დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ამაზონზე დაკვეთის მანუალი
Georgian Airgunners Portal > საერთო > სასარგებლო ინფორმაცია, ბმულები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
ja_ja
მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს barami.us-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.
foxi
ვინც ვერიმახსოვრებთ ჩაიწერეთ! კაცმა მეორეთ დაწერა.
geojorjika
აი საღოლ რა ჯაჯ , იმენა დაუზარელი , ხარ, ხომ ივიც დაკვეთა მარა მირჩვენია მე დავუკვეთო სხვის მაგივრად და ბარამშიც რიგში ვიდგე სანამ არ გამოვიტან სხვის ნივთს , ვიდრე ამხელა პროსტინა დავწერო biggrin.gif biggrin.gif

ხომ ვამბობდი ერთი ორი ჯაჯა გჭირდება მეთქი biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
შენ ძმაო მანიაკი ხარ suicide2.gif
skywalker
სააააღოლ რო არ გეზარება biggrin.gif ამ ყველაფრის მერე კიდე რო კითხვა გაგიჩნდება biggrin.gif
tengo
ja_ja

ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეტ რაღაცას ნამდვილად არ ველოდი, ეხლა სინამდვილეში დავტკბები.

უღრმესი მადლობა ჯაჯა.
nihontoman
ეს ყველაფერი კარგი, მარა აქამდე სად იყავი?
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 21st April 2010 - 01:44 PM) *
ეს ყველაფერი კარგი, მარა აქამდე სად იყავი?

და რა არ მოგეწონათ ბატონო იაპონჩიკ smile.gif????

აქამდე სადღაც უკვე მეწერა იგივე, პროსტა რომელიღაც თემაში იყო, შენ ამ ფორუმზე კაიხანია ხარ და უნდა გენახა, ეს ტავიდან დავწერე და ცალკე თემაში დავდე იმიტომ რომ ის დაწერილი ახლა სადაა კაცმა არ იცის.
cz80
ja_ja


აუ ჯაჯ, კაცურად, უფრო დაწვრილებით დაწერე რა ამაზონიდან ჩამოტანის ამბები... თუ არ შეწუხდები
აქ სადღაც კი იყო ამაზე ლაპარაკი მარა ვეღარ ვნახულობ...


შუტკა ნუ smile.gif
rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
cz80
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე მართლა ტო, ამ ყველაფრის მერე რაღა კითხვა უნდა გაგიჩნდეს..smile.gif
nihontoman
ja_ja
ვინ გეუბნება ატრ მომეწონაო? პირიქით, ასეთი ინსტრუქცია მგონი ჰაბლის ტელესკოპს არ ქონია...

უბრალოდ გული დამწყდა პირველად რომ ვიწერდი, მაშინ რომ არ იყო....
ja_ja
მგონი შეცდომებიც გავასწორე, ანუ შ ტ თ ღ X I და ასე შემდეგ შეცდომები რაც იყო გამოვხშირე, იმედია ამჯერად ყველაფერთანე რტად სუფტა ტექსტი დევს.
gregory
smile.gif ja_ja
საღოლ smile.gif მაგარი ნამუშევარია!!!!
ბარამის საიტზე უკვე ლინკიც დადეს შენი მანუალის( ჯერჯერობით შუტკა, მაგრამ არ გამიკვირდება რომ დადონ) და კლიენტებს ვეღარ აუდიან smile.gif
სხვა ჩამომტანებიც შეგიკვეთავენ ეგეთ მანუალებს მალე ასე რომ მალადეც შენ king.gif
Power_VANO
ja_ja
pleasantry.gif ბრავო ჯა_ჯ! მშვენიერი ნამუშევარია!
tengo
jaja.

მე-12 სურათზე მიუთითე ბარამის მისამართი და დავაჭირე გაგრძელებას.
მე-13 სურათის მაგივრად ,სადაც უნდა მიმეთითებინა მიტანის ვადები, ამოვიდა განსხვავებული სურათი და მემგონი მეუბნება ამ ორიდა ერ-ერტი მისამართი მიუთითეო.

Original address; tengiz gvari 22H graigwood rd avenel nj 07001 united states

Suggested Address: tengiz gvari 22H graigwood rd avenel nj 07001-2239 united states


есть проблемы с адресу - мы пометили наши предложения в красном ниже. Пожалуйста, выберите, какую версию адрес, который нужно использовать, или нажмите кнопку Изменить рядом с адресом, который требуется изменить. გუგლის ნატარგმნი. როგორ მოვიქცე.


ja_ja
tengo
ეს მეორე მისმართი საიდან გაიჩითა??

