ნიკა
Apr 10 2017, 10:06 PM
ერთს უწერია 15-20 იარდზე blurry არისო და 35 არის ფიქსირებულიო ვიღაცამ უპასუხა. ანუ ამას არ ეწევა როგორც ჩანს... უბრალოდ 4x ცოტა მეცოტავება და მგონი ნორმალურია ზდპსთვის
ნიკა
May 25 2017, 01:38 PM
გამარჯობასთ, კიდევ უნდა დამეხმაროთ

რას იტყვით ნახმარის ყიდვაზე? ღირს? გარანტიას ხო არც მაღაზია იძლევა და რავიცი, არცერთზე არ ხარ დაზღვეული. ან
ეს რომ გამოვიწერო? საბაჟოზე ან სადმე ხო არაა რამე აკრძალვა? მგონი კარგი ფასია 37$
giga2010
May 25 2017, 01:50 PM
რაც ეგ დაგიჯდება, მემგონი აჯობებს რომ თამარ მეფის გამზირზე, მაგნუმი რომ არის იქ შეიარო. თუ არ ვცდები 80 ლარად ქონდათ ეგ ოპტიკები. მაინც გადაამოწმე, დაურეკე
ნიკა
May 25 2017, 01:53 PM
80 ლარი? წინაზე მივწერე და 160-165 ლარი ღირსო თორე მანდ მეც კი ვიფიქრე. ეგ რავიცი 120 ლარზე მეტი დაჯდება გამოწერა? ან ნახმარზე რას იტყვი
giga2010
May 25 2017, 01:56 PM
ნახმარზე ვერ გეტყვი ვერაფერს, ვერც ახალზე, უფრო გამოდგომაზეა ეგ კატეგორია ოპტიკების. უფრო გამოცდილებს კითხე, შემოვლენ
gregory
May 25 2017, 02:35 PM
ნიკა ეგ ერთერთი ყველაზე გამომდგარი და გამძლე ოპტიკაა.
ერთია რომ ამ ოპტიკას უწერია: Pre-adj at 100 Yds
ანუ 100 იარდზეა პარალაქსი გასწორებული. პნევმატიკისთვის მიუღებელია ეს პარამეტრი!
არის ზუსტად იგივე ოპტიკები რომლებიც 35 იარდზეა გასწორებული. . ფასშიც არაა დიდი სხვაობა:
აი ეს მაგალითადისე კი თუ არ გეზარება ამ პარალაქსის გასწორება ყველა მანძილზე შეიძლება, ოღონდ ცოტა ჩალიჩი უნდა. სტანდარტული რეგულირება არ აქვს
pilotina
May 25 2017, 02:37 PM
ნიკა ციტატა(ნიკა @ 25th May 2017 - 02:38 PM)

გამარჯობასთ, კიდევ უნდა დამეხმაროთ რას იტყვით ნახმარის ყიდვაზე? ღირს? გარანტიას ხო არც მაღაზია იძლევა და რავიცი, არცერთზე არ ხარ დაზღვეული. ან ეს რომ გამოვიწერო? საბაჟოზე ან სადმე ხო არაა რამე აკრძალვა? მგონი კარგი ფასია 37$
საქართველოს საბაჟოზე არავითარი აკრძალვა არ არის ჩვეულებრივ ოპტიკებზე, მხოლოდ ღამის ხედვის ოპტიკებზეა შეზღუდვა.
რაც შეეხება შენს მიერ დადებულ ლინკს, ეგ ოპტიკა რომც გაჩუქონ არ აიღო, ქიხაა...

