tengo
Apr 26 2010, 05:25 PM
ja_ja
ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. გმადლოფთ.
tengo
May 8 2010, 01:30 PM
თუ ვინმემ იცის და გადაუხდია საკრედიტო ბარათიდან ტრანსპორტირების თანხა და როგორ უნდა შეივსოს.(ჩემი ოპტიკა და სასწორი ჩამოვიდა). მე მგონი ეს იქნება ამ თემის ბოლო ეტაპი და საბოლოოდ ყველაფერი გარკვეული იქნება ამ თემასთან დაკავშირებით.
ja_ja
May 8 2010, 01:40 PM
tengo ციტატა(tengo @ 8th May 2010 - 02:30 PM)

თუ ვინმემ იცის და გადაუხდია საკრედიტო ბარათიდან ტრანსპორტირების თანხა და როგორ უნდა შეივსოს
საკრედიტო ბარათით ვერ გადაიხდი..., მოკლედ ან ბანკომატიდან უნდა გამოიტანო სასურველი ტანხა და მერე ოპერატორს გადაარიცხინო, ან ოპერატორთავვე უნდა მოახდინო თანხის გამოტანა ბარათიდან და მერე თანხის შეტანა ბარამის ანგარიშზე.
საკრედიტო ბარათებით შიდა ოპერაციები მაქსიმლაურად შეზღუდული აქვთ ბანკებს, იმისათვსი რომ გაიძულონ თანხის გამოტანა ბარათიდან და ამაში საკომისიოს სახით მოგება ნახონ.
მოკელდ თუ ხელზე გაქვს თანხა პირდაპირ ეგ თანხა შეიტანე ჯობია ვიდრე საკრედიტო ბარათიდან გაანაღდო და პროცენტი დაკარგო.
გაითვალისწინე ეს ეხება რეალურ საკრედიტო ბარათებს და არა სადებეტო პლასტიკურ ბარათებს რომელსაც ჩვენ ჩვეულებისამებრ ვეძახით საკრედიტოებს.
tengo
May 8 2010, 03:36 PM
ja_ja ამ
გვერდზე არის მითითებული ,რომ საკრედიტო
ბარათით შეიძლება გადახდა და თანხა იიჭრება ამერიკული კომპანიის მიერ.ბარამში დამიდასთურეს ეს ინფორმაცია,მაგრამ შევსება არ ვიცი და ვერ ვბედავ.
ja_ja
May 8 2010, 04:34 PM
tengo მაიცა ვნახო, ეგ რაღაც ახალია. რაცხას ურევენ, პაიპალი იასნია საკრედიტო ბარათიდან, მარა რაფრა თუ არ გაქვს ეგ მამაძაღლი პაიპალი???
გუგლე ჩეკაუტი არ ვიცი არასდროს არ დამირეგისტრირებია, ეგ შეიძლება ინახოს, თუ ეგეც პეიპალივით არ უბერავს საკმაოდ კაი ვარიანტი იქნება.
ახლა ვნახე და იდეაში შეიძლება გუგლის ჩექაუნტის დარეგისტრირება, პროსტა რავი რაცხა მატორმუზებს

, მირჩევნია ძველი მამაპაპური მეთოდი.
Power_VANO
May 9 2010, 04:36 PM
ja_ja გუგლ ჩეკაუტი ნორმალური ტიპია კი, პეიპალისგან განსხვავებით. ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებს გუგლი
bazuka
May 9 2010, 09:59 PM
გუგლ ჩექაუთს დიდიხანია რაც ვიყენებ, მომენტალური მასტია
ja_ja
May 9 2010, 10:07 PM
bazuka
Power_VANO
რადგანაც ასე კარგად იცნობთ მაგ სისტემას, და რადგანაც ეგეთი კაი ტიპია, ერთი კითხვა მაქვს (ნუ გამოცდილებიდან გამომდინარე)
კაი ჩვენს ბარათებს იღებს და გადახდა შესაძლებელია, მარა უკუ პროცედურა თუ არსებობს, ანუ ჩაგირიცხა ვინმემ მაგ გუგლის ანგარიშზე და გამოტანა რაფრა ხდება ტანხის?? ოღონდ ჩეკი არ მითხრათ, მაგ დროს იმდენს გახევენ ბანკები რომ აზრი არ აქვს.
bazuka
May 9 2010, 10:25 PM
ja_ja
მე მხოლოდ ჩემგან რო გადის ეგ ვიცი
tengo
May 9 2010, 10:33 PM
bazuka
თუ შეგიძლია ამიხსენი, როგორ გადაიხადე გუგლ-ჩეკაუნტით თანხა. მაინტერესებს შევსების პროცედურები.
ხომ არ იცი JFK რას ნიშნავს, ბარამზე ტრანზიტ-ის ნაცვლად წერია.
ja_ja
May 10 2010, 08:42 AM
tengo ციტატა(tengo @ 9th May 2010 - 11:33 PM)