და მოიტა ორიგინალი ინგლისური ტექსტი, სურათიც დააპრინტსკრინე თუ არის შესაძლებელი და აქ დადე
ja_ja
შენ NO ხომ არ ამოირჩიე როდესაც მისამართი შეავსე?? აი მეთორმეტე სურათზე რომ მაქვს მონიშნული ძირა ჩარჩოთი



მანდ უნდა დაგეტოვებინა Yes წონააღმდეგ შემთხვევაში შენ NO-ს თუ ირცევ ეგ იმას ნიNშავს რომ შენ საცხოვრებელი მისამაღტი სხვა გაქვს და მიმითითეო, თუ იმასაც შეავსებ, მერე გამოგიტანს ხოლმე შემოთავაზებას რომელზე გავაგზავნოო.
koknar
ჯაჯა ჯან ეგ არი ბილინგ ადრესი ეგ უნდა სხვა იყოს ანუ იგივე რაც კრედიტ კარტაზეა მაგას გაგზავნასთან კავშირი არა აქ. გადამხდელის მისამართია.
tengo
jaja

საქმეც იმაშია რომ არა,როგორც სურათზეა ზუსტად ისე. კიდევ ვეცდები თავიდან გავაკეთო.

რაც შეეხება დაკოპირებას და დადებას , არასდროს გამიკეთებია ცოტა ძნელია.
Power_VANO
tengo
პრობლემა არაა ეგ, Use Original Address მიუთითე, ანუ რაც ჩაწერე, ის.

უბრალოდ, ამაზონი ხანდახან თავისით გთავაზობს უფრო დაკონკრეტებულ მისამართს smile.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 24th April 2010 - 05:10 PM) *
ჯაჯა ჯან ეგ არი ბილინგ ადრესი ეგ უნდა სხვა იყოს ანუ იგივე რაც კრედიტ კარტაზეა მაგას გაგზავნასთან კავშირი არა აქ. გადამხდელის მისამართია.

ესეიგი რა დღე გამითენდა ჰა biggrin.gif 1 კვირის წინ იქეთ გასწავლიდი რაფრა უნდა დარეგისტრირდე და ახლა აქეთ მასწავლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (სუფთა ანდაზა მახსენდება რა - იაიცა კურიცუ ნი უჩატ, მარა უკუღმა გამოდის ახლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif)

ბანკში მაინც არ ვმუსაობდე ბლინ biggrin.gif biggrin.gif ვიცი რა არის ბარათის ბილინგი...

კაცოუუუ, ვიცი რომ წესით განსხვავებული უნდა ჩაიწეროს ჩვენს შემთხვევაში შიპინგ და ბილინგ მისამართი, მაგრამ კაკრას მთელი სტატია და მის მერეც მაგას ვიძახი ამაზონს ახატია მეთქი ეგ პირობა და ზედმეტად 2-2-ჯერ რომ არ ავსოთ ერთი და იგივე ველები სხვადასხვა მონაცემებით და დომფხალი არ შეგექმნათ, ასევე დრო არ დაკარგოთ მეთქი, ჩაწერეთ პირდაპირ ბილინგ მისამართში ბარამის მისამართი თქვა.....

ეგ პირობა აქტიური იმ მაღაზიებისთვის ვინც ბარათზე ამოწმებს ბილინგს, ამაზონს კი ცოტა ჩახლართული სისტემა აქვს სადაც შეიძლება რამდენიმე დასტავკის მისამართი მიაბა და რამდენიმე ბარათი, ამიტომაც ეგ პუნქტი ამაზონს არ აქვს მიბმული ბარათის ბილინგზე და ახატიათქვა. შესაბამისად იხეირეთ რა, თორემ თუ სინდისის ქეჯნა გაწუხებს რომ ამაზონს ატყუებს და უსამართლოდ ექცევი, მაშინ მაგ სურათის რომ შეავსებ მარამის მისამართად, ამოირჩიე NO მერე კი შეავსე შენი ბილინგ მისამათიც.
პრობლემას რომ არ იწვევს თავს დავდებ, იმიტომ რომ შენი საჩუქარიც, რიპერაცის, და კიდევ ოხრად ხალის დაკვეთაც ეგრე მაქვს გაკეტებული 5 ექაუნთი მაქვს გახსნილი და ისე ვუშვებ დაკვეთებს

ნუ იდეაშI შეიძლება ერთი ექაუნთიდან რამდენიმე სხვა სახელზე გაუშვა მაგრამ რომ ჩამოვა საბაჟოზე 5 ამანათი და ყველას მტყიდველის მისამართი ჩემი სახელი გვარი აქვს და მიმღების სხვა.... რას იტყვიან? ეს კაცი თავისთვის ყიდულობს და სხვადასხვა მისამარტებზე აგზავნის რომ არ გამოვიჭიროთო.

