sekurifa ლინკებზე კი არის, განსხვავებული ოპტიკები, მაგრამ შენ რა გაინტერესებს, რაიმე ეჭვები შეგეპარა იმის გამო რომ ვერ ასწორებ 50 მეტრზე თავისი რინგებით ჯვაარს?
თუ ეგ იდეა გაწუხებს, მაშინ მაგ მხრივ აფსოლუტურად ერთი ფეხები ოპტიკებია...
კაროჩე მურტალი ისაა რომ არცერთ მათგანს არ უწერია პარალაქსი საიდან სწორდება, ნუ იმ პირველს აირსოფტი რომ უწერია შეიძლება ვიგულისხმოთ რომ ახლო მანძილიდან, აი მეორეს ვააბშე ხრენ ივო ზნაიტ, პლიუს არის, ასეთი შტუკა - ბარაბნების კლიკების ზაპასი.... არცერთს არ უწერია რამდენია
კაროჩე მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ZOS-ები არის, იგივე VEctor Optick-სის ოპტიკები, მაგრამ VO-ს საიტზე ყველა ეგეთ დიდი ჯერადობის ოპტიკას უწერია კლიკების რაოდენობა რამდენია... მაგალითად
აი ამ მისამართზე არსებულ Minotaur-ს აქვს ასეთი მინაწერი:
Elevation Range: ±20 MOA
Windage Range: ± 20 MOA
ანუ ცენტრიდან 10 MOA ზემოთ 10 MOA ქვემოთ, იგივე ეხება გვერდებსაც, ამ კონკრეტულ ოპტიკას თითო კლიკი აქვს 1/8 MOA ანუ 1 MOA-ში აქვს 8 კლიკი, ახლა დარჩა ასეთი რამ გადასაანგარიშებელი, თუ 10 მოა შეუძლია ზემოთ აწევა ესე იგი ზემოთ 80 კლიკის ზაპასი აქვს, იგივე ზაპასი აქვს ქვემოთ, სულ ჯამში არის 160 კლიკი...
ახლა გადახედე შენს ოპტიკას და ნახე აბა რამდენი MOA-ს ზაპასი აქვს, თუ ძალიან ცოტა ზაპასი აქვს, ვთქვათ 4-5 MOA მაშინ ერთერთი მიზეზი ეგაა ანუ პროსტა არაა გათვლილი დიდ პაპრავკებზე.
მაგალითისთვის დააკვირდი
აი ამ ლინკზე არსებულ მოდელს, ამას უწერია რომ სულ აქვს
Evaluation Range ±15 MOA
Windage Range: ±15 MOA
ანუ მიუხედავად იმისა რომ ოპტიკა უკეთესია, და წინა ფოკალში აქვს ლინზა, პაპრავკები მინოტავრზე ნაკლები აქვს, და ზემოთ მაქსიმუმ 7.5 MOA-აქვს იგივე ქვემოთ და გვერდებზე
მე რომ მქონდა საკაიფო მოდელი რომელიც ახლა ნორიკას აქვს, ის ვააბშე მაგარი ვერსიაა, იმიტომ რომ 6-25 ჯერადობა აქვს, პლიუს FFP-ა, პლიუს ნახე აბა რამდენი
უწერია პაპრავკებში Elevation Range: ±35 MOA
Windage Range: ±35 MOA
ანუ ზემოთ 17.5 MOA ქვემოთ იგივე და გვერდებზე... კაროჩე ახლა ნორიკა კიდევ ერთხელ იყვირებს რა მაგარი ოპტიკა მქონიაო, კი ბაზარი არაა მაგარი ოპტიკა აქვს.. მაგრამ გაცილებით მეტი ღირს ვიდრე ZOS-ი (ლამის 2-ჯერ ძვირი ღირს, იდეაში ზუსტად 2-ჯერ ძვირი ღირს, 250-260$)
კაროჩე ადრე ფორუმი ვინც დაარსა JAH-მა, მაგან სანამ ინტერესი დაკარგა პნევმოსთან თქვა ერთხელ ასეთი რამ (ნუ იმანაც რუსებისგან ისწავლა, მაგრამ მთავარი ეს არაა), თოფები მიდიან და მოდიან და ოპტიკა რჩებაო....
აქ იგულისხმება ის რომ ოპტიკა ძვირიანი უნდა იყოს და ზოგიერთ შემთხვევაში თოფზე ძვირი, ეს თავიდან მეც ცხვირის აპრეხვით მივიღე და ხელი ჩავიქნიე რა იციან რუსებმა და JAH-მა მეთქი (დღეს მე თვითონაც ვხედავ რომ ყველა ახალბედა და ის ვისაც იაფად გამოძრომა უნდა რაღაც იგივეს ფიქრობენ ), მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ასე ვთქვათ ვღვინდები და ხვდები, პროსტა სიტყვები არაა, მწარე გამოცდილებით მიღებული შედეგია