ხომ არ იცი JFK რას ნიშნავს, ბარამზე ტრანზიტ-ის ნაცვლად წერია.
ანუ ნიუ იორკშია
ჯონ ფიჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში და ფრიიი, ფრიი მეთქი

მოკლედ ესეიგი ბარამის საწყობიდან აეროპორტში გადაიტანეს და აფრინდება მალე საქართველოს მიმართულებით. როცა დატოვებს აერო[პორტს დაეწერება ტრანზიტი.
tengo
May 10 2010, 08:52 AM
ja_ja
მადლობა.გაიხარე.
nihontoman
May 11 2010, 05:45 PM
აუუ მოკლედ იქნება ამ კტხვაზე მიპასუხოტ რა ვქნა:
მოკლედ სევცვალე თი-ბი-სის ვიზა და ავიღე სტანდარტის ვიზა როიალი, მეთქი როიალი და რამე, ნებისმიერი საიტიდან გამოვიწერ რასაც მინდა მეთქი...
ხოდა ვცადე ამაზონზე სათვალის გამოწერა. ცოტა ხანში იმელის ვიღებ და მეუბნება, ფაქსით გამოაგზავნეო საკრედიტო ბართს რა მისამართი აწერიაო, რა სახელი აწერიაო და მაგ ბანკის ტელეფონიო...
ნუ ვცადე და რა თქმა უნდა ვერ გავუგზავნე ფაქსი...
ხოდა ეხლა მაინტერესებს:
საეტრთოდ რატომ მთხოვა ეს ინფორმაცია?
რა ხდება, ხმლის გამოწერაზე კიდე სხვა ვაჩალიჩე პროკრედიტით და იმათაც ეგეთი წერილი მომწერეს? საქართველოს ბანკებში რამე ცვლილება ხდება? რატო ითხოვენ დამატებით ინფოს?
მადლობა წინასწარ...
ja_ja
May 11 2010, 06:55 PM
nihontoman
May 11 2010, 07:01 PM
ja_ja საქართველოს ბანკზე არაფერს ვამბობ, საქართველოში ბანკებს ვგულუისხმობ, ქართულ;ი ბანკები რომ დამეწერა კარგი იქნებოდა.....
ვუგზავნი მარა არ იგზავნება, ეგაა პრობლემა თორე... ფაქსის მეტი არაფერს არ მივიღებთო, ხოდა მეც ვეწვალები, მარა არ იგზავნება....
რა მყიდველი არ ვარ, როგორ არ ვარ, ვარ მაშ!
Power_VANO
May 12 2010, 01:00 PM
nihontoman აშკარად შენ აკეთებ რაღაცას არასწორად კაცო, თორემ სულ შენ როგორ გაქვს ბარათებზე პრობლემა? საქ. ბანკის ბარათიც მაქვს მე და სტანდარტისაც, ორივეთი უპრობლემოდ ვუკვეთავ ამაზონზე, არასდროს არაფერი მოუთხოვიათ
nihontoman
May 12 2010, 02:18 PM
Power_VANO რატო გიყვართ აი ეს ფრაზა ვერ ვხვდები: "აშკარად შენ აკეთებ რაღაცას არასწორად"...
აქ სანამ ვიკითხე, 15-ჯერ გადავამოწმე, შეკვეთის დროსაც ყველაფერს კარგად გადავხედე და რამე, დებილი კი არ ვარ
აქ კითხვა ასევთქვათ last resort იყო.....
ხოდა თუ გინდა ფაქტი მოვიყვანო სწორედ ამ შენი მოსაზრების საწინააღმდეგო, კი ბატონო, აი ნახე:
ხმალი რომ გამოვიწერე, გამოვაწრერინე სხვას (ამაზონიდან არა, სხვა საიტიდან). იმან პროსტო ჩემი მეილი მიუთითა და ეგ იყო სულ. თავიდან იქიდანაც მომივიდა შეტყობინება და მითხრეს ყველაფერი კარგად არის და პრობლემა არააო, თრექინგს გამოგიგზავნით ცოტა ხანშიო... მეორე დღეს იგივე შინაარსის მეილი მომივიდა მათგანაც, სადაც მეუბნებოდნენ, რომ შიფინგი და ბილინგი ერთმანეთს არ ემთხვევაო და ზუსტად იგივე მონაცემების გაგზავნა მთხოვეს, რაც ამაზონმა, ოღონდ ამათმა მითხრეს მეილით გამომიგზავნეო, ამაზონმა კი თავიდანვე გამაფრთხილა, მეილზე გაძნელდება, ფაქსით გამოუშვიო. ხო, ხმალი როგორც ვიცი პროკრედიტით გამოიწერა იმან.
მოკლედ ეხლა მითხარი, მე ვაკეთებ რამეს არასწორად? იქნებ ეხლა გეცადა რამის შეკვეთა, ნახე, იქნებ შენც მსგავსი რამე მოგთხოვონ?
