დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რომელი პნევმატიკური იარაღი ვიყიდო?
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
sekurifa
ციტატა(amon @ Dec 1 2011, 11:24 AM) *
მადლობა გაოხმაურებისა და რჩევებისთვის. რევიუები მართლაც რომ დახვეწილი და სრულყოფილია. ბენჯამინი როგორც ვიცი ჩინეთში იწყობა და ვიზუალურადაც არ მესიმპატიურება თანაც არ მგონია დოლგავეჩნი იყოს ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს თურქული ქმნილებები. რაღაც ისეთი მინდა დახვეწილი კარგად დამზადებული უმაღლესი ხარისხის დეტალებით 5.5 კალიბრი 40-100 ჯოული ენერგიით და კარგი ბალისტიკური მაჩვენებლებით ამის გამო შეიძლება ბიუჯეტიც გავზარდო

5.5 კალიბრს ვეღარ იყიდი (ახალს მაღაზიაში) და თანაც შიშისფეთებისქვეშ უნდა იყო ნადირობისას არ ჩამოგართვან.
nihontoman
ნუ ზ.დ.პ. მასეთი ძალით ცოტაა, მითუმეტეს დაშვებულ კალიბრსი და ზუსტები კი თითზე ჩამოსათვლელია. ზუსტი "ულტრამაგნუმ" კლასის ზ.დ.პ. რაც მახსენდება არის დიანა 54, ვაირაუხი 90 და თეობენი. 97-ე ვაირაუხი 20 ჯოულამდეა, რაც .177 კალიბრისათვის ზალიანაც საკმარისია და ზალიან ზუსტადაც ისვრის (ბევრ პცპ-საც დაჩაგრავს რამე რომ იყოს) მარა სანადირო შაშხანა ეგ არაა.

ისევ პცპ-ეა მგონი გამოსავალი, ნუ ორი ვარიანტია აქ - ვაირაუხი ან ეარარმსი. ორივე ზალიან მოსწონთ პატრონებს, ასე რომ...
ja_ja
amon
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 11:35 AM) *
ბენჯამინი როგორც ვიცი ჩინეთში იწყობა და ვიზუალურადაც არ მესიმპატიურება თანაც არ მგონია დოლგავეჩნი იყოს ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს თურქული ქმნილებები

შეცდომაში ხარ და მაგარ შეცდომაში. ბენჯიკა უმეტესი ნაწილი მზადდება ამერიკაში, იწყობა ამერიკაშივე, ნაწილი დეტალები მზადდება ჩინეთში, იმიტომ რომ იქაა წარმოება და წარმოება არის კონტროლ ქვეშ, ასე რომ ჩვენებური გაგების "ჩინური" პროდუქცია არ არის, ეგ დაივიწყე

რაც შეეხება თურქულს, მაგასაც ვერაფერს დაუწუნებ, ცოტა შეიძლება, დაუწუნო ზედაპირული დეტალების დამუშავება, მაგრამ სხვა ვერაფერში მოედავები

ორივე თოფი დალგავეჩნია, ნორმალური მოხმარების შემთხვევაში, ახლა შენ თუ დილით ნოტიო ამინდში სანადიროდ გახვედი, დაბრუნდი და დაგეზარა თოფის დაშლა გაწმენდა და ნადირობის დროსაც სად გეგდო თოფი კაცმა არ იცის... ნუ ეგეთ დღეში გერმანული HW100 ვერ გაგიძლებს, 1 კვირაზე მეტს, დანარჩენებს კი აგერ 3-4 წელია გვაქვს თოფები და რავისი ჯერ არავინ არაფერს არ ვემდურით, 5-დან 10 წლის მანძილზე კი ყველა PCP-ს მინიმუმ რეზერვუარი აქვს გამოსაცვლელი (უსაფრთხოების მიზნის გამო, ვადა კი ამხელაზე იჭიმება იმის და მიხედვით თუ რამდენად ინტენსიურად მოიხმარდი თოფს).

ასე რომ ძირითადი შიშები რაც გაქვს უფრო ფსიქოლოგიურია ვიდრე რეალური, ჯობია იმაზე იფიქრო რომ შემოტანა ჯერჯერობით აკრძალულია და რაც არის ბაზარზე დარჩენილი იმას მიუსწრო, მარადიორი, მაგალითად ყველა გაყიდულია, ჰაჩიკა კიდევ არის 2-ცალი მაგნუმში, ასე რომ... ჯობია ვადებზე ფიქრი და არა მაგათ წარმოებაზე.

ჰო მართლა, Hatsan Ar-44-ი რომ არის, მაგი თურქული არაა, ეგ არის, Webley Rider 10-ის ასლი კვალი, ანუ ინგლისური თოფია, პატენტი შეიძინა ჰაცანმა და უშვებს თავისი სახელით, შეიძLება მოედავო რომ თურქეთში მზადდება, მაგრამ დამიჯერე მაღალ დონეზე აქვთ წარმოება, ეგ თოფი მგონი კაი 6 წელია გამოდის, და ბევრი საჭირო ცვლელიბები უკვე შეიტანეს მაგ თოფში, პირველ რევიუბს რომ ვკითხულობთ რუსებთან და უკრაინლებთან იმდენი პრობლემები ჰქონდათ რომ რავისი, აქ 1.5 წელია შემოვიდა ვერცერთზე ვერ ვიპოვეთ ის პრობლემები რაც რუს და უკრაინლებს გააჩნდათ, თან ისინიც წერენ რო ბოლოვერსიები 10 და 20 თავით უფრო მაღლა დგას, ასე რომ.. smile.gif

ციტატა(amun @ 1st December 2011 - 11:35 AM) *
რაღაც ისეთი მინდა დახვეწილი კარგად დამზადებული უმაღლესი ხარისხის დეტალებით 5.5 კალიბრი 40-100 ჯოული ენერგიით

მგონი არასწორი წარმოდგენა გაქვს ბევ რამეზე.

1) კალიბრი 5.5 და სხვა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ 4.5 კალიბრი და ბასტა.

2) 40-100 ჯოული.... იცი მაინცა რამოდენა დიაპაზონია მაგ ციფრებს შირის? მხოლოდ სიტყვა 60 ჯოულიაო არაფერს არ ნიშნავს, თუნდათ 5.5 კალიბრიდან 100 ჯოული რომ მიიღო, ალბათ თოფი უნდა მოკლა, ანუ რეალურად დატენო და ერთ გასროლას შეწირო, წინააღმდეგ შემხთვევაში ძნელია ეგ მიიღო ნორმალურ პირობებში. რეალურად 5.5-ისთვის ნორმა არის 40 ჯოული (დამიჯერე ვარდების გადამფურჩქნავი ენერგიაა მაგ კალიბრისთვის) და სუპერ მაქსიმუმად შეიძლება ჩავთვალოთ 60 ჯოული, რომელიც ყველანაირ მაქსიმალურ ზღვართანაა. მეტს ვერ მიიღებ თუნდათ 5.5-ში.

თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას საუბარ გვაქვს 4.5 კალიბრზე და მაქსიმუმ 24-30 ჯოულზე. ასე რომ ....

3) რისთვის გინდა 100 ჯოული? რა არსებას დასდევ? ბატს და მელას მაგდენი ცხოვრებაში არ დასჭირდება, ახლა შენ თუ გინდა მელიას უკანა ბარკალში გაარტყა და მაინც მოინადირო ეგ სხვა საქმეა და მანდ 900 ჯოული არ გეყოფა, ნიტოშტო 100, ხოლო თუ იგივე მელიას თავში ესვრი, ან გულში, სავსებით გეყოფა 30-40 ჯოული.

4) არის ერთი კორეული მწარმოებელი Evanix-ი, მაგის რამდენიმე თოფი იყო "მაგნუმში" სამწუხაროდ გატავდა და ახალი ვერარ შემოაქვს მაღაზიას კანონის გამო, მოკედლ აი მაგ თოფებს აქვს უკონტროლო ენრგეტიკა, ნუ ჩვენთან ისევ და ისევ 4.5 კალიბრია და მაღაზიაშიც ეგ იყო, მაგრამ ენერგია მაგ თოფს შეუძლია გაქაჩოს 40 ჯოულამდე მარა 320 კუბიკიან რეზერვუარს ხარაჯვს 25 გასროლაში, მაშინ როდესაც იგივე თურქული, თოფი 180 კუბიკით იძლევა 40 გასროლას და 30-33 ჯოულის ფარგლებში....




მოკლედ მესმის რომ მოგეწონა ეს შტუკა smile.gif, ნუ ყველა ეგრე ვიყავით მოვიწამლეთ აირგანით, მარა შენც იგივე ჭირი გჭირს რაც ჩვენ, ახალბედობისას, ანუ გვინდა ენერგია, ენერგია და ძალა, 200 მეტრე მამონტი უნდა დააგდოს, და ნუ მოკელდ რა smile.gif დრო გადის ნელნელა ა ხვდები რომ უაზრო ენერგია და წყლით სავსე ვედრის გახვრეტა არაფერს არ გაძლევს, ისევე როგოს ემალირებული ქვაბების სკვაზნოუ გახვრეტა და "ჩუგუნის" ტაფების დაღუნვა, რადგან ჩვენ არც ტაფებზე და არც ქვაბებზე არ ვნადირობთ, საქმე კი შემდეგშია:

1) დიდი ენერგია პატარა კალიბრში, გინდა 4.5-ი იყოს გინდა 5.0 და გინდა 5.5 ყველა პატარა კალიბრია, მოკელდ მაგ კალიბრში ვთქვათ და 100 ჯოული ენერგია ნიშნავს რომ ტყვია უნდა მიფრინავდეს სადღაც 410-415 მეტრ წამით, რაც პნევმატიკაში შეუძლებელია, არა იმის გამო რომ ტექნოლოგია არ არსებობს და ვერ გააქანებ ტყვიას, არამედ იმიტომ რომ ლულიდან გამოსვლისთანავე ტყვია ჰაერშია და მასზე უკვე მოქმედებს არა ჩვენი სურვილები, ემოციები და ადამიანის ტექნოლოგიები, არამედ ბუნების ფიზიკის კანონები. ბუნების კანონით კი პნევმატიკის ტყვია რომლის სიჩქარეც 270 მეტრს აღემატება ნელნელა კარგავს სიზუსტეს, სპორტში 270-280-ი არის მაქსიმუმი სანადიროდ ჯანდაბას აიყვან მაქსიმუმ 320 მეტრ წამამდე, მერე ვსიო, მორჩა, მერე მიზანში მოხვედრა არ არსებობს, განსაკუთრებით იმ დისტანციაზე რაც შენ გინდა.

331 მეტრ წამზე არის ხმის ბარიერი, მაგის გადალახვისას კი ტყვია იმხელა ზანზანრს და წინააღმდეგობას იღებს რომ ტრაექტორიას იცვლის და ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად. შესაბამისად ვერ მიაღწევ 415 მეტრ წამს. თუ ანალოგად ცეცხლსასროლ კარაბინს გაიხსენებ, აქვე შეგახსენებ ასევე გაითვალისწინო იმ ტყვიის მასა და განსაკუთრებით კი ფორმა... პნევმატიკაში არც ერთი გვაქვს და არც მეორე, ასე რომ ვზივართ დოზვუკავოი სიჩქარეზე. ეს აქსიომაა, შენამდე ჩემემდა სა მიტროფანემდე არაერთმა ექსპერტმა არაერთი ათასი ექსპერიმენტი ჩაატარა და დაასკვნა, ეგრეა და ახლა გინდ დაიჯერეთ გინდ არაო. ჩვენც არა გვჯეროდა თავიდან და ბევრი ვატრაკეთ, მაგრამ დავღვინდით და მივხვდით მართლები ყოფილან ის შობელძაღლი ექსპერტები smile.gif, ახლა შენ ან გაითვალისწინებ იმათ აზრს და ჩვენს გამოცდილებას, ან შენც იგივე გზას გაივლი და ბოლოს შენც დაგვთანხმდები smile.gif

მოკლედ რაც უფრო ახლოს მიდიხარხმის ბარიერთან, ტყვიის წინ უფრო და უფრო მკვრივი ჰაერის ნაკადი წარმოიქმნება, ის კი ხელს უშლის ტყვიას, წინ იაროს ნორმალურად, ხელს უშლის სტაბილურობას. მარტივ მაგალითს მოგიყვან ტყვია პნევმოდან ისროლე წყალში, დაინახავ რომ ტყვია ყოველ ჯერზე სხვა მიმართულებით გაუხვევს ეგ გამოწვეულია კაკრაზ ჰაერის წინააღმდეგობით. უხეშად 300 მეტრ წამი არის 1080 კილომეტრი საათში! წარმოიდგინე მაგ სიჩქარეზე მანქანა მიგყავს და რულს ხელი გაუშვი რა დაგემართება?