კიდევ ერთ რამეს დავძენ შემდეგისთვის, ვიცი წინასწარ რომ ჩამითვლით ჭკუის დარიგებაში და გულში გაიფიქრებთ: შეგვჭამა ამ უბედურმა თავისი იდიოტური გენიალური იდეების ნთხევითო, მაგრამ ადრე თუ გვიან იგივე დასკვნებამდე მიხვალთ....
- ყიდვის წინ მხოლოდ ფასს ნუ უყურებთ და მხოლოდ ერთ გამყიდველს,
- შეეცადეთ ბევრგან ნახოთ ფასი, რამდენიმე საიტზე ნახოთ აღწერა და თუ არის ობიექტური მიმოხილვა,
- კაი თუ გამოიყენებთ იუტუბსაც, ხშირად არის ხოლმე ვიდეო დემინსტრაცია რომელიც საკმაოდ ბევრის მთქმელია,
- აუცილებლად მონახეთ მწარმოებლის საიტი და იქ გადაამოწმეთ დეტალური ინფორმაცია
მე არც VO მიყიდია ბრმად და არც ის მოდელი რომელიც ახლა მაქვს (საუბარი მაქვს Falcon T50-ზე), ლამის 2 თვე ინფოს ვაგროვებდი ვადარებდი Nikko Stearling-ს რომელიც პირდაპირი მისი კონკურენტია, ყველაფერი აწონ დაწონის მერე გდავწყვიტე და ვიყიდე, რა შეუძლია ჩემს რჩეულს ალბათ ბიჭები დაწერენ ვინც გაიჭყიტა დაჯდა ჩამოტანიან განბაჟებიანად მგონი 1700 ლარი, მაგრამ ღირს, იმიტომ რომ რა თოფიც არ უნდა გამოვიცვალო მაგ ოპტიკას აღარც შეცვლას ვუპირებ და აღარც აბდეიტს, სპორტისთვის მშვენიერი შენაძენია.... ერთადერთი ბრმად ვიყიდე Centrpoint 4-16x40 და ალბათ ასევე ბრმად ცოტახანში ვიყიდი Leapers Bug Buster 3-9-ს, იმიტომ რომ მათ მიმართ რამე კონკრეტული მოთხოვნები არ მაქვს, ვიცი რომ საშუალოზე დაბალი დონეა, მაგრამ იმ საქმისთვის რისთვისაც მინდა თავს გაართმევს (პლიუს ამათზეც აურაცხელი ინფო მაქვს მოქექილი

)...
რისთვის ვამბობ ამ ყველაფერს.... ZOS-ის მწარმოებელს ვერ მოძებნი მთელს ინტერნეტში (ნუ რავი მე ვერ ვნახე), ვერ მოძებნი დეტალურ მონაცემებს, ვერ შეაფასებს წინასწარ, ერთადერთი რამდენიმემ ჩამოიტანა მაგ ფირმის ოპტიკა სხვადასხვა მოდელი, იმათ გაუმართლა, მაგრამ.....
P.S. ნუ იდეაში მიუხედავად ამ ყველაფრისა, რავი ჯერ რაიმე სხვა დიდი ჯერადობის ოპტიკას შეადარე, ერთერთ გასვლაზე წამო და რომელიმეს ოპტიკა რაც მოერგება შენს თოფს, ნახე შეაფასე და გაიგებ ოპტიკა ახურებს თუ თოფი, მანამდე კი მაქსიმალურად შეეცადე არ აყვე იზმენებს, იმენნა გადაგრევს, გაგაყიდინებს ყველაფერს, დაგიგდებს თვითდაჯერებულობას, დაჟე სროლის შედეგს გაგიფუჭებს ისეთი საზიზღარი რამეა, გულს გაგიტეხავს და კაროჩე...

ამიტომაც კარლსონისა არ იყოს - სპაკოისტვიე, ტოლკო სპაკოისტვიე

აუ ისევ პროსტინა დავწერე ბლიაძ რა!