საეჭვოდ დაემთხვა ამ ორი სხვა და სხვა ბანკიდან ასეთი რაღაცეები, იმიტომ ვიკითხე კიდევაც, ქართულ ბანკებში რამე ხომ არ ხდება მეთქი? (იქნებ რამეს ცვცლიან და მაგან გამოიწვია ეს პრობლემები)...
ja_ja
May 14 2010, 08:57 PM
nihontoman
კაროჩე ახურებ.
ესეიგი ჩვენი დროით 13-ში დილით დავუკვეთე ამაზონზე რაღაცეები, გიშინვე ჩამომაჭრეს თანხა და გუშინვე გამოუგზავნიათ, ახლა მომივიდა წერილი აგერაა შენი ტავარი თვალყური ადევნეო, არის FedEX-ის ტრეკინგი და გამყიდველისგან უკვე გამოსულია, ილინოისის შტატი გადმოკვეთილი აქვს და ოჰაიოშია ახლა.
მოკელდ საქ ბანკის Visa Electron-ი მუშოაბს ვირივით, მიუხედავად იმისა რომ საცხოვებელი მისამართი შევუცვალე ექაუნთს და ბარამის ახალი მისამართი მივუთითე როგორვ შიპინგისთვის ასევე ბილინგისთვის. არანაირი მოთხოვნა არ მომსვლია ფაქსით რაიმე გადამეგზავნა ამაზონისთვის.
ან რაღაც სხვა ტანმიმდევრობით აკეთებ ყველაფერს, ან რაღაც ისეთს ყიდულობ რომ ჩემს მტერს, ალბათ მთელი დაზვერვის თანამგზავნები შენს დაკვეთას უთვალთვალებენ, სხვა ახსნა არ მაქვს!!!
თან ბარათი ჩემს სახელზე, დაკვეთა კი სხვა სახელ გვარზეა, მოკლედ არანაირი შეზღუდვა. რაღა მარტო შენეა ეგ პრობლემა???
nihontoman
May 14 2010, 10:02 PM
ja_ja არაფერსაც არ ვახურებ! თქვენი საკუთარი გადმოსახედიდან ნუ უყურებთ ამ ყველაფერს მარტო! რო არ მოგთხოვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვიგონებ რაღაცეებს, ან არასწორად ვაკეთებ და ა.შ.
მომივიდა მეილი, თან უკვე ორჯერ, ერთხელ kriscutlery.com-დან და მეორეჯერაც amazon.com-დან.
პირველი საიტიდან ვიწერდი ხმალს. გამოვაწერინე მულტიექსპრესის როჟას, თავისივე პროკრედიტ ბანკის ვიზით. ყველაფერი იმან გააკეთა, პროსტო საკონტაქტოზე ჩემი მეილი მიუთითა. თავიდან ორი მეილი მომივიდა, მეუბნებოდნენ მივიღეთ შეკვეთა და ყველაფერი კარგად იქნებაო. მარა მეორე თუ მესამე დღეს მომივიდა კიდევ მეილი, მეუბნებოდნენ შიპინგ და ბილინგ ადრესი ერთმანეთს არ ემთხვევაო და იქნება საკრედიტოზე რო მისამართი (card issuer-ის) და სახელი და გვარი აწერია ის გამოგზავნოთ მეილითო. მე ვუთხარი იმ ადამიანს ვისი კარტითაც გამოიწერა და მივწერე ამ საიტს. რამდენიმე დღის შემდეგ მეუბნებიან, რომ ცოტა ხანში გამოვაგზავნითო. ცოტა კიდევ ხნის შემდეგ კი გამოუშვეს და თრექინგს თუ დავუჯერებ, უკვე ნიუჯერსიშია, წესით ხვალ უკვე ადგილზე უნდა იყოს.
ამ საიტთან პრობლემა არ შემქმნია, რადგან ეს დამატებითი ინფო მოითხოვეს მეილით გამოუშვიო, აი ამაზონმა კი ფაქსი მოითხოვა, მეილებს ვერ ავუდივართო. ვეჩალიოჩე და ვერ ვუგზავნე ფაქსი. ესე იყო რამდენიმე დღე. დღეს დილით სპეციალურად დილას გავიქეცი ოფისში და მაშინ გავიგზავნე, ხოდა მიიღო ფაქსი, გაიგზავნა. ეხლა მეილს ველოდები მაგათგან. ამაზონიდან კი ჩემით გამოვიწერე სტანდარტის ვიზით.
აქ კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ვიცი ნახევარი ფორუმიო ბანკში მუშაობს, ხოდა... იქნებ რამე ხდება თქვა ქართულ საბანკო სისტემაში, მე ხომ არ ვარ გარკვეული და ა.შ. ხო, მართლა ამაზონიდან სათვალე გამოვწერე, ჩვეულებრივი, მზის სათვალე, ასე რომ არც ისეთი არაფერი გამომიწერია, რომ თვითონ საქონლის გამო მოეთხოვათ დამატებითი ინფო....
