SVD ციტატა(SVD @ 26th January 2016 - 03:02 AM)

პ/ს ვინმეს შეუძლია ჩემი ოპტიკის აღდგენა ? მიშველეთ რამე რა
წესით ეგ ნიშნავს იმას რომ ოპტიკა ბავსვს უნდა მისცე სათამაშოდ. შენ კი ახალი უნდა იყიდო...
მაგის აღდგენა არის თამაშობანა

, იმიტომ რომ ლინზა რომ სწორედ დააყენო საჭიროა შესაბამისი სიზუსტე, ნუ ახლა მაინცა და მაინც დაზგაა მეთქი საჭირო არ ვიტყვი, მაგრამ თვითონ ოპტიკას გადახრები არ უნდა ჰქონდეს და თარაზოში უნდა იყოს, პლიუს დაშლისას მთელი მტვერი შიგნით ჩავა და ეგეც ცალკე ვაია, პლიუს ჩვენი ხელებით შიგნით ჩაძრომა კიდევ უარესი ვაია, იმიტომ რომ ნათითურები დაემჩნევა, მერე ბადე ისეთი თხელი დატანილია რომ უმეტეს შემთხვევაში იბრიდება და ბოლო დაშლის შემდეგ შედის შიგნით ნესტი, შედეგად სიცხეში ორთქლი იჩითება ლინზებში და პრაქტიკულად ღრუბელს უყურებ, ხოლო სიცივეში წყლის წვეთები კიდია ხოლმე ლინზებზე...
მაგ წყლის წვეთების გამო ნელნელა ლინზა ბინძურდება და.... თუ იკითხავ წყალი საიდანო, ნუ ატმოსფეროშია ნესტი, მითუმეტეს ეხლა ზამთარში. ქარხანაში აწყობისას მშრალ აზოტს იყენებენ და გამოდევნიან ჩვეულებრივ ჰაერს შემდეგ კი ლუქავენ, აზოტს კი სიცივე სიცხეზე ნაკლები რეაგირება აქვს, პლიუს ნესტს არ შეიცავს....
ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი არაგაკეტებადია, მაგრამ შესაბამისი მშრალი და სიფთა ოთახი, ინსტრუმენტარიუმი, აზოტი, თარაზოში გასწორება, ბოლოს ან გამოვა კალხოზი, ან თუ ყველაფერს წესებით გააკეთებ იმდენად ძვირი გამოვა აღდგენა რომ აშკარად ახლის შეზენა ემჯობინება...