amon სალამი და კეთილი იყოს თქვენი კლავიატურა ჩვენს ფორუმზე.
პრიველი დავიწყოთ თქვენი კითხვით:
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 07:23 AM)

სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი რომელსაც შეეძლება 30-80 მეტრზე ზუსტი სროლა (20-30 მმ)
მასეთ ჯგუფებს 30 მეტრზე ზ.დ.პ.-ც მოგცემთ, აი 80 მეტრზე კი შესაძლაო 3000 ლარიანმა პ.ს.პ-მაც ვერ მოგცეს მასეთი ჯგუფურობა. ახლა რაც შეეხება
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 07:23 AM)

(იხვი, ბატი, ხოხობი, შასვს და ქედანს აღარ ვგულისხმობ)
ასეთ შემთხვევაში საჭიროა კარგი გამართული პ.ს.პ-ი და არა ზ.დ.პ, და რატომ?
ისეთ მანძილზე სანადიროთ როგორიცაა 80 მეტრი, საჭიროა გამართული იარაღი, რომ სტაბილური გასროლები გქონდეთ. ზ.დ.პ-ეებიც არსებობს, რომლებიც ძალზედ სტაბილურად ისვრის, მაგრამ უკუცემა აქვს და ძნელია მიზანში სასროლად. ვინაიდან თქვენი ბიუჯეტი არის:
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 07:23 AM)

1000-1500 ლარი
თავისუფლად შეგიძლიათ იფიქროთ პ.ს.პ-ზე, მაგალიტად ბენჟამინ მარადიორი, მშვენიერი თოფია სანადიროთაც და მიზანში სასროლადაც, მითუმეტეს, რომ 1400 ლარი ჯდება ნასოსიანად, მერე შეარჩევთ ოპტიკას 100 ლარად და ბიუჯეტში ჩატეულები ბრძანდებით.
მე კიდევ გირჩევდით თურქულ ქმინლებას: ჰატსან ატ-44-ს. 690 ლარი ხის კონდახიანი ვერსია თოფი, 280 ლარი ნასოსი, 90 ლარი კარგი ჩიხოლი და ოპტიკა შერჩევით 200-300 ლარი. და ისევ ჩაეტიეთ ბიუჯეტში.
მე მაგლითად დავიწყე მარადიორით და ბევრი რამ ვისწავლე პნევმატიკასთან დაკავშირებული

რავიცი აწი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელს შეარჩევთ.
ჩვენს ფორუმზე მარადიორის რევიუც დევს და ჰატსანისაც.
გთავაზოვტ ორივეს, რომ გადაიკითხოთ.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=605 ეს არის მარადას რევიუ
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1294 ეს კი ატ-44-ის
ამაზე სრულყოფილ და დახვეწილ რევიუებს ვერსად ვერ ნახავთ

აბა წარმატებები.