მოკლედ მგონი გადაწყდა ეს ამბავი, იმედია მაცნობებნ ხვალ მეილით, რომ მიიღეს ფაქსი და სათვალესაც გამოუშვებენ. იმედია...
Power_VANO
May 15 2010, 08:46 AM
nihontoman ნუ თუ არ ემთხვევაო ბილინგი და შიპინგი, ამაზონს ხომ აქვს საქართველოს მისამართის ჩაწერის შესაძლებლობა ბილინგში. ჩაუწერე რეალური მისამართი და ეგაა
მახსოვს, შენ თქვი, რომ რამდენჯერმე ექაუნთი გაგიუქმეს. ეტყობა რამე ზედმეტი კონტროლი დაგიწესეს მაგის გამო?
თორემ მე ხანდახან საერთოდ მამაჩემის საკრედიტო ბარათს (ორანჯი, საქ. ბანკის) ვიყენებ ხოლმე (ვუკვეთავ, მერე ფული შემაქვს) და იმაზეც არ მაქვს პრობლემა.
nihontoman
May 15 2010, 10:48 AM
Power_VANO
ერთადერთი რაც ამ ექაუნთებში ერთმანეთს ემთხვევა არის სახელი და გავრი საკრედიტო ბარათზე....
ხო, მართლა ეხლა მომივიდა მეილი, ვერ გამოვუშვებ შეკვეთასო, მარა ექაუნთი არ გამიუქმეს. ესე მითხრეს კიდევ სცადე შეკვეთაო... ის რაღაც IBAN კოდს ან რამეს ბრალი ხომ არაა?
ja_ja
May 15 2010, 11:04 AM
nihontoman
IBAN-ი არაფერ შუაშია, მანდ ბარათზეა და მის საპროცესინგო ცენტრზე საქმე, მაღაზია ბარათის უკან მდგომ ანგარიშის ნომერს ვერ ხედავს და ვერ აფიქსირებს.
კაროჩე ბილინგ მისამართში მიუთითე ან შენი საცხოვრებელი მისამართი, ან ბანკის ცენტრალური ფილიალის მისამართი (ხშირად ბარათს უკან აწერია). შეიძლება მაგან გაიტანოს.
tengo
May 15 2010, 04:34 PM
Power_VANO
ja_ja
მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ამაზონიდან თოფის ჩანთა გამოვიწერე 7/05-ში სტანდარტ შიპინგით.აწერია Delivery Estimate: May 17, 2010 - May 20, 2010.
ისტორიაში წერია We're sorry. We are unable to retrieve tracking information for this shipment at this time. We're sorry - tracking information is not currently available. Please try again later.
დღეს წერილი გავუგზავნე,მიზეზი მითხარითმეთქი,პასუხი არ მიმიღია.
nihontoman
May 15 2010, 07:24 PM
ja_ja
ისე ვქენი როგორც მითხარი, კარტაზე რაც აწერია უკანბ ის მისამართი მივუთითე და გაჭრა.
ესეიგი, შევუკვეთE და ხუთ წუთში მომივიდა სტანდარტ ბანკიდან სმს, რომ 1$ ჩამოგაჭრესო (წინა ცდაზეც ესე გააკეთეს, 1 $ ცამომაჭრეს, ამოწმებენ თუ რაა არ ვიცი)...
ასე საათნახევრის შემდეგ კი მეორე სმს მომივიდა ბანკიდან სადაც მეუბნებოდნენ რომ 130$ დოლარი ჩამოგაჭრესო, ანუ საქონლის მთლიანი ღორებულება ტავისი უფასო შიპინგით. წინა ცდაზე არაფერი მესიჯი არ მომსვლია, ეხლა კი იმედი მომეცა, რაკი თანხა ჩამომაჭრეს, ზნაჩიტ შეკვეთაც მიიღეს ბოლო-ბოლო და გამოუშვებენ...
ერთი კითხვა მაქ ოღონდ: ამაზონს კიდიაო ბილინგ და შიპინგ ადრესს რომელს მიუთითებო და აბა ჩემ შემთხვევაში პირიქით რატომ მოხდა?
Power_VANO
May 15 2010, 09:22 PM
nihontoman ნუ ძნელია თქმა. არავის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. ერთადერთი იდეა რაც მიჩნდება, რომ ამაზონმა ასე ვთქვათ, კონტროლზე აგიყვანა, "ამაზონის საბანკო ისტორიის" გამო