2) სანადირო არსებები რომელზეც შეიძლება გამოიყენო პნევმატიკა, არ საჭიროებენ ეგეთ ენერგეტიკას, თუმცა არსებობს, პნევმოები ვთქვათ და 12.7 მილიემტრიანი, ანუ .50 კალიბრის, მაგით ბიზონებზეც დადიან, მარა ეგეთს აქ ვერ იყიდო, ბიზნს ჩვენთან ვერ ნახავ და თან ეგეთი თოფები გაცილებით მეტი ღირს ვიდრე გამოყოფილი ბიუჯეტის მაქსიმუმ 1500 ლარის ოპდენობით, სადრაც 10-ზე რომ გავამრავლოთ მერე შეიძლება ქე გამოვიდეს რაიმე smile.gif

3) პნევმოთი ნადირობა არაა გლუვით ნადირობა სადაც ლულას მიუშვერ საფანტის ღრუბელს გატყორცნი და 1-2 საფანტის ბურთიც რომ მოცხდეს იგივე იხს მოინადირებ, ჩვენთან ქირურგიული სიზუსტე ფასობს, ჩაჯექი დაუმიზნე უტყაპუნე თავში და მზადაა, უტყაპუნე მკერდში და მზადაა, უტყაპუნე სადმე კუდში და დედის გინებით გაიქცევა smile.gif

4) მთავარი და აუცილებელი!!! სიჩქარე... თავიდან ყველა მისდევს ამ სიჩქარეს, 200 არა უფრო მეტი 300 არა ეგეც არ მყოფნის 350 და 400 და..... ზოგიერთ მწარმოებლის რეკლამას რომ უყურო მაგათი თოფები თურმე 470 მეტრ წამით ისვრიან, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ სარეკლამო ტექსტია და არა რეალობა, ეგრე მეც მოვახერხე ერთხელ ჩემი მარადიორიდან 486 მეტრ წამით ტყვიის გასროლა, იცი რა მოხდა? ტყვია მიწაზე დაეცა 5 მეტრში! იმხელა წინააღმდეგობა შეხვდა რომ ვერ გადალახა ის გარიერი.

მაგრამ მთავარი ცუდი რამ რაც ტყვიის სიჩქარეს მოყვება ეს არა არამონადირებული არსებები!, იცი რატომ? ნუ აქ უკვე ბალისტიკა უნდა იცოდე და ვთქვათ რატომ არსებობს, შაშხანა თავისი ველური ვაზნით, ავტომატი შუალებური ვაზნით და პისტოლეტი თავისი მცირედი ვაზნით.

სამე შემდეგშია, შაშხანით შეიძლება მოწინააღმდეგე მწყობრიდან გამოიყვანო 1500-2000 მეტრზე, არა აქვს მნიშვნელობა მხარში მოხვდა, ბარძაყში, შეუძლია გინება და კოჭლობით სიარული თუ არა, ის 1500 მეტრს ნამდვილად არ გაივლის შენთან საქმის გასარჩევად, მითუმეტეს ბრძოლის ველზე, ესეთი მოწინააღმდეგე ნორმალური ჯარში და არა რუსულ ჯარში, ეჯებ ექიმს, ანუ ის კაცი ბრძოლის ველიდან მოხსნილია. ასეთ შემთXვევაში საჭიროა ტყვია რომელიც დიდი დისტანციაზე მიფრინავს, შესაბამისად ფრენისას ცოტა ენერგიას ხარჯავს. ეგეთი ტყვია რომ ესროლო ახლო მანძილზე ვთქვათ 10 კაციან რიგს შეიძLება ათივე კაცი გაიაროს, იმიტომ რომ თითოეულ სხეულში მინიმალურ ენერგიას დახარჯავს სისწრაფისა და ფორმის გამო!

ბევრია რუსულ არმიაში კურიოზი, როდესაც ჯარისკაცს თავის მოკვლა უნდოდა და კალაშადან სამასტრელი გაუჩალიჩებია, სასაცილო იცი რა არის, ბევრი გადარჩენილა და ტრიბუნალზე გაიყვანეს. იმიტომ რომ არ აყენებს დიდ ზიანს ძლიერი ტყვია (მიუხედავად იმისა რომ კალაშას ტყვია არა რაის, შექმნილი 1500 მეტრზე სასროლად 7.62-იანი მაინც ძლიერია).

ახლა გადმოვიტანოთ სიტუაცია ოთახის პირობებში, შენ და მოწინააღმდეგე, ესვრით ერთმანეთს, ახლო მანძილზე შაშხანიდან, ესროლე მოარტყი, მაგრამ იმის გამო რომ ტყვია ცოტა ენერგია დატოვა სხეულში და იმასაც ადრენალინი აქვს, სისხლში გადმოსხმული, ვერ ირგძნო, შედეგად იმანაც ისროლა და ამჯერად ბარკალში კი არა თავში მოგარტყა... ვინ მოიგო? აი ეგ რომ არ მოხდეს, მაგისთვის მოგონებულია პოსტილეტი და პისტოლეტ პულიმიოტი, რომლის რტვიის ფორმა ისეთია რომ სხეულში მოხვედრისას სხეულს არავითარ შემთხვევაში არ ტოვებს, მთელ დაგროვებულ ენერგიას გადასცემს მსხვერპლს, რომელიც კანტუზიას და მისკულატურის ანემიას იღებს რამდენიმე წამით ან წუთით, რაც გამორიცხავს იმ გარემოებას რომ ის მოახერხებს გასროლას. ამასობაში შენ მეორე გასროლით ამთავრებ საქმეს, ან განაიარაღებ პიროვნებას და.....

ანუ 2 სხვადასხვა კატეგორიის ტყვია არსებობს, ერთი შაშხანის ვთქვათ და 800 მეტრ წამიანი და შედარებით წვრილი, მეორე პისტოლეტის, სადღაც 250-300 მეტრ წამიანი და მოკლე ენდ სქელი 9 მილიმეტრიდან 45 კალიბრამდე. პირველი დიდ დისტანციებზე, მეორე კი ახლო მანძილზე.

იგივე რომ გადმოვიტანოთ პნევმოზე ვიღებთ შემდეგს, თუ შენი პნევმო (თან კალიბრი გაცილებით პატარაა ვიგრე 9 მილიმეტრი გინდა 7.62) ისვრის ძალიან ჩქარა მაშინ შენს მსხვერპს უცებ ჩაუვლის და იმ შენი სანატრელი 100 ჯოულიდან ნუ ჰა-ჰა ასე 10 ჯოულს ენერგიას დახარჯავს მსხვერპლის სხეულში, შედეგად ის გამწარდება, დაიჩხავლებს და გაფრინდება. სავარაუდოდ მოკვდება, მაგრამ სად!!!! როგორც წესი ფრინველი არა ერთი ასეული მეტრის გაფრენას ასწრებს, თუნდაც 200 მეტრი რომ გაგექცეს ფრინველი ვეღარ იპოვი, შედეგად რა ხეირი ეგეთ მონადირებაზე?

აი მაგალიტად ამასობაში მე რომ გამოვიდე ჩემი 24 ჯოულიანი თოფით და იგივე ნამძილზე იგივე ფრინველს ვესროლო შეიძლება მომენტალურად ჩამოვარდეს, და იცი რატომ? სიჩქარე!, ჩემი ტყვია მოხვდება მსხვერპლს, არ ექნება იმდენი სიჩქარე და ენერგია რომ გახვრიტოს და გააგრძელოს გზა, შედეგად მთელს აკუმულირებულ ენერგიასნ დაუტოვებს მსხვერპს.... რომლის ნასროლი უფრო მტკივნეული იქნება?

