ თარაზოთი ორივეს ჰორიზონტალი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს?
okela84
gela
ასე გაარკვევ დახრილია თუ არა ბადე.

შენ შემთხვევაში ქვედა თარაზო პლანკაზე უნდა ვივერზე უნდა დადო ან დოვთეილზე, ანუ რომელიც აქვს შენ ფიშტოს

gela
okela84


საქმეც მაგაშია რომ პირველი გასწორება ზუსტად მასე გავასწორე , მაგრამ მეორე დღეს რომ გავხედე აშკარად გადახრილი მეჩვენა ბადე sad.gif
gela
ვააახ გავცოფდები ახლაა. წეღან არ გავასწორე ვერტიკალი? დაჟე შოკ ტესტებიც ვუტარე და ბადე არ დაიძრა. შალითაში ჩადების წინ შევამოწმე და აშკარად სწორად იდგა ბადე. ფრთხილად ჩავდე შალითაში და ახლა გულმა არ მომითმინა და რომ მივედი და გავხედე აშკარად მოშნად არის ისევ გადახრილი. კიდევ წავუბაგუნე ოპტიკას და ბადეს ძვრა არ აქვს. ისევ მოვუშვი და ახლიდან გავასწორე. ახლა ველოდები გათენებას რომ კიდევ გავხედო ბადეს , ნევროზი მაქვს აშკარად sad.gif
okela84
gela
იმ შემთხვევაში თუ ბადე თავისით იხრება, მაშინ პირდადპირ ნაგვის ურნის კანდიტატია.

ციტატა(gela @ 5th December 2018 - 11:07 PM) *
საქმეც მაგაშია რომ პირველი გასწორება ზუსტად მასე გავასწორე , მაგრამ მეორე დღეს რომ გავხედე აშკარად გადახრილი მეჩვენა ბადე

გელა საერთოდ არის შანსი რომ თავიდანვე ბადე ცოტათი დაძრული იყოს, მაგრამ მყარად. ანუ ეს არც თუ იშვიათი მოვლენაა მსგავსი ტიპის ოპტიკებში და ასეთ შემთხვევაში თვითონ ოპტიკა დგება ცოტათი გვერდულად, ანუ პრიორიტეტი ხდება ბადე და ბადის გასწორების შემთხვევაში ოპტიკას უწევს გადახრა.

მოკლედ შენ ასეთი რაღაც უნდა გააკეთო.

1) ვვერი აიყვანე თარაზოში და ტისკში ან რამეში გაჭედე
2) შემდეგ ოპტიკას 2-3 მეტრის მანძილზე დაუკიდე ძაფი და ქვემოთ რამე გრუზი მოაბი ისე
3) დაუბრუნდი თოფს და ბადის ვერტიკალი გაუსწორე ჩამოკიდებულ ძაფს.
4) რამდენიმე დღეში იგივე მეთოდით გადაამოწმე და იმ შემთხვევაში თუ ბადე ისევ გადაიხარა, მოგიწევს იმ ადგილას ოპტიკის გასტუმრება რაც ზემოთ დავწერე. sad.gif
pilotina
gela

გელაჯან, ავლიპა ზურაბიშვილს თუ იცნობ ჰააააა? biggrin.gif biggrin.gif
gela
okela84
ჯერ შევხედო ხვალ როგრი თვალით შევხედავ . ანუ ჩემი ნევროზიც რომ გამოვრიცხო და მერე ქალაქში ახალი ურნები დაამატეს და ერთი ჩემს სადარბაზოსთანა დგას biggrin.gif

pilotina

როგორ გამიკეთე გული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif friends.gif
NRG
gela
ციტატა(gela @ 6th December 2018 - 12:41 AM) *
ქალაქში ახალი ურნები დაამატეს და ერთი ჩემს სადარბაზოსთანა დგას