სხვა რამით ძნელია ახსნა.
nihontoman
May 15 2010, 09:45 PM
Power_VANO
აუ ტო, რომელი ტერორისტი ან აგენტი მე ვარ, რა კონტროლი რის კონტროლი....
მოკლედ რა, გამოაგზავნიან ხო კაი, თუ არა და ერთი მაგათიც....
ja_ja
May 15 2010, 10:13 PM
tengo ციტატა(tengo @ 15th May 2010 - 05:34 PM)

მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ამაზონიდან თოფის ჩანთა გამოვიწერე 7/05-ში სტანდარტ შიპინგით.აწერია Delivery Estimate: May 17, 2010 - May 20, 2010.
ისტორიაში წერია We're sorry. We are unable to retrieve tracking information for this shipment at this time. We're sorry - tracking information is not currently available. Please try again later.
შედი შენს დაკვეტებში, ამოირჩიე შესაბამისი დაკვეთა და დააკვირდი მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს contact Seller, მაგას დააჭირე, გამოვა ფორმა და დაწერე:
Please send me tracking number for my order და გაუგზავნე, პასუხი მოვა 24 საათშI შესაბამისი ნომრით, პროსტა არ დაგავიწყდეს ჩვენსა და ამერიკას შორის კაი დროის განსხვავებაა
nihontoman ციტატა(nihontoman @ 15th May 2010 - 08:24 PM)

ერთი კითხვა მაქ ოღონდ: ამაზონს კიდიაო ბილინგ და შიპინგ ადრესს რომელს მიუთითებო და აბა ჩემ შემთხვევაში პირიქით რატომ მოხდა?
ა ხრენ ივო ზნაიტ, მილიონი ექაუნთი მაქვს გახსნილი და პრობლემა არ მაქვს, ასევე სხვებსაც გახსნილი აქვთ იგივე ვარიანტში ექაუნთები და არანაირი პრობლემა არ აქვთ, აქედან დასკვნა იმენნა შენს ექაუნთში ხდება რაღაც, კონკრეტულად რა ვერ გეტყვი.
nihontoman
May 15 2010, 10:37 PM
ja_ja
არ ვიცი რა და როგორ, მარა ფაქტია, ჩემს შემთხვევასი ეგრე მოხდა.
ასე რომ, თუ რამე პრობლემა გექმნებათ ამაზონიდან დაკვეთისას, ბილინგ ადრესი ბანკის მიუთითეთ...
foxi
May 15 2010, 10:58 PM
ვიწერ ყველაფერს სხვა დასხვა ბარათებით! ჯერ პრობლემა არმქონია. სხვა ქვეყანაში ცხოვრობ მემგონი,ან სხვანაირი კომპი გაქვს.
tengo
May 16 2010, 11:09 AM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 15th May 2010 - 11:13 PM)