, ანუ იმიტომ კი არა, რომ უხარისხოა ან რამე, არამედ თუ მონაცემებს წაიკითხავ, ნახავ, რომ მაგას პარალაქსი 100 მეტრზე აქვს გასწორებული, ანუ პნევმატიკისთვის არაფრად გამოგადგება.
ოპტიკის შერჩევისას უნდა გადაამოწმო მახასიათებლებში, რომ პარალაქსი 10 მეტრიდან მაინც უსწორდებოდეს. ჯობია 5 მეტრიდან, მარა ასეთები იშვიათობაა.
ნიკა
May 25 2017, 02:53 PM
აა მე მეგონა 100 მაქსიმალური იყო. რომელი კომპანიის
საიტზეც ვნახე ეგ იმათ მივწერე და საერთოდ აკრძალულიაო საქართველოშიო ყველა სახის საბრძოლო იარაღის და მათი ნაწილების ჩამოტანაო

და 35 იარდიანი 15-40 მეტრზე ძალიან საშინელება იქნება?
okela84
May 25 2017, 03:34 PM
ნიკა
იარაღის, მაღაზიებმა მეც უარი მითხრეს და ბოლოს იბეიდან წამოვიღე უბრალო სელერისგან
ნიკა
May 25 2017, 03:37 PM
okela84 რომელი კომპანიით ჩამოიტანე?
okela84
May 25 2017, 03:54 PM
ნიკა
კამექსით
vexam
May 25 2017, 04:05 PM
ციტატა(okela84 @ May 25 2017, 04:34 PM)

ნიკა
იარაღის, მაღაზიებმა მეც უარი მითხრეს და ბოლოს იბეიდან წამოვიღე უბრალო სელერისგან
მანდ არის ერთი ნიუანსი- საბრძოლო, ტაქტიკური, სანადირო თუ აქვს აღნიშვნაშI გასაყიდ პროდუქტს- ისევ რაღაც რეგულაციებში ხვდება შტატების მიხედვით. აღნიშვნაში თუ ექნება პნევმატურისთვის (აირ რიფლე ან აირსოფტ) სავარაუდოდ, არ უნდა შეიქმნას პრობლემა აშშ-ში შტატებს შორის გადაგზავნაში.
okela84
May 25 2017, 04:50 PM
vexam
იარაღის მაღაზიებმა გვეკრძალებაო შეკვეთების მიღება უცხო ქვეყნებიდან.
სელერი დაგუგლეთ ხოლმე და თუ იარაღის მაღაზიაა ტყუილად ნუღარ დაკარგავთ დროს გამოწერაში
ნიკა
May 27 2017, 04:52 PM
ნახმარზე მაინც არაფერი მითხარით...

ანუ ისევ აქ ჯობია, მაღაზიაში
gregory
May 28 2017, 09:52 AM
ციტატა(ნიკა @ 27th May 2017 - 05:52 PM)

ნახმარზე მაინც არაფერი მითხარით...
ნიკა და რას ელოდები რომ გითხრან?
არ მესმის რა რჩევა უნდა მოგცენ?
ნახმარი არის ძაან დიდი მცნება. შესაძლოა კაცმა დააყენა იარაღზე, გაიხედა არ მოეწონა და ყიდის როგორც ნახმარს.
შესაძლოა სულ რამდენიმეჯერ ისროლა და იარაღი მაგიდიდან გადმოუვარდა....
შესაძლოა არც არაფერი ჭირდეს და იდეალურად მუშაობდეს....
giga2010
Jul 30 2017, 11:48 PM

ესეთ ოპტიკასთან გქონიათ ვინმეს შეხება? რას მირჩევთ? 3-10X32 mm
pilotina
Jul 31 2017, 12:03 AM
თუ შენი პატარა ფიშტოსთვის გინდა, გარგი ვარიანტია. მთავარია არაფერი ჭირდეს, ანუ ბარაბნები და ზუმი მუშაობდეს ნორმალურად
giga2010
Jul 31 2017, 12:05 AM
ციტატა(pilotina @ Jul 31 2017, 01:03 AM)

თუ შენი პატარა ფიშტოსთვის გინდა, გარგი ვარიანტია. მთავარია არაფერი ჭირდეს, ანუ ბარაბნები და ზუმი მუშაობდეს ნორმალურად
კი პატარას მინდა მოვარგო რამე, მარკეტზე დევს. გამყიდველი იძახის სულ ახალიაო. მადლობა ზურა
Mamuka_k
Sep 7 2017, 12:20 PM
გამარჯობათ.
ფორუმელებო თქვენი დახმარება მჭირდება