მოკელდ აქ ბიჭებს საკმაო გამოცდილება გვაქვს დაგროვილი და ყოველთვის ღია ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია, იმიტომ რომ ტავიდან ყველა შენსავით ვიყავით, მოვიმტვრიეთ კისრები და ვიცით რა მტკივნეულია, ასე რომ გვირჩევნია ახალ მოსულს სწორი გზა ვასწავლოდ, კარგი იქნება თუ დაგვიჯერებ და არ გვექნება საუბარი, 100 ჯოულზე 500 ემტრ წამზე, ქვეაბების ხვრეტაზე და ასე შედმეგ.

თუ არა და არსებობს ძალიან, ძალიან მარტივა გამოსავალი, თრეულობ Hatsan Mod 125-ს, ანუ მის ახალ მოდიფიკაციებს 135-ს და 155-ს, გაძლევენ 4.5 კალივრში მგონი 40-45 ჯოულს და დედას უფეთქებენ ქვაბებს ტაფებს და ნუ ახლოს თუ არის შეიძლება БМП-ც გახვრიტოს. ღირს ეგ სიამოვნება 270-დან 350 ლარამდე, ბიუჯეტშიც ჯდება და ძლიერიცაა, პროსტა სულით და გულით არ გირჩევ, შეგაზიზღებს პნევმატიკას, ჯერ მაგის გადატენვა და მერე მაგის უკუცემით ჩასინიაკებული ბეჭი. მიზანზე ხომ საუბარი არ მაქვს.
iorama
ჯაჯა გაფიცებ ამხელა ტექსტები დაარქივებული გაქვს თუ სრაზუ წერ ხოლმე ტოოო?? biggrin.gif
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 1st December 2011 - 02:10 PM) *
სრაზუ წერ ხოლმე ტოოო

სრაზუ smile.gif სულ მინად სადმე ასეთი ძირითადი საკითხებით თემები დავაგდო ხოლმე რომ ახალბედებს ვაჩვენო ხოლმე, მაგრამ ვერ მოვაბი ტავი smile.gif შედეგად მიწევს ყოველ ჯერზე თვეში 6-7-ჯერ ერთი და იგივეს დაწერა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
foxi
ja_ja

ისე თუ დაფიქრდები,თემა უნდა გააკეთო ახალბედებისთვის. სადაც ყოველივე ზემოთ ხსენებულთან ერთად იქნება შენი რეპორტებიც.
ძალიან გაფანტულია შენი თემები,არა და საკმაოდ საინტერესო და გასააზრებელია.

რაც შეეხება ამ კაცის შემართებას იყიდოს ისეთი თოფი რომელიც ყველა არიგანელი მონადირის ოცნებაა ასე ვუპასუხებ:
მასეთი თოფი საქართველოში არ იშოვება! ოპტიმალური ვარიანტებია:

air arms-510s
hatsan at44.10
marauder

ყველა ეს თოფი სანადიროდ გამოგადგება 80 მეტრამდე და შორსაც. გერმანული თოფებიდან (ზდპ) ვერაფერს გირჩევ,უბრალო მიზეზის გამო,არ გვაქვს ბატონო მაგის რეალური გამოცდილება.მხოლოდ ინტერნეტზე დაყრდნობით კი არ მინდა შეცდომა დავუშვათ.

amon
მადლობა დიდი ესეთი გულიანი პასუხისთვის. მგონი ნელ-ნელა ვეშვები მიწაზე და ვხვდები ჭეშმარიტებას biggrin.gif პნევმატოკაზე მოთხოვნები და შეხედულება უნდა შევცვალო smile.gif ანუ მგონი აქცენტი უნდა გადავიტანო კარგ ბალისტიკაზე და ზუსტად სროლაზე. უკვე გასაგებია, რომ გამოსავალია pcp რომელსაც მაქსიმალურად ზუსტად სროლა შეეძლება. ენერგიაზე გასაგებია ყველაფერი და რჩევა მიღებულია არ მინდა 40 ჯოულზე მეტი biggrin.gif ეხლა შევეცდები შევაჯამო smile.gif

1) pcp
2) მაქსიმალურად ზუსტი
3) ვიზუალურად დახვეწილი ყველა დეტალი
4) ბიუჯეტს გავზრდი

თურქული და ჩინური არ მინდა რატომღაც არც ეხლა smile.gif
foxi
air arms - ინგლისელი. მე ამას გირჩევ. თუმცა weihrauch გერმანელიც არ არის ცუდი. მაღაზია მაგნუმი.
ja_ja
amon
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 05:56 PM) *
თურქული და ჩინური არ მინდა რატომღაც არც ეხლა

ქართული მოთხრობისა არ იყოს, ხომ იცი, ერც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგრეა მაგ თოფებიც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნუ მოკელდ თუ ბიუჯეტს გაზრდი, მაშინ 2 თოფია გამოსავალი, Air Arms S510 და HW100, პირველი "მაგნუმ"-ში ღირს 1900-დან 2270-მდე, გააჩნია მოდელს, მეორე კი 2455 ლარი. პირველი არის სუფთა სისხლის ბრიტანელი, მეორე კი აინე ცვანციხ ფიურე ზიხციხ, ანუ გერმანელია, ცისფერსისხლიანი smile.gif, სუფთაწყლის არიული რასის წარმომადგენელია.

ცუდი ისაა რომ მაგ ფასში მხოლდო თოფი მოდის, არც ოპტიკა, არც ნასოსი.... ნასოსი სადრაც 500 ლარი ჩათვალე, ბოლეე მენეე ნორმალური ოპტიკა ჩამოტანიანად და რინგებიანაქდ კი დაგიჯდება 100$-ის ფარგლებში. და ქე ახვალ კაკ მინიმუმ 3000 ლარზედა! მერე დაამატე ტყვიები, ჩანთა, მანძილმზომი, ქრონი, ბიპოდი და ასე შედმეგ, გასცდები 6000-ს, მერე დაამატებ უკეთეს ოპტიკას, სტანოკს, მაგიდას, მერე მანქანას უყიდი ამ ყველაფრის გადასატანად და გასცდები 15000-ს smile.gif

ტყუილა უყურებ ეგეთი სტრანნი თვალებით Hatsan Aთ44-10-ს, ჯდება 695 ლარი, პლიუს ნასოსი 270 ლარი, გრჩება ხურდა ოპტიკისთვისაც და ჩანთისთვისაც და კიდევ აურაცხელი სხვა ნივთისთვისაც. მოკედლ რჩევა იქნება შემდეგი, სანამ რომელიმეს დაიადებ ხელში დაიჭირე ყველა და მოსინჯე, ყველა თოფის მფლობელს გამოესაუბრი და ასე შედმეგ. ყველაზე კაია მაგის გაკეთება შეხვედრებზე, ერთერთი ამ შაბათ კვირას იგეგება და არჩევანის გასაკეტებლად ძალიან გამოგადგებოდა, მეორე საკითხია გაქვს თუ არა მაგის სურვილი და დრო.

