muxa ნუ რაშია საქმე, 120 მეტრი არის საკმაოდ დიდი დისტანცია 4.5 კალიბრისთვის, ვინაიდან ტყვიის სიმძიმე არის დაბალი (სადღაც 0.70 გრამამდე) და ტყვიის სისწრაწფეც საკმაოდ დაბალი (ანუ სადღაც 300მ/წ-მდე) ამის გამო გვაქვს ძალიან დიდი მრუდი, ვასწორებთ (ვანულებთ) ოპტიკას სადღაც 50 მეტრზე და შემდეგ ყოველ 10-20 მეტრში თითო მილდოტით ტყვია ვარდება ძირს.
ახლა რას გიყვებათ კაკრას ჯაჯა:
კი შესაძლებელიაო, რომ 120 მეტრზე ყველა პნევმატურმა თოფმა ისროლოს, მაგრამ აი გარტყმაა ცოტა რთული (მე ვიტყოდი, რომ ძალიან რთულია)
საკუთარი თოფი უნდა შეისწავლო 100%-ით, უნდა დაამუღამო რამდენი მილ-დოტით ვარდება ტყვია ყოველ 10 მეტრში და მაგის მერე უკვე შესაძლებელი ხდება ნადირობა.
ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით ვერტიკალურ ვარდნაზე

ამის გარდა გვაქვს კიდევ ჰორიზონტალური გახვევა!!!
საკმარისია სროლის მომენტში 1-2 მილიმეტრით გაგექცეთ ხელი და 120 მეტრში ეს ფაქტიურად 20-30 სანტიმეტრი ხდება ტყიისთვის.
თქვენ წერთ, რომ 120 მეტრში კონსერვის ბანკას უნდა გავარტყაო

აქ არა მარტო თოფის შესაძლებლობებზეა, არამედ ადამიანური რესურსი ერთვება ამ საკითხში და რთული ხდება გარტყმა.
ისიც დაგიწერათ ჯაჯამ, რომ არის შემთხვევები 146 მეტრში იხვის მონადირებისო, ნუ წარმოიდგინეთ რამხელა მანძილია ეს 146 მეტრი.
მე იმასაც დავამატებ, რომ 109 მეტრში პირადად მე მოვინადირე

ახლა რაც შეეხება რეალურ რჩევასა და სხვადასხვა მოდელების განხილვას:
გიწერიათ, რომ რაც შეიძლება ბიუჯეტურად ჩავეტიო თოფის შეძენისასო-----ეს ბიუჯეტი რამდენია თქვენთვის?
სწორად გამიგეთ, ზოგისთვის დაბალი ბიუჯეტი 100 ლარია და ზოგისთვის კი 1000 ლარი.
ხოდა რომ არ იყოს გაუგებრობა, ბარემ დაგვიწერეთ რა თანხას ვარაუდობთ და ჩვენც გაგვიადვილდება რჩევების მოცემა.
ამ ეტაპზე ყველაზე ბიუჯეტური ვერსია PCP-ი სისტემაში არის ჰატსან 44ატ-ე. თოფი 700 ლარი, ნასოსი 280 ლარი და ოპტიკაც სადღაც 200-300 ლარი.
ამ თოფიდან თქვენ შეძლებთ, რომ მიიღოთ სტაბილური გასროლები (0.67 გრამიანი ტყვიებით სადღაც 290მ/წ-ით) და მიიღოთ სასურველი შედეგი.
შემდეგ მოდის აირ არმსის პროდუქცია და მაგის მერე კი ვაირაუხები

აი მაგის მერე კი შტირიკები.
ეს ყველაფერი იყიდება მაღაზია მაგნუმში
ai isicშეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მოდელი და მერე ჩვენ გირჩევთ ღირს თუ არა ამ მოდელის შეძენა.
გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე----შესაძლებელია თუ არა იგივე შედეგის მიღება ზ.დ.პ-თი-------
მაგაზე მე გაგცემთ პასუხს, რომ შესაძლებელია 120 მეტრზე რამეს მოარტყათ, მაგრამ ეს რამე რა იქნება მე არ ვიცი

ნუ კონსერვის ბანკას, რომ ვერ გაარტყავთ ნაღდად ვიცი

ნუ 20-დან ერთი შეიძლება შემთხვევით გაარტყათ.
რავი მგონი დეტალურად აგიხსენით სიტუაცია და 120 მეტრზე სროლის პრბლემებიც მგონი დეტალურად აგიხსენით.
აბა წარმატებები
ja_ja გიო, ყველაფერი სწორად აუხსენი, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე, ადამიანს აინტერესებს (ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია) 120 მეტრში, რომ გაარყას კონსერვის ბანკას და რითი უნდა გაარტყას მაგას კითხულობს კაცი
მაგაზე კი თამამად შეგვიძლია პასუხი გავცეთ---ეს უნდა იყოს პცპ-სისტემა და რაც მთავარია სადღაც 24 ჯოულის ზევით.
muxa ხოოო, თქვენ ტყვიებიც გაინტერესებთ.
ოოოო, აქ კი უკვე სხვანაირად არის საქმე

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სხვადასხვა ლულებს სხვადასხვა ტყვიები მოსწონთ.
ნუ იდეაში რჩეულ ტყვიებად რჩება----
CP-10.5 grain. JSB-10.2 Grain. H&M Baracuda.
მაგრამ მე ვაირაუხის მფლობელი ვარ და არცერთი ზემოთ ჩამოთვლილებიდან ჩემს თოფს არ მოეწონა, ჩამოვიტანე ვაირაუხის ტყვიები და მშვენივრად ისროლა.
ასე რომ ეს საკითხიც ამ ეტაპზე ღიად რჩება

ჯერ თოფი შეარჩიეთ და მერე ტყვიები განვიხილოთ.