მოკლედ, pcp იარაღისთვის სანადიროდ ვარჩევ ოპტიკურ სამიზნეს. აუქციონზე მოვიგე ლიპერსი (Leapers 5th Gen 3-9x50 AO Mil-Dot 77$) და თუ ფლობთ ინფორმაციას ამ მოდელზე მირჩიეთ რამდენად მიღირს ესეთ ფასად ყიდვა. სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში განსხვავებული ფასები ადევს და შეიძლება მოდიფიკაციებშია სხვაობა და ვერ ვარჩევ.
Leapers 5th Gen 3-9x50 AO Mil-DotSpecs:
Magnification 3X-9X
Length 342 mm
Weight 22.2 oz
Tube Diameter 1"
Objective Diameter 50mm
Field of View 39.3"- 13.1" @100 yards
Eye Relief 3.3"-3.1"
Exit Pupil 10.0mm- 5.6mm
Click value @100 yards 1/4"
Parallax Setting 5 yards- Infinity
Batteries CR2032 3v
Full Adjustable Objective Scope From Five Yards Up
ja_ja
Sep 7 2017, 01:11 PM
ნუ ვაბშეტა ახალიც მგონი ეგ ფასი ღირს და ნახმარი მგონი უფრო იაფად ჯობია დაიადო, მარა მოგებულ აუქციონს რას უშვები?
და ვაბშეტა ყველაზე მტავარი, გადამზიდავ კომპანიასთან გარკვეული გაქვს მაგის ჩამოტანის შესაძლებლობა? ამასწინათ ლამის ყველა კომპანიამ უარი განაცხადა ოპტიკის ჩამოტანაზე ამერიკიდან, იქაური საბაჟო ატრაკებსო ასე თქვეს....
ნიკა
Sep 7 2017, 03:05 PM
ნუ ახალთან შედარებით იაფია მგონი. ja_ja ამ შემთხვევაში ვერა მაგრამ ისე პირდაპირ ფოსტითაც ვერ ჩამოიტან? როგორც ვიცი ზოგ შტატშია შეზღუდვა მარტო, თუ საერთოდ საზღვრის გადმოკვეთაზეა პრობლემა?
Mamuka_k
Sep 7 2017, 08:01 PM
სიმართლე გითხრა, პირადად არ გამირკვევია, მაგრამ bestex.ge-ს ჩამოაქვსო მითხრეს. მოგებულ ნივთზე შემიძლია უარის თქმა, ეგ არაფერია...
ja_ja სხვადასხვა ფასებმა დამაბნია ამ ოპტიკაზე, 69 $ დან 250 $ დოლარამდე მერყეობს სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში
1 -
leapers 69$
2-
leapers 250$
3-
leapers 99$
"4"-
leapers 6-24X50 <- ეს საერთოდ, მეტი ზუმით და 75 $ ღირს.
okela84
Sep 7 2017, 08:42 PM
Mamuka_kuprashvili
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ რამე ლიცენზირებულს როცა სერჩავ გუგლს პრიორიტეტში უზის უფიციალური საიტი.
ეს საერთოდ რა მოდელია ? დასახელებაში უწერია მონაცემები და model name ვერ ვნახე ვერსად. ჩემი აზრით მაიმუნობაა რაღაც, ყოველშემთვევაში მე ვერ ვნახე ოფიციალურ საიტზე.
okela84
Sep 9 2017, 05:56 PM
ეს ოპტიკა ხომ გაქვთ ვინმეს ? ფასი 250$-დან 34$ ზე ჩამოწიეს, რა მიჰქარეს ნეტა ასეთი ?
https://www.amazon.com/CVLIFE-Hunting-Rifle...rds=vlife+scope
NRG
Sep 11 2017, 12:08 PM
ციტატა(aleqsandre @ 9th September 2017 - 06:56 PM)

