bazuka ციტატა(bazuka @ 4th June 2010 - 06:56 PM)

ხალხნო და ჯამაათნო, 280$-იან ნივთს რამდენი მოუწევს განბაჟუი ???
ინვოისის არსებობის შემთხვევაში კერძო პირზე შემდეგი თანხები იქნება
280$ გადაყვანილი ლარებში ვთქვათ 1.8-ზე ეს არის 504.00 ლარი, ამას დაემატება ტრანსპორტირების თანხა ნუ იხეშად 45$ ჯდებოდა ბარამით, ვთქვათ ეგეც ლარებში და დავამატოთ ანუ 504.00+81.00=585.00 ლარი
ახლა დაემატება ამას 18% დღგ და 11 ლარი მოსაკრებელი ანუ 105.3 დღგ და 11 ლარი ანუ სახელმწიფო სულ მოგთხოვს 116.30 ლარს. ჩამოტანიანად კი მთლიანად გამოვა 701.3ო ლარი რაც იმავე 1.8-იანი კურსით არის 389.61$.
ვითომ დიდი არაფერი მარა ქე დაემატა 109$
gregory ციტატა(gregory @ 4th June 2010 - 07:01 PM)

5 ევრო+(280$(კურსი ლარებში)+ 5ევრო(ლარებში))*18%
+დეკლარაცის 50 ლარი
ალბათ ტრანსპორტირებასაც შეგიყვანენ, მაშინ ფრჩხილებში რომაა მაგას ტრანსპორტირების ხარჯი დაემატება
არა ფიზიკურ პირებზე გაამარტივეს იმ ქაჯობასთან შედარებით რაც იყო, თუმცა კიდევ არის ბევრი ქაჯობები დარჩენილი, ანუ დეკლარაცია და ბროკერი საჭირო აღარაა, მხოლოდ 18% და 11 ლარი (ანუ იგივე 5 ევრო), პროსტა ეგაა რომ ტრანსპორტირების საფასურს ამატებენ და ჯერ ვერ გავარკვიე რომელი კანონის, ან ბრძანების საფუძველზე.
ისე მაგარი ბატები არიან საბაჟოზე, ეკითხები რაღაცას და აზრს არ აყელებენ. მაგალითად მეგობრის ტვირთია გაჩერებული და აქ არ არის, მე მივედი მეთი რა იქნება საჭიროთქო რომ ე გამოვიტანოთქო (ნუ ვიცი რომ მინდობილობაა საჭირო, მარა ნოტარიუსი აქ იმის გარეშე მინდობილობას არ მომცემს), ნუ მინდობილობა იასნია, კაი მეთქი ახლა თურქეთში მე ვერ ჩავალ რომ მინდობილობა მომცეს მეთქი, ჰოდა რამდენიხანი ჩერდება თქვენთან ამანათი რომ ვიცოდე ღირს სირბილი თუ თვითონ რომ ჩამოვა თვითონ მოვა მეთქი?
- 35 დღეო
- მეთქი თქვენს პოსტა.გოვ.გეზე რომ შევედი 20 ივნისამდე წერია ვადა მეთქი, და მერე რა მოხდებამეთქი???
- მოიცა ვიკითხავო
მოიარა 3-4 კოლეგა, მოვიდა
- ჰო ნუ ნერვიულობთ 65 დღე გაქვთ ვადაო
- და კითხვის მეორე ნაწილზე პასუხი თუ არსებობს მეთქი, ანუ მერე რა მოხდებათქო?
- მოიცა ვიკითხავო
კიდევ მოირა რამდენიმე კოლეგა
- მერე საჯარიმო იქნებაო
- და რას ნიშნავს თქვენი გადასახედიდან საჯარიმო მეთქი?
- მოიცა მაგასაც გავარკვევო
კიდევ მოიარა რამდენიმე და ბოლოს სიღრმიდან ერთი მპასუხობს (ეტყობა ამოუვიდათ ყელში სიარული და ინფორმაციის კუსოკებად მოწოდება):
- ყოველ გადაცილებულ დღეზე 100 ლარი ჯარიმაო, მაქსიმუმ 500 ლარიო, ანუ 500 ლარზე მეტი ჯარიმა არ დაგერიცხებაო
- მეთქი 150 ლარის საქონელია შეცდომით გააჩერეთ რომელ 500 ლარზე საუბრობთ ???
- ნუ მაშინ შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებთო
- კაცო მეთქი ჩემი მეგობრისაა მე არ მატანთ 150 ლარიან ნივთს და მის მაგივრად შემიძლია დავწერო და სახელმწიფოს ვაჩუქო ტვირთი მეთქი?
- მაშინ მინდობილობა დაგჭირდებაო

ნუ ესეიგი ჩავბჟირდი, ჩავიქნიე ხელი და წამოვედი, საერთოდ არ უფიქრდებიან, ან არც კი აზროვნებენ რას ამბობენ, ან რას აკეთებენ, ფრაგმენტული მეხსიერება აქვთ და ფრაგმენტულად აზროვნებენ.