თუ დრო ან სურვილი არ გაქვს, მაშინ მინიმუმ მაღაზია მაგნუმ-ში გაიარე და ნახე ჰაჩIკა, ევანიქსი, აირ არმსი, ვეურაუხი და შტეირი, ვიცი რომ შტეირი მოგეწონება, მარა მარტო თოფი ღირს 3800 ლარი smile.gif, მაგას ჩანთა უნდა ოპტიკა ღირსეული ასე 1000 ევროიანი, ოპტიკის სამაგრი რელსი, ნასოსი და ბოლოს რომ მოიხედავ მტელი საჭირო, ხაზს ვუსვავ საჭირო მინიმუმი გექნება 10 000-იან ბიუჯეტში smile.gif. რაც არ უნდა იყოს, სულით და გულით არ გირჩევ პირდაპირ შტეირის ყიდვას, წარმოდგენას დაგიკარგავს პნევმატიკაზე, ეგ სუფთა სპორტული თოფია და მაგას სანამ დაიადებ პაწა გამოცდილებას უნდა დაგროვება, პირდაპირ ეგრევე მაგაზე მივარდნა არ გამოვა.
nihontoman
ja_ja
სუ ნუ გაუქრობ სურვილს biggrin.gif
amon
ხო ქართული სენი მჭირს მეც, როგორც ყველა ქართველს smile.gif ყველაფერი ყველაზე მაგარი გვინდა, მაგრამ გვჭირდება, თუ არა მაგას ვერ ვათვიცნობიერებთ smile.gif მგონი ჯობია რჩევა გავითვალისწინო და თურქულ ქმნილებას დავჯერდე ამ ეტაპზე
amon
steyr lg 110 მართლაც რაგაც სხვა განზომილებაა
ja_ja
amon
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 08:38 PM) *
steyr lg 110 მართლაც რაგაც სხვა განზომილებაა

კი მართლა ეგრეა, მაგრამ შენ რამდენადაც ვიცი სანადიროდ გინდა, ეგ კი სანადირო ვერსია არაა, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდი. მიუხედავად იმისა რომ სანადრო ვარიანტი აქვს შემოტანილი მაგნუმს, ეგ მაინც არაა სანადირო, აი რამდენიმე მინუსი:

1) წონა - მოგაძრობს ხელებს, ხელიდან სროლა კი...

2) კონსტრუქცია - ზამთრისთვის არაა, რადგან სულ ანუმილის კარკასი აქვს, და სიცივე სითბოს ცვლილებისას ჯერესერთი რომ ლულას ჭიმავს კონსტრუქცია და ტყვია სხვაგან მიდის, მეორეცესერთი ზამთარშI ალუმინის კარკასს დიდხანს ხელში ვერ დაიჭერ, მიგაყინავს ხელებს

3) ერთ ტყვიანი ვერსიაა, და ხელს არ გიწყობს უცებ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისთვის, ეგ კი მინიმუმ გამაზულ მიზანს ნიშნავს, ტუმცა თუ ზიხარ და ელოდები სამიზნეს, მაშინ მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს

4) მცველი, ანუ ეგრეთწოდებული "პრედახრანიტელი" არ აქვს საერთოდ, სანადირო იარაღი კი მაგის გარეშე სისულელის მწვერვალია, მითუმეტეს მაგ თოფის სასხლეტით, ფოთოლს რომ გამოსდო გაისვრის, შედეგად შეიძლება ვიღაცასთან ერთად მიძვრებოდე ბუჩქებში და კაი გემრიელ პორციას ჩაახუტებ უკანა ნალში biggrin.gif

მოკლედ თოფი არის გადასარევი, სუპერ პუპერ ულიოტია, მაგრამ ქაღალდისაა და სანადიროდ არ გამოდგება, უბრალოდ მწარმოებელი აყვა მოდას და პირდაპირ სპორტულ ვერსიას უბრალოდ ხის კონდახი დაუყოლა შერებვის მაგივრად ხის ლაქით და ლოყის რეგულირებით... თუმცა თუ გადაწყვიტავ მაინც მაგ თოფს, მე გამიხარდება, რადგანაც მექნება საშუალება 4.5-იანი ორიგინალი ლულა დავითრიო smile.gif ნუ შენც რა თქმა უნდა არ გაწყენინებ პირიეით გაგახარებ.
amon
მგონი ჰათსანს ავიგებ პირველ ეტაპზე საკმარისია თან როცა შენზე კომპეტენტური ხალხი გირჩევს უნდა დაიჯერო თუ არა და რაღას კითხულობ biggrin.gif ჰათსანთან დაკავშირებით, რომ უფრო კონკრეტულად გამარკვიო ხის კონდახით ჯობია თუ....? კონკრეტულად რომელი ავიღო მაგნუმში რამმოდენიმე ვარიანტი აქვთ. რომელი ოპტიკა და ტყვიები?

ხო მართლა რამდენ ჯოულიანია? აღარ ვეშვები ამ ჯოულს მე smile.gif
norica_dragon
ციტატა(amon @ Dec 1 2011, 08:35 PM) *
მგონი ჰათსანს ავიგებ პირველ ეტაპზე საკმარისია თან როცა შენზე კომპეტენტური ხალხი გირჩევს უნდა დაიჯერო თუ არა და რაღას კითხულობ biggrin.gif ჰათსანთან დაკავშირებით, რომ უფრო კონკრეტულად გამარკვიო ხის კონდახით ჯობია თუ....? კონკრეტულად რომელი ავიღო მაგნუმში რამმოდენიმე ვარიანტი აქვთ. რომელი ოპტიკა და ტყვიები?

ხო მართლა რამდენ ჯოულიანია? აღარ ვეშვები ამ ჯოულს მე smile.gif


მე გიპასუხებ, მაგ ფიშტოსთან დაკავშირები საკმარისზე დიდი გამოცდილება მაქვს smile.gif.

კონდახს რაც შეეხება კონდახს, ხე უფრო ლამაზია და უფრო კარგ ბალანსს აძლევს მაგ თოფს, ზატო უფრო ამძიმებს, მოკლედ ხის ჯობია smile.gif.

თოფი საკმარისზე მეტად ზუსტია სანადიროდ ატაკე რამე 3-9X50 ან ოდნავ მეტი გადიდების (მთავარია ჩატე იყოს და კიდე უფრო არ დაგიმძიმოს ეგ ფიშტო)

თოფის მაქსმალური ენერგეტიკა როგორც მახსოვს ~36 ჯოულია ქროსმანის 10 გრანიანი ტყვიბით, მაქსიმალური სიჩქარე 318 მეტრწამია.

