omari მოდი ჯერ მეც ვიტყვი რომ ამ ფორუმზე უკვე საკმაოდ რაოდენობის თემებია იმისათვის რომ უხეშად წარმოდგენა შეგექმენს ამა თუ იმ ვარიანტზე.
მეორე დიიდი, ძალიან დიდი ხოვნა იქნება, სიტყვა "ტირის" და სიტყვა "კისტის" თოფი არ გამოვიყენოთ. განმარტებისათვის, ეგ ორი ტერმინი საბჭოთა პერიოდიდან შემოგვრჩა, პირველი ნიშNავს რომ ტირშI რომ გამოიყენება ის თოფია, ანუ მხოლოდ დასვენების პარკებში არსებულ ბუდკა ტირებშI რომ ისროდნენ რუსული ჯღანი თოფით იმას ნიშნავს.
მეორე ნიშNავს რომ ისროდნენ მაგისთანა თოფიდან "კისტოჩკებს", ანუ ლურსმანის მაგვარი ფორმა უკნიდან ბუმბულებით ან ბეწვით. ისევ გამოიყენებოდა საბჭოთა გართობის პარკებში და მოიგონეს, იმისათვის რომ გასროლის მერე, ტირის მუშაკს იალად აეკრიფა გასროლილი ტყვიები იატაკიდან და ხელახლა დაერიგებინა ხალხისთვის.
ჩვენთან თოფების კულტურა დიდი არ იყო, ამიტომაც ყველა სახის პნევმატურ თოფს, კისტის და ტირის თოფი ერქვა, არ გვინდა პროფესიონალი არ ვარ და რათ მინდა რომ ვიცოდე. თუნდაც საერთო განვითარებისთვის

მითუმეტეს დღევანდელი გადასახედიდან, აღარც კისტოჩკებია და აღარც ის გართობის პარკების ტირი.
იგივე კურიაზოა ყველა 22LR-ის კალიბრის თოფს საქართველოში გეკოს რომ ეძახიან.
ახლა რაც შეეხება თოფებს. იმ ბიუჯეტში რაც შენ გამოთქვი, კარგს ვერა მაგრამ გასართობს, იყიდი, ერთერთ პოსტშI გიწერია გასართობად მინდაო, მაგრამ ასევე სვავ პირობას რომ 90 მეტრშI ისროდეს, ეგეთს უკვე ვეღარ იყიდი მაგ ფასად.
რაც შეეხება კითხვას
ციტატა(omaritsula @ 5th December 2011 - 05:09 PM)

ე.ი. აზრი არ აქვს ხომ ყიდვას?
მაგის გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, ჩვენ რაფერ გითხრათ არ იყიდო, ან კი კაცო იყიდე არ გამაზო ეგ პონტიო? რჩევა რაც გინდა ყველაფერს გეტყვით, მაგრამ აი კონკრეტულად ეგ და მაგდაგვარი გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, ნუ იგივეა რომ იკითხო, 100 ლარად კაი მანქანა მინდა ვიყიდო ისეთი რომ ყველანაირი ელექტრონიკით იყოს გატენილი და ყველა ჯიპს ჩაგრავდესო... ნუ გეტყვის ვიღაც 1000 ლარად ვერ იყიდიო და მაშინ შენ უსვავ კითხვას, ანუ საერთოდ ღიირს მანქანა რომ ვიყიდოო