დაწერე:
ციტატა(ja_ja @ 15th May 2010 - 11:13 PM)

Please send me tracking number for my order და გაუგზავნე, პასუხი მოვა 24 საათშI
მადლობა ყურადღებისთვის. უკვე გავაგზავნე და დაველოდები.
თუ პასუხი არ მოვიდა მაშინ იმავე გვერდზე ,სადაც წერილი გავაგზავნე არის კლავიში (ქანცელ)და ამით უნდა გავაუქმო? (თანხა ბარათზე დაბლოკილია).
ja_ja
May 16 2010, 12:10 PM
tengo
ავოე სულ სხვა რაღაცას ჩალიჩობ თენგოჯან. თუ ჯერ cancel გაქვს ესეიგი ჯერ ტავარი არ გამოუგზავნიათ.... ნაადრევად აწიოკებ სასტავს
tengo
May 16 2010, 12:44 PM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 16th May 2010 - 01:10 PM)

ავოე სულ სხვა რაღაცას ჩალიჩობ თენგოჯან. თუ ჯერ cancel გაქვს ესეიგი ჯერ ტავარი არ გამოუგზავნიათ.... ნაადრევად აწიოკებ სასტავს
თავიდან სხვა ვადები იყო,მერე შეცვალეს,ორდერ ნამბაში,რომ შეხვალ ტრექინგის ნომერი ეს 02927000412325000342 წერია. ხოლო ექაუნტიდან, თრაქ ფეიქიჯით რომ შევდივარ ამას წერს We're sorry. We are unable to retrieve tracking information for this shipment at this time. (გუუგლიდან ნათარგმი,Приносим свои извинения. Мы не можем получить точную информацию для этой партии в настоящее время)
აქ რომ შევდივარ See Complete Tracking History ამას მიწერს-We're sorry - tracking information is not currently available. Please try again later.(К сожалению - отслеживание информации в настоящее время недоступен. Пожалуйста, повторите попытку позже).
ქანსელი ექაუნტზე არ წერია, წერია გამყიდველთან კონტაქტში შესვლის შემდეგ გამოჩენილ გვერდზე(იმ გვერდზე სადაც წერილი გაუგზავნე).
ესეიგი თუ ვადები არ მომწონს ,შემიძლია " გამყიდველთან კონტაქტში " შევიდე და ქვემოთ მდებარე "ქანსელის" ღილაკით გავაუქმო?.
კიდევ ასეთი დეტალი: საქონელი ,რომელიც ორი დღის უკან ჩავიბარე, ექაუნტში შევედი მერე გამყიდველთან კონტაკტში და ქანსელ-ის ღილაკი აქაც აქტიურია.
ja_ja
May 16 2010, 01:38 PM
tengo მოკლედ თუ გიწერია ეგ ნომერი
02927000412325000342 , სავარაუდოდ ეგ არის FEDEX-ის ნომერი, შესაბამისად შენი ტრეკინგის
ლინკი არის აი ეს, გადახედე აბა შენი დაკვეთაა?? სახელი გავრი არ წერია სამწუხაროდ, არის მხოლოდ მისამართის ნაწილი ანუ ბრუკლინში უნდა ჩავიდეს და გამოგზავნის თარიღი 11 მაისი. აა ხო კიდევ წონა სავარაუდოდ 3.1 ფუნტი, ანუ 1.4 კილოო. გაავს შენს ამანათს თუ არა???
რაც შეეხება შიგნით რომ შედიხარ და ქანსელი გაქვს, ეგ დაკვეთას არ აუქმებს, ეგ ნიშნავს მაგ ფორმიდან გამოსვლის ქანსელს
tengo
May 16 2010, 02:06 PM
ja_ja
გაიხარე,როგორ მოძებნე. ალბათ ესაა,ინვოისზე შიპიდ აწერია 11 მაისი,ხოლო დელივერი კი 20 მაისი. წონა არსად არაა მითითებული,ორდერი 7 მაისისაა.მისამართის ნაწილიც ემთხვევა.
FEDEX-ის ინფო ამაზონზე დაწვრილებით აისახებოდა და ამჯერად რა ხდება? (ესეიგი გამოდის 20-მდე არ გამოუშვებენ).
ja_ja
May 16 2010, 04:16 PM
tengo ციტატა(tengo @ 16th May 2010 - 03:06 PM)