კოკოჯან მოგკლავ biggrin.gif ნუ გადამრევ თორემ, თორემ, თორემ... გადავდგები... ვოტ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

tengo
ციტატა(tengo @ 24th April 2010 - 05:12 PM) *
საქმეც იმაშია რომ არა,როგორც სურათზეა ზუსტად ისე. კიდევ ვეცდები თავიდან გავაკეთო

დააპრინტსკრინე რა და დააგდე შენი ეკრანის გამოსახულება რომ შევხედოთ რა ხდება შენთან.
tengo
jaja

მეორეჟერ რომ ვცადე მაშინ ესეთი გაფრთხილება არ მოუცია , მაგრამ ის მე13 -ე ფურცელი განსხვავებული ფორმის იყო. ტვირთის მიტანის 2 ვარიანტის გარდა[ვადებზეა საუბარი] იყო
მითიტებული ბევრი ვარიანტები.მატ შორის იყო 1 დგიანიც.მე სდადატული 1-3მდე ავგნიშნე.და ბოლომდე ჩავედი. აწი ველოდები დალშე რაიქნება. რაც შეეხება კოპირებას ვერ გავაკეტე,მაგრამ აუცილებლად ვისწაბლი.
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ Apr 24 2010, 07:24 PM) *
tengo
პრობლემა არაა ეგ, Use Original Address მიუთითე, ანუ რაც ჩაწერე, ის.

უბრალოდ, ამაზონი ხანდახან თავისით გთავაზობს უფრო დაკონკრეტებულ მისამართს smile.gif


ჩემი პოსტის ციტირებაა წინა გვერდის ბოლოდან. თითქმის ყველა ქართული გადამზიდავის მისამართზე იცის ხოლმე ამაზონმა ეგეთი რამის შემოთავაზება, უფრო აკონკრეტებს თავისი ჭკუით მისამართს. მიუთითეთ Use Original Address, პრობლემა არ იქნება არანაირი smile.gif
tengo
Power_VANO

მადლობა, Power_VANO მომავალში მეცოდინება .
ისე მეორეჟერ რომ ვცადე მერე არ მოუთხოვია.
koknar
ეგაა რა სხვის მაგივრათ არ უნდა ილაპარაკო რა... ჯაჯა Power_VANO -ს ასწავლიდა მისამართის ჩაწერას რა ჩემი საქმე იყო , მაინც მე გავილანძღე, ახია ჩემზე biggrin.gif
koknar
არა ტენგოს კაცო Power_VANO რა შუაშია ბოდიში
ja_ja
koknar
რა დალიე, ან მოწიე დილიდან?? მშვიდობის ჩიბუხი უკვე გააბოლე???
koknar
ერთად თუ გავაბოლებთ თორე მარტო მიტყდება ეგოისტი კი არა ვარ smile.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 25th April 2010 - 04:22 PM) *
ერთად თუ გავაბოლებთ თორე მარტო მიტყდება ეგოისტი კი არა ვარ


D: ხაროში ბელად biggrin.gif
tengo
ja_ja

თანხა ბარათიდან ამდილით აიღეს , ექაუნთში სურათი ჯერჯერობით იგივეა ,მითითებული მხოლოდ ორდერის ნომერი.ალბათ საქონელს დგეს წაიღებენ.