ჩემს სახლთანაც დგას ერთი დიდი ურნა და იქ გაუშვით დეფექტური ოპტიკები smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
არ ვიცი ასეთი შემთხვევა სჭირს შენს ოპტიკას თუ არა, მაგრამ ჩემის ახალ ოპტიკას სნიპერ 3.5-10X40, ბადე ოდნავ მარჯვნივ აქვს დახრილი. თავიდან რომ დავაყენე და განნვსაზღვრე ოპტიკა თოფთან მიმართებაში სწორად დამჯდარიყო და დაყენების შემდეგ გავიხედე ლინზაში, თვალი აშკარად ამჩნევდა რომ ჰორიზონტალური ბადის მარჯვენა ბოლო ცოტათი დაბლა იყო დახრილი და შესაბამისად მარცხენა ბოლო მაღლა აწეული. რა მექნა, ქარხნულად ეგრე აქვს ბადე მიმრული ლინზაზე, ავდექი და ოპტიკა მარჯვნიდან მარცხნივ გადავატრიალე. ეხლა თოფთან მიმართებაში ცოტა დამრეცად ზის ოპტიკა სულ ოდნავ, თუ ძაან არ დააკვირდი ვერ შეამჩნევ, მაგრამ ლინზაში რომ გაიხედები უკვე სწორად ზის ბადე smile.gif

ჰო და ჩემი აზრით მთავარია ბადე ჩაწყვეტილი არ იყოს და არ ქანქარებდეს, თორემ ცოტა ცერად რომ იყოს დაფიქსირებული მაგრამ მუშაობდეს რაც მთავარია, მაგას უკვე არა უშავს. უბრალიდ თოფთან მიმართებაში იქნება ოპტიკა ოდნავ სხვა მხარეს გადახრილი. მთავარია ბადე იჯდეს სწორად. smile.gif

რავუყოთ, ამ ჩინელებს ტრაკისკენ უქრით გონება და...
ეგენი მოტივირებულები არიან რაცთავარია ბევრი დაამზადონ და გაყიდონ და დალშე სამწუხაროდ ხარისხი ცოტა ფეხებზე კიდიათ. sad.gif
gela
ხო ჩემი ოპტიკაც ასე გვერდულად არის აყირავებული ახლა smile.gif) ოღონდ ძალიან დაკვირვებაც არ უნდა. ისედაც ჩანს smile.gif)))
mister_io
ციტატა(x.m.e.l.o @ 6th December 2018 - 01:53 PM) *
თორემ ცოტა ცერად რომ იყოს დაფიქსირებული მაგრამ მუშაობდეს რაც მთავარია, მაგას უკვე არა უშავს

ცერად დაყენებულ ოპტიკაზე კლიკები ოპტიკის გასწორების დროს ხო არევს მერე ოპტიკას, ანუ ვერტიკალურ შესწორებას რო შეიტან ოპტიკაზე კლიკებით ჰორიზონტზეც იმოქმედებს და ეგ ძალიან ცუდია
koba1973
https://ru.aliexpress.com/item/TAC-Vector-O...7.13339.99734.0

ამ ოპტიკაზე რა აზრის ხართ ქაღალდზე სროლისთვის?
ან ამ ფასში 200$ უკეთესს რას მირჩევთ?
NRG
koba1973
კაი რამე ჩანს კობა ჩინურ ვექტორებს მეც ვათვალიერებ, ოკულარის ლინზა 44მმ აქვს და კარგია ბადეც თხელი უჩანს თან გამოყოფილი ხაზები ნიშნავს იმას რომ გაწყვეტა არ ემუქრება, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანია გაგიზიარებ გამოცდილებას: 1. შეიძლება ჯერადობა გაცილებით ნაკლები ქონდეს 2. ლინზებს დააკვირდი მწვნე ლინზები უფრო ხარისხიანია ვიდრე ბროლივით გამჭვირვალე ამის დადგენა ცოტა რთულია ვინმეს თუ ედება ფოტო კომენტარში და თუ ნახავ თორე სეილერებს შეიძლება ტყუილად ედოთ მწვანელინზიანები 3. ტურეტებს დააკვირდი ამ მოდელს თითქოს დასაფიქსირებელი არ აქვს აუცილებლად უნდა ქონდეს ფიქსაცია თორე შეიძლება სროლის დროსვე აირიოს
okela84
უბრალო სელერზეც ამას მიწერს ოპტიკაზე და სუ გამოღლევდნენ ესენი ?