FEDEX-ის ინფო ამაზონზე დაწვრილებით აისახებოდა და ამჯერად რა ხდება? (ესეიგი გამოდის 20-მდე არ გამოუშვებენ).
ნუ ხანდახან ხდება რომ არ ჩანს ამაზონზე ტრეკინგის ინფო, არ ვიცი რისი ბრალია, ამაზონის პროგრამულ ვარიანტს ვერ განვიხილავ.
რაც შეეხება 20-მდე არ გამოიგზავნება ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ეგ თუ არის შენი ტრეკინგი საქონელი გამოგზავნილია მაღაზიის მიერ და მიდის ნიუიორკში , მანდ უკვე წერია რომ 11-ში წამოვიდა მაღაზიიდან გაიარა FL ანუ ფლორიდა ახლა კი მისულია OH-ში ანუ ოჰაიოში, მოკლედ დიდი ტერიტორია აქვს გასავლელი, ფლორიდა დასავლეთ სანაპიროზეა, ნიუ იორკი კი აღმოსავლეთ სანაპიროზე, მთელი კონტინენტი უნდა გადალახოს შენმა ტვირთმა და სავარაუდოდ ჩაბარდება გადამზიდავს May 20, 2010. ახლა ამ თარიღიდან კიდევ რამდენხანში გამოუშვებს გადამზიდავი კომპანია საქრთველოსკენ ეს ცალკე საქმეა.
tengo
May 16 2010, 06:01 PM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 16th May 2010 - 05:16 PM)

რაც შეეხება 20-მდე არ გამოიგზავნება ვერ მივხვდი რას გულისხმობ
ვგულისხმობდი გადამზიდავზე ჩაბარებას.
მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
Der Rote Baron
Jun 4 2010, 10:29 PM
ეს მანუალი იბეისთვისაც გამოდგება ხო?? ვინმე რამეს ხომ არ უკვეთავს რაღაც მინდა... 100 ბაქსი ღირს
Power_VANO
Jun 4 2010, 10:33 PM
Der Rote Baron
არ გამოდგება. იბეი ქართულ ბარათებს არ იღებს.
Der Rote Baron
Jun 4 2010, 10:49 PM
ციტატა(Power_VANO @ Jun 5 2010, 12:33 AM)

Der Rote Baron
არ გამოდგება. იბეი ქართულ ბარათებს არ იღებს.
აბა როგორ დავუკვეთო?
Power_VANO
Jun 4 2010, 11:22 PM
Der Rote Baron
ან პეიპალი (თუ გაქვს) ან რომელიმე ტრანსპორტიორი კომპანიის სერვისით ისარგებლე.
Der Rote Baron
Jun 4 2010, 11:27 PM
ამაზონზე პროკრედიტის ბარათი იმუშავებს?
ციტატა(Power_VANO @ Jun 5 2010, 01:22 AM)

Der Rote Baron
ან პეიპალი (თუ გაქვს) ან რომელიმე ტრანსპორტიორი კომპანიის სერვისით ისარგებლე.
getit.ge-თი ვისარგებლებ
Power_VANO
Jun 4 2010, 11:34 PM
Der Rote Baron ციტატა(George @ 5th June 2010 - 12:27 AM)

ამაზონზე პროკრედიტის ბარათი იმუშავებს?
წესით კი.
bazuka
Jun 5 2010, 01:55 AM
Der Rote Baron ციტატა(George @ 5th June 2010 - 12:27 AM)

ამაზონზე პროკრედიტის ბარათი იმუშავებს?
მუშაობს, მშვენივრად
Der Rote Baron
Jun 5 2010, 04:17 AM
ციტატა(bazuka @ Jun 5 2010, 03:55 AM)

