monzera ციტატა(monzera @ 17th December 2011 - 09:42 PM)

ამას ნახეთ რამდენი აქვს link
მერე აქვს და ყველაფერს ყიდის, გადის მაგ სფეროდან და იცილებს ალბათ.
რაც შეეხება:
ციტატა(monzera @ 17th December 2011 - 09:42 PM)

აბა ხალხს საიდან აქვს mymarket.ge ზეც იყიდება რამდენიმე ვერც რაიმე კომპანიის დახმარებით ვერ ჩამოვიტან?
ძველი ჩამოტანილი რაც არის ეგაა, ახალს ვერ ჩამოიტან, ჩვენ გითხარით ფაქტი რომ ასე და აასეა, შენ თუ არა გჯერავს, მაშინ სანამ გამოიწერ გადახედე აი ამ თემებს და მერე გადაწყვიტე, ერთი და იგივეს წერას, უკვე აზრი აღარ აქვს.
1)
ერთერთი პოსტი სულ ცინცხალი მინსკიდან ჩამოვიდა ჩვენიანი და ჩამოართვეს ყვეალფერი, არა და კაცი იქ ცხოვრობდა და საქართველოში ბრუნდებოდა საკუთარი ნივთებით და არა გასაყიდი ნივთებით
2)
ერთერთი ვინც არ დაიჯერა გამოიწერა და მერე გაწამაწია იყო
3)
კიდევ ერთი თემა4)
ძალიან დიდი თემა იმაზე რომ ხან ერთმა შეუკვეთა, ხან მეორემ და არავის არ ჩამოუვიდა, მთელი გამოძიებებია
და თუ კარგად დაძებნი მინიმუმ 5-6 დიიდი თემაა ამ ფორუმზე, სადაც ხან ერთი ახალბედა ტირის რომ დაუკვეთა და გაუჩერეს, ხან მეორე.
თუ დაგვიჯერებ და შარში არ გაეხვევი კარგი იქნება, თუ არა და ბურთიც შენია და მოედანიც

, იმედია სწორედ გაგვიგებ, ჩვენ პირიქით გვაინტერესებს და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტმა იყიდოს, შემოიტანოს, აზრი გაგვიზიაროს, გამოცდილება დაგროვდეს, მაგრამ ჩვენი სურვილები უვიც კანონმდებლების დაჩხაპნილ კანონებს არ ემთხვევა. ძალიან ძალიან სამწუხაროა.
მოკედ ახლა შენ ისე არ გაიგო რომ ეგ თემები რაც ჩამოწერე, ყველაფერი პნევმატურ პისტოლეტებს და თოფებს ეხებაო და აირსოფტი მანდ არაფერ შუაშიაო...
მოკელდ ჩვენთვის ამ მომენტისთვის რაც ცნობილია, ნებადართულია, მაგრამ დაუსრულებელი კანონის გამო მებაჟეები ტვირთს აჩერებენ და არავის ატანენ თუ შიგნით არის:
1) პნევმატური პისტოლეტი
2) პნევმატური თოდი
3) აირსოფტის პისტოლეტი
4) აირსოფტის თოფი/ავტომატი
5) პეინტბოლის იარაღი (მარკერი)
6) შვილდ ისარი კლასიკური
7) შვილდ ისარი კომპოზიტური
8) რაციები ნებისმიერი გინდ სამოყვარულო გინდ პროფი (წინა პუნქტებზე თუ უბრალოდ გიჩერებენ საქონელს, ამ შემთხვევაში ჯარიმაზე მიდიხარ 3000 ლარი!)
9) დანები... თუმცა ეს ბოლომდე გარკვეული არა, ზოგს ატანენ ზოგს არა.
ახლა თუ კიდევ მაინც დაწერ აბა მაღაზიებში საიდან არისო, კიდევ ერთხელ დავწერ, რაც შემოტანილი იყო 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ის იყიდება, ახალი 2011 წლიდან არაფერი შემოსულა, ერთი ამერიკული კომპანიაა კროსმანი მისი საქონელიც საბაჟოზეა, უდიდესი მაღაზია, მაგნუმი გაჩერებულია და რომ ჰქოდა, 30 დასახელების პნევმო თოფი და 100 დასახელების პნევმო პისტოლეტი, დღეს აქვს 5-6 დასახელების თოფი დარჩენილი და პისტოლეტი საერთოდ აღარ აქვს. ვერავის შემოაქვს, გინდ დიდი ბობოლა კომპანია იყოს, გინდ უბრალო მოქალაქე რომელსაც თავისი ჭიის გახარებისთვსი მოუნდა ერთი სათამაშოს შეძენა.