It looks like this item is restricted for export under the International Traffic in Arms Regulations, ITAR (22 CFR, Parts 120-130) or the Export Administration Regulations, EAR (15 CFR, Parts 730-774). Please ensure you comply with any regulatory licensing and documentation requirements associated with this product. For more information and guidance on these regulations, see the US Department of State website, the Bureau of Industry and Security website, and our military items policy.
vexam
ციტატა(okela84 @ Apr 23 2019, 03:44 AM) *
უბრალო სელერზეც ამას მიწერს ოპტიკაზე და სუ გამოღლევდნენ ესენი ?

It looks like this item is restricted for export under the International Traffic in Arms Regulations, ITAR (22 CFR, Parts 120-130) or the Export Administration Regulations, EAR (15 CFR, Parts 730-774). Please ensure you comply with any regulatory licensing and documentation requirements associated with this product. For more information and guidance on these regulations, see the US Department of State website, the Bureau of Industry and Security website, and our military items policy.

კი, გეთანხმებით. შარშან თუ შარშანწინ მიიღეს კანონი და ბევრი აქსესუარი, მათ შორის მაგ. პისტოლეტის მჭიდი, ოპტიკები და ა შ, მოხვდა რეგულაციებში აშშ-ში.
koba1973
NRG
მადლობა ყურადღებისთვის.
ჩვენს მაღაზიებში რაც არის გაყიდვაში ან ჩვეულებრივი ჯართია ან ძალიან ძვირი. ადრე მჭირდებოდა დურბინდი და ვთხოულობდი საბჭოთა წარმოების რაღაცას რომელიც არც ისე ცუდი იყო, თუმცა ვარსკვლავებს არ წყვეტდა. მერე ვიფიქრე ვიყიდი რომ მუდამ თხოვნა არ მჭირდებოდესთქო, ვიყიდე რაღაც, შევადარე გამოსახულება და უფრო კარგად ჩანდა და უფრო ნათელი იყო. გარკვეული ხნის მერე შევნიშნე რომ თვალები მტკივდებოდა და მეცრემლებოდა ახალ დურბინდში ყურებისას, ანუ რაღაც ვერ შევამჩნიე რაც მაშინვე არ იჩენდა თავს, მხოლოდ ხანგრძლივი ხმარებისას. ამიტომ ვისურვებდი უკვე დატესტილის ყიდვას რადგან ძვირიან ოპტიკას ორჯერ სამჯერ ვერ ვიყიდი.
mikheil marekhashvili
მოგესალმებით ყველას ბიჭებო. მაქვს GAMO Varmint 1250 ფპს -ი ზ.დ.პ და მჭირდება რჩევა როგორი ოპტიკა გამოვიყენო კარგი შედეგისთვის და სად შეიძლება ვიყიდო , საშუალო ბიუჯეტიანი რო იყოს და ზ.დ.პ ზე მორგებული? ამჟამად დგას თავისივე 4X32 მაგრამ აშკარად ვერ მუშაობს ისე როგორც უნდა იყოს.


pilotina
აი ეს ნახე



ზოგადად ზდპ ნებისმიერ ოპტიკას დაგიშლის ადრე თუ გვიან, ეს უფრო გამძლეაო მწარმოებელი წერს, built on true strength platform
mikheil marekhashvili
pilotina
მადლობა
giga2010
mikheil marekhashvili
ფიქსირებული ზუმით აიღეთ, მენანება ის ოპტიკა რაც pilotina მა გირჩიათ.
aleqsa
giga2010


ზუსტად ეგ ოპტიკა ჯერ ვანტაჟზე მეყენა შემდეგ ვაირაუხზე, ეხლა ცაცოზე ვხმარობ სანადიროდ. მშვენიერია! smile.gif

პ.ს. იმდენად მომეწონა თავისდროზე პრაქტიკულობით და ფასი ხარისხთან მიმართებით რომ მეორეც ვიყიდე ახალი და ვაირაზე დაიმკვიდრა იმ ახალმა თავი wink.gif
nihontoman
სალამი მეგობრებო,

გამოვიწერე აი ეს ოპტიკა ალიექსპრესიდან:




როგორც გავიგე ბევრი იწერთ ალიექსპრესიდან პირდაპირ საქართველოში და თუ შეგიძლიათ დამხმარეთ - დაახლოებით რამდენ ხანში ჩამოდის უფასო "ნელი" ფოსტით გამოგზავნისას?
aleqsa
nihontoman