ჰაცანის თემის გადახედვა შეგიძლია თუმცა აქაც დაგიწერ:

აქვს 40 გასროლა, იწყევს ~303 მეტრწამით ადის 318 მდე და ჩამოდის 290 მდე...


feroni
ja_ja
კაცურად არ დაიზარო და ერთ კითხვაზე მიპასუხე, არ ვიცი რომელ თემაში მეკითხა და რადგან წინა გვერდზე სიჩქარეებთან დაკავშირებით შედევრი შექმენი ბარემ აქ გკითხავ.
სანადიროთ ყველაზე ოპტიმალური ტყვიის სიჩქარე რამდენია? სიზუსტის და ძალის გათვალისწინებით რათქმაუნდა
წინასწარ თენქიუ wink.gif
ja_ja
amon
ხის კონადხიანი ჯობია, მართალია პლასტიკატი უკეთესია ტყეში საბოდიალოდ, არ სველდება და არ იკაწრება, მაგრამ კონდახი ცარიელია და მაგის გამო თოფს წინა მხარეს აქვს გადახრა რაც დისკომფორტს ქმნის, ასე რომ ხის კონდახიანი ჯობია.

რაც შეეხება რამდენ ჯოულიანია.... ნუ რა გითხრა აქ ეგ თოფი 3-4 ადამაინს აქვს, სადრაც ისვრის 300-320 მეტრ წამით მძიმე 10.5 გრანიან ტყვიას, დანარჩენი მათემატიკაა 10.5x320 კვადრატში და გაყოფილი 2-ზე, ანუ ბევრი რომ არ ვიპროფესორო ეგ არის მაქსიმუმ 34.8 ჯოული 320-ის შემთხვევისას, ან მინიმუმ 30.6 ჯოული 300 მეტრ წამის დროს.

ტყვიებს, მგონი CP-ს ისროდა ეგ კარგად 10.5-იანს და JSB 10.2-იანს. აი ოპტიკა კი ეგრე ვერ გეტყვი, ჯერ პირობები მოთხოვნები და ბიუჯეტი ჩამოაყალიბე.
amon
ოპტიკასრაც შეეხება სრული უვიცი ვარ მაგ საკითხში. ერთი რაც შემიძლია ვტქვა თუ დიდი განსხვავება არ იქნება ფასში მირჩევნია აქ ვიყიდო ვიდრე გამოვიწერო და მეორე მაგ თოფის ფას რაც შეესაბამება ისეთი ოპტიკა, რომ იყოს არ მინდა თოფზე ძვირი გადავიხადო ოპტიკაში smile.gif

აი steyr-ს რომ ვიყიდე მერე არ დამენანება ერთი მაგდენის და თუნდაც მეტის ოპტიკაში გადახდა smile.gif
ja_ja
amon
ციტატა(amun @ 1st December 2011 - 10:32 PM) *
ოპტიკასრაც შეეხება სრული უვიცი ვარ მაგ საკითხში

ჯერ აი ეს თემა გადაიკითხე თავიდან ბოლომდე რაღაც წარმოდგენა შეგექნება, მერე იმავე თემაში გავაგრძელოთ არჩევა
amon
ძალიან ძვირი კი ღირს პნევმატური იარაღი. მეოთხედ ფასში საუკეთესო ცეცხლსასროლ ვინტოვკას იყიდი biggrin.gif
ilariona
amon

პნევმატური თოფი ნაღდად ძვრისი სიამოვნებაა თავიდან შესაძენად, აი მერე კი ტყვიებზე აკეთებ უდიდეს ეკონომიას. მთელი დღე რომ გასკდე სროლით 5 ლარზე მეტს ვერ გაისვრი smile.gif აი ცეცხლსასროლზე კი პირიქითაა, თავიდან ხარჯავ ცოტას და მერე თითო გასროლაზე მინიმუმ 1 ლარს smile.gif

ციტატა(amun @ 1st December 2011 - 09:35 PM) *
მგონი ჰათსანს ავიგებ პირველ ეტაპზე საკმარისია თან როცა შენზე კომპეტენტური ხალხი გირჩევს უნდა დაიჯერო თუ არა და რაღას კითხულობ biggrin.gif ჰათსანთან დაკავშირებით, რომ უფრო კონკრეტულად გამარკვიო ხის კონდახით ჯობია თუ....? კონკრეტულად რომელი ავიღო მაგნუმში რამმოდენიმე ვარიანტი აქვთ. რომელი ოპტიკა და ტყვიები?

რავი თუ მასე გაგიტაცა ამ საქმემ პირდაპირ კარგი თოფი იყიდო ჯობია smile.gif 3000 ლარში ჩაეტევი კარგ თოფში და ნუ დაინანებ, იმიტომ რომ მერე მაგრად დაგევასება და თურქულის გაყიდვაზე იფიქრებ და ისევ გერმანულის ყიდვაზე.

აი გადაიკითხე ეს თემა და მიხვდები, რომ ბაზარზე არსებული თოფებიდან ყველაზე მაგარი ესაა სანადიროთაც და მიზანში სასროლადაც. მე პირადად ვარ ამ თოფის პატრონი და კმაყოფილი ვარ.

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1446
ja_ja
ilariona
ნუ აბნევ კაცს, ჯობია პირდაპირ Steyr-ი დაიადოს smile.gif მეც გამომადგება და ამონსაც smile.gif ვის რათ უნდა შენი თოფი smile.gif
WARNer brother
amon
მე მაგალითად ინგლისელს ავიღჶბდი ილარიონამ აიღო უკვე გერმანელი. აგერ შტეერი ვაბშე საოცრებაა სპორტსთის. მაგრამ ესაირ არმსი მიყვარს რასაც ქვია. ეგენი უკვე ერთმანეთზე ნაკლებნი არცერთი არ არიან (აირ არმსი და ვეირაუხი) და გემოვნებაზეა არჩევა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ისე საწყენია ზედეპე რომ არ გინდა. ცოტას აქვს ზედეპეები და კარგ რეპორტს გამოაცხობდი.
nihontoman
jjjjkki
ის ზ.დ.პ. რომელიც თავის მიოზნებისატვის გამოადგებოდა აქ არ იშოვება, თორე ვეტყოდით მაგასაც (ნუ მე მაინც ვეტყოდი)
amon
სტეირი ცოდოა შენთვისო არ მირჩიეთ biggrin.gif თან სანადიროდ არ ვარგა თურმე smile.gif ვეირაუხი კი თურმე იგივე ჰაჩიკაა მაგრამ 3,5 -ჯერ ძვირი ღირს smile.gif წავალ ეხლა გუდვილში და ვნახავ სამივეს კარგათ smile.gif საღამოს შემოვალ და არ მომცეთ უფლება 10 000-ში გავწეწო biggrin.gif

მადლობა ყველას ჯიგრები ხართ. თქვენთან სანადიროთ უთოფოდაც წამოვიდოდი უბრალოდ ურთიერთობისთვის
ja_ja
amon
ციტატა(amun @ 2nd December 2011 - 04:40 PM) *
თქვენთან სანადიროთ უთოფოდაც წამოვიდოდი უბრალოდ ურთიერთობისთვის

