okela84 ციტატა(aleqsandre @ 6th July 2016 - 03:05 PM)

დავიწყოთ იქიდან რომ არავინ გაიძულებთ ექაუნთის გახსნას. საბაჟო ალტერნატიული მტკიცებულების მოყვანას და პრომელის მარტივ და მოკლე ვადებში მოგვარებას გთავაზობს და სრული უფლება გაქვს ამაზეც უარის თქმის.
კაი ახლა ოკელ

ისეთ სტრანნი ურთიერთ გამომრიცხავ რაცხას ამბობ რომ რავი

პროსტა გასდით ჩვენთან, იმიტომ რომ თავის შეწუხება არ უნდა ხალხს, თორემ აბა დასავლეთში ან ამერიკაში ვინმემ ეგეთი რამე მოითხოვოს, პირიქით მომხმარებელი გახარებული იქნება რომ სასამართლოში ჩივილის მიზეზი ექნება და სახელმწიფოს რაიმეს აახევს

ანუ განვმარტავ რას გულისხმობ:
მებაჟე მეუბნება მაჩვენეო და მარტივ გამოსავალს მთავაზობ ხომ რომ ჩქარა მოგვარდეს საქმე... ნუ ერთი გადასახედიდან ეგრეა, მაგრამ მოდი აბა უფრო უტრირებული გადასახედიდან გადავხედოთ:
- ხომ შენ მოკალი ის ბებო - გეუბნება პოლიციის თანამშრომელი, რაღაც ურჩობ აღიარე და ყველანი მალე დაიშლებით, ის პოლიციელი სახლში წავა და მადლობას მიირებს, შენ კიდევ ციხეში... რატომ არ თანხმდები ეგეთ შემთხვევაში მარტივ და იოლ გამოსავალს? თუ მაგ შემთXვევაში აღმოჩნდება რომ რაღაც უფლებები გაქვს და ის საზიზღარი არღვევს, კიმაგრამ ბებაჟის ბრალდება რადგანაც ლაით ბრალდებად გეჩვენება ამიტომაც უნდა დაიკიდოს ყველამ და ჩქარა რომ მორჩეს საქმე, უნდა შეარჩინოს?
რა კანონიც არ უნდა იყოს მიღებული პარლამენტის და პრეზიდენტის მიერ, აღარაფერს ვსაუბრობ ვიღაც ჩინოვნიკის მიერ გაცემულ უაზრო ბრძანებაზე, ავტომატურად ბათილდება ყველა ასეთი კანონი კონსტიტუციის გადასახედიდან
ციტატა
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
მე მაქვს უფლება ბევრნაირი, მატშორის არჩევანის უფლებაც, და ამ არჩევნის ტავისუფლებას უკვე კონსტიტუცია უზრუნველყოფს
ციტატა
მუხლი 39
საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან
არარაფერს ვამბობ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ჯერ უნდა დაამტკიცო ცემი ბრალდებულება და მერე შემომიტია და არა რაღაც სტრანნი ეჭვები გაუჩბდა ვიღაცას და არიქა გადავუაროთო

მე არც კანონის არც კონსტიტუციის და არც საღვთო გადასახედიდან არ ვარ ვალდებული ვინმეს ვუმტკიცო რომ უდანაშაულო ვარ, მე (მოქალაქე) ყოველთვის უდანაშაულო ვარ ყველა გადასახედიდან და არავის არაფერს არ ვუმტკიცებ, სანამ ვინმეს არ ექნება ჩემი ბრალდებულების დამამტკიცებელი საბუთი. სიტყვათა შეთანხმება "კანონიერი ეჭვი" არის სუფთა წყლის საბჭოთა გადმონაშთი, ეჭვე ვერანაირად ვერ იქნება კანონიერი, და თუ ვინმეს რაიმეზე ეჭვი აქვს მოქალაქის მიმართ, ჯერ უნდა გაამყაროს ეგ ეჭვები რეალური დამადასტურებელი საბუთებით, წინააღმდეგ შემთXვევაში კი გაიფხოროს ინდაურივით, გამებუტოს ტავისი ეჭვების გამო და იყოს ეგრე ლამაზად

ციტატა
მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ეგრე მეც მაქვს ეჭვი რომ ის ჩინოვნიკი ჩემს უფლებებს არღვევს და რა გამოვიდა ვიდგეთ ორივე და ერთმანეთს ეჭვები ვურტყათ თავში? სწორედ მაგისთვისაა მოგონებული კანონები, ამ კონკრეტულ საქმისთვის მაინც არის რაღაც ადეკვატური კანონები ჩამოწერილი

საქმე მხოლოდ იმაზე დაიყვანება რომ გაქვს ნერვები და სურვილი რომ შეეწინააღმდეგო ამ ჩინოვნიკს და მის სისულელეს თუ თავს დახრი და შეარჩენ ლიჟბი დროზე მორჩეს ეს ტვინის ხვრეტა... ზუსტად მაგაზე ორიენტირებით აქვს მაგ ჩინოვნიკსაც ეგეთი უაზრო წესი მოგონებული რომ - კაი რა ვის სცხელა ეხლა მაგისთვის რა, ჩაყლაპავენ და მორჩება საქმე, ზოგი ცოტას იჭიჭყინება და მაინც გახსნის, სხვა რა გზა აქვს...
სამწუხაროა რომ ჩვენტა არ არის, მიკრო საჩივრების სასამართლო, ამერიკაში ეგეთი რამე მიღებულია და განაცხადის შესვლიდან 2-3 დრეში განაჩენი გამოდის, არანაირი მეპორე და მესამე ინსტანცია არ არსებობს ეგეთ შემთხვევაში, მაგით რეგულირდება კანონიც და მიკრო დავებიც, იქნება ეს მოსახლეობის შორის თუ ჩინოვნიკ მოსახლეობას შორის, ჩვენთან კი ეგ პროცესი იჭიმება თვეობით და სწორედ მაგაზეა მტელი გეგმები დამყარებული...