მე რაც გამომიწერია ერთხელ იყო რომ მთელი თვე მოანდომეს, დანარჩენი 15-18 დღეში უკვე საქართველოშიახოლმე
MonSoon
nihontoman
ეგ ოპტიკა ჩაინა ფოსტით წამოვა. მაგ ფოსტით ჩამოდის 2-3 კვირაში საშუალოდ.
ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ როცა 1 თვე დასჭირდა, ოღონდ ნიდერლანდების ფოსტით მოდიოდა. დანარჩენი მაქსიმუმ 3 კვირა
koba1973
ახლახანს 10 დღეში ჩამომივიდა ერთი ნივთი. ისე ზოგჯერ თვეზე მეტიც ყოფილა. NRG-ს რომ ქონდა ქრონოგრაფი ეგ გამოვიწერე და ერთი კვირა Ожидается отправка ეწერა. როგორც იქნა ეღირსა და გამოგზავნა. ჯერ გზაშია.

დღეს გამოვწერე აი ეს.
https://ru.aliexpress.com/item/1408599931.h....6e6e33edN9Se5g

იგივე მონაცემების უსახელო მწარმოებლის ოპტიკას 30-40$ უნდა, მაგრამ ვექტორ ოპტიკის ნივთებს დადებითი გამოხმაურება აქვს და მაგიტომ გადავიხადე მეტი. ვნახავ რა ხარისხის იქნება და თუ გაუძლებს cz858 ს.
თუ მომეწონა მერე ვიყიდი იმ ოპტიკას ქაღალდზე სასროლად რომ მინდა.
NRG
koba1973
მეც ვათვალიერებ ვექტორებს კობა რო ჩამოვა გამიზიარე პირადი შეხედულებები smile.gif

nihontoman
თუ დღესასწაულები არ არის განსაკუთრებით ახალი წელი დიდად არ დაიგვიანებს, ერთხელ მქონდა მგონი რეკორდული შემთხვევა ნოემბერში გამოწერილი მარტში ჩამოვიდა, ყველაზე მალე 6 თუ 7 დღეში სახში მოტანით იყო.
koba1973
NRG
ციტატა(nrg123 @ 2nd May 2019 - 08:59 PM) *
მეც ვათვალიერებ ვექტორებს კობა რო ჩამოვა გამიზიარე პირადი შეხედულებები

რა თქმა უნდა.
nihontoman
MonSoon
NRG
koba1973
aleqsa


მადლობა მეგობრებო პასუხისათვის. საქართველოს ფოსტას "შეწუხება" ხომ არ უნდა რომ გადაამოწმონ? ადრე მახსოვს დარეკვა დამჭირდა რაღაცა ნივთზე, რომ ჩამოვიდა არც მომიტანეს, არც დამირეკეს, არც არაფერი....
koba1973
nihontoman
არა მგონია. თუ ტელეფონის ნომერი გაქვს მითითებული შეკვეთის დანიშნულებაში, მაშინ შეტყობინება მოგივა. თუ არა გაქვს მითითებული როგორ გაცნობებენ.
aleqsa
nihontoman

არანაირი შეწუხება არ მოგიწევს, რო გამოიწერ იმ გზავნილს კოდი მიენიჭება რომლითაც თვითონ ალიექსპრესზევე ამოწმებ გზავნილის ადგილმდებარეობას და სავარაუდოთ 8-10 დღის შემდეგ შეგიძლია მაგ კოდითვე თვითონ საქართველოს ფოსტის საიტზე გადაამოწმო შენი ნივთი ჩამოსულია საბაჟოზეა თუ რა სტადიაშია...
MonSoon
nihontoman
მხოლოდ მესიჯი მოგდის წესით და რიგით რომ ამანათი ფოსტის ოფისშია მიტანილი. მე მხოლოდ 1 ხელ მომიტანეს სახლში. თუ რამეს გამოიწერ დაწერე და გადამოწმებას გასწავლით.
ფოსტაში მიტანიდან 1 თვის შემდეგ თუ არ გაიტან უკან იგზავნება ნივთი.
მოკლედ საშიში და მსგავსი არაფერია.
nihontoman
მადლობა დაიმედებისათვის biggrin.gif