იმედია ხვდები პარალელებს, კონკრეტული თოფი და მანქანა ერთი საკითხია და მთელი მანქანების ხაზი ან პნევმატური სამყარო ცალკე შტუკაა
ბოლოს რაც შეეხება Hatsan Mod 125-ს ასევე მის მომდევნო მოდელს Hatsan Mod 135 და Hatsan Mod 155-ს, ნუ ყველა ახალბედა პირველი ეგრევე მაგ თოფს ადგება, ალბათ ეს ჩვენი უვიცი, დაუნი და მამაძაღლი გამყიდველების ბრალია, რომლებსაც მთავარი მიზანი აქვთ გაყიდონ და დააბოლონ კლიენტი ვიდრე ნორმალურად აუხსნან რას ჰკიდებენ ხელს.
სინამდვილეშI Hatsan -ის ხაზი უნდა ჩერდებოდეს Hatsan Mod 99-ზე. დანარჩენი სიგიჟეა. ანუ ალბათ გსმენია ან გამყიდველმა გითხრა რომ ველური ძალა აქვს... კი აქვს 100 პროცენტით და 2 ხელით ვეთანხმები, მაგრამ ძალა აქვს ემალირებული ქვაბის და სკავაროდკის გასახვრეტად ასე 10 მეტრში და 20 მეტრში, მაგრა რა ფასად?!
1) ესეიგი გადატენვა ჩაგაშხამებს სიამოვნებას, რაც არ უნდა ჯანიანი და ძლიერი ადამიანი იყო, ნუ პროსტა ამოგასხავს რა ყელში მაგის გადატენვა.
2) სროლის პროცესი, ესეიგი ჩაგისინიაკებს ბეჭს, მუცელს და ალბათ ბზარებს გაგიჩენს ბეჭის ძვალზე და ნეკნებზე (ძვლებზე თუ უბრალოდ ვატრაკებ, სინიაკების მიღება რეალობაა და არაერთ ფორუმელს მიუღია)
3) პნევმატიკა ცეცხლსასროლი არაა, გარკვეულ ენერგეტიკის ზემოთ სროლა არ შეიძLება, არა იმიტომ რომ იქ მორალური თემებია და არაკანონიერია... უბრალოდ ამ პლანეტის ზედაპირზე არსებული ფიზიკის კანონები არ იძლევა საშუალებას გარკვეულ ძალაზე ზემოთ იყოს გამოყენებული პნევმატიკა, კერძოდ ტყვია კარგავს ტრაექტორიას და სად მიდის კაცმა არ იცის, ნუ მოკელდ რასაც უმიზნევ ვერ გაარტყავ 40 მეტრზე, ნი ტო ჩტო 90-ზე. 10-20 მეტრზე ქვაბს კი მოარტყავ, მარა ქვაბებზე ხო არ ვნადირობთ

მოკლედ ბევრი რომ არ ვიყბედო, ჰაჩიკას მაგ მოდელებს შეეშვი დიდი თხოვნა იქნება, იმედია გაითვალისწინებ რჩევას, თუ არა და მოგიწევს ყიდვა მერე გულის დაწყვეტა, საერთოდ პნევმატიკაზე ხელის ჩაქნევა და....
პნევმატიკა კარგია, ისევე როგორც სხვა იარაღი, მაგრამ ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზნები, შენს მიერ ჩამოთვლილი 3 მიზანი:
1) იაფად 200-300 ლარში
2) გასართობად
3) მიზანშI 90 მეტრზე
ნუ უბრალოდ შეუთავსებელი რამეა. არ ვიცი გაქვს თუ არა ცეხლსასროლთან შეხება, მაგრამ წარმოიდგინე იგივე მოთხოვნები ვთქვათ კააბინის მიმართ რომ იყოს დასმული რა გამოვა? მემგონი კაი არაფერი

რაც შეეხება Co2-ს, ეგ არის სუფთა გასართობი, ანუ მე არ ვისცი შენ რა დატვირთვას აძლევ სიტყვა გართობას, მაგრამ ჩვენთან ეგ არის ჩამოყალიბებული ტერმინი როემლიც ჩვენთვის ცნობილია სიტყვით"პლინკი" ან "პლინკაობა" ანუ გართობა და სროლა, ბოთლებში, კონსერვის ქილებში, წვებში ხეზე და ნუ მოკელდ უაზრო და ჩაუფიქრებელი სროლა, მოგინდა ბოთლის გატეხვა დაიადე ესროლე. მანდ არც მიზანია საჭირო, არც ენერგია. მაგ საქმისთვის Co2-იანი პნევმატიკა ვარგა ასევე ჩვეულებრივ თოფებშიც რომ თქვი გასართობად მინდაო, აი მაგისთანა გართობისთვის, უპრობლემოდ იყიდი თოფს 200-300 ლარშI და შეიძLება გაერთო ასე 40-50 მეტრამდე, ოღონდ 90 მეტრს ნუ მოსთხოვ და დიდი სიზუსტეს.