ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ!
ეხლა ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი, სახლში გავაკეთე სატესტო გასროლები, დისტანცია არის 11.5 მეტრი (11.5X1.09=12.53 yards) სამიძნის წინა ზუმი დავაყენე 12.5 იარდზე (რაც შემეძლო მიახლოებით)

უკანა ზუმი 4x-დან 7-მე ერთი და იგივე შედეგს იძლევა

ანუ განსხვავება არ არის 4 ზე დავაყენებ თუ 7, 8 ზე მაინც ერთი და იგივე წერტილში მიაქვს
ამ სურათზე 7 თუ 8 ტყვია ზის ერთ წერტილში

ეხლა რა ხდება 4 ჯერადი გადიდებისას სამიზნის ცენტრსა და ტყვიის მოხვედრის ადგილს შორის ოპტიკაში განსხვავებას მაძლევს ერთ მილდოტს და შესაბამისად რაც ზუმს უმატებ მილდოტის ნახევრამდე მოდის ეს განხვავება, რაც ყველაზე ძალიან მიკვრის წესით ასეთ დისტანციაზე ზედა მილდოტით უნდა იძლეოდეს განსხვავებას აქ კიდევ პირიქით ქვევით მიაქვს.
კითხვა რაში მდგომარეობს
სამინზე არ არის კარგად გასწორებული თუ იარდებს ვერ ვაყენებ სწორად?
პ.ს. ერთი მილდოტით ქვევით როცა ვესვრი ზუსტად მიზანში ხვდება!
აი ამ სურათზე ნათლად ჩანს სამიზნის ქვევით რო ტყვიაა მოხვედრილი ის ჯვარით არის ნასროლი და ზედა ორი ტყვია კიდევ ქვედა პირველი მილდოტით
მოკლედ გასწორება უნდა სამიზნეს თუ არა?