ბარამი რომელ დგეებში იგებს ამერიკის საწყობიდან თავის საქონელს.
ja_ja
tengo
თანხას გაჭრიან გაგზავნის წინ. თანხა უკვე მიიღეს ახლა ალბათ შეფუთვაზე და გასაგზავნ დეპარტამეტში გადაცემაზე ჩალიჩობენ

როდესაც გადამზიდავის ტრეკინგის ნომერს მიაკრავენ მეორე წერილს მოგწერენ სადაც ტრეკინგის ნომერსაც მოგაწოდებენ, ამაზონზე შენს ექაუნთშიც დაკვეთას გაუჩნდება ახალი ღილაკი Trecking დააჭერ მაგას და იგივე ინფოს დაინახავ როდის წამოვიდა, სააა, როდის იგეგმება ჩატანა და ასე შემდეგ
tengo
ja_ja

გასაგებია, ველოდები მომავალ ინფოს.
Power_VANO
ja_ja
ჯა_ჯ, ბარამს ისევ ხუთშაბათ-პარასკევს აქვს ხოლმე ტვირთის გაცემის დღეების დასაწყისი?
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 26th April 2010 - 03:56 PM) *
ჯა_ჯ, ბარამს ისევ ხუთშაბათ-პარასკევს აქვს ხოლმე ტვირთის გაცემის დღეების დასაწყისი?

არა ახლა ორშაბათია ხოლმე, ანუ ადრე რომ ხუთშაბათს იღებდი კიდევ უნდა მოიცადო პარასკევი, შაბათი და კვირა, აი ორშაბათს კი იღებ ამანათს.

წესით დრეს უნდა ამეღო ჩვენი დაკვეთა პირამიდიდა, ნომერაციის გარესე რომ გავუშვით, შენი ფოსტერით და კიდევ იორამას, სოხას და დავიტას JSB-ით და აგეთი პონტებით, მაგრამ საბაჟომ დააგვიანაო და არ გამოგვატანა შაბატს ტვირთიო. დრეს ელოდებიან და ხვალ დავიწყებთ ალბათ გაცემასო...

Power_VANO
ja_ja
აჰაა გასაგებია, ანუ ახლა მე რომ ოპტიკა გამოვიწერე და TRANSIT აწერია, ეს ერთი კვირის მერე იქნება ხო?
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 26th April 2010 - 04:13 PM) *
აჰაა გასაგებია, ანუ ახლა მე რომ ოპტიკა გამოვიწერე და TRANSIT აწერია, ეს ერთი კვირის მერე იქნება ხო?

ჰო. ანუ ალბათ დღეს ან ხვალ ჩამოვა რეისი, მაგრამ მერე საბაჟოზეა მთელი კვირა და შაბათს გაატანენ დასარიგებლად. შაბათს წაიღებენ და დაასაწყობებენ, კვირას არ მუშაობენ და ორშაბათს დაიწყებენ გაცემას. თუ რა თქმა უნდა დღევანდელივით არ აღმოჩნდება რომ საბაჟომ გაატრაკა და არ გამოატანა შაბათს.
tengo
ja_ja

ეს დისკოზე ხომ წავა .

შიპინგი თუ უფასოა,როგორ ჯობია მე გამოვიწერო ცალკე თუ ერთობლივ შეკვეთაზე ჯობია.
bazuka
tengo
კი წავა, მარა დიდი გამომავალ ლინზიანი ოპტიკა შეიძლება არ წავიდეს, დაბალპროფილიანი რინგია X32 წესით და რიგით წავა
tengo
bazuka

აი ამას ველოდები 4-16 X40. ძაან მაღალიც არ მომწონს.ეს თუ გამოდგება?
gregory
tengo
მაგაზე უპრობლემოდ წავა
ja_ja
tengo
მაგაზე წავა ერთი პირობით თუ დისკოს მოხსნი უკანა სამიზნეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დისკოს უკანა სამიზნეს ეხება და ვერ ჯდება ბოლომდე ადგილე.

კიდევ ერთი რამ გაითვალისწინე ეგ რინგები თუ იყიდე ოპტიკას კრიშკები უნდა მოხსნა, რადგან კრიშკებიანად ვერ დააყენებ თოფზე, ლულას გაედება პლასტიკატის ხუფები...

კაროჩე მეც ეგეთი ოპტიკა მაქვს და სწორედ მაგ მიზეზით ვიყიდე მაღალი რინგები და ბედნიერი ვარ.
tengo
gregory

გმადლობთ . იქითკენ რახდება, ჩვენთვის სასიხარულო ინფო რამე ხომ არა გაქვთ.?
bazuka
tengo
ციტატა(tengo @ 26th April 2010 - 04:52 PM) *
4-16 X40

ეს მგონი ჯაჯას აქვს, და დაწერს რა პროფილიანი რინგები აქვს.
tengo
ja_ja

მაშინ სხვა გზა არაა უნდა ვეძებო.
bazuka
ისე ეს თემა ოპტიკასთან რაშუაშია???


