otari94 4.5-ზე ზემოთ აკრძალულია ყოლიფერი ასე რომ დაივიწყე ოცნებები 0.22-ზე და 0.25-ზე

რაც შეეხება ოპტიკებს, ნამეტანი ბუნდოვანი რამე დაწერე და იმიტომაც კაციშვილმა არ იცის რა პასუხი გაგცეს... ნუ მარტივი ანალოგი რომ იყოს, წარმოიდგინე მანქანის მოყვარულთა ფორუმზე რომ შევიდე და ჩამოვწერო მირჩიეთ ამ მანქანებიდან რომელიმეთქო და იყოს იმ ჩამონათვალში მაიბახიც, ოპელიც, ჟიგულიც და ლამბურჯინიც....
ეგრევე ხალხი გეტყვის შე კაი ადამიანო ის მაინც გვითხარი რისთვსი გინდაო

საგონკაოთ თუ რიყის ქვებზე სასიარულოდ

იგივეა აქანაც, ანუ რისთვის გინდა? სანადიროდ თუ ქაღალდზე სპორტული სროლისთვის?
თუ სანადიროდ გინდა მანდ კიდევ ქვე კლასებია, ანუ მოძრაობას აპირებ და საათობით ტყეში და მინდორში სიარულს თუ სადმე უნდა ჩაუჯდე და დაელოდო, სხვათაშორის სპორტშიც იგივეა - ბენჩ რესტის დროს ზიხარ და ისე ისვრი, ფილდ ტარგეტის დროს დადიხარ და მაქსიმალური ჯერადობა შეზღუდულია.
ანუ აი რატომ მაინცა და მაინცა და მაინც 24x ან 16 ან უცებ 18??? ვააბშე სულ სხვადასხვა თემებია, პლიუს გაითვალისწინე ოპტიკა არ არის კომპიუტერივით რომ იქ ყველაზე ძლიერს იყიდი და გამოგადგება სუსტ საქმეშიც და ძლიერ საქმეშიც, თუ რამდენიმე გამოყენების სფერო გაქვს რამდენიმე ოპტიკა უნდა გქონდეს, ვიცი რომ გიჟად ჩამთვლი და გაიფიქრებ რას ამბობ მაგდენ ფულს რატომ დავხარჯავ აგერ ერთს ვიყიდი და ყველაფერში გამოვიყენებო....
ნაცადია უკვე ეგ, არა ერთმა ათეულმა სკვაზნოიზე გაატარა ჩემი რჩევა და მერე შეძენილი და გახარებულად მიღებული ოპტიკები მაი მარკეტზე დაყარეს გასაყიდად

კაი მოვრჩი ზღაპრებს და გადავიდეთ შენს სიაზე:
Simmons Predator Quest - ფირმა არის რა... მარა მოდელი შენთვის გამოუდეგარია, ჯერესერთი თხოვნა მექნება ყველა 24x-იანს მოერიდო თუ მჯდომარე პოზიციიდან სროლას არ აპირებ, ბუნებაშI სიარულისას მაგარი მოუქნელია ყველაფერი რაც 16x- ზე მეტია. მოკლედ მაგ მოდელს ჯერ ხომ ჯერადობაა გაუგებარი რისთვის გინდა, პლიუს ასევე აქვს მინიმალური ფოკუსის მანძილი (ნუ უფრო მართებულია მაგას პარალაქსის მანძIლი დავარქვათ), მოკლედ მაგ მოდელს აქვს მინიმუმ 40 იარდიდან ფოკუსის გასწორება, ისიც მინიმალურ ჯერადობაზე, ანუ 6-24x ხომ აქვს მაგას ხოდა 6 ჯერადობაზე მინიმუმ 50 იარდზე ასწორედ ხოლო 24-ზე თუ აწევ მაშIნ 100 იარდზე გაასწორებ ფოკუსს, პნევმატიკაში კი კაკრაზმუშაობ ძირითადად 25-დან 75 მეტრის მანძილებზე. ეს არის გადასარევი ოპტიკა ცეცხლსასროლი შაშხანისთვსი ვთქვათ 308 ვინჩესტერისთვის, მაგრამ პნევმატიკაზე...
Bushnell - ნუ ფირმას არაუშავს, მაგრამ არ უწერია მინიმალური ფოკუსის მანძილი რამდენია, ძირითადად კი თუ ეგ ნახსენები არაა როგორც წესი 25 იარდზე ანუ სადღაც 22 მეტრს მერე სწორდება ფოკუსი. მოკედლ გაითვალისწინე ხოლმე რომ ახლო მანძილზე გასწორებადი პარალაქსი (ანუ გლეხურად და არა მართებულად რომ ვთქვათ "ფოკუსი") ... ნუ აი ისეთი პონტია რომ დღეს მანქანაზე არ აზსენო რომ 1 ლიტრით გაივლის 2000 კილომეტრს... ნუ ხომ პონტია მაგისთანა რამეს თუ აკეთებს მწარმოებელი ან გამყიდველი შანსი არაა რომ მაგი გამოტოვოს და ქულები შემატოს ტავის პროდუქციას... ასე რომ შენთვსი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ეგ უნდა იყოს...
მოკლედ ფირმა ნომრმალურია, წონაც გადასარევი აქვს, ალბათ ეგ მოდელიც კაია, მაგრამ პნევმატიკისთვის არაა მაგი, პლიუს ეს 18 x ისეთი პონტია რა არც იქეთ არც აქეთ