13-აპრილს გამოვწერე და როგორც მოივხვდი, ამ დღეებში უკვე მოიწერებიან. ამ ტრეკინგს ვერ ვენდობი ბოლომდე, ხანდახან ისე მიჩვენებს ხოლმე, უკვე ხელში მიჭირავს ნივთი და ტრეკინგის მიხედვით ისევ გზაშია ხოლმე, ამიტომაც დავინტერესდი :დ
mister_io
მოგესალმებით მეგობრებო, იბეიდან თუ გამოგიწერიათ ვინმეს ოპტიკა ამ ბოლოს და პრობლემას ხოარ ქმნიან საბაჟოზე, გადამზოდი კამექსი მაქვს ან სხვა გადამზიდს თუ ჩამოაქვს
floyd
რამდენიმე თვის წინ ჩამოვიტანე ბარამის გამოყენებით

ამაზონიდან
userman
ბარამის იმ ნივთებიის სია , რომელიც არ ჩამოაქვთ , მათ შორის ოპტიკური სამიზნეც აქვთ მითითებული

ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით აკრძალულია შემდეგი ნივთების საჰაერო ტრანსპორტირება:

1. ცეცხლსასროლი იარაღი

2. პნევმატური იარაღი (გარდა 4.5 მმ კალიბრით, ბალონების გარეშე)

3. არბალეტი/ მშვილდ-ისარი

4. ოპტიკური/ლაზერული სამიზნე

5 საბრძოლო დანიშნულების, ფეთქებადი მასალა

6. შხამ-ქიმიკატები

7. ნარკოტიკული ნივთიერებები

8. ფული

9. ცხოველები და ფრინველები ან მათი ფიტულები

10. აალებადი და ფეთქებადსაშიში ნივთიერებები ან მათი შემცველი პროდუქცია

11. სპირტი

12. მანქანის ზეთით დატუმბული ბალონები

13. ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები

14. ამორტიზატორები (გარდა ზეთისა)

15. მანქანის აკუმულატორი

16. საღებავები

17. იარაღის ნაწილები

გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული ჩამონათვალი არ წარმოადგენს აკრძალული ნივთების სრულ სიას.

პ.ს. საჰაერო გზითო და შეიძლება გემით შემოიტანონ .
mister_io
აშშ-ს საექსპორტო კანონმდებლობის გათვალისწინებით შეზღუდულია ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილის და/ან აქსესუარის, ოპტიკური ლაზერული სამიზნეების, ოპტიკური ბინოკლისა და საბრძოლო დანიშნულების მასალის ტრანსპორტირება.

იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი აღნიშნულ პროდუქციას დაურთავს საექსპორტო ლიცენზიას (Export License) ან ინვოისში მითითებული იქნება, რომ შეძენილი ნივთის ტრანსპორტირება ნებადართულია აშშ-ს საზღვრებს გარეთ , შეზღუდვა მოიხსნება. ეს უწერია კამექსს, ხოდა რა მაინტერესებს რამდენად მაქვს შანსი.დავუშვათ ოპტიკა.მოვიგე აუქციონზე და რო.მივწერი.და მოვაყოლებიო.ინვოისინსადაც ეწერება ნებართვა საზღვარს გარეთ გატანის შესახებ
aleqsa
mister_io


თუ რამე ბრენდულ ოპტიკას არ გულისხმობ, მაშინ ალიექსპრესიდან შეგიძლია ჩამოიტანო უპრობლემოდ საქ.ფოსტით
mister_io
aleqsa
Discovery ს ვფიქრობ აუქციონზე იაფად თუ მოვიგე hawke ს ბადითაა, 22ლრ ისთვის მინდა ალიზე კია რაღაცები მარა ხშირად კარგავენ და ნდობა მაქვს მაგათ მიმართ დაკარგული
aleqsa
mister_io


არა რატო? მეც და ჩემს გარშემო ბიჭებს ვისაცკი რა გამოგვიწერია არავის არაფერი არ დაგვკარგია!!! ერთადერთხელ იყო რომ ცოტა დააგვიანეს ჩამოტანა ვიდრე სხვა დროს მარა მაინც ჩამოვიდა და თავ ვადას არ გადააცილეს, ეგ იყო და ეგ!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.