Der Rote Baron მუშაობს, მშვენივრად

აჰა გაიხარე, მარა ეს დედა ბნელი სათვალეები რაც მინდა ebay-ზე დევს ამაზონზე არაა,
არადა რონიკოში 500 ლარი ღირს და იქ 100$
პ.ს ჩემთვის არ მინდა მოგეხსენებათ მზის სათვალეებს არ ვხმარობ და იცით რატომაც : )
nihontoman
Jun 5 2010, 10:46 AM
Der Rote Baron
ისა, რა კარგია მართლა ეს შენი პოსტი...
მე ჩამოვიტანე ამაზონიდან რეიბანის ვორიორ მოდელი და ცოტა პატარა მომივიდა, ამიტომ გაყიდვა მინდა და თუ გინდა მოგყიდი, გუშინწინ ჩამომივიდა და იმის მერე დევს თავის ყუთში.....
nihontoman
Jun 6 2010, 11:22 AM
ვსიო, ვიცი, რომ ამაზონს ვძულვარ უკვე. ნახეთ რა მეილი მომივიდა:
Hello from Amazon.com.
We're writing about the order you placed on May 28 2010 (Order# ბლა ბლა....).
USPS was unable to leave the package at your delivery address as per their delivery policies. The package will be available for pick up at your local post office. Please visit
http://www.usps.com and click "Locate a Post Office" to find contact information for your local post office or call 1 800 ASK USPS. The items listed below are included in this shipment:
"Tifosi Dea T-V630 Sunglasses,Gloss Black Frame/Clear Lens,one size"
http://www.amazon.com/gp/product/B001IKKKGK "Pepper's Men's The Boss Sport Polarized Sunglasses,Brushed Steel Frame/Copper Lens,one size"
http://www.amazon.com/gp/product/B003GSLRXMTo see full details of this order, including tracking details and the shipping status of other items from this order that may not be listed, please visit the Your Account section of our website (http://www.amazon.com/your-account). You can also reach Your Account by clicking on the link in the top right corner of any page on our web site.
*****
WHAT IF AN ITEM HAS SHIPPED AND I NO LONGER WANT IT?
If your shipment arrives too late, you may either refuse delivery or return it to us for a refund. For returns instructions, please visit our Returns Center at www.amazon.com/returns.
*****
HOW DO I CONTACT YOU ABOUT MY ORDER?
If you have more questions about this order, you can e-mail or phone Customer Service by clicking the "Contact Us" button on the right side of any Help page (www.amazon.com/help).
Sincerely,
Customer Service Department
http://www.amazon.com ==============================
Check your order and more:
http://www.amazon.com/your-accountPlease note: This e-mail was sent from a notification-only address that cannot accept incoming e-mail. Please do not reply to this message.
ეხლა მითხარით, რა ვქნა, დავაბრუნებინო ფული თუ უსა2გეორგიას აქვს მსგავსი შემთხვევებისათვის რაიმე სახის მომსახურება გათვალისწინებული? მწირდება ეს სათვალე, დამასკდა თვალები მზეზე.....
Power_VANO
Jun 6 2010, 07:17 PM
nihontoman ამაზონი მანდ არაფერ შუაშია
ახლა მოხვდი საკმაოდ ცუდ ამბავში. ანუ USPS-მა სცადა უსა2გეო-ს მისამართზე მიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, არ დახვდნენ ადგილზე ან ოფისი დაკეტილი იყო ვიკენდზე. ჰოდა წაიღო ამ USPS-მა ეს გზავნილი და დადო თავისთან. როგორც მე ვიცი,
ეგეთ დროს USPS-ი გამომგზავნთან უკან არ აბრუნებს გზავნილს და არც ხელმეორედ მიაქვს მისამართზე თავისი ნებით.ანუ გზავნილს თუ არავინ წამოიღებს,
იკარგება!
ახლა გაქვს შენ 2 ვარიანტი:
1) დარეკო USPS-ში სასწრაფოდ, უთხრა შენი ტრეკინგის კოდი და სთხოვო, რომ ხელმეორედ მიიტანონ უსა2გეო-ს ოფისში.
2) დაურეკო უსა2გეო-ს და სთხოვო რომ შენი ამანათი აიღონ (ამაზე მგონი რომ არ დაგთანხმდებიან, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაგათზე მხოლოდ ამანათის მიღების შემდეგ გადადის).
ასე რომ, დროზე დარეკე USPS-ში თუ არ გინდა რომ დაკარგო საერთოდ ეგ გზავნილი და მაგაში გადახდილი ფული.
bazuka
Jun 6 2010, 08:46 PM
დასტურ.
Kakhaber
Jun 6 2010, 09:35 PM
ჯაჯა ეს შენ ასწავლე ბარონს დაკვეთა ამაზონიდან მთელ ორი სათი რო ამუღამებდა მერე
ja_ja
Jun 6 2010, 10:04 PM
Kakhaber ციტატა(kaxaberi @ 6th June 2010 - 10:35 PM)

ჯაჯა ეს შენ ასწავლე ბარონს დაკვეთა ამაზონიდან მთელ ორი სათი რო ამუღამებდა მერე
თუ მერე 2 საათი ამუღამებდა... მაშინ მე არ მისწავლებია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.