ეს ოპტიკა ხომ გაქვთ ვინმეს ? ფასი 250$-დან 34$ ზე ჩამოწიეს, რა მიჰქარეს ნეტა ასეთი ?
https://www.amazon.com/CVLIFE-Hunting-Rifle...rds=vlife+scopeნაძვისხე ბადე რომ არ ქონდეს რა მაგარ ფასშია, ვიყიდიდი სიამოვბებით
Mamuka_k
Sep 19 2017, 03:15 PM
მეგობრებო ამ ოპტიკურზე რამე ხომ არ იცით
centerpoint 4-16x50 ???
გამოწერა მინდა, 60 $ მიჯდება და არ მინდა რამე ხლამში გავიქნიო ეს ფული :/
ja_ja
Sep 20 2017, 08:25 AM
ნუ ეგენი ახლები 80-90$-ს უკაკუნებენ, თუ ზ.დ.პ-ზე არაა ნახმარი საკმაოდ კაი ოპტიკაა PCP-სთვის
Mamuka_k
Sep 20 2017, 11:38 AM
მადლობა ჯაჯა
NRG
Oct 23 2017, 03:52 PM
http://arsenal.co.ua/?page_id=3по 3-9 ეს ოპტიკა ხომ არ გქონიათ ვინმეს? რისთვის არის და როგორია?
ნიკა
Dec 1 2017, 11:07 PM
მგონი შესაბამის თემაში ვწერ. მოკლედ, ვინც იცით leapers-ის 4x32 ოპტიკებს სამაგრები(თუ რაც ქვია) მოყვება? და თუ არა center point 4x32-ს რომ მოყვება იმ სამაგრით დაყენდება ხო ჩვეულებრივ?
gregory
Dec 2 2017, 09:19 AM
ციტატა(ნიკა @ 2nd December 2017 - 12:07 AM)

მგონი შესაბამის თემაში ვწერ. მოკლედ, ვინც იცით leapers-ის 4x32 ოპტიკებს სამაგრები(თუ რაც ქვია) მოყვება? და თუ არა center point 4x32-ს რომ მოყვება იმ სამაგრით დაყენდება ხო ჩვეულებრივ?
ნიკა დსამაგრები ძირითადად მოყვება ხოლმე. ოღონდ უნდა ნახო რომელი სტანდარტის მოყვება.
center point 4x32-ს რაც მოყვება მაგითაც უპრობლემოდ მიყენდება
ნიკა
Dec 9 2017, 03:17 PM
gregory მადლობა დიდი. კიდე ერთს ვიკითხავ თუ შეიძლება, მოკლედ SCP-432ML1W ვიყიდე და საიტებზე უწერია პარალაქსი ფიქსირებული 100 იარდზეო, მაგრამ შეიძლება დარეგულირება ხომ ვერ მეტყვით რა იგულისხმება იმ ასში? და ახლოს რო ვაყენებ პარალაქსს ბადე ბუნდდება და ეს ნორმალურია ხო?
gregory
Dec 9 2017, 04:18 PM
ციტატა(ნიკა @ 9th December 2017 - 04:17 PM)

უწერია პარალაქსი ფიქსირებული 100 იარდზეო, მაგრამ შეიძლება დარეგულირება ხომ ვერ მეტყვით რა იგულისხმება იმ ასში?
ნიკა ის ოგულისხმევა რომ პარალაქსის ცვლილება მარტივი არაა. ამისათვის წინა ლუნზასთან არის რგოლი და ის უნდა მოუშვა. მაგის უკან კიდევ რგილია და იმით რეგულირდება. რომ დაარეგულირებ მერე წინა რგოლით დააფიქსირებ. დაახლოებით მასე იქნება.
ციტატა(ნიკა @ 9th December 2017 - 04:17 PM)