მერე წამო კვირას შეხვედრაზე და ადგილზე ნახავ ყველა ჯიშის თოფს, გაისვრი მოსინჯავ და ხალხის აზრსაც მოისმენ smile.gif
amon
სად აპირებთ წასვლას რას გეგმავთ კონკრეტულად?
amon
ვიყავი გუდვილში ვნახე თოფები თურქული ვარიანტი აშკარად განსხვავდება გემანულისგან. ისე გეჩვენბა რომ მინიმუმ 1 კილოთი მსუბუქია გერმანული ვეირაუხი. fsb რით განსხვავდება სხვა მოდელებისაგან?
ja_ja
amon
მოკლე ლულვით და ვითომ ჩუმი ვარიანტით
amon
ციტატა(jjjjkki @ Dec 2 2011, 03:46 PM) *
amon
მე მაგალითად ინგლისელს ავიღჶბდი ილარიონამ აიღო უკვე გერმანელი. აგერ შტეერი ვაბშე საოცრებაა სპორტსთის. მაგრამ ესაირ არმსი მიყვარს რასაც ქვია. ეგენი უკვე ერთმანეთზე ნაკლებნი არცერთი არ არიან (აირ არმსი და ვეირაუხი) და გემოვნებაზეა არჩევა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ისე საწყენია ზედეპე რომ არ გინდა. ცოტას აქვს ზედეპეები და კარგ რეპორტს გამოაცხობდი.



ზდპ არავინ მირჩია თორემ მე თავიდან ეგ მინდოდა

ციტატა(ja_ja @ Dec 2 2011, 07:55 PM) *
amon
მოკლე ლულვით და ვითომ ჩუმი ვარიანტით



ანუ წინა xxxxxxxxxx მაგას არ მოყვება? სხვა რამე პარამეტრში არის განსხვავება? მოკლე ლულა ახლო მანძილზე სასროლია თუ?
ja_ja
მოკლედ მოდერი, დაიმახსოვრე მოდერი არის პნევმატიკაში, აი ეგ არ მოყვება, იმიტომ რომ ითვლება ის FSB აკეთებს იგივე საქმეს, სინამდვილეში ეგრე არაა sad.gif მოდერი მაინც დაგჭირდება.

მოკლე ლულა კი დიდ და მოკლე დისტანციაზე იმდენად არ მოქმედებს რამდენადაც გასროლების რაოდენობაზე. ანუ პნევმატიკაში გრძელი ლულა იძლევა უფრო მეტ სიჩქარეს, სადღაც ყოველი 10 სანტიმეტრი იძლება 15 მეტრამდე სიჩქარის მატებას.

FSB ვერსიას კი 61 სანტიმეტრის მაგივრად 50 სანტიმეტრი აქვს ლულა, შესაბამისად სიჩქარე სადღაც 15 მეტრით დაბალია. მაგის კომპენსირება რომ მოხდეს, თოფი მეტ ფაერს იფერთხება ლულაშI რომ ტყვია გააქანოს, შედეგად იგივე რეზერვუარი სადღაც 5-10 გასროლით ნაკლებზე ყოფნის.
amon
fsb არ მაწყობს ე.ი. ხო? air arms, რომ მირჩიეს აქ მაგაზე რა აზრის ხარ?
ReMiNgToN
amon
ზ.დ.პ ს რჩევისგან იმიტომ შევიკავეთ თავი რომ არ აქვს ბევრ ადამიანს და როცა ურჩევ ადამიანს არ გინდა რომ თავი დაიტოვო შემდეგი კითხვის ქვეშ "ვაიდა". ხოდა ქართველებისთვის დამახასიათებელია პასუხისმგებლობის არიდება (by chavchavadze) ამიტომაც შევიკავეთ თავი. მაგრამ ერთს გეტყვი WEIHRAUCH HW 97K , მშვენიერი ზ.დ.პ ა, youtube ში მოვნახე ვიდეოები და საკმაოდ ზუსტად ისვრის და ხმაც დაბალი აქვს. ანუ ანადიროდ იდეალურია ჩემი აზრით რადგან პ.ს.პ იარაღების დატენვა ნადირობისას ცოტა კი არა საკმაოდ დისკომფორტია ხოლმე. ეს იარაღი კი ჩემი მართლაც ნატვრაა და აუცილებლად შევიძენ მომავალში. უბრალოდ ამ იარაღს აქვს დიდი პლიუსი "დატენვა არ სჭირდება". და თუ სანადიროდ გინდა ზ.დ.პ არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.
ასევე კარგია დიანა 52. მას საკმაო სიზუსტე აქვს, მაგრამ შორ მანძილზე წესით სიმზლავრე არ ექნება საკმარი სანადიროთ. და მის გერმანელ ძმაკაც კი ყველაფერი კარგად აქვს განაწილებული. ერთი სიტყვით მე ამას გირჩევდი smile.gif
ilariona
amon

შენთვითონ რა მოგეწონა? ფასში ეტევი რომ ვაირაუხი იყიდო? რავი მე მაინც მაგას გირჩევ, თუ მანქანიდან სასროლად გინდა მაშინ ჯობია მოკლე ვერსია იყიდო და ბევრად უფრო მოქნილია მანქანაში. აი თუ ისე სანადიროთ მაშინ 60 სმ ლულით ყველაზე კარგია, 175 კუბიკი რეზერვუარით 10.2 გრაინიან ტყვიებს 305 მეტრწამით ისვრის და გასროლების რაოდენობაც არნახული აქვს 40 სტაბილური გასროლა. რედუქტორი რომელიც იდეალურად მუშაობს!

რავი მაგარი ჩამოუყალიბებელი კი ხარ და ვიცი რატომაც, მე რომ თოფს ვარჩევდი უნდა გენახა რამდენ ვერსიაზე ვიყავი ჩამოყალიბებული და ყოველ დილით ვცვლიდი აზრებს smile.gif ღამე თუ ვაირაუხს ვყიდულობდი დილით ვიღვიძებდი და დეისტეიტს ვყიდულობდი biggrin.gif ბოლოს ბიჭებმა მომკიდეს ხელი და ძალით წამიყვანეს მაგნუმში smile.gif ავტომატურად მაღაზიაში რომ მოვხვდი ეგრევე ვიყიდე და დავისვენე.

ახლაც რაღაცეებს ვეჩალიჩები ხოლმე ჩემს თოფს, მაგრამ რეალურად ხელი არ უნდა მეხლო, იდეალურად ისვრიდა თავიდან smile.gif ახლა რაღაცეები ვემაიმუნე და 13.4 გრაინს 285-ით ისვრის smile.gif

მე მინდა, რომ ისეთი თოფი იყიდო (თუ გაქვს შესაძლებლობა) რომ ერთ თვეში გაყიდვაზე არ იფიქრო.
ReMiNgToN
amon


თუ ასეთი იარაღის ყიდვის საშუალება გაქვს რაც ილარიონამ დაწერა, მაშინ ჩემი წინა პოსტი უაზრო გამოდის. მე მეგონა რომ ატ 44 ს ყიდულობდი smile.gif
amon
ანუ ვიყიდი ვაირაუხს რაკი აირ არმსს ჯობია თუმცა აირ არმსს მეტი ჯოული აქვს და მაგატზე მეტი ევანიქს აქვს smile.gif
ja_ja
amon
ჯოულებს მისდევ თუ რას?

