gregory ციტატა(gregory @ 5th July 2016 - 09:17 PM)

გთხოვენ, რომ ინვოისის სისწორე დაადასტურო! ანუ იმენნა ამობეჭდილი კი არ უნდათ, არამედ საიტზე რომ ანახო ინვოისი(კონკრეტული
მანდა ვარ მეც, რომ მთხოვენ ზუსტად ისევე უკანონოდ როგორც კრედიტ ოფიცრები სახლში რომ ადგებიან ხოლმე სახლში სასტავს და ეუბნებიან ახლა ეს უნდა გაგიყიდოთ და ის უნდა გაგიყიდოთო, იმიტომ რომ კრედიტის გაცემისას ეგენი იყო საგარანტიოდ აღრიცხულიო

უმეტესობა წინააღმდეგობას არ წევს არა და რეალურად მაგის უფლება არცერთ საკრედიტოს და კოლექტორს არ აქვს. დაჟე განზრახ რომ ვიმამაძაღლო სასამართლო სანამ არ დაადგენს რომ მართლა უნდა ჩამომერთვას ეგ ქონება, მანამდე მკვდარ ბუზსაც ვერ გაიტანენ ჩემი სახლიდან

ანუ იმას ვამბობ რომ სრულად პონტზე აგდებაა ეგ მოთხოვნა, მიდის ფსიქოლოგიური პრესინგი რომ მისულიხარ სადღაც სახელმწიფო ორგამოშI, რომელიც ბობოლაა და თუ ახლა კაი სიტყვაზე არ დამეთანხმები მე შენ იმას და უჰო-ჰო აი ამას გიზამ ასე რომ დავაი დათანხმდი და მაიტა შენი ექაუნთი შემახედე რომ მანდ მანრთლა გაქვს ეგ თოფი ნაყიდიო...
მე კიდევ პირადი სექსუალურ ცხოვრებას იმიტომ ვაწვები რომ ეგებ და იმ ექანუთში მე ასევე ჩემი პირადი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებელი ნივთებიც მაქვს ნაყიდი, ნუ იგივე სუპერ პუპერ ვიბრატორი, განკუთვნილი იმენნა მონადირე კაცებისთვის

... არ მნინდა რა რომ ვიღაც ღიპიანმა მებაჟემ შეიჭყიტოს ეგეც დაინახოს, სტრანნად ამომხედოს და მე გავწითლდე, შემდეგ კი თავის თანამშრომლებთან ერთად იხითხითოს... ეხლა რას იტყვი? არაა არანაირად ჩემს პირად ცხოვრებასთან და სექსუალურ ფანტაზიებთან შეხებაში?

ხომ მაინც გამოვჩიჩქნე

უფრო გავართულებ საქმეს, მებაჟემ პრაქტიკულად იცის ჩემი სახელი გვაი და პირადი მონაცემები, შევიდა თავისი კომპიუტერიდან ჩემი თანდასწრებით ჩემს ექაუნთში, და ამასობაში მე რა ვიცი რა პროგრამული უზრუნველყოფა აყენია მაგ კომპიუტერზე, როგორც წინასწარ განზრახ მიზნით ასევე დაუდევრობა უვიცობის გამო, შედეგად მოხდება ჩემი პირადი ინფორმაციის აღმწერი ჩანაწერების გაკეთება და მერე ვის ხელში მოხვდება კაცმა არ იცის...
სწორედ მაგისთვისაა კონსტიტუცია და შესაბამიის გაწერილი პუნქტები, აგერ რამდენიმე ამონარიდი რომელიც კონკრეტულად მაგ მოთხოვნებთან არის შეხებაში:
ციტატა
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 16
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
მუხლი 19
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
მუხლი 20
1.
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი,
პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო
და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.
(აი აქ ვარ მეც, ბომბაა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში - იმენნა ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებაა ჩემს ექაუნთშI არსებული ინვოისი, ასე რომ ამონაბეჭდს დათანხმდნენ და ტაკუნების ქიცინს შეეშვას ზოგიერთი უჭკუო ჩინოვნიკი) აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
მუხლი 39
საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აი ჯერ დამიმტკიცოს რომ იმენნა ვთაღლითობ და დამნაშავე ვარ სახელმწიფოს წინაშე, წარადგინოს სასამართლოში უტყუარუ მტკიცებულებები (საინტერესოა როგორ წარადგენს თუ უფლება მაქვს ჩემს ექაუნთშI არ შევასუნინო?) და აი მერე სასამართლოს მეშვეობით მომთხოვოს ექაუნთის გადამოწმებაც და შეხედვაც. ყველანაირი გამოგინებული ფრაზები რომ აი ეჭვი გვაქვს ხშირ შეძენების გამო რაღაცაზე და საფუძვლიენი ეჭვი აქვს იმის და ამის შეუძლია ყველა ჩინოვნიკს თავის ოთახში ფერადად გაიკრას და დატკბეს, მაგრამ მოქალაქესთან მაგისთანა სისულელის მოროშვა ნიშნავს მხოლოდ მოქალატის პონტზე აგდებას ეგებ და გაუვიდეს, ან ძალით, განზრახ შეცდომაში შეყვანას, მისი პირადი ინფორმაციის მოძIების მიზნით, რაც უკვე კანონით დასჯადია
მუხლი 41
2.
ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან,
მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ჩემი ფინანსური ჩანაწერები არ წარმოადგენს საფეთხეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, არც არავის ჯანმრთელობისთვის და არც არავის თავისუფლება არ იზღუდება ჩემს ფინანსური ჩანაწერებთან ვერ წვდომის გამო.... ასე რომ ეს მუხლიც მათ სასარგებლოდ არააამუხლი 44
1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.
მუხლი 45
კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
მომკალლით და მე ვერ ვხვდები რა კანონიერი გზა აქვს იმ ჩინოვნიკს რომელიც, ან მე მთხოვს მივცე ექაუნთში შესასვლელი ინფო, ან გახურებისას ირკვევა რომ რას ამბობ კაცო - გადამზიდავს აჩვენეო და ის დამიდასტურებსო (მაშინ გადამზიდავთან დეკლარიბას რისთვის ვაკეთებ? მე დავადეკლარირე, ინვოისი უმეტესწილად თან ახლავს ნივთს ასე რომ ციც ჩემი ექაუნთიდან

) ან მასთან მივიდე, შევიყვანო ჩემს ექაუნთში და შევახედო...
ნიხტ, აი იმენნა ნიხტ ფერშტენზი რა