და ახლოს რო ვაყენებ პარალაქსს ბადე ბუნდდება და ეს ნორმალურია ხო?
როგორ აყენებ ახლო პარალაქსს? რას გულისხმობ?
ნიკა
Dec 9 2017, 04:26 PM
gregory მასე ვაყენებდი ხოლმე centerpoint-ზე, ჯერ ერთს ვატრიალებდი და მერე მეორე აფიქსირებდა, ამაზე მხოლოდ ერთი ტრიალებს და ჩვეულებრივ რეგულირდება. ანუ ახლო დაყენებაში ვგულისხმობ ახლო მანძილზე რო ვაკეთებ რა ფოკუსს, "გამოსახულება" სწორდება მაგრამ პარალელურად ბადე ბუნდოვანი ხდება
gregory
Dec 10 2017, 03:17 PM
მეც ცენტრპოინტის და ლიპერსის 4-32 ზე მაქვს ასე გაკეტებული. კონკრეტულად მად მოდელთან არ მქონია შეხება
EnDeL
Jan 22 2018, 01:22 AM
მოგესალმებით კიდევ ერთხელ
რომელიმე კომპანია ხომ არ იცით ინგლისიდან ოპტიკის ჩამოტანა რომ შეეძლოთ? ნამეტნავად მომწამლა ამ ოხერმა

...
Falcon M18+ 4-18x44 Enhanced Mil Dot 2 FFP
pilotina
Jan 23 2018, 10:49 PM
EnDeL
კამექსი
aleqsa
Jan 23 2018, 10:51 PM
kaka8079
Jan 24 2018, 08:04 AM
Camex-ი უკვე უარს ამბობს ოპტიკის ჩამოტანაზე,სულ ერთი თვის წინ ვესაუბრე და არაო მითხრეს,inex.ge ამ კომპამიამ ჩამომიტანა უსიტყვოდ.
EnDeL
Jan 24 2018, 03:05 PM
kaka8079
pilotina
დიდი მადლობა, ინექსით ვცდი.
temo-777
Feb 23 2018, 01:50 PM
მეგობრებო ამ ოპტიკას უწერია 26.5
და 1 ინჩიან რინგებზე არ წავა ვითომ?
25.4 მმ გამოდის. და ეს 26.5 რაიმე სხვა ზომაა ოპტიკაში?
https://opticdevices.ru/product_456.html
gela
Feb 23 2018, 03:33 PM
ციტატა(temo-777 @ Feb 23 2018, 01:50 PM)

მეგობრებო ამ ოპტიკას უწერია 26.5
და 1 ინჩიან რინგებზე არ წავა ვითომ?
25.4 მმ გამოდის. და ეს 26.5 რაიმე სხვა ზომაა ოპტიკაში?
https://opticdevices.ru/product_456.htmlმაგ ოპტიკის რა მოგეწონა ვითომ? ფასი? ჯერადობა? ბადე თუ? არა უბრალოდ მე დამაინტერესა თორე კაცია და გუნება რა თქმა უნდა

)
sekurifa
Feb 23 2018, 03:43 PM
ციტატა(temo-777 @ 23rd February 2018 - 02:50 PM)

25.4 მმ გამოდის. და ეს 26.5 რაიმე სხვა ზომაა ოპტიკაში?
მორგებით კი მოარგებ 26მმ იან ტრუბაზე 25მმ იან რინგებს მაგრამ 460 ლარი გიღირს ეგ ოპტიკა თუნდაც ცეცხლსასროლისთვის რომ გინდოდეს? იმედია პნევმატურზე არ ფიქრობ მაგას
თუ ეგეთი ვარიანტი გინდა მაინდამაინც მაშინ ეს ჯობია მაგას თანაც FFT სისტემაა და ჯერადობაც ოდნავ მეტი აქვს.
https://opticdevices.ru/product_1051.html
okela84
Feb 23 2018, 06:56 PM
temo-777
ძაან დიდი არჩევანია მაგ ფასში
temo-777
Feb 23 2018, 06:56 PM
gela
sekurifa
არაფრის ყიდვას არ ვაპირებ.
1 ინჩიანი კრონშტეინების ყიდვას აპირებენ მაგ ოპტიკისთვის და აინტერესებდათ
ხ.მ.ე.ლ.ო
Mar 8 2018, 04:02 PM
ხალხნო,
ამ ოპტიკის შესახებ რაიმე გსმენიათ? ვინმეს ჰქონია ზამბარ დგუშიან პნევმატიკაზე დაყენებული? როგორ უძლებს, ხო არ ჩამტვრეულა? ან საერთოდ რისი კლონია? ან სადაურია ხომ არ იცით?
მილ დოტის ბადე მომწონს, ვიზუალურადაც მომწონს, არც იაფი ღირს და ნეტავ როგორი გამძლეობის არის?