აირ არმსი მსუბუქია ლამის 700 გრამით რაც ხელში დაჭერისას აშკარად იგრძნობა, პლიუს ... ნუ აქვს ერთი ფარული პლიუსი HW100-ისგან განსხვავებით smile.gif
nihontoman
ეარარმსი მომეწონა მე. ძალიოან კარგი ბალანსი აქვს ხელში, დაჟე ყველაზე ნაკლებად დაბალანსებულ მოდელს (წინ ორი რეზერვუარი აქვს ერთის მაგივრად) და ჩვეულებრივი ხოიმ საერთოდ მაგარიუა smile.gif თან დიდი რეზიკი აქვს უფრო და სიჩქარის რეგულირება...
amon
ამარჩევინეთ ამ ორიდან და ვსიო ხმას აღარ ამოვიღებ biggrin.gif WEIHRAUCH HW 100T თუ AIR ARMS S510 EXTRA SL-FAC ?
ilariona
amon

სანადიროთ? მე ვაირაუხის მფლობელი სრული სერიოზულობით ვიძახი, ყველანაირი ხუმრობისა და მიკიბ მოკიბვის გარეშე

ციტატა(amun @ 3rd December 2011 - 02:10 AM) *
AIR ARMS S510 EXTRA SL-FAC


სანადიროთ ამ თოფს 50%-ით მეტი პლუსები აქვს ვიდრე
ციტატა(amun @ 3rd December 2011 - 02:10 AM) *
WEIHRAUCH HW 100T

ამას.
ენერგეტიკით არ ჩამოუვარდება, წონა კი ერთი კილოთი ნაკლები აქვს ვიდრე ვარიკას. რავი მე სანადიროთ აირ არმს ავიღებდი 100%-ით.

ერთადერთი მინუსი შეგვიძლია ჩავუწეროთ აირ არმს რედუქტორის არ ქონდა. მაგრამ წონააა არის მისი უდიდესი პლუსი. ბევრად მოკლეა და ესეც დიდი პლუსია მანქანიდან ნადირობის დროს.
კიდევ არის რაღაც საკითხები, ნუ ვარიკა 175 კუბიკი რეზიკით 40 სტაბილურ გასროლას იძლევა 300 მ.წ-ით და აირ არმსი კი 280 კუბიკით (105 კუბიკით მეტი რეზერვუარით) იძლევა იგივე შედეგს, რომ გადახედო წესით მეტი გასროლა უნდა მოგცეს, მაგრამ თოფს ფაბრიკულად აქვს გადახარჯვა და ეგ აშკარააა.

მგონი დაგაბნიე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ვიცი ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს ყბა ჩამოუვარდება მაგრამ ვიძახი, რომ ვაირაუხს აირ არსმი სანადიროთ ჯობია. წონა ნაკლები, სიგრძე ნაკლები, ენერგეტიკა იგივე და ცოტა მეტიც. ამ სამი პლუსის გამო მე ამოვარჩევდი აირ არმსს. ხო ფასიც უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ვარიკას.

აწი შენ გადაწყვიტე smile.gif
tengo
ციტატა(ilariona @ 3rd December 2011 - 08:15 AM) *
ვიძახი, რომ ვაირაუხს აირ არსმი სანადიროთ ჯობია. წონა ნაკლები, სიგრძე ნაკლები, ენერგეტიკა იგივე და ცოტა მეტიც. ამ სამი პლუსის გამო მე ამოვარჩევდი აირ არმსს. ხო ფასიც უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ვარიკას.

გეთანხმები 100%-ით.
amon
მეც აირ-არმს გირჩევ. გასროლების რაოდენობაშიც დიდი ვრეზერვია, რომლის გამოყენებაც შეიძლება მაქსიმალურად. და სიზუსტეშიც არანაკლებია.
ja_ja
ნუ გარდა მაგისა მერე ნორიკას შეიძლება ჰკითხო რაცხა რაცხაები და თუ დაგთანხმდება საიდუმლოებს გახსნის აირ არმსსა ზედა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ანუ როგორ მოვკლათ 1 ლიტრიანი ბორჯომის ბოთლი სკვაზნოი გახვრეტით 100 მეტრიან მანძილზე smile.gif
WARNer brother
amon
აიღე აირ არმსი. ვეთენხმები ილარიონას ნამეტანი მძიმეა ვარია. სხვათაშორის ჩემი აზრით ვარია უფრო სპორტისკენ იხრება
amon
ანუ ერთადერთი მინუსი რედუქტორის არ ქონაა? თან მგონი მოდერიც არ აქვს ხო? გადახარჯვა მეტი აქვს და ნაკლებად ზუსტად ისვრის?

ვაირაუხის მინისი კი მხოლოდ წონაა როგორც მივხვდი smile.gif

მოკლედ შეგაწუხეთ მთელი ფორუმი იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ვერ მიმიღია smile.gif მომიტევეთ მეტს აღარ ვიზავ smile.gif
ReMiNgToN
amon
მე airarms გირჩევ, რაც მე წინა გასვლაზე ნორიკასგან ვნახე..... AA ვაღიარე იარაღათ smile.gif ანუ რასაც შენ ითხოვ ის ყველაფერი აქვს. სანადიროდ იდეალური რამაა
WARNer brother
amon
სიზუსტე ნამდვილდ არ აქვს ნაკლები. მოდერიც აქ მოდერი კი არა შრაუდერი აქ! გადახარჯვა მოგვარებადია, წონა კარგი აქ. სილამაზე რავიცი შესაშური.

მე სილამაზე ასე მესმის

ja_ja
amon
დეტალური ინფო აი აქაა
amon
WEIHRAUCH HW 100T - ს ავიღებ რატომღაც უფრო მესიმპატიურება თან რივიუში გაცილებით კარგად მოიხსენიება ვიდრე ინგლისელი smile.gif
ja_ja
დოიჩლან დოიჩლან ლიბერალეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1-2 დღე მოიცადე, რაცხას გული მიგრძნობს შეიძლება კაი წინადადებას გამოჰკრა ხელი მაგ გერმანეთან დაკავშირებით smile.gif
amon
მაგრამ ცოტა ხანი კი მომიწევს საშინელი ოპტიკის დაყენება და მეცოდება ეს სუფტა სისხლის არიელი biggrin.gif მერე კიდევ ოპტიკასაც გერმანულს დავაყენებ თუ მირჩევთ რთქმაუნდა zeiss-ს, თუ უფრო უკეთესებიც არსებობს?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.