chefo ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი... უბრალოდ ისეთ გასართობთან გვაქვს საქმე რომელიც ყველა ქვეყანაში ასე თუ ისე რაღაც რეგულირებაში ხდება.
შედეგად, უნდა იცოდე ჩვენი ქვეყნის წესები, პლიუს თუ იქედან იწერ რაცხა ყურმოკვრით მაინც უნდა იცოდე იქ რა ხდება.
ჯერესერთი ამერიკაში ამ უტვინო ტერორისტების გამო ყოველდღე ყველაფერი რთულდება, განსაკუთრებით ყველაფერი იარაღზე დაჟე სათამაშოებზე, საფოსტო გზავნილით ზოგ შტატში არანაირი იარაღის მსგავსი ნივთის გაგზავნა არ შეიძLება, ზოგში კი საერთოდ იარაღის ყიდვაც არ შეიძლება.
ეს მხოლოდ ლეგენდაა რომ ამერიკაში ყველანაირი იარაღი შეიძლება გქონდეს... კი ბევრგან ეგრეა, მაგალითად ტეხასში, ტენესიში და ასე შედმეგ, მაგრამ მასეთ შტატებში გადაზიდვის და ონლაინ შოპინგის კჯანონებია ისეთი რომ საშემოსავლოა გადასახდელი, და სხვა ფარული ხარჯებია, შედეგად გადამნზიდავები გარბიან ნიუ ჯერსიში ან დელავერში, სადაც ონლაინ შოპინგისას არ იხდი გადასახადებს, უმეტეს მყიდველს ეგ აწყობს, მაგრამ აი ჩვენ გავეჭედეთ, იმიტომ რომ ეგეთ შტატებში იარაღის შეზღუდვებია

მაგრამ ეგ რომც იყოს გადაწყვეტილი და უპრობლემო გელის მეორე ფარული პრობლემა, კერძოდ თვითონ ჩვენი გადამზიდავები, რომლებმაც თითქმის ყველამ უარი განაცხადა ნებისმიერი სახის იარაღის ჩამოტანაზე, შედეგად ამერიკულმა საიტმა რომც გამოგიგზავნოს, მერე ჩვენი გადამზიდავები ჭედავენ და არ გამოგიგზავნიან.
ასე რომ ამოცანა შედგება 2 საფეხურისგან:
1) ჯერ მონახო აქაური გადამზიდავი რომელიც იარაღის ჩამოტანაზე არ გაგიჭედავს, სულმთლად გადასარევი თუ რაიმე იარაღის მოყვარულ შტატში ქინება მათი ოფისი
2) მონახო ისეთი ონლაინ მაღაზია რომელიც ფეხებზე დაიკიდებს ფედერალურ კანონებს და მაინც გამოაგზავნის შენს შტატში იარაღს მიუხედავად იმისა რომ წესით არ შეიძლება და მაგაზე შეიძლება ლიცენზიაც აახიონ და ჯარიმაც ჩაახუტონ