okela84
Mar 8 2018, 04:43 PM
ხ.მ.ე.ლ.ო
ეს საერთოდ სხვა მწარმოებლის არის და თუ სწორად მახსოვს რომელიღაც თანაფორუმელს უნდოდა ამის გამოწერა და რა ქნა არ ვიცი. მე FSI SNIPER მქონდა და მიმოხილვებში თუ ნაავ 300 ვინმაგებზეც ამუშავებენ. მწარმოებელი კი ირწმუნება რო 50 კალიბრზეც აქვს გატესტილი.
პცპ-ზე კი მეყენა, მაგრამ ძაან ბევრჯერ დამვარდნია თოფიანად და არც კი არეულა
ხ.მ.ე.ლ.ო
Mar 8 2018, 05:01 PM
ციტატა(okela84 @ Mar 8 2018, 05:43 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო
ეს საერთოდ სხვა მწარმოებლის არის და თუ სწორად მახსოვს რომელიღაც თანაფორუმელს უნდოდა ამის გამოწერა და რა ქნა არ ვიცი. მე FSI SNIPER მქონდა და მიმოხილვებში თუ ნაავ 300 ვინმაგებზეც ამუშავებენ. მწარმოებელი კი ირწმუნება რო 50 კალიბრზეც აქვს გატესტილი.
პცპ-ზე კი მეყენა, მაგრამ ძაან ბევრჯერ დამვარდნია თოფიანად და არც კი არეულა
აჰა, ესეიგი მე იგივე მეგონა და არ ყოფილა ასე. და 300 ვინმაგზე უფრო მეტად ზანზარებს იარაღი და ჩამტვრევის უფრო მაღალი ალბათობაა პნევმატურის ზანზართან შედარებით? არადა ეგ რაც ავტვირთე ზუსტად, მომეწონა ძაან. სულ ადრე ზუსტად მაგ მწარმოებლის ოპტიკაზე დავსვი მე შეკითხვა და მერე ლიპერსი ვიყიდე ხალხის რჩევით და ეგ ხო არ გახსოვს შენ? დიდი ხნის წინ იყო ეგ ამბავი
ისე ამ ოპტიკას მე რაც ავტვირთე სნაიპერის, თუ დააკვირდები მილ დოტის ბადე ბოლოებში არაფერს უკავშირდება და ეგ კაია ვითომ? თითქოს ჰაერშიაო და მიხატულია მემგონი ლინზაზე ან გრავირებული? ეგ არ ჯობია გვერდებში შეერთებულს?
okela84
Mar 8 2018, 05:21 PM
ხ.მ.ე.ლ.ო
მე საერთოდ ვფიქრობ რო 15-20 ჯოულის ზემოთ ზდპ-ები ნებისმიერი ოპტიკისთვის საშიშია
ხ.მ.ე.ლ.ო
Mar 8 2018, 05:34 PM
ციტატა(okela84 @ Mar 8 2018, 06:21 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო
მე საერთოდ ვფიქრობ რო 15-20 ჯოულის ზემოთ ზდპ-ები ნებისმიერი ოპტიკისთვის საშიშია
ნუ ეგ არ ვიცი მაგრამ ლიპერსის 3-9X50 2 იარაღზე, რემინგტონის და ბენჯამინ 1500 ის კორპუსებზე მეყენა და არ ჩამტვრეულა და რავიცი

თან ეს ლიპერსი სპეციალურად დარტყმაგამძე თრუე სთრენგ სისტემის იყო და ზედეპეებზეა გათვლილი, ნუ მე გაზის ზამბარებზე მეყენა და მაგალითად ჰატსან 125 და 135 ჩვეულებრივი ზამბარა რას უზავდა არ ვიცი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.