ქაღალდისთვის არ გეყოფა სანადიროდ უაზროდ დიდია.
Simmons 656245 Predator/Varmint ნუ აქ ასხელში არსებული სიტყვა Varmint პირდაპირ გეუბნება შორ მანძილზე სროლისთვისააო, ანუ კაკრაზ 100 იარდზე, (91 მეტრზე ) მეტი დისტანციებისთვისო,. შენ კიდევ ისევ პნევმატიკაზე აპირებ მაგის დაყენებას

ისევ ძალაშია დიდი ჯერადობა და გამოუყენლობა ნადირობისას დიდი გაბარიტები, დიდი წონა... კაროჩე მაგარი მოუქნელი რამე იქნება
BARSKA 6-24x50 ... ჰოოოო

ნუ ჯერესერთი პნევმო ვერსია არაა, იგივე დიდი წონა დიდი გაბარიტები დიდი ჯერადობა... პლიუს დიდი ვერაფერი ფირმაა მაქსიმალურ ჯერადობაზე მაგრამ ბინდავს და დღაბნის გამოსახულებას, პლიუს ერთ ჩვენს ფორუმელს ჰქონდა და არ იჯერებდა რომ ახლო მანძილზე ვერ გაასწორებდა, მაინც იყიდა ჩამოიტანა და მერე ძალით გვიმტკიცებდა რა გინდა ჩანსო... პროსტა 6 თვიანი გატრაკების მერე აღიარა - ჰო კაი ნუ გამიტრაკეთ ქინძOბააო და გადააგდო

გადავიდა სხვა ფირმაზე და ქე დაიწყო შეჯიბრებებში ეგრევე მე-2 და მე-3 ადგილებზე გასვლა. ასე რომ....
Millett 4-16x50 არ ვიცი რა ხილია... ალბათ ჟორა დაწერს მერე რა არის... მანამდე კი ჩანს ერთი რამ 0.1-Millimeter click adjustments ანუ მილიმეტრებშია ათვლის სისტემა ბარაბნებზე... ნუ სავარაუდოდ ევროპული შტუკაა, მარა ნე ზნაიუ.... პლიუს გააჩნია რისთვსიო გინდა, ნადუირობისთვსი მაქსიმუმია, ანუ 16-ზე მეტი ჯერადობა ნადირობისას სისულელეა, მაგრამ თუ ქაღალდისთვის გინდა მაშინ გამოუყენებელია.
მოკლედ თუ სანადიროდ გინდა შეეშვი ამ 24 ჯერადობას და ჯობია გაჩერდე 3-9 ჯერადობაზე, თუ სული ვერ ითბენს მაშIნ 12x-ზე ადი, და აი სუპერ პუპერ მოუთბენლობის შემთXვევაში 16x-ზე, მაგის ზემოთ სანადიროდ ოპტიკა არ გამოდგება, გაითვალისწინე რაც მეტია ჯერადობა სხვა რომ არაფერი ვთქვათ მით უფრო პატარა ადგილს ხედავ და როგორც წესი უფრო დიდი დრო იხარჯება ოპტიკაშI სამიზნის მოძებნაში ვიდრე რეალურად სრულაში, ხშIრია საერთოდ სამიზნის გაქცევა, შენ კიდევ ისევ აგრძელებ ძებნას

თუ სპორტისთვის გინდა, მანდაც თავისი მოთხოვნების, ბენჩ რესტში გინდა 24, 32 ან სულაც 40, 50 ან ვააბშე 60 x, მაგრამ თუ ილდ დატგეტინგს უმიზნებ მაშIნ მსაჯი მაინც შეგზღუდავს 10x-ზე და რა აზრი აქვს მაგ შემთჩვევაში 60 x-ის არსებობას