მოკლედ ამ პოსტებს გადავაბრძანებ იქ, სადაც საჭიროა და მეორედ აქ მხოლოდ თემის შესახებ კითხვები, თორე ბარდაგი იქნება
tengo
bazuka

სწორი ბრძანდები ბატონო ,მაგრამ ჩემთვის ძნელია ,ყოველი სიტყვის სასურველ თემაში მოთავსება ,თანაც კომპისთან ურთიერთობის სწავლა ეხლა მიწევს.
ჩამოვრჩი ცხოვრებას,რას იზამ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 26th April 2010 - 05:33 PM) *
სწორი ბრძანდები ბატონო ,მაგრამ ჩემთვის ძნელია ,ყოველი სიტყვის სასურველ თემაში მოთავსება ,თანაც კომპისთან ურთიერთობის სწავლა ეხლა მიწევს

ნუ ეგ გასასამართლებელი საბუთი არაა, ბევრი ახალბედა ფორუმის სტრუქტურის გაგებაშია არაა, მაგრამ ეგ არ ნიშNავს რომ ვისაც სად მოგვინდება იქ ვპოსტოთ. მე უკვე იმდენ აცდენილ თემებს დავსდევ და ვწმინდავ რომ....

წმენდისას კი მთლიანად პოსტები იკარგება sad.gif
tengo
ja_ja

გასაგებია ყველაფერი. შეცდომებისგან არავი არაა დაზღვეული, მთავარია მიზანმიმართული არ იყოს.

ერთი რამ ვერ გავიგე, ნებისმიერი ახალი შეკითხვისას ახალი თემა უნდა გაიხსნას? და ვინ ხსნის ამას, თუ ჟერ უნდა მოიძებნოს სასურველი ,შესაბამისი თემა და მერე დაისვას შეკითხვა.


bazuka
tengo
არანაირად
არსებობს უკვე დახმარების საერთო თემები

მაგალითად ოპტიკაში არის თემა
"ოპტიკის შერჩევა 123» 7
საერთო თემა"

ძირითადად კი რჩევები, კითხვა-პასუხი
ამ განყოფილებაშია, და უმეტესი კითხვა რაც გაგიჩნდებათ უკვე განხილული და გადაღეჭილია, თუმცა ზოგი უადგილო ადგილასაა და ჭირს მისი მოძებნა, ამიტომაც გთხოვეთ, რომ შესაბამის თემაში დავწეროთ რადგანაც შემდეგში, ახალ წევრს ხელახლა არ მოუნდეს ამ კითხვების გამეორება და ჩვენს ხელახლა არ გვქონდეს იგივე დასაწერასახსნელი
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 26th April 2010 - 05:58 PM) *
ერთი რამ ვერ გავიგე, ნებისმიერი ახალი შეკითხვისას ახალი თემა უნდა გაიხსნას? და ვინ ხსნის ამას, თუ ჟერ უნდა მოიძებნოს სასურველი ,შესაბამისი თემა და მერე დაისვას შეკითხვა.

ჯერ შესაბამის განყოფილებაში იძებნება არის თუ არა ამდაგვარი საკითხი, ან საკმაოდ ახლოს მდგომი, თუ არ არის, მერე საკითხთან აზრობრივად ახლო განყოფილებაში შედიხარ და აჭერ ზედა მარჯვენა კუთხეში ახალი თემა, წერ ახალი ტემის სათაურს და ქვესათაორს და შემდგომ პირველი პოსტის ტექსტს.

თუ დარწმუნებული არ ხარ რომ სწორედ გახსენი თემა და ორჭოფობ შეიძლება ადრე ესეთი იყო და ვერ ნახე, შეგიძლია პოსტის ბოლოს მიუთითო:
- ბოდიშს ვიხდი თუ თემა არასწორე განყოფილებაში გავხსენი, მოდერებს ვთხოვ გადაიტანონ თუ საჭიროა და თუ ასეთი საკითხი უვე იყო მიმითითეთ თემა და ეს დახურეთ.

ვსიო, თუ არასწორედაა, მოდერატორები და ადმინები მაგისთვისაა გადაიტანენ შესაბამის განყოფილებაში, თუ არის ასეთი თემა და იძებნება მოგცემენ ლინკს და თემას დახურავენ ამ გააერთიანებენ იმ თემასთან რასთანაც საჭიროა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.